თუ გადარჩი,ცოლად მოგიყვან( სრულად )
ეძღვნება კორას დიდი სიყვარულით. -დედა მე ცოტას გავისეირნებ და მოვალ-ეზოში ბებოსთან ერთად მოფუსფუსე დედაჩემს გავსძახე და ბედნიერმა გადავაბიჯე ეზოს გარეთ. -შორს არ წახვიდე შვილო,ტელეფონი ,თან წაიღე,თუ გინდა სანდრო გაიყოლე-დამაწია მისეული დარიგებები. -დედა მარტო მინდა ვიყო,სანდროს ძიძობა კი არა-მობეზრებულად ავაქნიე ხელი და ჭიშკარი მივხურე.აღარ შემეპასუხა,კარგა ხანს მესმოდა ჩემი 10 წლის ძმის ბუზღუნი,რომ არ გავიყოლე მაგრამ ამდენი წლის მერე დედულეთში,ამ სასიამოვნო და მშვიდ საღამოს გასეირნებაში არ მსურდა ვინმეს ხელი შეშალა და ჩემი მყუდროება დაერღვია. ზუსტად 9 წელია ამ ორღობეებში არ გამივლია,ეს ბებია-ბაბუასეული ჰაერი და არომატი არ ჩამისუნთქავს,არ მირბებია ამ გზებზე,ყველაფერი მომენატრა,თითოეული ხე,ბუჩქი,სახლი თუ ადამიანი.ნაცნობ ღობესაც ჩავუარე,როგორ მახსოვს ,სანამ მაყვალას მაღაზიათან მივიდოდი ჯერ ამ ღობეში გამოჭრილი ვარსკვლავების თვლით ვირთობდი თავს.ზუსტად მახსოვს დღესაც 125 ვარსკვლავია.ჩემმა მოგონებებმა ღიმილი მომგვარა. -„ნეტა მაყვალა ბებო ცოცხალია?-გულში გავიფიქრე და ბევრი ნაცნობი სახე ამომიტივტივდა გონებაში,ვინც ჩემი პოლონეთში წასვლისას ღრმად მოხუცებული იყო და ახლა შესაძლოა ცოცხლებიც კი აღარ იყვნენ.არ ვიცოდი ჯერ კიდევ ვინ აკლდა ჩემს ნაცნობებს მაგრამ გული მომეწურა,თვალებზე ჩემდა უნებურად ცრემლი მომადგა.ყველაფერი მომნატრებია აქ.რა კარგი იყო მაშინ,მდინარე,მოპარული სიმინდი და თხილი,ღამის ბირჟა და კოცონი,დაახლოებით 15 წლისა ვიყავი და ეს ყველაფერი ზღაპრის მაგვარი იყო ჩემთვის.დაიზარდნენ გოგო-ბიჭები,ზოგი დაოჯახდა,ზოგმა საცხოვრებელი შეიცვალა. ესეც მოხუცი ჯონდი ბაბუს თხილის პლანტაციები.როგორ დაფუსფუსებდა ხოლმე.ნეტავ ცოცხალია კიდე?ხეებს თვალი შევავლე,საკმაოდ ხვავრიელი წელია,როგორც ჩანს ტოტები დახუნძლული იყო თხილის ფოჩებით,ცდუნებას ვეღარ გავუძელი,ღობეს გადავახტი და ხეებში ჩავიკარგე. ერთს მეორე მიყვა,მეორეს მესამე,ნელნელა ჩამობნელდა კიდეც მაგრამ მე დანებებას არ ვაპირებდი,არ ვიცი ასე რამ გამაგიჟა მაგრამ საოცრად მეგებრიელა ეს თხილი,ალბათ სანატრელ მიწაზე,ნაცნობის ხელით გაზრდილს სხვა გემო და სურნელი ჰქონდა. ემოციებში ჩაძირული მხოლოდ მაშინ დავუბრუნდი რეალობას,როცა ჩემს ხერხემალზე მობჯენილი ცივი საგანი,რომ ვიგრძენი და მკაცრმა და რიხიანმა ბარიტონმაც არ დააყოვნა: -ხელები ჯი -რაა?-მისმა სიტყვებმა დამაბნია,მიუხედავად იმისა,რომ დედა მეგრელი მყავს, აქაური დიალექტი არ ვიცი,მაგრამ გონება ცოტა დავძაბე და ვარაუდით მივხვდი,რა სურდა მამაკაცს-ავწიო?-ოდნავ მოვაბრუნე სახე და ვკითხე. -ზუსტად-ისევ მკაცრად მიპასუხა,მეც დავემორჩილე და ხელები მაღლა ავზიდე,უნდა მშინებოდა სავარაუდოდ მაგრამ,რატომ ღაც საოცრად მშვიდად ვიყავი და შიშის ნატამალიც კი არ გამაჩნდა გულში,პირიქით ირონიულად განვეწყვე ვითომდა ამ კრიტიკული სიტუაციისადმი. -უნდა მომკლათ?-ვიწვევ,აშკარად წერამ ამიტანა. -დამსახურებულად. -რითი დავიმსახურე?-ჩავეძიე,თან ვცდილობ შევბრუნდე მაგრამ მსუბუქად ისევ მიბიძგა სანადირო თოფი ზურგზე და ისევ წინ შევაბრუნე სახე. -ქურდობა,რომ დანაშაულია არ იცი?-კანონებს მახსენებს. -ერთი მუჭა თხილის ჭამა ქურდობაა?-გაოცება ვერ დავმალე. -ერთი მუჭა?აშკარად მათემატიკაში მოიკოჭლებ,მიიხედე ქალბატონო შენს ირგვლივ,სადაც გაიარე ყველგან თხილის ფოჩებია მიმობნეული,რომ მოაგროვო ერთი ტომარა აივსება. -კარგი და შენ რატომ ნაღვლობ ეს ჯონდო ბაბუას თხილებია,ვიცნობ და არ გამინაწყენდება-თავს ვიცავ. -ბაბუაჩემი ორი წლის უკან მოკვდა,ახლა ეს ჩემია,ასე,რომ...... -კარგი,მოვრჩეთ ამ ხუმრობას და დაწიე იარაღი-ხმა შევარბილე კიდე უფრო და ვედრებაზე გადავედი. -და შენ ფიქრობ,რომ მე ვხუმრობ? -ჯერ მხოლოდ 24 წლისა ვარ,გუშინ ჩამოვედი სამშობლოში,ერთი მუჭა ...ჰო კაი ერთი ტომარა თხილის გამო,როგორ მოვკვდე? ბოლო ბოლო გათხოვებაც კი ვერ მოვასწარი,ისე მკლავ-ამ ბიჭის ჯიქობა საოცარ ხასიათზე მაყენებს და იმის მაგიე,რომ მეშინოდეს ვმაიმუნობ და ხმას ვისაწ....ბ,რომ ისტერიული სიცილი არ ამიტყდეს. -თუ გადარჩი, მე მოგიყვან ცოლად-ახლა უკვე სიცილი შეეპარა ხმაში და მივხვდი,რომ ამ ყველაფერს სპეციალურად აკეთებდა ჩემს შესაშინებლად.რა იცის,რომ სულაც არ შემშინებია. -დამცინი არა?-ახლა უკვე თამამად შევბრუნდი მისკენ ,ვიცოდი,რომ მაწვალებდა და არაფერიც მემუქრებოდა. საშუალო სიმაღლის,შავგვრემანი შავი თმით,საკმაოდ სიმპატიუირ იყო,მგონი საკმაოზე მეტად. -მგონი ტყუილად ვეცადე არა?-თოფი დაბლა დაუშვა და ჩემს მომღიმარ და მშვიდ სახეს მისი თავფლისფერი თვალები შემოანათა. -სულ ტყუილად....ანუ შენ ხარ ამ გემრიელობების ბატონ-პატრონი-ხელი განზე გავწიე. -კი,რაც ბაბუა მოკვდა აქეთ გადმოვედი...მაპატიე არ გაგეცანი,ჩემი სახელი ბაჩანა-თქვა და მარჯვენა შემომაგება. -ჯობდა თავიდანვე ასე დაგეწყო-ვთქვი და მეც შევაგებე ჩემი ხელი-მე კი ლილე. -სასიამოვნოა ლილე,ვიცნობდით ერთმანეთს ბავშვობაში? -ვერ გიხსენებ,სამაგიეროდ აწი არ დამავიწყდები-საჩვენებელ თიტს თოფისკენ ვიშვერ. -და მაინც ჩემი ერთი ტომარა თხილი ვალად გრჩებათ-თქვა და იარაღი მხარზე მოიგდო-ნარაზენში ვისთან ხართ? -აქ ჩემი დედულეთია. -ჩემიც. -უკვე ჩამობნელდა,წამოდი გაგაცილებ. -იყოს არ შეგაწუხებ. -მე უკვე შევწუხდი-ისევ თხილებისკენ გაიშვირა ხელი-ახლა ვცდილობ სხვები დავაზღვიო შეწუხებისაგან და სახლამდე მშვიდობიანად მიგაცილოთ. -ანუ კეთილი მეზობელი ხარ და სხვის ქონებას იცავ. - მომბაძე-მხირულად ჩაილაპარაკა და წინ გამიძღვა. -აბა რას ამბობდი?ჩამოვედიო,საიდან ჩამოხვედი? -პოლონეთიდან,9 წელია იქ ვცხოვრობთ,მე მშობლები და ჩემი ძმა.შენ?ვინ გაყვს სახლში? -მშობლები,და გათხოვილია. -და თქვენ საიდან გადმოხვედით? -ქობულეთიდან. -კარგია ზღვა-ოცნებებში გადავშვი. -კი ძალიან-დამეთანხმა.სალაპარაკო თემაც ამოგვეწურა.სახლამდე უხმოდ ვიარეთ. -აი ჩემი სახლი-ხელით პატარა სახლი ვანიშნე-შემოდი. -არა მადლობა,სხვა დროს იყოს,აქეთ,ხომ რჩები?კიდევ გნახავ. -მთელი ზაფხული აქ ვიქნები. -მაშინ დროებით-შებრუნდა და ხელი დამიქნია,მიუხედავად უცნაურად დაწყებული ნაცნობობისა,მაინც სასიამოვნო შთაბეჭდილებებით შევაბიჯე ეზოში.მაშინვე ქოტქოთიდ გამოვარდა ბებიაჩემი. -სად დადიხარ შვილო ამ ბნელში,ვინმეს არ გადაეყარო,არ შეგაშინოს-მზრუნველად დამისვა მკლავზე ხელი. -ნუ გეშინია ბებო-გავუღიმე,იმაზე მეტად რას უნდა შევეშინებინე,რაც ცოტა ხნის წინ გადამხდა თავს. მალევე დავწექი დასაძიინებლად,მეორე დღისით მე და ჩემს მეგობარს თიკოს მდინარეზე გვსურდა ადრიანად ბანაობა,ამიტომ კარგი გამოძინება მჭირდებოდა. დილის რვა იყო თიკოს მესიჯმა,რომ გამომაფხიზლა.თურმე უკვე მოსულიყო და სამზარეულოში მელოდებოდა.შევაბიჟე თუ არა მაშინვე შემომესვა დედაჩემი და ბებიაჩემი ,როგორ ქოთქოტებდნენ. -ამ დილა ადრიან რა მდინარე აიტეხეთ? -გაცივდებით შვილო. -კარგით რა ყველაფერი მენატრება ,პატარა ხომ აღარ ვარ,მალე მოვბრუნდებით-ორივეს ხმაურით ვაკოცე ლოყაზე და თიკოს მკლავში ვწვდი,არადა რა გემრიელად შეექცეოდა ბებოს გამომცხვარ ხაჭაპურს. -ლუკმა მაინც გადამაყლაპე,დამეცა გულზე- ჩაახველა და მკერზე მჯიღი მიირტყა. -მაძღარი წყალში არ უნდა ჩახვიდე,ჩემგან გესწავლება?-ვარიგებ და თან სირბილით მდინარისკენ მივარბებინებ,თითქოს სადმე მაგვიანდებოდეს. -დამაცა ქალო,მომტყდა ხელი-ის ისევ წუწუნებს,ხელს ვუშვებ და ზურგჩანთას მოხერხებულად ვიგბედ მხრებზე. -თიკუნა ბაჩანას იცნობ?-ფრთხილად შევაპარე ჩემი ინტერესის ობიექტი. -ვინ ბაჩანას წულუკიძეს? -გვარი არ ვიცი,ჯონდის შვილიშვილს. -ჰო ეგაა,კი ვიცცნობ,ახალი გადმოსულები არიან,ნუ მთალდ ახალი არა მგონი ორი წელია,რა არის რო? -არა,არაფერი გუშინ გავიცანი. -ჰოო?სად მოასწარი? -მის თხილებში. -რაა? -ვიპარავდი და შემისწრო. ჩემს სიტყვებზე ლამის ახტა და ძირს დაეცა თიკო,შეშლილივით იცინოდა,სულს ვერ ითქვამდა,ჯერ გამაოცა მისმა რეაქციამ,მერე ჩემს სიტყბეს,რომ ჩავუკვირდი,მეც ამიტყდა სიცილი და მდინარემდე ასე კისკისით მივედით. -გიჟი ხარ,შენს ეზოში თხილი არ გაქვს სხვისაში,რომ არ გადამძვრალიყავი. -მოპარული გემრიელია-პატარა ბავშვივით ჩავიბურტყუნე და ჩანთა ნაპირზე მივაგდე-უფ საკმაოდ ღრმა ყოფილა წყალი-ოდნავ გადავიწიე და მდინარეს გადავხედე. -თუ ცურვა იცი ნუ გეშინია. მანაც დადო ჩანთა და ორივემ სასტარტო პოზიცია დავიკავეთ. -ერთი,ორი და სამი-ერთდროულად გავითვალეთ და წყალში ვისკუპეთ. ისეთი სასიამოვნო იყო ცივი წყლის შეხება მხურვალე კანზე,რომ სიამოვნებისგანა ხმამაღლა შევკივლეთ. -რა მაგარია-წყალს მკლავებს ვუსმევდი და მოტივტივე თიკოს წრეს ვარტყამდი. -შორს არ გაცურო ლილე,მაინც მარტონი ვართ მეშინია-შემომძახა დინებას მიყოლილს. ისეთი სასიამოვნო,სუფთა და კრიალა იყო წყალი,რომ რამოდენიმეჯერ ჩავყვინთე,ყოველ ამოსვლაზე თიტქოს წლები მაკლდებოდა,როგორ მომნატრებია აქაურობა,კიდევ ერთხელ გავიფიქრე და ისევ დავყევი დინებას. -ლილე შორს ხარ-საკმაოდ შორიდან მომესმა თიკოს ხმა,მისკენ შემოვბრუნდი,რომ ხელი დამექნია,ამრტლა რამხელაზე გამომიცურავს,შიშმა ამიტანა,ავფართხალდი,მაგრამ ვიგრძენი ფეხზე რაღაც მომედო,რაც მეტად მოვქაჩე მეტად დამიჭირა,წყლის ლაფი და მცენარეები,უკვე ნიკაპამდე დამფარა წყალმა,მინდა ვიყვირო მაგრამ დაზაფრულს ხმა აღარ ამომდიოდა ყელში,მხოლოდ ხელებს ვიქნევდი განწირული.რაც მეტად ვიბრძოდი მეტად ვიძირებოდი,ჩავყვინთე მინდოდა ხელებით შემომეგლიჯა შლამი,მაგრამ არაფერი გამომივიდა,ჰაერიც არ მყოფნიდა,ისევ ამოვყვინთე და ხელებს ვიქნევდი უხმოდ,ახლა უკვე ჩაყვინთვა აღარ მჭირდებოდა ისედაც ჩავიძირე,ალბათ მარტო ჩემი ხელები ქანაობდნენ წყლის ზედაპირზე,წამიც და გავითიშებოდი.იმ მომენტში ვიგრძენი ,ხელის შეხება მარჯვენა წვივზე,უკანსაკნელი ძალები მოვიკრიბე და თვალები გავახილე,ეს ბაჩანა იყო,დანით მცენარის გადაჭრას სცდილობდა,გამოუვიდა კიდეც,ამოცურდა და ახლა იღლიებში ამომდო ხელები,მაღლად ამწია,გონები არ დამიკარგავს მაგრამ არც თვალების გახელის და არც ლაპარაკის თავი მქონდა.არ მახსოვს,როგორ ამოვედით ნაპირზე.სხეული გრძნობდა,როგორ მარხევდა ძლიერი მკლავები და მკერზე მაწვებოდა,მესმოდა თიკოს ატირებული ხმა თუ როგორ მევედრებოდა გამოფხიზლებას.თავს ძალას ვატანდი,როგორც იქნა გავახილე თვალები,ჯერ ბუნდოვანი იყო ყველაფერი,მერე კი გარკვევიტ გავარჩიე,სველი და შეშინებული ბაჩანას თაფლისფერი თვალები,იმდენად ახლოს იყო ჩემკენ დახრილი რომ მისი თმებიდან და სახლიდან ჩამონაწვეთი სახეზე მეცემოდა.მსუბუქად გადამისვა ლოყებზე ხელები და თამ გადამიწია. -მადლობა ღმერთს ცოცხალი ხარ-შვებით ამოისუნთქა და ქვებზე მოწყვეტით დაეცა. -ლილე,ხომ გეუბნებოდი...როგორ შემაშინე-თან მსაყვედურობდა ,თან მფეფერებოდა გულგახეთქილი მეგობარი და გულში მიკრავა.მე მხოლოდ ბედნიერი და შეშინებული უაზროდ ვიღიმოდი.რამოდენიმე წუთი გონზე მოსასვლელად დამჭირდე.წამოვჯექი და ჩემს მხსნელს მივუბრუნდი. -მეორედ გადავრჩი-ვეცადე გამეღიმა. -გადაგარჩინე. -და პირობა გახსოვს? -თუ გადარჩი,ცოლად უნდა მოგიყვანო-საჩვენებელი თითი მუქარის ნიშნად დამიქნია.თიკომ დაბნეული თვალები შემოგვანათა ორივეს. -რაზე ამბობთ? -არაფერი ვხუმრობთ-არ განვავრცე-გთხოვთ ეს არავისთან თქვათ,გეხვეწებით თორე დრესვე წავალთ აქედან. -არ ვიტყვით-ერთხმად მიპასუხეს. ცოტა ხანიც და უკვე ფეხზე დგომა შემეძლო,ჩემს ზურგჩანთას დავწვდი და მხარზე ოვიგდე. -მადლობა-ქვებზე ჩამომჯარი ჩემი მხსნელისაკენ დავიხარე და ხელი გავუწოდე,მანაც შემომაგება. -დღეს შემიძლია დავისვენო გმირული საქმეებისგან? -ხვალამდე თავისუფალი ხარ-მივუხვდი ხუმრობას. - კარგი ქალბატონო-თვალი ჩამიკრა და მდინარეს გახედა.უსიტყვოდ წამოვედი.ეს ბიჭი მნუსხავდა. ჯერ თიკოს სახლში გავიარე,გავშრი,ცოტა აზრზე მოვედი და მერე წავედი სახლში,რატქმაუნდა ჩემებმა ვერაფერი შემტყვეს და დღემ მშვენივრად ჩაიარა ,ყოველგვარი პრობლემის გარეშე. -ლილე ბაბუ საღამოს სტუმრად მივდივართ. -სად ბაბუ? -გახსოვს ჯონდი ბაბუა?იმის ქალიშვილმა და სიძემ დაგვპატიჯა ვახშამზე. -ჰოო?-უცნაურად ამიფრთხიალდა გული,საოცრად მესიამოვნა ეს ამბავი. 8 საათი სრულდებოდა მთელი ჩემი ოჯახის შემადგენლობამ მალანიების აწ უკვე წულუკიძეების კარ-მიდამოში,რომ შევაბიჯეთ.საოცარი სიმწვანე,სილაღე და სიხალასე იყო ამ ეზოში,ლამაზი კოპწია ხის ორსართულია საკმაოდ დიდი სახლი.სასიამოვნო ცოლ-ქმარი მაგული და გოგი და ჩემი პირადი მცველი ბაჩანა. -რა ლამაზი გოგონა გყოლია ქეთო-თან მე მათვალიერებდა და თან დედას ესაუბრებოდა მაგული დეიდა. ბაჩანამ წარბებს ქვემოდან გამომხედა და ჩაეღიმა,ვერ მივხვდი რა იყო ეს თანხმობა და უარყოფა. მთელი საღამო მის ინტერესით მომზირალ თვალებს ვერსად დავემალე,თუმცა,რომ ვაღიარო არც ისე დიდად მიცდია.კაცებს,როგორც სჩვევია შეზარხოშების მერე მრავალხმიანი შემოსცხეს მეკი მოსვლისას შემჩნეული ჰამაკისაკენ ავიღე გეზი და კომფორტულად მოვკალათდი მასში. -დღემ მშვიდობიანად ჩაიარა?-თვალდახუჭულმაც კი ვიცანი მისი ხმა. -ჯერჯერობით. -ნასვამი ვარ გმირობისთვის ვერ გამოვდგები,ხიფათები ხვალისთვის შეინახე. -კარგი მასე იყოს-ავხედე და გავუღიმე-საოცრად ბრწინავდა მისი თაფლისფერი თვალები მთავრის შუქზე. ძლიერად მიაწვა ჰამაკს და ჰაერში გავქანავდი,საოცრად სასიამოვნო იყო. -ზეგ ახალგაზრდები კოცონთან ვიკრიბებით წამოხვალ? -შენ იქნები? -კი -კარგია,მცველი ხომ მჭირდება. -შენს გვერდით მიგულე. კიდევ რამოდენიმეჯერ ჰკრა ხელი ჩემს ჰამაკს და სახლისკენ შენბრუნდა.მე კი კმაყოფილი და უცნაური განცდებით ავსებული ,თვალდახუჭული ვეგებებოდი მობერილ ნიავს. ორი დრე უცებ გავიდა კოცონთან შეკრებილი ახალგაზრდების მოლოდინით.თიკომ იცოდა ,სად იკრიბებოდნენ,თუმცა ჩვენი კავალერობა ბაჩანამ იტვირთა.დაძაბული და ცნობისმოყვარე ვათვალიერებდი დიდი ცეცხლის ირგვლივ შეკრებილ ახალგაზრდებს,საოცრად მსიამოვნებდა უკვე ამ გარემოში ყოფნა.დახლოებით 30 ვიყავით.ბაჩანა თიტქმის ყველას მიესალმა და მოიკითა,ჩემი თავიხც გააცნო დანარჩენებს.სიმინდი, ცივი სასმელი,მზესუმზირა და თხილი ბლომად მოემარაგებინათ. საოცრად თბილი და მხიარული ატმოსფერო იყო,ბაჩანა ჩვენს გვერდით მოკალათდა.თურმე საოცრად მღეროდა.ვუყურებდი,როგორ ჰარმოვნად არხევდა მის თიტებს გიტარის სიმებზე და როგორ უწყობდა მის ხავერდოვან ხმას მის ჰანგებს ტანში ჟრუანტელი მივლიდა,აქამდე მხოლოდ მის თითებს ვუურებდი და ისე ვუმენდი,ვიგრძენი მისი მზერა,თვალები მაღლაავაყოლე და მას შევეჩეხე,მის თაფლისფერთვალებს,მხოლოდ მე მიყურებდა,თითქოს ის სიმრერა თითოეული სიტყვა მე მეკუთვნოდა მე მიმღეროდა,ამაკანკალა,ერთიანად წამომახურა სახეზე,თავი დავხარე და სანამ არ მორჩა არ გამიხედავს მისკენ. -მოდი ამის პატრონმა რა ქნას ვითამაშოთ-გენიალური აზრი მოფგვაწოდა ვირაცამ,ყველამ აიტაცა,იპოვეს პარკი და მასში ჩასაყრელი ნივთებიც. საოცარი სანახაობა იყო,ვინ ხტუნაობდა,ვინ ლექსებს ყვებოდა,ვინ ვირი,იყო ვინ კი სილას აწნადა მეორეს,ეს ყველაფერი მანამ მართობდა სანამ,ბაჩანას ლოყაზე კოცნა ჩემს ნიშანზე არ ამოვიდა.უარის თქმა არ გამოდიოდა,მაჰრამ მისი გაბრწყინებული თალები,რომ დავინახე უარესად დავიძაბე. -რომ შევცვალოთ?-გავიბრძოლე,მაგრამ კატეგორიული უარი მივირე. მძიმე ნაბიჟით მივუახლოვდი,ვხედავდი,უფრო სწორი იქნება ვთქვა ვგრძნობდი როგორ უცემდა გული,როგორ დაეჭიმა ყელზე ძარღვები,ოფლმა დაახვა და მისგან საოცრად არომატული სურნელი ამოაფქვია,ფეხის წვერებზე ავიზიდე და მუსბუქად შევეხე მის ლოყას,მაგრამ დავიფიცებ იმ წამს რაღაც მოხდა ჩემში და მასსი,სუნტქვა შემეკრა და გული გამიჩერდა,არა მარტო მე მასაც,ვიგრენი დავინახე და ალბათ ეს იყო გადამწყვეტი. ზუსტად ერთი თვე თითქმის ყოველდრე მჭირდებოდა მისი შველა.ან ხიდან ვარდებოდი,ან მდინარიდან,ან ძაღლი გამომეკიდა,ხან გორაკიდან დავგორდი,ხან რა და ხან რა,ხიფათი უფრო მეტად გვაახლოებდა,შინაგანად ვგრძნობდი მაგრამ ვერ გადმოვცემდი,ვიცოდი მაგრამ ვერ ვაანალიზებდი,მხოლოდ ეთი ფრაზით ვიფარგლებოდით -თუ გადარჩები ცოლად მოგიყვან. ამ დილით კი პიკი იყო.ისევ ხიფათში ვიყავი,ამჯერზე წაიქეცი და შუშაზე გადავისერე ხელები.არასოდეს დამავიწყდება ბაჩანს წაშლილი ახე და აცრემლებული უთქმელი თვალები,ყველაფრით სავსე მაგრამ უთქმელი.არ ვიცი როგორ იტევდა,მაგრამ მეც ხომ ვიტევდი? დაფეთებულმა დამხედა მაჯებზე,მშვიდობა იყო,პერანგი ტანზევე შემოიხია და ჭრილობაზე დამადო,თან მძიმედ და დამარცვლით მეუბნებოდა. -თუ გადარჩები ცოლად მოგიყვან. -ბაჩანა-თიტები ნიკაპზე ამოვდე და თავი მაღლა ავაწევინე-რამდენჯერ უნდა გადავურჩე სიკვდილს,რომ შენი პირობა შეასრულო? -ლილე-ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და ლოყაზე თიტები ჩამომისრიალა-მა სი მიორქ. არ ვიცოდი სიტყვების მნიშვნელობა მაგრამ ვიგრძენი,გულმა მიგრძნო. -მეც მიყვარხარ-როგორც იქნა ამოვტქვი და მის ტუჩებს დავწვდი...... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.