სიყვარული კარზე არ აკაკუნებს #3
მისაღებ ოთხაში ბევრი სტუმარი დამხვდა ,, გვერდითა ოთახიდან ნიკას ხმა მომესმა, გადავწყვიტე შევსულიყავი. კარებს რომ მიუახლოვდი ნაცნობი სახე შემეფეთა, მაგრამ საიდან მეცნობოდა ვერ გავიხსენე. - უკაცრავად. ვუთხარი და თავის დაძვრენის მიზნით გვერდით გავიარე, ვგრძნობდი როგორ დაჟინებით მიყურებდა, ნუთუ მასაც ვეცნობი და მაგიტომ მიყურებს, მაგრამ სად გვყავს ერთმანეთი ნანახი? კარგახანს მეც ვუყურებდი, შემდეგ დავინახე როგორ შევიდა საბას ოთახში. მეც განვაგრძე გზა, ერთი სული მქონდა ნიკას როდის ვნახავდი. - ოჰ თეე გაიღვიძე? ღიმილ ნარევი ხმით მითხრა ნინიმ. - როგორც ჩანს დამეძინა, გუშინ ვერაფრით დავიძინე, მიჭირს ხოლმე ახალ გარემოსთან შეგუება, თან გუშინ ღამე სამზარეულოში ...... - რა რამოხდა? დაეჭვებით შემომხედა ნინიმ. - არა არაფერი წყალზე ჩამოვედი. ნინის ჩემს ნათქვამზე გაეცინა, იმაზე კი არა რაც ვთქვი, არამედ როგორც ვთქვი. - ნეტა შეგახედა შენი თავისთვის, თითქოს გუშინ წყალს რომ სვავდი ბუა დაინახე, არ წყვეტდა ჩემს დაცინვას ნინი. - აბა რა ხდება გოგოებო, მეც გამაცინეთ რაა. მოგვიახლოვდა ნიკა და ჩვენს გვერდით ჩამოჯდა. - არაფერი ნიკუშ, უბრალოდ გუშინ თეკომ სამზარეულოში ბუა ნახა. ნინი გულიანად გადაკისკისდა. - მართლა თეკო? მოკლედ ამაღამ შენთან უნდა დავიძინო თორემ ბუა მოვა და შენს თავს მოგვტაცებს. ახლა ნიკაც აყვა, დგანან და დამცინიან. - ხო კარგით, მე მართლაც ვნახე იქ ვიღაც, ღამის სამი საათი იქნებოდა, ხმა შემომესმა და დაბლა ჩასვლა გადავწყვიტე, ნუ წყალიც მინდოდა ( ეს იმიტომ დავაყოლე, რომ უზრდელად და ჭორიკანად არ ჩავეთვალე ნინის ) . - არა თეკო შენი ცნობის მოყვარეობის ამბავი რომ ვიცი სულაც არ გამკვირვებია. გაეცინა ნიკას - ხო კარგი წყალი არ მინდოდა. მაინც გამომტეხა. უბრალოდ მაინტერესებდა რამე ხომ არ ხდებოდა, დაზუზტება მინდოდა რომ ყველაფერი რიგზე იყო. - რა მაგარია სახლსი დაცვა მყავს სტუმრად. გაეცინა ნინის და იმის ნიშნად რომ საუბარი შემაწყვეტინა ბოდიში მოიხადა. - მერე რა მოხდა ვინ დაგვარბია? - არ ვიცი, კარგად არ მახსოვს დავინახე თუ არა ეგრევე ოთახში ავედი, ასერომ მთლად კარგი დაცვაც არ გყოლია, ორივემ გულიანად გაიცინა. შავები ეცვა, ზედა კაპიუშონით იყო რომელიც თავზე ჰქონა გადაფარებული, მაცივართან იდგა, შემდეგ მაგიდიდან ფურცლები გადმომეყარა და ხმაურზე შემოიხედა , მეც შემეშინდა და გამოვიქეცი. ახლა გამახსენდა იმ ბიჭის სახე რომელიც წეღან კარებში შემეჯახა , ის იყო. - მეც არ ვთქვი რატომ ეყარა ნომრების ფურცლები ძირს, დილით ლუკამ მითხრა, შეიძლება ქარმა გადმოყარაო. - იცი ნინი წეღან შევხვდი იმ ბიჭს რომ შემოვდიოდი. ძალიან სიმპატიურია, შენი ძმის ოთახში შევიდა. - რაა? წეღან შენ რომ შემოხვედი მაგ დროს ჩემი ძმა გავიდა ოთახიდან. შენ რა გუშინ საბამ შეგაშინა? ჯერ გაკვირვებულებმა შემომხედეს ორივემ შემდეგ კი იმხელა ხმაზე გაიცინეს ყველა ჩვენ გვიყურებდა. - მართლა? ეგ შენი ძმა იყო, არვიცოდი. ისე კი ვაღიარებ ნიკა მართლა იყო, საბას სილამაზემ არც მე დამტოვა გულგრილი. ამ დროს ოთახში ლუკა შემოვიდა და ყველას მისაღები ოთახისკენ მიგვიხმო. - კარგი თეკო მოგვიანებით ჩემს ძმასაც გაგაცნობ ახლა კი გავიდეთ. ნინიმ ღიმილ ნარევი ხმით მითხრა და ოთახიდან გავიდა. - ნიკუშ,ხვდები რომ სულ ასე მემართება? - კი, ვხვდები. მაგაზე არ იდარდო, საბას არ აინტერესებს მასეთი სისულელეები. - ანუ ჩემნაირი შტერი გოგოები ხო. - არა მე გოგოების თემა არ მიგულისხმია, ანუ რაც გუშინ მოხდა , ეგ ისეთი ტიპია დიდად არც შეწუხდება შენ თუ მართლა შეგაშინა. - ანუ მასეთი უგულოა? მეკიდევ ძალიან წყნარი ტიპი მეგონა. - არა, არა უგულო არ არის, რავი როგორ გითხრა, სულ გარეთ არის , როგორც გითხარი მოცეკვავეა , ქუჩის ცეკვები და რამე მისი სტილია, ძველბიჭობა არ უყვარს მაგრამ მასეთი მეგობრები მაინც ბლომად ჰყავს. შეყვარებული ერთხელ იყო ცხოვრებაში და ისიც გაუთხოვდა. - გათხოვდა? ანუ არ უყვარდა - ხო გათხოვდა. არ უყვარდა? არუყვარდა კი არა გიჟდებოდნენ ერთმანეთზე. - ხო ეტყობათ როგორც გიჟდებოდა. - არა მართლა, აქ სხვა თემა იყო თეკო, სულ სხვა. ამას ვერც მე ავხნი და ვერც ვერავინ, ნინიც კი. ეს მხოლოდ საბას და ნიას საქმეა. მათ იციან რაც მოხდა სინამდვილეში. რათქმაუნდა ნიკა ძალიან ნაწყენი და გულნატკენია მაგრამ ამას არავისთან არ იმჩნევს. არც არავისთან საუბრობს გახსნილად. რომ შეხედო იტყვი რომ ერთი უდარდელი ბიჭია, ხო ასე რომ ვთქვათ რაღაც-რაღაცეები მართლა ‘’კიდია’’ მაგრამ მთლად უგულოც არ არის. ძალიან გამგები ადამიანია, ერთად მოვდივართ ბავშვობიდან, კეთილი და თბილია. უბრალოდ სხვასაც უნდა შეეძლოს მისი გაგება. ნიკა ისე მელაპარაკებოდა საბაზე ინტერესი გამიჩინა. ინტერესი იმისა რომ უკეთ გამეცნო ეს ბიჭი. ნინიმ შემოირბინა ოთახში გიტარის ასაღებად და ჩვენც ოთახიდან გაგვიყვანა. ყველანი მისაღებ ოთახში შეიკრიბნენ. ლუკა მათ სარდაფში ეპატიჯებოდა სადაც როგორც გავიგე მუსიკალური კაბინეტი ჰქონდათ მოწყობილი. ძალიან დიდი და ლამაზი ოთახი იყო. თითქმის ყველანაირი ისტრუმენტით, ხმის ჩამწერებით. ეს მხოლოდ მუსიკას უკავშირდებოდა, ამ ოთახში მხოლოდ მუსიკა ცხოვრობდა. - მოკლედ მეგობრებო, ყველამ ვიცით აქ რატომაც შევიკრიბეთ. თუ ვინმემ არიცის მაშინ ვიტყვი და ავუხსნი, რომ ჩვენ ყოველ წლიურად ვაკეთებთ ასეთ ივენთს. სხვადასხვა ჯგუფი თუ სოლო შესრულება, სიმღერა , მუსიკა თუ ცეკვა. მოკლედ რაც მუსიკას შეეხება ყოველ წელს ამ ოთახში ვაჯამებთ და განვიხილავთ. მოდით პირვლი ჩვენი სტუმარი მოვიპატიჯოთ მიკროფონთან. თქვა ლუკამ და ხელი ჩემსკენ გამოიშვირა. ძალიან დავიბენი, რატომ მაინც და მაინც მე. ადგილიდან არ ვიძროდი. თითქოს პირველად უნდა დამეჭირა ინსტრუმენტი და პირველად უნდა მემღერა ამდენი ხალხის თანდასწრებით. განა ხალხის მრცხვენოდა ან რამე პრობლემა მქონდა, არა, ახლა მხოლოდ საბაზე მეფიქრებოდა. ვფიქრობდი რომ ისიც ამ ოთახში იყო და მასაც უნდა მოესმინა ჩემი შესრულება. უკნიდან ნიკა მოვიდა და ხელით მომაწვა, მიკროფონთან ძალით მიმიყვანა. - კარგი თეკო ახლა ჯიუტობის დრო არ არის. მოდი მეც მოგეხმარები. - რატომ არ მითხარი თუ ასე ხდებოდა ყველაფერი. - მინდოდა თავად გენახა და გაგეგო ყველაფერი. მიდი თეკო გელოდებიან , ამაზე მერე ვისაუბროთ. - ხომ მაგრამ, კარგი რაც არის არის. გაბრაზებული და ამავდროულად ნაწყენი სახით შევხედე ნიკას . გიტარა ავიღე, დრამთან ლუკა დაჯდა, ჩემს გვერდით ნიკა და ნინი დადგნენ. - აბა რას ვასრულებ თეკო? მკითხა ლუკამ. ჩვენ შევასრულეთ - mike posner-ის I took a pill in Ibiza. ყველას ძალიან მოეწონა, მეც ძალიან კმაყოფილი დავჩი. - ვაუ, ძაალიან მაგარი ხარ თეკო, შოკში ვარ. მომვარდა ნინი და მაგრად ჩამეხუტა. - ეს ჩემი გოგოა. ახლა ნიკა ჩამეხუტა. შეუდარებელი იყავი თეკუშ. მიხაროდა რომ ჩემი შესრულებით ყველა მოიხიბლა მაგრამ უფრო საბა მაინტერესებდა, ოთახის თვალიერება დავიწყე რაც ნიკას არ გამოჰპარვია. შევამჩნიე როგორი ინტერესით მიყურებდა მაგრამ არაფერი არ უთქვამს. ივენთმა მაგრად ჩაიარა, ჩაიარა ჩემთის მაგრამ სხვებისთვის გართობა არ დამთავრებულა, უკრავდნენ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ, მოკლედ მაგრად ერთობოდნენ. რატომღაც საბას თვალი შეჯახების მერე ვერ მოვკარი, ნეტავ მოუსმინა ჩემს სიმღერას? ან თუ მოუსმინა მოეწონა? როგორ მაინტერსებდა მისი აზრი. ნეტავ რატომ, ალბათ ნიკას ნათქვამმა ძალიან იმოქმედა ჩემზე. ჩვენ ორივემ დავკარგეთ საყვარელი ადამიანი, ორივე გულნატკენი ვართ. თუმცა რა შედარებაა, მას შეუძლია იხილოს მაინც, მეკიდევ გიოს ვერადროს ვეღარ ვნახავ. ხომაგრამ მხოლოდ სხვის გვერდით ნახავს, ის ხომ გათხოვდა. ჩემს ფიქრებში გართული სააბაზანოსკენ მივდივარ, რომელიც საბას ოთახის გვერდით არის. მის ოთახს რომ ჩავუარე გულს რაღაც დაემართა, ძალიან ნაცნობი გრძნობაა, ხო რათქმაუნდა სწორედ ისეთი პირველად გიოს რომ შევხვდი. ღმერთო რას მიმზადებ. სააბაზანოში შევედი, განმარტოვება მინდოდა, ოთახში ასვლა დამეზარა თან სახეზე წყლის შესხმა მინდოდა გამოსაფხიზლებლად. დაახლოვებით ნახევარი საათი ვიყავი შესული, სარკის წინ ვიდექი და ჩემს თავს ვუყურებდი. როგორ მინდა მისი გაცნობა, არა კი გავიცნობ მაგრამ... სარკის წინ ვდგავარ და ჩემს თავს ვეკითხები რაგჭირს თეკო?? რა მოხდა შენს თავში?? არა, არა ნამდვილად ნიკას მოყოლილმა ამბავმა იმოქმედა,, ალბათ შემეცოდა საბა და მისი გამხნევება მინდა,, ისევე როგორც მე მამხნევებდა ნიკა. არა, არვიცი, ყოველ შემთხვევაში ეს რაგაც ახალია, ახალია გიოს შემდეგ . ღმერთო გული ცუდათ მაქვს,, ტირილი მივარდება და ვიკეცები. ცივი კაფელზე ვჯდები,, ცოტას ვფხიზლდები მაგრამ ადგომის თავი არ მაქვს. გამახსენდა გიო, გიო რომლის დავიწყებასაც წლებია ვცდილობ, არა ეს არუნდა მომხდარიყო. რამინდა აქ,, რამინდოდა საერთოდ რომ მოვდიოდი. რატომ ხდება ასე. გიო...გიოო ვყვიროდი,, მაგრამ არამგონია ვინმეს გაეგო,, ხმა წამერთვა. გიო როგორ ვცდილობდი შენს დავიწყებას, ხედავ რა დამემართა? ხედავ რა დამმართე? არ გებრალებოდი არც მაშინ რომ დამტოვე და არც ახლა გემრალები,, რატომ გიო მე ხომ ასე მიყვარდი და დღემდე მიყვარხარ, რატომ მიკეთებ ამას. გიო ყოველთვის მახსოვდა,, ის სულ ჩემს გულში იყო,, ჩემს ფიქრებში მაგრამ არ მინდოდა ისეთი გიოს გახსენება როგორიც ბოლოს ვნახე რომ დავტიროდი, ის ჩემი გიო არ იყო, ალბათ მაგიტომ არის სიზმრებში ჯერ კიდევ რომ ვეძებ, ის რომ დავასაფლავე, ის მიწა რომ დავაყარე, ის ხომ არ ყოფილა ჩემი გიო ის სულ სხვა იყო.. ამომიტივტივდა ეს ყველაფერი თავში,, აღარ შემეძლო ,, ეს უკვე მახჩობდა ,, ძალას მართმევდა,, უძლური ვხდებოდი,, აღარაფრის თავი არ მქონდა, ღონემიხდილი ვკნაოდი. - ნი..კკ..უშ, ნიკ..უშ სადხარ. ძლივსღა ვლუღლუღებდი. სადხარ მო..დი ჩემთან. მინდოდა ისევ გავემხნევებინე, ისევ დავეცვი ამ დარდისგან და ვეზახდი ნიკას. თვალთ დამიბნელდა,,ნელნელა დავესვენე ცივ მეტლახსე და გავითიშე. ............. ნიკა .......... - ნინი თეკო ხომ არ გინახავს?? - არა ნიკ, ოთახში ვიყავი ახლა და არც იქ არ იყო. - ნეტავ სად წავიდა? - არვიცი წავალ ლუკას ვკითხავ, წეღან მითხრა მუსიკის ჩაწერაზე დაველაპარაკებიო და იქნებ იმან გაიყვანა. - კარგი მიდი მე ძებნას გავაგრძელებ. ნეტავ სად უნდა წასულიყო. ხალხში გავერიე, იქნებ ვინმეს ელაპარაკება, მაგრამ ვერც იქ ვნახე. სააბაზანოსკენ წავედი შეღება დავაპირე მაგრამ ჩაკეტილი იყო. - თეკო შენ ხარ??. ერთი ორჯერ კიდევ გავიმეორე მაგრამ ხმა არავინ გამცა. გვერდით ვიღაც დამიდგა. - კარგახანია მანდ არის. ეს საბა იყო . - რაა?? დარწმინებული ხარ რომ ის არის?? შეშინებულმა ვკითხე საბას. - კიი ნამდვილად. დავინახე როგორ შევიდა და აღარც გამოსულა. - ეჭვი არ გაგჩენია მერე?? გავუბრაზდი. - ნიკ ჩემი და უფრო დიდხანს შედის ხოლმე და იმის შემხედვარე რა უნდა მეფიქრა? თან მარტო ჩემი დაა ოჯახში ქალი, ბაბის თუ არ ჩავთვლით, სხვა ქალებთან შეხება არ მქონია რომ რამე გამეგო ასერომ ნუ მიბრაზდები ძალიან გთხოვ და გამატარე. - რას აპირებ? გაოგნებულმა ვკითხე. - როგორც ჩანს გაღებას არ აპირებს ან არ შეუძლია.. პრობლემები აქვს?? - რასთან დაკავშირებით?? გაკვირვებულმა ვკითხე - რა თქმა უნდა ჯამრთელობა. - არა. მოჭრით ვუპასუხე და ისეთი ტონით რომ აღარაფერი ეკითხა .. რა თქმა უნდა კარგად ვიცოდი თეკოს მდგომარეობა, მაგრამ არ მინდა დავიჯერო რომ მას ისევ შეუბრუნდა ამდენიხნის პანიკა,, არმინდა დავიჯერო რომ მას ისევ გიო.. არაა შანსი არაა ,, ის კარგად არის უბრალოდ... ვეღარაფერს ვფიქრობ,, რას შეიძლება აკეთებდეს,, თან ხმას არ იღებს. - ჰა აბა გაიწევი?? საბას მკაცრმა ხმამ გამომაფხიზლა და გვერძე გავიწიე. ოდნავ უკან დაიხია და კარებს დაეტაკა. კარები ერთი დარტყმით შეიმტვრა. შიგნით შევვარდი და რას ვხედავ, თეკო სრულიად გაფითრებული, უგონო მდგომარეობაში ასვენია მეტლახზე. - თეკოოო... თეკოოოო ჩემო ლამაზო გოგო.. მივვარდი თეკოს და მისი თავი ხელებში მოვიქციე. - რა დაგემართა ჩემო გოგო,, ეს რა მოგსვლია. ვუმეორებდი ერთი და იგივეს, ისე ვიყავი შეშინებული იმის ფიქრით რომ მას შეიძლება რაღაც დაემართოს სულაც არ გამხსენებია რომ ამეყვანა ამ გაყინული მეტლახიდან. - კაბა გაუსწორე და მიმიშვი გავიყვან აქედან, ვხედავ შენ მაგის თავი არ გაქვს. მითხრა საბამ და ანას კაბაზე მიმითითა რომელიც ნახევრად აწეულიყო და სხეულის დიდი ნაწილი მოშიშვლებოდა. მეც უცბად ჩამოვწიე კაბა და ადგილი საბას დავუთმე, რადგან მე მართლა ცუდათ ვიყავი და შეიძლება უფრო დამეზიანებინა ჩემი ლამაზი გოგო. საბამ ხელში აიყვანა თეკო და სააბაზანოდან გაიყვანა, ხალხი შემოეხვია, ყველა შეშინებული კითხულაბდა თუ რა სჭირდა ,, განსაკუთვრებით კი შეშლილი სახით ნინი და ლუკა იყურებოდნენ. - ღმერთო თეკოოო. ყვირილით წამოვიდა ნინი თკოსკენ მაგრამ საბამ გააჩერა. - ნინი სჯობს ოთახში ავიყვანოთ, ცოტახანს დავაწვენ, თბილი საფენები დავადოთ, თუ არ უშველა და გონს არ მოვიდა ექიმს მოვიყვან. ყველამ გზა დაუთმო საბას. მეც რა თქმა უნდა ეგრევე უკან გავყევი. ძალიან მაშინებდა თეკოს გაფითრებული სახე . კარები შევუღე და შევატარე საბა. მანაც მაშინვე საწოლზე დააწვინა თეკო. - თეკო, თეკუნა გაიღვიძე, ნუ ანერვიულებ ჩვენს ნიკუშას, გამოიღვიძე გოგონიიი. ჩემდა გასაკვირად საბა ფრთხილად ეფერებოდა სახეზე და თან თბილად და ნაზად ელაპარაკებოდა. თეკომ წამით თვალები გაახილა ოდნავ, საბას შეხედა ჩუმი ხმა ამოხდა და ისევ დაკარგა გონება. - ნუ გეშინია ნიკუშ, კარგად იქნება. არამგონია ექიმი დაგვჭირდეს მაგრაამ, რავი თუ გინდა მაინც მოვიყვან. - არვიცი, არ სჯობს რომ მაინც შეამოწმოს?? - კარგი რა პრობლემაა ,, შენ მასთან დარჩი მე ექიმს მოვიყვან. საბამ ოთახი დატოვა, მისი გასვლა და ნინი შემოვიდა. - როგორ არის?? შიშნარევი ხმით იკითხა. - არვიცი ნიი, ძალიან მეშინია, ამას რომ რამე დაემართოს, ღადაოობთ შევიშლები. - არა რას ამბობ ნიკუშ, რა უნდა დაემართოს. დღეს საჭმელი არ უჭამია და შეიძლება მაგის ბრალიც იყოს. იმედის მომცემი ხმით მითხრა და თავი თეკოსკენ სევდიანად შეატრიალა. - ისე ხომ რას ამბობ ბევრს ჭამს .. გონს მოდი ჩემო პატარა. სულ ვიმეორებდი ამ სიტყვებს და ხელზე ნაზად ვეფერებოდი. ნეტავ იმის ბრალი არ იყოს, ნეტავ ეს არ განმეორდეს. უკვე ხმამაღლა ვფიქრობდი. ნინი მომაშტერდა, გაკვირვებული მიყურებდა. - რახდება ნიკ, რას გულისხმობ? ვითომ ვერ გავიგე მისი კითხვა კვლავ თეკოს დავყურებდი და ვბუტბუტებდი. - ნიკ.. ნიკააა. გამიმეორა კითხვა ნინიმ - რა?? ჰა? ვითომ ვერ გავიგე ისე შევტრიალდი მისკენ. - რას გულისხმობ შენს სიტყვებში?? ინტერესით მკითხა ნინიმ და პასუხის მოლოდინში თვალებ დაჭყეტილი მომაშტერდა. - არაფერი ნიი,, ემოციებით ძალიან გადავიღალე, აღარ შემიძლია მისი ასეთ მდგომარეობაში ხილვა :/ უცბად საუბარი სხვა მიმართულებით წავიყვანე. - ვიცი როგორ გიჭირს ახლა, საბა მალე მოვა. ყველაფერი კარგად იქნე... ნინის სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული საბა რომ შემოვიდა და უკან ორმოც წლამდე მამაკაცი მოიყოლა ,მის უკან კი ოდნავ პატარა ასაკის ქალბატონი შემოვიდა. - აბა არაფერი შეცვლილა? იკითხა საბამ და თან ექიმებს თეკოსკენ უხმობდა. - არა, როგორც დატოვე ისევ ისეა. მწუხარებით განვუცხადე და ოთახიდან გავედი, მეტის ატანა არ შემეძლო. არც ცრემლების მრცხვენოდა არც ზედმეტი ემოციების, უბრალოდ მეშინოდა, აქ მე მოვიყვანე, აქ ჩემს გამოა. მახსოვს როგორ ამხნევებდა გიო როცა სცენაზე გადიოდა,სიმღერის დროს თუ დაკვრის დროს სულ გიოს უყურებდა, სულ მას ეძებდა დარბაზში, ახლაც შევამჩნიე რომ ვიღაცას ეძებდა. რახდება თეკო, რახდება შენს თავს. გაურკვევლობაში მყოფი ბოლთას ვცემდი. ვერც გავიგე ლუკა როგორ მომიახლოვდა. - როგორ არის? - არვიცი ლუკა არვიცი. სახე ხელებში მოვიქციე კედელს მივეყუდე და ნელნელა ქვევით ჩავსრიალდი. ძირს დავჯექი და ავქვითინდი. - კარგი რა ნიკუშ დამშვიდდი,, ხომიცი რომ მას ასე შენი დანახვა კიდევ უფრო ცუდათ გახდის ,, არ გინდა, ყველა ძალიან ვნერვიულობთ მაგრამ ამით ვერ ვუშველით. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. - სიმშვიდე? არა ლუკა, თქვენ არიცით. თქვენ არ იცნობთ მას. გული მტკივა ის ისეთი უმწეოა. როგორ ვუშველო, რით დავეხმარო. მე..მე ვფიქრობ ამოვწურე უკვე ყველა სანუგეშო მეთოდი, როგორღა დავიცავ ჩემს პატარა გოგოს. - კარგი ნიკუშ დაწყნარდი. აი შეხედე გამოვიდნენ წამოდექი და გავიგოთ რას იტყვიან. ლუკამ თქვა თუ არა გამოვიდნენო ეგრევე წამოვხტ იდა მატკენ გავიქეცი. - რას გვეტყვით ბატონო?? როგორ არის თეკო?? - კარგად არიშ შვილო, სანერვიულო არაფერია, უბრალოდ გადაღლილია. ფიზიკური გადაღლილობა იმდენად არა როგორც სულიერად. რაღაცაზე დარდობს და დარდ ვერ უმკლავდებაა,, არაფერზე არუნდა ინერვიულოს. ხო მართლა ეს მისი წამლებია,, ბევრი არაფერია. დამამშვიდებლები, მას ახლა სიმშვიდე და რაღა თქმა უნდა გამოძინება სჭირდება... თქვა ექიიმა და პატარა ფურცელი გამომიწოდა. - კარგით ექიმო დიდი მადლობა . ვუთხარი და ფურცელი გამოვართვი რომელიც თეკოს წამლებისთვის იყო განკუთვნილი. ამას ახლავე ვიყიდი. ლუკა ხომ გამომყვები?? .. ლუკაც მალევე დამთანხმდა, ვფიქრობ საჭესთან ვერ დავჯდები. - გაგაცილებთ ბატონო. მიუახლოვდა ნინი და კარებისკენ მიუთითა. - კარგით შვილო.. ექიმი კარის მიმართულებით დაიძრა. კარს რომ მიუახლოვდა შეჩერდა და გამოგვხედა. - ხო მართლა მარტო არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ და ერთზე მეტიც ნუ შეხვალთ. - კარგით ბატონო ზურაბ უღრმესი მადლობა. - თუ რამე დაგჭირდათ შემატყობინეთ თქვა ბატონმა ექიმმა ზურამ და კარებიდან გავიდა. - ნინი გთხოვ არ დატოვო. ვუთხარი და კიბესთან მივედი შემდეგ სწრაფად შევტრიალდი - მოიცა ახლა ვინ არის მასთან? შეშინებულმა ვიკითხე . - ნუ ღელავ საბაა მის ოთახში, მარტო არ არის. დამამშვიდა ნინიმ. სწრაფად ჩავირბინეთ მე და ლუკამ კიბეები და სახლიდან გავედით. ნქანაშიც ანალოგიურად ჩავსხედით, საჭესთან როგორც გეგმაში გვქონდა ლუკა დაჯდა, მანქანა სწრაფად დაქოქა და ადგილიდან მოვწყდით. მანქანაშიც ვერ ვჩერდებოდი, სიარული მინდოდა, მინდოდა დავცლილიყავი ამ უსიამოვნო გრძნობისგან, მაგრამ ვერ ვახერხებდი,, ხელებში ნერვიულად ვათამაშებდი ექიმის მიერ მოცემულ ქაღალდს და მინაზე თავმიდებული გავყურებდი ბათუმს. იმედია მოგწონთ და გაგრძელებად ღირს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.