შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი-ანი (5)


11-05-2016, 01:23
ნანახია 2 621

***

რა კარგი იყო ის რამდენიმე დღე სიღნაღში ბავშვებთან ერთად! დაისვენა, გაერთო და ახალ ემოციებსაც მისცა გასაქანი..
ფანჯრის რაფაზე იჯდა და ლიმნიან ჩაის სვამდა ანუკა. გარეთ წვიმდა და ხასიათიც წვიმის შესაფერისი იყო.

რამდენ რამეზე ფიქრობდა ერთდროულად თვითონაც ვერ ხვდებოდა.
რომ თქვას რომ ცოტნეს გამოჩენამ ძველი გრძნობები აღუდგინა თავსაც მოატყუებს და წვიმასაც.. მაგრამ ეგრეც არ იყო..
რა თქმა უნდა, იგრძნო ის ტკივილი და დამცირება, რაც მის თავს ხდებოდა წლების წინ.

ისევ ის თვალები, გამოხედვა და ცინიკური ღიმილი ცოტნეს სავიზიტო ბარათად ჰქონდა ქცეული. როგორ მონატრებია! ცოტნე კი არა, აი ეს ყველაფერი.. მაგრამ იმდენად გულდაწყვეტილი, დამცირებული და შეურაცხყოფილი იყო მისი საქციელისგან მაშინვე ყველანაირი ეს გრძნობა გაბრაზებაში გადასდიოდა და სადღაც ქრებოდა.

რამდენი რაღაცის თქმა უნდოდა ცოტნესთვის, მაგრამ არ უღირდა ნერვების მოშლა იმ პიროვნების გამო, რომელიც გაიყიდა.. რომელმაც ელემენტარული პატივისცემა არ გამოიჩინა მის მიმართ. არ უჭირდა ანუკას ოჯახს.. ნანკასავით თუ არ ჰქონდათ შესაძლებლობა, მასზე ნაკლები არც ჰქონდათ.. მაგრამ ცოტნე ყოველთვის მატერიალისტი პიროვნება იყო და ყველაფრისგან სარგებელს ეძებდა. გამოუჩნდა შანსი ამერიკის მოქალაქეობის, სადაც მწვანე კუპიურები მრავლად დაფრინავდნენ და შანსიც არ გაუშვა ხელიდან.

არა, იმას ვერ იტყვის რომ არ უყვარდა ანუკა ცოტნეს! მის ყველა გამოხედვაში და ამოსუნთქვაში იგრძნობოდა, რომ ანუკა ძალიან უყვარდა, მაგრამ ფულისა და კეთილდღეობის სიყვარულმა სძლია და ისიც გაიქცა..

არასოდეს არ ულაპარაკია მაშოსთან ანუკას ცოტნეზე. უბრალოდ საყვარელ და ერთგულ მეგობარს უთხრა რაც მოხდა და ამით დაასრულა ყველაფერი.. მაშოსაც აგრძნობინა, რომ არ აინტერესებდა ეს ბიჭი.

როგორი ძლიერი აღმოჩნდა ანუკა! არ ელოდა, რომ ასეთ ნებისყოფასა და სიძლიერეს გამოიჩენდა..! ყოველთვის სუსტი იყო, გადაწყვეტილებას სანამ მიიღებდა დიდხანს ფიქრობდა, ადვილად პატიობდა და ყველასი სჯეროდა.
მაგრამ..
მაგრამ როცა შეეჩეხები და ფაქტის წინაშე დადგები მერე მიხვდები,
რომ ცხოვრება ეგეთი ლამაზიც არ არის, როგორიც ვარდისფერი სათვალეებიდან სჩანს.

ამბობენ, ლიმნიან ჩაის ვისკი უხდებაო..
მწარე გემო ლიმონთან შეზავებული,თითქოს უფრო მეტად არწმუნებდა თავის გადაწყვეტილებაში და ვარდისფერი სათვალის გამჭირვალეობას ხელს უწყობდა.

ეს ერთი მხრივ კარგი იყო.. ბევრ დროს არ დაკარგავი უსარგებლო ნივთებზე..
ან ადამიანებზე...
მეორე მხრივ კი-ცუდი..
რეალობა იმაზე მწარე და ტკივილიანი იქნებოდა, ვიდრე ნამდვილად არის..

ტელეფონი რეკავდა გადაბმულად.. ანუკას კი ძალიან ეზარებოდა ფანჯრის რაფიდან ჩამოსვლა და ოთახში გასვლა.. არ ჩერდებოდა და მღეროდა ტელეფონი. ბოლოს იძულებული გახდა, გასულიყო და გაეჩუმებინა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთი.

-და..
-ვაიმე, შვილო მოკვდი?!-ჩასძახა ტელეფონში მაშომ.
-როგორც გესმის ცოცხალი ვარ..!-გაეცინა ანუკას.
-საქმე სასაცილოდ გაქვს ვერ გავიგე?
-რა ხდება?
-დავსველდი, გამეყინა ერთი ადგილი და ჩემი საუკეთესო მეგობარი კარებს არ მიღებს!-უთხრა გაბრაზებულმა და პარარელურად კარებზე ზარი დარეკა. ანუკაც სიცილით გაემართა კარისაკენ და გააღო თუ არა უფრო მეტად გაეცინა, როცა კარებზე გაწუწული მაშო დაინახა.

-რა იყო გერომანტიულებოდა წვიმაში სიარული?-უთხრა სიცილით ანუკამ და მაშო შემოატარა.
-მერომანტიულებოდა კი არა! შენმა ძმამ ზარი გაფუჭდაო და გარედან დაუძახეო.. მეც ვიდექი გეძახე და გეძახე, მაგრამ ვინმემ გამიგონა? რომ ხარ დასკუპებული და იყურები ფანჯრიდან ცოტა ქვემოთაც რომ ჩაგეხედა მოკვდებოდი?!-მიაყარა მაშომ და ანუკას ოთახისკენ წავიდა,-გამომართვი ეს!
-ეს რა არის?-ჰკითხა ანუკამ და ყვავილების თაიგული გამოართვა მაშოს.
-ვარდების თაიგული ანნა!
-ვხედავ, მაგრამ ვინ გაჩუქა?
-მე ვინ მჩუქნის რამეს? შენ კარებთან იდო და ვიფიქრე, რომ შენი იქნებოდა,-ოთახიდან ეძახდა მაშო ანუკას. ძალიან ლამაზი თაიგული იყო, კალათაში ჩაწყობილი სისხლისფერი ვარდები, რომლებიც საოცარ სურნელს აფრქვევდნენ. დაყნოსა და შეიგრძნო ნამდვილი ვარდის სასიამოვნო სურნელი და კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ვარდი მისი საყვარელი ყვავილი იყო.

-დიდხანს უნდა იდგე ეგრე ცხვირჩარგული?!-უთხრა მაშომ და მისაღებში შევიდა ანუკას სპორტულებში გამოწყობილი,-ბარათია ზედ და იქნებ ნახო ვინ არის,-ანუკამაც მორჩილად მაშინვე გახსნა კონვერტი, სადაც უბრალოდ ეწერა „ანუკას“ და მაშოს დაანახა.
-ანუკას აწერია..-მხრები აიჩეჩა და მაგიდაზე დადო ვარდების კალათა.
-ვაიმე! არ მითხრა, რომ იმ უვარგისმა გამოგიგზავნა!-სასოწარკვეთილმა შეიცხადა მაშომ.
-არა, გამორიცხულია! ფანტაზია ვერ უჭრის მაგას..-დარწმუნებით თქვა ანუკამ.
-კაი, რა იცი? იქნებ დაიხვეწა ბიჭი ამერიკაში?! აუ, არ გაინტერესებს ნანკა როგორი გოგოა?
-არა, რატო უნდა მაინტერესებდეს? სხვისი პირადი ცხოვრება არ მაინტერესებს. ჩემთვის პრიორიტეტულია შენი ცხოვრება,-თვალი ჩაუკრა მაშოს და გვერდზე მიუჯდა.
-მგონი ჩემი ცხოვრებით რომ ინტერესდები იმიტომაც არ ხდება არაფერი..-გულდაწყვეტილმა ჩაილაპარაკა მაშომ.
-აცადე ჩემ ბიჭს და ნახავ მალე ჩაგირძალებ სესტრიონკა!
-აუ, რა შემაღონე ამ შენი უმაქნისი ძმით?
-რა გინდა რას ერჩი? მუშაობას ბიჭი, დაკავებულია, კარგი სამეგობრო ყავს და ვაფშე ყველაზე დიდი პლუსი ის აქვს, რომ მე ვარ მაგისი და! და როგორ ფიქრობ შენთვის ცუდს გავიმეტებ ან გიორგისთვის?
-ო, კარგი შემეშვი რა! შენი ძმის ფლირტაობამ ტვინი წაიღო და ეხლა შენ მიმატებ?! მიდი რა, რამე გემრიელობა ჩამახეთქე!-მხარზე ხელი დაკრა მაშომ ანუკას და წამოდგა.
-ნუ შვრები ეგრე, თორემ ზოგჯერ ბიჭი მგონიხარ,-სიცილით აედევნა ანუკა სამზარეულოში გასულ მაშოს.

რამდენიმე წუთში ორივე მაგიდას მიუჯდა და ანუკას გაკეთებულ „მადამ ბოვარს“ შეექცა. სიამოვნებისგან მაშო ხმას არ იღებდა და ყველა ლუკმას დიდი სიყვარულით აგემოვნებდა.

-არა, რა! იმენა ოქროს უბაჯაღლოესი ხელები გაქვს რა..!-კმაყოფილმა შეაქო დაქალის მომზადებული სადილი.
-სხვა რა საქმე მაქვს მარტო რო ვარ? ვდგავარ და ხან რას ვაკეთებ ხან რას,-სიცილით უპასუხა ანუკამ,-ეხლა გიოც მოვა და საღამოს ბუხართან ჩავუჯდეთ, ხო დარჩები?
-კი, სად წავალ ამ წვიმაში..-უთხრა მაშომ და კმაყოფილმა ტუჩები გაილოკა.

მოგვიანებით გიორგიც სახლში მოვიდა და კმაყოფილებისგან სახე გაებადრა, როდესაც მაშო დაინახა.

-ისე მაშკი ძალიან გიხდება ჩემი სპორტული ზედა!
-შენი?-თვალები დაყვლიფა მაშომ,-ანუკასი არაა?
-ანუკა მაგ ზედაში 3ჯერ ჩაეტევა, როგორ ფიქრობ ეგ ანუკასია?
-აუ, მე კიდევ მეგონა ანუკასი იყო. კი, გამიკვირდა და მინდოდა მეკითხა, მაგრამ დამავიწყდა ისე ჩამათბო გაყინული.
-ხო აზრზე ხარ ჩემი ზედა როგორ გათბობს და მე როგორ გაგათბობ, აბა მაგაზე დაფიქრდი?-უთხრა გიორგიმ და ჩაიცინა.
-აუ, ეს რა აუტანელია რა!-ხელი ჩაიქნია მაშომ და კურტუმოს ქნევით სამზარეულოდან გავიდა.

სულ ასე იყვნენ.
გიორგი აგიჟებდა, მაშოც-გიჟდებოდა.
გიორგი აოცებდა, მაშო-გიჟდებოდა.
გიორგი არაფერს აკეთებდა, მაშო-გიჟდებოდა.
ყველანაირად აგიჟებდა გიორგი მაშოს!
ალბათ, მართლა არსებობს სიყვარულის რამდენიმე სახეობა.
ერთი, რომლითაც ფანატიზმში გადადიხარ და ბოლომდე „გესიყვარულება“.
მეორე, რომლითაც საკუთარ თავსაც და მასაც რომ შხამავ
და
მესამე, რომელიც დიდ ნებისყოფას მოითხოვს, რომ მასთან ერთდ იყო. დიდ ბრძოლად საკუთარ თავთან და დიდი დაბრკოლებების გადალახვას.
როგორი ძნელია „გესიყვარულებოდეს“, გინდოდეს ჩაეხუტო, მაგრამ არ გინდოდეს მისი გრძნობების შელახვა, არ გინდოდეს თუნდაც საკუთარ თავთან იმის აღიარება, რომ გიყვარს და ამ ყველაფერს გამოხატავდე უბრალოდ შენგან წამოსული ემოციებით..
სიგიჟეა ყველაფერი!
გრძნობები სიგიჟეა! განსაკუთრებით სიგიჟეა სიყვარული..
სიყვარული გიჟების მოგონილია და არ გააჩნია არც წესები, არც კანონები და არც საზღვრები..
გიჟების თამაშია, სადაც მოულოდნელად ებმევი და შენც უნებლიედ, ხდები გიჟი.

-კაკი მოვა და ფეხბურთს უნდა ვუყუროთ..-უთხრა ანუკას გიორგიმ, რომელიც ჭურჭელს რეცხავდა.
-უი, რა მოგიმზადოთ?
-არაფერი, რაღა უნდა მოამზადო. მაშო აქ რჩება?
-კი, რჩება და გიორგი!-თითი აუწია ანუკამ,-წესიერად მოიქეცი, თორემ მართლა ძალიან ვიჩხუბებთ მე და შენ!-დანებების ნიშნად გიორგიმ ხელები ასწია და მისაღებში გავიდა ტელევიზორთან. მალე კაკიც შემოუერთდა პარკებით დახუნძლული და სამზარეულოში დააწყო მოტანილი ნივთები.

-კაი, რა! მაღაზია გამოზიდე, ტო?-შეიცხადა გიორგიმ.
-ისეთი არაფერია, ცოტა ლუდია და მისაყოლებლები,-უპასუხა კაკიმ და ღიმილით გახედა ანუკას.
-მეც მოვამზადე რაღაცები..-დარცხვენით ჩაილაპარაკა ანუკამ და მაგიდაზე დაწყობილ პარკებს გახედა.
-შეხვედრა ეხლა მორჩა?
-კი, ძალიან გაიწელა. სახლში აღარ გავიარე და პირდაპირ გამოვედი..
-ხოდა, მშიერი იქნები და მოდი ანუკას გემრიელობა გაუსინჯე!-უთხრა გიორგიმ და მაგიდასთან მიიპატიჟა კაკი.
-ვაიმე, უცებ თავი ოჯახში მეგონა გოგო..!-ჩასჩურჩულა მაშომ ანუკას,-რაღაც ისე შემოვიდა სახლში, როგორც ოჯახის უფროსი. როგორ დააწყო ყველაფერი და როგორ გამოგხედა! იმენა გაშიშვლებს თვალებით!
-ვაიმე, შენ სრულ ჭკუაზე ხარ?! გიორგი უფრო გაშიშვლებს ვიდრე მე-კაკი!
-შენ კიდე ვერ გადაეჩვიე ხო კბენებს?-გაბრაზებულმა ჩაიბურტყუნა მაშომ და კაკის წინ დაიკავა ადგილი.

ანუკამ სუფრა გაშალა და კაკის მოტანილი წასახემსებელი „მაიმუნობებიც“ დააწყო თეფშებზე. მალე ანუკას და გიორგის მშობლები ილია და სოფოც შემოუერთდნენ.
რაღაცნაირი სიტუაცია იყო.. თითქოს ერთი ოჯახი.. ერთი მთლიანობა ვახშმობდა და განიხილავდა დღის თემებს.. დიდი სიყვარული იყო ერთმანეთის მიმართ.
ზოგი აღიარებდა..
ზოგი კი-არა.

კაცებმა ფეხბურთის საყურებლად გადაინაცვლეს, რომლებსაც მაშოც შეუერთდა. გაეცინა ანუკას.. რომ კითხო არაფერი და როგორ ცდილობს მაშო გიორგისთან ხშირად გვერდზე ყოფნას? აზრზე არ იყო ფეხბურთის! იმასაც კი ამბობდა არ მესმის ამდენი ადამიანი ერთ ბურთს რატომ დასდევსო და ასე, მოულოდნელად დაინტერესდა ანუკას მაშო ფეხბურთით?
კიდევ ჩაეღიმა ანუკას. იცოდა ანუკამ როგორ უყვარდა გიორგის მაშო და მაშოს-გიორგი..
მაგრამ ყველაფერში როცა ძალიან ბევრი „მაგრამ“ არის სჯობს გაეცალო და უბრალოდ მიუშვა.. მიყვე დინებას.

-ანი..-ბარიტონმა შეაკრთო ანუკა და გაოცებულმა გახედა ოთახში შემოსულ კაკის.
-ანის არავინ მეძახის..
-ახლა უკვე აღარ
-მაინც არავინ მეძახის..
-მე დაგიძახე და უკვე გეძახიან.
-არ მიყვარს ანი სახელი.. ანუკა მირჩევნია.
-მართლა?-ჩაეღიმა კაკის.
-კი, დაბადების მოწმობაშიც ანნა მქვია..
-სადაც ანნა და ანუკა იქაც ანი.
-ხო, მაგრამ..
-ანი, ანი ჩემი-ანი..როგორია?-ხმადაბლა თქვა კაკიმ და ანთებული თვალებით შეხედა გაოცებულ ანუკას.
-ანუკა, ანუკა და ანუკა.!-მტკიცედ იდგა თავის პოზიციაზე ანუკა.
-როგორ მოგეწონა ვარდები? ნუ, პრინციპში ვხედავ საპატიო ადგილი მიგიჩენია,-უთხრა კაკიმ და წყალი დაისხა. „ვარდები?! ანუ, რა გამოდის?! კაკიმ გამოუგზავნა?“
-შე.. შენ?-ენა დაება ანუკას.
-რამ დაგაბნია. ძალიან ჰგავს შენს ტუჩებს ეს ვარდები. შენი ტუჩებისსავით სისხლისფერია და ყოველთვის, რომ ცოცხალია.. აყვავებულია და საოცარი სურნელი აქვს ისევე, როგორც შენ. უბრალოდ, გავიარე და გამახსენდი შენ. რა იყო, ცუდად მოვიქეცი?-ჰკითხა კაკიმ ანუკას და მიაჩერდა გაშტერებულ თვალებში, რომლებიც არ აშორებდნენ კაკის თვალებს თვალს.
-მადლობა, კაკი. ძალიან ლამაზი ვარდებია,-ერთი ამოსუნთქვით უთხრა ანუკამ კაკის და თვალი აარიდა.
-შენსავით ანი.. ჩემი-ანი ვარდივით ლამაზია,-უპასუხა და დატოვა ოთახი.


***
„როდესაც ფიქრობ, რომ არაფერი გამოვა და ფიქრობ, რომ შენი ცხოვრება ერთფეროვანია სწორედ მაშინ შეიძლება შეიცვალოს სულ ელემენტარული პატარა სხივით.
რამდენჯერ მიფიქრია, როგორ ახალისებს ადამიანი ადამიანის ცხოვრებას და პასუხი ვერ ვიპოვე. ალბათ, იმიტომ რომ ეს აუხსნელია. არ არსებობს რამე რასაც ამ წამიერ, წუთიერ თუ საათობრივ ბედნიერებას შეადარებდი.
შევადარებდი ალბათ 9-ე ცაზე ფრენას, მაგრამ მე ხომ ჯერ არ მიფრენია.
მისი გამოჩენით, რომ გული ფართხალს იწყებს და შენც მოუსვენრობა გეწყება ესეც უკვე ბედნიერების საწყისი კიბეებია.
ჩემო დღიურო!
როგორ მინდა აგიხსნა რა ბედნიერი ვიყავი და როგორ ვიგრძენი თავი, როდესაც ვარდების გამომგზავნის ვინაობა გავიგე!
სასწაულია ეს ადამიანი.
იცი, რატომ?
მოულოდნელად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და მოულოდნელად მაოცებს და მაკვირვებს.
არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ერთი წამითაც კი ვკონცენტრირდე რამეზე.
გამოჩნდება, ამრევს,დამრევს, დამაწყობს და პირიქით!
როგორ მომნატრებია ეს ემოციები..
როგორ მომნატრებია, იმის შეგრძნება, რომ ვიღაც ზრუნავს ჩემზე და პატივს მცემს.
მაგრამ როგორ მეშინია ურთიერთობის..
რამე რომ შემეშალოს?
რაღაცას გეტყვი და არ გამამხილო!
კაკის გამოჩენით მგონია, რომ ცოტნე არასოდეს მყვარებია.
ანუ, რას ნიშნავს კაკი მიყვარს?
არა...! ვერ ვაღიარებ ამას.. ეს სიყვარული არ არის. როგორ შეიძლება ასე მალე შეგიყვარდეს უცხო ადამიანი? როგორ არ შეიძლება.. სოფოს და ილიას ეგრე არ დაემართა?
აუ, არ ვიცი რა... უბრალოდ, მას რომ ვხედავ ემოციებს ვერ ვიტევ, ვერ აღვიქვამ გარემოს და მეფიქრება ყოველ წამს. ეს ჩემი უაზრო თავიც კიდევ ისე მებრძვის, რომ აღარ ვიცი რა მოვუხერხო..!
ჩემი-ანი-ო! აუ, როგორ მითხრა! ერთადერთი ადამიანია, რომლისგანაც მესიამოვნა „ანი“,
თან ჩემიო! აუ, ესეც გიორგისნაირია და რა ნამუსით შევეკამათო ხოლმე მაშოს?
ვგრძნობ, რომ ჩემში სერიოზულ ადგილს იკავებს და არ ვიცი თავს რა მოვუხერხო..
მეშინია და თან არ მეშინია! მომენატრა ის ემოციები, რაც წლების წინ მქონდა..
მოკლედ..
დამერხა!
ანუკა ლაკირბაია, 2016“


***

ესეც შემდეგი თავი :)
დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ ყოველდღე ატვირთვას ვერ ვახერხებ!
მადლობა თქვენ!



№1  offline წევრი mani156

კარგია, უბრალოდ მალე გააგრძელე შეეცადე და დიდი თავები დადე :დ <3

 


№2  offline წევრი შამხათი

მომწონს ძალიან, მაგრამ არ მყოფნის ხოლმე.

 


№3  offline წევრი batkuna1

ძააან მაგარია,თანდათან უკეთესი და უკეთესი ხდება. მეტი მაშო და "ხუმრობები" მინდა რა,ვგიჟდები მაგაზე! იმედი მაქვს ახალი თავი მალე იქნება,ველი სულმოუთქმელად! <3

 


№4  offline წევრი ელენა ილდანი

batkuna1
ძააან მაგარია,თანდათან უკეთესი და უკეთესი ხდება. მეტი მაშო და "ხუმრობები" მინდა რა,ვგიჟდები მაგაზე! იმედი მაქვს ახალი თავი მალე იქნება,ველი სულმოუთქმელად! <3


მეტი მაშო და ხუმოებს დაეთმობა შემდეგი თავი:)მადლობა შენ :)

შამხათი
მომწონს ძალიან, მაგრამ არ მყოფნის ხოლმე.



მადლობა :*

mani156
კარგია, უბრალოდ მალე გააგრძელე შეეცადე და დიდი თავები დადე :დ <3



თავების გაზრდაზე აქტიურად დავიწყებ მუშაობას!:) :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent