კოქტეილი 2
*** თითქოს დედა-ბუნებას უბედურება გადახდა და ტირისო. წვიმის წვეთები ხმაურიანად ეცემა ასფალტს. ხალხი სანაპიროდან გარბის და თავშესაფარს ეძებენ. მე კი უკვე დასებული, ბარისკენ მივდივარ, სადაც სამუშაო მელოდება. ხეებს იქით ჩანს ბარი, რომელსაც თეთრი წარწერა ამშვენებს. შავ-თეთრი ინტერიერი, ფანჯრიდან კარგად ჩანს ზღვა, ხალხიც შეკრებილა ბარში და აქედან უცქერენ წვიმას. ისინი ჩემგან განსხვავებით მშრალები არიან და დროზე ადრე დააღწიეს თავი წვიმის წვეთებს. -თქვენ ბატონი თემო, ხართ ხომ?-ვეკითხები კუთხეში მჯდომ კაცს, რომელიც ფურცლებში ჩაერგო თავი. -დიახ! შენ ის ხარ ხომ, ინტერნეტით რომ ეძებდი სამსახურს?-მცნობს უფროსმა. -დიახ!-ვუღიმი მას. -კარგი!-თავს მიქნევს ის.-მარიტა!-ეძახის ხმამაღლა. -დიახ!-მოდის ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც ხელში ლანგარი უჭირავს. -თათუ ხომ?-მომიბრუნდა უფროსი. -დიახ, თათუ!-ვეთანხმები მას. -ეს მარიტაა, შენთან ერთად იმუშავებს მიმტანად და ეს მოგხედავ!-გვამცნობს სიტუაციას და ხელით გვანიშნებს, რომ წავიდეთ. -სასიამოვნოა!-მეუბნება მარიტა. -ჩემთვისაც!-ვიძახი და უნიფორმას ვართმევ. -მიდი გამოიცვალე და გაგაცნობ აქაურობას!-გასახდელისკენ იშვერს ხელს. თავს ვუქნევ და გასახდელში შევდივარ. შავ ბოლოკაბას და თეთრ მაისურს ვიცვამ და გარეთ გამოვდივარ. -მზად ვარ!-ვეძახი მარიტას. -როგორც იცი, ჩვენ ერთად ვიმუშავებთ! აქ, კიდევ ბარმენია, ჯერ არ მოსულა, მაგრამ ალბათ მალე მოვა! ხო, კიდევ საღამოობით ბენდი უკრავს და შენც თანდათან გაეცნობი აქაურობას!-მიხსნის ის. -წვიმს, წვიმს და როგორ ცივაა...-კარი იღება და ღიღინით შემოდის მაღალი, შაგვრემანი ბიჭი. -აი, ისიც! ეს ჩვენი ბარმენი დემე!-იცინის და ერთ-ერთ მაგიდასთან მიდის. -ახალი ხარ ხო?-ჩემს წინ დგება დემე.-უფროსი უკვე გაგიბრაზდა ხო? ძალიან საშიში კაცია!-იძახის ფრთხილად. -ნუ აშინებ მაგ გოგოს!-ჩვენკენ მოდის ბატონი თემო. -კარგი ეს მოგატყუე! მე დემე, შენ?-ხელს მიწოდებს ის. -თათუ!-ვიცინი მე. -თათუ, მაისური უკუღმა გაცვია!-იცინის და თავის ადგილას მიდის. -დიდი მადლობა რომ შეამჩნიე!-უკმაყოფილოდ ვამბობ მე და გასახდელში ვბრუნდები. იქიდან გამოსულს, დემე მანიშნებს, რომ მასთან მივიდე. -რა იყო?-ვეკითხები მე. -ეს იმ მაგიდასთან მიიტანე!-მავალებს და კოქტეილს მაწვდის. მეც ფანჯარასთან მდგარ მაგიდისკენ მივემართები: -გემრიელად მიირთვით!-ვეუბნები სათვალებიან გოგონას. -გმადლობ!-მიღიმის და უკან ვბრუნდები. -ორი წუთით!-სხვა მაგიდიდან მიხმობენ. -დიახ!-ვიძახი და ჩემ კლასელს ვხედავ. -კახა, როგორ ხარ?-ვეხუტები მას. -შენ როგორ ხარ? აქ რა გინდა, თბილისში არ მუშაობდი?-მეკითხება ჩემი კლასელი. -ძველ სამსახურში შემცირებაში მოვყევი და ვიფიქრე ზაფხულში აქ ვიმუშავებდი! მარტო ხარ?-ვეუბნები მას. -ჩემი მეუღელაც აქ არის! აი, ისიც!-იძახის ღიმილით. -თათუ ეს გაიცანი, ლიკაა, ეს კი ჩემი კლასელია!-ხელს ხვევს თავის ცოლს. -სასიამოვნოა!-ვიძახით ორივე ერთდროულად და ღიმილით ვაჯილდოვებთ ერთმანეთს. -მე წავალ საქმეებს მივხედავ, თორემ პირველივე დღეს არ მინდა საყვედური მივიღო!-ვიცინი მე. -ხო, არ ვიცოდი შენ რომ იყავი და რისთვის დაგიძახე სულ დამავწიყდა!-იძახის კახა.-ორი შოკოლადის ნაყინი მოგვიტანე თუ შეიძლება!-მიკვეთავს და დახლისკენ მივდივარ. -ორ წამ გაიწიე, ნაყინი მინდა!-ვეუბნები დემეს. -ახლავე ქალბატონო!-იღიმის და თაროებიდან სასმელს იღებს. შუშის ჭიქაში შოკოლადის ნაყინს ვდებ და კახასთან და თავის ცოლთან მიმაქვს ნაყინი. *** საღამოს ბენდი მოდის და მარიტა ერთ-ერთი ბიჭისკენ გარბის და ეხუტება. -დემე, ორი ვისკი!-ვეუბნები შეკვეთას. ისიც ჭიქებში ასხავს ვისკს და ლანგარზე ვდებ. -თათუ მოდი!-მეძახის მარიტა. -შეკვეთას მივიტან და ახლავე!-ვეუბნება მას და მაგიდაზე ორ ჭიქა ვისკს ვდებ. -გაიცანი ეს ჩემი შეყვარებულია გიორგი, ეს კი ახალია, დღეს დაიწყო მუშაობა, თათუ!-გვაცნობს ერთმანეთს. -სასიამოვნოა!-იძახის გიორგი.-წავალ მე დავუკრავ და ჩვენს სამუშაო საათებს რომ დავამტავრებთ, გარეთ დაგელოდები!-ეუბნება მარიტას და სცენისკენ მიდის. რამდენიმე წუთში, ბარს ,,მუსიკის ჰანგები“ აცოცხლებს და ხალხიც იმატებს. *** -თათუ, რაღაც უნდა გთხოვო!-იწყებს მარიტა მორიდებით. -მთხოვე!-ვუღიმი მას. -გიორგიმ სადღაც დამპატიჟა და შეგიძლია დღეს შენ დაკეტო ბარი? თან დემეც აქ იქნება!-მთხოვს ის. -ნუ ნერვიულობ, კარგად გაერთე!-მხარზე ხელს ვუვამ და ვანიშნებ, რომ წავიდეს. -ნახვამდის!-გვეძახის დაცარიელებულ ბარში მარიტას. ბატონი თემოც, მარიტაც და მზარეულებიც წავიდნენ, მხოლოდ დემე შემორჩა. -მივხედავ საქმეებს და ბარს დავკეტავ!-ვეუბნები დემეს. -კარგი, მეც მანამდე ამას მოვაწესრიგებ!-თაროზე აადგილებს სასმელებს. ლანგარს ვინახავ და გასახდელში შევდივარ. ფორმას ვიცვლი და ფირუზისფერ კაბას ვიცვამ. კარი იღება და დემე შემოდის. -ბოდიში!-იცინის დემე. -შეგიძლია შემოხვიდე!-ვამბობ დამორცხვებული და გარეთ გავდივარ. წყალს ვსვამ და ბარის გასაღებს ვიღებ. -წავედით?-გასახდელიდან გამოდის დემე. -კი!-კარებს ვაღებ და გარეთ გავდივართ. დემე გასაღებს მართმევს და თვითონ კეტავს კარებს. გაჩერებამდე ერთად გავდივართ და ორივე უხმოდ მივაბიჯებთ. -ვაიმე!-წამოვიყვირე მე. -მეტეორი გვეცემა?-ამბობს სიცილით. აშკარად ჩაფიქრებული იყო და შევაშინე. -ჩანთა დამრჩა!-ვაცნობ უკმაყოფილოდ.-მე წავალ ბარში, ჩანთას ავიღებ!-ვემშვიდობები დემეს. -დაიცადე, მეც წამოვალ, თორემ უკვე შუაღამეა და რამე რომ მოგივიდეს მერე მე დამაბრალებენ ამხელა ბიჭი სად იყოვო?!-იძახის მსახიობურად და შავ თმებზე ხელს ისვამს. -კარგი!-ვთანხმდები სიცილით. რამდენიმე ხანში ბარს ვუახლოვდებით და კარს ვაღებ. შიგნით შევდივარ და ჩანთას ვიღებ. -დღეს ჩემი დაცვა გამოხვედი!-ვეუბნები სიცილით. -კარგი დაცვა ვიყავი!-ამატებს ისიც სიცილით. გასაღებს ჩანთაში ვიდებ და წინ მივდივართ. ----------------------------------------------------------- ასეც ასე! უღრმესი მადლობა, ჩემო კარგებო! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.