კოქტეილი 1
კოქტეილი -წავალ და მალე ჩამოვალ!-ვეუბნები ჩემს საუკეთესო მეგობარს.-თან შენც რომ მორჩები სამსახურს, ჩამომაკითხავ ბათუმში!-ვიძახი და მაისურს ჩემოდანში ვდებ. -მეც მინდა შენთან ერთად ბარში მუშაობა!-დანანებით მეუბნება ნუცა. -კარგი ქინებოდა!-დივნის კუთხეში ჩამოვჯექი.-ზედმეტი ფული არ მაწყენს!-ვიცინი და სიცხისგან შეწუხებული რვეულს ვინიავებ. -თან ახლა სეზონია და უფრო ბევრი ხელხი იქნება!-ამბობს ნუცა და ცივ ყავას სვამს. -მართალი ხარ!-თვალს ვუკრავ მე. -თათუ, წავიდეთ, თორემ დაგაგვიანდება!-იძახის და მეც ჩანთას ვიღებ, რომ მატარებელზე არ დამაგვიანდეს. *** უკვე ბათუმში ვარ და მომავალ ტაქს ხელს ვუქნევ. ინტერნეტით დაჯაშვნულ სახლის მისამართს ვკარნახობ და ნუცას ვურეკავ მობილურზე: -ჩახვედი?-მეკითხება ის. -ხო, უკვე ჩავედი!-ვაცნობ ნუცას. -კარგი, ჩემი უფროსი შემოვიდა და მერე დაგირეკავ!-იძახის და ყურმილს თიშავს. *** -გამარჯობა!-ვესალმები სახლის პატრონს. -შენ ის ხარ, ხომ? ოთახი რომ გინდა!-მეკითხება ნელი დეიდა და წყლით სავსე ჯამს, მაგიდაზე დებს. -დიახ, მე ვარ!-ვპასუხობ და ჩემოდანს კედელთან ვაყუდებ. -წამოდი, ოთახს გაჩვენებ!-მეუბნება და წითელი კიბეებით მეორე სართულზე ავყავარ. -დიდი მადლობა!-გამოვხატავ მადლიერებას. -აბა შენ იცი, კარგად მოეწყვე!-მეუბნება და ოთახიდან გადის. ოთახი სალათისფერ ფერებშია. კედელთან საწერი მაგიდა დევს, მასთან ახლოს კი შავი სავარძელი. კედელზე დაკიდებული ძველებური საათი წიკწიკებს. ფანჯრის რაფაზე ქოთნები აწყვია, სადაც ფერად-ფერადი ყვავილებია დათესილი. კარადას თან ახლავს სარკეს და ჩემ დაღლილ სახეს შევყურებ. ქერა თმებს მაღლა ვიწევ და საწოლზე დაღლილი ვწვები. *** სასეირნოდ ვაპირებ წასვლას, რომ ნელი დეიდას ხმა მეწევა: -მოდი გოგო, ისედაც გაჩხიკინებული ხარ, მჭადები დააცხო, ჩემმა რძალმა და ჭამე!-მეპატიჟება ის. -არა იყოს, არ შეწუხდეთ!-ვიღიმი მე. -მოდი, მოდი!-ხელს მიქნევს ის და მეც სამზარეულოში შევდივარ. სამზარეულოში თეთრი ფერი ჭარბობს და მჭადის სუნი ტრიალებს. -თათუ გქვია ხომ?-მეკითხება ქალი, რომელიც სავარაუდოთ ნელი დეიდას რძალია. -დიახ!-ვპასუხობ მე. -დაჯექი, ახლავე საზამთროს დავჭრი!-მეუბნება და სარდაფიდან საზამთრო გამოაქვს. -ჩემს გამო ნუ შეწუხდებით!-ვიმორცხვები მე. -რა შეწუხებაა, ახლა ჩემი ბავშვებიც მოვლენ!-იძახის ნელი დეიდას რძალი. -ხო, მართლა, მე თამილა მქვია!-მაცნობს თავის სახელს. -სასიამოვნოა!-ვეუბენბი და მჭადს ხელში ვიღებ. -აი, ჩემი შვილებიც მოსულან!-სიხარულით ამბობს თამილა.-ეს ქეთია, თოთხმეტი წლის, ეს კი ლაზარე თექვსმეტი წლის!-წარადგინა თავისი შვილები. ძალიან ლამაზი შვილები ყავს, თამილას გვანან. დახვეწილი ნაკვთები, მუქი თმა და თაფლისფერი თვალები, ძალინ ამშვენებს თამილას. -თქვენ რამდენი წლის ხართ?-მეკითხება ქეთი. -მე ოცდასამი წლის ვარ!-ვაცნობ ჩემს ასაკს. -ხელები დაიბანეთ!-ნელი დეიდა ეუბნება თავის შვილიშვილებს. -მე წავლ, გავისეირნებ!-ფეხზე ვდგები და გარეთ გამოვდივარ. სანაპიროს ვხედავ და მეც მისკენ მივემართები. ლურჯი ტალღები სანაპიროს ეხეთქება და მშრალ ქვებს ასველებს. მზე სტაფილოსფრად ჟეღებილა და სადაცაა ღრუბლებში გაუჩინარდება. ცაზე თოლიები დაფრინავენ და ბავშვების ჟივილ-ხივილი სანაპიროს ართობს. ------------------------------------------------------------- დავბრუნდი ! პუნქტუალური გოგო ვარ მე! დაიწყები შემდეგ თავებში სიყვარულები და ამბები! ველი შეფასებებს რაც ძალიან დიდი სტიმულია ყველასთვის ვინც წერს! მიყვარხართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.