შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ჭაობი"(8-პირველი ნაბიჯები)


12-05-2016, 16:33
ავტორი Qetatoo
ნანახია 2 577

მთელი დღე კედლებში გამოკეტვას მიეჩვია მაგრამ ეს უკვე ზედმეტი იყო ,ცქმუტავდა და ვერაფრით ისვენებდა,მომავალზე ფიქრს ლამის იყო შეეჭამა.ბოლომდე ვერც გაანალიზა რას დათანხმდა,მაგრამ ზუსტად იცოდა ეს ბიჭები ცუდში არაფერში გახვევდნენ.სხვისი დახმარების სურვილიც ცხოვრებაში პირველად განუზომლად დიდი იყო.ამ ყველაფრის ფონზე იმ მომენტმა რომ დედა აღარაა და კიტა,რომელიც ვინ იცის იქნებ მკვდარი არც ყოფილა ხანძარმა ისე შეიწირა უკანა პლანზე გადაიწია,რაც არ ნიშნავდა რომ გაქრა.
უკვე მოსაღამოვებული იყო,როცა მისაღებში გიასთან ერთად მყოფს კარის მოხურვის ხმა მოემა.სულ რამდენიმე წამიც და წარსულში დაბრუნდა.
მის წინ მაღალი , ნაცნობი სხეული აისვეტა,აი მისი ფართე სახე , წაბლისფერი თმა ახლა რომ ოდნავ ჭაღარაც შერევია , ფართე მხრები და ძლიერი მკლავები , წუთები იდგა ასე და დაუსრულებლად უყურებდა,თითქოს უნდა მეხსიერებაში საბოლოოდ ჩაიბეჭდოს და აღარასოდეს მოუწიოს მისმა გაშვებამო . ვერ გაანალიზა როგორ აღმოჩნდა ამ ძლიერ მკლავებში , მის მხრებში თავჩარგული - აი ისიც,ნაცნობი სურნელიც , მშობლიური,ტკბილი . მოშიშვლებულ კისერზე ცხელი შეხება იგრძნო და როცა სისველეც თან დაერთო მიხვდა რომ ეს მისი ცრემლები იყო , მცირე ხნით მოშორდა და ფართე , ცისფერ თვალებში ცრემლები რომ ჩასდგომოდათ ჩაკვირდა,ჯერ კიდევ გრძნობდა ათასჯერ დამტვრეული ძვლების მტვრევას ახლა რომ ასე ცხადად შეიგრძნობდა.ასლუკუნდა და ისევ ისე,დაუსრულებლად ჩაეკრა იმ ერთადერთ მხრებს რომლებშიც ყოველთვის,ბავშვობაში,დიდობაში დაცულად გრძნობდა თავს.ჩაეხუტა და აცრემლებულმა ესღა ამოთქვა - "მამიკო!" .

* * *

ერთადერთი რაზეც იმ საღამოს არ უსაუბრიათ,ანუ უფრო სწორად რომ ვთქვათ ფართოდ არ განუხილავს იყო მანანა და კიტა.მხოლოდ იმით დაკმაყოფილდნენ ,რომ როცა ანამ შეპარვით იკითხა :
-კიტა და დედა ,ისინი?
-მათსავით არ გაგვიმართლა ... -თემურმა ეს პასუხი გასცა.
სამაგიეროდ გაამხილეს როგორ მივიდნენ თემურთან და აქამდე უნახავი შვილის შესახებ უამბეს,მან თურმე კარგად იცოდა ანას გადარჩენის შესახებ და მალე მოძიებასაც აპიებდა.აქამდე საავადმყოფოში მოუწია ყოფნამ,მერე დაიჟინა და სახლში გააგრძელა მკურნალობა,ბოლომდე ჯერ კიდევ არ იყო გამოჯანმრთელებული,თუმცა შვილის შესახებ ამბის გაგებამ იმდენად გაახარა რომ საერთოდ არ აინტერესებდა აღარც ჭრილობა და აღარც ტკივილი,ერთდერთი ოჯახის წევრის ნახვა მისთვის ჟანგბადივით აუცილებელი გამხრდარა.იმაზე საუბარი,უნდა დაბრუნებულიყო თუ არა ანა იმ დაწესებულებაში აღარ ყოფილა,რადგან ბიჭებმა ყვეანაირად დააიმედეს და უთხრეს რომ გოგო სხვებსაც დაეხმარება ,ვინც მასზე უმწეო აღმოჩნდა და განსაცდელში ჩავარდა , მათდა გასაკვირად თემური იმასაც სრულიად ჩვეულებრივად ეხვდა რომ მკვდრად უნდა გამოეცახდებინათ ,ამაზე ერთდერთი რამ თქვა და ისიც ეს იყო - "მე ისედაც მოვკვდი,მნიშვნელობა არ აქვსო " ,სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა რამდენიმე საათის წინ ახლა კი როცა აკვირდებოდნენ ამ კაცის ტრანფორმირება აკვირვებდათ,გაფაციცებით იჭერდა შვილის ყოველ სიტყვას და გონებაში იბეჭდავდა.
თითქმის ყველაფერი მოგვარებული იყო,ეს რათქმაუნდა თეორიულად,ახლა მხოლოდ მოქმედებაღა რჩებოდა,ანუ საქმის უფრო მთავარი ნაწილი.

მას შემდეგ, რაც ყველანი ოთახებში განაწილდნენ თემურს ეგონა მშვიდად დამეძინებაო,მაგრამ კარგა ხანი ბორგავდა,მერე კი როცა თითქოს ტვალი მოტყუვდაო,კარის ხმა გაიგონა და წამოიმართა,მის წინ ნაცნობი,გაწრინტული სილუეტი აიძურწა და დაიძრა,საბანი ასწია და თავადაც შიგნით შეძვრა,თემურს გაეღიმა,აქამდე ეგონა ასე აღარასოდეს იზამსო,იმის იმედიც კი გამქრალი ქონდა ქალიშვილის სუნელს ვეღარასოდეს ვიგრძნობო,მაგრამ ახლა,როცა ეს პატარა ქალბატონი მის გულს ეკვროდა გრძნობდა რომ შეცდომა არ დაუშვია,როცა არ გაამხილა და მისი გაშვებით ცოლ-შვილი არ გადაარჩინა,ეს ერთგვარად გოსიტურად ჟღერდა,მაგრამ ამდენი წლის შემდეგ უკვე მერამდენედ აანალიზებდა , რომ კიტა და ანა-ისინი,ორივენი მისი შვილები იყვნენ და ვერც ერთს ვერ გაიმეტებდა.
სანამ უფროსი ბებურიშვილი ფიქრებში იყო გართული,მანამ უმცროსიც ჩათბუნდა და ჩურჩულით ალაპარაკდა.
-მამა ,ვიცი ახლა ამის კითხვა ბარბაროსობაა,მაგრამ დიდი ხანია ვიტანჯები.ჩვენ ორივენი , იმ საღამოს მოგვკლეს ... - თქვა და უკვე აცრემლებული თვალებით ახედა მამაკაცს სმენად რომ გადაქცეულიყო.
-ანი ხომ იცი , ამის არიდება რომ შემძლებოდა ვეწამებოდი და სამივეს გადაგარჩენდით.მე ვერაფერი გავაკეთე , ვიცი დამნაშავე ვარ ...
-შენ ვერ გამიგე ! თუ დამნაშავეს ეძებ მე აქ ვარ ! აკუთარ თავს შეეშვი ...
-აბა რას ამბობ ? ... - ბრაზ შერეული ხმით შეუძახა თან პარალელურად წამოიმართა.
-დამალვას რაღა აზრი აქვს,ყველაფერს მივხვდიდა ახლა როცა თითქოს პირველმა,ყველაზე მწარე ტალღამ ჩაიარა მე მინდა ვიცოდე ვინ ვარ !
-ჩემი შვილი ...
-ვიყავი,ვარ ვიქნები . მე მაინტერესებს როგორ გავხდი შენი შვილი ...-აშკარად პირდაპირ აჯახა უმცროსმა ბებურიშვილმა და ეგომ კარგადაც გამოლანძღა სულ რაღაც წამებში ამ უხეშობისთვის
-ეს რამეში დაგეხმარება ? შენ ისედაც გტკივა ჩემო პაწაწინა , აღარაა საჭირო ...
-მე უნდა ვიცოდე ... - ყელში გაჩხერილმა ბურთმა საშუალება არ მისცა წკრიალა ხმით ამოეთქვა ამიტომ ამოიხრიალა ... - ეს ყველაფერი , ის რა მოხდა - მე ,მე ვარ ....
თემურმა გაიღიმა და ბავშვი ისევ გულზე მიიწვინა,მერე კი ზუსტად იმ ხმით ალაპარაკდა ბავშვობაი ზღაპრებს რომ უკითხავდა.
- 2000 წელს ყველაზე ბედნიერი ადამიანი გავხდი , ზამთრის ცივ ღამეს მაცნეს რომ ბიჭი შემეძინა. ძალიან გამეხარდა რადგან შვილი იმ ქალმა გამიჩინა,რომელიც ქვეყანას მერჩივნა ... - აქ შეისვენა და ღრმად ჩაისუნთქა...- არ მომცა უფლება ამ მწარე საათებში მის გვერდით ვყოფილიყავი,მითხრა ჯობის მაშინ დაგინახო,როცა ადამიანს ვემგვანები და შენი შვილი უკვე ხელში მეყოლებაო. იმის შეგრძნებამ,რომ არსებობდა ვიღაც ვინც სრულიად მე მეკუთვნოდა,ვიღაც ვინც მე შევქმენი საოცარი გრძნობა იყო,ვერ აღგიწერ ჩემო სიცოცხლე.ის საღამო მარტო ამით არ ყოფილა სასიამოვნო,მეორე დღეს,შუადღისას პალატაში ექიმმა მოგვიანხულა და მოგვილოცა,თან მანოს მოუყვა ახალშობილის შესახებ,რომელიც თურმე ახლადნამშბიარებ დედას მიუტოვებია და გაქცეულა,მისი სახელი არ იცოდნენ , არავინ მოყოლია თანო.მანოს ისე შეებრალა ის ბავშვი , დედობის შეგრძნებამ ადამიანობა პიკზე მიუყვანა და მომთხოვა ეს ახალშობილი ჩემი ნამდვილი შვილის ტყუპისცალად გამესაღებინა , რადგან ჩვენი ამბავი არავინ იცოდა ეს ადვილი იყო ...
თემური აგრძელებდა მოყოლას და ცდილობდა მაქსუმალურად გადმოეცა გრძნობები რასაც იწვევდა ახალშობილის ზრდა მასში,აუხსნა პიველად რა ვითარებაში იგრძნო,რომ სხვის მიერ დამზადებული პლასტელინით სული მისი გამოსაძერწი გახდა . აუხსნა როგორ შეუყვარდა პაწაწინა გოგოს ქერა კულულები და ზღვისფერი თვალები აუხსნა როგორ მოხდა ერთი შვილის ორად გადაქცევა და თანაშეზრდა ამ გრძნობასთან . ანა კი იწვა და მთელი საღამო ისმენდა ამბავს რომელიც თურმე მას გადახდომოდა,ისმენდა და ახლა საერთოდ არ უნდოდა იმის გახსენება რომ ერთადერთი და უძვირფასესი დედა,რომელსაც მისთვის სიცოცხლე არ უჩუქებია მისი გადამრჩენელი და პირველი ადამიანი ყოფილა,რომელსაც შეყვარება მისი უანგაროდ მონდომებია,ამან მანანა ქავთარაძე გმირად და სამუდამო ტკივილად აქცია....კარგა ხანს იყვნენ ასე,მერე კი ხმა შეწყდა,მალე მამაშვილს მიეძინა და განთიადის მოსვლა ვერ გაიგეს . დილა მზით იწყებოდა...
უკვე პიჯაკებში გამოწყობილი ბიჭები სამზარეულოში,რომ ჩამოვიდნენ მამა-შვილს ჯერ კიდევ ეძინათ,იქ მხოლოდ თეა ფუსფუსებდა მაგრამ სახეზე აშკარა უხასიათობა ეწერა,რაც საერთოდ იშვიათობა გახლდათ.იმისდა მიუხედავად რომ მეწყვილეები დიდი სითბოთი არ გამოირჩეოდნენ და არც გამოხატავდნენ ეს სულაც არ ესიამოვნათ და დისკომფირტიც კი იგრძნეს,ამიტომ როგორც ყავა წინ დაუდგა თავართქილაძე წამოდგა და მისი ჭკნობა შეპარული ხელი თავისში მოიქია და ამ ჟესტით აიძულა ჯერ გაკვირვებულიყო,მერე კი დაკვირვებოდა:
-რა მოხდა ?...-იკითხა პირდაპირ ყოველგვარი შეპარვის გარეშე.
-გუშინდელის მერე აღარ დამეძინა და მთელი ღამე ვფიქრობდი...ბაჩანა მე ზურა უნდა ვნახო ... - უთხრა ქალმა თავიდან რიხით ბოლოს კი ჩურჩულით.
-თეა ! რაც არ უნდა გენახა გუშინ ეს არ იძლევა საფუძველს ამაზე თუნდაც გაიფიქრო.დაივიწყე გესმის ? ... -თვალები დააბრიალა და მას მაშინვე აჰყვა გაბრაზებული ნოე სიტყვებით " უფებას აღარ მივცემთო"
-ბიჭებო მემის , მაგრამ ...
-არა არ გესმის ! როგორც ჩანს აღარ გესმის . თეა არ გვინდა გთხოვ ... - უთხრა მობეზრებულმა მესხიშვილმა და ამით ქალს ყველანაირი გზა მოუჭრა,ამასობში სამზარეულოში ახლად გამოღვიძებული გია შემოვიდა და მალევე მას უკან მოჰყვა უმცროსი ბებურიშვილი.
ბიჭებმა მთელი ყურადღება მასზე მიმართეს და ამჯერად მისი კითხვა გახდა საყოველთაო ინტერესის ობიექტი.
-დღეს რას ვაპირებთ ? ... - იკითხა და გონება დაძაბა.
-ანა ახლა ყურადღებით უნდა მომისმინო და კარგად დაიმახსოვრო ... - დაიწყო ისევ თავართქილაძემ საქმიანი ტონით ... - დღეს ჩვენთან წაგიყვანთ , იქ საქმეები გაქვს თან უამრავი . იქვე აგიხსნით რის გაკეთებას აპირებ ჩვენს სამსახურში ... ზოგადად კი ოთხი დღე დაგვჭირდება შენთვის "ჯაშუშობის" შესასწავლად ... - აქ თავი ვეღარ შეიკავა და გაეღიმა ... - ოთხი დღის შემდეგ მამაშენის უეცარ სიკვდილს გავამჟღავნებთ და მერე მას სადმე უსაფრთხო ადგილას , უფრო დასახლებულ მთის სოფელში რამდენიმე კაციან შეიარაებულ ჯგუფთან ერთად გავხიზნავთ თავიდან რომ ავიცილოთ ანალოგიური თავდასხმა , შენ იქ გამოჩნდები და ამით ყველანაირი ეჭვი გაიფანტება , მერე კი იმ დაწესებულებაში დაბრუნები ყველანაიი შესაძლებლობა გექნება. ახლა ადექი და მოემზადე , შეეცადე რაც შეიძლება სპორტულად ჩაიცვა , იქ შენთვის ნაყიდი ტანსაცმელია, დღეს კიდევ ვიყიდით რაღაცეებს , ეს წვრილმანებია ...
- მე სათხოვარი მაქვს ... - შეჩერა წამოსადგომად გამზადებული მესხიშვილი და ისევ ადგილზე დააბრუნა , მანაც ანიშნა გისმენო და ... - ბებომ და ბაბუმ უამრავი რაღაც გადაიტანეს,ახლა თუ ვეტყვით რომ მათი შვილიც გარდაიცვალა თავადაც ვეღარ გაუძლებენ , ისინი სანდოები არიან ,შეგვიძლია ვუთხრათ ...
-ამას ისედაც ვერ დავუმალავთ,მათი მხარდაჭერა ფაქტებს განამტკიცებს...-სწარაფად დაახვედა პასუხი ნოემ და მეწყვილეს თანხმობისთვის გადახედა.
- ტანსაცმელს საკუთარი სახლიდან წამოვიღებ,როცა იქ მივალ , ასე რომ საჭირო არაა.
-როგორც გინდა...საუბარი მანქანაში გავაგრძელოთ ისედაც გვაგვიანდება....-ამჯერად აღარ დაუცადა თავართქილაძემ და ოთახიდან სწრაფად გავიდა,სამაგიეროდ მესხიშვილმა მისი ხელი თავისაში მოიქცია,მოუჭირა და ღიმილით დაამშვიდა ყველაფერი კარგად იქნებაო.

* * *

მუქი ფერები და უამრავი საბუთებში თავჩარგული ადამიანი ბებურიშვილის ყურადღებას იპყობოდა,აქეთ-იქეთ აცეცებდა თვალებს და მის თვალთახედვას არ რჩებოდა ქუსლებზე შემდგარი მოპრაკუნე ქალბატონი , მუქ ლურჯ პიჯაკში გამოწყობილი მამაკაცი იქვე ფორმაში გამოწყობილ ადამიანებთან ერთად ცხარედ რომ ლაპარაკობდა , თემა ვერ გაარჩია რადგან ამის დრო აღარ დარჩენია,მისი თვალთახედვა მაღალ , ჩასკვნილ მამაკაცზე შეჩერდა ღიმილით რომ უცქეროდა და ხელს უწვდიდა . კაბინეტში შევიდნენ და ინტერიერმა ახლაც მიისაკუთრა ანას გონება,რომ არა რიხიანი ბარიტონი ყუადღბას არც არასოდეს მოიკრებდა.
- ანა ვიზიარებ თქვენს მწუხარებას და მართლა გულით ვწუხვარ იმის გამო რისი გადატანაც მოგიხდათ...-ბებურიშვილმა თავი დაუქნია და ამ ჟესტით აცნობამადლობთო...-იმაზეც ვწუხვარ რომ ამ რთულ მომენტში,როცა ჯერ კიდევ ვერ გამორკვეულხართ რა ამბავია თქვენ თავს დახმარებას ჩვენ გთხოვთ ...
-არაა საჭირო ,საქმეზე გადავიდეთ . იმიტომ გთანხმდებით რომ საკუთარი ინტერესები მაქვს ... - თქვა და აშკარად იგრძნო რომ დროზე შეაჩერა თორემ მალე საკუთარ უბედურებას გაანალიზებდა და აქვე ტირილი აუვარდებოდა.
-მაშინ ჩავიდეთ დარბაზში ?! ... - დაბნეულმა მერაბმა ესღა იკითხა და ბიჭებს გადახედა თანხმობისთვის,მათაც თავი დაუქნიეს და ნოემ ხელი მიაშველა ანას იმის ნიშნად აქეთ წამოდიო.
დიდი დარბაზი რომელშიც ბებურიშვილი აღმოჩნდა საკმაო ფართბისა გახლდათ,ერთ კუთხეში ტრენაჟოებს მოჰკრა თვალი,მეორე კუთხეში მაგიდას და თაროებს რომლებზეც როგორ შემდეგ გაარჩია იარაღები ელაგა.პირველი სწორედ ეს იყო სადაც წაიყვანეს , კითხეს ოდესმე იარაღი ხელში თუ გჭერია,მისი პასუხი კი იყო " ერთხელაც არ მინახავს რეალურად " . აუხსნეს რომ მას თავად იარაღი არ ექნებოდა,ეს შეუძებელი იყო მაგრამ მაინც არ იცოდნენ რა სიტუაცია შეიძლებოდა შექმნილიყო ამიტომ გამოყენების სწავლება აუცილებლად მიიჩნიეს , დაახლოებით საათნახევარი მოუნდნენ მისთვის იმის ახსნას როგორ უნდა დაეშალა და აეწყო,რა ნაწილებისგან შედგებოდა,როგორ დაეცალა ტყვიებისგან და როგორ აევსო.მას შემდეგ რაც ასე თუ ისე გააგებინეს,თან ადვილად ითვისებდა - გადაწყვიტეს მისი გამოყენებაც უნდა იცოდესო.
დარბაზიდან გამოიყვანეს და ჩაბნელებულ ჰოლში გაიყვანეს სადაც მგრძნობიარე საფეხურების დამსახურებით იქ სადაც გაივლიდნენ პარალელურად შუქიც ინთებოდა.ამჯერად აღმოჩნდა იგივე სივრცის დარბაზში რომელიც სამ ადგილზე მთელ სიგრძეზე გახლდათ გატიხრული და შორს, ათეული მეტრის დაშორებით სამიზნედ ადამიანის კონტური იკვეთებოდა.
ამჯერად ახალი პირი შეემატა მათ ჯგუფს , ბატონი მერაბის არიდან სამი წუთის გასვლის შემდეგ დარბაზში კიდევ ერთი ჩასკვნილი მამაკაცი შემოვიდა რომელიც ერთიანად შავებში იყო გამოწყობილი.
ბებურიშვილისთვის ირაღის გამოყენება თურმე სწორედ მას უნდა ესწავლებინა:
- მთავარია მჭიდროდ ჩაეჭიდო , წარმოიდგინე რომ საყრდენი ხარ რომელზეც ის დევს , ხელი არ უნდა აგიკანკალდეს , თორემ სროლისას სხვა მიმართულებით გაიქცევა და სავარაუდოდ შენვე დაშავდები...მიმართულებას რაც შეეხება , შეეცადე მანძილი გაითვალისწინო,ის მანძილი რომელიც შენ და მიზანს გაშორებთ მნიშვნელოვანია , ამით შესაძლო წერტილს აგნებ სადაც უნდა მოარტყა....-მხოლოდ ახსნით არ დასრულებულა,აქ ტყუილად არ შემოუყვანიათ , შუა ნაწილში მოათავსეს და ასწავლეს როგორ მდგარიყო , მერე კი მოსთხოვეს სამიზნეს ესროლეო , თავიდან არაფერი გაითვალისწინა და ამიტომ ნამდვილი იარაღი რომ სჭეროდა დიდი ალბათობით საავადმყოფოში ამოყოფდა თავს ... მეთვრამეტე გასროლაზე იქ ვერ მოარტყა სადაც უმიზნებდა,მაგრამ არ მთლად აუცდენია- ბარძაყის ძვალი ამის ფაქტობრივი მტკიცებულება იყო.
საბოლოოდ რომ მორჩენენ უკვე კარგა მოსაღამოვებული იყო , ანას სახე დაულაგებელი,აშკარა დაღლილობა ეტყობოდა,ამიტომ თავართქილაძემ მერაბს შეუძახა საკმარისია , დროა დაისვენოსო.გოგო ისევ ნორმალურ ოთახებს დაუბრუნეს და მცირე ხნით თხოვეს ჰოლში დაიცადეო . გავიდა ნახევარი საათი და მოცოცხლებული ბებურიშვილი ლოდინმა შეაწუხა,წამოდგა და შეეცადა ზუსტად აღედგინა მეხსიერებაში კაბინეტი სადაც პირველად მოსვლისას მიიყვანეს. წამოდგა და უზუსტობის მიუხედავად მაინც წინ წავიდა.თვალები გაუბრწყინდა,როცა გონებაში ჩაბეჭდილ შავ კარს მიადგა , იქედან რატქმაუნდა საუბრის ხმა მოისმოდა და რადგან დარწმუნებული იყო,როგორც კი შიგნით შევალ შეწყდებაო თავს უფლება მისცა მოესმინა.აი მისი შინაარსიც:
-...რატომ არ გესმით რომ შეშინებულია ? იარაღის გამოყენების სწავლა არ ნიშნავს მის სანდოობას . რა ვიცით როგორი იქნება კრიტიკულ სიტუაციაში ?
- ის რაც მას ავალია მარტივია , მითუმეტეს ჩვენს ძვირფას ბატონ გეგას დღე აქვს ამოჩემებული და ამ დღეს თავისუფლად შეიძლება დოკუმენტების მოპარვა და ასლებს გადაღება ... - უპასუხა ნოემ და სავარძელს მიეყუდა.
-თქვენ ხომ თქვით იმ გოგომ თავის საბუთები მოიპარა და უკან არ დაუბრუნებიაო? ახლა უკვე იციან,რომ სიფრთხილეა საჭირო,ზომებს გაამკაცრებენ...
-მოხერხებულია ,ამას დაძლევს ... - ნიშნისმოგებით გადასძახა მერაბს და მეწყვილეს გახედა რას გაჩუმებულხარ ხმა ამოიღეო.
-ანა სანდოა მერაბ ! იმ დაწესებულებიდან გამოქცევა შენც იცი არაა ადვილი , ახლა ამაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს და საზიზღრობაა, მაგრამ არ დავივიწყოთ როცა დასჭირდა როგორ მიაწვინა ის სამი ახვარი...მემგონი ძალიან აპრობლემებ ...
- კარის გაღება და სამართებლის გამოყენება უნდა ვასწავლოთ ...-თქვა მერაბმა და ზუსტად ამ წუთას კარი გაიღო,იქედან კი ანას მოჩვენებითად მშვიდი ხმა მოისმა "აღარ მივდივართ ? "
თანხმობის ნიშნად თავი დააქნიეს და ძალიან მალე კაბინეტის კარიც მიიხურა.ფიქრებთან მარტო დარჩენილი თამამად ალაპარაკდა , ოთახის სიბნელეს ერეოდა მისი ჩურჩული და ერთადერთი რაც ექოსავით გაისმა იყო : "თვალებში რომ სიკვდილი ჩაგიდგება მერე ვეღარაფერი დაგიდგება წინ ... "

პ.ს ჩემი მკითხველი პასიურია,ავიწყდება რომ მოტივაცია ავტორსაც სჭირდება. წუწუნი ინ ექშენ ...



№1  offline წევრი vika_vika

ძალიან კარგი განსხვავებული და საინტერესო ისტორიაა love

 


№2 სტუმარი Svoight

Au dzalian kargia.. Sainteresoa da ganaxvavebuli.. Telemundos scenarit araa rac mtavaria... Kargia adamians amxela pantaxia rom aqvs ... Male gaagrdzele cota kartebi gaxseni tore damacyda nervebi :)))) yochag kargia

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent