შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული თუ შურისძიება? (მეცამეტე თავი)


12-05-2016, 22:20
ავტორი Shorena Quqchishvili
ნანახია 2 470

- -არაააა,. გიო, თვალები გაახილე, გიო, გთხოვ ადექი არაა, ასე ვერ წახვალ ძამიკო, გთხოვ ადექი, გიო, გთხოვ არ მიმატოვო, თვალები არ დახუჭო.
- ლიზ, დამშვიდდი. სულ სისხლიანი იყო გიო და სიტყვებს ძლივს აბამდა თავს.
- გიო, არ მიმატოვო, გთხოვ.
- ლიზ, ჩემი წასვლის დრო დადგა. როგორც ჩანს ასეთი ბედი მქონია, მაგრამ შენ უნდა გააგრძელო ცხოვრება. გიოს სისხლი სდიოდა და თვალები ეხუჭებოდა.
- არა, გიო, შენს გარეშე როგორ გავაგრძელო? ჩემი საყავრელი ძმის გარეშე ჩემს ცხოვრებას რა აზრი აქვს?
- ლიზ, შენ ძლიერი ხარ, ამას შეძლებ. არ დაგავიწყდეს შენ ელიზაბედ ძედგინიაძე ხარ, იაკობ ძედგინიძის ქალიშვილი.
- არა გიო, ძლიერი არ ვარ შენს გარეშე არაფერი ვარ.
- ხარ ლიზ, ხარ. შენი წყალობით ვარ მე ასეთი. შენ დამიდექი გვერდში მაშინ როცა მჭირდებოდი. შენ ძალიან ძლიერი გოგო ხარ და არასდროს არ უნდა დანებდე.
- გიო, მე ასეთი შენით ვარ. შენს გარეშე ვერ ვიცოცხლებ. ჩვენი მშობლების სიკვდილის შემდეგ ერთამანეთს ხომ შევპირდით, რომ ერთად ვიქნებოდით, რომ სულ გვერდში ვედგებოდით ერთმანეთს. ხომ დამპირდი, რომ არ მიმატოვებდი? გიო, ამას ვერ იზავ, ვერ წახვალ ვერსად.
- ლიზ, შენ გადამარჩინე იმ დღეს. შენი წყალობით ვარ დღეს ცოცოხალი, მაგრამ დროა ვალი გადაგიხადო. ვამყობ რომ შენნარი და მყავს ელიზაბედ, შენით ყოვ-ელ-თვის ვა.. ვამაყობდი და მუდამ ვი..ამა..ყებ. გიო ნელ-ნელა უფრო ცუდად ხდებოდა და ლაპარაკიც უჭირდა. თვითონაც იცოდა, რომ ამ ქვეყნად დიდხანს ვეღარ გაძლებდა და ლიზის ემშვიდობებოდა.
- ნუ ლაპრაკობ. გთხოვ უნდა იცოცხლო, გიო, შენ არ უნდა მოკვდე, ამის უფლება არ გაქვს გიო, არაა. შენ მე ვერ მიმატოვებ.
- ელიზაბედ, არრ..ასდროს არ იტირო, რადგან შეე..ნ ღიმილისთვის ხარ დაბადებული.მშ..ვი..დობით ელიზაბედ, მიყვარხარ დაიკო.
- გიოოო!! არა, გიოო არა, თავლები არ დახუჭო გთხოვ არა გიოო. გიო დაბრუნდი, არ წახვიდე ასე ვერ წახვალ ვერ დამტოვებ, გთხოვ დამიბრუნდი ძამიკო.
ეს გიოს ბოლო სიტყვები იყო. გიოს სულმა სხეული დატოვა, ლიზი კი მას ამაოდ ეხვეწებოდა დაბრუნებას. როდესაც ნიკამ გაისროლა ლიზის მისამართით, მას გიო გადაეფარა და ტყვია მას მოხვდა. დანარჩენები კი იდგნენ და ამ სცენას ჩუმად უყურებდნენ. ხმას ვერავინ იღებდა, ნიკაც კი დაადუმა ნანახმა. თუმცა ამ დროს ნიკა გონს მოეგო და იარაღი კვლავ ლიზის დაუმიზნა. ეს ირაკლიმ დაინახა, ლიზისთან მივიდა, წამოაყენა და მის გვერდით დაიყენა.
- ირაკლი, გაიწე თორემ შენც გესვრი იცოდე.
- ლიზის ვერაფერს დაუშავებ, ჯერ მე უნდა მომკლა და მე თუ მომკლავ მამაჩემი არაფერს გადაგიხდის.
- მართლა? მე ჩემს საქმეს შევასრულებ და გადახდაც მოუწევს, თუ არ გადამიხდის სუყველას ვანანებ, ამიტომ ურჩევნია არ დამიპირისპირდეს.
ამ დროს მეორე ბიჭმა ცაბაძეს ესროლა, მაგრამ ააცილა. ცაბაძე მიხვდა, რომ ისინი უკან არ დაიხევდნენ და ლიზის წაყვანა გადაწყვიტა, რათა გადაერჩინა.
- ლიზ, უნდა გავიქცეთ!
- არა, ჩემს ძმას აქ ვერ დავტოვებ.
- ლიზ, მაგის დრო არაა, მას ვეღარაფერს ვუშველით მაგრამ ჩვენ უნდა გადავრჩეთ. წამოდი, სწრაფად!
- ხო მაგრამ..
- არანაირი მაგრამ ლიზ, წავედით. ირაკლი მლიზის ხელი დაავლო და ორივენი გაიქცნენ. ნიკა და მისი მეგობარიც უკან მისდევდნენ. ორივე ტყეში შევიდა, მაგრამ ირაკლის ფეხი აუცდა და დაბლა ჩაგორდა, მას ლიზისთვის ხელი ჰქონდა ჩაკიდებული, ამიტომ ორივე ქვევით დაგროდა. ბოლოს კინაღამ ხეს დაარტყა თავი ლიზიმ, მაგრამ ირაკლიმ თავი დაუჭირა, რომ არ დაეზიანებინა. ორივე ხის ძირში აღმოჩნდა. ლიზი ქვემოდან, ირაკლი კი ზემოდან აწვა და ლიზის თვალებში ჩაშჩერებოდა. რაც უფრო დიდხანს უყურებდა, მით უკეთ ხვდებოდა როგორ უყვარდა ეს ჯიუტი ლამაზმანი. უყურებდა მის ღვინისფერ ტუჩებს და თავს ძლივს იკავებდა, რომ არ დაეგემოვნებინა. მაგრამ იცოდა, რომ ახლა ამის დრო არ იყო, საყავრელი ქალი უნდა გადაერჩინა, ამიტომ ლიზი წამოაყენა და ნელ-ნელა ქვევით დაეშვნენ. გზატკეცილზე გავიდნენ და ცოტა ხნით შეისვენეს. ლიზი ხის ძირას დაჯდა, ირაკლი კი მანქანის გაჩერებას ცდილობდა. არავინ უჩერებდა, მაგრამ ბოლოს სატვირთო გაჩერდა და ლიზის დასაძახებლად წავიდა, მაგრამ ლიზი იქ არ დახვდა. გამწარებულმა დაუწყო ძებნა, იქავრობა დაათვალიერა, მაგრამ ლიზი არსად იყო. მერე ლიზის ტელეფონიდან დაურეკეს.
- ლიზ, სად ხარ, რამდენი ხანია გეძებ?
- გამარჯობა, ირაკლი ცაბაძე, რა იყო, შენი გოგო უკვე მოგენატრა?
- ისევ შენ? არ გაბედო და ლიზის არაფერი დაუშავო თორემ ცოცხალდ დაგმარხავ შე **** გაცეცხლებული იყო ირაკლი და თავს ვეღარ აკონტროლებდა
- დამშვიდდი ცაბაძე, თუ გინდა შენ გოგოს სიცოცხლე შეუნარჩუნო, ასი ათასი საღამოს ხუთზე იმავე ადგილას უნდა მოიტანო, თორემ შენს გოგოს ცოცხალს ვეღარ ნახავ.
- რა? შენ ხო არ გაგიჟდი, მაგდენი ფული ამ მოკლე დროში როგორ ვიშოვო?
- ეგ შენი პრობლემაა, ცაბაძე. ხო მართლა, პოლიცია არ ჩარიო, თორემ ინანებ.
- ლიზი დამალაპარაკე.
- ახლავე.. ირონიულად ჩაიცინა ნიკამ და ტელეფონი დაბმულ ლიზის ყურთან მიუტანა.
- ლიზ, როგორ ხარ? რამე ხომ არ დაგიშავა მაგ ნაგვმა?
- არა, კარგად ვარ, გთხოვ მალე მოდი, ამ მახინჯთან ვეღარ დავრჩები. ირაკლის ამ სიტყვებზე სევდიანად გაეღიმა და თან ესიამოვნა რატომღაც.
- არ ინერვიულო, ელიზაბედ, მალე მოვალ და წამოგიყვან, ლამაზო.
- კაი.
- ლიზ..
- ხო, რა იყო?
- მიყვარხარ ლამაზო. ლიზიმ არ იცოდა რა ეპასუხა
- მალე მოდი.
ირაკლის თითქოს გული დასწყდა ამ სიტყვების გამო, მაგრამ ახლა ეგ ყველაზე ნაკლებად ადარდებდა, მისთვის მთავარი ლიზის გადარჩენა იყო. ტელეფონი ლიზის გაუთიშა, მაგრამ ამჯერად სანდროს დაურეკა. რაღაცაზე შეთანხმდნენ და ტელეფონი გათიშა. დიდი ხანი ელოდებოდა სანდროს და როგორც იქნა მოვიდა.
- სად ხარ , ამდენი ხანი?
- ადვილი კი არა ამდნეი ფულის შოვნა ტო.
- ხო კაი, რა ქენი, მოიტანე?
- ძლივს ვიშოვე, ოღონდ მაცადე სული მოვითქვა.
- მაგის დრო არ მაქვს, ლიზი საფრთხეშია მომეცი. სასწრაფოდ გამოართვა სანდროს კეისი და ისევ იმ შენობაში დაბრუნდა. გარეთ არავინ იყო. შენობას მიუახლოვდა, კარი ფრთხილად გააღო და შიგნით შევიდა, სანდრო კი გარეთ დარჩა. ცოტა ხანში ლიზი დაინახა და მისკენ გაიქცა, მაგრამ წინ ნიკა გადაეღობა და იარაღი დაუმიზნა
- ჯერ ფული, მერე გოგო.
- არა, ჯერ ლიზი უნდა ვნახო.
- სანამ ფულს არ ვანხავ მაგას ვერ მიეკარები. ირაკლიმ კეისი გახსნა და აჩვენა, რომ შიგ ფული მართლაც იდო. ნიკამ ლიზი მოიყვანა.
- ახლა ფული მომეცი, შემდეგ კი შენი გოგო წაიყვანე. ირაკლიმ კეისი გადასცა და ლიზი ჩაიხუტა შემდეგ კი ორივე შენობიდან გადიოდა, როცა ნიკამ კვლავ გაისროლა.
- ჩემი მოტყუება როგორ გაბედეთ, სამივეს დაგხოცავთ. ღრიალებდა ბოლო ხმაზე და წამდაუწუმ ისროდა
- გავიქცეთ.. დაიყვირა ირაკლიმ და ორივე გარეთ გავარდა. წინ ნიკას ძმაკაცი გადაეღობათ.
- ნუ ჩქარობთ... უთხრა მათ ბიჭმა და იარაღი დაუმიზნა.



№1 სტუმარი კნოპკა

Kairaa radrosgaachere maledadeshemdegi :(

 


№2  offline წევრი isterichka123

კაია გაგრდზელე

 


№3  offline წევრი Shorena Quqchishvili

მადლობა, დღეს დავდებ აუცილებლად გაგრძელებას love
--------------------
ხო გინდოდა უჩემობა?! ხოდა დატკბი! ; )

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent