გაღიმება კარგი რამ არის,უჟმურო (1)
ნატალი სხილაძე 20წლის ,საქართველოს უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი.გარეგნობა:მაღალი (1.73),გამხდარი,მწვანე თვალებით,შავი თმით და სწორი ცხვირით. მყავს დედა(ადამიანი რომელიც სამყაროს მირჩევნია) და და 2ტყუპი ძმა. 2წელი არის რაც მუშაობა დავიწყე,ვარ წამყვან პოსტზე და მიწევს სხვადასხვა ობიექტების შემოვლა დღის განმავლობაში.ერთ-ერთი შემოვლის დროს,როცა გოგოები ვსაუბრობდით ,გავიგე შემდეგი სიტყვები : "-დაიშალეთ,ახვლედიანმა არ გვნახოს",სანამ სიტყვის გააზრებას მოვასწრებდი,მივხვდი რომ ჩემს ირგვლივ არცერთი გოგო არ იყო.გამიკვირდა ,მაგრამ რას ვიზამდი.მეორე დღესაც იგივე განმეორდა,ვეღარ მოვითმინე და ვიკითხე თუ ვინ იყო ეს ახვლედიანი,რომლის გვარის გაგონებაზე ყველა გარბოდა.პასუხად მივიღე ,რომ იგი მონიტორინგის უფროსი იყო,რომელსაც 13ადამიანი ჰყავდა გაშვებული 2თვის განმავლობაში,სამსახურიდან. გოგოებს ვთხოვე ,რომ დაენახებინათ,თუ როგორი "ტიპი" იყო.სასწაულ ინტერესში ვიყავი.ძირითადად კაბინეტში იყო,მაგრამ როგორც კი გამოვიდოდა,მაშინ ხდებოდა ის,რაც გითხარით,მომსახურე პერსონალი გარბოდა,ოღონდაც ბატონი ალექსანდრესგან შენიშვნა არ მიეღოთ. იმდენად ინტერესში ვიყავი ,გადავწყვიტე ყველაფერი გამეკეთებინა ,ოღონდ გამომეწვია.სარისკო აზრო ამომიტივტივდა და ჯიუტად ვეცადე ივყოლოდი აზრს,მაგრამ ამა შეიძლება ჩემი სამსახურიდან გაშვება გამოეწვია.კამერის წინ დავდექი ,კევის ღეჭვა დავიწყე და დაველოდე განაჩენს.ველოდებოდი , რომ შენიშვნის ფურცელი მოვიდოდა,სადაც ჩემი გაშვების საკითხი განიხილებოდა. დადგა ის ნანატრი მომენტი,როცა ახვლედიანი ჰორიზონტზე გამოჩნდა.სიმართლე გითხრათ პატარაობიდან არასდროს მეგონა თუ იარსებებდა ადამიანი,რომელიც ჩემ გულამდე მოაღწევდა,მაგრამ აი როცა ახვლედიანი დავინახე , სიტყვებით ვერ გადმოგცემთ რა დამემართა.ვეცადე არაფერი შემემჩნია,არ მეგონა ვინმეს გაეგო,რომ ასე ძალიან მომეწონა ადამიანი 1დანახვით,რადგან ჩემი გულქვა ხასიათი ყველასთვის ცნობილი იყო. მოკლედ,მაინც ვერ მოვითმინე და ერთ თანამშრომელს ვუთხარი,რომელსაც ძალიან ვენდობოდი.რეაქცია კი საშინელი იყო,მეხვეწებოდა ,რომ არც კი უნდა გამევლო თავში აზრად.ყველა ამბობდა,რომ ძალიან "რქიანი" ბიჭი იყო,არავის არ ინდობდა.არ მომწონდა ასეთად რომ ახასიათებდნენნ,მაგრამ რეალურად მართლა ძალიან კაცრი უფროსი იყო. სამუშაო საათები რომ ამომეწურა,ეგრევე სახლში გავვარდი.დედაჩემს და ჩემ დას ვახარე: -და აი გოგოებო,დადგა ის დღე,როცა ნატალი სხილაძეს ბიჭი მოეწონა,მეტიც მისით აღფრთოვანებულია. მათ რეაქციაზე კი მართლა გულიანად ვიცინე,თავიდან არ მიჯერებდნენ,მაგრამ რომ მიხვდნენ არ ვხუმრობდი,ჩემზე ბედნიერები იყვნენ.მომთხოვეს ,რომ მათთვის აღმეწერა. -მაღალი,შავგრემანი,ძალიან მუქი კანის ფერი,კუპრივით შავი თვალები,ოდნავ კეხიანი ცხვირი და რა თქმა უნდა მუდამ წარბშეკრული გამომეტყველებით. რავიცი მკითხველო შეიძლება არც თუ ისე სახარბიელო გარეგნობა აღვწერე,მაგრა ჩემთვის იდეალურზე ცოტა მეტი იყო ბატონი ახვლედიანი. იმ დღიდან დავაფიქსირე რამდენიმეჯერმე,რომ მიყურებდა,სასწაულად დამაბნეველი მზერა ჰქონდა.დაჟინებულ და მკაცრ მზერას არც მე არ ვაკლებდი.თამთა მეუბნებოდა,რომ ეს ყველაფერი ან ძალიან კარგ შედეგზე გავიდოდა,ან ძალიან ცუდზე,ანუ დავკარგავდი სამსახურს ,რომელიც ძალიან მიყვარდა.თუმცა ვერ გავჩერდებოდი,სანამ რომელიმე შედეგს არ მოვიმკიდი.უბრალოდ არ მქონია მსგავსი სიტუაცია არასდროს და ძალიან დაბნეული ვიყავი. ვერ ვხვდებოდი რა უნდა გამეკეთებინა,ასე უაზროდ ერთმანეთის ყურებას,რომელიც 2თვე გრძელდებოდა,ჭკუიდან გადავყავდი.მაღიზიანებდა ის,რომ არაფერს აკეთებდა ელემენტარული გაცნობისთვის. ყველა დღე ასე გრძელდებოდა,დაუსრულებელი თვალებით ლაპარაკით. ამასობაში დამეწყო ხერხემლის ტკივილები,რის გამოც ალბათ სამსახურის დათმობა მომიწევდა ,მაგრამ ბოლომდე ვაჭიანურებდი.ახსნას რა აზრი აქვს,რის გამო ეს ხომ ისედაც ნათელი არის,რადგან თუნდაც იმ არაფრისმთქმელ,მაგრამ სიტყვებზე მეტად ბევრისმთქელ ყურებას ვიყავი შეჩვეული.კვირაში 2დღე ვერ ვნახულობდი და მეგონა სამყარო არსებობას წყვეტდა. ტკივილებმა იმძლავრა,მკაცრი ვარჯიშები მჭირდებოდა,რასაც სამსახურს ვერ შევუთავსებდი. 3თვე საავადმყოფოში ვცხოვრობდი.ოთხმა კედელმა და საშინელმა მონატრებამ ხასიათი მკვეთრად შემიცვალა,უარესობისკენ.არავისთან ვლაპარაკობდი,უბრალოდ ამის სურვილი არ მქონდა.ვერ ვჭამდი,იუხედავად იმისა ,რომ სწორი კვება აუცილებელი იყო ჩემი სწრაფად გამოჯანმრთელებისთვის.შევეჩვიე უკვე ასეთი რეჟიმით ცხოვრებას,ყოველშემთხვევაში ასე ვაჩვენებდი თავს ყველას. ენით აღუწერელი სურვილი მქონდა იმისა,რომ გოგებთან გავსულიყავი და მენახა ისინი,თუმცა არ გამოვრიცხავ იმას,რომ გულის სიღრეში ალექსანდრეს ნახვის სურვილი მქონდა,მაგრამ ამას არ ვაღიარებდი თუნდაც საკუთარ თავთან, ჩემი თავი ვერ გავიმეტე ისევ იმ ტანჯვისთვის.თან გაცოფებული ვიყავი,რომ არანაირად დამიკავშირდა,გული მწყდებოდა,მაგრამ მივდიოდი იმ დასკვნამდე ,რომ უბრალოდ ჩემი ილუზიები იყო ყველაფერი.ალბათ მე მინდოდა ასე ყოფილიყო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.