შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამოცდა

13-05-2016, 17:33
ავტორი Salivan
ნანახია 3 605

ისევ მონატრება მომეძალა ჩემი შვილების, მათი სახეების დანახვა მომინდა. ნოუთბუქი ჩავრთე და ჩვენი ბარის საიტზე შევედი. როგორც ყოველთვის მხოლოდ ორი ჯგუფის თვალი მუშაობდა. მეც პლეის დავაწექი და ჩემი მოცინარი ცხოვრების აზრი დავინახე, სკამებით „ციხე-სიმაგრეს“ რომ ამაგრებდა და კუბიკებით თოფებს აწყობდა. არადა სახლში სამი სხვადასხვა სახეობის სათამაშო იარაღი აქვს, ის კიდევ მათკენ არც კი იყურება. ხოო, როგორც მიხვდით ჩემი უფროსი შვილი ბიჭია. 6 წლის მათე. უკვე ორი წელია ბაღში დადის და მაინც იმას მეკითხება ყოველ დილით „დღეს ვისვენებთ თუ ისევ ბაღში მივდივართ“-ო. არადა ძალიან მოსწონს იქ, თავისი მეგობრებიც უყვარს და მასწავლებელიც. მაგრამ ჩემი თავი მგონი მთელ სამყაროს ურჩევნია და ახლა ამ სიტყვების გააზრებისას სიხარულით და სიამაყით ვიბერები. რა სიმდიდრე მყავს რომ იცოდეთ, ხანდახან მიკვირს როგორ არ შემომეჭმებათქო. ჩემ შვილებზე ფიქრისას თავი ყველაზე მდიდარი და იღბლიანი ადამიანი მგონია სამყაროში.
წიწკინას დანახვა მინდა, თან ძალიან. მაგრამ რად გინდა მისი ჯგუფის თვალი რატომღაც ისევ გამორთულია, ჩემი განცხადებული პრეტენზიებისა მიუხედავად. იცნობდეთ წიწკინა ჩემი უმცროსი შვილია. ახლა გახდა სამი წლის და ძლივს ალაპარაკდა. მანამდე კი ჯვარცმული ვყავდით მთელი ოჯახი და ნატესაობა გაურკვეველი სიტყვებიდან აზრის გამოტანით. მაშო ქვია და როგორც ყველა აღნიშნავს „სალომეს მინიატურული ვარიანტია“-ო.
სალომე მე ვარ. 29 წლის მეუღლე, ორი შვილის დედა და დისახლისი. ჩემს თავზე განსაკუთრებულს და ჯერ არ მოსმენილს ვერაფერს გეტყვით. ჩვეულებრივი ქალი ვარ, თავზე მაინც დიდი წარმოდგენით. ნუ გაგიკვირდებათ ეს სიტყვები და ნუ გამკიცხავთ. ერთ დროს ისეთი ლამაზი ვიყავი, წარმატებული და ლაღი, რომ მთელი სკოლის და უნის საკაცეთი მე შემომნატროდა.ამიტო ბევრი მეგობარი მყავდა, მათ შორის ვითომ მეგობრებიც და მტრებიც იყვნენ. მე კიდევ მათ არც კი ვიმჩნევდი. ეს ძველი წამოდგენები და განცდები კი ჯერ კიდევ არ გამნელებია და ამიტომ დავფრინავ ჯერ კიდევ ცაში.
ახლა როგორი ვარ? ო ო ო... მტკინვეული თემით დავიწყებ. ჩემს ძველ წონასთან შედარებით ზედმეტ 15 კილოს ვატარებ. თუმცა მსუქანი მაინც არ მეთქმის - მგონი... აი როგორი ვარ იცით? სავსე და კარგად გამოკვეთილი ფორმებით. თუმცა მგონი მაინც ვიხდენ, თუმცა მე აღარ მომწონს ჩემი თავი. +15 კგ მეხუმრებით? ვერც ვიკლებ...მმმ... მაგრამ ხშირად მეუბნებიან რომ „ძალიან ლამაზი ბავშვი ხარო“ არადა უკვე ოცდაათს მივუკაკუნე. გაგიკვირდებათ, მაგრამ ყველას 20 წლის გოგო ვგონივარ, გაუთხოვარი და რომელ შვილებზეა ლაპარაკი. არადა 7 წელია ქორწინებაში ვიმყოფები, ორი შვილის დედა ვარ ( ჩემს მეუღლეს კიდევ ორი უნდააააა) და +15 კგ. უკანასკნელს ჩემს ორ სიცოცხლის აზრს ვაბრალებ, უძილო ღამეებს და ჩემს მძიმე ხასიათს.
მსუბუქად და მოფერებით რომ ვთქვათ ოჯახში უფროსი წიწკინა მე ვარ, მერეა მაშო. საშინელი ეჭვიანი და ინტრიგანი ვარ. ჩემს ქმარს ტვინი და გული აქვს შეჭმული, რის გამოც ხშირად ვჩხუბობთ და ვკამათობთ. მერე ვითომ არ ველაპარაკები არადა მოსვენებასაც არ ვაძლევ და ყოველ 15 წუთში კაბინეტში ვუვარდები და ხან ნავთს ვასხამ ჩვენს წამოწყებულ კამათს და ხან ბენზინს. ხო ტვინის ჭია ვარ.
ჩემი მეუღლე ვინ არის და რას წარმოადგენს? ახლავე მოგახსენებთ. ე.ი. გიორგი მამაცაშვილი 30 წლის. ტირანი ქმარი, ყურადღებიანი მამა და ძალიან წარმატებული და პერსპექტიული ახალგაზრდა. შავ თვალ-წარბა, დიდზე უფრო დიდი შვლის შავი თვალებით, გრძელი წამწამებით და სწორი ოდნავ გაშლილი ცხვირით. ჩემზე ოდნავ მაღალი, თუმცა სიმაღლეს არც მე ვუჩივი. წითელტუჩება და უჟმურ სახიანი. მეტის ცოდნა საჭირო არაა, დამიჯერეთ. გეტყვით იმას რომ ძალიან მიყვარს, მაგრამ ნერვებსაც ძალიან მიშლის. ყოველთვის ყველაფერს მიკრძალავს, რომ ჩამოვთვალო ჩემი საცოდაობით დაიწვებით. მაგრამ მე რის მე ვარ, მაინც გეტყვით. ე.ი. მუშაობის თემა ხომ დამისამარა. ვყავარ „გისოსებში“ გამოკეტილი და მაღაზიაშიც კი არ მაყოფინებს ცხვირს მარტოს. დაქლებთან ბარში შეხვედრაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ამიტო სამივე სახლში მაკითხავს. ვაგრძელებ, ჯერ სადა ხართ. მოკლე კაბა ხომ 5 წელია არ მცმია, ამოღებულზე ანუ დეკოლტეს თემაზე არ შევყოვნდები. გამჭირვალე უკვე გადალახული თემაა, ანუ შევეჩვიე და აღარ ვიცმევ მოკლე კაბებივით. ერთადერთი ვიწრო შარვლები ვერ დამათმობინა და გვაქვს ამის გამო სამოქალაქო ომი. თუმცა ხანდახან მაინც ვცუღლუტობ და თუ ვერ მხედავს ვაჟბატონი დესპოტი მუხლს ზემოთ კაბებსაც ვიცმევ და შორტებსაც. ესეც წელიწადში ერთხელ ხდება, მაშინ როცა ჩემს მშობლებთან ჩავდივარ ზაფხულში.რომ იცოდეთ, ცნობისთვის დასავლეთიდან აღმოსავლეთში ვარ გამოთხოვილი.
ამდენი აკრძალვების გამო სულ ვჩხუბობ, ვბრაზობ, ვგიჯდები და ჩემს უფლებებს ვიცავ, მაგრამ რად გინდა მაინც ყოველ დღე ერთი და იგივეს კეთება მიწევს. დილიდან საღამომდე ბავშვები, ბაღი, სახლი, სადილი, ვახშამი, სარეცხი, საუთაო დ კიდევ ის ათასი საკმე რომელსაც ჩემდა საუბედუროდ არც თავი უჩანს და არც ბოლო. მერე ბავშვების მოყვანა. მათთან ერთად თამაში, გიჯობა, ცეკვა, სიმღერა, მილიონჯერ ნანახი მულტფილმენის კიდევ ერთხელ ნახვა და ღამით წინდაუკან სირბილი ბავშვების საწოლებს შორის.
შეიძლება ჩემზე გაბრაზდეთ და მითხრათ, შეირგე გოგო ცხოვრება და სხვასაც შეარგეო. არაფერი გაკლია, დედოფალიბით ცხოვრობ და კიდევ ჭიჭყინებო. მაგრამ რა ვქნა, რაც სახლში დავჯექი და მას შემდეგ რაც ბავშვები გამიჩნდა საოცრად დაძაბული და გაღიზიანებული ვარ. ჩემი ფსიქოლოგი დაქალი მეუბნება შენი აქტიური და ზედმეტად ჭკვინი ტვინის უმოქმედოდ ყოფნითაა გამოწვეული და მალე გადაგივლისოოო...ასე მამშვიდებს. ხო დღემდე ძალიან მიჭირს ჩემს ოქროს „გისოსებში“ გამოკეტილი ყოფნა და მხოლოდ დიასახლისობა. ვიცი რომ მეტიც შემიძლია. მაგრამ რას ვიზამ ტირანის ხელში. მიყვარს, ვუყვარვარ კიარადა ვიცი რომ აბოდებს ჩემზე. მაგრამ ზედმეტი გამიგია არაფერი ვარგაო.

გამოცდა

№1 სტუმარი m

kargia** gaagrdzele

№2  offline წევრი Salivan

ველი თქვენს შეფასებას მეგობრებო. მაინტერესებს თქვენი აზრი, რჩევა, მითითება თუ კრიტიკა. არცერთი არ დაიშუროთ. ამით დამეხმარებით გადაწყვეტილების მიღებაში.

№3  offline წევრი FrAgOla

ამბობ რომ სულ სახლში ხარ და აამას ქმარი გაიძულებს ... მაშინ ისტორიის თავშიი რატომ გენატრება შვილები ? რაგაც შეუთავსებლობაა .... საერთო ჯამმში ცუდი არ არის თუმცა ჯერ ვერ ვიტყვი კარგი არის თუ არაა დაველოდები შემდეგ თავებს .. .. ^_^

№4  offline წევრი Salivan

FrAgOla
ამბობ რომ სულ სახლში ხარ და აამას ქმარი გაიძულებს ... მაშინ ისტორიის თავშიი რატომ გენატრება შვილები ? რაგაც შეუთავსებლობაა .... საერთო ჯამმში ცუდი არ არის თუმცა ჯერ ვერ ვიტყვი კარგი არის თუ არაა დაველოდები შემდეგ თავებს .. .. ^_^

Madloba aseti gulaxdili shefasebistvis.

№5 სტუმარი Ana

Is Rom dadas, bagshi mkofi shvilebi moenatra, es bunebrivia, visac shvilebi kavs is gainers, ara akvs mnishvneloba sul mattan xar tu ara. Race sheexeba kmris akrdzalvebs, vfikrob gatxovilma, ori shvilis dedam da 30-s mitanebulma kalma tvitonac unda daucesos cenzura sakutar tavs, dekolte, mini kabebi da mistanebi kargi kmris sikvarulit iolad Dasavickebelia.

Is Rom dadas, bagshi mkofi shvilebi moenatra, es bunebrivia, visac shvilebi kavs is gaigebs, ara akvs mnishvneloba sul mattan xar tu ara. Race sheexeba kmris akrdzalvebs, vfikrob gatxovilma, ori shvilis dedam da 30-s mitanebulma kalma tvitonac unda daucesos cenzura sakutar tavs, dekolte, mini kabebi da mistanebi kargi kmris sikvarulit iolad Dasavickebelia.

№6  offline წევრი Salivan

Ana

№7  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Aseti saqcielebi nervebs mishlis

№8 სტუმარი ანიუტკა

Ana
Is Rom dadas, bagshi mkofi shvilebi moenatra, es bunebrivia, visac shvilebi kavs is gainers, ara akvs mnishvneloba sul mattan xar tu ara. Race sheexeba kmris akrdzalvebs, vfikrob gatxovilma, ori shvilis dedam da 30-s mitanebulma kalma tvitonac unda daucesos cenzura sakutar tavs, dekolte, mini kabebi da mistanebi kargi kmris sikvarulit iolad Dasavickebelia.

Is Rom dadas, bagshi mkofi shvilebi moenatra, es bunebrivia, visac shvilebi kavs is gaigebs, ara akvs mnishvneloba sul mattan xar tu ara. Race sheexeba kmris akrdzalvebs, vfikrob gatxovilma, ori shvilis dedam da 30-s mitanebulma kalma tvitonac unda daucesos cenzura sakutar tavs, dekolte, mini kabebi da mistanebi kargi kmris sikvarulit iolad Dasavickebelia.

ორი შვილიც მყავს და ძალიან საყვარელი ქმარიც, 28 წლის ვარ და მოკლესაც ვიცვამ, ამოღებულსაც და შორტსაც, რათქმაუნდა არა ვულგარულად. ამაში ცუდი არაფერია და არც ჩემს ქმარს აღიზიანებს, პირიქით მოსწონს კიდეც. ასე რომ, ამ შემთხვევაში ქმრის უაზრო კაპრიზი უფროა ასეთი შეზღუდვები ვიდრე ის რომ წესიერ ქალს არ შეშვენის მოკლე და ა.შ. აბა რა ვქნათ, 30 წელს მიკაკუნებულებმა ჩავიქნიოთ ცხოვრებაზე ხელი? ეგ კი არა ერთი სული მაქვს ბავშვები წამოვზარდო, მე პირადად 40 ის მერე ვაპირებ ცხოვრების და გულაობის დაწყებას ჩემს ქმართან ერთად :D

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent