გიჟი დაქალის გვერდით... ნაწილი მეექვსე (თ.ჯ)
გვირილობის შემდეგ, შინ გვიან დავბრუნდი ემოციებით დატვირთული, მინდოდა ეს ერთი ლამაზი დღე კიდევ რამდენიმეჯერ განმეორებულიყო, ბედნიერი ვიყავი იმით, რომ გვერდით მყავდნენ ადამიანები, რომლებთანაც თავს ლაღად და მშვიდად ვგრძნობდი. ალბათ სასიამოვნო გრძნობაა, როცა ვიღაცის ცხოვრების ნაწილი ხარ, ვიღაც შენზე ფიქრობს, და ეს ფიქრი არ არის ერთჯერადი, ცხოვრება გასაოცარი და ლამაზია, თუ შეძლებ და იპოვნი იმ ერთადერთს ვინც შენი გულის და სულის ნაწილი გახდება სამუდამოდ... ფიქრებმა ისევ წარსულში გადამისროლა, თუმცა იმდენად დაღლილი და მარტოსული ვიყავი შინ მისული, რომ მალევე დამეძინა. სიზმრებმა თავის სამყაროში გამიტაცა, სიზმრად ხშირად მოდიოდა ჩემი ცხოვრების ლამაზი სიზმარი, სიზმარი რომელიც გამუდმებით მესიზმრებოდა ბოლო წლები, არც კი ვიცი, რატომ მაგრამ მჯეროდა მუდამ და დღესაც მჯერა, რომ ეს სიზმარი არ არის უბრალო ზმანება, მჯერა რომ აუცილებლად ამიხდება, ამიხდება ისე, როგორც ვხედავ, ლამაზ ტრიალ გვირილებით გადათეთრებულ ალაგ-ალაგ გაყვითლებულ მინდორზე მე მას შევხვდები, არა ... უფრო სწორედ მე ის შემხვდება, და ეს შეხვედრა არ იქნება უბრალოდ შეხვედრა, მას დიდი და ლამაზი გვირილების თაიგული ექნება ჩემთვის... სასწაულია, რომ დღემდე ამ სიზმრის მოლოდინში ვარ, სასწაულია ყოველი დილა, ყოველი დღე, ჩვენც ხომ სასწაულის წყალობით ვევლინებით ამ ქვეყნად, ვართ უზომოდ ბედნიერები ამით, თუმცა ზოგჯერ სიცოცხლეც არაა მხოლოდ სასწაულად ლამაზი ბედნიერი წუთები, არის ტკივილებიც, სამწუხროდ რომ ხშირად სწორედ რომ ტკივილები არის გაცილებით ბევრი, ვიდრე ბედნიერი, ღიმილიანი წუთები, თუმცა მე თუ მკითხავს ვინმე ვეტყვი, რომ ცხოვრება მაინც ღირს ცდად, როგორც ამბობენ „ცდა ბედის მონახევრეაო“ მეც ვეთანხმები ამ ფრაზას სრულიად ვეთანხმები, თუმცა ისიც არის, რომ ამდენი ცდით იღლება ადამიანი, იღლება უშედეგო ცდის შემდეგ, სუსტი ადამინები ამის შემდეგ ფარხმალს ყრიან, თუმცა სწორედ აქ ცდებიან ისინი, მათი ფიქრით თუ გაჩერდები და ერთ ადგილას იქნები რამე სასწაულებრივი ძალით ბედნიერება მოგაკითხავს, ალბათ არც უშვებენ ალბათობას იმისას, რომ შეიძლება არც კი მოვიდეს ბედნიერება იქ, მათთან, მათ სამყაროში, მითუმეტეს მაშინ თუ თავიანთ ნაჭუჭში ჩაიკეტებიან და არავის არ მისცემენ მათ სიახლოვეს ყოფნას... მე არა, არ ვარ ასეთი, არ ვარ იმდენად სუსტი, რომ საკუთარი თავის უძლურებას შევეგუო, ცხოვრებაში ყოველთვის ვპოულობ ძალას იმისთვის, რომ ღიმილისთვის მზად ვიყო, ყოველ დღეს ვატან ჩემს ღიმილს, რომელიც გულიდან მოდის, და თუნდაც ეს ხშირად ცრემლების ტოლფასი ღიმილიც იყოს, ცრემლების გასაქრობად შექმნილი ღიმილი, რომლებიც ამ ბოლო დროს დამჩემდა, დამჩემდა ისე, როგორც გვირილების ფურცვლა წელიწადის ამ დროს, ვარდობისთვეში... არც კი ვიცი რა შეიცვალა, ან რა არ შეიცვალა, იქნებ ყველაფერი მე მეჩვენებოდა, ან არ მეჩვენებოდა რამდენიმე დღე სალო საერთოდ არ მეხმიანებოდა, ეჰ როგორ არ მიყვარს ასეთი დღეები, იცის, რომ მენატრება, იცის რომ მჭირდება მისი თანადგომა, უბრალოდ მისი მოკითხვა, ხმის გაგონება, მაგრამ არა, დროს ტარებას გადაყვა ქალბატონი, ვიცი, და იმედია მანაც იცის, რომ როცა ვნახავ ვერ გადამირჩება, აუცილებლად დავაწიწკნი პუწია თმებს, თუმცა არც კი ვიცი შევძლებ კი მისი ტკივილის ატანას, თუმცა ცხადია, რომ იოლად ვერ გადაურჩება ჩემს მრისხანებას, არ იცის ჩემი გაბრაზება ალბათ, თუმცა მალე გაიგებს... რამდენიმე დღე ვურეკავდი, თუმცა უსედეგოდ, გული ცუდს არ მიგრძნობს, იცის ასეტი დაკარგვები თუმცა მაინც მწყინს რომ ვერ ვახერხებ ნახვას, საუბარს. __გისმენთ... __თამ მე ვარ, არ გეწყინოს ვერ შეგეხმიანე ეს დღეები... __კარგი არაუშავს, რა მოხდა მერე, მთავარია მიზეზი მითხრა და რამდენიმე დარტყმას გაუძლო, როცა მნახავ, სულ ესაა... __მეტი არაფერი??? __ნუ რათქმაუნდა, არის ბევრი სიახლე, მაგალითად ის, რომ შენზე და საერთოდ მთელ სამყაროზე ვარ გაბუტული შენს გამო, __კიდე?? __კიდევ მაქვს გაბრაზების მიზეზები ძალიან ბევრი, თუმცა ახლა ამ ერთითაც დაკმაყოფილდი, უბრალოდ ვერ ვახერხებ სხვა მიზეზების ასე ერთბაშად გახსენებას, თანდათან ჩემო თხაბუცა... __უბრალოდ გადარბენაზე ვარ, არ მიწყინო, უამრავი საქმე დამიგროვდა, თან სამსახურის ამბები მაქვს მოსაგვარებელი, ბევრი სამუშაო დამიგროვდა დასვენების პერიოდში. __კარგი რა, არ ღირს ახსნა თორემ კიდევ თავიდან დავიწყებ შენს გაწიწკნას ჯერ შორიდან და ცოტა შემდეგ კი ახლოდან, როცა გნახავ იმედი მაქვს გეცლება, ეს დღეები მეც დაკავებული ვარ სწავლის გამო, თუმცა შენი ნახვის დრო ყოველთვის მექნება იმ დღის არ იყოს, სულ პირველად იქ, თითქოს და მოულოდნელად... __კარგი, ვეცდები თამ, მაგრამ იცოდე გულის ტკივილები ნუ დაგჩემდა ჩემ გამო... __თორე რა?! __ნაოჭები გაგიჩნდება. __შენ ხომ არ დაგავიწყდა ახალგაზრდავ, შენ რომ ჩემზე ასაკით უფროსი ხარ?! __ნუ დამეწიე უკვე, არ გახსოვს?! __ხო რათქმაუნდა, მაგის პასუხი იცი შენ ჩემგან. გაგახსენო?! __არა, მადლობა არ მინდა შეხსენება მახსოვს, რომ __რომ რაც არ უნდა დიდი დრო გავიდეს მე შენზე ბევრად უფრო ახალგაზრდა ვიქნები, ზუსტად რომ გამოიანგარიშე ისიც მახსოვს... თუმცა მაინც ჩემი თებერვალა ხარ, ყველაზე ტკბლი, და ყველაზე მწარე, ორივე სახელი ერთნაირად შეგეფერება თუმცა გააჩნია როდის, როცა მაბრაზებ მაშინ მწარე ხარ, ხოლო სხვა დროს სულ ტკბილი... __კარგი, კარგი, გავიგე, რომ გიყვარვარ, ახლა დროა დაგემშვიდობო, თორემ ხომ იცი ჩემი ამბები... __დიახ, როგორც გენებოთ ქალბატონო, ოჯახი უპირველეს ყოვლის... __მორჩი ღიმილს. __მომიკითხე შენები. __კარგი, გკოცნი. __მეც სალ. მართალია დიდი ხანი ვისაუბრეთ, თუმცა არ მეყო, კიდევ ბევრი რამ დამრჩა სათქმელი, იმედი მაქვს ახლო მომავალშო მოვახერხებ მისთვის ყველაფრის მოყოლას, მასზეც უფრო ბევრს გავიგებთ და ისე ვიქნებით, როგორც ერთი ოჯახი, მე დღესაც ასეთი შეგრძნება მაქვს, ის ჩემი ოჯახის წევრია, და არა მარტო ის მისი პატარა ოჯახიც, სალო, დათო და ბაბი... ხვალ თამარობაა, მიყვარს ეს დღე, დღე რომელიც ყველაზე ლამაზ დღედ მიმაჩნია, არ ვიცი რატომ განსაკუთრებით, მაგრამ მაინც. ყველაზე მეტად შენ მინდა რომ გაგახსენდეს ეს დღე ჩემო გოგო, ვიცი, რომ აუცილებლად მომილოცავ, შენი მწარენაკრავი ტკბილი სიტყვებით, ისევ ამიწითლებ ლოყებს და კიდევ ერთ ლამაზ და ბედნიერი დღის დასაწყის დაუდებ დასაბამს, მიყვარხარ სალ... თამარ ჯიშკარიანი 13.05.2016. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.