შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყველაფერს აქვს დასასრული. (3თავი.)


14-05-2016, 11:43
ავტორი Anastasia Mdivani
ნანახია 1 919

ჩემთან,აბაშიძეზე ვიჯექით.
ყველა ერთად..
ისევ,ისე..
ისევ აივანზე.
წვიმიანი,საღამო იყო.ყველა პლედებში გავხვეულიყავით,თან ყავას მივირთმევდით.
-მომენატრა.-ამოიბუზღუნა ლიკამ.ირაკლიზე,იყო ლაპარაკი..ლიკას ირაკლიზე.
მოკლედ,და კონკრეტულად მოგიყვებით ირაკლზე.
ირაკლი შევარდნაძე,17წლის.საცხოვრებელი ადგილი მოსკოვი გახლავთ.დედ-მამა გაშორებული.მამა,მოსკოვში დედა კი თბილისში ცხოვრობს.ხშირად ჩამოდის,აქ..ჩვენთან თბილისში..
ლიკა და ირაკლი?
როგორ,გითხრათ..
მათზეა ნათქვამი ბაღიდან უყვართ ერთმანეთიო..
და..
ასეც არის..
როგორია ირაკლი?
მხიარული,ცანცარა,ეჭვიანი,მკაცრი(ც)მომენტებში..შეუძლია,უსაზღვრო სიყვარული..
თუ უყვარს,უყვარს რა და იქ დამთავებულია.
და..
ჰო..
როგორია ლიკა?
ყველაზე,კარგი მომსმენია.
როცა,რაღაც გიჭირს შეგიძლია,ყოველთვის მასთან მისვლა..
მოგისმენს..
იქამდე,სადამდეც გენდომება.
ეჭვიანი,არაათქო როგორ ვთქვა?
ვერ ვიტყვი...
მეღიმება,და თავს ვხრი მე.
მახსოვს,ჯერ კიდევ ბაღში ვიყავით,ირაკლის გვერძე იჯდა.საპირფარეშოში გავიდა,და რომ დაბრუნდა მისი ადგილი სხვა გოგოს დაეკავებინა.
იქ,რაც მოხდა ალბათ თქვენც ხვდებით...
ისევ,მეღიმება მე.
-მაკინე,გამობხიზლდი დედამიწა მიმათრევს.-ხელებს მიქნევს თვალებთან მარიამ,იაშვილი.
მე ისევ ვდუმვარ...
ისევ ვიღიმი..
-ლიპომ,სულ გამოაშტერა,ჩემი გოგო.-ელენე იხრება და ნაზად,მკოცნის თავზე.
გოგოებს,ეცინებათ,მერე ელენეც იცინის მათ კი მეც ვყვები..
იცით,რა კარგი გრძნობაა,როდესაც შენ და შენი გოგოები,უბრალოდ აივანზე ზიხართ,ყავას მიირთმევთ პლედებში გახვეულები და უბრალოდ იცინით?
ძალიან,კარგი..შესანიშნავი!
ხომ გახსოვთ,ბედნიერება სწორედაც,რომ დეტალებშია.
ჩვენ ერთი,დიდი სადაქალო წრევართ.
რომელიც,არ შემოიფარგლება,მხოლოდ იმით „დაბადებისდღეა,წამოდით ერთად დავლიოთ.“ „წამოდით,სალომესთან ავიდეთ დავლიოთ.“ ჩვენი სადაქალო,წრე ასეთია „გტკივა?მეც მტკივა!“ „უბედური ხარ?მეც უბედური ვარ!“ „ბედნიერი ხარ?მეც ბედნიერი ვარ!“
არ დაიჯეროთ,იმ დაქალობის,ან თუნდაც ძმაკაცობის სადაც ერთად მხოლოდ პონტის გამო ხართ..
ყველაზე ყალბია,ეს ურთიერთობა..
ეს დაქალობა და ძმაკაცობა...


***


-მომენატრე,-ჩუმად ლუღლუღებს,ელენეს კისერში და კიდევ ერთხელ კოცნის.
წამიერი ჟრუანტელი,უვლის დადიანს.
სითბო,ეღვრება გულში,და გული ისევ სწრაფად იწყებს მუშაობას.
დადუმებულია,რურუას მთელი ძალით ეხუტება..
თითქოს ეშინია არავინ წამართვასო.
-შენ?შენ არ მოგენატრე?-ამჯერად,ლოყაზე კოცნას იღებს რურუასგან.
-ხო იცი,არაა..-ცხვირი,მის კისერში აქვს ჩაყოფილი,ელენეს,მისი სუნით ტკბება,და ისევ ძაიან..ძალიან მაგრად ეხუტება.
-შენ მითხარი!შენგან მინდა გავიგო.-მის თმებს,ჩააფრინდა,ასე ძალიან რომ უყვარს საბას.
-ძალიან,საბა!ძალიან ძალიან მომენატრე!-კაცრად ამბობს დადიანი.
საბას,ეღიმება,გოგონას სახეს ხელებში იქცევს დაა..
შუბლზე კოცნის..
შემდეგ საფეთქელთან..
ლოყაზე..
კისერში..
დადიანს,თვალები მიეხუჭა,ამ სიამოვნებით ტკბებოდა..
-ელენე,-როგორ უყვარს,საბა მის სახელს,რომ წარმოთქვამს.-გაახილე თვალები.
-არა.
-გაახილე,თვალები პატარავ.-ისევ,ნაზ..თბილ კოცნას იღებს საბასგან.
-არა!არ მინდა!მეშინია,რომ თვალებს გავახელ,და აქ არ იქნები.მეშინია,რომ ყველაფერი სიზმარი იქნება.-მკაცრად ამბობს,დადიანი და თვალებს ერთმანეთზე ძლიერად აჭერს.
-გთხოვ,გაახილე რა..მე აქვარ!შენთანვარ,სხვასთან არავისთან..მიდი,პატარავ..შემომხედე.გაახილე თვალები.-ნაზად,კოცნის,ამჯერად თვალებზე.
ელენე,ნელა..გაუბედავად ახელს თვალებს.
მართლა ეშინია,რომ საბა იქ არ დახვდება.
შემდეგ,საბას გაღიმებულ სახეს გადააწყდა,ისევ სითბო ჩაეღვარა გულში..
-ხომ,გითხარი აქვართქო..-ისევ იღიმის საბა.
ელენესაც ეღიმება..
ისევ ეხუტება და გონებას თიშავს.
როგორ,უყვარს..
დიახაც..ძალიან უყვარს!
-მიყვარხარ..-ძაიან,ძალიან ჩუმად ლუღლუღებს ელენე.თვითონაც ძლის გაიგო მისი სიტყვები.
მერე,გაფითრებული ახელს,თვალებს..
ეშინია,საბამ,ხომ არ გაიგოო..
საბა თმაზე,ეფერება.თან იღიმის.
ელენეს,არ უთხრათ,მაგრამ რურუამ გაიგო..
ჩუმათ!არავისთან წამოგცდეთ.


***

უკვე,საწოლში ვიწექით,ჩემმა ტელეფონმა რომ დარეკა.
სანდრო იყო..
გოგოებს,გავხედე თავი დამიქნიეს..მეც ვუპასუხე.
-სად ხარ?-ხმაზეე,ეტყობოდა ნასვამი იყო..
-ელენესთან,-ვიღიმი მე.-მერამდენეჯერ,მკითხე უკვე.-ისევ ვიღიმი.
-ნასვამი ვარ,მაკინე.-ზუსტად,ვიცოდი,ახლა ისიც იღიმოდა.
-ვიცი.-ისევ ვიღიმი.-სანდრო..-მძიმედ,ვიწტებ..
-არუთქვამს,ელენეზე არაფერი..-მოკლედ მიჭრის,და ალბათ სიგარეტს უკიდებს.
-სან..
-გთხოვ,არ ჩარიო რა..-მაწყვეტინებს სანდრო.-თუ უნდა მოგვარდეს,ჩვენი ჩარევითაც მოგვარდება.ხო,იცი არა..საბა ვერ იტანს როდესაც მის საქმეში ერევიან.
-სანდრო..-ამოვიოხრე ისევ,მე.
-ჩამოდი ქვემოთ.
-რა?
-დროზე,ჩამოდი ქვემოთ!ელენეს პადიეზდთან ვარ.-მხოლოდ ამას მეუბნება და მითიშავს.
-სიძე გელოდება?-იცინის სალომე.მას მარიამი,და ლიკაც ჰყვება.
მხოლოდ დადიანი დუმს..
-ჩავალ,ვნახავ და ამოვალ.-ჟაკეტს,ვიცვამ,და სახლს ვტოვებ..
კიბეები სწრაფად ჩავირბინე..
პადიეზდიდან,გასვლისას,შევამჩნიე მისი მანქანა,მისი სუნი ვიგრძენი და თვითონ ის..რომელიც,მანქანას მიჰყუდებოდა და სიგარეტს ეწეოდა.
მის წინ დავდექი.
გამიღიმა..
ღმერთო,როგორ მიყვარს მისი ღიმილი!
სიგარეტი,გადააგდო და ჩამეხუტა,მეც მოვხვიე ხელები.
-სანდრო,-სიჩუმე დავარღვიე მე.
-ცოტახანი,უმად ვიყოთ,გთხოვ რა..
-სანდრო!ელენე,ცუდათაა.
-რატო ტო?-ცინიკურად,იცინის და მშორდება.
-რა,ხასიათზე ხარ?-ვბრაზდები მე.
-მე?თუ შენ?!მე იმ,ხასიათზე ვარ,რომ მინდა შეყვარებულთან ვიყო.ჩავეხუტო,და ვაკოცო,თუ რამეზე ვილაპარაკებთ,ეს თემა იყოს ჩვენზე.ელენემ,რო დააშავა არ იცი?!შენ,გგონია,საბა რახან,ჩამოვიდა,ყველაფეი ძველებურად იქნება?!გგონია,ყველაფერს აპატიებს?!ის,რაც,ელენემ გააკეთა,უპატიებელია!თავზე,გადაახტა,საბას.არ იმსახურებდა,მისგან ამას..მაკინე..ბიჭმა,მამა დაკარგა!გესმის?!მ-ა-მ-ა!იცი,რა ძნელია,როდესაც მამას კარგავ?!არიცი..ბიჭისთვის,ეს ყველაზე ძნელია..თან შენ და საერთოდ,ყველამ..კარგად იცით,საბას და გოგის,რა ურთიერთობა ჰქონდათ,საბას და გოგოს.ნუთუ,ძნელი იყო დაცდა?საბა,მაგის ღირს არ იყო,ელენესგან?!მითხარი არ იყო?!იმის,მაგივრად,გვერდში დადგომოდა,ვიღაც .... ტიპებთან,ერთად დაიწყო დვიჟენია!-ყვიროდა,გაუღერებლად,ყვიროდა სანდრო..
ვერ ვპასუხობდი,დიახაც,ენა ჩამვარდნოდა!
-ვიცი,სანდრო ვიცი!-ჩუმად ვლუღლუღებ.
სიგარეტს,იღებს კოლოფდან და უკიდებს,ღრმა ნაპასებს ურტყავს და შემდეგ ისევ აგრძელებს.
-საბას და ელენეს ურთიერთობაში,არ ჩაერიოთ.-ისევ,ღრმა ნაპას ურტყავს სანდრო.-ა-რ-ც-ე-რ-თ-ი.-მიმარცვლავს,და ახალ ღერს იღებს,კოლოფიდან.
-მე მაპატიებდი?-გაუბედავად,ვეკითხები.
-მაკოცე,ეხლა და აირბინე სახლში.-ჩემს კითხვას აიგნორებს,და ნაზად მკოცნის ტუჩებში.-ადი,სახლში.-კიდევ,ერთხელ მკოცნის და მშორდება.
სადარბაზოსკენ ავიღე,გეზი,ნელა მივიდოდი.აუჩქარებლად..
-არა.-მისი,ჩუმი ხმა,გავიგონე.მისკენ,გავიხედე,მანანა სწრაფად დაქოქა და მოწყდა ქაურობას.
ეს იმ,კითხვის პასუხი იყო,გაუცემელი,რომ დატოვა..


ტაკ!
წინა,თავზე,გამიხარდა რამოდენიმემ,მაინც რომ დააკომენტარა,ავიკითხე თქვენი კომენტარები და მიხარია თუ მოგწონთ.
რაც შეეხება,თავების გაზრდას,მართლა ყველანაირად ვეცდები,მაგრა დრო არმაქვს.უამრავი,სამეცადინო და მასწავლებლები,სახლში ისე,გვიან მოვდივარ წერის,თავი კი არა ჭამის თავიც არმაქვს..
ამიტომ,ბოდიშით,ყველანაირად ვეცდები,ართლა გავზარდო მაგრამ ვერ დაგპირდებით.
კომენტარებს ველოდები.
გკოცნით,ტაისია.



№1 სტუმარი lile

გაგრდზელე რა

 


№2 სტუმარი gaagrdzele ra mainteresebs

гаагрдзеле ра маинтересебс[b][/b][u][/u][s][/s][left][/left][center][/center][right][/right][hide][/hide][quote][/quote][spoiler][/spoiler] love

გააგრდზელე რა მაინტერესებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent