შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ ლუციფერი (1)


14-05-2016, 14:30
ავტორი lucifer :)
ნანახია 2 824

-დეკერ შენ განსაკუთრებული საქმე გადმოგეცემა
-გისმენთ ბატონო ვლადიმირ
-ლუციფერ მორნინგსტარი ბიზმესმენია და ღამის ცხოვრებას ეწევა ‘’ლუხი’’-ის მფლობელია და უზომოდ მდიდარი ჯერ ვერავის დაუდგენია ამდენი ფული საიდან გონიათ კაზინო აქვს მაგრამ ვერ დაუმტკიცდა ვერანაირი არალეგალური საქმე ვერ უპოვეს მისი ბიზნესი კი ყვავის.
-ლუციფერი რა სახელია?
შეაწყვეტინა ლენამ რომელიც ერთ-ერთი იმათგანი იყო ყოყლოჩობა და ხალხის დაცინვა რომ უყვარდა. მე მაშინვე ვოლტერის ფრაზა ამომიტივტივდა გონებაში ‘’სხვისი სასაცილოდ აგდება ხშირად ჭკუის სიღატაკეს ნიშნავს’’ და ირონიულად გამეცინა.
-‘’სხვისი სასაცილოდ აგდება ხშირად ჭკუის სიღატაკეს ნიშნავს’’
ვთქვი ხმამაღლა
-რაა?
თქვა შეურაწყოფილმა ლენამ
-ვოლტერი მე არ მითქვამს
გამეღიმა და ისევ ვლადიმირს მივუბრუნდი მან ისევ ისე განაგრძნო
-მოკლედ ზუსტად არ ვიცით ვინ მაგრამ საფრთხეს უქმნის ერთხელ უკვე დაჭრეს და ძლივს გადარჩა ამიტომაც გადაწყვიტა რომ პირადი მცველი სჭირდებოდა და ჩვენ მოგვმართა გვითხრა საუკეთესო მჭირდებაო და შენ საჭირო კანდიდათად ჩაგთვალე
ლენამ და სხვებმაც ამოიფრუტუნეს
-როდიდან ვიწყებ მუშაობას?
ვთქვი უინტერესოდ და საათს დავხედე ჩემი და ელი უნდა გამომეყვანა სკოლიდან.
-ხვალიდან დეტალებს მეილით გადმოგიგზავნი
-შეიძლება წავიდე?
-თავისუფალი ხარ
-გმადლობთ
ვთქვი მექანიკურად და კარისკენ წავედი მშვიდად
სანამ გავიდოდი მომაძახა
-შენი იმედი მაქვს დეკერ
-დიახ სერ
ეს სიტყვები ბევრჯერ მომისმენიადა არ გამკვირვებია აი სხვები კი შურით ოხრავენ როცა ამ სიტყებს იგებენ.
როგორც ყოველთვის დამაგვიანდა.ჯანდაბა!
-ნუ მბრაზდები ვერ მოვაერხე მალე მოსვლა ოფისში შეხვედრა იყო და ახალ კლიენტთან მიწევს მუშაობაამიტომ დიდხანს გაიწელა ყველას ახალი საქმე მისცეს და ამან დრო წაიღო
ჩამოვარაკრაკე გასამართლებელი მიზეზი
-ხო კარგი
გამიღიმა ელიმ და მანქანაში შეხტა
-მეგონა 13 წლის იყავი
-ეგ რა შუაშია?
-დიდივით იქცევი არადა წიკებს უნდა მიყრიდე რომ დამგვიანდა
-სერიოზულად?
გაკვირვებული სახით შემომხედა ელიმ.ჩემი დიდი გოგო როგორ მიყვარს.
-ხო შენს ასაკში უფრო რთული ხასიათი მქონდა
-რავი იქნებ სულიერად უფრო დიდი ვარ
-ხო შეიძლება
მერე უხმოდ მივედით სახლში ვისადილეთ,ელიმ იმეცადინა, დაძინების წინ კი უამრავი ნაყინი ვჭამეთ.ელიმ რომ დაიძინა კომპიუტერს მივუჯექი და მისამართი მომივიდა ვლადიმირისგან ესიგი ხვალ 9საათზე იქ უნდა ვერჭო.ისე რამ გადარია ეს ხალხი რა ლუციფერი რის ლუციფერი...მაგრამ მე ვისზე რას ვამბობ ევა მქვია. თუმცა ეს ნორმალური და გავრცელებული სახელია.
ჩემი სამუშაო ფორმა გავიმზადე შავი კოსტუმი შავი მოტკეცილი შარვალი,შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და სათვალე ჩემი მთავარი ატრიბუტები და ჩემი ავლა დიდება. ჩემი კარადა ხომ სავსეა ასეთი ტანსაცმლით.
დილით რომ გავიღვიძე რვის ნახევარი იყო სასწრაფოდ ავაგდე ელი როგორც ყოველთვის იწუწუნა მაგრამ მაინც გაემზადა მეც გამზადებას შევუდექი ჩემი პირვლი სამუშაო დღე იყო უცნაური სახელის მქონე ადამიან ლუციფერთან.
თმის გასწორება ისევ ძნელი გამოდგა წითური თმები მაქვს მაგრამ ძალიან არ აჭყეტავს თმცა უნდა ვთქვა მშურს მათი ვისაც შავ ფორმაზე წითელი თმა არ უჭყვიტინებს მაგრამ თმას არ გადავიღებავ ეს ჩემი ბუნებრივი თმაა და რატომრაც მომწონს თუმცა რატომაც არ უნდა მომწონდეს?
გამზადებაში ისე გავერთეთ ვერ გავიგეთ როგორ გავიდა მთელი ნახევარი სათი მეჩქარებოდა და მანქანას სწრაფად ვმარტავდი 9-ის ნახევარია და მაგვიანდება ოფისშიც უნდა შევიარო საბუთები მაქვს წამოსაღები. ფუ ვაგვაინებ!
ჩემი და სკოლასთან ჩამოვსვ
-ბოდიში პატარავ მაგვიანდება
-შენ ყოველთვის გაგვიანდება
ჩაიბურტყუნა თავისთვის
-ჰეი ნუ მოიწყინე გამოვასწორებ ახლა კი გაიქეცია.
ელის სიტყვებზე ფიქრის დრო არ მქონდა პირდაპირ ოფისში წავედი სადაც ბატონი ვლადიმირი მელოდებოდა.არ გეგონოთ რომ ბატონს რადგან ვიძახი მოხუცია.არა! რა თქმა უნდა არა პირიქით ამ თანამდებობისთვის პატარა მეჩვენება ოცდაათისაც ძლივს იქნება და საუცხოო შესახედაობა აქვს ცისფერი ტვალები,მქერა თმა უმშვენიერესი სახის ნაკვთები,მიხრა-მოხრა,სიარული,ზრდილობა მოკლეთ შესანიშნავი ადამიანია და დასაქორწინებელი ამიტომ ყველა მასზეა დაგეშილი მაგრამ მე მას მეგობრად ვთვლი ალბათ ისიც სხვა რამის წარმოდგენაც კი არ მინდა.
-ხვდები რომ აგვიანებ?
ჯერ ჩამჯდარი არ იყო უკვე შემომიღრია
-კარგი ვლადიმირ რა დაგემართ?
გამეღიმა მე
-რა და ლეომ საქმე ჩააფლავა ჩვენი ერთ-ერთი მსხვილი კლიენტი დაწრეს და ის იქ არ ყოფილა არ დაუცვია ამიომ სასამართლოში გვიჩივიან
-ფუ შენი
მეც წამიხდა გუნება
-ნერვიულობ?
მკითხა ვლადიმირმა
-მე და ნერვიულობა?
შევხედე განცვიფრებულმა
-კლიენტს ლუციფერი ქვია რაც იგივე ეშმაკია
-უჰ დიდი ამბავი
ამოვიფრუტუნე და თვალები ავატრიალე
ეს საუბარი მიდოდა როცა მთელი სიწრაფით მივქროდი და ვცდილობდი მანქანების ლაბირინთი გამერღვია და წარმატებითაც გამომდიოდა.
ცხრას 3 წუთი ეკლდა რომ მივედით არ დაგვიგვიანია.
-დააგვიანეტ
გვაჯახა ნაცრისფერთვალებიანმა, კარგი შესახედაობის ბიჭმა თუმცა აშკარად ეტყობოდა რომ თვალებში ჭინკები უხტოდა და ძალიან მხიარული უნდა ყოფილიყო ჩემი ქვეცნობიერი სადღაც გულწასული დაეცა.ალბათ ესაა გავიფიქრე და კმაყოფილი ღიმილი გადამეფინა სახეზე
-პირიქით სამი წუთით ადრე მოვედით
შევედავე მე
-აჰა რა პუნქტუალურობაა
გაეცინა ბიჭს და აშკარა ინტერესით ამათვარიელა
-მე ვლადიმირი ვარ ეს კი ევა დეკერია
-ევა?
იკითხა ბიჭმა და თვალები ინტერესით აევსო შემდეგ კი თვალებში ჭინკები აუთამაშდა
-ევა დეკერი
ხელი ჩამოვართვი
-დენიელ სტილი
-სასიამოვნოა
-ჩემთვისაც
შენც არ მომიკვდე, იმედი გამიცრუვდა. მეგონა ეს იქნებოდა ლუციფერი ნეტავ სურვილები ასე უცბათ სრულდებოდეს.
ნეტავ სადისტი ხომ არ არის?ქურდია?მკვლელი?თუ სატანისტი?
უამრავი კითხვა მიტრიალებდა თავში
ვლადიმირი და დენიელი ცალკე გავიდნენ და საუბრობდნენ მ კი ჩემს მანქანას მივეყუდე როგორც ხშირად მჩვევია და ხელი გადავუსვი ჩემს ბიჭს ხო მე ‘’ჩემს ბიჭს’’ ვეძახი
-შეგიძლიათ თეილორს გაყვეთ ის გიჩვენებთ სად არის ლუციფერი
მომიბრუნდა დენიელი
-დიახ მისტერ სტილ
-უბრალოდ დენიელი
-დენიელ
გავუღიმე და საპასუხოდ ისე გაიღიმა მომიხდა ჩემი ქვეცნობიერი იატაკიდან ამეფხიკა.
ტეილორს გავყევი და უზარმაზარ სახლში შემიძღვა არა ვერასდროს მივხვდები ამდენ ფულს სახლში რატომ ხარჯავენ?ეს მდიდრები და მათი ხასიათი. ხასიათით ხომ ფლანგველები არიან.
-ეს მისი ოთახია
მითხრა როდესაც მეორე სართულზე ავედით და რომელირაც კარებს მივადექი
კარზე დავაკაკუნე ხმა არ ისმოდა, საეჭვოდ მეჩვენა და კარზე უფრო ხმამაღლა დავაკაკუნე. ისევ არ ისმის ხმა კარი ცოტათი შევხსენი და ძალიან გემოვნებით მოწყობილმა ოთახმა მომწრა თვალი.შანსი არაა სატანისტობას ვერ დავაბრალებ.
ჩემი შიგნით შესვლა და სააბაზანოს კარიდან წელს ზემოთ შიშველი და დაბლა პირსახოცშემოხველი მამაკაცის გამოსვლა ერთია ისე ვიბნევი რომ ვერ ვინძრევი მის უანკლო სხეულს შევყურებ მერ ევხვდები რა დებილივით გამოვიყურები მაგრამ თვალს ვერ ვაშორებ მერე როგორღაც უკან ვტრიალდები ელდანაკარივით დავგრზნობ როგორ ვწითლდები
-არ ვიცოდი უკაცრავათ,არავინ ნრომ არ მიპასუხა ამიტომაც შემოვედი..
დავიწყე თავის გამართლება მან კი უდარდელი და უშფოთველი ხმით შემაწყვეტინა
-ვინ ხართ?
-მე..მე.. თქვენი პირადი მცველი ევა დეკერი ვარ
-მე ლუციფერ მორნინგსტარი
-დიახ მივხვდი
ვთქვი სარკასტულად.
თუმცა მისმა ხმამ მომხიბლა საოცარი ბრიტანული აქცენტი ჰქონდა და დახვეწილად ლაპარაკობდა
-ცოტა დროზე
ჩავიფრუტუნე ჩემთვის იმ იმედით რომ ვერ გაიგებდა
-ოახში თქვენ შემომივარდით და კიდევ მე ვარ დამნაშავე?
გავბრაზდი და კარისკენ წავედი სწრაფად გავვარდი და კარი მივიხურე ხოლო ლოყები ისევ აწითლებული მქონდა.



№1  offline წევრი ემანუელა

იუჰუუუ ლუციფერ მორნინგსტარიიიი აჰაჰჰჰ ვაიმე რა მაგარიააა! wink wink wink როგორ მიყვაარრსსს!! love request lol
სიამოვნებით წავიკითხავ მასზეე რაც უნდა იყოოოს!!.. ძაან მაგარია გააგრძელეე!!... winked wink love

 


№2 სტუმარი ani

რაგაც უცხოა და მგონი კარგიც უნდა იყოს მალე დადე რა არ გვალოდინო ხოლმე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent