შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩანიშნული გვერდი (2)


14-05-2016, 14:57
ნანახია 1 410

უცებ ჩემი დაქალი, მარი მანჯღრევს და მეუბნება:
- რა გჭირს ემილი რაზე ჩაფიქრდი?
- არა, არაფერი ისეთი...
- ჰმ, როგორ არა ის რომ ჩამოდის?
- ხო არაუშავს წარსულია...
- წარსულია და მალე თავს შეგახსენებს. დარწმუნებული ხარ, რომ აღარ გიყვარს?
- ნამდვილად, აღარ.
- კარგი მაშინ, წამოდი კარგი ფილმი გადმოვწერე და ვუყუროთ
ფილმის დაწყებისას ჩვენ უკვე ყველა სავარძელში მოვთავსებულიყავით. ყველაში ვგულისხმობ მარის, ნინის, გიოს და ირაკლის. ჩვენ საერთოდ ერთი დიდი სამეგობრო წრე გვქონდა შექმნილი. ფილმი კარგი იყო, სახელისთვის თავიდანვე არ მიმიქცევია დიდი ყურადღება და არც მახსოვს. ყველას დაღლილი სახეები გქვონდა, ცოტა ხანიც და ჩაგვეძინებოდა, მაგრამ ვინ გაცადა, კარზე კაკუნი გაისმა. სულ გადამავიწყდა ვინც უნდა მოსულიყო, ამიტომაც მაშინვე კარისკენ გავწიე. როგორც კი კარი გავაღე, ის დავინახე, სახეზე სასიამოვნო ღიმილი ეფინა.
- არ შემომიშვებ?
გავუღიმე და გვერდით გავიწიე, რომ შემოსულიყო. ჩამეხუტა და ერთი ვარდი გამომიწოდა, გამეცინა და ვუთხარი:
- რაღაც გეშლება, დღეს ნინის დაბადების დღეა, ჩემი კი არა.
- არაფერი არ მეშლება, ისიც ვიცი შენი დაბადების დღე როდისაა, უბრალოდ ორივესთვის მოვიტანე ვარდები, არ შეიძლება?
- არა როგორ არა, მადლობა.
- სხვები საით არიან?
- ხო რათქმაუნდა, წამოდი.
იმ ოთახში შევედით, სადაც სხვები იყვნენ, ყველას მიესალმა, მოიკითხა, ნინის გადაეხვია და მიულოცა, თან მეორე ვარდიც გაუწოდა. მარის გვერდით მივუჯექი,ის კი ჩვენს წინ დაჯდა და საუბარი გაგვიბა.
- აბა რა ხდება? რამდენი ხნით რჩებით აქ? მართლა მაგარი ადგილია
- რავი ერთი კვირა ალბათ, -უთხრა ნინიმ
- ოჰ უკვე გვიანი ყოფილა, გათენებას ხომ არ აპირებთ?
- არაა, გუშინ გავათენეთ და ახლა მგონი ყველას დაძინება გვირჩევნია.- მთქნარებით თქვა ცოტნემ
- ემილი შენ კარგად ხარ? რაღაც ხასიათზე არ ხარ მგონი
- როგორ არა, მე არ მეძინება ბავშვებო
- მგონი ვიღაცას მარტო გათენება მოუწევს- წამოიძახა ირაკლიმ
- არაუშავს წიგნი თან წამოვიღე, შენ არ ინერვიულო.
- ჰო კარგი წავედი ახლა მეძინება.
გავიდა ცოტნე და თან გაჰყვა ირაკლი, ნინიმ თავზე მაკოცა და მარისთან ერთად ოთახიდან გავიდა. მას ყურადღება საერთოდ არ მივაქციე, წიგნი გამოვიტანე და კითხვა დავიწყე. მესამედ ვკითხულობდი რემარკის „სამ მეგობარს“. თვალები მეტკინა, მაგრამ წიგნი რომ დამეხურა მაინც ვერ დავიძინებდი, ხოდა მეც კითხვა გავაგრძელე. ის ამ დროს ჩემს წინ ჩუმად იჯდა და მიყურებდა. ასე კითხვა არ შემეძლო, უკვე ასოებიც ერთმანეთში მერეოდა, წიგნი დავხურე და გოგოების ოთახში გავედი, ეძინათ. ფანჯრიდანაც შესამჩნევი იყო, რომ გარეთ ძალიან ციოდა. მართალია დიდად არ მსიამოვნებდა ისევ იმ ოთახში დაბრუნება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. მეც ბუხართან მოვიკალათე და ფიქრი დავიწყე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent