შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩანიშნული გვერდი (1)


9-05-2016, 22:36
ნანახია 1 554

ოთახში, სადაც მხოლოდ ბუხრის ცეცხლი ანათებს მკაფიოდ, ვზივარ და ცეცხლის ალს შევყურებ. აი ისეთი ოთახია ადრე რომ ვოცნებობდი. მყუდრო, წყნარი, თბილი, ფანჯრებზე წვიმის წვთებით და ბევრი მოგონებით. თავი სადღაც სხვა განზომილებაში მგონია, თითქოს აქ მარტოდმარტო ვიყო, მხოლოდ მე ჩემი ფიქრებით გარშემორტყმული. მაგრამ ეს მხოლოდ მგონია. თავში ყველა აზრი ერთმანეთში ირევა, ახლა კი ჩემი ასიმეტრიული ფიქრებიდან ვერკვევი და ვიაზრებ , რომ აქ, ტყის განაპირა სახლში მარტო არ ვარ, აქ არიან ჩემი მეგობრებიც. ზუსტად ამ დროს გვერდითა ოთახიდან ხმაური ისმის, დამავიწყდა მეთქვა, რომ ჩემი საუკეთესო მეგობრის, ნინის დაბადების დღის აღსანიშნავად სამეგობრო წრე აქ ჩამოვედით და საკმაოდ კარგადაც გავერთეთ. ნინი ოთახში შემოდის და მეუბნება:
- ხო კარგად ხარ?
- კი უბრალოდ ცოტა ხნით მინდოდა მარტო ვყოფილიყავი.
- კარგი, მაშინ ახლა შენი მარტოობის წუთები უნდა დავარღვიო და ახალი ამბავი უნდა გითხრა. იცი ვინ ჩამოდის აქ? - თან სახეზე ღიმილი უთამაშებს
- არაა, საიდან...მითხარი აბა
- ჩვენი ნიკუშა, ნუ ასე ვეძახდით ჩვენ, გემახსოვრება ალბათ...
- რაააა? როდის? რატო?- სახეზე ღიმილი მაშრება და ნინის პასუხს ველოდები
- რავიცი დამირეკა, მომილოცა და აღმოჩნდა რომ ისიც აქვეა ახლოს, მითხრა შემოგივლითო და დავთანხმდი, კარგია არა?
- ოჰ ძლივს დავივიწყე მაშინ და მაგას ვნატრობდი ახლა ზუსტად...თუმცა არაუშავს ძალიანაც კარგი 
- ადექი ახლა და გამომყევი ბავშვებთან, გავერთოთ რა, მიდი გელოდები.
მეც ავდექი და გვერდით ოთახში გავყევი. ზოგი ტელეფონში იყო თავით ჩარგული, ზოგი ტელევიზორს უყურებდა, ზოგიც ერთმანეთს ელაპარაკებოდა და იცინოდა.სავარძელში ჩავეშვი და გიოს და მარის საუბარი გავუბი.
სულ დამავიწყდა მეთქვა, „ნიკუშა“ ნინის კლასელი იყო, მაშინ 14წლის ვიყავი, თავიდან მომწონდა, ჩემს თავს ყოველთვის ვეუბნებოდი არ შეგიყვარდეს მეთქი, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. ამ სიმპატიურ ბიჭს გოგოებთან საუბარი ნამდვილად გამოსდიოდა , ქუჩის ცხოვრებით ცხოვრობდა, არც მისი „საძმაკაცო“მეხატებოდა გულზე არასდროს, მაგრამ მაინც შემიყვარდა. ამის მიუხედავად ყოველთვის ვცდილობდი არ შემემჩნია და გამომდიოდა კიდეც, ზედმეტად თავშეკავებულიც კი ვიყავი, რაც არასდროს მინანია. არ ვიცი რა დამემართებოდა მას რომ გაეგო როგორ მიყვარდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთად არ ვიქნებოდით, არა იმიტომ, რომ შანსი არ მქონდა. არა. უბრალოდ მე თვითონ არ მინდოდა მასთან, ვერ დავუშვებდი, რომ მეც ისე მოვესროლე, როგორც ყველას მოისვრიდა ხოლმე... ამიტომაც ვცდილობდი ჩემს არცერთ გამოხედვაში, არცერთ ქცევაში და სიტყვაში არ ამოეკითხა ის სიყვარული, რომელიც მაბედნიერებდა და მტანჯავდა ერთდროულად. ვცდილობდი ყველანაირად, მაგრამ როცა ვხედავდი ბედნიერი ვიყავი,სითბოთი ვივსებოდი. ვიცოდი, რომ ყოველთვის მქონდა მასთან ყოფნის შანსი, თვითონაც ბევრჯერ მიუხვერდებია, რომ რაღაც გამოგვივიდოდა, თუმცა არა, მართლა არ მინდოდა, ვიცოდი მომავალში მაინც ვინანებდი,ასე რომ გადავწყვიტე ისევ არაფერი მეთქვა მისთვის. ვცდილობდი, არასდროს წავსულიყავი იქ, სადაც ის იქნებოდა, რამდენჯერ დამინახავს, გვერდი ამივლია მას კი მოვუბრუნებივარ და ისე გაუბია საუბარი, თითქოს ეს ჩემთვის უმნიშვნელო ყოფილიყოს, არადა როგორც კი მას გავცილებივარ, მაშინვე იმაზე დამიწყია ფიქრი რამე ცუდად ხომ არ ვთქვი, თავი ხომ არ გამოვააშკარავე, რამეს ხომ არ მიხვდა... არ ვიცი რამდენად დიდი ხანია სიყვარულისთვის 2 წელი, მაგრამ რაც არ უნდა იფიქროთ პატარა იყო და სიყვარულის რა გაეგებაო, ის მაინც ჩემი პირველი სიყვარული იყო... პირველი სიყვარული კი ვიცით, რომ არასდროს ავიწყდებათ, არ აქვს მნიშვნელობა როგორი დასაწყისი თუ დასასრული ჰქონდა მას, უბრალოდ არ ავიწყდებათ. ბოლო დროს ვცდილობდი ყურადღება გადამეტანა კითხვაზე, მუსიკაზე, მაგრამ ყოველ რომანში და ყოველ მუსიკაში მაინც მასზე ვფიქრობდი. უკვე ვხვდებოდი, რომ ყველაფერი კარგი ჯერ კიდევ წინ იყო. გრძნობები ცოტა გამიცივდა, აღარც მასზე ვფიქრობდი ხშირად, ასე რომ ჩემი შედარებით კარგად ვიყავი.
რამდენიმე დღის შემდეგ გზაში ის შემხვდა და მე გულგრილობის მეტი მართლა ვერაფერი ვეღარ ვიგრძენი, ვესაუბრებოდი აგდებით, ირონიულად და უმნიშვნელოდ. ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ასეთი რამ შესაძლებელი იყო. უკვე ნამდვილად ვამაყობდი ჩემი თავით და ბედნიერი ვიყავი იმ თავისუფლებით, რომელიც მე მივანიჭე ჩემს თავს. ასე გადავიყვარე ის და ეს როგორც ჩემი, ისე მისი დამსახურება იყო, რადგან ის ყოველთვის ისე იქცეოდა, ისე ლაპარაკობდა, რომ შეუძლებელი იყო მყვარებოდა იმაზე მეტ ხანს, ვიდრე მიყვარდა. არ ვიცი მართლა ასეა თუ არა საერთოდ, მაგრამ როცა მე ყურადღებას აღარ ვაქცევდი მას, უკვე მისგან წამოვიდა ყველაფერი, რასაც ადრე ვითხოვდი, რაც ადრე მჭირდებოდა. ბევრჯერ ეცადა ჩემს დაჭერას, მაგრამ აღარაფერი გამოუვიდა. ვცდილობდი ყოველთვის სიცივე და უყურადღებობა ეგრძნო ჩემგან და გამომივიდა კიდეც.
ზუსტად ეს ადამიანი ჩამოდიოდა ახლა ამ ტყის განაპირა სახლში. არ ვიცი გამიხარდა თუ არა, მაგრამ არც მწყენია...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent