შენს გვერდით სხვა ბიჭი არ დამანახო! (1)
-ზღაპრულ დროს გავატარებთ! - აღტაცებულმა წამოვიძახე და ლილესთან ერთად სასტუმროს ნომერში შევაბიჯე. -მარტოები ჰავაიზე! ცხელი ზაფხული და სიმპატიური ბიჭები! - სიხარულისგან ისიც ვერ იკავებდა თავს -დეა წარმოიდგინე რა მაგრად გავერთობით! -დაუვიწყარი დასვენება იქნება დარწმუნებული ვარ! - ჩავილაპარაკე თავდაჯერებულად და ჩემოდნიდან ტანსაცმლის ამოლაგება დავიწყე. საოცნებო კურორტის 2 საგზური მშობლებმა მაჩუმქეს დაბადების დღეზე. ორადგილიანი VIP ნომერი ჩვენს განკარგულებაში იყო. გარეგნობას რაც შეეხება, ლილე წითურია, მწვანე ბრიალა თვალებით. მე კიდევ ცისფერთვალება შავგვრემანი გოგო ვარ. ორივე წარმატებული მოდელები ვართ, ვინაიდან ბავშვობიდან ვგიჟდებით ამ სფეროზე. -მალე გამოიცვალე და აუზზე ჩავიდეთ რა! - უკვე წუწუნი დამიწყო ჩემმა ნერვების მჭამელამ. -სულ ნუ ბუზღუნებ თორემ მოგისვრი ფანჯრიდან და პირდაპირ დანიშნულების ადგილზე გადაგამისამართებ - მხიარულად გავუცინე და ენა გამოვუყავი. -თუ გადამისამართების მასეთი ნიჭი გქონდა აქამდე გამოგეფრინე ჰავაიზე! - ბავშვურად დამეჭყანა და ჩაცმა დაიწყო. -რეისები გადადებული იყო ზაფხულისთვის - ხუმრობაში ავყევი და ვითომ სერიოზული ტონით ვუპასუხე. -უიი მართლა? მაშინ მომსახურების გამოსწორებაზე იზრუნეთ, უკმაყოფილო ვარ - მოკლედ მომიჭრა და სარკეში მზის სათვალეებით დაიწყო პოზიორობა. -თუ უკმაყოფილო ხარ აეროპორტი ახლოსაა - წარბი ავზიდე და მკაცრად ვუპასუხე. -კაი კაი ჩუმად ვარ - ამ ხრიკმა იმოქმედა და ალაქლაქებული დაქალიც მალევე გაიძურწა ოთახიდან გასარუჯად. როცა მივხვდი, რომ თუ საჯდომს მალე არ ავწევდი იმ დღეს ვერ გავირუჯებოდი, სასწრაფოდ წამოვვარდი ფეხზე და ჩემი საყვარელი შავი ბიკინი ჩავიცვი. იქ ჩასულმა ადვილად ვიპოვე ლილე, რომელსაც მზის შუქზე წითური თმები თვალისმომჭრელად უელავდა და მისკენ გავემართე. -ვაუუ, ასე მალე არ გელოდი - მზის სათვალიდან ამოიჭყიტა და ირონიულად მითხრა. -მოულოდნელობებით ვარ სავსე ძვირფასო - თვალი ჩავუკარი და თითქმის შეუმჩნევლად ჩავიღიმე. - ისე, არ მეგონა აქამდე თაყვანისმცემლები გარს თუ არ დაგეხვეოდნენ - მხიარულად გადავიკისკისე და შეზლონგზე კმაყოფილი გამომეტყველებით გავწექი. -სად აქვთ ნეტა ამ ბიჭებს თვალები -უკმაყოფილოდ ამოიგმინა და ხელები ჰაერში გაასავსავა. -მეც მაგას არ ვამბობ? როგორ შეიძლება ლილე სადმე წავიდეს და ვინმე ბიჭმა თვალი არ დაადგას - მხატვრულად შევიცხადე და შემდეგ კისკისი დავიწყე. -ხო მართ₾ა, ცოტა ხნის წინ დედაჩემს ველაპარაკე და ვუთხარი რომ შენებთანაც დაერეკათ -ისე მითხრა ჩემი ნათქვამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. -კარგია. მე მოგვიანებით დავურეკავ ახლა მეზარება - მხრები ავიჩეჩე უდარდელად. -ცხელა... აღარ შემიძლია მზეზე წოლა - დუდღუნით წამოჯდა ლილე. -გოგო მოისვენე ერთ ადგილას! - შევუბღვირე მაშინვე. -ვაიმეე ნახე რა ბიჭები არიან იქით!!! - თვალები დააკვესა და მანიშნა იქეთ გაიხედეო. თავი ზანტად წამოვწიე და მზის სათვალე მოვიხსენი. მოჭუტული თვალებით მოვათვალიერე იქაურობა და მალევე დავლანდე ორი საკმაოდ სიმპატიური ბიჭი. -ისინი? -ქერა ჩემია დაგასწარი - ენა გამომიყო და ცისფერთვალება მაღალ ბიჭს კეკლუცად გახედა, გეგონება ის გვიყურებდა და დაინახავდა. -ორივე შენი იყოს - თავი ისე მოვაჩვენე ვითომ დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინეს,. -დარჩები შინაბერა! - შემომიბღვირა უკმაყოფილომ. - რა დაუწუნე იმ მეორეს? კაი ხოო, თუ გინდა ქერა იყოს შენი და მე იმ ყავისფერთმიანს დავკერავ... –„დამითმო“ მან. -რა სულელი ხარ - ბოლო ხმაზე ავხარხარდი ამის გაგებისას. - არმინდა არცერთითქო. სულ შენი იყოს ის ქერაც და მისი ძმაკაციც. -მაშინ წავალ ვიმოქმედებ - თვალები ეშმაკურად აუციმციმდა და აუზისკენ წავიდა. ინტერესიანი მზერა გავაყოლე, თითქოს ბავშვი ჩამაბარეს და ყურადღება უნდა მივაქციოო. წითური ლამაზმანი არცერთ ბიჭს არ გამოპარვია... არც გამკვირვებია. ლილეს რჩეულ ქერა ბიჭს ვაკვირდებოდი, როდესაც ვიგრძენი რომ მის გვერდით მდგომი დაჟინებით მიყურებდა. საბედნიეროდ ისინი აუზის მეორე მხარეს იდგნენ, თანაც მე მზის სათვალე მეკეთა და არამგონია შეემჩნია რომ ვუყურებდი. ყავისფერი საშუალო სიგრძის თმები და ყავისფერი თვალები ჰქონდა. ერთმანეთს რაღაცა გადაულაპარაკეს, ლილეს შეხედეს, შემდეგ მე გამომხედეს და აუზისკენ დაიძრნენ. თავდაპირველად ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა მათზე, თითქოს სერიოზული ტიპები იყვნენ, თუმცა შემდეგ დავინახე როგორ გადასარევად ერთობოდნენ ლილესთან ერთად. მათი სიცილ-ხარხარის ხმა მთელს სასტუმროს აყრუებდა. ჩამეღიმა და თვალები დავხუჭე, უფრო კომფორტულად მოვთავსდი. სახეზე კმაყოფილი გამომეტყველება დამთამაშებდა. უეცრად კი ვიგრძენი როგორ გადამესხა ერთიანად ცივი წყალი მთელს ტანზე და შიშისგან ვიკივლე, შემდეგ წამში წამოვხტი ფეხზე და „დამნაშავის“ ძებნა დავიწყე თვალებით. ის ყავისფერთმიანი იყო. ლილე და ქერა ოდნავ მოშორებით იდგნენ და სიცილით იგუდებოდნენ. არც ვიცოდი რა მეთქვა - რა გარანტია მქონდა რომ უცნობი ქართველი იყო. პირდაღებული ერთხანს გაოგნებული სახით ვუყურებდი მას და პარალელურად მზერას ლილესკენ ვაპარებდი. -გაგრილდი? - მკითხა ბოხი ხმით ქართულად და ახარხარდა. -იდიოტო! სხვა გასართობი ვერ იპოვე?! - შევუბღვირე გაცოფებულმა. -ვიფიქრე სცხელა და ცივი წყალი ესიამოვნებათქო - წარბები სასაცილოდ აათამაშა და გამეკრიჭა. -როგორც ხედავ არ მესიამოვნა! - მზის სათვალე მოვიხსენი და ხელები გადავაჯვარედინე. -ნუ მიბრაზდები, ჩამო წყალში და შენს დაქალთან ერთად გავერთოთ - მითხრა და თავით ლილეზე და ქერა ბიჭზე მანიშნა. -რატომღაც ხალისი დავკარგე - ირონიულად გავუღიმე, შემდეგ კი სასტუმროში შევედი. ბუფეტიდან ატმის წვენით ხელდამშვენებული გამოვედი და ოთახში ავბრუნდი ხისთავიან უცნობზე გაბრაზებული. -გაგრილება მინდოდა ხო? იდიოტი! უტვინო! - ჩემთვის ვილანძღებოდი და წინ და უკან დუდღუნით დავდიოდი. წყალი გადავივლე და სააბაზანოდან გამოსულმა მშობლებს დავურეკე. ანერვიულებულ დედაჩემს დიდხანს ველაპარაკე, დავამშვიდე და როცა დავარწმუნე, რომ კარგად ვიყავი დავემშვიდობე. ლაპარაკს მოვრჩი თუ არა ოთახის კარი კმაყოფილმა ლილემ შემოაღო. -ოჰჰ... გავერთეთ ბიჭებთან ერთადოო? - ირონიულად ავწიე ცალი წარბი და ხელები გადავაჯვარედინე. -იცი რა საყვარელია თოკა? - თვალებაციმციმებულმა მითხრა და თავის საწოლზე ჩამოჯდა. -აა უკვე გაცნობაც მოასწარი? - დამცინავ ტონს არ ვიშორებდი. იმ იდიოტის გახსენება ძალიან მაბრაზებდა. -დეა კარგი რაა... რატომ გაუბრაზდი წყალი რომ შემოგასხა? გვინდოდა აუზში ჩამოგვეყვანე - დაიწყო დამნაშავე ბავშვის ტონით. -სრულიად უცნობი მოვიდა და იმდენი წყალი შემომასხა მგონი აუზში აღარ დაგრჩათ საცურაოდ არაფერი და არ უნდა გავბრაზებულიყავი? - თვალები დავუბრიალე დაქალს. -კაი ნუ ბრაზდები - მხიარულად გამიცინა და პირსახოცს დაავლო ხელი. - საღამოს თოკამ კლუბში წასვლა შემომთავაზა და მითხრა შენი დაქალიც წამოიყვანე გავერთოთო... ვუთხარი წამოვალთთქო და ყველა ვარიანტში უნდა წამოხვიდე! - თითი გამაფრთხილებლად დამიქნია და სააბაზანოსკენ გაემართა. -ის იდიოტიც იქ იქნება? -ალექსანდრე? კი... ალექსანდრეც იქ იქნება და კიდევ ორი ძმაკაციო. ოთხნი არიან სულ- სწრაფად ჩამომირაკრაკა და სააბაზანოში შეიკეტა. ალექსანდრეს არ მივცემდი იმის უფლებას, რომ კლუბშიც მოეშალა ჩემთვის ნერვები! საღამოს მოკლე მუქი ლურჯი კაბა ჩავიცვი, შავი მაღლები და მსუბუქი მაკიაჟი... მზად ვიყავი. ჩანთას ხელი დავტაცე და ლილესთან ერთად ბიჭების შესახვედრად წავედი. სასტუმროს ჭიშკართან ნაცნობი სილუეტები ამოვიცანი და უემოციო სახით გავემართე მათკენ. -გამარჯობაა! - მხიარულად შეხტა ბიჭების წრეში ლილე. -გამარჯობა კუდრაჭა! - ქერამ გულში ჩაიკრა და მის თმებს წაეთამაშა. - გოგოებო გაიცანით ესენი არიან ერეკლე და ბაჩო - დანარჩენი ორი ძმაკაციც წარადგინა და შემდეგ მე გამომხედა - შენ დეა ხომ? -კი, სასიამოვნოა - თბილად გავუღიმე და დანარჩენებსაც მივესალმე. ალექსანდრესკენ არ გამიხედავს, მისი იქ ჩუმი დგომაც კი მაღიზიანებდა, რადგან ვგრძნობდი რომ თვალს არ მაშორებდა. რატომღაც ლილე თოკასთან და ერეკლესთან ერთად დაჯდა მანქანაში. გაოგნებულმა მსხვერპლის თვალებით გავხედე ალექსანდრეს, რადგან ეს იმის ნიშანი იყო, რომ მასთან ერთად მომიწევდა კლუბამდე მისვლა. -მშვენიერია! გადასარევია! - ჩავილაპარაკე ჩემთვის ჩუმად და დაბღვერილმა გამოვაღე მეორე მანქანის კარი. ხელებგადაჯვარედინებული სიბრაზისგან მგონი აწითლებულიც კი ვიყავი, -დამშვიდდი შუადღის მერე? - უდარდელად მიუჯდა საჭეს და გზას გაუდგა. -რატომ უნდა გავბრაზებულიყავი? შენ ხო გამაგრილე?! - ვითომ გაკვირვებულმა შევიცხადე და რეპლიკა ირონიულად აწეული წარბით დავასრულე. -ფრთხილად, ყურებიდან ბოლი არ ამოგივიდეს - ბოლო ხმაზე ახარხარდა ის იდიოტი და კიდევ უფრო გამაბრაზა. -რაგინდა რატომ მიშლი ნერვებს შეხვედრის პირველივე წამიდან! - მობეზრებულმა ხმამაღალი ტონით ვთქვი და ხელები ჰაერში ავაფრიალე. -მე გიშლი ნერვებს?! შენ გაქვს ნერვოზი და რა გეშველება არვიცი... - ჯერ გაიკვირვა, შემდეგ კი დანანებით ჩაილაპარაკა და რამდენიმე წამში მისი ხარხარიც გავიგე. ეს მაკლდა ნამდვილი ბედნიერებისთვის! საუკეთესო არდადეგები ამ ხისთავიანს უნდა ჩაეშხამებინა!.. -აუტანელი ხარ! - ვუპასუხე მოკლედ. -მადლობა ძვირფასო... უკვე მოვედით და არ გადმოხვიდოდი მანქანიდან? თუ ჩემთან მარტოს გინდა ყოფნა სხვაგან წავიდეთ - წარბები სასაცილოდ ამითამაშა და თითი ცხვირზე დამკრა პატარა ბავშვივით. -ხელები გაწიე იდიოტო! - შევუბღვირე და კარის ჯახუნით გადმოვედი მანქანიდან. -ასეთი სინაზეც არ გინდა, კინაღამ ჩემი მანქანა შემოგეფშვნა - ზურგიდან ხელი წელზე მომხვია და ფხუკუნით ჩამჩურჩულა. მის შეხებაზე შევკრთი, თუმცა ისე გამაბრაზა ამ სიტყვებმა, რომ მიკვირს ცოცხალი როგორ გადამირჩა. -დეა, წამო რაღაც უნდა გაგასინჯო! - მაშინვე ლილე მომვარდა და ხელჩაკიდებულმა ბარის მაგიდასთან მიმაქანა. ბარმენს რაღაც უცნაური სახელი უთხრა და კმაყოფილმა ამიჟუჟუნა თვალები. -ძაან აცანცარებული ხარ შენ მაგ თოკას გამო.. - დაეჭვებით ჩავილაპარაკე და მზერა გავუსწორე. -ძაან მაგარი ტიპია. აი ზუსტად ისეთია მე როგორებიც მომწონს! ხასიათებითაც მგონი კარგია... ნუ ჯერ ვიცი მაგრამ არ ინერვიულო. პროსტა ვერთობი - თვალი მხიარულად ჩამიკრა და ბარმენს ჭიქა ხელიდან გამოგლიჯა. - აიი! დალიე! მიდი, გასინჯე.. მაინტერესებს თუ მოგეწონება - მითხრა და მოუთმენლად დაიწყო ერთ ადგილზე ცქმუტვა. -მე არ ვიცი, მაგრამ შენ ჯობია მეტი აღარ დალიო დღეს - გავაფრთხილე სახეზე ღიმილშეპარულმა და რამდენიმე ყლუპი მოვსვი. თავიდან თითქოს კარგი იყო, მოტკბო მათრობელა გემო ჰქონდა, თუმცა შემდეგ ძალიან ამწარდა და ყველაფერი ჩამწვა. ვეღარ მოვითმინე და რაც კი პირში მქონდა ყველაფერი გადმოვაფურთხე. -საღოოლ! - მაშინვე ნაცნობი ბოხი ხმა გავიგე და გაკვირვებულმა თვალები გავახილე. ჩემს წინ მდგარ ფეხებს მზერა ავაყოლე და როდესაც ხელში ალექსანდრე შემრჩა სიცილი ამიტყდა. -დეა, კარგი რაა! რა ჯანდაბა ვუქნა ახლა ამ ტანსაცმელს! - უკმაყოფილოდ ბუზღუნებდა შარვალდასვრილი და თან სველ ტანსაცმელს კიდევ ათვალიერებდა. -ღირსი იყავი! - ვუპასუხე გამარჯვებული ტონით და კმაყოფილმა გავუსწორე მზერა მის ყავისფერ თვალებს. მგონი ძალიან გაბრაზებული იყო, თუმცა მის გამოხედვაში თითქოს რაღაც ეშმაკურიც იყო. -წამო, საქმე მაქვს - მითხრა უეცრად, ხელი მაჯაში ჩამავლო და ჩქარი ნაბიჯით გაემართა ჩემთვის უცნობი მიმართულებით. -რაგინდა ველურო! ხელი გამიშვი! - ვუყვირე და მეორე ხელით ვუბრწკინე რომ გაეშვა. -ფუ ამის.!!! - წამოიძახა გამწარებულმა, თუმცა აღარ დაუმთავრებია - ნუ ქაჯობ და წამოდი რომ გეუბნები! - მისმა ცეცხლჩამდგარმა თვალებმა ისე შემაშინეს ენაჩავარდნილი ავეკიდე უკან. - აქ იყავი და დამელოდე სანამ მოვალ. იცოდე ფეხი არ მოიცვალო! - იმდენად მკაცრად მითხრა, რომ აღარ შევპასუხებივარ. უეცრად გაქრა და მარტო დავრჩი. „რა ჯანდაბა უნდა“ - გავიფიქრე ჩემთვის და იქეთ-აქეთ დავიწყე უაზროდ ბოდიალი. -სასმელი მოვიტანე.. იმას ნამდვილად სჯობს და თან დარწმუნებული ვარ გასინჯული არ გექნება- ცოტახანში ალექსანდრე თბილი ღიმილით მომიახლოვდა, ორი ჭიქით ხელში და წინ ამეტუზა. -რა? - გაოცებულმა პირი დავაღე და მხოლოდ ამის თქმაღა მოვახერხე. ცოტა ხნის წინ გაცოფებული ახლა თბილად მომღიმარი მედგა წინ. ძალიან გამიკვირდა, თუმცა ჭიქა მაინც გამოვართვი. -ჩემი გემოვნებით ავარჩიე - თვალი ჩამიკრა და ჭიქა ტუჩებთან მიიტანა. მეც მას მივბაძე და ჭიქა ტუჩს მივუახლოვე თუ არა ფეხებზე ცივი სისველე ვიგრძენი. ამას წამში მოყვა ალექსანდრეს „საფირმო“ ხარხარი. იმ ხისთავიანმა კაბაზე სასმელი შემასხა! -იდიოტო! ხისთავიანი იდიოტი ხარ! - გაცეცხლებულმა ჩემი სასმელი სახეში შევასხი და ისიც წამში დასერიოზულდა. -ეე გოგო! წესიერად მოიქეცი შენ! - დაიგრგვინა გაღიზიანებულმა და წამში ხმა ჩამაგდებინა. -უტვინო! - მაინც შევუბღვირე ხელებგადაჯვარედინებულმა, თუმცა ოდნავ დამფრთხალმა. -კაპასი! - შემეპასუხა და მანაც ხელები გადააჯვარედინა. -აუ რაგინდა? წავედი მე უნდა გავერთო! შენ არ ჩაგაშხამებინებ ამ საღამოს! - ვუპასუხე და კაკუნით გავუდექი გზას. ამდროს კი ნიავმა დაუბერა და სველი ქსოვილის შეხებამ გამახსენა, რომ კაბა „გალამაზებული“ მქონდა ალექსანდრეს წყალობით. არ ვაპირებდი გაჩერებას, თუმცა ფეხები თავისით შეჩერდნენ. სველი კაბით კლუბში არ შევიდოდი. მძიმედ მივტრიალდი ჯერ კიდევ ჩხუბის ადგილას მდგომი ალექსანდრესკენ და მსხვერპლის მზერა გავუსწორე. -ალექსანდრე... სასტუმროში წამიყვანე უნდა გამოვიცვალო.. - ვუთხარი მოკლედ. -მეც - მიპასუხა და გვერდზე ჩამიარა. უხმოდ გავყევი... სასტუმროში მისულებმა ჩვენ-ჩვენ ნომრებს მივაშურეთ. ლურჯი კაბა გასარეცხად დაავაგდე და ამჯერად წითელი მოტკეცილი კაბა ჩავიცვი. ზურგი ამოღებული ჰქონდა და წინ დეკოლტე დახვეწილად გამოიყურებოდა. საამაყო შავი თმები დავივარცხნე, მაკიაჟი შევისწორე და ოთახიდან გამოვედი. დერეფნის ბოლოში კი ალექსანდრე დავინახე. წითელ კაბაში გამოწყობილი გულმოდგინედ ამათვალიერა. მაღიზიანებდა მისი ეს საქციელი, თუმცა ჩუმად ვიყავი - ოღონდ მას არ ამოეღო ხმა, თორემ ერთმანეთთან ჩხუბს ვერასდროს მოვრჩებოდით... -მოვედით კაპასო- ენა გადმომიყო და მანამ გადავიდა მანქანიდან, სანამ რამეს ვუპასუხებდი. ისევ ნერვებაშლილი გადმოვედი და მეორედ შევაბიჯე უკვე ნაცნობ კლუბში. ლილემ და ბიჭებმა გაკვირვებით აგვათვალიერეს სხვა ტანსაცმელში გამოწყობილები, თუმცა ორივემ წარბშეკრულებმა გავხედეთ მეგობრებს და ისინიც გაჩუმდნენ. ორი ჭიქა დავლიე და სასიამოვნოდ გავბრუვდი. ცეკვის ხასიათზე დავდექი... მხიარულად შევერიე ხალხის ბრბოს და ჩემს სტიქიაში დავიკარგე. ვიღაც ზურგიდან ამეკრო და ხელები მუცელზე მომხვია. ეს შეხება მესიამოვნა და თვალებდახუჭულმა ცეკვა განვაგრძე. აშკარად სასმელი მოქმედებდა... ჩემს თავს ვერ ვაკონტროლებდი. არც ვიცოდი რა ხდებოდა ჩემს გარშემო. მხოლოდ ვიღაცის ხელებს ვგრძნობდი, რომელმაც მალევე მიმატრიალა თავისკენ და კისერში მაკოცა. ეს უკვე აღარ მესიამოვნა, თუმცა ისე ვყავდი დაჭერილი, რომ თავის დაღწევა არ შემეძლო. სასმელიც მოქმედებდა და ირგვლივ ყველაფერი ტრიალებდა, ბუნდოვანი იყო... შემდეგ ვიღაცამ ხელი მაჯაში ძლიერად ჩამჭიდა და იმ სხეულისგან გამათავისუფლა. -ვინ ხარ? - ვკითხე ნახევრად უგონოდ მყოფმა და არეული ნაბიჯები ძლივს შევუწყვე მისი სიარულის ტემპს. -რა დალიე ასეთი?! - გავიგე ალექსანდრეს განრისხებული ტონი. -ცოოტა დავლიე, აი მარტო ამდენი - უაზრო სიცილით საჩვენებელი და ცერა თითი ერთმანეთს მივუახლოვე რომ მეჩვენებინა ცოტა დავლიეთქო. -გეტყობა... - ირონიულად ჩაიცინა და სიარული განაგრძო. სუფთა ჰაერზე გამოვედით და მანქანისკენ გავემართეთ. -მეძინება, დავიღალე.. - ვუპასუხე უდარდელად. -დეაა... რა უტვინო ხარ - გაეცინა მას. -შენ ხო რას ამბობ - ვუპასუხე ბურტყუნით. -მე იმდენი მაინც არ დამილევია ფეხზე რო ვეღარ დავდიოდე - ნიშნისმოგებით შემეპასუხა, მანქანის კარი გამოაღო და მძღოლის გვერდითა ადგილზე მომათავსა, თვითონ კი იქვე ჩაიმუხლა. -აუ კლუბში შევიდეთ რა - ლეკვის თვალებით გავუსწორე დაბინდული მზერა და შეძლებისდაგვარად დავუწყე მისი სახის ნაკვთებს შესწავლა. -აბა მეძინებაო? - მიპასუხა ოდნავ გაკვირვებულმა. -აღარ მეძინება - ენა გამოვუყავი და მანქანიდან გადმოვედი. -კაი წამო - გვერდზე ამომიდგა და ისე კლუბის შესასვლელისკენ წავედით. ბავშვები იქ იყვნენ და გართობა განვაგრძეთ. ხმამაღალმა მუსიკამ და მხიარულმა განწყობამ მეც გამომაფხიზლა და შუაღამემდე გაუჩერებლად ვცეკვავდი. ყველა ძალიან მაგრად გავერთეთ, ზუსტად ასეთი არდადეგები მინდოდა ჰავაიზე - დილით გარუჯვა და ღამე კლუბებში სიარული. მეც და ლილემაც უკვე წინასწარ ვიცოდით, რომ დაუვიწყარ არდადეგებს გავატარებდით... ....................... გამარჯობაა ბავშვებოოოო!!!! ძალიან ძალიან მომენატრეთ ჩემო საყვარლებოო და დღეს ახალი ისტორიით დაგიბრუნდით! წინა წელს 14 მაისს პირველად დავდე ამ საიტზე ისტორია, ზუსტად 1 წელია რაც აქ ვარ და ზუსტად 1 წელია რაც უზომოდ შემაყვარეთ თავი. სპეციალურად ველოდებოდი დღევანდელ დღეს რომ ეს ისტორია დამედო იმედი მაქვს მოგეწონებათ და ველი შეფასებას... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.