"ჭაობი" ( 10 - უპს ! )
-ესეც ასე,ყველაფერი მოგვარებულია.ახლა დროა საქმეს მივხედოთ ... ამ სიტყვებით შეაღო მესხიშვილმა კაბინეტის კარი,იქ კი ნაჭყებია და თავართქილაძე იმყოფებოდნენ.ხელში საბუთები ჰქონდათ და ბაჩანამ მათი აწევით ანიშნა უკვე შევუდექითო.ცოტა ხანში,როცა სამივე კარგად გაეცნო საქმის ვითარებას დისპუტიც გაიმართა. -სახლი უნდა ვნახოთ , ძალიან ბევრი სამხილია ნუთუ ასეთი სულელები იყვნენ,სახლში ანაბეჭდების ბუმია. -ბიჭიკაშვილის თაოსნობით მიმდინარეობისას იმ სამი თავდამსხმელის ვინაობა გაირკვა. -ვინ არიან ?... -იკითხა ნოემ და მიწოდებული საბუთებიდან ინფორმაციის ხმამაღლა კითხვა დაიწყო. -მაშასადამე ირაკლი გოგოლაძე , გია ჩაფიძე და სანდრო ახალაია. -სამივე ნასამართლევი,პირველი თაღლითობაზე, მეორე ხულიგნობაზე და მესამე მკვლელობაზე,საოცარი ტრიოა არა ? პირველი და მეორე ამ ქვეყნად ცაში იყვნენ გამოკიდებული,ვეჭვობთ ბავშვთა სახლიდან არიან , გიზო ცდილობს ამის დადგენას,აი რაც შეეხება ახალაიას მას თურმე ციხეში ხშრად აკითხავდა ახალგაზრდა ქალბატონი სახელად მზია , მისი მონაცემები ამოვკრიბეთ და სახლის მისამართსაც მივაგენით.მე და შენ მას ვესტუმრებით.უნდა დავადგინოთ სად მუშაობდნენ,ან ვისთვის. -მე მზად ვარ... - გადახედა ბაჩანას როცა მიხვდა ეს კითხვა ამ პასუხის მოსასმენად დამისვაო. ქალბატონი გარეუბანში ცხოვრობდა,ამიტომ რაღაც გაგებით გაუჭირდათ მიგნება,ლილოს დასახლებას აუყვნენ და საკმაოდ შორ მანძილზე სახლების წყებას გვერდი ჩაუარეს,იქ იპოვეს ინტერესის ობიექტი.საბედნიეროდ შინ დახვდათ,შავებში გამოწყობილი და თვალზე ცრემლშეუმშრალი,ამან განამტკიცა ის აზრი რომ მამაკაცი მისთვის საკმაოდ ახლო უნდა ყოფილიყო. შეთავაზებულ ჩაი-ყავაზე უარი განაცხადეს და სთხოვეს თქვენ მდგომარეობაში რამდენიმე წუთს თუ გამონახავთ ამითაც მადლობელი დაგრჩებითო. -ქალბატონო მზია ჩვენ როგორც მიხვდით ბატონ სანდროზე გვსურს ლაპარაკი.ხომ არ იცით რას საქმიანობდა ? -მე არაფერი ვიცი იმის გარდა რომ სიბინძურეს აბრალებენ ... -რას გულისხმობთ ? ... -საუბარში მესხიშვილი ჩაერთო . -ამბობენ გოგონა მოიტაცეს და საზიზღრობას უპირებდნენო,მან კი ავარია მოაწყო,სამივე შეიწირა.დასატირებლად მისი სხეულიც კი არ შემრჩა... - ამოთქვა ქალმა და ხმაურიანად მოიწმინდა ცხვირი. -ესეიგი არ იცით რას საქმიანობდა ? -ხომ გითხარით , კარგი ადამიანი იყო ცუდს არაფერს გააკეთებდა. -მან სამი ადამიანი მოკლა და მეოთხე გაიტაცა,როგორ ფიქრობთ კარგ ადამიანს შეუძლია ამის ჩადენა ? .... - მესხიშვილი უეცრად აფეთქდა,ბაჩანა ვერც კი მიხვდა საიდან მოვიდა ეს ბრაზი ამ სახედამშვიდებული კაცის სახეზე.ხელით მკლავი დაუჭირა და თვალით ანიშნა შეწყვიტე ზეწოლაო. ქალი გახევდა,ხან ერთს გადახედავდა ხან მეორეს.მერე წამოდგა და ზრდილობის ფარგლებს გაცდენილი - "აქედან წადით" აჯახა.ბაჩანა მიხვდა რომ ეს ახლა საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა,ამ ქალის ნდობის დაკარგვა მათი ვიზიტის გასაჯაროვებას ნიშნავდა,ამით დამტკიცდებოდა თავად უშიშროების დაინტერესება მკვლელობებით,რაც ანას სიკვდილს ნიშნავდა. ის იყო კარში უნდა გასულიყვნენ რომ ჯერ კიდევ დაუმშვიდებელი ნოე მიუბრუნდა და მკლავში ჩაავლო ხელი ათრთოლებულ ქალს. - ხელზე ნოშნობის ბეჭედი გიკეთიათ,საქმრო იყო ხომ ასეა? იმ კაცს ცოლად მიყვებოდით და არც კი იცოდით ვინ იყო , მან ცოლ-ქმარი და 17 წლის ბიჭი შეიწირა,17 წლის გოგონას გაუპატიურებას და მოკვლას აპირებდა,იმას რომ არ ევაჟკაცა და ხელი არ შეეშალა.თქვენ ამბობთ კარგი ადამიანი იყოო,ეტყობა ჩვენ სხვადასხვა კრიტერიუმებით ვაფასებთ ადამიანებს,თუ ასე არაა მაშინ მოგვეხმარეთ და გვითხარით რა იცით იმ ადამიანზე თქვენ რომ იცნობდით. წესით ეს უფრო აღიზიანებთ ხოლმე მიმართვის ობიექტებს,მაგრამ აშკარა იყო ქალი ისედაც შინაგანად ათვიცნობიერებდა მისი საქმროს დანაშაულის რეალობას,თანაც ისინი პირველები არ იყვნენ ვინც შეიწირა,მკვლელობა მანამდეც ჩაედინა.სკამზე დაეშვა და მათაც ხელის გაწევით ანიშნა დაბრძანდითო,რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ ალაპარაკდა. -ვხვდებოდი ცუდ საქმეებში რომ იყო გარეული,ამას მაშინ მივხვდი ამ სახლში რომ გადმოვედით,თუნდაც ასეთი სახლი მისი შეძლების ადამიანისთვის დიდი ფუფუნებაა,მეუბნებოდა არაფერია,ამჯერად ცუდს არაფერს ვაკეთებო,მაგრამ სახლში გვიან მოსვლა,ხანდახან საერთოდ არ ყოფნა შინ.იარაღის აღმოჩენა პიკი იყო,ვიჩხუბეთ,გაბრაზდა და წავიდა. -ეს დიდი ხნის წინ იყო ? დიდი ხანი იყო რაც ერთად ცხოვრობდით ? -მე და ის 11 წის წლინ დავინიშნეთ,ნიშნობიდან ხუთი დღის შემდეგ ის კაცი შემოაკვდა,შვიდი წელი ველოდებოდი,შვიდი ,რადგან ვიცოდი კარგი ადამიანი იყო.ყველაფერი შემთხვევით მოხდა,აფექტში იყო,მაგრამ ციხემ შეცვალა,ძალიან შეიცვალა... -საქმესთან ახლოს გთხოვთ. -ორ წელიწად ნახევარი ერთად ვცხოვრობდით,ოთხი თვის წინ წავიდა,მას შემდეგ აღარ შემხმიანებია. -ირაღი ახსენეთ ... -აქამდე არასოდეს მინახავს,მაშინაც შემთხვევით აღმოვაჩინე ... -მართლა არ იცით სად მუშაობდა ? შემოსავალი ხომ გქონდათ ? ... - შეეცადა ბაჩანა მას ქვეცნოებიერად ისეთი რაღაც ეთქვა საჭირო რომ არ ეგონა არადა მათ გამოადგებოდათ. -ერთადერთი რასაც ამაზე მპასუხობდა იყო იმით ნუ დაინტერესდები რაც შენი საქმე არააო ... თუმცა ვიცი რითაც დაგეხმარებით. მესხიშვილი ამჯერად კეთილად განეწყო,რახან ქალმა მათი დახმარება გადაწყვიტა, მანაც სამაგიერო კეთილგანწყობის ღიმილით გადაუხადა,იქნებ ხელებიც დაეკოცნა რომ სცოდნოდა ეს ახალგაზრდა ქალბატონი რა განძსაც ჩაუგდებდა ხელში.ის იყო ქალი გრძნობით ალაპარაკდა და ნოსტალგიით გაიხსენა პირველი დღეები ამ სახლში,ნოემ იფიქრა მოვტყუვდით,რაღაც სისულელეაო,რომ ქალმა რაღაც მეტად საინტერესო თქვა. -იცით,პირველად აქ რომ გადმოვედით ერთი კურიოზი შეგვემთხვა.ამაზე მუდამ მეცინებოდა მაგრამ მაშინ განსაკუთრებით კომიკურად ჟღერდა,ედემის ბაღის არ იყოს სანდრომ მეც მითხრა აქ ყველაფერი შენია,მაგრამ ერთადერთი უჯრაა რომელსაც არ უნდა მიუახლოვდე,იქ ძალიან მნიშვნელოვანი საბუთებია და არ მინდა თუნდაც შეხედოო... - ქალს გაეღიმა და ალბათ ფიქრები უფრო შორსაც წაიყვანდა საუბარში,რომ არ ეს თავართქილაძე თავისი შეკითხვებით. -და მართლა არასოდეს გინახავთ ? -ევას ჭკუა ასწავლეს,არც მე მინდოდა ამ საზიზღარ უჯრას ჩემი ცხოვრება დაენგრია,ცუდი იყო თუ კარგი ჩემთვის უკვე ქმარი იყო და არასოდეს მომქცევია ცუდად...-დააკვესა თვალები და უჯრაზე მიუთითა,თავად არ მიკარებია,ახლაც ეშინოდა,იმდენად დიდი მოკრძალება ჰქონდა რომ ახლაც კი როცა ის კაცი მკვდარი გახლდათ,ახლაც ვერ ეკარებოდა. მესხიშვილი ახლოს მივიდა და გამოაღო,წამებში თავართქილაძეს მისი შეშფოთებული ხმა მოესმა " აქ მოდი,ეს უნდა ნახოო " . * * * -ყალბი პასპორტები ? ... - იჭვნეულად იკითხა კიდევ ერთხელ მერაბმა და ფურცლებს დააკვირდა,ნახევარ საათზე მეტი იყო რაც ატრიალებდა ხელში და ჯერაც ვერ გამორკვეულიყო. -დიახ,დიახ ყალბი პასპორტები . ეს არაა მთავარი,კარგად დააკვირდი,როგორ ფიქრობ ეს ბავშვები სრულწლოვანებს გავნან ? ... -მერაბი დააკვირდა და სათვალე გაბრაზებულმა მოიხსნა ... -ამიხსენით რა ხდება ? რა ქარაგმებით მელაპარაკებით ამხელა კაცები,დავიტანჯე ! ... -იყვირა და თავართქილაძეს შეაჩერდა,თუმცა საუბარი მოთმინება დალეულმა ნოემ დაიწყო. -დაფიქრდი,ეს ბავშვები არასრულწლოვანები არიან თუმცა ასაკად 20 წელი და მეტია მითითებული , რაში დასჭირდათ მათი პასპორტები ? რათქმაუნდა ქვეყნიდან გასაყვანად,რადგან ვიპოვნეთ გამოდის არ გამოუყენებიათ და თუ არ გამოუყენებიათ ... -ბავშვები ჯერ კიდევ საქართველოში არიან ... - დაამთვარა ნაჭყებიამ და გააგრძელა...-დაუკავშირდით ანას , გადაეცით რომ მისი ჩარევაა საჭირო,დროა თამაშში შემოვიდეს. -ანა? ანა რა შუაშია ? ...-ამჯერად მესხიშვილმა გამოიშტერა თავი . -თუ ეს პასპორტები და ბავშვების სურათები იმ ბავშვების პირად ინფორმაციაში დართულ ფოტოებს დაემთხვევა გამოდის ჩვენი გეგა შარშია,მაგრამ ერთი რამ არ მესმის.ჩვენ ანას ოჯახის ტრაგედიას ვიძიებდით,ის კაცი მისი ოჯახის წევრების მკვლელია,რა შუაშია გეგასთან და ბავშვების გატაცებასთან ... - წარბი შეყარა თავართქილაძემ და მესხიშვილს კითხვის ნიშნით სავსე თვალებით გადახედა,პასუხი ქვეცნოებიერად თავში უხტოდა,მაგრამ ვერ ხვდებოდა,ენის წვერზე პასუხი ტრიალებდა და ვერ ამოთქვამდა. -ყველაზე ზედაპირული და საზიზღარი ახსნაა,მაგრამ თავში მაინც მიტრიალებს ... -დაიწყო ნაჭყებიამ საქმიანი ტონით და თითები ერთმანეთში ახლართა,ასე მაშინ იქცევა როცა ნერვულობს და დაფარვას ცდილობს...-ბატონი გეგა ბავშვებს ირჩევს,მათ ოჯახს სიცოცხლეს ასალმებს და მშენივრად იცის ასეთ შემთხვევაში ისინი მის ხელში რომ აღმოჩნდებიან,აქ იკვეთება რამდენიმე გარემოება რის გამოც ჩემი მოსაზრება სისულელეა.ჯერ ერთი ცნობილი პოლიტიკოსის ოჯახი სამიზნე არ გახდებოდა,ეს სარისკოა.მეორეც ვიღაც ზუსტად ანა ბებურიშვილს ემტერებოდა,როგორც თავად ანას მონაყოლიდან ვიგებთ,ამიტომ გამორიცხულია აქ ბავშვის ინტერესი ჰქონოდათ როცა მის დასახიჩრებას და მკვლელობას აპირებდნენ.გამოდის სხვა კავშირია და ეს კავშირი გამხსნელი კვანძი იქნება,თუ არადა ნახეთ ... -თავმომწონედ აათამაშა წარბები და ისევ ისეთი საქმიანი ტონით განაგრძო...-მაშასადამე,ხვალ ბაკურიანის აგარკზე მივდივართ,დილით ძალიან ადრე... კიდევ იტყოდა რაღაცას,რომ არა კარის გაღება და იქედან ხუჭუჭთმიანი ახალგაზრდა ბიჭის სახის გამოჩენა,რომლმაც მისი ასაკისთვის შეუფერებელი უემოციობით განაცხადა გავიგეთ,რომელ ბავშვთა სახლში იზრდებოდნენ ჩაფიძე და გოგოლაძეო. -ეს არსებითი აღარაა,შეეცადე გეგა კერესელიძეზე ყველაფერი გამიგო,სად მუშაობდა და როდის ... -უფროსო ხომ იცით ასეთი მოხელეებზე ინფომაცია არ გაიცემა და ... -ხანდახან მართალი საქმისთვის კაცი ყველაფერს იზამს ... - სიტყვა დაუხვედრა და თვალის ჩაკვრით,ჩაღიმებით მიახვედრა რასაც გულისხმობდა.მერე ბიჭებს მოუბრუნდა და ისევ ანას თემას მიუბრუნდა. ბებურიშვილს საქმე გამოუჩნდა... * * * სისხამ დილით,სამსახურის შენობასთან შეკრებილები თავართქილაძის მანქანით ბაკურიანის გზას დაადგნენ და გზაში საკმაო დრო აღმოაჩნდათ გარკვეული დეტალების განსახიველად,მათ კამანიას ხომ ახალი წევრიც შეემატა.ეს გახლდათ სპორტულ ფორმაში გამოწყობილი,მთქნარება ამტყდარი ახალგაზრდა ქალბატონი აქეთ-იქეთ რომ აცეცებდა მინაბულ თვალებს და ცდილობდა გზით დამტკბარიყო,მაგრამ რამდენად შესაძლებელი იყო ამ სიტუაციაში სიტყვა "ტკბობა"-ს გამოყენება თავად განსაჯეთ. - აბა მეტყვით ასე ადრიანად სად მიგყავართ ? ისედაც გადარეული დავტოვე ქმარი,სად მიდიხარ ამ დილაუთენია სამ კაცთან ერთადო... -გაიცინა და ირგვლივ მყოფნიც აიყოლია. -დარწმუნებული ვარ ალექსანდრე ჩვენს სახელსა და გვარებს მოიგონებდა და იმდენად აღარ ინერვიულებდა. -კარგი მართლა ბიჭებო, რა ხდება ? ალექსანდრეს ვკითხე და ასე მითხრა ეს მათი საქმეა ისინი აგიხსნიანო. -გახსოვს თვეების წინ მომხდარი,ცნობილი პოლიტიკოსის ოჯახში დატრიალებული ტრაგედია ? ... - კითხა ბაჩანამ და მზერა ისევ გზისკენ მიმართა,ისე გააგრძელა. -ბებურიშვილები ? ... -ეს რიტორიკული შეკითხვა უფრო იყო. -რამდენიმე დეტალია რაშიც დარწმუნება გვჭირდება,საქმეს რიგითი საგამომძიებლო ორგანო იძიებდა,მაგრამ არის რაღაც რასაც დიდ დანაშაულამდე მივყავართ ... -ეს ხომ ისედაც დიდი დანაშაულია , სამი ადამიანი ერთის წინ მოკლეს და ისიც ზედ მიაყოლეს... -შენ წარმოიდგინე თუ ჩვენი ეჭვები გამართლდა სამი ადამიანი ზღვაში წვეთი იქნება... -ვააა ...ესეიგი რთულადაა საქმე ... - გამოფხიზლდა ქალი და ამჯერად შეეცადა უფრო ღრმად დაფიქრებულიყო...-იქ რაიმე ხელმოსაჭიდს ვიპოვი? -ეგ გადავამოწმოთ ადგილზე...-გაიცინა ნაჭყებიამ და ამჯერად გვერდით მჯდომ მესხიშვილს გაუბა დიალოგი. -ანას დაუკავშირდით ? -ფოტოები გავუგზავნეთ,მაგრამ ძალიან გვიანი იყო და სავარაუდოდ ამ დილით ნახავს,იქ ჩასული დავურეკავთ და ავუხსნით ... -პასუხი მზად ჰქონდა ნოეს. დარჩენილი გზა ყველამ თითქმის ჩუმად,საკუთარ-საკუთარ ფიქრებში გაატარა.ერთადერთხელ წამოიჭრა ასეთი საინტერესო საუბარი და ისიც უმალვე ჩაიხშო. -თქვენი აზრით,ნუ,თუ დამტკიცდა რომ ბავშვები ქვეყნიდან გაყავთ , რისთვის სჭირდებათ ? ... -ეს კითხვა მეწყვილეთათვის იყო განკუთვნილი,სინამდვილეში ნაჭყებიამ რომელსაც ამხელა სტაჟი ჰქონდა და უფროსი იყო იცოდა რისთვისაც მაგრამ თანამოაზრეები სჭირდებოდა,ან უკეთესი -ახალი იდეა. -თუ მივყვებით იმას,რომ ყველა მდედრობითი სქესისაა საბოლოოდ პროსტიტუციამდე მივალთ,შეიძლება შრომითი ექსპლუატაცია თუმცა ამ შემთხვევაში მე ბიჭებს უფრო დავადგამდი თვალს,გეგა მოხერხებულია ეს არ გამოეპარებოდა ამიტომ დარწმუნებული ვარ პროსტიტუციაა ... - არადამახასიათებელი სიცივით ჩამოარაკრაკა მესხიშვილმა და გაირინდა. თავართქილაძეს სათქმელი არაფერი ჰქონდა,ის სრულიად იზიარებდა მეწყვილის მოსაზრებას.თამარმა არაფერი იცოდა და ეს კითხვაც გაუგებარი იყო,ამიტომ დუმილით შეხვდა და ისევ გზას გაუშტერა თვალი. უკვე გვიანი დილა იყო ბებურიშვილების აგარაკს რომ მიადგნენ.გადმოვიდნენ და სახლი ჯერ გარედან შეათვალიერეს,ხანძარს მთელი მარხენა,ზედა მხარე შეეწირა.შიგნით შესულებს არაფერი დახვდათ იმ სცენიდან რაც დეკემბრის ცივ საღამოს გათამაშდა,აღარ იყო მანოს უსიცოცხლო სხეული,აღარ იყო ნაძვის ხე,რომლის უკანაც შეშინებული ანა იმალებოდა.აღარ იყო ახალი წლის სუფრა ასე რომ უნდა გაებედნიერებინა ბებურიშვილების ოჯახი.აღარ ისმოდა თემურის მუქარა და აღარ იგრძნობოდა ალკოჰოლის თუ თამბაქოს ნაზავი საზიზღარი სუნი. საძინებელი დაათვალიერეს,ამჯერად მთლიანად თამარზე იყვნენ დამოკიდებულნი,ეს ოთახი ჯერ კიდევ გამურული იყო,ირგვლივ მხოლოდ ნარჩენები ეყარა.აქ იყო ერთიანად გამღვალი,გამათბობლის ნაწილი.თამარი მასთან დაიხარა და რეზინის ხელთათმანები მოირგო,კარგა ხანს ათვალიერებდა რაღაცას. თავართქილაძე მისაღებში იდგა და სცენის საკუთარ გონებაში აღდგენას ცდილობდა,როცა ანა გაახსენდა და მისი ნომერი აკრიფა.მალე გოგონას ნაცნობი ხმა გაისმა და ბაჩანაც ალაპარაკდა. -გუშინ გვიან გამოგიგზავნე ეგ ფოტოები,საკმაოდ მნიშვნელოვანი რამ გავალია.შეეცადე რაც შეიძლება მალე შეაღწიო გეგას კაბინეტში და ამ გოგოების სურათები იქ არსებულ პირადი ინფორმაციის ფოტოებს შეადარო,თუ მსგავსებას აღმოაჩენ დამირეკე. -სიახლეებია ? -დამიჯერე გრძელი ამბავია,მცირე ხნით მოითმინე,მერე ყველაფერს გაიგებ ? ... ანა კარგად ხარ ? - იკითხა მცირე პაუზის შემდეგ და პასუხის მოლოდინში გაირინდა.პაუზა მასთანაც იყო,მაგრამ მერე ანას ხმა მოისმა ... - შევეცდები ინფორმაცია მალე მოგაწოდო ! თავართქილაძეს უნდოდა კითხვის გამეორება,მაგრამ ბებურიშვილმა გაუთიშა,ამასთან თამარის ხმა მოისმა რომელიც ზუსტად მას მოუხმობდა,ქალს უკან ორი მამაკაცი მოჰყვებოდა.როგორც კი ოთხივენი შეიკრიბნენ თამარმა საუბარი დაიწყო. -როცა ეჭვებზე საუბრობდით ვერ მივხვდი რას გულისხმობდით,ახლა კი სრულებით მესმის ... გამათბობელიდან ცეცხლის გაჩენის მინიმალური შანსია,მაგრამ რადგან შანსი არის მაინც განიხილება,თუ არ ჩავთვლით ბენზინის წვეთებს,რომელიც ამ გამათბობელზე აღმოჩნდა. -ანუ... -კიტა ბებურიშვილი სპეციალურად გამოწვეს ოთახში.ეს მოწყობილი საქმეა. მოკლედ,თამარის მუშაობამ ნაყოფი გამოიღო,ბიჭები დაარწმუნა,რომ როგორღაც ბენზინის კვალი შენარჩუნდა.ხანძარი გააჩინეს,მაგრამ რატომ ეს იყო ახლა დასადგენი.ან ვინ ? აი მთავარი კითხვები რომელიც წამოსვლისას უტრიალებდათ თავში.ეს კითხვები გახდა მიზეზი დუმილისა,მთელი ხანგრძლივი მგზავრობის მანძილზე. პ.ს თქვენ მთხოვთ ცოტა კარტები გახსენიო,როცა მე ერთი სახელის მთელი ნაწარმოების მანძილზე ტრილით მთელი ბანქო გაგიშალეთ... დროა სახელებს ჩაუკვირდეთ . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.