შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ჭაობი"(7-ფრთხილად!საიდუმლოებები მჟღავნდებიან)


11-05-2016, 17:17
ავტორი Qetatoo
ნანახია 2 612

მანქანაში ჩასხდნენ,ნოე კიდევ ერთხელ შეეცადა რაიმე დაეცდევინებინა მეგობრისთვის რომელიც ასე უცნაურად იქცეოდა,მაგრამ მისგან პასუხის ნაცვლად საეჭვო შეკითხვა მიიღო - "რას იზამდი 17 წლის გოგონა რომ იყო და მოსკალავად დაგსდევდნენ ? " . მესხიშვილი დაფიქრდა და ამჯერად ყველა მოგონება გააქრო ტვინში ამ კითხვის გარდა,მის გარშემო დაატრიალა მსოფლიო და პასუხიც დიდი სიფრთხილით წარმოთქვა.
-ყველაზე ბნელ ქუჩას შევაფარებდი თავს ...
-კარგიც დაგემართებოდა ! კიდევ კარგი ანა ჭკვიანია , სიბნელე და იზოლირება,აი მთავარი კრიტერიუმები იმ ლოკაციისა სადაც უნდა ვეძებოთ ეს გიჟი . სად გეგულება ეს ორი ერთად.
-სასაფლაოზე ...
-მართალი ხარ , პირველ რიგში სწორედ იქ მოვძებნით . ვინ იცი იქნებ ამ აზრმა გაამართლოს კიდეც.
ამ წარმოდგენით გამტკიებულებმა გეზი მართლა სასაფლაოსკენ აიღეს.გასაოცარი იყო ის რწმენა,რომ პატარა გოგო სხვაგან არ წავიდოდა,ეს ყველაზე საიმედო თავშესაფრად დაეხატებოდა.
აბარგულში მოიძიეს ფარნები და ყველაზე ბნელი ნაპირიდან დაიწყეს,შიშს არ გრძნობდნენ,თუმცა უფრო უცნაური ის იყო,რომ იმედი ჰქონდათ მასაც არ შეეშინდებოდა აქ გაჩერებისა.გადაქექეს ყველა კუთხე-კუნჭული და საბოლოოდ გადაუწყდათ იმედი.გამობრუნდნენ და მანქანაში ჯებოდნენ,როცა მესხიშვილმა კარი მიაჯახუნა და ბაჩანას ისღა მოაძახა მომყევიო.გაიქცა და სიბნელეში მისი გარჩევა ვეღარც მოხერხდა,ფარანიც უძლური აღმოჩნდა.
თავად მესხიშვილი დიდად კმაყოფილი გახლდათ,რადგან მახვილმა მზერად მაშინვე შეამჩნევინა ჩრდილი რომეიც სიბნელეში შეირხა,ალბათ აინტერესებდა ვინ იყო მოსული,იქნებ ეჭვიც შეიტანა საკუთარი სამალავის საიმედოობაში.ყველაფერი წამებში მოხდა,მესხიშვილმა კუთხეში მიიმწყვდია და ხელი მხარში ჩაავლო.შეეცადა მისთვის გაეღიმა მაგრამ გოგომ შეყრილი წარბები შეახვედრა,იმისდამიუხედავად რომ სიბნელე იყო ნოენმ მაინც დაინახა მისი აღშფოთება,მისი ბრძოლის უნარიანობის შესაძლებლობები.ბებურიშვილმა მუშტი მოიღერა და პირდაპირ სახეში უთავაზა,ამას რატომღაც მესხიშვილი არ დაუბნევია,თითქოს ელოდა კიდეც,უფრო მაგრად,ამჯერად მეორე ხელითაც ჩაეჭიდა მის მხრებს და შეეცადა დაემშვიდებინა,ერთ ადგილზე მოხტუნავე ქალბატონი.
-მშვიდად,მშვიდად ... ყველაფერი კარგადაა ,ეს მე ვარ პატარავ ... სახლში წავიდეთ,სახლში დავბრუნდეთ.
-მე სახლი არ მაქვს და არც შენი პატარა ვარ . ხელი გამიშვი ! ახლავე.
-გთხოვ ნუ მაიძულებ გატკინო რაღაც,შენი ფეხით გამომყევი.
სიტყვა "ტკენამ" აშკარად ვერ ითამაშა კარგი როლი,ბებურიშვილი თიტქოს გააფთრდაო,მხარი წრიულად აამოძრავა,გაინთავისუფლა და ორივე მომიჭული ხელით მესხიშვილის გულ-მკერდს მიეჯახა,როცა იგრძნო ძალა წავართვიო გვერდზე გახტა და ის იყო უნდა გაქცეულიყო,რომ ზურგიდან ვიღაცამ მისი წელი დაიჭირა,მუცელზე იგრძნო ჩაჭიდება და გაქცევის შესაძლებლობა მოისპო.მერე ვიღაცამ მხარზე შემოიგდო,ფეხები დაუჭირა და განძრევის საშუალება მოუსპო,მხოლოდ ყვიროდა და ამ ყვირილში ძლივს ამბობდა სათქმელს.
- გამიშვით ... ხელი გამიშვი... მომეცით საშუალება გადავრჩე ... ! ...-ნაწყვეტ-ნაწყვეტ უბრალოდაც კიოდა,როცა საქმელი ელეოდა,მაგრამ გრძნობდა რომ ისე მაგრად იჭერდა ბაჩანაც მკლავები გაქცევას კი არა განძრევას ვერ ახერხებდა.
მანქანასთან მისულმა თავართქილაძემ მხარი გაინთავისუფლა და მხოლოდ მხრების დაჭერით დაკმაყოფილდა,წარბები გაბრაზების ნიშნად შეყარა და დაუყვირა ქოთქოთებულს, როგორმე რომ გაეჩერებინა.
- ბავშვო ! ...-ამან იმოქმედა,გაოცებული ბებურიშვილი ჩააკვირდა და ნამდვილი ბრაზის დანახვამ შეაშინა ... - გგონია როცა მოგინდება გაიქცევი და სასაფლაოს შეეფარები ? რამდენ ხანს ? აქ რამდენ ხანს გაძლებ ან გაგაძლებინებენ ?
-იმას მაინც აღარ ვიფიქრებ გადარჩენა შემეძლო და არაფერი მოვიმოქმედეთქო...
-რას გულისხმობ ? ... -ამჯეად ინტერესით ჩაეკითხა ნოე,რომელიც ახლახან შესწრებოდა მათ ახლად დაწყილ დილოგს და მონაწილეობის მიღებ თავდაც სურდა.
- ხომ გითხარით მომაგნებენთქო , მიპოვნიან . კავშირები აქვთ ,ისინი ვერ შეაჩერებენ !
-რაზე ლაპარაკობ ?ვინ ისინი ,რა კავშირები ... - მესხიშვილმა წამოიძახა მაგრამ თავართქილაძემ შეაწყვეტინა და თვალები გააფართოვა საკთარი განაცხადის სიმკაცრის განმტკიცებისთვის.
- ახლა ჩვენთან ერთად მოდიხარ ბავშვო ! შენი ხმა არ გავიგო ... ყველაფერს სახლში მოყვები უფო დალაგებულად გასაგებია ?
მერე კი ისე,რომ მისთვის სიტყვის თქმაც არ დაუცდია მანქანაში შეტენა და საჭესთან მოთავსდა.მთელი გზის მანძილზე ბებურიშვილი ფანჯარასთან მიმჯდარი,შეშინებული და დაბნეული თვალებით ჭამდა ღამის თბილისს,ისე თითქოს თავშესაფარს ავედრებსო.ასეთივე შეშინებული თვალები ჰქონდა როცა ნაცნობ ეზოში აღმოჩნდა,აქ ყველაფერი ფილმის კადრებივით დატრიალდა და მთელი უბედურება ხელახლა გადაიტანა,ყველაფერი თავიდან დაიწყო ...
სახლში შევიდნენ თუ არა მაშინვე კითხვები მიაყარეს,ისიც კი არ დააცალეს გათოშილი გამთბარიყო,არ აცადეს თეასთვის მაინც გაეცა პასუხები,მხოლოდ საკუთარი კითხვები ანაღვლებდათ,მასაც სხვა საქმე არაფერი ჰქონდა,ბუხრის წინ,რომელიც სხვათაშორის საწყლად ბჟუტავდა და გია ახლაღა მიეძურწა შესანთებად,მოთავსდა და ალაპარაკდა.
-მაშ ასე , პირველი რაც მაინტერესებს - რატომ გაიქეცი ?
- ჯერ ერთი ასეთი ტონით ნუ მელაპარაკები,მე არ მითხოვია წამიყვანეთქო,ძალით წამომათრიე , დაჯექით და ყველაფერს მოგიყვებით...-წარბებშეყრილმა დაახეთქა და აქეთ-იქეთ მოსიარულე თავართქილაძეს ადგილი მიუჩინა,ნოე ისედაც წინადადების დამთავრებამდე დაჰყვა ... - იქ ისეთი რაღაცეები შევიტყვე რის მერეც ვეღარ გავჩერდებოდი,ეს სახიფათო იყო.
-იქაც მოგაკითხეს ? ეს შეუძლებელია,ვერ დაგვაჯერებ ! ეს ის დაწესებულბაა სადაც მხოლოდ ნდობით აღჭურვილი პირები მუშაობენ ...
- მომისმენ ?! ... პირველად,როცა შემიყვანეს შენობაში , ერთი საძინებელი მომიჩინეს , ცალკე . ფსიქოლოგთან საუბრის შემდეგ უფლება მქონდა შენობის ბაღში გამესეირნა , იქ ყოფნას მოთხოვდნენ კიდეც , თავიდან არაფერი განსაკუთრებული , მეოთხე დღეს ვიღაც გოგო მოვიდა და მითხრა გიცნობო . ყურადღება არ მიმიქცევია , მაგრამ თავიც არ დაუნებებია ... - ხმა აუთრთოლდა , მესხიშვილს პირდაპირ თვალებში მისჩერებოდა და თითქოს მას უყვებოდა მხოლოდ ... - ოთხშაბათ დღეს საერთო სასადილოში მომადგა და მითხრა უნდა გამომყვე აუცილებელი საქმე მაქვსო , უხეშად ვუპასუხე და ისიც გაბრაზდა,მაშინ წამოაყრანტალა როგორც ვხედავ შიშები გაგიქრაო . დამაინტერსა და თან გავბრაზდი , თავის საძინებელში წამიყვანა , აქეთ-იქეთ იყურებოდა,თითქოს არ უნდოდა ვინმეს შევემჩნიეთ .
-რა გითხრა ? ... -ჩაეკითხა ნოე და თვალებში სხივი გაუკრთა , გონებაში უკვე ალაგებდა ამ ფაქტებს , თანმიმდევრობით.
-მოკლედ მომიყვა ტელევიზორში გნახეო ... მოკლედ ერთადერთი მიზეზი რის გამოც ვუსმენდი ის იყო , რომ მითხრა მამაშენი იმ საღამოს არ მომკვდარაო .
-რაა ? ... -წამოიყვირა თავართქილაძემ და გოგოს დააკვირდა .
-შენ მართალი იყავი იქ ვერ მომაგნებდნენ , იქ ვერ შემოაღწევდნენ . შენობას კარგად იცავენ , ეს იქ მყოფმა ყველამ კარგად ვიცოდით , მაგრამ ეს ადვილდება როდესაც შენობის მმართველი ბინძურ საქმეშია გარეული . იმ გოგომ მითხრა რომ იქ მიყვანილი ბავშვების უმეტესობა ოფიციალურ მკვდრადააა გამოცხადებული , ამას ჩავწვდი რადგან პირველად იქ აღმოჩენისას მოვინდომე ბებოსთვის დამერეკა,მაგრამ ტელეფონის კაბელი გადაჭრილი იყო , როცა ამის შესახებ ვიკითხე აგრესიულად მიპასუხეს ტელეფონით სარგებლობა აკრძალულიაო,თუ აკრძალულია ოთახში არ იქნებოდა,ეს უბრალოდ ბლეფია,თუკი ვინმე შემოწმებას მოინდომებდა ოთახში ტელეფონი გახლდათ სინამდვილეში კი მისი გამოყენება შეუძლებელია. მოკლედ ბატონი გეგა არც თუ ისე სანდო პიროვნება იყო როგორიც მეგონა , რამოდენიმე ბავშვი გაქრა , დაწესებულებაში ამას იმით ხსნიდნენ ნათესავებმა მოაკითხეს და წაიყვანესო მაგრამ ამის არავის ჯეროდა.მ გოგომ მითხრა რომ ყური მოკრა ჩემს სახელს და გვარს , თავიდანვე ვუცნივარ და ახლა როცა საუბარიც გაუგონია საბოლოოდ გადაუწყვეტია ჩემი ნახვა.
-რა საუბარი , ვის და ვის შორის ?
- გეგა და ერთ-ერთი ფსიქოლოგი . ქალი ეკითხებოდა თურმე დარწმუნებული ხარ ეჭვებს რომ არ გამოიწვევს მისი გაქრობაო , იმას კი უთქვამს ბებურიშვილი ყველას მკვდარი ჰგონიაო . ეს იყო მოკლედ რაც მომიყვა .
-და ამის გამო გამოიქეცი ?
-არა მთავარი არ მითქვამს ... მირჩია საკუთარი ისტორია გადაათვალიერეო , თუკი რაიმე არის გარკვეული ყველაფერი იქ იქნებაო . პარაკევი დღე ჰქონია უფროსს ამოჩემებული , იმ დღეს ყოველთვის აცდენდა სამსახურს . მითხრა მე თავად მოგეხმარებიო...ყველაფერი სწორად გავაკეთეთ , ბევრი წვალება არ დაგვჭივებია , კაბინეტის კარი ღია იყო , მას არასოდეს კეტავენ,ესეც იმ გოგომ გამიმხილა...ერთადერთი რაც მევალებოდა იყო ლურჯი,უჯრებიანი კარადის მეორე უჯრიდან საკუთარი პირადი ისტორია ამომეღო...-შეისვენა და თვალი სივრცეს გაუშტერა,ახლა ნამდვილად იხსენებდა იმ მომენტს და თვალწინ ცხადად წარმოუდგა შეგრძნება მაშინ რომ აცახცახებდა მის ერთ ბეწო სხეულს...-ძალიან შემეშინდა , ხელიდან სამჯერ მაინც გამივარდა , ვკანკალებდი ... -ჩურჩულზე გადავიდა ბებურიშვილი ... - მაშინ იმ გოგომ ხელი დამავლო და ოთახში წამათრია , თავი სამშვიდობოს რომ დავიგულე შევეკითხე რას ვაკეთებთ ამას როგორღა დავაბრუნებთქო , მან კი ღიმილით მითხრა დაბრუნება არ მოგიწევსო .
-რა ეწერა საბუთებში ?
- როცა სახლიდან წამომათრიეს,საათნახევარში იმ ოთახში სადაც კიტა დაჭრილი იყო ხანძარი გაჩნდა , გამათბობელს ცეცხლი წაეკიდა და რომ არა საკმაოდ დაშორებული სასტუმრო ალბათ ყველაფერი დაიწვებოდა,როგორღაც ცეცხლის კვამლს ყურადღება მიუქცევია და სახანძრო დროზე მისულა , მამაჩემი სუნთქავდა ... - აქ შეიცადა, საწყალი , უკვე ცრემლებჩამდგარი თვალებით გადახედა მესხიშვილს ... - საავადმყოფოში წამიყვანეს , დედა უკვე გარდაცვლილი იყო , მამიკო ... -ბურთი გადაყლაპა და ამოთქვა- ... მამიკო ცოცხალია , გადარჩა !
ნოემ წამოიყვირა და გაღიმებული ანას ჩაეფსკვნა.ამ წამს ეს ადამიანი სიხარულს მოეცვა,უნდოდა ეგრძნობინებინა ამ გოგოსთვის რომ გაეხარდა,რომ როცა გვერდით ჯერ კიდევ ვიღაც გყავს უარესობა არ იქნება . გაათბო აქამდე გაყინული ბავშვის სხეული მისმა ფართო ბეჭებმა.ბავშვივით აცმუკდა და როცა კიდევ ერთხელ დააკვირდა ბებურიშვილის სახეს თავისი ბოხი , ჯღერადი ხმით უჩურჩულა - " აღარ შეგეშინდეს , შენ ახლა ბედნიერი უნდა იყო " .
-რას ნიშნავს ცოცხალია ? ... -ყველაფერი გააფუჭა თავართქილაძის დაბნეული სახით წარმოთქმულმა შეკითხვამ.
-ჰოო,დაჭრეს,მძიმედ იყო დაჭრილი მაგრამ როგორღაც მოახერხა და სანამ ადამიანები იპოვნიდნენ გაუძლო , საავადმყოფოში ორი ოპერაცია ჩაუტარებიათ მისთვის და გადაურჩენიათ.
-კიდევ რა წაიკითხე ?
-ღმეთო თავართქილაძე ! ... - ეს იყო პირველი შემთხვევა,როცა გოგო მას პირადად მიმართავდა , თან ორი შეუსაბამო ნიშნით გაოცებით და ღიმილით ... - მამაჩემი ცოცხალიათქო რომ წავიკითხე მეტი აღარაფერი მაინტერესებდა,კანში ვეღარ ვეტეოდი,მეგონა სამყარო ჩემთვის ბრუნავსთქო, სულ რამდენიმე წამის წინ მეგონა აღარავინ მყავსთქო და ასე უცებ ფურცლებმა დამარწმუნეს ყველაფერი არ დაგიკარგავსო...-ბაჩანამ თავი გადააქნია და აშკარად მიხვდა მოვლენების განვითარება საითაც მიდიოდა...-იქ ვეღარ დავრჩებოდი.
-ამიტომ გამოიქეცი ! - მესხიშვილის ეს შეძახილი ალილუიასავით გაისმა.
-სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი , სასწრაფოდ უნდა მენახა .
-...და სად ? სასაფლაოდან დაიწყე ძებნა ...-ეს ბოროტი ხუმრობა უპასუხოდ დარჩა,მხოლოდ წყრომა ჩამდგარი თვალებით დაკმაყოფილდა.
- სახლში ვერ წავიდოდი , შიში კი არ დამიკარგავს , უბრალოდ სიცოცხლე დავიბრუნე.თავშესაფარი მჭირდებოდა,თქვენ აღარ გენდობოდით ... -ამაზე თავართქილძეს გადახედა და აშკარად აგრძნობინა ესეც წეხანდელის სამაგიეროდო...-ბნელი და ძნელად წარმოსადგენი ადგილი მჭირდებოდა.
-ბავშვებო ცხელი შოკოლადი მოვამზადე ... ნოე აცადეთ ბავშვს ვერ ხედვთ სულ გათოშილი და დასვრილია , მოწესრიგდეს,ვერსად გაიქცევა, დრო თავზე საყრელად გაქვთ.
ამის შემდეგ ბებურიშვილს უფლება მისცეს სააბაზანოსთან მციე ხნით დამეგობრებულიყო , წინათ შეძენილი პიჟამა ჯერ კიდევ გაუხსნელი იდო იმ საწოლზე რამოდენიმე კვირის წინ რომ ჭრილობაგახსნილი იწვა.თავიდან კი დიდი დარდით გადახედა ოთახს,თითქოს ყველაფერმა იმან რაც გადაიტანა თვალწინ გაურბინაო ,მაგრამ მერე საკუთარი თავი ჩვეულად დაამშვიდა - "არაფერია,ესეც გაივლისო " და ჩათბუნებულს მალევე ჩაეძინა.
შუაღამე იყო ჭიქა წყლისთვის ჩამოსულ თავართქილაძეს რომ უცნაური ხმა მოესმა , დაცლილი ჭია ნიჟარასთან დადგა და გამიზნულად წავიდა ბებურიშვილის საძინებლისკენ , კარი შეაღო და საწოლზე მბორგავ,ერთიანად ოფლში მოცურავე (მთვარის შუქზე ყველაფერი კარგად იკვეთებოდა) ანას წაასწრო თვალი,რომელიც საცოდავად ლუღლუღებდა.მიკენ დაიძრა და შეეცადა შეეფხიზლებინა,თქვენც არ მომიკვდეთ ამჯერად საკმაოდ ხმამაღლა დაიყვირა ბებურიშვილმა "არ მომეკაროთო" , ბაჩანა მხრებში ჩაეჭიდა და ისევ გამოფხიზლებას შეეცადა , ანამ თვალები გაახილა , გიჟივით მიმოატარა აქეთ-იქეთ და თავიდან შიშით მიიძურწა საწოლის კუთხეში ,მას შემდეგ კი რაც მოქმედებაში მოსულმა თავართქილაძემ წყნარად,დამამშვდებლად უჩურჩულა - "ყველაფერი კარგადაა ,ეს მე ვარ , კარგად ხარ ანა,ცუდი სიზმარი იყო,ყველაფერი დასრულდაო ... " გულამომჯდარმა ემოციებს გასაქანი მისცა და აცრემლებული ჩაეკრა მის წინ მჯდომ მამაკაცს , თავიდან გაკვირვებული ბაჩანა გონს მოვიდა და ბებურიშვილის თმებს უფლება მისცა მისი სახე დაეფარა , ერთიანად ცახცახებდა პაწაწინა სხეული და ამის შეგრძნებაზე ბაჩანას გული შეეკუმშა.შეებრალა და თან რაღაცამ მწარედ წასწიწკნა,ეგო აქოთქოთდა მაგრამ მისთვის არ უსმენია,ახლა მხოლოდ სურნელის შეგრძნებით თვრებოდა და ხვდებოდა ნელ-ნელა ჭაობი მასაც როგორ ჩაითრევდა...
დილით ამინდი ჩაწყნარებული ეჩვენა ახლად გამოვიძებულ ბებურიშვილს,საწოლიდან წამოდგა და სააბაზანოსკენ აიღო გეზი,ჯერ კიდევ მისაღებიდან გაიგონა მესხიშვილის ხმა - "ჩვენს გოგოს გაუღვიძიაო" მერე კი უკვე ხელ-პირ დაბანილს თავისუფლად გამოელაპარაკა.მაგიდასთან დამსხდრებს ყავა მიართვა თეამ და სამზარეულოში ახლადგამომცხვარი პეროგის სუნი დაატრიალა,სულ ცოტა ხანში თავართქილაძეც გამოჩნდა ჰორიზონტზე და იქ მყოფთ მშვიდობიანი დილა უსურვა,ცოტა ხნის შემდეგ კი საუბარი ისევ იმ თემას დაუბრუნდა,დაუსრულებელი დიალოგის დასასრული დილისთვის ყოფილა დაგეგმილი.
- მაინც არ მესმის სასაფლაოზე წასვლის როგორ არ შეგეშინდა,სულ თუ არაფერი ამ ყინვაში რომ მოკვდარიყავი ...
-როგორ ფიქრობ ამაზე საფიქრელად დრო მქონდა ? ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი ის იყო იმ დაწყევლილი შენობიდან გამოვპარულიყავი და არ ამდევნებოდნენ,ადგილი მჭირდებოდა სადაც დავფიქრდებოდი რა გამეკეთებინა შემდეგ ...
- კიდევ კარგი შენს ლოგიკას ჩავწვდით ... - დაამატა ნოემ და ატმოსფეროს განსამუხტავად გაიღიმა.
-ახლა რა იქნება ? ... -იკითხა შეპარვით ანამ და ბაჩანას გადახედა.
-თუ მამაშენი მართლა ცოცხალია,ობლის სტატუსი ჩამოგშორდება,ვეღარავინ გაიძულებს იმ დაწესებულებაში დაბრუნებას...მაგრამ ის მოვლენები ომლებზეც შენ ისაუბრე საეჭვო და გადასამოწმებელია,თუ ყველაფერი სწორად გაიგე გამოდის ყველაზე სანდო შენობაში,რომელიც კი საქართველოში გვეგულება ბავშვები საფრთხეში არიან.
ბებურიშვილმა თავი დააქნია იმის ნიშნად ყველაფერი მესმისო და ცხელი ყავა მოსვა,ამასობაში მესხიშვილმა წარბის აწევით და ნაცადი თვალის ჩაკვრით ანიშნა თავართქილაძეს უკან გამომყევიო.ოთახიდან ზუსტად იმ მომენტში გამოვიდნენ როცა თეამ საუბარი გაუბა გოგოს,კაბინეტში შესულს უჩვეულოდ მკაცრი ბარიტონით დაუწყო საუბარი.
-აჟიტირებულია მამამისის გამო,ახლა ყველაფერი არეული აქვს გონებაში,მაგრამ ჩვენ არ უნდა დავიბნეთ ... - ბაჩანამ სიამოვნებისგან ტუჩის კუთხე ჩატეხა,თვალებში ეშმაკუნიები აუთამაშდა,მეწყვილეს იშვიათად ხედავდა ასეთ ოფიციალურს და ყველა ნიღაბ ჩამოშორებულს ... - დიდი ხანი ვიფიქრე და არც თუ ისე ცუდ სცენარამდე მივედი , ჩემი სუბიექტური აზრით რა თქმა უნდა . მზად ხარ მომისმინო ?
-მთელი ყურადღებით ... -უპასუხა პირისპირ მდგომმა და ქვეცნობიერად მართლაც მოემზადა.
-ახლა დრო არაა მამამისი ცოცხლებში ჩავწეროთ,ცუდ რაიმეს არ ვგულისხმობ...მოკლედ ნაჭყებიას დაველაპააკოთ ავუხსნათ სიტუაცია და მოვთხოვოთ ეს საქმე თავის თავზე აიღოს ,ამით საშუალება მოგვეცემა თავად გამოვიძიოთ,ეს საქმე თავდასხმას შეეხება,თანაც სასტიკ თავდასხმას თუ არ გავამხელთ უფროსი ბებურიშვილის სიკვდილს მაშინ სამი ადამიანის სიკვდილის გამოძიება მოგვიწევს ...
-მოიცადე,ვერ ვხვდები ეს რაში გვჭირდება,უფრო სწორედ ეჭვები მაქვს რასაც გულისხმობ იმაზე,მაგრამ განმიმარტე ... - წარბშეყრილმა თავართქილაძემ წამოიძახა.
- დაფიქრდი ! თუ ასე მოვიქცევით ანას შეეძლება იმ შენობაში დაბრუნება,ეს ხომ მარტო მას არ შეეხება,საქმე უამრავ მისნაირ ბავშვს უკავშირდება,თუ მათ საბუთებს მოიძიებს გადავამოწმებთ არიან თუ არა ნამდვილად ნათესავებთან ...
-და ასე თუ არ აღმოჩნდება ძიება დაიწყება ...
-საქმე აღიძვრება და ამ ჩვენს გეგას დისკვალიფიცირებას გაუკეთებენ...
-არამარტო ,მას ციხეში უკრავენ თავს...-უპასუხა სიამოვნებისგან გაღიმებულმა ბაჩანამ და დაამატა...-მაგრამ ანას ვრევთ ამ საქმეში , ისიც კი არ ვიცით ...
-დათანხმდება , უბრალოდ იმაზე მოგვიწევს ზუნვა საკუთარი თავის დაცვა და საქმის ჩუმად,შეუმჩნევლად კეთება ისწავლოს.
-კონტაქტები ? ასე თქვა კონტაქტი შეუძებელიაო.
-დამლაგებელი კარგი ქალია , მის ოჯახს ზედმეტი ფული არ აწყენს.
-მაშ წერილებით ? ... - წარბაწეულმა იკითხა და მეწყვილეს ხელი გაუწოდა,მანაც ჩამოართვა და ერთმანეთს როგორც ჩვეულებრივ მაშინ როცა საქმე კარგად მიდიოდა გადაეხვივნენ.
ახლა მოსაგვარებელი ყვლაზე მენიშვნელი ნაწილი რჩებოდა,ანას დათანხმება ამ წინადადებაზე,როგორც ნოემ ივარაუდა უთხრეს რა ყველაფერი, დააიმედეს რომ ყველაფერს ასწავლიდნენ და მიაჩვევდნენ სულ მცირე დროში ისიც წინააღმდეგ არ წავიდა,ძირითადი განიხილეს და ამჯერად გოგო ალაპარაკდა.
-მამაჩემი ? მას რა ელის ?
-ეს დროის საკითხია ანი ... დამიჯერე არაფერი დაემუქრება ამის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ,მესმის კარგი არაა როცა მკვდრად გაცხადებენ მაგრამ ეს ხომ უამრავ ადამიანს დაეხმარება .
-ჩვენ ისიც არ ვიცით დაეხმარება ან არის თუ არა საჭირო,მაგრამ მჯერა რასაც ამბობთ გესმით ? უბრალოდ ამიხსენით რა უნდა გავაკეთო ...-ზუსტად ის სიძლიერის სხივი და სიცივე გაუკრთა სახეზე რომელიც რამდენიმე კვირის წინ,როცა გამოუცხადეს სახელმწიფოს უნდა გადავცეთ შენი თავიო.
ყველაფერი მოფიქრებული იყო , ბებურიშვილი დათანხმებული. ახლა გადამწყვეტ ფაზაში შედიოდნენ - უფროსი უნდა დაეთანხმებინათ რაც არც თუ ისეთი ადვილი გახლდათ . მის კაბინეტში შესულები დიდი ხნის მანძილზე უხსნიდნენ სიტუაციას,იმას რაც მოიმოქმედეს და გაარკვიეს ანას მეშვეობით.ნახევარ საათიანი მსჯელობის მერე აღაჟღაჟებულმა მერაბმა წამოიძახა :
-და რატომ უნდა ავიღოთ ეს საკუთარ თავზე ამის გამოძიება და რატომ არ უნდა გააკეთოს ეს რიგითმა საგამომძიებლო ორგანომ ?
-იმიტომ ბატონო მერაბ რომ ჩვენ უშიშროების წარმომადგენლები ვართ , თავს ნუ იკატუნებ შენც მშვენივრად ხვდები რომ ეს უბრალო თავდასხმა არაა,არც ბავშვების გაუჩინარებაა უბრალო საქმე ...
-და ვინმემ გამოიძია? დააზუსტა ?
-აბა რას ვლაპარაკობ ამდენ ხანს ? ის გოგო იმიტომაც გვჭირდება,უნდა გავარკვიოთ მართალია თუ არა ! ...-მოუთმენლად წამოიძახა მესხიშვილმა და ისევ აქეთ-ი ქეთ მოჰყვა სიარულს.
- დაჯექი ! ... - წამოიძახა ამჯერად როგორც მეგობარმა და არა როგორც უფროსმა ნაჭყებიამ...-ახლა ამიხსენით რას გეგმავთ,როგორ წარმოგიდგენიათ ამის გამოძიება.
- ექიმებს დავავალებთ ბატონი ბებურიშვილის მდგომარეობაზე იცრუონ , ვითომ სახლში განუტევა სული და სულ ესაა,მერე ჟურნალისტებს მივაწვდით ინფომაციას ამ ცნობილი პოლიტიკოსის გარდაცვალების შესახებ და ჩვენი ბატონი თემურიც გარდაცვლილია რა ... - ხელები გაშალა ნოემ და ნიშნის მოგებით გადახედა მერაბს,რომელმაც ცინიკურად გაიღიმა და ასეთივე ტონით შეეკითხა .
-რა ადვილია ყველაფერი არა ? და პანაშვიდებს,გასვენებას რას მოუხერხებთ ?
-ვიტყვით რომ ბოლო წუთებში ბებურიშვილმა გადაწყვიტა სხეული მიწისთვის კი არა ზღვისთვის მიებარებინა და კრემაცია მოითხოვა . ფერფლას ვიშოვით თუ არადა ესეც არაა პრობლემა .
-ამას დაიჯერებენ თქვენი ჭკუით ?
-კარგი რააა ,ვითომ არ იცნობ ხალხს.ბრბო ხომ აღარაფერს უსმენს როცა გული ტკივილით აქვს სავსე ... -თქვა ბაჩანამ და სრული სერიოზულობით გადახედა ნაჭყებიას.
-მერე ? ... - იკითხა დაინტერესებულმა.
-მერე ჩვენს გოგოს მივიყვანთ დაწესებულებაში და განვაცხადებთ რომ ვიპოვეთ,ის ხომ გამოიქცა , მოვიფიქრებთ რაღაც დიდ რეალობასთან ახლოს მყოფ ამბავს და იქ დავტოვებთ , დამლაგბელს დაველაპარაკებით და ვეტყვით სახემწიფო საქმეს ემსახურებითთქო , ტან მცირე თანხასაც მივცემთ .
-და რომ გაგთქვათ ? როგორ ფიქრობთ თქვენ თუ დაგთანხმდებათ იმას უარს ეტყვის ვინც უფრო მეტს შესთავაზებს ?
-თუ შეაშინებ შვილით ან ახლო ადამიანით არავინ არაფერს არ იზამს და უღირსს კი არ შევარჩევთ,პატიოსანსა და მართალს.
-ახლა ყველაფერი გასაგებია ! შემდეგ რაცგაქვეთ ჩაფიქრებული უკვე ვიცი ... ახლა თქვენ მომისმინეთ , მე ამ საქმეს ავიღებ , სათავეში ჩავუდგები მაგრამ გახსოვდეთ შეცდომების უფლება არ გექნებათ და თუ არ დამტკიცდება დანაშაული საკუთარი თავით აგებთ პასუხს ადამიანის მკვდრად გამოცხადებასა და უდანაშაულოს დადანაშაულებისთვის.
-მზად ვართ ! ... - წამოიძახა ნოემ და გამარჯვებულის სახით გადახედა მეწყვილეს.
პატარა დეტალების განხილვის შემდეგ შენობიდან გამოვიდნენ და ერთ საკმაოდ საინტერესო ადამიანს ესტუმრნენ.

პ.ს მსუყე თავია , აბა თქვენ იცით.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent