შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამოცდა (თავი 2)


16-05-2016, 14:04
ავტორი Salivan
ნანახია 2 914

ერთხელაც ჩვენმა ყოველ კვირეულმა ჩხუბმა და კამათმა საჭიროზე მეტად სერიოზული სახე მიიღო. ძალიან ვაწყენინეთ და ვატკინეთ ერთმანეთს გული. ბოლომდეც ვერ ვაპატიეთ და გაურკვევლობაში გამოვეკიდეთ. არ იფიქროთ მხოლოდ მე ვიყო ოჯახში ამრევი. არც ჩემი ქმარია მამა აბრამის ბატკანი, მაგრამ რად გინდათ. მის უჟმურ ხასიათს ყველა თანამდებობით, პასუხისმგებლობით და გადაღლილობით ხსნის. განა მეც ვერ ვხვდები რომ საპასუხისმგებლო თანამდებობას მთელი ნერვული სისტემა და დრო სჭირდება. ჩემი უხასიათობის და ენამწარეობის გამო გიომ ჩვენი დასასვენებლად წაყვანა გადაწყვიტა.
-ახლა ყველაფერს აჯობებს ცოტა განვიტვირთოთ და ბავშვებს ჰაერი მოვუცვალოთ- განმიცხადა მშვიდად და ბორჯომში სასტუმრო დაჯავშნა. გადაწყდა მივდიოდით მე, ბავშვები და დედაჩემი.
ივნისის თვის პირველი დღეები იყო. არც ცხელოდა და არც ციოდა, თუმცა არა მე მციოდა, გულიც დამძიმებული მქონდა და ხასიათიც წამხდარი. განწყობა კი ბორჯომში ჩასვლამ კიდევ უფრო დამიმძიმა. დედაჩემი ვერ ჩამოდიოდა, ერთი დღე აგვიანდებოდა. გიორგი კი ვიღაცას დაბღვერილი აკვირდებოდა. არ ვიცი რა საფრთხე იგრძნო, ჩვენს მიერ დაჯავშნულ სასტუმროს კიბეებზე ჩამომავალ მამაკაცში ან ასე რამ გააღიზიანა, მაგრამ ფაქტია შუბლი მაშინვე შეკრა, წარბებს ქვემოდან გამომხედა და ხმადაბლა გამაფრთხილა „ძალიან ფრთხილად იყავით და სალომე ჭკვიანად იცოდე“. ამაზე ნერვები ისე მომეშალა რომ დამშვიდობებისას არც კი ვაკოცე. შეიძლება კაცი ყველა მოძრავ არსებაზე ეჭვიანობდეს? ისიც აღარ გამოიწია ჩემსკენ, ამაზე სულ გავგიჟდი და ცხვირპირ დაპრუწულმა დავუწყე ყურება. სულ ტყუილად. ბავშვები შეისუნთქა მგონი დამშვიდობებისას, საჭესთან მოთავსდა და საოცრად სევდიანი თვალებით ამომხედა. მე კიდევ ჩემს სტიქიაში ვიყავი გაბრაზებული, დაბოღმილი. ისე როგორ მიდის რომ არ მკოცნისთქო და ამიტომ სახეზეც არ ვუყურებდი. არ ვიცი ამ გაურკვევლობაში ვისი ბრალი უფრო მეტი იყო მისი თუ ჩემი, მაგრამ ფაქტია რაც მოხდა იმაში დამნაშავე ორივე ვიყავით.
ბარგის ნაწილი ამოლაგებული მქონდა, დარჩენილის ამოლაგება კი გიორგის წასვლისშემდეგ დავიწყე.ისეთ ხასიათზე ვიყავი რომ ერთი დაუმორჩილებლობა ბავშვების მხრიდან და ალბათ თავზე დავიმხობდი მთელ სასტუმროს. მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ ბავშვებმა სათამაშო კუთხის მოწყობა მთხოვეს. მეც პატარა ხალიჩა აივანზე გასასვლელ კედელთან მივუჩოჩე, რომელიც მთელ სიგრძეზე მინის კედლით იყო ამოშენებული, ფარდები გადავუწიე და ტანსაცმელების ამოლაგება განვაგრძე. დაახლოებით ოც წუთში ვიგრძენი როგორ ამიხურდა სხეულის მარცხენა ნახევარი. სახით დაიწყო, მხარზე და მკერდზე გადავიდა და მარცხენა ფეხზეც გავრცელდა. თავიდან ვერ მივხვდი რა მჭირდა, ხელს ხან სახეზე ვისვამდი და ხანაც მკლავზე. შეწუხებულმა სამგზავრო ჩანთას შევეშვი და ბავშვებისკენ ვაპირებდი გახედვას, რომ მათეს ხმა მომესმა
-დედიკო ვინ არის ეს კაცი? შეშინებულმა იმის გააზრებით რომ მეოთხე სართულის ჩვენს აივანზე უცხო კაცი იდგა, დენ დარტყმულივით შევხტი და სწრაფი ნაბიჟებით დავიძარი აივნის კარებისკენ. იქ კი კარებიდან ოდნავ მოშორებით, მოაჯირზე დაყრდნობილი გიორგის ანტისიმპატიების ობიექტი იდგა და გაღიმებული სახით აკვირდებოდა ბავშვებს...ახლა უკვე კი მე.
პირველი რაც თავში მომივიდა ის იყო, რომ ერთი კარგად გამომელანძღა და წასულიყო მომეთხოვა, მაგრამ მერე მივხვდი რომ ძალიან ქაჯური საქციელი იქნებოდა და ამიტომ ძალიან მშვიდად გამოვაღე აივნის კარი, ასევე მშვიდად მივესალმე და ფარდების ჩემოსაფარებლად გავიწიე, რომ საუბრის გაბმა დამიწყო.
-გამარჯობათ მე ნიკოლოზი ვარ, ნიკა. თქვენი მეზობლის-მეზობელი. ნომრებს გულისხმობდა ალბათ. ისე ვიყავი მისი თავხედობით გაბრაზებული რომ არც კი გავუღიმე, თხელი ფარდები ჩამოვაფარე და ამის მერე ვუპასუხე სასიამოვნოათქო. სახელის თქმის სურვილი ნამდვილად არ გამჩენია. იდიოტი რას ფიქრობდა საერთოდ? დამიდგა აქ. ერთი საათს ჩამოულები ვართ, ბარგს ვალაგებ, ოთახში ვეწყობით, იქნება და ვიცვლი... ეს კიდევ არხეინად დამდგარა აქ და ასე უტეხად იხედება ოტახში.
-არ გავიცნოთ ერთმანეთი?-არ მეშვება.
მეც მისი თავიდან მოშორების მიზნით ვეუბნები ჩემს სახელს და უკან-უკან სვლით ვცდილობ ოთახში შევიდე. რის შედეგადაც ოტახის კედელს ვეჯახები, ტვალს ვავლებ გარემოს და მხოლოდ ახკლა აღვიქვამ რომ ეს ჩემი აივანი კიდევ ოთხი ნომრის საკუთრებას წარმოადგენს. ეს კი ნამდვილად არ მესიამოვნა. ალბათ არც გიორგის უნახავს. ამის გაფიქრებაზე ჯერ სახე მეჯღუნება, მერე კი ჩუმად ვიცინი. წარმოვიდგენ გიორგის რა სახე ექნებოდა ამ ყველაფრის დანახვისას და ჩუმად ვფხუკუნებ. ნელა ვბრუნდები ჩემი დაუპატიჟებელი სტუმრისკენ, ნაძალადევად ვუღიმი ვემშვიდობები და კარს ცხვირის წინ ვუხურავ. ის კი რატომრაც არ ჩქარობს წასვლას, უბრალოდ ბრუნდება და ჩვენს მაგიერ ხედით იწყებს ტკბობას. ოთახის სიღრმიდან ვაკვირდები ძალიან სიმპატიურია, ცბიერი გამოხედვით და ირონიული ღიმილით. გაბეზრებული თვალებს ვატრიალებ, ჯანდაბაში ვაგზავნი და ჩემს საქმეებს ვუბრუნდები.
ორი საათისკენ სასტუმროს პერსონალი მატყობინებს რომ სადილობის დროა. ჩვენს ვწესრიგდებით, ვიცვლით და სასადილო ოთახის ძებნას ვიწყებთ. მეორე სართულზე ვპოულობთ, უზარმაზარი დარბაზია, ცალ-ცალკე განლაგებული მაგიდებით. ზოგი ფანჯარასთან დგას ზოგიც ოთახის შიდა ნაწილში. მე ბავშვებს მივყვები და ოთახის შუა ნაწილში ფანჯარასთან მდგარ მაგისდასთან ვთავსდებით. ხედი იმდენად ფანტასტიურია რომ სულ მავიწყდება სადილი და სრულიად ვეთიშები სამყაროს.
მერე კი როცა ხმაური მატულობს და ჩვენი მუცლებიც შიმშილისგან ბუყბუყს იწყებს, ვდგები ფოდნოსს ვიღებ და საჭმელს ვაგროვებ ბავშვებისთვის და ჩემთვის. თან ირგვლივ მოძრავ დამსვენებლებს ვესალმები, ისინიც ნაჩქარევად მეცნობიან და მაგიდებისკენ გარბიან. ყველას ძალიან შია როგორც ვატყობ, მეღიმება და მეც მაგიდისკენ ვიკვლევ გზას. და აბა თუ მიხვდებით ვის ვეჩეხები მაგიდებ შორის უხერხულად გაჭედილი? მისტერ ირონიას...ისევ ირონიულად მიღიმის, უტიფრად მავლებს თვალს ზემოდან ქვემოთ და გვერდით იწევა. მეც არ ვიმჩნევ შეძლებისდაგვარად მის ამ მზერას და გვერდს ისე ვუვლი რომ ვცდილობ არ შევეხო.არც მადლობას ვუხდი. მაგრამ გვერდის ავლისას მისი ხელი ზურგზე მეხება და მეც სასწრაფოდ ვიმართები ზურგში, შეხებისგან გასათავისუფლებლად. გაოცებული ტავს ვაბრუნებ და მის ცბიერ მზერას ვაწყდები. რა ჯანდაბა იყო ეს? ვითომ თავაზიანობის ჟესტი?
ბავშვებთან მივდივარ და დარბაზისკენ ზურგშექცევით ვჯდები მაგიდის შუაში, რომ სადილობისას ორივეს თანაბრად მივაქციო ყურადღება და დავეხმარო. მმმ რა გემრიელობები მოუმზადებიათ?... ბავშვებიც სიამოვნებით მიირთმევენ და მეც მათი შემყურე ვხალისდები. მერე ჩვენის გვერდით მაგიდიდან ხმები შემომესმიშ, თავს ვაბრუნებ და ისევ ირონიულ ღიმილს ვაწყდები. თურმე ოჯახი ყოლია, ულამაზესი ქერა მეუღლე, მგონი რუსია, და მათეს ასაკის ბიჭი. უემოციო სახით ვათვალიერებ მის ოჯახს, მარჯვენა წარბა ვქაჩავ და ჩემს თეფშს ვუბრუნდები. შეჭამა რა ტვინი...
ნასადილევს სასეირნოდ ბორჯომის პარკში მივდივართ. ნანახით აღფრთოვანებულ ბავშვებს ძლივს ვეწევი და ტელეფონზე უკვე მერამდენედ ვკრეფ გიორგის ნომერს. მხოლოდ ერთხელ მიპასუხა ზარზე სადილობამდე „ ჩავედი და სამსახურში მივბრუნდიო“ ზოგადად მოგვიკითხა და დამემშვიდობა. არც ამჯერად მიპასუხა. ერთ წუთში კი სმს-ი მომივიდა შინაარსით „ შეხვედრაზე ვარ და ვერ გპასუხბ“. რა უნდა მექნა? ჩემს თავს შევუძახე და ბავშვებთან ერთად გართობა დავიწყე. ხან რაზე ვიჯექით და ხან სად ვეკიდეთ. ნიჩბები მაყიდინეს და მთელი პარკი გადათხარეს. მთელი 4 საათი იქ გავატარეთ. ამ ხნის განმავლობაში კიდევ ერთი სმს-ი მივიღე გიოსგან. გვიან დარეკვას შემპირდა თუ მოახერხებდა. მე ჩვენი ძილის დრო შევახსენე და ბავშვები სულ მიწაზე ფორთხვით წავიყვანე სასტუმროში. ნუთუ საერთოდ არ იღლებიან? მე ძლივს ვიდექი ფეხებზე. ექვსზე ვახშამი გვიწევდა და მხოლოდ იმ პირობით წამომყვნენ რომ ხვალაც აქ გამოვიდოდით, ზეგაც და ასე უსასრულოდ...
სასტუმროსთან მიახლოვებულებს მისტერ ირონიის მეუღლე და შვილი წამოგვეწია. ქალმა ხალისიანად გამიღიმა, ხელი გამომიწოდა და დამტვრეული ქართულით გამეცნო. მეც თავაზიანად ვუპასუხე და დიალოგიც ავაწყვეთ.
თურმე ისიც ჩემსავით 7 წელია დაოჯახებულია და მხოლოდ 4 წელია რაც საქართველოში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. ანნა ჰქვია მას, დიმიტრი შვილს და როგორც უკვე ვიცით ნიკოლოზი მეუღლეს. არც ის მუშაობს ჩემსავით, მაგრამ იმასაც მივხვდი რომ სრული თავისუფლებითაც სარგებლობს, ზედმეტითაც კი. ამ საუბარში მათე და დიმიტრიც დამეგობრდნენ და დაჭერობანას თამაში დაიწყეს. ანნასთან და მის შვილთან ურთიერთობის საწინააღმდეგო არაფერი მქონდა, მაგრამ ის ირონიის დანახვაც არ მინდოდა.
-სალომე მარტო ხართ?- მეკითხება ანა.
-არა. დედაჩემს ველოდები ხვალ და მერე კი ნამდვილად დავიწყებ დასვენებას და გარემოთი ტკბობას.- ვპასუხობ მეოცნებე სახით და ამაზე ორივე ვიცინით.
ჩვენს სასტუმროს იმხელა ხეივანი აქვს წინა ეზოში რომ მის გავლას 5 წუთს ვანდომებთ ნელი ნაბიჯებით. ეზოს შუაგულიდან მისტერ ირონია გვეძახის. დაწნულ სარწეველა სკამში ჩაწოლილა და ღიმილს ძლივს იკავებს. რას ხედავს სასაცილოს ვერ ვხვდები. მათეს და დიმიტრის ვაცქერდები, გამწარებულები ერთმანეთის დაჭერას რომ ცდილობენ და მაშოს ვიყვან ხელში. ჩემი სიცოცხლე ხელებს მხვევს, თავს ჩემს ყელში მალავს და წამების შუალედით ლოყაზე მკოცნის. ამით ჩემი ბედნიერების მაჩვენებელი ზენიტს აღზევს და სახეც ბედნიერების ღიმილით მეწელება. მაშოს უფრო მჭიდროდ ვიკრავ გულში და ცოლ-ქმრის გვერდით ვტავსდები დაწნულ სავარძელზე.



№1  offline წევრი tatukaa

ულალაა ‹3 საინტერესოააა ძალიან და მალე დადეეე ‹3

 


№2  offline წევრი megikochiashvili

ოფისში გვესაჭიროება დამხმარე კადრები, საოფისე საქმიანობისთვის სხვადასხვა მიმართულებით, სტუდენტებისთვის დროის შეთავსებით, გრაფიკი დღეში 5 საათი, შერჩეული კადრი ადგილზე შეისწავლის საქმის სპეციფიკას, ასაკი 18-დან 38 წლამდე, ანაზღაურება 400-დან 700-მდე მზარდი, გასაუბრებაზე ჩასაწერად დამიკავშირდით. მეგი. ტელ: 597668787

 


№3  offline წევრი Salivan

tatukaa
ულალაა ‹3 საინტერესოააა ძალიან და მალე დადეეე ‹3

ვეცდები მალ-მალე გაგახაროთ

 


№4 სტუმარი m

istorias racsheexeba dzalianmomwons da isgioraari cota kargigaxaadera da tan maledaderogorc shedzleb! Xolo imgancxadebasrac sheexeba matyuara xalxia axdevienebn puls da mere arapers agaruxdian aqraga undat vervxvdebi :@

 


№5  offline წევრი Salivan

მადლობა შეფასებისთვის და ვეცდები აუცილებლად მალ-მალე დავდო.

 


№6 სტუმარი Ana

Rogorc vxvdebi tkuilad ar uechviania giorgis...

 


№7  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Aseti echvianoba ra sisulela

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent