სიყვარული მეორედაც მოდის (1 თავი)
რა ზანტად გადის დრო. თითქოს საათის ისრები გაჩერდნენ და დროც მის დროში გაიყინა, წინ საერთოდ აღარ მიდის თუ არ უნდა რომ წავიდეს ეს უკვე გასარკვევია, მაგრამ მე ვფიქრობ რომ არ უნდათ წინ წაწევა, რადგან არ უნდათ გათენდეს და დადგეს 23 თებერვალი. ვდგევარ ფანჯარასთან და უყურებ როგორ თენდება ნელა-ნელა და შავ უკუნ ცას ეპარება ჯერ ნაცრისფერი ღრუბლები და შემდეგ მტრედისფრად ჩანს, სუფთა და კამკამა ცა. რამდენი რამის დამნახავია მაღლიდან ეს ცა, და რა მდუმარედ დგას. რამდენ საიდუმლოს ინახავს და რომ ვერ იტევს ამდენ ტკივილს ცრემლებად ეშვება მიწაზე, ჯერ ნელა და შემდეგ კოკისპირულად. იქნებ მეც მითხრა ცაო ვინავარ მე? მე ხომ არ ვიცი ჩემი ვინაობაც კი, გარდა იმისა რომ ვარ ჟანეტ პეტროსიანი. გარდა იმისა რომ ხვალ 18 წლის ვხდები და უკვე სრულწლოვანი ვარ ხვალიდან მაგრამ, არ მიხარია, რატომ? იმიტომ რომ მარტოდმარტო ეული სული ვარ. წასასვლელი არსად არ მაქვს, მე არავინი არც მყავს და არავინიც არ ვარ. მხოლოდ ერთი ლილუ მყავს. ისიც ჩემსავით უპატრონო და მიუსაფარი. ამიტომ გაუგეთ ერთმანეთს რომ ერთმანეთის ტკივილი გვესმის. ჩვენ ორივე ხომ ჩვეულებრივი, არაფლით გამორჩეული გოგონები ვართ მაგრამ, არის ერთი განსხვავება მარტოები ვართ. რატომ გვარგუნა ღმერთმა ასეთი მწარე ხვედრი რომ სულ ეს წლები ვიღაცის ნატვრაში გავლიეთ. გაგეცნობით მე ვარ ჟანეტა პეტროსიანი. მაღალი, არც უსაშველო მაგრამ ჩემთვის საკმაოდ. შავი თმებით და შავი თვალწარბით. ლამაზი ხარო მეუბნებიან მაგრამ, მე არ ვთვლი ჩემს თავს ლამაზად მაგრამ, არც ულამაზო მეთქმის, უნდა ვაღიარო მწარედ რომ მე ნაკლი მაქვს, დამწვარი ვარ. მარჯვენა მხარეს ყელის არეში. ამიტომ სულ შარფებს ვატარებ. მაქვს მტკიცე მიზანი რომ უნივერსიტეტში ჩავაბარო და ეს უნდა შევძლო. ---ჟან არ გძინავს? -მომესმა ლილუს ხმა. ---არა ლილუ არ დამეძინა, ვფიქრობ, ხვალ აქედან რომ გავალ, პირველი რასაც გავაკეთებ ბინა ვიშოვო. პატარა ოთახიც მეყოფა ამ პირველ ჯერზე და მერე სამსახურია აუცილებელი არსებობისთვის! ---ჟან ხომ არ მიმატოვებ? მეც მალე შემისრულდება 18 წელი და სულ ერთად ხომ ვიქნებით? ---რა თქმა უნდა ლილუ, ჩვენ ერთად ვიქნებით და ყველაფერს ერთად შევძლებთ.ვიმუშავებთ და თავს გავიტანთ. ---ჟან მიყვარხარ. მე შენს მეტი არავინი არ მყავს!- დავინახე, როგორ ჩამოეღვარა თვალებზე ობოლი ცრემლები. --მეც მიყვარხარ და ნუ ტირი. ჩვენ ერთმანეთის იმედი ვართ და ასე იქნება ბოლომდე! -მოვეფერე ლილუს და ერთად დაგვეძინა ჩახუტებულებს. დილით ვიგრძენი ძილში რომ ვიღაცა გვიყურებდა და ზანტად გავახილე თვალები. თავზე მანანა დეიდა დაგვდგომოდა და ცრემლიანი თვალებით გვიყურებდა თან ბუტბუტებდა. ---ჩემი ბარტყები, გურამ შეხედე როგორ ჩასძინებიათ ჩახუტებულებს!- და მის უკან მდგარ მამაკაცს მიუბრუნდა. ---საცოდაობაა მაგათი დაშორება, მაგრამ ხშირად გაუშვებთ ლილუს ჟანეტთან და ასე გადალახავს ამ ოთახის სიმარტოვეს ლილუ! ---რათქმა უნდა ძვირფასო! ---გააღვიძე ჟანეტი და ჩემთან შემოიყვანე, მერე გასასვლელი ვარ და მოვაგვაროთ დღეს ეს საქმე!- უთხრა ბ.გურამიმ და გავიდა. მანანა დეიდა კი ჩვენსკენ წამოვიდა .--ჩემო ძილისგუდა ბარტყყებო გათენდაააა. ჟანეტ საყვარელო, გაიღვიძე დირექტორი გველოდება! ---დილა მშვიდობის მანანა დეიდა როგორ ხართ?- ზანტად გავახილე თვალები და გავუღიმე. ---მე რა მიჭირს შვილებო თქვენ როგორ ხართ? ჟანეტ დღეს მძიმე დღეა საყვარელო, შენი დაბადების დღე! --ვიცი წასასვლელად უნდა მოვემზადო ხო! ---წასვლამდე ბ.გურამთან უნდა შეხვიდე. ის ძალიან მნიშვნელოვანს რაღაცას გადმოგცემს შვილო! ---მართლა? და რას არ იცი? --არა დედა. ნუ მე ვიცი მაგრამ არ მაქვს თქმის უფლება. ეს წესია ასეთიდა ამიტომ იქ გაიგებ ყველაფერს. ლილუ შენ ჩემთან წამოდი ბარტყი,საუზმე მოვამზადოთ ერთად!- უთხრა ლილუს და ეგონა ვერ შევხედე და ჩემს შეუმჩნევლად თვალი ჩაუკრა ლილუს. მე გამეცინა და არ შევიმჩნიე. ---მე გავალ, ცოტა ხანში შემოვალ და დირექტორთან წავიდეთ. შემდეგ კი ერთ ადგილზე უნდა წაგიყვანო, მე თავად უნდა მიგიყვანო იქ. ეს სიურპრიზია და არ შემეკითხო რა არის. უბრალოდ მომენდე ხო? ---კარგი მანანა დეიდა დაგელოდებით. მანამდე ჩემს ნივთებს ჩავალაგებ,- ბევრი არაფერი არ მაქვს მაგრამ მაინც გადავავლებ თვალს ჩემს ოთახს. ბავშვებს დავემშვიდობები დღეს ხომ კვირაა და ყველა აქაა! დავტრიალდი ოთახიც მივალაგე, ჩემი ჩანთაც ჩავაწყვე და ბავშვებსაც დავემშვიდობე. დრო კიდევ დამრჩა და ისეც ჩავფიქრდდი რა სიურპრიზი ქონდა ჩემთვის მანანა დეიდას. უცებ მისმა თბილმა ხმამ გამომაფხიზლა. ---მზად ხარ ბარტყი?- შევხედე და დაუფარავად უთხარი. ---კი მზად ვარ მაგრამ, არ დაგიმალავ და მეშინია ძალიან დღევანდელი დღის! ---ნუ გეშინია ყველაფერი კარგად იქნება ჩემო ლამაზო. წავედით აბა ბ.გურამი გველოდება!- მივყვებოდი უკან და ფეხები მიკანკალებდა არ ვიცი რატომ დამეუფლა შიში ან რისი შიში ეს ვერ ამეხსნა ჩემი თავისთვის. მანანა დეიდამ ფრთხილად დააკაკუნა კარებზე სადაც გარკვევით ეწერა დიდი შავი ასოებით, ,,დირექტორი გურამ გურეშიძე''. ---დიახ! --ბატონო გურამ შეიძლება? ---მობრძანდით, მანანა ბავშვი მოიყვანე?- მანანამ თანხმობის ნიშნად გაუღიმა და მის უკან დამალული გამომაჩინა, გურამმაც მხნედ გამიღიმა- აი სწორედ თქვენთან მოვდიოდი ეხლა, სტუმარს როგორც კი გავაცილებდი. მოდი შვილო აქეთ მოდი და დამელოდე სულ ცოტა ხანი! ---ბ.ნიკოლოზ დაგიკავშირდებით. მომწონს თქვენი იდეა! ---კარგად ბრძანდებოდეთ ბ.გურამ. იმედია კარგად ვითანამშრომლებთ თქვენთან!- ყველას დაგვემშვიდობა და წავიდა. წამიერად ჩვენი თვალები ერთმანეთს შეეჩეხა და თითქოს ერთმანეთის სიღრმეში ჩავიძირეთ. ---ჟანეტ გილოცავ შვილო დაბადების დღეს. 18 წლის გახდი, უკვე სრულწლოვანი ხარ. იმედია სწავლას გააგრძელებ! ---გეგმები დიდია ბ.გურამ განხორციელება კი რთული. თუმცა უნდა შევძლო და გადავლახო სირთულეები. ჯერ წინ სერიოზული პრობლემებია და სწავლას რაც შეეხება თქვენ და მანანა დეიდას იმედს არ გაგიცრუებთ! ---მპირდები შვილო? არ მინდა შენი ნიჭი უმაღლესის გარეშე დარჩეს. საუკეთესო ექიმი დადგები ჟანეტ. შენ ტალანტი გაქვს და მიდრეკილება ამ მხრივ! ---გპირდები ბატონო გურა.! ---მოხსენი ეს ბატონო, მე ვარ შენთვის ძია გურამი ან ძია გური როგორც მოგიხერხდეს! ---კარგი გური ძია, ამიერიდან ასე დაგიძახებთ! ---კარგია მომწონს. ჟანეტ შვილო, როგორც იცი და შეგიხედავს აქაური წესებისთვის ეს ახალი არ არის შენთვის აქაური წესები. 18 წლის გახდებიან თუ არა ბავშვები აქედან მიდიან. დღეს შენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დღეა, უკვე დღეიდან 18 წლის ხარ, თავისუფალი და სრულწლოვანი. სამსახურზე უკვე არ იფიქრო გახვალ თუ არა შენი ადგილი გაქვს ერთერთ მაღაზიაში. შვილივით გამოგზარდეთ შენც და ლილუც და ეს სიყვარული არ განელდება არასდროს თქვენი ორის მიმართ. მე და მანანამ დღეს მნიშვნელოვანი რამ უნდა გადმოგცეთ, ეს ერთადერთი რამაა რაც გაქვს შენი მშობლებისგან, უფრო სწორად დედისგან! -თვალები გამიფართოვდა და უცებ უთხარი; ---ამდენი წელია აქ ვარ და არასდროს არ გიხსენებიათ რომ დედა მყავს. უბრალოდ მითხარით რომ ცოცხალია, ან რატომ მიმატოვა?- აცრემლიანებული თვალებით მივაჩერდი მანანა დეიდას. ვხედავდი, ვატყობდი მათაც უჭირდათ ამ თემაზე საუბარი. ვხედავდი როგორ იკავებდა თავს და გულიდან წამოსულ ცრემლს ისევ შიგ გულში აბრუნებდა. ---ჟანეტ აი ეს შეკვრა, ანუ ეს ყუთი გეტყვის ყველაფერს. მაგ კითხვებზე პასუხს ეს ნივთები გაგცემს.- წყნარად მითხრა მანანა დეიდამ და მომეხვია. -მხოლოდ გახსოვდეს შვილო და გჯეროდეს,რომ შენ მას მისი ნებით არ მიუტოვებიხარ. მას მეტი გზა არ ჰქონდა, -ცრემლიანი თვალებით და ხმის კანკალით მელაპარაკებოდა. გური ძიას გადავხედე იმ დროს რომ ჩუმად მოიწმინდა ცრემლი და ფანჯრისკენ შებრუნდა. ---როგორ მიხარია რომ თქვენგან ვღებულობ იმ მშობლურ სითბოს რომელიც 18 წელია არ მიმიღია და არ მიგრძვნია ჩემი მშობლებისგან. ---ნუ განსჯი მათ მანამდე, სანამ სიმართლეს არ გაიგებ ჩემო გოგო. ეხლა გახსენი ყუთი და ჩვენ დაგტოვებთ- უცებ ფეხზე წამოვდექი და შეშინებულმა ვიყვირე' ---არა, არ წახვიდეთ, აქ იყავით. მე ვერ შევძლებ მარტო- ხმა ამიკანკალდა, მაგიდასთან მივედი და ყუთი გავხსენი. სადაც კონვერტი იყო. ამოვიღე და დავხედე სადაც ეწერა ,,ჩემს ჟანეტს''.და პომადისგან ზედ მიკრული იყო მარკასავეთ ,,კოცნა''. სულ ერთიანად ვკანკალებდი. წერილს ვუყურებდი, მერე გავხსნი. შიგ ნივთები იყო, ჩემი დაბადების დღის მოწმობა. ორი ოქროს ძველებური მაგრამ ძალიან ლამაზი ბეჭედი, ერთი სამაჯური რომელსაც ჩემი სახელი ეწერა, ერთი ოქროს საკმაოდ ძვირად ღირებული ცეფი თავისი მედალიონით, რომელიც გავხსენი და შიგნით წყვილის შავ-თეთრი ფოტო იდო. მივხვდი რომ ისინი ჩემი მშობლები იყვნენ. ბანკის წიგნაკი სადაც ზედ სოლიდური თანხა იდო და ძლიან ლამაზი თოთო ბავშვის ჩასასმელი, რომელსაც ერთ-ერთ კუთხეში ლამაზად ამოქარგული იყო ერთი სიტყვა ,,მაპატიე''. რა ხდება ნუთუ წინასწარ ქონდა განზრახული ჩემი მიტოვება? არ მინდა ასე ვიფიქრო მაგრამ, ჯერ წერილს გავხსნი და ის გამცემს ამ კითხვაზე პასუხს. განა ეს არ მითხრა მანანა დეიდამ და ძია გურიმ? ---ვიცი რომ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა წავიკითხო მაგრამ თქვენ ხომ არ მეტყვით ამ წერილის წაკითხვამდე ამ სიტყვის მნიშვნელობას?! ---ჩვენ, ვერც მე და ვერც მანანა ვერ აგიხსნით იმაზე უკეთ, რასაც აგიხსნის ეს წერილი შვილო! -შუბლზე მაკოცა ძია გურიმ და მეც მომეცა ძალა რომ ისინი გვერდით მყავდნენ დავძლიე შიში და წერილი გავხსენი. --,,თუ უკვე წერილს კითხულობ, ესე იგი სრულწლოვანი გახდი და უკვე დიდი გოგო ხარ. ალბად იმ ამოქარგულმა ერთმა სიტყვამ დაგაბნია და მის ახსნას ელოდები. თავად მიხვდები შვილო წერილის შინაარსი საით მიუთითებს. იყო დედა ეს ნამდვილად დიდი საჩუქარია უფლისგან, როცა შენი არსებობა გავიგე, ჯერ კიდევ სულ პატარა, პაწაწინა ჩემს სხეულში, ჩემს მუცელში იყავი და დღითი დღე იზრდებოდი. როგორ მიხაროდა რომ დედა გავხდები და მეც შევიგრძნობ ამ გრძნობას ბოლომდე ქალურობას, როგორც ყველა სრულუფლებიანი ქალი. მაგრამ ვერ შევძელი. ჯერ კიდევ რაღაც კვირეების რომ იყავი, იქედან მომიწია შენი დაცვა. მეგონა ბოლომდე დაგიცავდი და შენს გამო მთებსაც კი გადავდგამდი მაგრამ, მაპატიე ესეც ვერ შევძელი. სუსტი გამოვდექი დედურ გრძნობასთან. ცხოვრებამ არჩევანის წინაშე დამაყენა სადაც მე შენი სიცოცხლე დავაყენე ჩემზე და ყველაზე წინ. არ შემეძლო წინ აღვდგომოდი მხოლოდ ჩემს დაავადებას და შენ დაგითმე ცხოვრების ფერადი ბილიკები გასავლელად, შენ გადაგარჩინე და უსუსური, სულ მთლად დაუცველი მიგატოვე. მხოლოდ ერთი კოცნას ვნატრობდი გამეყოლა თან, ეს კოცნაც ნატვრად წავიღე. გახსოვდეს შენ ჩემი უზარმაზარი, ჩემში დამარხული სიყვარულის ის ნაყოფი ხარ, რომელიც ვერ გაიშალა. ეს არაფერია ,კიდე გაუძლებდი ყველა გაჭირვებას მძიმე სენი რომ არ შემყროდა. მიყვარხარ ჩემო სულის სინათლევ. მე ყოველთვის შენს გვერდით ვარ, თმებზე გეფერები ღამე და შენი თმის სურნელით ვთბები. ფეხებზე დავიკიდებდი სიღატაკეს, არქონებას, ცივი პური მეჭამა და შენს გვერდით ვყოფილიყავი. შენთვის თვალებში შემეხედა სუფთად და უშიშრად. ვიცი გაგიჭირდება მაგრამ, თუ ოდესმე იპოვნი შენს მამას, რომელიც უდანაშაულოა შენს წინაშე, აპატიე შვილო და ეხლა ამ ასაკში მაინც იგრძენი დედის თუ არა მამის სითბო. შენ შეძლებ ამას, შეძლებ ძლიერი ხარ და გაუმკლავდები ტკივილს. არ დაეცე ჩემო სიხარულო, ცხოვრებამ არ დაგაჩოქოს, თვალი გაუსწორე მას და ამაყად გაიარე. გახსოვდეს რომ შენც გაქვს ცხოვრების უფლება. მე არ მოგცემ დაცემის საშუალებას, შენ მყარად უნდა დადგე და ყველას დაანახო შენი სიძლიერე. მე არ ვნანობ არაფერს, შენს გაჩენას შეცდომას ნუ უწოდებ. სიყვარულის უფლება ყველას აქვს, შენ არ ხარ ერთი ღამის სიამოვნება, შენ ჩემი დიდი სიყვარულის ნაყოფი ხარ შვილო. შენი დედა ლიკა პეტროსიანი. მამის ვინაობას გურამი და მანანა გეტყვის. მშვიდობით, მე სულ შენთან ვარ, მაპატიე ყოველი ის წუთი რომელიც ჩემს გარეშე გაატარე, როდესაც ნატრობდი დედის სითბო გეგრძნო და შენს გვერდით არ ვიყავი, მაპატიე უჩემობა მაპატიე“ ---გეხვეწებით, ამიხსენით ეს ყველაფერი რას ნიშნავს. თქვენ ყველაფერი იცოდით? ---ჯერ კიდევ რაღაც უნდა გადმოგცეთ და მერე გეტყვით. დადგა სიმართლის დრო რომ შენც გაიგო სიმართლე!- ძია გური ადგა სეიფი გახსნა, იქედან რაღაც საქაღალდე გადმოიღო, მერე ტელეფონზე დარეკა და შემომხედა. მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა --- წავედით! -ის ყუთი და ყველაფერი, რაც მაგიდაზე იყო ლამაზად ჩავაწყვე ჩანთაში და მეც მათ გავყევი უკან. არ გვივლია ბევრი, მანქანა ერთ ბინასთან გააჩერა და ყველამ ყურადღება მოგვაქცია უცხო ხალხს. ბინის წინ ბიჭები აბირჟავებდნენ, როგორც ჩანს ესენი უბნის ზედამხედველები იყვნენ. ყველაფერი მეუცხოვებოდა მე ხომ ბავშვთა სახლის გარეთ არსად არ ვყოფილვარ. ბინა ძალიან მომეწონა მაგრამ, ვერ ვხვდებოდი რატომ მომიყვანა აქ. ---წამოდი შვილო ხელი მომკიდა მანანა დეიდამ და ბინაში შევედით. მესამე სართულზე ავედით, გური ძიამ ერთერთი ოთახის კარი გააღო და შიგნით შემატარა. ლამაზი და მყუდრო ბინა იყო ნათელ ფერებში. ---მანანა მე წავალ, შენ დარჩი ბავშვთან და მეც მალე მოვალ, მაცივარი ცარიელია და მარკეტში ჩავალ! -მივხვდი ჩვენი მარტო დატოვება უნდოდა. ---მოდი დაჯექი ჟანეტ, არ შემაწყვეტინო შვილო. ორივენი დივანზე ჩამოვსხედით, ვიცოდი, იქიდან წამოსვლისას ბევრ საიდუმლოს აეხდებოდა ფარდა, ბევრ რამეს გავიგებდი, ბევრი სირთულის გადალახვა მომიწევდა, მაგრამ ასე უცებ, მზად არ აღმოვჩნდი, ერთიანად კანკალმა ამიტა. უცხო გარემო არც თუ ისე არგად მოქმედებდა ჩემზე, მაგრამ იყო რაღაც, სხვა ამოუხსნელი გრძნობა, რომელიც სიმშვიდისკენ მომიწოდებდა, რომ მე ძლიერი უნდა ვყოფილიყავი, რომ მე უკვე სხვა ვიყავი, იმ წმიდან როდესც კონვერტი გავხსენი და სიტყვ აუხსნეად დარჩა. ----------------- საღამო მშვიდობისა ჩემო კარგებო, ისევ დავბრუნდი ახალი ისტორიით, მახარებთ, მაბედნიერებთ და სტიმულს მაძლევთ რომ უკეთესად ვწერო. სურათზე ჟანეტი და ლულუა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.