შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლამაზი გრძნობა (თავი 8 დასასრული)


18-05-2016, 13:52
ავტორი unijo mwerali
ნანახია 1 799

ერიკმა მანქანაში ჩასვა და წაიყვანა თავის სახლში,კარებები ჩაუკეტა.მერე ისევ გადაიკიდა ზურგზე და შეიყვანა სახლში.მდივანზე დასვა,კარები ჩაკეტა დანარჩანი ისედაც ყველაფერი დაკეტილი იყო.შემდეგ თვითონაც გვერდით მიუჯდა:
- რატომ მომიტაცე?
- მინდა ვილაპარაკოთ და შეგაგნებინო რომ მთელი არსებით მიყვარხარ!შენს დათმობას არ ვაპირებ!_მკაცრი მაგრამ ტბილი ხმით უთხრა.
- მისმინე!რატომ უნდა ვილაპარაკოთ მაშინ როცა სათქმელი უკვე აღარაფერია.ახლა გამიშვი მე ჩემს გზაზე წავალ შენ შენასა მიხედე._მშვიდამ მოუყვა.
- შენ არ იყავი ვინც ამბობდა რომ "ჩემი შენდამი სიყვარული მარადიულია და არასოდეს გაქრებაო"?
- არც გამქრალა...ჯერ-ჯერობით...მაგრამ მაშინ არ ვიცოდი საცოლე რომ გყავდა!_წყენით,იმედგაცრუებით და სიბრაზით წარმოთქვა სიტყვები და ფეხზე წამოვარდა.
- ა რ მ ყ ა ვ ს ს ა ც ო ლ ე!მამიდაჩემმა მოგატყუა!_მკაცრი ხმით დაუმარცვლა სიტყვები და ისიც წამოდგა ფეხზე.
- ეგ რატომ უნდა გაეკეთებინა?_დაიბნა გოგო.
- იმტომ რომ ხედავდა როგორ ვიტანჯებოდი მაშინ როცა აქ არ იყავი,თუნდაც როგორ ვეჭვიანობდი შენს ფრაგ კურსელებზე და მეგობრებზე სულ იმას მიმეორებდნენ დაანებე მაგ გოგოს თავი და ისეთი აირჩიე რომელიც სულ შენს გვერდით იქნებაო._დაწვრილებით აუხსნა სიტუაცია.
- მითუმეტეს ახლა უფრო მეტი შანსი გაქვს._ასე ჯიუტი მას შემდეგ გახდა რაც ორსულია ყველა გრძნობა უმძაფრდება და ამან უფრო ნერვიული გახადა.
- მაინც ჯიუტობ!_ადა საკუჭნაიში შეირბინა.თოკი მოძებნა,გამოიტანა და გასასვლელის ძებნაში გართული გოგოს შეუერთდა,მკლავში ხელი წაავლო.
- რა გინდა?_შეუღრინა.
- ისეთი არაფერი._მშვიდად უპასუხა.-ცოტახანი დამელოდე._სკამზე მიაბა.თვითონ კი გარეთ გავიდა,ცოტახანი იფიქრა და ისევ უკან შებრუნდა.ის ხელბორკილი აიღო,ბელა სკამიდან ააყენა და თავისი და ბელას მარცხენა ხელებზე გაიკეთა.
- ახლა რაღა მოიფიქრე?_დაინტერესდა.
- ვცდილობ არ დაგკარგო!_მშვიდად უპასუხა ბიჭმა.
- არა!ახლავე გამიხსენი ხელი!_მკაცრი გახდა გოგო.
- მაგას ვერ ვიზამ!_სიმშვიდეს არ კარგავდა ერიკი.
- რატომ?ყველგან ვერ შემომყვები!
- რატომაცარა ეგ უფრო დაგვაახლოვებს.
- იქნებ მე არ მინდა?!
- ვეღარაფერს შეცვლი გასაღები არ გამომირთმევია.
- რა ქენი?
- არ გამოვართვი!
- შენ ხარ ყველაზე იდიოტი,დებილი და ალოგიკური ადამიანი!_ხმამაღლა უყვირა ერიკს.-არა რა შენ რატო შემი..._უცებ გაჩერდა.-ვაიმე ცუდად ვარ...
- რა გჭირს?
- გული მერევა...
- სააბაზანოში წამოდი აქეთაა._სამზარეულოში შეიყვანა,იქ ერთ-ერთი კარი გააღო რომელიც პატარა დერეფანში გავიდნენ,დერეფნის ბოლოს კი ერთი კარი იყო.კარის გაღება ძლივს მოასწრო...ნიჟარაში ხელები დაიბანა.სააბაზანოდან გამოვიდნენ.სამზარეულოსთან მისულმა ბელამ უთხრა:
- აუ ერიკ მომშივდა ძალიან...
- საჭმელის გაკეთება იცი?_სამზარეულო ყველანაირი ტექნიკით იყო აღჭურვილი,ადამიანს იქ ტრიალი.სკამზე ჩამოსხდნენ.
- კი ვიცი!
- პროდუქთები მაცივარშია._წამოდგა ბელა.-აუ!მეტკინა!_თვითონაც წამოდგა.
- ჩემი რა ბრალია?შენი იდეა იყო!
- ხო კარგი.მეც მოგეხმარები._ორივენი ადგნენ,მაცივართან მივიდა,გამოაღო და ნატურალური პროდუქტი გამოალაგა და სალათის მზადება დაიწყო.სახლი დროებით იყო დაკეტილი მაგრამ დილით დამხმარე ქალს დაურეკა და სახლის დალაგება სთხოვა და პროდუქტიც მას აყიდინა.
- სალათის გაკეთებას აპირებ?
- კი.მე მინდა.კარგად გაქვს დალაგებული.
- დილით დამხმარეს ვთხოვე ყველაფერი მოეწესრიგებინა.
- რატომ?
- აქ ვაპირებდი დარჩენას და იმიტომ._პროდუქტებს რეცხავდნენ,სალათის რეცხვის დროს ბელამ შემთხვევით შეასხა წყალი,ბიჭმა სალფეტკით მოიწმინდა.
- ბოდიში არ მინდოდა._გაღიმებულმა გააგრძელა რეცხვა.
- არაუშავს.ეს მაინც ჩემი იდეა იყო._მშვიდად გაიღიმა და მიხმარება განაგრძო.მალე გაამზადა სალათი,მაცივრიდან მარწყვი და ყინული დამოიღო,ბლენდერში ჩაყარა და ცოტა ნაყინი ჩაამატა და ორი ჭიქა ნატურალური წვენი გაამზადა.ისადილეს.ბიჭმა ბელას მამას დაურეკა და დაამშვიდა:"ყველაფერი კარგად არის ცოტახანი აქ იქნება და დამშვიდებული დაგიბრუნდაბათ."მერე დედამისსაც დაურეკა:
- ჩემთან იქნება რამდენიმე დღე დავამშვიდებ და საღსალამათს და კარგ ხასიათზე მყოფი დაგიბრუნდებათ._აალაგეს მაგიდა,ჭურჭელი დარეცხეს,როცა მორჩნენ სწრაფად წამოიძახა:
- ერიკ ჩქარა.
- რა მოხდა?
- გული მერევაააა..._სწრაფად გაიქცა იმავე სააბაზანოსკენ და რა თქმა უნდა ერიკიც თან გაიყოლა.მალევე გამოვიდა.მოწესრიგდა.მისაღებში შევიდნენ და მდივანზე დასხდნენ.ბიჭს ფილმის ყურება უნდა,გოგოს წიგნის კითხვა მშვიდ გარემოში,მაგრამ ვინ აცადა...გაბრაზებულმა მდივნის პატარა ბალიში აიღო,ერიკს მხარზე დაადო და თავი დადო.შორს ვერ წავიდოდა.ერთი ფილმს უყურებდა მეორეს ეძინა.ფილმის დასასრულს თავი დაადო ბელას და მანაც დაიძინა.ბელა გაბრაზების გამო სიმართლეს არ უმხელდა და ცოტახნით საიდუმლოდ დაიტოვა,თუ დაიმსახურებდა მერე ეტყოდა.
ერთი კვირა გავიდა.გოგო საზხლს ალაგებდა და რა თქმა უნდა ერიკიც ეხმარებოდ.სამჯერ ორივე ერთად ჭამდნენ თუმცა ბელას ხშირი მოთხოვნის გამო სამზარეულოდან იშვიათად გამოდიოდნენ,მერე სააბაზანოში გარბოდა.შხაპს არ იღებდნენ,ერიკი მონა იყო ბელა ბატონი.მდივანზე ეძინათ დამსხდრებს.ერიკის თხოვნით თმას ის უვარცხნიდა,ყველაფერზე ლაპარაკობდნენ სულელუ თუ სერიოზულ საკითხზე.ერთხელაც თემა შეეხო შეყვარებულებს.
- ერიკ შენი საცოლე არ მოგენატრა?
- არ მყავს ეს საცოლე რას ჩააჯინდი!
- შენი ბრალია ორი დღეა შხაპი არ მიმიღია,ნორმანულად არ დამიძინია და დამისვენია.
- ჩემი კი არა შენი ბრალია თავიდანვე უნდა გეღიარებინა ჩემი სიყვარული და არაფერი მოხდებოდა.ხო მართლა ჩემი საცოლე რომ მოიკითხე შენი შეყვარებული არ მოგენატრა?შენი ძველი სიყვარული?
- ვინ მაიკი?
- ხო აბა სხვა ვინ?
- შენ რა ჩემს მამიდაშვილზე ეჭვიანობ?_სიცილი აუტყდა ბელას.
- ვინ არის?!_სიბრაზე შეერია ხმაში.
- მამიდაშვილი._ძლივს მოითქვა სული.
- ახლა გახდა მამიდაშვილი?უკვე ხუთ წელზე მეტია ერთად ხართ?
- რაც თავი მახსოვს სულ იყო,უბრალოდ არ ვამხელდი ასე შემაწუხებელ ხალხს ვიშორებდი.თანაც მაშინ უკვე სენ მიყვარდი._უდარდელად ჩაილაპარაკა.
- როდის შეგიყვარდი?_ინტერესით შეხედა.
- უხერხუკი შეკითხვა არ არის?
- რატო მე მაინტერესებს.
- კარგი.პირველად რომ დაგინახე არ მომეწონე,ერთი თავხედი ბიჭის შთაბეჭდილება დამიტოვე,შენი და როცა დაიცავი მაშინ მთლად წყალ წაღებილი არ მეგონე.და ასე ნელ-ნელა მიყვარდებოდი.შენ?
- მეც ნელ-ნელა ზუსტად არც კი ვიციასე ხშირად რატო ხდები ცუდად?
- არ ვიცი...
- აღარ შევრიგდეთ?უკვე მეორედ ავუხსენით ერთმანეთს სიყვარული.
- რაღაც მე ეგრე არ მახსოვს?
- სხვებიც იყო მარა არ ითვლება.
- ეს ორი რითია განსაკუთრებული?ან რომელი?
- ერთი არის პირველად რომ გითხარი,მეორე კი ეს როცა ვიჩხუბეთ და ძალიან მინდა შეგირიგდე._მიიწია და აკოცა.
- ვერც ახლა დაგარწმუნე შერიგებაზე?
- ჯერ ვერა._ისევ აკოცეს.-შეიძლება._აღარ შეუწყვეტიათ მანამ სანამ ერიკის ტელეფონმა არ დარეკა,ჯერ არ პასუხობდა მერე მობეზრდათ გაუთავებელი ზარი და უპასუხა.
- გისმენთ.
- ერიკ მე ვარ ალბერტი.
- დიახ რამ შეგაწუხათ?_თავაზიანად კითხა.
- ჩემი პატარა გოგო მომენატრა შენთან არის?
- არა მალე მივალ..._გაუთიშა და ხუთ წუთში ისევ დაურეკა.ამჯერად ბელამ უპასუხა.
- ალო მა მე ვარ როგორ ხარ?
- კარგად სიხარულო.რომ აღარ დამირეკე ვინერვიულე.
- ნუ გეშინია კარგად ვარ,ცოტახანი კიდევ დავრჩები და მერე ჩამოვალ.
- კარგი და ტელეფონს რატომ არ პასუხობ?უბრალოდ არ მინდა ვინმემ შემაწუხოს და გამოვრთე,ეხლავე ჩავრთავ.
- კარგი მაშ არ მოგაცდენ კარგად გაერთე.
- გკოცნი მა.
- მეც ჩემო პატარა._გაუთიშა ტელეფონი ბელამ და ერიკს თავისი ტელეფონი მოსთხოვა:
- ერიკ ჩემი ტელეფონი დამიბრუნე!
- რატო უნდა დაგიბრუნო?
- მამაჩემი მირეკავდა თურმა...
- კაი მამაშენის ხათრით მხოლოდ.წამო._კიბეებს აუყვნენ.
ერთ-ერთ ოთახში შევიდნენ.ოთახი გადატვირთული იყო უამრავი ნივთით რმოლელიც კარგად დაკვირვაბის შემდეგ მიხვდა იქ ყველაფერი იყო რაც ყველა მათ შეხვედრას უკავშირდება,სამაჯურები,ყელსაბამები,ყელსახვევი,ხელით დამზადებული მძივები,ხელოვნური ყვავილები,სურათები.ბელა ერთ ადგილას გაიყინა.
- ბელა რა მოგივიდა?
- არა...არაფერი..._მაგიდასთან მივიდა ერთ-ერთი ყუთიდან ტელეფონი ამოიღო და მიაწოდა,მანაც გამოართვა ჯერ კიდევ შოკში მყოფმა.ტელეფონი ჩართო.მწერე უეცრად მოუნდა სურათების დათვალიერება მაშინვე მიაჩეჩა თელეფონი ერიკს და დაიწყო დეტალურად ყველაფრის შესწავლას.ჩართვის თანავ ტელეფონი ლამის აფეთქდა უამრავი გამოტოვებული მესიჯები და ზარები შემოვიდა,ბიჭმა მათი კითხვა დაიწყო.ერთი ნომერი განსაკუთრებით აქტიურობდა "ალექსი" რომელიც წერდა:"სიხ სად ხარ?როგორ ხარ?""საყვარელო სად დაიკარგე?""ფისო რამდენჯერ გითხრა ასე ნუ იკარგები-თქო?"და ასე უამრავი მოდიოდა და მოდიოდა.ერიკი კი ნელ-ნელა ბრაზდებოდა.ბოლოს ვეღარ მოითმინა.
- იზაბელა ეს რა არის?!_სწრაფად შემოაბრუნა.
- რას გულისხმობ?_თვალებში შეხედა.
- აი ამას._ტელეფონი სახეში ააფარა,ბრლამ ცოტა შორს დაიჭირა და ისე გადაათვალიერა მესიჯები.
- ვაიმე რა საყვარელია..._გადაიკისკისა გოგომ.
- საყვარელია?!აბა მე ვინ ვარ?
- არ მითხრა რომ ალექსზე ეჭვიანობ?_ისევ აკისკისდა.
- რატომაც არა?რა გაცინებს ერთი ის ამიხსენი?!
- გაბრაზებული და ეჭვიანი ძალიან საყვარელი ხარ!
- გოგო ნორმანული ხარ შენ?!
- კი სავსებით.ვერ ვხვდები რა არის ცუდი მიაში თუ შემმა მეგობარმა ალექსმა მომწერა?_სინამდვილეში ალექსანდრა ერქვა ბელას კი მისი სახელი შემოკლებით ეწერა.ამ დროს ერიკის ტელეფონზე დაურეკეს(რომელიც ჯიბეში ედო).
- გისმენ ევა.
- ერიკ მამაშენი ჩამოვიდა და შენი ნახვა უნდა.ჩემთან არის.
- ახლა დაკავებული ვარ გავთავისუფლდები და მოვალ.
- კარგი._გაუთიშა ტელეფონი.
- რამე სერიოზულია?
- არა მაგრამ ეს უნდა მოვიხსნათ._ხელი აწია.
- რატო?
- მამაჩემი ჩამოვიდა.
- მერე ასე შევხვდეთ.
- მინდა ჯერ შევამზადო.
- რა იყო გოგოს პირველად აცნობ ოჯახს?_იროონიით წარმოთქვა.
- არა მაგრამ საცოლეს პირველად გავაცნობ.
- აჰა!ხო ვამბობდი!
- რა სულელი მყავხარ!_გაიცინა ბიჭმა.-ის საცოლე შენ ხარ.
- კაი რა მოიფიქრე?
- ჯერ ეს უნდა მოვიხსნათ.
- ხო მაგრამ შენ გასაღები არ გაქვს.
- ხო და ვისაც აქვს იმას მივაკითხოთ.
- იმ შენ დებილ ძმაკაცთან?
- დებილი რატოა?
- აბა სხვა ვინ განდობდა შენ ხელბორკილს გაურკვეველი მიზნისთვის?
- ნამდვილი მეგობარი.
- კაი ერთი.
- კაი.ახლა მოვიფიქროთ ისე როგორ მივიდეთ იქამდე რომ არავინ შეამჩნიოს.
- რას გულისხმობ?
- შენი აზრით რას იფიქრებენ ასე რო დაგვინახავს?_ხელი აწია.
- ეს როგორ უნდა მოვახერხოთ?
- ზემოთ სხვენია იქნებ იქ ვიპოვოთ რამე საჭირო ნივთი._მეორე სართულზე ერთ-ერთი კარი გააღო,მერე ისევ კიბეს აუყვნენ.ოტახში უამრავი ყუთი იყო,შეუდგნენ ძებნას.
- არ ვიცოდი აქ თუ რამე იყო.
- მერე რა აქ ხარახურები და ძველი ნივთები აწყვია._ამის შემდეგ ხმა აღარ ამოუღია.20 წუთი ძებნის შემდეგ ერთ ქალის პანჩოს მიაგნეს.ბელას წელამდე წვდებოდა ასე უფრო იოლი იყო დამალვა.ყოველი შემთხვევისთვის სახლიდან გასვლისას ხელი ჩაკიდეს ერთმანეთს.სახლის კარი დაკეტეს.მანქანაში ძლივს ჩასხდნენ,საჭის მხრიდან გააღეს კარი ჯერ ბელა ჩაჯდა,მერე ბიჭი რომელიც საჭესთან დაჯდა.
მანქანა პოლიციიის წინ პარკინგზე გააჩერა.ჯერ ლიზა ცოტათი გადაიწია,მერე ერიკი გადავიდა და ბელას მიეხმარა გადასვლაში.მხრებში გასწორდა,ერთმანეთს ხელი ჩაკიდეს.შევიდნენ და ერთ პოლიციელს კითხეს:
- უკაცრავად ტომი ჯონსონი აქ არის?
- დეტექტივი ჯონსონი?_ერიკმა თავი დაუქნია.-დიახ აქ არის.
- შეგიძლიათ გადასცეთ რომ ერიკ გავალიერი გკითხულობსო?
- ერთი წუთი..._გავიდა და სამ წუთში მოიყვანა ტომი.
- ერიკ რა მოხდა?
- შეიძლება ცალკე ვილაპარაკოთ?
- კარგი წამოდით._თავის კაბინეტში შეიყვანა.
- სერიოზულია რამე?_კარი დაკეტა თუ არა კითხა.ბელა ახლოს მივიდა რაც ძალა ქონდა სილა გააწნა.-აუ!მეტკინა!კი მაგრამ რისთვის?
- რისთვის?აი ამისთვის_მარცხენა ხელი აწია.
- ეს რა არის ბიჭო?ამისთვის გამომართვი?
- ალბათ.კი მარა გასარები ვერ მიეცი?ერთი კვირაა წესიერად არ მძინებია!
- არადა ამ დროს მთელი დღე ან ეძინა ან ჭამდა.
- მომისმინეთ!ახლავე თუ არ მომხსნი ამას ხელიდან ორივეს დაგხოცავთ!_ბრძანებასავით ჟღერდა,თუმცა ატყობდა ცუდად ხდებოდა.
- ხომ გაიგეთ ბრძანება დედეკტივო ჯონსონ?
- ეხავე!_ჯიბიდან გასაღები ამოიღო,ერიკთან მივიდა და გახსნა დაუწუო.
- ჯერ მე გამიხსენი გთხოვ რა?!_მანაც თხოვნა შეასრულა.ბელა ფეხზე ძლივ იდგა.ხელი გაითავისუფლა თუ არა მაშინვე გონება დაკარგა.ტომმა გასაღები ერიკს მიაწოდა თვითონ მივიდა ბელასთან და გამოფხიზლებას.თავი წამოაჭევინა:
- ბელა! ბელა!_უძახდა,მერე ერიკს ჩააბარა თვითონ კი აფთიაქის ყუთი მოძებნა და ამოიღო სადენზიფექციო სპირტი და შეასუნთქეს.იმწამსვე შეიშმუშნა გოგო:
- მოაშორეთ ეგ საშინელება!
- ეს ქალბატონი ახლავე მიგვყავს საავადმყოფოში._ერიკი.
- არ მინ...
- გაპროტესტებას არ ექვემდებარება._ერიკი წინ წავიდა,ბელა ტომმა აიყვანა ხელში,გოგომაც ხელები კისერზე მოხვია.ერიკმა გასასვლელი კარი გაუღო.გასვლისას ერტმა ახალგაძრდამ გააჩერა:
- დეტექთივო უკვე მიდიხართ?
- რამდენიმე საათში დავბრუნდები ბრაუნ._ბელამ გაუღიმა და ხელი ნაზად დაუქნია სალამის ნიშნად.ბიჭმაც გაუღიმა და გამოვიდნენ.
- ერიკ შენი მანქანით წავიდეთ.
- კარგი._შავი ფერის bmw ჯიპში ჩასხდნენ.
- ძალინ სიმპატიური და ძლიერი ხარ.იდეალური ნავარჯიშები ტანი გაქვს,მემგონი შევცდი ერიკი რომ ავირჩიე._ერიკის გასაგონად უთხრა ტომს რომლის მკლავებშიც თავს კომფორტულად გრძნობდა.
- ეტყობა ტვინის შერყევა მიიღო დაცემისას._ერიკი.
- შეიძლება._ტომი.
- სიმართლე მწარეა?!_ბელა.მანქანაში ცასხდნენ.ერიკმა ჯერ უკანა კარი გააღო,ტომმა ჩააჯინა გოგო მერე თვითონაც მიუჯდა გვერდით.ერიკი საჭეს მიუჯდა.სწრაფად მართავდა.მალევემიიყვანა საავადმყოფოში.ბიჭებს უნდოდათ ისევ ხელში აეყვანათ მაგრამ გოგო გაჯიუტდა.
- ორივე თავიდან მომწყდით ნერვებს ნუ მიშლით!_მანქანიდან გადმოვიდა,თავბრუ დაეხვა და ორივემ ხელი შეაშველა.ექიმმა გასინჯა.ბიჭები გარეთ ელოდნენ.
- ექიმო ვიცი რაც მჭირს.
- მართლა ახალგაზრდავ?
- დიახ ექიმთან უკვე ვიყავი ორსულად ვარ.
- ანუ ეხლა რამე გინდა?
- მდგომარეობა მაინთერესებს და იქნებ სქესიც გავიგოთ.
- ის ორივე შენი შეყვარებულია და აინტერესებთ რომელია მამი?_ღიმილით კითხა ექიმმა.
- არა ორივე ფეხებზე მე მაინტერესებს.
- კარგი ახლავე გაგსიჯავ._გასინჯეს.ბავშვი კარგად იყო,სქესიც გაიგეს ბიჭი იყო.ექიმი გარეთ გავიდა.ერიკი მაშინვე წამოხტა ფეხზე და ექიმთან მივიდა.
- რა სჭირს?_ერიკი.
- საგანგაშო არაფერია უბრალოდ ორსულად არის?_ექიმი.
- რა არის?_ერიკი.
- ორსულად,თითქმის სამი თვის._ექიმი.
- ეხლა სად არის?_ტომი.
- ოთახშია ისვენებს._ექიმი.
- შეიძლება ვნახო?_ერიკი.
- კი._ექიმი.
- სქესის გაგება უკვე შესაძლებელია?_ტომი
- კი ბიჭია._ერიკს თანხმობა მისცა თუ არა ექიმმა ეგრევე გავარდა.ბელასთან შევიდა.
- ბელა შეგიძლია მაპატიო?_საბრალო სახით მიუახლოვდა,ასეთი გამოხედვითაც კი უზომოდ სიმპატიური იყო.
- ესეიგი ექიმმა უკვე გითხრა?
- კი ყველაფერი გვითხრა._ამ დროს ტომიც შემოვიდა გახარებული,ბელა უვკე მზად იყო წასასვლელად მაგრამ საწოლზე იჯდა.მივიდა და გადაეხვია.
- გილოცავ ბედნიერი იყავი._ტომი.
- მადლობა ტომ._ბელა.
- ძმაო შენც გილოცავ._ერიკსაც მოეხვია.მერე ისევ ბელასთან მივიდა:
- შეიძლება?_მუცელზე ანიშნა.გოგომაც თავი დაუქნია.მიუახლოვდა და ხელი დაადო.
- პატარა ვაჟკაცს რას არქმევ უკვე მოიფიქრე?_ტომი.
- ვაჟკაცს?_ერიკი
- შენ რა არ იცი?_ტომი
- რა უნდა ვიცოდე?_ერიკი
- ბავშვის სქესი. არ მოგისმენია?_ტომი
- ეგ არავის არასდროს უსმენს._ბელა.
- კაი ხო უყურადღებო ვარ თანაც შენი ნახვა ძალიან მინდოდა._ერიკი
- იმედს ვიტოვებდი რომ ის ექიმი არ გეტყოდათ მაგრამ სულ ტყუილად.ბავშვის სქესი გავიგე და ბიჭია._ბელა
- მართლა?!მაგას რა ჯობია!_სიხარული ახლა გააცნობიერე,მიხვდა მამა რომ გახდებოდა მალე.აიტატა ხელში დააბზრიალა და დასვა._წამო ეხლა ჩემს მშობლებთან წავიდეთ.
- ისინი მე ვერ მიტანენ._ბელა
- შვილიშვილი გაახარებთ და მიგიღებენ._ერიკი
- რას რომ გაიგებენ შვილიშვილი რო ეყოლებათ თუ ბიჭი რომ იქნება?_ბელა.
- ვფიქრობ ორივე._ერიკი.
- კარგი!ნება შენია._ბელა
- და მე რა უნდა ვქნა?_ტომი
- შენ ჩემო ძმაო ჩემი მეჯვარე იქნები ქორწილში._ერიკი.
- ოჰ!_ტომი.
- მაშინ ჩემი მეჯვარე იქნება ალექსი._ერიკმა ჩაიცინა.-რა გაცინებს?
- შენი მეჯვარე ბიჭი იქნება?_ერიკი
- ვინ გითხრა რომ ბიჭია?_ბელა
- ლოგიკურად ასეა,მას ალექსი ქვია და ბიჭის სახელია ჯერ კიდევ._ტომი.ბელას ამის გაგონებაზე სიცილი აუტყდა.თან ფეხზე წამოდგა და მიდიოდა.
- რა გაცინებს?_ტომი
- ის მაცინებს რომ ალექსი ალექსანდრას შემოკლებული ფორმაა ანუ ჩემი მეგობარი და მეჯვარე გოგოა._ბელა.
- ხო ეგ ლოგიკურია._ტომი.
ბელა და ერიკი ბიჭის მშობლებთან წავიდნენ,დაელაპარაკნენ,აუხსნეს და მოუყვანეს ყველაფერს(მთლად ყველაფერი კი არ უთქვამთ).ბიჭმა უთხრა რაც არ უნდა მითხრათ იზაბელას მაინც მოვიყვან ცოლად!ამ სიტყვების გაგონებაზე არავის ხმა აღარ ამოუღია.
დაქორწიდნენ.იყვნენ ბედნიერები.ეყოლათ შვილები,შვილიშვილები და შვილთაშვილებსაც კი მოესწრნენ.მათი უცნაურად დაწყებული და ასევე უცნაურად გაგრძელებული სიყვარულის ისტორია ლეგენდასავით გადაეცემოდათ მათ მომავალ თაობებს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent