შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული მეორედაც მოდის (2 თავი)


19-05-2016, 00:55
ავტორი zia-maria
ნანახია 4 350

ორივენი დივანზე ჩამოვსხედით, ვიცოდი, იქიდან წამოსვლისას ბევრ საიდუმლოს აეხდებოდა ფარდა, ბევრ რამეს გავიგებდი, ბევრი სირთულის გადალახვა მომიწევდა, მაგრამ ასე უცებ, მზად არ აღმოვჩნდი, ერთიანად კანკალმა ამიტა. უცხო გარემო არც თუ ისე არგად მოქმედებდა ჩემზე, მაგრამ იყო რაღაც, სხვა ამოუხსნელი გრძნობა, რომელიც სიმშვიდისკენ მომიწოდებდა, რომ მე ძლიერი უნდა ვყოფილიყავი, რომ მე უკვე სხვა ვიყავი, იმ წმიდან როდესც კონვერტი გავხსენი და სიტყვა აუხსნეად დარჩა.
--მე, გურამი და ლიკა ერთად გავიზარდეთ სამივე ბავშვთა სახლში. სულ ერთად ვიყავით, გურამი და ლიკა კარგად სწავლობდნენ მე ისე რა, ვზარმაცობდი. ლიკამ ხელსაქმეც კარგად იცოდა, თავისით ისწავლა. ისე კარგად ქარგავდა საწოლის თეთრეულს ვინც ნახულობდა შეკვეთას აძლევდა. მერე ისე შეეჩვია ეს მისი ჰობი გახდა. სკოლა რომ დავამთავრეთ და 18 წლის გავხდით მე და ლიკამ ოთახი ვიქირავეთ და ერთად ვცხოვრობდით. გურამი უმაღლეში მოეწყო და საცხოვრებელი ოთახით სასწავლებელმა დააკმაყოფილა. ლიკა იმ წელს არ გავიდა გამოცდებზე და პატარა მაღაზია გააკეთა. კერავდა და თან ქსოვდა, ქარგავდა. კარგად მოიკიდა ფეხი, წელშიც გასწორდა და მყარადაც დადგა. მეც მასთან ვმუშაობდი მაგრამ უფრო ხელს ვუშლიდი რადგან სულ რაღაცას ვუფუჭებდი, შემდეგ გაბრაზებული გამომაგდებდა ფულს მომცემდა და კარგ გემრიელ ვახშამს ვახვედრებდი, დაღლილ დაქანცული თავს გააქნევდა სიცილით და ასე შემოვირიგებდი. ერთ დღესაც გურამს ბინაში მისი ახლო მეგობარი მოყვა. საღამო იყო,ცოტა დავლიეთ ყველამ და ნასვამები აღარ გაუშვით არცერთი.
---გური ღამეა სად უნდა წახვიდეთ, მართალია სივიწროვეა მაგრამ როგორმე მოვთავსდებით. მას მერე დავუახლოვდით და ხშირად ვიყავით ერთად, მე და გურამის გვიყვარდა ერთმანეთი და დაქორწინებაც გადავწყვიტეთ. გაუხარდათ ეს სიახლე გურამის მეგობარს და უთხრა.
---გურამ თუ ლიკა მანანას მეჯვარეა, მე ვერ ვიქნები შენი მეჯვარე რადგან, მე მასზე სერიოზულად ვფიქრობ!
---მართლა? იცოდე ლიკას რომ აწყენინო, ჩემთან გექნება საქმე არ გაპატიებ მის თვალზე ცრემლი რომ ვნახო! შეუყვარდათ მათ ერთმანეთი. ძალიან ძლიერი იყო მათი გრძნობით ნათქვამი ,,მიყვარხარ'', არასოდეს არ გაუფერულებულა მამაშენის მხრიდან ეს სიტყვა და არასოდეს არ დაუკარგავს მას ელვარება.. დავქორწინდით, ქორწინებიდან ცოტა ხანში დავფეხმძიმდი და მალეც გუგა შეგვეძინა. ლიკა დღეს და ღამეს ასწორებდა მუშაობაში, კარგად კი არა და საუკეთესოდ მიდიოდა საქმე. შეკვეთას, შეკვეთაზე იღებდა თავს არ ზოგავდა. დრო სწრაფად გარბის და გუგა 4 წლის იყო როცა ლიკას თავბრუსხვევები დაეწყო და სულ გონებას კარგავდა. ექიმთან წავყევი და ფეხმძიმედ აღმოჩნდდა შენზე. გაუხარდა, მამაშენსაც გაუხარდა. ყველაფერს აკეთებდა ლიკასთვის. ერთ დღეს უთხრა დროა უკვე ჩემები უნდა გაგაცნოო და წაიყვანა მის სახლში მშობლების გასაცნობად. აი, იქ მოხდა რაც მოხდა ჟანეტ. მისმა მშობლებმა ლიკა რძლად არ მიიღეს, უფრო მეტიც რომ გაიგეს რომ უპატრონო იყო, ბავშვთა სახლში გაზრდილი, ეგონათ მათ ქონებაზე დახარბებული იყო და ქუჩის ქალი უწოდა სადედამთილომ. ის დღე იყო და ის დღე, ლიკა იქ აღარ მისულა. რამდენჯერმე თავად მოაკითხა ბებიაშენმა და ფული დაუტოვა ნაყოფის მოსაშორებლად, რათა არაფერში ჭირდებოდა მათ ლიკასგან გაჩენილი შვილიშვილი. ლიკამ ის ფული სახეში მიაყარა და სახლიდან მიაბრძანა!
---მამა სად იყო ამ დროს და რას ამბობდა,- სიბრაზეს, ტკივილს, იმედგაცრუებას და კიდევ ათას გრძნობას ერთად განვიცდიდი- მანანა დეიდა ყველაფერი მინდა ვიცოდე!
---მამაშენმა არ იცოდა დედამისის გეგმის შესახებ, არ უთხრა ლიკამ. არ უნდოდა დედა-შვილთან დაშორების მიზეზი ის ყოფილიყო მაგრამ, მამაშენს აღარ იკარებდა და მის სიახლოვეს აღარ უშვებდა. არც დახმარებას იღებდა მისგან. ეხვეწებოდა დამივიწყე, სხვა შეიყვარეო მაგრამ ვერ შეძლო, ვერ გააკეთა ეს. ის დღემდე ლიკას სიყვარულს გულით ატარებს და დღემდე მას ოჯახი არ შეუქმნია. ის დღემდე მარტო ცხოვრობს მართალია წარმატებული ბიზმესმენია, არ აკლია არაფერი მაგრამ ის სულ მარტოა. ეს კაცი ჟანეტ დღეს თუ სუნთქავს და ცხოვრებისთვის ძალა აქვს შენგან ღებულობს ამ ძალას. ის შენით სუნთქავს და შენით ცხოვრობს, შენ აცოცხლებ და აცხოვრებ მას შვილო. ეს ადამიანი ნოდარ ბოგვერაძეა!
---აქ წერია რომ ვერ აღუდექი წინ ჩემს ავადმყოფობასო!- ჩანთიდან წერილი ამოვიღე და ვაჩვენე.
---მართალია. ის ნერვიულობით დაავადდა, ჯერ ნერვოზი ჩამოუყალიბდა და მერე უკურნებელი სენიც შეეყარა. ან უნდა მოეშალა და მოეკლა მისი ნაყოფი ან თავისი სიცოცხლე დაეთმო. და მან კი შენ აგირჩია. ეხვეწებოდა ნოდარი მოიშალე ბავშვი მერეც იქნება მარტო ნუ დამტოვებ, მე უშენოდ მაინც მკვდარი ვარო, მაგრამ მან მაინც შენ აგირჩია. რასაც მუშაობდა ინახავდა აღარ ხარჯავდა მისთვის ერთ ლარსაც კი და რომ გაჩნდი უკვე ჩვენ ორივე მე და გურამი ბავშვთა სახლში ვმუშაობდით პირდაპირ იქ მიგიყვანეთ, გუგაც იქ გაიზარდა სულ ერთად იყავით შენ, ლილუ და გუგა. მამაშენი ფულს გვიგზავნიდა სულ რომ არ მოაკლოთ რამეო მაგრამ, გურამმა ანგარიში გაგიხსნა და თვითეული თეთრი იმ ანგარიშზე ინახებოდა და აი დღეს კი ხელთ სოლიდური თანხა გაქვს. ეს ბინა კი დედაშენის ნაყიდია და შენს სახელზე გააფორმა ეს მოასწრო საწყალმა. შენ რომ წამოიზადე ზაფხულის ერთ სისხამ დილით, ბავშვის ტირილი შემომესმა, დაფეთებული წამოვხტი კარები გამოვაღე და იქვე კალათში პატარა გოგო იყო პატარა წერილთან ერთად. ,,მიმიხედეთ მას ლილუ ქვი''ა. და აი გაიზარდეთ ერთად ორივემ იმ დღიდან დღემდე ერთად მოდიხართ.
---ისინი ცოცხლები არიან? ბებიას და ბაბუას ვგულისხმობ.- ისევ პასუხების მოლოდინში გავინაბე, მაინტერესებდა, ყველაფერი, ჩემი მოგონებები ხომ მხოლოდ ბავშვთა სახლის კედლებით შემოიფარგლებოდა, მხოლოდ იქ ყოფითა და ემოციებით, დანარცენი ყველაფერი სიცარიელეს შთაენთქა.
---კი ცოცხლები არიან. ნოდარი მათი ერთადერთი შვილია. მათმა სიამაყემ და მაღალმა ფენამ მათ დააკარგვინა შვილიც და შვილიშვილიც. როგორც ნოდარის საყვარელი ქალი უარყვენ და არ მიიღეს, ნოდარმა ისინი უარყო და დღემდე არააქვთ ურთიერთობა. აქედან აწი შენ იცი, შენ უნდა ისწავლო და ყველას დაანახო, რა და ვინ დაკარგეს!
--მე ვის ვგავარ დედას თუ მამას? მე ხომ არ ვიცი ვინ არიან ჩემი მშობლები, მხოლოდ მედალიონში ჩაკრული პატარა ფოტოა რომელიც ჟამთა სვლას გაეცრიცა.
---ორივეს გავხარ შვილო. მამის თვალები გაქვს ლამაზი და მოიმზიდველი, თმები სულ დედაშენის გაქვს, მასაც ასე აბრეშუმივით თმები ქონდა. ნოდარი გიჟდებოდა მის თმებზე და სულ ხელით ეფერებოდა. დაფიქრდი და რასაც გადაწყვეტ, ჩვენ მუდამ შენს გვერდით ვიქნებით!
---გუგა არ მოვა?
---მოვა აბა რას იზამს, აქვს წანწალის მეტი სხვა საქმე? ამ თავიდან იმ თავში დაყიალობს!- ამ დროს კარზე ზარი იყო და ნელა წავლასლასდი კარების გასაღებად ერთიანად დავლილი და ძალა გამოლეული.

კარი გავაღე და კარებში ტორტით ხელში ჩემი ლილუ და გუგა იდგა.
---ჰა რას მოგვშტერებიხარ ვერ გვიცანი?პირველი და საპატიო სტუმრები მოვედით. რას გაშტერდი გოგო შემოგვატარე.
---უიი შემოდით!- სიცილით შემოვატარე სახლში ჩემი ორი უსაყვარლესი მეგობარი.
---გილოცავ საყვარელო ჭკუა მოგმატებოდეს ასაკთან ერთად!- მითხრა და თბილად ჩამიხუტა მის თბილ გულში.
---რა გინდა ეხლა რატომ დაიწყე კბენა, რა არ მოგწონს ჩემი ჭკუის?- გაბრაზებულმა ვუთხარი.
---არაფერი ნუ იღრინები მოგმატებოდესთქო, მოგაკლდესთქო ეს ხომ არ მითქვია. თუმცა აინშტაინს მაინც ვერ გადაასწრებ და რაც გაქვს მაგასაც ნუ დაკარგავ!
---ეხლა რა ეკუთნის ამას მანანა დეიდა!
---ბროწეულის წკეპელა ჟანეტ!- მითხრა ლილუმ.
---შენ ეხლა ამოიდგი ენა ხო?- მიუბრუნდა ლილუს რომელმაც ენა გამოუყო და დაეჭყანა.
---დედააააა!- ბოლო ხმაზე დაიყვირა გუგამ
---რა გაყვირებს შე მხეცო, გაიგონა მთელმა ბინამ შენი ღრიალი!
----მშიააააააა. უნდა გაიგონონ რომ მკლავთ მშიერი ამ ანგელოზივით ბიჭს!
მაგიდა გავაწყვეთ და თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობდი პირველად 18 წლის მანძილზე ავღნიშნე ჩემი დაბადების დღე და ჩემს საკუთარ სახლში, ჩემი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. ფეხზე წამოვდექი და ჩანთაში ქინძისთავი მოვძებნე გუგას დავადექი თავზე, მან კი გაკვირვებულმა შემომხედა.
---რა იყო ქიონა, რა ჩაიფიქრე ან ასე რატომ მიყურებ? -შემეკითხა წარბის აწევით.
---გუგა მე რომ არავინ არ მყავს, შენ ეს ძალიან კარგად იცი!
---მერე მე აქ რას ვაკეთებ თუ იცი? რა გგონია შენს და ლილუს თავს ვინმეს დავაჩაგვრინებ?
---გუგა ჩვენ სულ ერთად მოვდივართ დღემდე და მინდა სულ ერთად რომ ვიყოთ. ხელი არავინ და არაფერმა არ შეგვიშალოს და ასე ვიყოთ ბოლომდე. ამიტომ გაჩუმდი და ეხლა ეს თითი მომეცი! -გუგამ მშობლებს გადახედა თვალებ გაფართოებულმა და იყვირა;
---ვაიმე დედა, დედიკონა მიშველე თითს მაჭრის გონია და ინახავს სამახსოვროდ! -ისე შეშინებული თქვა სიცილი ვერც ერთმა შევიკავეთ.
--მოდი ლილუ შენც ჩვენს სიაში ხარ -და სამივემ ქინძისთავის წვერით თითები დავიჩხვლიტეთ და ერთმანეთს შეუერთეთ ჩვენი სისხლი.
---ხომ კარგად ხედავთ თქვენ ორივე, არა ხო კარგად შეხედეთ ეხლა რა გააკეთა, შეხედეთ ხო? ამათმა აწი მე რომ არ დამიჯერონ და არ გაიგონონ ჩემი, სრული უფლება მაქვს რომ ვცემო. მეთანხმებით?- ღიმლმორეულმა გუგამ გადახედა მშობლებს და თან გაწითლებულ თითს დაყურებდა.
---ჯერ არ ვარ დარწმუნებული რომ ეს ორი რაიმე ცუდს ჩაიდენს და მეორე გაქვს უფლება, არა მარტო დღევანდელი დღიდან გამომდინარე აქამდეც გქონდა. შენ ხარ შვილო ამათი პატრონი, ძმაც და მეგობარიც. თქვენ სამივემ ერთმანეთს უნდა მიხედოთ.
---ძია გური, მანანა დეიდა, გუგა, ლილუ. იცით მე ყოველ ღამე ფანჯარასთან ვხვდები განთიადს. ღამე ჩემთვის ძილი უცხოა. ფიქრის მეტი რა მქონდა ხოლმე მაგრამ, მე ჩემს საფიქრალთან ერთად თქვენზეც ვფიქრობდი. თქვენ რომ არა, ვინ ვიქნებოდი დღეს? ან სად ვიქნებოდი ესეც საკითხავია. თქვენი ოთხის გარდა ჩემს ცხოვრებაში არავინი არ დგას ჩემს გვერდით. თქვენ მასწავლეთ ცხოვრება და გამიკეთეთ ფრთები რადგან ვიფრინო. თქვენი წყალობით მე ვარ ნორმალური ადამიანი, მე არ მითხოვია არავინისთვის გამაჩინეთქო მაგრამ, გავჩნდი და რადგან გავჩნდი, ვცხოვრობ მე თქვენს გვერდით, იმედს არ გაგიცრუებთ და ძლიერი ვიქნები. მოვითმენ ყველაფერს და ამას თქვენი სიყვარული გამაკეთებინებს. არ გავაკეთებ ისეთს რაც თქვენ გულს გატკენთ, როგორ გიღალატოთ თქვენ, თქვენ რომლებიც ჩემი ძალა, საყრდენი და იმედი ხართ. მე თქვენ მიყვარხართ! ვთქვი ეს და ცრემლებმა სახე დამინამა. მე ბედნიერი ვიყავი ამ ოთხი ადამიანის გვერდით მაგრამ, მაინც მაკლდა რაღაც ის რაც ამ ბედნიერებას შეავსებდა.
ალბად ერთ დღეს ასეც მოხდება, თუმცა არ ვჩქარობ. გზას მივყვები და ვნახავ ეს გზა სად ან სადამდე მიმიყვანს. მე ხომ ბავშობის ბილიკები დავასრულე და ეხლა ახალი ცხოვრების გზის თავში ვდგევარ და მინდა რომ ღირსეულად და სახელოვნად მივიდე ამ გზის ბოლომდე. მაგრამ დარწმუნებული ვარ იქ მისვლამდე წინ დიდი სიურპრიზები, სირთულეები, ტკივილი და ცრემლიც მელოდება. მე მზად ვარ ყველაფრისთვის, მზად ვარ შევებრძოლო ყველაფერს და ყველას.
---გოგო აინშტაინმა თავისი მეთოდებით შექმნა ფორმულები და შენ რა ფორმულის შექმნას ცდილობ ცრემლებისას?- გუგა როგორც ყოველთვის ცანცარის ხასიათზე იყო.- არა რა გადაასწრებ მას მალე!
---გუგა შენი ტელეფონი რატომ არის გაჩუმებული ძებნაში ხარ და არ გინდა მოგაგნოს ვინმემ?
---დავადუმე დღეს თორე ამაწრიალებდნენ, უჩემოდ ვერ ძლებს საზოგადოება!
---გუგააა არ გამაგიჟო და აქ გოგოებთან არ მოიყვანო ვინმე გესმის?
---რატო შეჭამს რომელიმე?
---მე გაგაფრთხილე იცოდე!
---ლარვენტიჩ შენ არ დაგილევია ხო?- მამას მიუბრუნდა და ღიმილიანი სახით თვალი ჩაუკრა.
---არა რა იყო! გინდა რამე?- გურამ და გუგას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ ბავშვობიდან, როგორც მიაჩვია მამამ შვილს, ,,ჯობია იყო მეგობრული და გენდობოდეს, ვიდრე მკაცრი და გატყუებდესო“
---მოკიდე ეხლა ხელი, შენს გულის კვარაკუნჩხას და წაიყვანე სახლში. გვაცადე ახალგაზრდებს პურის ჭამა!
---გუგა რამდენს ბედავ შენ, დედას როგორ ელაპარაკები!- მკაცრად უთხრა გური ძიამ.
---დედაააა წადი რა გეხვეწები
!---დაიფიცე რომ არავის არ მოიყვან და წავალ!
--შენს თავს გეფიცები არავის არ ვურეკავ. აი თუ გინდა წაიღე ტელეფონი გაგატან და დილით მომიტანე!
---კარგი გენდობი გუგა!- გუგა ადგა მანანა დეიდას პალტო თავისი ხელით ჩააცვა და კარებში გაუძახა. მერე მობრუნდა გური ძიას უთხრა- წადი ეხლა ნუ ააკაკანებ რა ძალიან გთხოვ! გური ძიამ თავი გააქნია სიცილით და ისიც გავიდა კარში მაგრამ, უცებ მობრუნდა და გვითხრა;
---ჭკუით იყავით, გუგა ხო გესმის კარგად! -გუგამ თვალები გადაატრიალა და უთხრა --ხო მამიკო ჭკუით ვიქნებით! -რაზეც გარეთ ორივეს გაეცინათ.
--როდის უნდა დაჭკვიანდე გუგა შვილო როდის? 23 წლის ვირი ხარ უკვე!
ჩვენ დიდხანს ვიჯექით და ვლაპარაკობდით თან მაგიდას ვალაგებდით. სახლი კარგად დავათვალიერეთ სამივემ, ბევრი რამ გავიგეთ, ვიცინეთ, როგროც ჩანს ლილუმ და გუგამ ყველაფერი იცოდა, ხვალიდან უკვე დამოუკიდებელ ცხოვრებას ვიწყებდი, ხვალიდან ყველაფერი შეიცვლებოდა და არაფერი არ იქნებოდა ისე როგორც ადრე. ყველაფერზე ერთად ვფიქრობდი და ამდენი ფიქრი კი თავს მატკიებდა.
---გუგა შენ დაწექი ჩვენ მივალაგებთ აქაურობას და ჩვენც დავწვებით.
---კარგი წავედი მე მეძინება და არ იხმაუროთ და არ შემაწუხოთ!- ორი საძინებლისგან შედგებოდა ჩემი ბინა, ერთ საძინებელშ მე და ჩემი გოგო მოვთავსდებოდით და მეორეში გუგა მოვათავსეთ. მანანა დეიდას ყველაფერზე ეზრუნა, სახლი უცხოვრებელი მაგრამ მოწესრიგებული იყო.
მივალაგეთ ყველაფერი მე და ლილუმ და ეშმაკურად გადავხედეთ ერთმანეთს. ჩუმად შევიპარეთ საძინებელში და გუგას აქედან და იქედან შევუწექით
----აუუფ შემოძვრენ ხვლიკები, უუუუფ ცივები ხართ არ მომეკაროთ! -იღრიალა გუგამ.
---ნელა, ნელა მოგეპარებით და მერე ჩაგეხუტებით გუგა!-უთხრა ლილუმ სიცილით.
---ჟან გაიგონე? მკვდარი გაცოცხლდდა!
---მკვდარი შენ ხარ!- გაუბრაზდა ლილუ.
---იცით ეხლა რა გამახსენდა?
--რა?- ორივემ ცნობისმოყვარეთ დავხედეთ გუგას სახეს, მას კი გაეცინა.
---გეტყვით მაგრამ არ გაბრაზდეთ თქვენებურად. მახსოვს ერთხელ ვაშლის ვჭამდი ეზოში და ჟანეტ შენ მთხოვე ხელები მაქვს დასვრილი და შენი ხელით მაკბეჩინეო. მე კიდე გაბუტული ვიყავი შენზე და არ მოგაკბეჩინე, შენ კი წახვედი და ქვა აიღე და შიგ შუბლში გამარტყი მთელი ათი დღე კოპით დავდიოდი!
---უიიი ხო გამახსენდა. მას მერე გაქვს შენ ტვინი დარტყმული!- მე და ლილუმ გადავიკისკისეთ.
---დავიძინოთ ეხლა თორე ხვალ გესტაპო დაგვადგება თავზე. მერე ჩემს სამეგობროს გაგაცნობთ. აღარ დარჩა ბევრი ლილუს წამოსვლამდე. ისე ჟანეტ შენი დაბადების დღე არ ავღნიშნოთ?
---აბა რა იყო დღეს ეს? ტორტი ხომ გაჭამე კიდევ რა გინდა?
---ამას მე მოვაგვარებ ეხლა დაიძინეთ!
---ხო კარგი როგორც შენ იტყვი ბატონო გუგა! -ნახევრად მძინარემ ვუთხარი და ბალიშზე უფრო კომფორტულად მოვკალათდი, მთელი დღის დაძაბულობამ ერთიანად შემომიტია და ცხოვრებაში პირველად უფიქრელად დამეძინა.
გუგას ნაამბობი.
ბავშვთა სახლში რომ მივედი ჩემები არ დამხვდნენ. მიყვარს იქაურობა და ხშირად დავდივარ. მთელი ჩემი ბავშობა იქ მაქვს გატარებული. პირდაპირ ჟანეტის და ლილუს ოთახისკენ წავედი. შევაღე კარები და ლილუ მოწყენილი იჯდა მარტოდ მარტო.
---ლილუ სად არიან, ან სადაა აინშტაინი?
---ნუ ეძახი ესე წყინს ხომ იცი. შენებმა წაიყვანა სადღაც. ჯერ კაბინეტში ილაპარაკეს დიდი ხანი და შემდეგ წაიყვანენ.
---ააა მეგონა მოვუსწრებდი. წამო წავიდეთ, მე წაგიყვან იქ სადაცაა ეხლა ჟანეტი და ერთად მიულოცოთ დაბადების დღე არ გინდა?
---როგორ არ მინდა მაგრამ გამომიშვებენ?- სახე უცებ დაუფარა ღიმილმა მაგრამ წამში შეფიქრიადა ისევ.
--წამო იცის მანანამ ნუ გეშინია!
---იქნება იქ ვინმე? უბრალოდ რომ ჩავიცვა სირცხვილია?
---არა, არა დღეს მარტო ჩვენ ვიქნებით! წავედით ჩემი მანქანით.
კარზე ზარი რომ მივეცი და ჟანეტმა გააღო შევხედე მის დასიებულ და დაწითლებულ თვალებს, გულს ცოტა დააკლდა გაჩერებულიყო. ჩემი გოგო, ფერი საერთოდ არ ქონდა სახეზე. მივხვდი რომ უკვე ყველაფერი იცოდა. მაინც ძალა მოვიკრიბე და მხიარულად შევძახე.
---არ შემოგვიშვებ? -რამ გამოგაშტერა ჩვენ ხომ შენი პირველი და საპატიო სტუმრები ვართ. გილოცავთ დაბდადების დღეს ჩემო გოგო!
---მადლობა გუგა. თქვენ რომ არ მყავდეთ სულ მარტო ვიქნებოდით ამ ქვეყნად.
--მე და ლილუ ყოველთვის შენს გვერდით ვართ. დღეს მოწყენილობა არ გვინდა ვერთობით?
---ვერთობით, შემოდით!
---მაგიდა გაწყობილი იყო მე, ლილუმ და ჟანეტმა საუკუნო და-ძმობა შევფიცეთ ერთმანეთს. არასოდეს არ მივცემ არავის ამ ორი ადამიანის დამცირების უფლებას. ესენი ჩემი დები არიან. მე მჯერა რომ ჟანეტი დიდ წარმატებას მიაღწევს ცხოვრებაში და მის დასახულ მიზანსაც შეასრულებს. ის ძლიერია, ძალიან ძლიერი, აი ჩემზე მეტიც კი.
სიბნელე ოთახში, სულში კი სინათლე და წყურვილი სიცოცხლის. ისმის სამი ადამიანის მშვიდი სუნთქვა. ალბად სამივე ტკბილ სიზმრებს ხედავდა როცა გუგას ტელეფონი ამღერდა და სამივე გამოყარა სიზმრების ქალაქიდან.
---ვინ არის ამ დილა ადრიან ან როდის ჩართე ტელეფონი!- აბუზღუნდა ლილუ.
---ხო რა იყოთ, პაჟარია ამ დილა ადრიან თუ ხაში გაქვს მზად შე ჩე...სა!- ეკრანს არც დახედა პირდაპირ ყვირილზე გადავიდა გუგა.
---საათი არა აქვთ სახლში? მეორე მხრიდან მე ავბუზღუნდი.
--რა იყო შე ჩე...ა ორი გოგო გყავს ერთი არ გყოფნის?
---ნუ ტლიკინებ მიქელა, თორე მართლა დაგიძახებს მიქელა შენ!
---მართლა სად ხარ, უჩვენოდ სად მოტყდი შე უსინდისო!
---არ შეგერგება გურეშ იცოდე!- მოესმა მეორე ძმაკაცის ხმა გუგას.
---ვააახ ლომო შენც მანდ ხარ?
---მე(ც) ვარ გურეშ ამხელა კაცი? სად ხარ მიყუჟული, რომ არ ჩანხარ გუშინს მერე გეძებთ!
---რა ხდება ამ დილა ადრიან სვავებივით რომ შემომესიეთ!
--- დილა ადრიან? იცი რომელი საათია? სადაც ხარ მანდ საათის არსებობა არ იციან?
---აქ ბევრი რამე იციან ლომო და კარგი სტუმართმოყვარეობაც. თუ ჭკუით იქნებით დაგპატიჟებთ თუ არა და ეყარეთ მანდ სადაც ხართ!
---სად ხართ თქვი მართლა და ამოვალთ გუგა!
---დაიცა ამათ დავაღვიძებ. ლილუ, ჟანეტ!- შესძახა გუგამ გოგოებს.
---გვღვიძავს ჩვენ გუგა, ვინ არიან?- იკითხა ლილუმ
---ჩემი საძმოა ამოვალთო და ამოვიდნენ?
---ჟანეტს შეეკითხე მე უკვე უნდა წავიდე არ გამიყვან?
---დღეს აქ რჩები ლილუ, იცის მარინა დეიდამ. ამოვიდნენ გუგა რას მეკითხები!
---ბიჯო დააწექით ეხლა და ამოდით ჩვენთან, მისამართს მოგწერ და ხომ მარკეტში შედით და იქნებ სასმელმა თავად გამოგეკიდოთ და ნუ დააბრუნებთ უკან წამოიყვანეთ!- სიცილით ჩასძახა გუგამ ტელეფონს.
--შე პი......!- არ დაასრულებინა თქმა ეგრევე გაუთიშა.
---გუგა ვინ იყვნენ?- ლილუმ კითხა თვალების ფშვნეტით
---ჩემი ძმებია, მე რომ არ მეცალოს, იმათ დაურეკეთ რომ რამე დაგჭირდეთ! ადექით ეხლა სადაცაა მოვლენ. მე მარკეტში ჩავალ და მოვალ მალე!- გუგა წამოდგა და უცებ გადაიცვა.
---აუ ჩემი რა სიცივეა, ვუუუუვ ძვლები დახვრიტა ტო ისე ყინავს!
--ჩართე გათბობა გუგა, ცოტა გათბება სახლი და ავდგებით. არ დააგვიანო თორე კარებს არ გავუღებ უცხოებს.
---ნუ წიკვინებთ ერთ ხმაში, მალე მოვალ ხო!- თქვა და კარის გახურვის ხმაც გავიგონე.
---ჟანეტ რას აპირებ მომავალში?
--- არ ვიცი ლილუ. ჯერ მყარად უნდა დავდგე და მერე მივხედავ სხვა საქმეებს!- საუბარი კარზე ზარმა გაგვაწყვეტინა.
---რაღაც დარჩა იმ ბოთეს, მიდი რა გაუღე!
---აუ მეზარება შენ გაუღე!- ავდექი და იქვე მოკლე ხალათი მქონდა და ის შემოვიმცვი. კარები გავაღე და არც დაუცადე უკანვე გამოვბრუნდი.
--გასაღები რატომ არ წაიღე, ხო გითხარით დათბება სახლი და მერე ავდგებითთქო!- არც მიმიხედია უკან ვინ იდგა კარში. მე მეგონა გუგას ველაპარაკებოდი კარებში კი ორი სიმპატიური ბიჭი იდგა რომლებიც გაკვირვებულები მომჩერებოდა. მერე ერთმანეთს გადახედენ და მხრები აიჩეჩენ ორივემ უცნაურად.
---გაცივდა სახლი შე ბოთე, შემოდი რას დამდგარხარ კარშ...... და ენა ჩამივარდა კარში დამდგარი ორი ახმახი რომ დავინახე. შემატყვენ რომ შემეშინდა და წყნარად მითხრეს.
---ბოდიში ჩვენ გუგასთან ვართ!- თქვა ერთმა. ამოვისუნთქე ცოტა თავისუფლად და სახლში შემოვიპტიჟე სტუმრები.
---მობრძანდით გასულია და მალე მოვა!
---ჟაააანეტ ვინ არის გუგა მოვიდა? ყავა დაადგი რა?
---რა დროს ყავაა გოგო სადილობის დროა. დაბრძანდოით და მალე მოვალთ ჩვენც!- საძინებელში შევარდი და გამოვიცვალე. ჯინსი ჩავიცვი შავი მოტკეცილი და ლურჯი ყელიანი სვიტრი.
---ლილუ ადექი არ მოგშივდა?
---დაიცა რა!- არ უთხარი რომ უცხო სტუმრები იყვნენ სახლში. გავედი და ბიჭებს გადავხედე მათმაც მომაჩერდნენ.
---ცხელი შოკოლადი თუ ყავა რძით?
---ყავა იყოს და ისა გუგა აქ...!-
--რომ მოვა თავად გეტყვით აქ რატომაა და რას აკეთებს ის ჩემს ბინაში. -უთხარი ბიჭებს და ამ დროს კარებიც გაიღო და გუგა შემოვიდა ცელოფნებით დატვირთული.
---ჟანეტა მოვიდნენ ბიჭები?- მკითხა გუგამ.
---ჟანეტას ნუ მეძახი, რამდენჯერ უნდა გითხრა.- შევუღრინე გუგას. კი მოვიდნენ და გელოდებიან. მე ყავას გავამზადებ და ცხელი ყავა დალიეთ ჭამამდე. გური ძიას დაველოდოთ და ერთად ვისადილოთ!
---კარგი ჩემი აინშტაინი ხარ. ის პარაზიტი არ ამდგარა?
--არა დამაცათ ცოტაო!
--ხოდა ნახე ეხლა იმას რა გაუჩალიჩო!- ჩაიქირქილა გუგამ, მე იღლიში ამომიდვა და ყვირილით გამიყვანა მისაღებში სადაც ბიჭები იყვნენ.
---ზდაროვა ბრატებს. ლილუუუუ იყვირა უცებ.
-ვაიმეეე ჩქარა გოგოოოოო!
---რა იყოთ, რამ გადაგრიათ თუ ფეხი დაგადგათ ვინმემ !- გამოვარდა ლილუ პიჟამოებით საძინებლიდან.
---გამიშვი შე იდიოტო მეტკინა კისერი! ავყვირდი მე.
---რას გევხარ გოგო გადი ჩაიცვი!
---დათბა უკვე სახლში, არ მცივა!- თქვა ლილუმ და სამზარეულოსკენ წავიდა.
---ლილუ. აქ სტუმრებია!- შეუღრინა გუგამ და აი კი დაფეთდა ლილუ და ეს შავი ბრიალა თვალები სასაცილოდ მიმოატარა გარშემო.
---იდიოტები ხართ ორივე, რატომ არ მითხარით სტუმრები თუ მოვიდნენ უკვე! -უკან ხევით შევიდა საძინებელში და მალე გამოვიდა ჩაცმული ჩემი ლამაზუკა ლილუ.
---ბიჭებო გაიცანით ჩემი ორი უსაყვარლესი ადამიანი, ჩემი ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი რომ უკავიათ ლილუ ახალაია და ჟანეტ (ჟან) პეტროსიანი. ჩემი დაიკოები!- ბიჭები გაკვირვებულები უყურებდნენ გუგას.
---ეს ეხლა უნდა გავიგოთ გუგა ჩვენ?- გუგამ არ მიაქცია მათ გაბრაზებულ სახეებს ყურადღება და გააგრძელა
---ჟანეტ, ლილუ თქვენს წინაშეა ჩემი ძმები, თავით მიქელაძე ანუ (მიქელა) და გიორგი ლომიძე (ლომა) ჩემი ძმები და როგორც თქვენ ესენიც ჩემი ცხოვრების ნაწილები არიან.
---სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. ერთად ვთქვით ორივე მხარემ, რასაც სიცილი მოყვა.
---გააწყვეთ თქვენ მაგიდა და მე გურის დაურეკავ. მოკლედ გუშინ გვქონდა ოჯახური ვახშამი ბიჭებო. ჩემს ჟანეტს 18 წელი შეუსრულდა და ეს ბინა მიიღო მშობელი დედისგან საჩუქრად. დედა გარდაცვლილი ყავს, არც ახსოვს ამიტომ ვერ დავტოვე მარტო. მთელი დღე მის გვერდით გავატარე. მძიმე დღე ქონდა გუშინ, გამიგეთ ძმურად!
---გეთქვა ერთი სიტყვა ჩევენ რა არ ვიფიქრეთ. გილოცავთ ჟანეტ!- მომილოცა დათომ. ეხლა გვაპატიე ასე ხელცარიელები რომ მოვედით ამ ...... არაფერი არ უთქვია, მაგრამ გამოვასწორებთ და აუცილებლად გიყიდი სამახსოვრო საჩუქარს!
---მე არ მაინტერესებს დათო ნივთები სილამაზისთვის, ჩემთვის ამ უბრალოებას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. ესაა ჩემთვის დიდი საჩუქარი, რომ თქვენი სახით კიდევ ორი მეგობარი გავიჩინე. როცა გინდოდეთ და რაც გინდოდეთ თავისუფლად შეგიძლიათ მითხრათ და გამენდოთ. - მათი ღიმილიანი სახის თბილი თვალების შემყურე ცხოვრება მიხაროდა, მე და ლილუ მაგიდას ვაწყობდით რომ მომესმა ბიჭების საუბარი.
---სად გყავდა ამდენი ხანი ტო ეს ანგელოზები, რატომ ერთხელ არ დაგცდენია ამათ შესახებ!-გახედეს გუგას.
---მთის წვერზე კოშკში მყავდა გამოკეტილი. მზის სხივიც კი არ მიკარებიათ. -სიცილით თქვა გუგამ
---ახლა ამათ ვერ მოიცილებ ჟანეტ ,ყოველ დღე აქ იქნებიან კარებთან აყუდებულები
!---მერე რა გუგა, სტუმარი ღვთისაა. ხან გვექნება, ხან არა. ცივი წყალი მივაწოდო და თბილი ღიმილი, ესეც სტუმართმოყვარეობაა. როდის იყო სტუმარს ქართველმა ადამიანმა კარი მიუხურა? არ გეწყინოთ ეს ასე ბუზღუნებს და ჩვენ ვატარებთ!
---შენ თუ გგონია ჟანეტ გულთან მივიტანთ მაგის ბუზღუნს, უნდა გითხრა რომ ცდები. იბუზღუნოს რამდენიც უნდა!- მითხრა დათომ
---უაზრო ადამიანს, უაზრო იდეები აწუხებს. ამიტომ გაატარეთ ეს არაა გასაბრაზებელი!- დაამატა გიორგიმ.
---ვიღაცას მართლა მოენატრა მიქელასთან წასვლა!- კოკა-კოლას ბოთს ხელში ატრიალებდა გუგა.
---ჟანეტ არ მოდის გურამა და მანანა, მე არ დამელოდოთო წეღან დამირეკა. უიმეეეეე ჩემიიი, როგორ დამავიწყდაააა! -უცებ თავში შემოირტყა გუგამ ხელი.
---რა მოხდა გუგა კარგად ხარ?- შემეშინდა და შევეკითხე.
---მაპატიე რა დამავიწყდა. ხვალ გამოვასწორებ!- მითხრა და საწყალი თვალებით გამომხედა.
---ნუ მიყურებ ასე რა დაგავიწყდა? უი ააა გამახსენდა. არა უშავს გუგი ხვალ გავიდეთ და ვიყიდოთ. მე კი შემეშინედა!
--რა უნდა გეყიდა გუგა!- კითხა გიორგიმ და დათომ ერთად.
--ტელეფონს შევპირდი ჟანეტს და ხვალ ვუყიდი!- გულუბრყვილოდ თქვა გუგამ.
---მე და ლილუ წავიდოდით მაგრამ, გზები არ ვიცით და უკან რომ ვერ დავბრუნდეთ გვეშინია ჯერ. სანამ შევეჩვევით აქაურობას დრო გავა
!---ჯი.პი.ეს-ის ჩაგიდგამთ და დააწექით სადაც გინდათ. ადვილად მიხვალთ და მოხვალთ ყველგან.!- თქვა დათომ რასაც საერთო ხარხარი მოყვა. ამ სიცილში და ხუმრობაში ძლივს გავიგონე ზარის ხმა კარზე და ზარს ბრახუნიც რომ მოყვა შემეშინდა და გუგას გადავხედე. გუგა ადგა კარის გასაღებად და სახლში ოთხი ერთმანეთზე უკეთესი ბიჭები შემოლაგდნენ.
---ოოო ამათ რომ ვერ დაემალები ვერსად!-თქვა გიორგიმ.
---მობრძანდით, დაბრძანდით. ჩემი და ნიკოლოზის თვალები კიდევ ერთხელ შეეჩეხა ერთმანეთს, კიდევ ერთხელ ჩავიძირე შავი ოკეანის ფსკერზე. თითქოს შუა გულ ოკეანეში ჩამაგდო და ნაპირზე გამოსვლის მაგივრად უფრო და უფრო მითრევს სიღრმეში.
,,მოიცა, ეს ნიკა გუგას მეგობარია? ეს ის ნიკა იყო, კაბინეტში რომ ვნახე გურამი ძიასთან, აი, ის ნიკა, უცნაურად რომ ააძგერა ჩემი გული“



№1  offline მოდერი tsn

კარგია ძალიან, წარმატებები fellow

 


№2  offline წევრი isterichka123

ადზგერდა რატა მოგეწონა ჰაჰაჰა კაი მალე დადე

 


№3  offline წევრი kora

უიი ეს რა სასიამოვნო თავი იყო love ჯერ იყო და დათოს პერსონაჟით მოვიხიბლე და რაღაც ხელმოსაჭიდს დავუწყე ძებნა და თურმე ბოლოში რა ინტრიგა ჩაბუდებულა ნიკოლოზის სახით wink უხხ როგორ დაიძაბა ვითარება, ერთი სული მაქვს მალე გავიცნო ბატონი ნიკოლოზი smile უკვე ვგრძობ რომ მომეწონება ნიკა love
--------------------
kira.G

 


ჩემი ნიჭიერი დეიდუკა <3 ძალიან მომწონს ეს ისტორია ... :* გაგრძელებას ვუცდიო

 


№5  offline მოდერი zia-maria

ყველას მადლობა.

 


№6 სტუმარი Nino kvirikashvili

Zaliann imokmedaaa zeriliccc zakitxvamm..raodenn mzafriaa dedobicc inctiktii am adamianshii...jerkidev muzladmkoficc..daunaxavi shvilcc anazvala tavii da cizozxlee..kvelaferii momzoncc..da gulicfanzqaliiitt velodebii momdevnoo tavc

 


№7  offline მოდერი zia-maria

Nino kvirikashvili
Zaliann imokmedaaa zeriliccc zakitxvamm..raodenn mzafriaa dedobicc inctiktii am adamianshii...jerkidev muzladmkoficc..daunaxavi shvilcc anazvala tavii da cizozxlee..kvelaferii momzoncc..da gulicfanzqaliiitt velodebii momdevnoo tavc

ჩემო ნინო ეხლა ვნახე შენი კომენტარი, რამაც ძალიან გამახარა. love მადლობა საყვარელო.

 


№8 სტუმარი Nino kvirikashvili

Rogorr ganvizade da ametira zerilicc kitxvicac..martla raodenn gancazvifrebelia
Dedashvilobiic grznoba..roza jerarnaxuli .muzlad mkofi nakobc.dabadebam cikvdili gamoizviocc da mainzz ziravv zvirfacç cizozxlecc .mici dabadebictvucc...magaria.veliodebii momdevno nikcc....

 


№9  offline აქტიური მკითხველი aanamaria

Nika ra sainteresoaaaaa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent