საბას+ნათია=მეგობრებს 1
საბას ტკბილად ეძინა თავის დაბახებიზ დღის მეორე დილას და ალბათ კარგა ხანს არ გაიღვიძებდა როცა უეცრად რაღაც მძიმედ დაეცა სახეზე.თვალები გაახილა და დაინახა რომ ეს ვიღაცის ხელი იყო.თავისთვის გაიფიქრა კიდევ ერთი გოგო და თვითკმაყოფილი ღიმილით დააკვირდა გვერდით მწოლიარეს რომელსაც თმები სახეზე ჩამოფარებოდა და იმისათვის რომ მისი სახე დაენახა საბამ ნაზად გადასწია მისი თმები.როცა გოგოს სახე დაინახა გაკვირვება,ბრაზი და შიში ერთად დაეუფლა. -ნათია?! დაიჩურჩულა.წამოდა და საწოლის თავს მიეყრდნო ზურგით,თავი ხელებში ჩარგო. საბა და ნათია კურსელრბი იყვნენ და ძალიან ახლო მეგობრები.უერთმანეთოდ ვერაფერს აკეთებდნენ თუმცა ერთმანეთზე როგორც პოტენციურ მეწყვილეზე არასოდეს უფიქრიათ.ალბათ იმიტომ , რომ მათ მხოლოდ მეგობრული სიყვარულით უყვარდათ ერთმანეთი. საბამ არ იცოდა რა ექნა.არ ახსოვდა როგორ მოხდა ეს რადგან გუშინ ბევრი დალიეს ორივემ.რა თქმა უნდა მარტივია ყველაფრის სასმელზე დაბრალება თუმცა ეს არ ამართლებდა მათ საქციელს.მან ნათიას შეხედა და დააკვირდა.უეცრად ყვირილ-კივილმა მოიცვა ოთახი. -საბა?! რა მოხდა? მე და შენ? - დამძვიდდი ნათ… -რა დამამძვიდებს? ნათია საწოლიდან წამოხტა ტანსაცმელი უცებ გადაიცვა და გარეთ გავარდა. ქუჩაში ციოდა და ისიც აბუზული,აკანკალებული მიუყვებოდა ლამაზად დაგებულ ქვაფენილს და ცხელი ცრემლები სდიოდა ლოყებზე.ისე ბარბაცით დადიოდა ვინმეს მთვრალი ეგონებოდა მაგრამ ახლა ისე გრძნობდა თავს რომ ეს არ აღელვებდა.მან უკნიდან ძახილი გაიგო.ერთი გაიხედა საბასკებ რომელიც უკან მოსდევდა და შემდეგ გზა განაგრძო. როცა საბა მოუახლოვდა და წინ გადაუდგა ნათიამ სიტყვის თქმა არ დააცადა. -თავი დამანებე გთხოვ.მარტო ყოფნა მინდა. წარმოთქვა და აქვითინდა. საბა არ იცოდა რა ეთქვა ან რა ექნა.ჩახუტებასაც კი ვერ ბედავდა რომ დაემშვიდებინა. ნათიას გზა დაუთმო და მანც ისევ ისეთი ბარბაცით განაგრძო სვლა. გოგონა წინ მიდიოდა საბ კი უკან მიყვებოდა შორიახლოს და უკვე მერამდდნე ღერს აბოლებდა თავადაც არ იცოდა.ნათია სადარბაზოში მიიმალა და საბა რომ დარწმუნდა რომ ის მშვიდობიანად მივიდა სახლში დაბრუნდა. მას შემდეგ ნათია არ უნახავს რამდენიმე თვის განმავლობაში რადგან იგი სხვა ჯგუფში გადავიდა ლექციებზე საბასთაბ ერთად რომ არ მომხვდარიყო. მაგრამ ერთ დღეს ფოიეში დაინახა იგი და სწრაფი ნაბინით ვაეშურა მისკენ.ნათიამ ეს შეამჩნია და ზურგი აქცია საბას თუმცს მან ხელი მოკიდა და თავისკენ მოაბრუნა. მან კიდევ ერთი შოკი მიიღო როცა კარგად გამოკვეთილი მუცელი დაინახა და ნათიას სევდით სავსე თვალები. -ეს?...შენ...რატომ არ მითხარი? -როგორ მეთქვა? შენ თავიდუფალი ბიჭი ხარ,ერთ გოგოსთან კვირაზე მეტი არ ყოფილხარ.ბავშვი შენთვის ჯერ ადრეა და ასევე ჩემთვისაც მაგრამ რას ვიზავთ.შენ თავიდუფლებას ვერ დათმობ და ამიტომ ჯობდა არ გცოდნოდა ამის შესაცებ. -მე მაქვს უფლება და უნარი ვიყო ჩემს შვილთან და უზრუნველვყო ყველაფრით რაც სჭირდება.სწავლას ერთ თვეში ვამთავრებთ მუშაობას დავიეყებ და ყველანაირად დაგეხმარები.სახლი ვიქირაოთ და გადავიდეთ.დიდი ხნის ფიქრის და საუბრის მერე გადაწყვიტეს მართლაც ასე მოქცეულიყვნენ.ნათია გადავიდა საბას ნაქირავებ სახლში.უნივერსიტეტი დაამთავრა ორივრმ წარმატებით და სამუშაოც მალე იშოვეს.ცოტა ხანში გაჩნდა ლიზა რომელსაც ორივე თავს ჰყვებოდა თუმცა თავად საბა და ნათია ისე იყვნენ ერთმანეთთან როგორც მეგობრები.საბა განაგრძობდა თავისუფალ ცხოვრებას მაშინ როცა ნათია ბავშვს უვლიდა მთელი დღეების განმავლობაში.ერთ დღესაც საბამ გამოუცხადა ნათიას რომ მას შეუყვარდა ერთი გოგო და ცოლად მოყავდა ის.ნათიას სხვა რა გზა ქონდა მოუწონა მეგობარს გადაწყვეტილება მიუხედავად იმისა რომ გულის სიღრმეში გრძნობდა როგორ შეუყვარდა საბა ამ ხნის მანძილზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.