ბამბის ნაყინი! 2
* * * რთულია იყო დედა და უფრო რთული,მარტოხელა.ის ყველანაირად ცდილობს,გააკეთოს შეუძლებელიც კი,რომ ტასო ბედნიერი გახადოს.ცოტა მაინც შეუმსუბუქოს მამის მონატრება. დილით ადრე გაიღვიძა,მოწესრიგდა და საუზმის გაკეთებას შეუდგა რომ სანამ ტასოს ბაღში წაიყვანდა ცოტა დაენაყრებინა. -ტასუნა,ადგომის დროა,-ალერსიანი ხმით შეეცადა გოგონას გაღვიძებას,-შენ ხომ გიყვარს ბაღი,-ცოტაზე გადაუწია საბანი და ტასო შეიშმუშნა სიცივე რომ იგრძნო. -დღეს არ წავიდე ლა,-ბუტბუტით თქვა მან და საბანი გადაიფარა -ეგ როგორ შეიძლება,გელოდებიან,სირცხვილია,-ისევ გადახადა ნენემ საბანი და ტასო ზანტად წამოდგა,დედას ორივე ხელი შემოხვია და თავი მიაბჯინა,-ნუ მთაფლავ ტასუ,-სიცილით უთხრა ნენემ,მის წელზე კნუტივით შემოხვეულ შვილს და თმაზე მოეფერა,-წავიდეთ,საუზმე გაგვიცივდება,დამიჯერე და გარეთ შოკოლადს გიყიდი -ბამბის ნაყინი მინდა,-წამოიძახა გოგონამ და საწოლიდან ჩამოხტა,-ხო სეიძლება?-ნენე დაფიქრდა -კარგი,ამ ერთხელ გიყიდი,ისე იცოდე რომ არ შეიძლება,ახლა დილაა,-უთხრა და კარადასთან მივიდა,მისი ტანსაცმლის გამოსაღებად -მხოლოდ დღეს,მეტი ალა დე,-ხელები უცნაურად ასწია და დედას გაეკრიჭა,მერე რამდენიმე ბრუნი გააკეთა და ბარბაცით მივიდა ნენესთან ქალმა საჩქაროდ ჩააცვა ტანზე,მერე აბაზანაში შეიყვანა ხელ-პირის დასაბანად და როცა მის მოწესრიგებას მორჩა,სასაუზმოთ სამზარეულოში გაიყვანა. -დე -რაიყო ტასო?-ნენემ ჭურჭელს ანება თავი და გოგონას მიუბრუნდა -სხვა მამიკოს მომიყვან?-ქალს სახე გაუფითრდა,სკამი გამოწია და მოწყვეტით დაეშვა ზედ -ტასო,სხვა მამიკო გინდა?-დაბნეულმა გაიმეორა კითხა,-სხვა მამიკო?-ენის ბორძიკით ისევ თქვა ნენემ -მე მამიკო მინდა,-სერიოზული სახით მიუგო ტასომ,-მომიყვან? -მალე ჭამე,ბაღში დავაგვიანებთ,-ძლივს უთხრა ნენემ და წყლის დასალევად წამოდგა.ნიჟარასთან მივიდა და ზედ დაეყრდნო ხელის გულებით.ძალისხმევის მოკრებას შეეცადა,მაგრამ უკვე მეტისმეტი იყო,ლიმონივით გამოეწურა მთელი ენერგია.ონკანი ხელის კანკალით მოუშვა და ჭიქა მიუშვირა,ასავსებად.“დამშვიდდი“,შეუძახა თავს და წყალი დალია,-ტასო წავედით,-მიუბრუნდა შვილს.ტასო იქ აღარ იყო,-ნენე მეტად გაფითრდა,მთელ სახლში დაუწყო ტასოს ძებნა,მაგრამ ვერსად ნახა.შეშლილი გავარდა სახლიდან და გარეთ დაიწყო მისი ძებნა.“მენაყინე“ გაუელვა ფიქრმა და მოპირდაპირე ქუჩაზე გადავიდა,შემდეგ მარცხნივ აუყვა ქვაფენილს. -ტასო,-განწირული ხმით ყვიროდა ნენე -ნენე,-ზურგიდან მოესმა უცხოს დაძახილი,გაჩერდა და მისკენ შებრუნდა -ტასო,-შეჰკივლა გოგონას დანახვაზე.ტასოს წარბი არ შეუხრია,დინჯად იდგა ვარდისფერი ბამბის ნაყინით ხელში და ნენეს უყურებდა -არ ეჩხუბოთ,პატარაა და არ ესმის,-თხოვნით მიუგო მამაკაცმა -ჩემს საქმეში ნუ ჩაერევით,თქვენც რომ დაკარგოთ შვილი,დამერწმუნეთ,მშვიდად არ იჯდებით და არ დაელოდებით,როდის მოვა თავისით,-გაგულისებით მიუგო ნენემ და ტასოს ხელი მოჰკიდა,-სახლში მოგივლი,-უთხრა მან -მეცნობით,-ეჭვით მიუგო მამაკაცმა და ნენე შეათვალიერა,-ხურდა,-ჩაილაპარაკა შემდეგ და ჩაიცინა.ნენეს მისი საქციელი ცინიკური მოეჩვენა და გაღიზიანდა -რა ცუდი დამთხვევაა,-ცივად მიუგო ქალმა -ძალიან ცუდი,-დაუდასტურა მამაკაცმაც,-თან ისევ ბამბის ნაყინი -რა ღირდა? -ფასს რა მნიშვნელობა აქვს? -უნდა დაგიბრუნოთ,-ნენეს ნათქვამზე მამაკაცს ხარხარი აუტყდა -რა უნდა დამიბრუნოთ,ტასოს ვუყიდე,თქვენ რა შუაში ხართ,-დასერიოზულებულმა თქვა და გოგონას დახედა,-შეხვედრამდე, ჩემო ლამაზო,-თვალი ჩაუკრა ტასოს -შეხვედრამდე არა,მშვიდობით,-შეუსწორა გამწყრალმა ნენემ და ზურგი აქცია -შეხვედრამდე,-ისევ მოესმა მამაკაცის ხმა -მშვიდობით,-მიაძახა შეღონებული ხმით *** -კიდევ თუ გაიმეორებ მასეთ რამეს,ხმას არ გაგცემ,-ბაღთან იყვნენ უკვე,ნენემ რომ მიუგო ტასოს,-რამე რომ მოგსვლოდა? -გიგა ბიძია ხომ იქ იყო,-დაამშვიდა ტასომ -უცხოა ის შენთვის,თუარ დამიჯერებ გიგა ბიძიასთან დაგტოვ და აღარ მოგაკითხავ -აღარ გავიპარები,-შეშინებული სახით უთხრა ტასომ და ბავშვებს შეერია. ნენე დამშვიდბული გამობრუნდა ბაღიდან და დედამისს აუარა სახლში.ტასოს ბებია,როგორც ყოველთვის,მარწყვის ტორტს აცხობდა. -ვინმეს ელოდები?-შედგმული არ ჰქონდა ნენეს ფეხი,ტორტის სუნი რომ იგრძნო და დაინტერესდა. -შენ იშვიათად მოდიხარ და სულ რომ არ გამოვყრუვდე,ჩემი ძველი ნაცნობები დავპატიჟე,-უპასუხა ლელამ ნენეს,-ყავას დალევ?-უკვე დადგმული ჰქონდა ყავა ქურაზე -კი,დავლევ,თან მოგიყვები რა გააკეთა შენმა შვილიშვილმა დღეს დილით,-ჩამოჯდა სკამზე ნენე -რა ქნა ამისთანა? -სახლიდან გამეპარა,ორი წუთით მივტრიალდი წყლის დასალევად და დრო იხელთა -რაო?-შეიცხადა ლელამ,-პირველად გააკეთა მასეთი რამ,რა გააპროტესტა?-ეჭვით ჰკითხა შვილს -მეტიჩარა გახდა,ადრე უფრო მიჯერებდა,სხვა მამიკო მომინდომა გოგომ,-ლელამ პირი დააღო ნენეს ნათქვამზე. -საწყალი ბავშვი,-თქვა დაღონებული ხმით და ყავა ფინჯანში დაასხა -მე ვარ საწყალი,მე,-ამღვრეული ხმით თქვა ნენემ,-რატომ არავის ვეცოდები,-ნაწილ-ნაწილ ვარ ქცეული,აღარავის ადარდებს რას გრძნობს დედა,მთავარია შვილი -ამის გამო ნუ გაბოროტდები -შენი შვილი მაინც არ ვიყო,უბრალოდ მეც უნდა გამიგოთ,-ფინჯანი აიღო და სული შეუბერა,-ტასომ უნდა გაიგოს რომ მის სურვილს ვერ შევასრულებ,არც კი იცის,როგორ მიყვარდა სანდრო,როგორ შევძლო სხვა მამაკაცის გვერდით ყოფნა,მხოლოდ იმიტომ რომ ტასოს უნდა მამა .მე ვიქნები ეგოისტი დედა,მხოლოდ ამ საკითხში. -მე არაფერს გაძალებ,-გვერდით მიუჯდა ლელა,-შენ კარგად იცი ჩემი ხასიათი,როგორც საჭიროდ გადაწყვეტ ისე მოიქეცი,-ხელი დაადო განერვიულებულ შვილს.ნენემ ღრმად შეისუნთქა და ცოტა შვებაც იგრძნო. -ვინ უნდა მოვიდეს,კარგად ამიხსენი,-თემის შეცვლას შეეცადა -ერთი ახალი მეზობელია,მითხრა ამოვალო და მზია,შენ რომ გიყვარდა ბავშვობაში,თბილი ქალია -კარგია,ცოტას გულს გადავაყოლებ,-დამშვიდებული ხმით უთხრა ნენემ და განელებული ყავა მოსვა *** -მზია დეიდა,როგორ ბრძანდებით?-გადაეხვია ნენე დიდი ხნის უნახავ ქალს,მთელი ბავშვობა მის კალთას არ მოსცილებია,რაც გათხოვდა კი ვეღარ ნახულობდა -ჩემო შვილო,-თბილად ჩაიხუტა მონატრებული ნენე,-სულ დამეკარგე,-ნაწყენი ჩანდა მზია -შვილის ყოლა რას ნიშნავს ხომ იცით,-თავი იმართლა ნენემ -კარგი,დღეიდან აღარ გაპატიებ დავიწყებას,-სიცილით მიუგო მზიამ -შევთანხმდით,-გაეცინა ნენეს -ტასუნა როგორაა? -მშვენივრად,ახლა ბაღშია. -რომელზე გამოგყავს? -5_ზე -წამოვალ მეც -როგორც გინდა! -ტორტს არ გამისინჯავთ?-დაუდგა თეფშები წინ ლელამ -ამისთვის ვარ მოსული,-სიცილით თქვა მზიამ და ტორტი დააგემოვნა,-ძალიან გემრიელია,როგორც ყოველთვის,-კმაყოფილმა მიუგო ლელას -მართლაც არაჩვეულებრივია,-დაეთანხმა ნენე,-ცოტა მომიჭერი,ტასუნას წავუღებ,-სთხოვა დედამისს -აბა რას ვიზამ,ტასოს შენზე მეტად უყვარს ჩემი ნახელავი,-ეშმაკურად ჩაიცინა ლელამ -ნაკლებად არც მე მიყვარს,-საყვედურით თქვა ნენემ,-შენი მეზობელი არ აპირებს ამოსვლას,როგორც სჩანს -გადაიფიქრა ეტყობ,ეგ არაფერი,მეტი ნაჭერი შეგხვდებათ -რა ლაპარაკია?-ჰკითხა მზიამ და გულიანად გაიცინა,-გშურს ფორმაში რომ ვარ და გინდა გამასუქო?-შეიფერა რომ 45წლის ასაკშიც ისევ ისე გამოყურება,როგორც ახალგაზრდობაში. -კარგი,ისე ინახავ თავს,თითქოს გასათხოვარი იყო -ქალი ყველა ასაკში უნდა იყოს მომხიბვლელი,მერე რა გათხოვილი იქნება თუ შინაბერა,არა ნენე?-მისი მხარის აბმას შეეცადა მზია -დიახ,გაიპრანჭე მზია დეიდა,დედაჩემს ნუ უსმენ,-მკლავზე უჩმიტა ლელამ მოღალატე შვილს -შენც გაიპრანჭე,როდემდე აპირებ შავებით სიარულს,2წელი გავიდა უკვე -შავი ფერი მიყვარს,მერე რა რომ დრო გავიდა,ჩემი გემოვნება არ შეიცვლება -ვიცი რატომაც გაცვია მასე და ნუ იგონებ რაღაცებს,გაიპრანჭე -ვის გავეპრანჭო დეიდა?-გაოცდა ნენე -ხვალ არის ნიკას დაბადების დღე და დაგპატიჟებ იმ პირობით თუ ლამაზად გამოეწყობი,ბევრი ამხანაგი მოჰყავს,მამაკაცებიც იქნებიან -ნიკა ვინაა? -ჩემი შვილია გოგო,-თვალები გაუფართოვდა მზიას,-როგორ დაგვიწყებია ყველაფერი,მთელი ბავშვობა ერთად გაატარეთ,ვეღარ გცნობ ნენე,ძალიან შეცვლილხარ -მხოლოდ შენ თუ შეამჩნევდი რომ მე ის ძველი ნენე აღარ ვარ -ხოდა ჩვენ ისევ ძველ ნენეს დავაბრუნებთ,-კატეგორიული ხმით თქვა მზიამ,-ხო ლელა,-შეხედა დედამისს -აბა რა,-აჰყვა ლელაც,-ჩვენ არ გვჭირდება გვერდით ახალი ნენე -ნურაფერს ეცდებით,-ამაყად წარმოთქვა ნენემ,-მე გზას არ გადავუხვევ,მე შევეჩვიე მარტოობას და ძალიან შემიყვარდა -კი,როგორ არა ახალი მარტოობა რომ გამოჩნდეს და შეგიყვარდეს,უცებ მიაგდებ ძველ მარტოობას,-თვალი ჩაუკრა ლელამ -არ წამოვალ იცოდე დაბადების დღეზე -კარგი ერთსაც ვიტყვი და გავჩუმდები,ნიკას ჰყავს ძალიან კარგი მეგობარი,საქორწინო,ნიკამ მითხრა,ძალიან წუნიაა და თუ არ ვუშველეთ უცოლოდ დაბერდებაო -მე რა შუაში ვარ? -უნდა გაგაცნო,ამიტომ შენც რომ არ დაგიწუნოს,შინდისფერი კაბა ჩაიცვი და თმა გაიშალე -დედაჩემო,გესმის რას ამბობს?-გაოცებული ნენე ეკითხება ლელას,-ვინმეს მოსაწონად მე არასოდეს არაფერი გამიკეთებია,არც ვაპირებ -ამ ერთხელ დამიჯერე,არაფერი მოგივა,არც სანდრო გვიწყენს ამის გამო,მას არ უნდა ბედნიერება წაგართვას -უკვე წამართვა,რადგან თავად იყო ბედნიერება,-ცრემლი ჩაუდგა თვალებში -ეჰ,ნენე,შენს თავს მიეცი უფლება -რისი უფლება,სხვა კაცთან გართობის?-განერვიულდა ნენე და სკამიდან წამოდგა. -არ გთხოვ არაფერს,უბრალოდ ხალს შეერიე,დანარჩენი თავისით მოხდება,თუ კი ასე უნდა იყოს -ლელა მართალია,არავინ გთხოვს სანდროს უღალატეო,უბრალოდ ცოტა გამოდი დეპრესიიდან და ადამიანებს დაუახლოვდი,დამიჯერე უკეთ იგრძნობ თავს შენც და შენს გარშემო მყოფებიც. *** ნენე მთელი გზა ფიქრობდა მზიას თხოვნაზე.ყველაფერი არეული ჰქონდა გონებაში.სხვის გამო თავისი სურვილები არასოდეს დაუკნინებია,ახლა კი საკუთარი ბედნიერებისთვის სხვა უნდა დაიხმაროს.ცხოვრებამ ყველაფერი ბუმერანგივით უკან დაუბრუნა,როცა არ მოელოდა მაშინ ჩამოეშალა სიმაგრეები და დარჩა სიცარიელის ამარა.მარტივი არაა,ყველაფერი ნულიდან დაიწყო,როცა შეგუებული ხარ ბედნიერ ყოფას,იქიდან კი უცებ ამოვარდნილი ქარიშხალივით,რომელიც წყლის ზედაპირზე მყოფ ყველა ნივთს ფსკერში ჩაიტანს,უეცრად დამტყდარ უბედურებას შეეგუო. პ.ს არ ვიცი,მგონი ის არ გამოდის რაც ჩავიფიქრე,მაგრამ იმედია მოგეწონებათ,შენიშვნებს ვიღებ,რადგან მჭირდება,რომ არ გავიჭედო შუა გზაში.მადლობა ყველას,ვინც კითხულობთ.მივარხართ მე თქვენ.ტკბილებო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.