შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბამბის ნაყინი!


19-05-2016, 01:29
ავტორი მორი-ელი
ნანახია 5 091

-უკაცრავად,ხურდა ხომ არ გექნებათ?
-ვერ გავიგე!
-ათ-ლარიანს ხომვერ დამიშლით?
-როგორ?
-ბავშვს ნაყინი მინდა ვუყიდო
-მე გკითხეთ,რა უნდა ქნათ?
-მითხარით რომ არ გაქვთ,ამდენი დრო სად მაქვს
-5 ლარიანები გაწყობთ?
-დიახ!
მამაკაცი ჯიბიდან საფულეს იღებს და სიფრიფანა ქაღალდის 5-5 ლარიანებს ეძებს.
-ინებეთ,-აწვდის ქალს და ართმევს ათ-ლარიანს,-კარგად ბრძანდებოდეთ!
-კარგად,-ემშვიდობება ქალიც და ლოდინით დაღლილ ბამბის ნაყინის გამყიდველ ბიჭს უბრუნდება.
-ინებეთ,-გამყიდველი ფულს ართმევს და ძლივს მოხიკულ ხურდას უბრუნებს
-მადლობ,-უღიმის ქალი და უზარმაზარ ბამბის ნაყინს პატარა გოგონას აწვდის,რომელიც მის მარჯვნივ,მაისურზე ჩაბღუჯული,გაბადრული სახით დგას.
-ამას რომ შევწამ,მელე კიდე მიკიდი?-ეკითხება აღტაცებული ბავშვი და ნაყინს აგემოვნებს
-თუ ჭკვიანად მოიქცევი გიყიდი,-ლოყაზე კოცნის ქალი და თვითონაც უსინჯავს გემოს ბამბის გორგალს.
-ყველას მირცევნიხარ დე,-სიხარულით ხტუნვას იწყებს გოგონა,-მამა რომ აქ იყოს ბევრს გაკოცებდა?
-კი,ალბათ,-შვილის კითხვაზე ქალს ხასიათი უფუჭდება,-მოდი სახლში წავიდეთ,-ხელს ჰკიდებს და მიჰყავს,-საღამოა უკვე,ნახე როგორ მოიღრუბლა
-დე,-აჩერებს ბავშვი,-შენთან უფლო მოიგრუბა,ნახე ცა თეთლია
-ტასო,-ძლიერად კიდებს ქალი ხელს რომ გოგონა არ გაექცეს,როგორც ყოველთვის,-შენ ხომ ჭკვიანი გოგო ხარ,დაუჯერე დედას და წამოდი სახლში,თორემ გაწვიმდება და ძალიან დასველდები,გინდა რომ დასველდე?
-კი,მინა რომ დავსვედე,წვიმას ხომ მამიკო გზავნის,-ეკრიჭება დედამისს და ფეხებს აბაკუნებს,მერე მაღლა იყურება და ნაყინსაც ზემოთ სწევს,-მამიკო,ჩამო ჩვენთან და ნაყინს შეგინახავ,დე ხო შევუნახოთ,რომ ჩამოვა მე ვაწმევ,ის კი მეტყის ლო მე კაქი გოგო ვალ
-ტასო,-ხმა აუკანკალდა ქალს,-ძალიან გთხოვ,ნუ ვაწყენინებთ მამას,ჯერ სახლში წავიდეთ
-რომ არ გამოგყვე მამა მიწყენს?-დაღონებული სახით შეხედა დედამისს
-კი,მას უნდა რომ თავი კარგად იგრძნო,შენ თუ წვიმაში დასველდები და გაცივდები მამიკო ინერვიულებს და გაგიბრაზდება
-კაქი,მე არ მიდა მამიკო ლო გავაბაზო,შენ გადაეცი ლო მე იც მენატლება და ხშილად მოვიდეს ცემთან
-ჩემი გოგო ხარ,-მისკენ იხრება და ორივე ლოყას უკოცნის,-დედას ძალიან უყვარხარ,-ხელს სახეზე უსვამს და თბილად უღიმის.

ტასო ნენეს გვერდიდან არ სცილდება,ხელი ძლიერად უკიდია დედამისის მტევანზე და მშვიდად მიჰყვება,დროდადრო ნაყინსაც შეექცევა.
* * *
-გამაგიჟა ამ ბავშვმა,-ჩურჩულით ეუბნება ნენე თავის მეგობარს გაბრიელას,-რა კითხვები აქვს იცი?
-ვიცი,-არ უკვირს გაბრიელას,-ჭკვიანი ბავშვია,დამშვიდდი,უკეთესია ასე რომ ჰყავს მამამისი წარმოდგენილი
-კი,არ ვამბობ რომ ცუდია,მაგრამ ძალიან ვითრგუნები,როცა მასზე საუბარს ვიწყებთ,-თვალები ემღვრება ნენეს,-თითქოს შიგნიდან მეცლება რაღაც,თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ,დიდი ძალისხმევა მჭირდება რომ მან ჩემი ტკივილი არ იგრძნოს და ის სილაღე არ გაუქრეს,რაც ახლა აქვს.
-ნუ ღელავ,როცა წამოიზრდება ყველაფერი მოგვარდება,მე თუ მკითხავ,უკეთესია,ტასო შეგუებულია რომ მამა გვერდით აღარ ეყოლება
-ძალიან გვენატრება,-ოხრავს ნენე,-ტასო კიარა,მე ვეღარ ვძლებ სანდროს გარეშე,ყოველი დღე ჯოჯოხეთია,ერთადერთი რაც მაკავებს ტასოა,ის დამრჩა სანდროსგან და უფლება არ მაქვს უჩემოდაც დავტოვო
-ვერ გეტყვი რომ ეგ ტკივილი სრულად გაივლის,მაგრამ დროთაგანმავლობაში გაგინელდება და ისე აღარ გეტკინება,როგორც ახლა,-მის დამსვიდებას ცდილობს გაბრიელა
-ალბათ,-აკანკალებულ ხელს თმაზე ისვამს და იჩეჩს.
-შენ ის მითხარი,ფოტოგრაფობას რომ აპირებდი,რა ქენი?
-რამდენიმე ტესტირება გავიარე და მითხრეს,პასუხს რამდენიმე დღეში შეგატყობინებთო
-როგორ ფიქრობ,აგიყვანენ?
-გადაღების პროცესს ვიღაც აკვირდებოდა და მომესმა რომ შემაქო,გამოგვადგებაო ზაზუს უთხრა,მტკიცე ხმა ჰქონდა
-იმედია,-გაეღიმა გაბრიელას,-თან ბავშვობის ნატვრას აიხდენ,თან სამსახურს იშოვი,გახსოვს სანდრომ რომ მოგიტაცა?
-როგორ შეიძლება ეგ არ მახსოვდეს!
-შეგპირდა რომ თუ გაჰყვებოდი,ყველა შენს ნატვრას აასრულებდა
-კი,მაგრამ ძალიან ბევრი რამ დამიტოვა,-ცრემლები ვეღარ შეიკავა ნენემ
-ნეტავ ის არ გეთხოვა
-რა?
-რა და,როცა ძალიან იჩხუბეთ,შენ უთხარი რომ ჩემი ნატვრა მხოლოდ შენი სიკვდილია-ო,-ნენე ცახცახმა აიტანა,ყველაფერი თვალწინ დაუდგა და ცხარე ცრემლი ჩამოუცურდა ღაწვებზე.გული საშინლად შეეკუმშა და ასტკივდა.
-რატომ გაიხსენე?-ამღვრეული ხმით ჰკითხა იმედგაცრუებულმა,-გემუდარები,მასზე ნუღარ მელაპარაკები,თორემ ჭკუიდან გადავალ
-კარგი,ხმას არ ვიღებ,დაჯექი,დამშვიდდი,-წამოდგა გაბრიელა და ნენე სკამზე დასვა,თავად კი წყლის მოსატანად გავიდა.ნენე მოიკუნტა,თავი მუხლებზე დადო.სიმწრით კბილებს აღჭიალებდა,აბჯენდა ერთმანეთზე,-დალიე,-გაუწოდა წყლით სავსე ჭიქა და ქალმა ძლივს მოაცილა სახე მუხლებს რომ ჭიქა გამოერთმია.ცრემლები შეიმშრალა და წყალი დალია.ცოტა მოეშვა,მოდუნდა და დივნის საზურგეს მიეყრდნო.
-მადლობ,გადამიარა,-მიუგო და ცრემლის ბოლო წვეთი მოიწმინდა
-ჭკუა სად მქონდა,რაზე ვფიქრობდი
-კარგი,სადამდე გავექცევი,მთელი ცხოვრება უნდა მსდიოს,ტყუილად ვცდილობ მის მოცილებას,მაინც მარადიულია
-მეც გიმატებ,თითქოს არ გყოფნიდეს
-ეს მერგო წილად და ვალდებული ვარ მივიღო,-ტუჩები აუთრთოლდა საუბრისას ნენეს
-ტასოს ხმაა,მგონი გაეღვიძა,-უთხრა გაბრიელამ და ნენე სწრაფად წამოდგა რომ შეემოწმებინა.
-დე,-უკვე ოთახთან იყო ტასოს დაძახილი რომ გაიგო
-აქ ვარ, დედა,-მიუახლოვდა საწოლს და გოგონა ხელში აიყვანა
-ტიროდი?-ნენეს ამღვრეული მზერა არ მოეწონა ტასოს
-არა,-მიუგო და ლოყაზე აკოცა
-რატო იტყუები?-გაიბუსხა ბავშვი,-მე რომ მასწავლი ტყუილი არ სეილებაო,სენ სულ მატუებ
-კარგი ტასუნა რა,როდის მოგატყუე,-ნაწყენი ხმით უთრა ნენემ
-თუ მომატუებ მეც მოგატუებ,-ხელის გული მიუშვირა გოგონამ,-დამპილდი ლა დე,-ნენეს გაეცინა და მის პაწაწინა ხელის გულზე,თავისი ხელი დადო
-გპირდები,ჩემო მეტიჩარა რომ აღარ მოგატყუებ,-მერე მოაცილა და მსუბუქად უჩმიტა გამობურცულ ლოყაზე
-ასე ჯობია,-კმაყოფილებით აღივსო ტასო


პ.ს წინა ისტორიას მალე სრულდება.მომიტევეთ ასე პატარას რომ ვდებ,უბრალოდ ვეღარ მოვითმინე,იმედია მოგეწონებათ!



№1  offline მოდერი tsn

საინტერესო ძალიან, წარმატებები fellow

 


№2  offline წევრი teddy))

Simartle rom vtqva gamixarda patara tavebs rom dadeb gamocdebi makvs tan da mirchevnia patara tavebi wavikitxo :D <3 momewona! Satauri momwons, gansxvavebulia :*

 


№3  offline მოდერი ლილიანა

მომეწონა,ცოტა მშრალი იყო მაგრამ საიტერესო,ველი მომდევნოს თეო love
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent