შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ჭაობი" (11- თეთრი ზეწარი )


19-05-2016, 22:35
ავტორი Qetatoo
ნანახია 3 274

ბებურიშვილსაც ჰქონდა სათქმელი,ბევრი სათქმელი , მაგრამ უკანასკნელ წამს ამოაჩინა რომ ვერავის ეტყოდა,ვერავის გაუმხელდა.მარტო იყო და მა შეგრძნებამ მოწამლა.გოგონა,რომელიც ეხმარებოდა გაქრა ! აი ასე,დაბრუნდა და არ დახვდა.იკითხა,უთხრეს წავიდაო,18 წელი შეუსრულდა და წესისამებრ გაიარა ყველა ეტაპი და საკუთარ ცხოვრებას დაუბრუნდაო.ვერ იქნა და ვერ დაიჯერა.ეჭვებმა დაღრღნეს მისი მოთმინება.
არც იმ დღეს გაუმართლა თავართქილაძემ რომ დაურეკა,მხოლოდ ორი დღის შემდეგ მოახერხა დავალების შესრულება,როცა ბატონ გეგაზე ხმა დაირხა დღეს არ იქნება,მნიშვნელოვან საქმეზე ქალაქგარეთ მიდისო.მასაც მეტი რა უნდოდა,დაღამდა თუ არა კაბინეტში ვირთხასავით ჩუმად შეძვრა და საბუთები გადმოქექა.არც ისეთი ადვილი იყო,როგორიც მას და მის მეგობრებს წარმოედგინათ,ასობით ბავშვის დოსიე და სურათი ფოტოებთან იყო შესადარებელი,ერთი მსგასება რომ აღმოაჩინა გული მოეწურა.დარწმუნდა, რომ საქმეს თავი გაართვა,ამას მეორე და მესამე ბავშვი მიემატა.თავადც იმარჯვა,დოსიეები დაასურათა და თავართქილაძეს გაუგზავნა.კიდევ ბევრს იპოვიდა,რომ არა ნაბიჯების ხმა და ნაცნობი ბარიტონი ჰოლში.ტანში ცივად გაცრა.ერთი კი ამოიჩურჩულა აბა ქალაქგარეთო და მაშინვე საბუთების ჩალაგებას შეუდგა,შიში მიეხმარა და წამებშიმოაგვარა ყველაფერი,თავად მაგიდის ქვეშ მიიმალა და ლოცვა დაიწყო ოღონდაც არ დაჯდესო.
კარი გაიღო და კაბინეტში სულ მცირე ორი ადამიანი შემოვიდა,ერთი გეგა იყო,მეორე მისი მოპასუხე მაგრამ მისი ხმა ანას არ ეცნობოდა,სამაგიეროდ დიალოგი იყო საინტერესო.
-დარწმუნებული ხარ,რომ უსაფრთხოა ?
-გემით გადავიყვანთ, ახალაია საქმიდან გავიდა ამიტომ პასპორტებს ვერ გამოვიყენებთ,ასე კი უსაფრთხო იქნება.
-ახალაიას რაც შეეხება,რა გააკეთა ? რა ესაქმებოდა იმ სამს ბაკურიანში იმ ხალხის ოჯახში ? რატომ შეიწირეს ოთხივე ? რამე გაიგეს ?
- როგორც ჩემი წყარო ამბობს პირადი ინტერესი ჰქონდათ მთელი ოჯახის,მაინც პოლიტიკოსი იყო ის კაცი და ვინ იცის სამივე ნაჯდომი იყო,იქნებ წვლილიც მიუძღოდა მათ დაჭერაში.რას გაიგებ შვიდივე მკვდარია,მარტო იმათმა იციან ერთმანეთისგან რა უნდოდათ.
-აიღე საბუთები და გავიდეთ,ისედაც სისულელე მოგივიდა აქ რომ დაგრჩა.
გაქვავებული ანა ვეღარ აზროვნებდა,ხვდებოდა საუბარი მის ოჯახზე რომ იყო,მაგრამ ახლა აქ,გეგას კაბინეტში რატომ უნდა ჰქონოდათ საუბარი ამაზე ვიღაც უცხოს და მას.ან რა ბილიკით უკავშირდებოდა ამ ნაძირლების საქმიანობა მისი ოჯახის ტრაგედიას . იქნებ ეს იყო რაც თავართქილაძემ შეიტყო.ამ ფიქრებში იყო გართული როცა დაინახა როგორ დაიხარა თემური,წამით ზუსტად ისე შეეკრა სუნთქვა როგორც მაშინ მამამ რომ ანიშნა არ გამოხვიდეო.
გეგა ისევ გასწორდა,მალე კაბინეტის კარი გაიხურეს და გავიდნენ.ანა მაგიდიდან წუთების შემდეგ გამოძვრა როცა ყველანაირი ჩამი-ჩუმი მიწყდა.სუდა ისევ ეფიქრა იმაზე რაც მოისმინა,მაგრამ თავში სულ ერთი წინადადება უტრიალებდა - "ახლა არა,ამას თუ გავყვები ვერ გადავიტან.მერე ... მერე " .
ოთახში დაბრუნებული,კარგა ხანს იდგა გახევებული,კედლებს უყურებდა თითქოს რაღაცას ევედრებაო.კიდევ დიდ ხანს იდგებოდა ასე უმოქმედო ტელეფონი რომ არა,მის ჯიბეში ლამის ცეკვა,რომ დაიწყო.წამების განმავლობაში აკვირდებოდა ეკრანზე გამოსახულ სახელს - " ბაჩანა" .ბოლოს უპასუხა და მოლაპარაკე თავართქილაძეს ყური დაუგდო.
-ანა მივიღე სურათები და ძალიან მაგარი გოგო ხარ,მე არც გამხსენებია მეთხოვა...კარგად ხარ ? - იკითხა მას შემდეგ რაც მიხვდა ხმას არ ამოიღებსო.
-ბაჩანა რაღაც მოხდა ... - საწოლზე ჩამოჯდა და დაწვრილებით,თანმიმდევრობით ყველაფერი გაიხსენა,მასაც დეტალებში აუხსნა.არც შეუწყვეტინებიათ,უსმენდნენ და დასკვნებს აკეთებდნენ.მათაც უთხრეს პასპორტების აღმოჩენის ამბავი,მაგრამ ბაკურიანის აგარაკზე ყოფნის შესახებ სიტყვაც არ წამოსცდენიათ.
-ანა იმდენად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვე,რომ ...
-სრულიად შემთხვევით მერაბ ... -აგრძნობინა შექებას არ ვიმსახურებო და იქვე დააყოლა... -ახლა უნდა გავთიშო,შემოწმებზე დაივლიან,მე კი პრობლემები შემექმნება...-გათიშა და მართლა საწოლში შეძვრა.კარგა ხანი არ ჩაეძინა,გონება ზუსტად იმ კითხვისკენ მირბოდა რაც საუბის მოსმენიდან პირველ წუთებში დაებადა.არ უნდოდა ამაზე ფიქრი,მარამ ოხ ეს ეგო.

* * *

-ესეიგი შავი ზღვით გადაჰყვთ ბავშვები...
დაასკვნა ნაჭყებიამ და სავარძლის საზურგეს ხვნეშით მიაწვა.მესხიშვილი ჩუმად იჯდა და წარბები ბრაზის საჩვენებლად შეეყარა.მას არ მოეწონა ბებურიშვილის ხმა და საერთოდ იმის შეგრძნება,რომ გოგოს თავისი ოჯახის ტრაგედიაზე კიდევ ერთი ამბის მოსმენამ მოუწია.
-როგორ ფიქრობთ სად შეიძლება ვეძებოთ,ბათუმი დიდია...-იკითხა მესხიშვილმა და იმ სახით გადახედა ბიჭებს მე ვესია მაქვს და თქვენც ხომ არ ფიქრობთ რამესო.
-რაციონალურად თუ მივყვებით ყველაზე მიგდებულ და დაუსახლებელ ადგილებში...-თქვა მერაბმა და ბაჩანას გადახედა
-ხომ შეიძლება ზუსტად იმის გამო რომ იფიქრეს რაციონალურად გაჰყვებიან და შუა ქალაქში ძებნას არ დაგვიწყებენ ზუსტად იქ დამალეს ბავშვები ... -ისევ ჩაკლა იმედების ნაპერწკალი თავართქილაძემ.
ამის შემდეგ კარგა ხანს ისხდნენ გაჩუმებულები.მესხიშვილი იმავე თემას გონებაში მიუბრუნდა,რასაც ანასთან საუბრის მერე შეეწუხებინა.ბაჩანა იმაზე ღელავდა რა შუაშია გეგა კერესელიძე ბებურიშვილების ტრაგედიასთანო,ჩვენი მერაბი კი,როგორც მიუკერძოებელი ჰუმანისტი ბავშვებზეღა დარდობდა და ლამის იყო ეს თავგამოდებული ათეისტი ღმერთს შევედრებოდა- "ცოტა ხანი მოგვეცი შე დალოცვილოო".
საქმეში ბევრი გაურკვევლობა იყო,ჯერ კიდევ საფიქრალი იყო კიტას გამოწვა ოთახში და ბავშვების ასე სანდო დაწესებულებიდან გაქრობის შესაძლებლობის არსებობა.ყველაფერზე კი ერთადერთი პასუხიღა იმსახურებდა არსებობას - "ძალიან ცოტა ინფორმაციია,მხოლოდ ფაქტები".
მცირე ხნით დუმილი შენარჩუნდა,მერე კი კარი ვიღაცამ ლამის შემოამტვრია,უჩვეულოდ განერვიულებული , ნაცნობი ხუჭუჭთმიანი ახალგაზრდას დანახვაზე მერაბი საინტერესო ამბის მოსასმენად მოემზადა.
-ბატონო მერაბ,მაატიეთ მაგრამ მგონი ისეთ ინფორმაციას მივაგენი მოცდას,რომ არ საჭიროებს...-უფროსმა თავი დაუქნია და გაუღიმა იმის ნშნად გისმენ ნუ ნერვიულობო.
-წინათ მითხარით კაგი საქმისთვის კი ყველაფერს იზამსო,მე ნებართვად მივიღე ჩვენთვის ჩაკეტილ სისტემაში შემეღწია...-სულს ძლივს ითქვამდა ისე ჩქარა საუბრობდა,მესხიშვილი აფორიაქდა ამიტომ შეაჩერა და მოსთხოვა დაჯერი და ისე მოყევიო,სუნთქვა რომ დაირეგულირა მერე კი მართლა ნორმალური ადამიანივით,დალაგებულად ჩამოარაკრაკა თავს გადახდენილი ამბავი...-მოკლედ წარსულში ეს კერესელიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი ყოფილა,სწორედ ამის მერე გახდა დაწესებულების მმართველი , ნდობით აღჭურვილი პირი.წარსულში ნასამართლევი არაა,არც რაიმე დარღვევა,ჯარიმა რომ ჯარიმაა ორჯერ აქვს გადახდილი და ისიც ალკოჰოლის ან რაიმემსგავსის კი არა , მანქანის არასწორად გაჩერების გამო და სწორედ ამიტომ ...
-დაგაეჭვა ადამიანის ასეთმა სუფთა ისტორიამ ... -დაასრულა მესხიშვილმა და ახლა უკვე მომავალი კმაყოფილების ღიმილმა გაუბინა სახეზე,ი მიხვდა რომ ახალგაზრდას უმნიშვნელოვანესი ინფორაცია ჩაუვარდა ხელში დამცირე დროში დიდი შანსი იყო ბავშვების პოვნისა,ამას გრძნობდა.
-ნამდვილად, იმას რომ ასეთი სუფთა ცხოვრება არ ქონია,დამტკიცება ჭირდებოდა,მას თქვენ სამხილებს უწოდებთ,მეც სისტემა გამოვიყენე და შევეცადე იმ საავადმყოფოში მომუშავე იმდროინდელი პერსონალის ვინაობა არქივიდან მეპოვნა,გამიმართლა და მართლა აღმოვაჩინე ასეთი სია,ამისთის ბევრი დავაშავე,მაგრამ დამიჯერეთ ღირდა.იქ დიდი ჩამონათვალი იყო , მე ყველაზე დიდი სტაჟით და გეგასთან მუშაობით ყველაზე დიდ ხნიანი მჭირდებოდა,ასეთი სამია,მათგან ჩვენს კრიტერიუმებს ყველაზე უფრო ერთი ხნე ქალბატონი აკმაყოფილებს,მისი საცხოვრებელი მისამართი და ტელეფონის ნომერი სისტემამ არ მოძებნა,მაგრამ ისევ ცოტა ეშმაკობით საყოველთაო აღწერის ელექტრონული ვერსიიდან ამოვძებნე,იქ კი მისამართიც იყო,ტელეფონის ნომერიც...-დაღლილმა ბაჩანამ გააწყვეტინა და მონაცემები ფურცელზე დააწერინა,მან მხოლოდ სახელს მოჰკრა თვალი და ისიც იმიტომ რომ თავიდან ბიჭს ხელებში უყურებდა,თვალი მიაყოლა და ასოების წაკითხვა დაიწყო,საბოლოოდ კი წაკითხული ასე ჟღერდა - "ნაირა".
მისამართის მიღებასთან ერთად ფეხზე წამოხტნენ და დროის მიუხედავად მტკიცედ გადაწყვიტეს უნდა ვესტუმროთო.დიდად უფროსსაც არ გამოუდევს თავი არ წახვიდეთო,პირიქით კაბინეტის კარი გაიხურეს თუ არა ჩაეღიმა და ხუჭუჭთმიანი შეაქო,მან კი იმის მაგივრად შეეფერებინა,განაცხადა ჯერ არ დამიმთავრებია,არის კიდევ რაღაც რაც უნდა იცოდეთო და მერაბმაც წეხანდეის არ იყოს ყური უგდო.
ბიჭები ქალაქის ცენტრში,ერთ-ერთი ქუჩის შესახვევთან შეჩერდნენ,მანქანა მცირე ხნით იქვე კორპუსის სადგომთან მიაყენეს და თავად წინ ასვეტილი კორპუსის კიბეებს აუყვნენ მესამე სართულამდე.ზარი დარეკეს და ერთმანეთშ გადახედეს როცა გასაღების გაჩხაკუნება გაიგეს,იქედან კი ლამაზი გოგონა გმოჩნდა თავისი ღიმილით და შეკითხვით - " ვინ ხართ ? "
-სახლში უფროსები არიან ?
ამ დროს კარებთან ახლგაზრდა ქაბატონი მოვიდა,მან მკაცრი თვალებით გადახედა ორ მამაკაცს და იგივე შეკითხვა გაიმეორა
-ქალბატოო,ჩვენ ქალბატონ ნაირას ვეძებთ,მისი დახმარება გვჭირდება.
-მობრძანდით სახლშია,მოხდა რამე ? ...-შეუძღვა და თან კითხვები მიაყარა,მერე უფრო დამტკბარი ხმით დაიძახა აირა დეიდა თქვენთან არიანო და ბიჭებს გზა მისცა მათაც რომ დაენახათ უკვე ხანში საკმაოდ შესული,მაგრამ ჯერ კიდევ კარგი გარეგნობის ქალბატონი.
-ქალბატონო ნაირა თვქნეთან საუბარი ჩვენი აუცილებობაა , შეიძლება ცალკე გელაპარაკოთ ?... -დაამატა ბოლო წინადადება ბაჩანამ როცა ოთახში დაყუდებულ , გაკვირვებული თვალებით შემყურე ქალ-ბავშვს შეავლო თვალი.
მოხუცი მათ კაბინეტად გადაკეთებულ პატარა ოთახში შეუძღვა,სადაც სავარძლებში მოთავსდნენ.მესხიშვილმა გადახედა თავართქილაძეს და აცნობა , შენ დაიწყე თუ რამე მე გავაგრძელებო.
-რესპუბლიკურ საავადმყოფოში დიდი ხნის წინ და დიდი ხანი მუშაობდით ხომ ასეა ? ... -ქალი თავის დაქნევით დაემოწმა და ისევ გაკვირვებით დააშტერდა ორ უცნობს ... -ალბათ გეგა კერესელიძესაც კარგად იცნობდით ?
-საკმაოდ , რა ხდება ? იქნებ ორი სიტყვით მითხრათ ვინ ბრძანდებით და ამ დროს რატომ მოხვედით გეგა კერესელიძეზე სასაუბროდ ? ... -ისე ქედმაღლურად და აშკარა აგდებით ჟღერდა მისი ხმა , რომ მესხიშვილა საჭიროდ ჩათვალა ალაპააკებულიყო.
-პოლიციიდან ვართ და თქვენს ყოფილ უფროსს ქვეყნის ღალატი დაბავშვების ქვეყნიდან უკანონო გაყვანა ბრალდება,ასე რომ შეეცადეთ დაწვრილებით მოგვაწოდოთ საჭირო ინფორმაცია ... -ბაჩანამ უჯიკა და ბრაზმორეულმა ჩასჩურჩულა რას აკეთებო.
-გაგიჟდი? ყველაფერი გაამჟღავნე , ის ...
-არაფერს იტყვის ხომ ასეა? ... - ბოროების შუ ჩამდგარი თვალები მიანათა და კარისკენ გაიხედა,ისევ ისეთი ხმით მოლაპარაკემ ესღა ამოთქვა ... -ლამაზი დედა-შვილია,სამწუხარო იქნება თუ უეცრად რაღაც დაემართებათ , ხომ ასეა ქალბატონო ნაირა ?
ქალი აშკარად მიხვდა რაზეც მიანიშნებდნენ და ბრაზისგან წამოჭარხლდა,მერე უეცრად ფეხზე წამომხტარმა მკლავი გაიშვირა და მისი ასაკისთვის შეუფერებელი წივილით განაცხადა ახლავე ჩემი სახლიდან გაეთრიეო.თავართქილაძეს სურდა დაემშვიდებინა,სიტუაცია შემოებრუნებინა,მაგამ აქაც მეხიშვილმა იმარჯვა .
-ადგილს დაუბრუნდით ქალბატონო ... - ამოისისინა და ასეთივე ცივი ხმით განუცხადა ... -არსად არ ვაპირებ წასვლას, ყველაფერს იტყვით,სიმართლეს და თანაც დაწვრილებით თორემ ...
-ეს მუქარაა ! თქვენ პოლიციელები ხართ,ამას გავამჟღავნებ ! ... -თავმომწონედ წრმოთქვა ქალმა და ნიშნისმოგებით გადახედა მასზე ორჯერ უმცროს ყმაწვილს.
- გგონიათ ამით რამეს დამაკლებთ ? იმაზე მეტი ვარ ვიდრე თქვენ გგონიათ,პოლიციელები არ ვართ , უშიშროებიდან გაწუხებთ და თუ წესიერად არ აგვიხსნით მგონი თქვენც ყოფილი უფროსის გვერდით მოგიწევთ დასკუპება,თუ ახლა არ დასკუპდებით ისე ლამაზად როგორც წეხან იჯექით.
ქალმა თავართქილაძეს გადახედა,რომელი მხოლოდ ახლა მიმხვდარიყო მეწყვილის ჩანფირსა და ტაქტიკას,მოწონების ნშნად ტუჩის კუთხეში ღიმილი ეპარებოდა და ქალსაც მკაცრად გადმოხედა.ფარ-ხმალ დაყრილი დაეშვა სავარძელში და მიმტკნარებული ხმით იკითხა რა გაინტერესებთო.
- რამდენი წელი იმუშავეთ გეგა კერესელიძესთან და რა ურთიერთობა გქონდათ მასთან ?
-პირადად გეგასთან მას შემდეგ ვმუშაობდი რაც კლინიკაში მოვიდა,ანუ დაახლოებით 11 წელი,ისე კი 25 წელი ვიმუშავე ექთნად...ურთიერთობა კი...-ისევ შეყოყმანდა ქალი,ამჯერად თავართქილაძის ნიღბის დრო იყო.
-ქალბატონო ნაირა ჩვენ დიალოგი ცუდად დავიწყეთ მაგრამ დაგვერწმუნეთ,მაგრთლა საჭირო საქმეს ემსახურებით.უნდა ოგვიყვეთ რაც იცით...-შემწყნარებელი მზერით გადახედა ქალს და მიხვდა რომ ახლა ამ მოხუცის შიგნით რაღაც ცვლილებები მიდიოდა და ეს მართალიც იყო.რაღაც რაც აქამდე არ ასვენებდა ახლა სამუდამოდ გამოდიოდა სააშკარაოზე და სიტყვეით შეშინებული ქალი ამის შეჩერებას არ აპიებდა.
- 20 წელია ამას ვერბძვი,ვცდილობ ეს შავი მოგონებები ამოვშალო,დავიბიწყო ასაც ვაკეთებდი,როგორ ვუღალატე ფიცს და როგორ გავხდი ადამიანების შემმსუბუქებელი მათ დამამძიმებლად.ეს შიგნიდან მჭამს ბავშვებო,მე თქვენ დაგანახეთ ქალი რომელიც შევქმენი,იმის დასამალად რაც გამიკეთებია.დროა პასუხი ვაგო,ისედაც ბევრი ვეწამე თავისუფლებისთვის,ახლა სიმშვიდის დროა.
-რას გულისხმობთ ? ... -ინტერესით ჩაეკითხა ჯერ კიდევ აღელვება გადაუვლელი მესხიშვილი.
-გეგა კერესელიძე,ძალიან ახალგაზრდა და ამბიციური იყო,როცა მოვიდა,მისი მშობლები თანმდებობის პირები იყვნენ და ალიკვალიო რომ იტყვიან ისე იყო,მასაც დიდებისკენ სწაფვა ჰქონდა,როცა მოვიდა მე ჯერ კიევ ახალგაზრდა ვიყავი,მერე და მერე როცა დავახლოვდით და ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა შემომთავაზა ექთნის პროფესია მომგებიანად გამოიყენეო,თავიდან ვერ მივხვდი,მაგრამ მას შემდე რაც არასასურველი ახალშობილი სასურველში გავცვალე და ამისთვის გასამრჯელოდ ჩემი ხელფასის ხუთჯერ ნამრავლი ფული ჩამიკუჭეს ხელებში,მაშინ კი გავაანალიზე რასაც ნიშნავდა პროფესიის მომგებიანი გამოყენება.
-ახალშობილებს ასხვისებდით ... - დასკვნა გამოიტანა ავართქილძემ და ტონით მიახვედრა გაგრძელებას ველიო.
-დიდი ხანი ? ... -არ დააცადა გაგრძელება მესხიშვილმა.
-სამი წელი,მერე წამოვედი! ... -ამოიხვნეშა ქალმა და თითქოს წერტილი დასვა.
-რატომ წამოხვედით ? ... -თავართქილაძე მიხვდა რომ ყველაზე საინტერესო სწორედ წამოსვლა იყო,ანუ ველაზე მეტად ინფრორმაციული.
-იცით ? მთელი იმ ხნის მანძილზე რაც ამას ვაკეთებდი ერთხეაც კი არ მიგრზვნია ოდნავი დანაშაულის გრძნობა,არც იყო საჭირო.ბავშვებს ვცვლიდი,წარმოიდგინეთ მამას რომელსაც გოგო არ უნდოდა ვატყობინედი ბიჭიათქო,ბავშვს მუდმივ ყვედრებას ვაცილებდი და მიმყავდ მასთან ვისთვისაც სქესს მნიშვნელობა არ ქონდა.ამას ვაკეთებდი ჩუმად,მამა ყოველთვის ბორგავდა,უმეტესობა გაიძახოდა ბიჭი უნდა იყოსო,ექთანი ამას ყურს მოკრავდა , ამბავს მოიტანდა და საქმე იჩარხებოდა,ორ მშობიარეს თუ მოიყვანდნენ ან მეტს,ჩვილებს არ ვაჩვენებდით ვეუბნებოდით პრობლემების ასაცილებლად სპეციალური პროცესი უნდა ჩავუტაროთთქო და მეტი რა უნდოდა ტკივილისა და სიხარულისგან გათანგულ დედას,არ აინტერესებდა თავისი გრძნბები შეეგრძნო წვალებით დაბადებული შვილის სითბო,მხოლოდ იმაზე ფიქრობდნენ კარგად იყოსო.
-ბევრი ბავშვი გაასხვისეთ ?
-ეს პროცესი ყოველდღიური კი არ იყო,როცა შემთხვევა ჩავარდებოდა და ეს შემთხვევებიც ნალები გახლდათ,მაგრამ კი ასამდე ახალშობილი.
-ატომ დაანებეთ თავი ამ საქმეს,ის ხომ კაგ მოგებას იძლეოდა,თანაც თუმე დანაშაულის გრძნობა არც გაწუხებდათ,მგონი თავი გადამრჩენელადაც კი წარმოგედგინათ და ამაყობდით ამით არა ?! ... -იკითხა გაღიზიანებულმა თავართქილაძემ.

- რომ არა ერთი შემთვევა ალბათ მართლა გავარგრძელებდი ამის კეთებას...
- ეს წამოსვლის მზიეი გახდა არა? საქმე ...
-საქმე იმაშია,რომ 2000 წელს უბედურება დამატყდა თავს,ამჯერადაც იგივე პრობლემა გახლდათ,მამას გოგო არ უნდოდა და გეგამაც გამომიძახა საჭირო ადამიანების მოსაძებნად,რომლებიც იშვილებდნენ.ვიპოვნეთ კიდეც,ისეთი კარგი ხალხი.მეგონა კარგი საქმე გავაკეთე,მაგრამ საკუთარი თვალით ვნახე ის უბედურება რაც იმ ქალს მოვუტანე,დღემდე მახსოვს ის მომენტი,არც არასოდეს დამავიწყებს თავს.

* * *

გარეთ ჯერ კიდევ ქროდა თებერვლის სუსხიანი ქარი,ავისმომასწავლებლად იმუქრებოდა ფაჯების ჩამსხვრევით,მათ მინებზე სასწაული ხმით ბოგინებდა და ჩადგომას არც აპირებდა.საავადმყოფოს ჰოლში შუა ხნის ქალბატონი მოაბიჯებდა,მოდიოდა პალატისკენ სადაც ორი დღის წინ ნამშობიარები ქალი ეგულებოდა.ჩაწითლებულ თვალებზე გული აღარ მისდიოდა,ისედაც მიჩვეული იყო,იმდენად რომ შეისისლხორცა.პალატის კართან ატუზული მამაკაცი სიგარეტს აბოლებდა და სულ არ ანაღვლებდა აკრძალვა - "სიგარეტის მოწევა საავადმყოფოს შიგნით არ შეიძლებდა". ქალს აშფოთებდა მისი სახე და ამიტომ წესიერად არც დაკვირვებია,შენიშვნის მიცემაზე ხომ ზედმეტი საუბარიპალატაში შევიდა და ცალ მხარეს გადაბრუნებული ქალი დაინახა,საწოლს შემოუარა და თავთით დაუჯდა.წყნარი,შემპარავი ხმით იგივე ლექსის მოყოლა დაიწყო რასაც გუშინ უყვებოდა.
-აბა ნინა,ისევ ისე ?
-წაიყვანეს არა ? ... -დაღლილმა და ერთიანად გამოფიტულმა უპასუხა,კარგად ეტყობოდა,რომ მეტი აღარ შეეძლო და აღარც სურდა.
-წაიყვანეს ჩემო ძვირფასო,შენ ხომ კარგი გოგო ხარ,ახალგაზრდა, შვილები გეყოლება,კიდევ და კიდევ,რაც მთავარია ბიჭი....-თმაზე ხელი გადაუსვა და უეცრად მის თვალებს წააწყდა,რომელნიც წყრომით შეჰყურებდნენ,მერე ერთგვარად წამოჰყო თავი და ღვარძლიანად წაისისინა.
- ჯერ მისი სითბო არც კი შემეგრძნო,მისი სუნი არც კი დამემახსოვრებინა ხელიდან ამტაცე.მისი ტუჩები,მისი პაწაწინა თითები,მისი პაწია სხეული თრთოდა ჩემს შეხებაზე,მისი მოჭუტული თვალები -ეს ყველაფერი თვალწინ მიდგას და მეუბნებით არაფერიაო ? გულს სად მალავთ ხოლმე როცა საავადმყოფოს შიგნით შემოდიხართ , იქნებ წყალში შემავალი გველივით ქვაზე ტოვებთ?
-ჩემო კარგო,ასე უფრო დამძიმდები,არასოდეს გაგმხელენ ვის მისცეს ბავშვი,შენ ვერ იპოვი მასდა რომც ეცადო რა აზრი აქვს? დაივიწყე,დამიჯერე ასე ჯობსგული თან არ დამაქვს რადგან ის შეგრძნება ღეს რომ შენ გაქვს ჩემთვის უცხო არაა,ყველაზე თუ ვინერვიულებ შევეწირები.შენც ამას გირჩევ,ეგ გული ამოიღე და სხვა ჩაიდგი,საკუთარ თავს გულის გადანერგვა გაუკეთე და ყველაფერი მორჩება.
- ცოტა ხნის წინ შემოსვლა უნდოდა ... მოდის თვალებში მიყურებს და მეუბნება ყველაფერი კარგად იქნებაო,ასეთი ადამიანი ადამიანია ?
-მაშ რა უნდა ქნას,შენ გვერ ...
-ნაირა წადით ! ცოტა ხნით უნდა დავიძინო.თქვენ მხოლოდ აბსტრაქტულ სამყაროზე საუბარი და ბინძური შემოთავაზებების მოცემა შეგიძლიათ.არც ერთი არ მჭირდება.დამასავენეთ ...
იყვირა და თავი ბალიშში ჩარგო,ქალი წამდგა,განცვიფრებულიც,ოდნავ შეურაცხყოფილიც.ერთხელღა შევლო თვალი ქალს და შენიშნა როგორ ებღაუჭებოდა თეთრ ზეწარს.პალატის კარი გამოიხურა და თვალში ცარიელი ჰოლი მოხვდა."ალბათ დაიღალა და წავიდა" გაიფიქრა და ახლა უკვე გეგს კაბინეტისკენ წავიდა.
იქ შესულს მტავარი ექიმი წასული დაუხვდა,სავარძელში ჩაესვენა და თვალებს მილულვის საშუალება მისცა,მილულვა ძილში გადაიზარდა.
შუაღამე იქნებოდა,როცა ჩოჩქოლი ატყდა.ჰოლში გამოიხედა და მისდა ბედად იქვე მდგომ ატირებულ ექთანს მივარდა კითხვით რატომ ხმაურობთო,გულამომჯდარმა გოგომ მხოლოდ პალატის ნომერიღა ამოიჩურჩულა და გაეცალა.

* * *

- გაბრაზებული წავედი,ვიფიქრე ისევ ისტერიკები მოაწყოთქო...ისეთი ლამაზი იყო,თავის გაქათქათებულ თეთრ პერანგში,ისეთი ლამაზი რომ შემეშინდა კიდეც ჭკუიდან ხომ არ გადავედითქო...ოჰ,როგორ ვეცი,როგორ მინდოდა ჩამომეხსნა,მაშინ პირველად გავივლე გულში ღმერთის არსებობა და ისღა შევევედრე მაშველინეთქო...ვერ ვუშველე,ვერ გადაურჩა,ტკივილმა მოკლა.თავი კი არ მოიკლა ტკივილმა შეიწირა,შვილმა რომელიც მხოლოდ ერთხელ ეჭირა ხელში,იმან შეიწირა.ისეთი ლამაზი იყო,ანგელოზს გავდა.იმ თეთრ ზეწარსაც კი ვერ შეელია რომლითაც თავისი შვილი პირველმა შემოსა,სწორედ იმით ჩამოიხრჩო ასეთმა ლამაზმა,უბრალო ბავშვმა საავადმყოფოს ბინძური პალატის კედლებში თავი.და ... -ვეღარ გააგრძელა ქალმა ამბის მოყოლა,მიმჭკნარ სახეზე ცალად ჩამოუგორდა ცრემლი და უხეშად მოიშორა თითქოს ნაგავი ყოფილიყო.
-და თქვენ ვეღარ შეძელით გაგეგრძელებინათ საქმე აქამდე რომ სწორად მიგაჩნდათ.შეგეშინდათ რომ კიდევ რომელიმე დედი სიცოცხლე არ შეგეწირათ...-ცოტა ხანში დაასრულა დაწყებული- " და " თავართქილაძემ და ისევ დუმილს მისცა ოთახში დაბუდების საშუალება.
კარგა ხანი იყვნენ ასე,ქალი ფიქრებში ჩაძირული თავართქილაძე გამოსავალის მძებნელი,სურდა ისეთი რამე ეთქვა დიალოგს რომ განაახლებდა, ბოლოს მობეზრებულმა ესღა დაახეთქა.
-ქალბატონო ნაირა,მაპატიეთ,ვიცი რთულია მაგრამ საუბარი უნდა გავაგრძელოთ .. -ქაი ფიქრებიდან გამოერკვა და დარდმოცილებული სახით ანიშნა მე შეწყვეტას არც ვაპირებდიო.
-რა გითხრათ კერესელიძემ როცა წასვლის შესახებ ესაუბრეთ ...
-თქვენ წარმოიდგინეთ გამიგო ...თავადაც შოკში იყო მომხდარის გამო,ის ქალი მისი უახლოესი მეგობრის მეუღლე გახლდათ , ამიტომ დიდი აჟიოტაჟი ამას არ მოჰყოლია.
-მას შემდეგ გქონდათ მასთან კონტაქტი ?
-არანაირი !
-ხომ არ გახსოვთ ვინ იყო ის ქალი,ან მისი მეუღლე.ან ბავშვი ვის მიაშვილეთ.
-მხოლოდ მაშინ გავიხსენე იმ ადამიანების ვინაობა როცა თვეების წინ საინფორმაციოთი გამოაცხადეს თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ და აგარაკზე ყველანი ამოწყვიტესო.რომ გავიგე გოგოსაც იგივეს უპირებდნენ მაგრამ მან როგორღაც იმარჯვა და ავარია მოაწყოო,თანაც ამობრუნებული მანქანა აფეთქებულა მერე, საწვავს გაუჟონავს.მოკლედ მხოლოდ მაშინ გავიხსენე,რომ ბავშვი ბებურიშვილების ოჯახს მივაშვილეთ.
ექოსავით გაისმა ეს გვარი,იქამდე თავართქილაძე იხსენებდა,რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება თითქოს მეცნობა დაბადების დროოო,მერე როცა ქალი ტრაგედიაზე და აგარაკზე ალაპარკდა ყველაფერი ნათელი გახდა,აფორიაქება დაიწყო და როცა ეს გვარი ოთახის მიყრუებულ კუნჭულშიც გაისმა თავართქლაძისა და მესხიშვილის სხეული უბედურების ცეცხლით აენთო.იმის მაგივრად დალაგებულიყო,ყველაფერი თვადაყირა დადგა,ყველაფერი თითქოს იგივე ნისლში ჩაიძირა რომელშიც თვეების წინ ანა იძირებოდა,თეთრ თოვლში დასისხლიანებული ჩაფლული და მომაკვდავი.ამჯერა ყველაფერი უარესად იყო,რადგან ჭაობი გაიზარდა,მასშტაბური გახდა და მისგან ამოსვლა კი გართულდა.
ჭაობი გაშავდა...
* * *

-ესეიგი ანაზე ყველაფერი შევიტყვეთ არა ? მაგრამ სხვა რა თქვა იმ ქალმა,შეუძლია რაიმეთი დახმარება ?
-ის რაზეც ილაპარაკა ახლანდელთან არანაირ კავშირშია არაა,მე ვერ ვაკავშირებ.სხვა არაფერი იცოდა.მხოლოდ იტანჯება და მე ვთვლი მისთვის დასკა ის იქნებ თუ არაფერს გავამხელთ მასზე ვიდრე ის დავიჭიროთ და დნაშაულისვის ვაზღვევინოთ
-ვერც დაიჭერ თავართქილაძე ძალიანაც რომ გინდოდეს ... - თქვა მერაბმა და იმით გაბრაზებულმა საჭირო ვერაფერი შეიტყვესო ოდნავ შეუღრინა კიდეც.
სახლში არც ერთი არ წასულა იმ ღამით,მერაბს თავის სავარძელში მიეძინა და ბიჭებმაც უფლებს მისცეს თავს თვალი ცოტა ხნით მოეტყუებინათ დივანზე მიწოლილებს.ასეთ მდგომარეობაშიც კი არავინ აცადათ დასვენება,შუაღამე იყო ხუჭუჭთმიანმა განგაში რომ ატეხა და სულ რაღაც ერთი საათის ჩაძნებულები მნიშვნელოვანი ინფორმაციის სანაცვლოდ გამოაღვიძა.
-ახლა თუ რამე საჭიროს არ იტყვი გეფიცები მიგახრჩობ ....-ამოისისინა მესხიშვილმა და ბიჭს ყურადღებით დააკვირდა.
- მოკლედ ვიჯექი და ვფიქრობდი რა გამეკეთებინა,კვალისთვის როგორ მიმეგნო,ეკრანზე კერესელიძის პირადი საქმე მქონდა გადაშლილი.ნახევარ საათიანი სკამიტ ტრიალის შემდეგ თვალი უნებურად შევავლე ინფომაციას იმის შესახებ თუ როგორ შეიძინა სამი წლის წინ აგარაკი ბატონმა გეგამ,თუ გმოიცნობთ სად ?
-ბათუმი ? ...-ბიჭმა თავმომწონედ დაუქნია თავი და აჟიტირებულმა მესხიშვილმა წამოიძახა ... -რათქმაუნდა, ვის მოუვიდოდა აზრად რომ ასეთი მნიშვნელოვანი მოხელე თავის აგარაკზე ბავშვებს დამალავდა !
პირველი ემოციები ჩაცხრა და ბიჭი შემპარავად ალაპარაკდა.
-იმედია აცნობიერებთ,რომ ეს მხოლოდ ვარაუდია,მე ზუტად არ ვიცი სად არიან ბავშვები,მაგრამ ...
-ყველა ვერსია,მითუმეტეს როცა ერთია , უნდა გადამოწმდეს.ოღონდ დღეს საკმარისად იშრომეთ,ჯობს დაისვენოთ,გამოუძინლები რომც წახვიდეთ ვერაფერს გააწყობთ.გონებით უნდა მიყვეთ.
მართალი ხარო ჩაილაპარაკა თავართქილაძემ და ბიჭს მიღწევა აღუნიშნა.ის იყო უნდა დაშლილიყვნენ რომ მესხიშვილმა საინტერესო თემა წამოჭრა.
-ისე როგორ ფიქრობრ სხვა რაიმე ვერსია შეიძება არსებობდეს,რისთვის სჭიდებათ ბავშვები ?
წასასვლელად გამზადებული უფროსი სავარძელში ჩაეშვა და წარბები შეჭმუხნა,მას თავართქიაძემ მიჰბაძა,თიტქოს ახლა ამ წამს ეს გადამწყვეტი იყო.ოთხივე ცდილობდა რაღაც ვერსიამდე მისულიყო,მაგრამ ბავშვების თემა მეტისმეტად მძიმე აღმონდა და რაც არ უნდა საზიზღრობა ყოფილიყო პროსტიტუაციაზე შორს ვერ წავიდნენ.ეს იყო დრო,როცა ბაჩანას ტელეფონი აწრიალდა ჯიბეში და ეკრანზე გამოსახა წარწერა - "ანა".

* * *

-ისედაც უამრავი ბავშვის პირადი ინფორმაცია მოვიპარე,კიდევ ერთის მოპოვებით არაფერი დაშავდება,ყველაფერი ისედაც , ფუ შენი ! ... -სიბნელეში ყველაფერს კარგად ვერ არჩევდა,ამას საკუთარი წუწუნით გამოწველი უყურადღებობა დაემატა და ბატონი გეგას სამუშაო მაგიდას მიეჯახა,ხმაურს შეეძლო ყველაფერი ჩაეშალა,წამები ერთ ადგილს მიეყინა,შეეცადა სმენა დაეძაბა და გაეგო ვინმე ხომ არ მოდისო,წუთების შემდეგ მიხვდა არავინ შემოვაო და ახლა ალაგებას შეუდგა,ძალიან ბევრი ერთნაირი ფურცელი გამოდგა,ინტერესი გაღრმავდა,ჯიბის ფანარი აანთო და ზედ მიიტანა...-ღმერთო ჩემო !
კაბინეტის კარი გამოიხურა და რაც შეეძლო სწრაფად გაემართა თავისი ოთახისკენ,კარი მიიხურა და იქვე ჩაიკეცა,გულზე ხელი მიიდო,თითქოს ევედრება დამშვიდდიო.რამდენიმე წუთის შემდეგ პირველმა შოკმა რომ გადაიარა,კიდევ ერთხელ დააკვირდა რაიმე ხომ არ მეშლებაო.უფრო მეტიც აღმოაჩინა და თვალები გაუფართოვდა,ლამის იყო ეკივლა,შიშისმაგვარი იგრძნო მაგრამ მაშინვე ჩაახშო.ხელის კანკალით მოიძია ტელეფონი და უამრავი მცდელობის შემდეგ სწორად აკრეფილი ნომრით თავართქილაძის ხმა მოისმა,ანა რომ განერვიულებული არ ყოფილიყო აუცილებლად დააკვირდებოდა და გაუკვირდებოდა ასეთ დროს არანამძინარევი ბაჩანას ხმა რომ ესმოდა,იქნებ ისიც შეემჩნია ისიც განერვეულებულიაო.
-ბაჩანა გეგას კაბინეტში შევიპარე და ყველაფერი ვიპოვე ...
-ანა ! დამშვიდდი,რა იპოვე , რა გჭირს ? ... -კიდევ უფრო მეტი მოუთმენლობა შეეპარა თავართქილაძეს ხმაში,ლამის იყო ტელეფონიდან გადმომხტარიყო.
-აქ,აქ უამრავი ეხოს სურათია,ღვიძლის,კუჭის,ფილტვების,გულის,ყველაფერია გესმის ? ბავშვების სახელების მიხედვით დალაგებული . თითოეულის ზომა და სიჯანსაღე.
- ორგანოები ? რათქმაუნდა , მერაბ ! ... -ანას ტელეფონში მოესმა თავართქილაძის ღრიალი და მისი ხმა პირველად ჟღერდა ასე შემაშინებლად...მერე რამდენიმე წუთიანი პაუზა და ისევ ანერვიულებული ბარიტონი-ანა ყველაფერი თავის ადგილზე დააბრუნე გესმის ? მოემზადე , გამთენიისას წამოგიყვან .
-რას ნიშნავს წამომიყვან? ... - ანას გონება შორს წავიდა,უფრო შეეშინდა,ისე ლაპარაკობდა თავართქილაძე თითქოს მასაც რაიმე ემუქრებოდა,ამჯერად ტელეფონში მესხიშვილის ხმა გაისმა , ალბათ მიხვდა ანერვიულებული ბაჩანა გოგოს კიდევ უფრო დააბნევსო და თავად წყნარად ალაპარაკდა...
-ანი გამოძიებისას რამდენიმე დეტალმა დაგვაეჭვა,მივყევით და ახლა უკვე ყველაფერი დავალაგე,ახლა უკვე ყველაფერი ნათელია.არ შეგეშინდეს ! ჩემს ზარს დაელოდე. არ შეგეშინდეს გესმის?
ტავართქილაძემ გათიშა და ანერვიულებული ანა ერთ ადგილს მიეყინა.ის იყო მომეტი როცა იგრძნო რას ნიშნავს სიტყვა დაღლილობა.
ბედის ირონიით სურდა დახმარებოდა გოგოს რომელიც აქ მოსვლის პირველივე დღეებში სწორ კვალზე დადგომაში მიეხმარა,ახლა სურდა დახმარებოდა,მისი პირადი ინფომაციამოეპოვებინა და როგორმე ეშველა და აჰა, აღმოაჩინა ის რაც მარტო იმ ერთს კი არა ყველას დაეხმარებოდა.
და მაინც,ამ გრძნობასთან ერთად თანაარსებობის უფლება მისცა სასოწაკვეთილებასა და ტკივილს.შიგნით ყველაფრის ამღვეა იგრძნო და მიხვდა რომ აქამდე თუ წკრიალა,მორაკრაკე წყარო იყო,ახლა ამღვრეულ,ტალახიან მდინარედ იქცა.
ეს მდინარე დადგა,მიწას მიეჯაჭვა,ნელ-ნელაამოშრა და წებოვან მასად იქცა,მოკლედ-დაჭაობდა.



№1 სტუმარი SophieGG

Au me vkitxulob am istorias da chemtvis mainc dade axali tavi:((( momcons dzalian (

 


№2 სტუმარი სტუმარი ელისო

საკმაოდ საინტერესო ისტორიაა, რატომ არ აგრძელებთ? წარმატებები ავტორს ????????????

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინა

როცა ისტორიას წერთ, დაუსრულებელს როგორ ტოვებთ და ახალს როგორ იწყებთ, ეს მკითხველის უპატივცემულობაა

 


№4 სტუმარი ია იაკო

ძალიან საინტერესო ისტორიაა.არ დასრულებთ?

 


№5 სტუმარი ანნნა

ახალ თავს არ დადებთ???

 


№6 სტუმარი ნათია46

ყველაზე ცუდი ისაა ინტერესში რომ შედიხარ და იქ წყდება...
მესმის, მუზა და რამე მაგრამ მკითხველის ნერვებოც ეწირება ლოდინს იქნებ როდესმე გააგრძელოთ ეგ მაინც თქვით

 


№7 სტუმარი mariam

არ შეიძლება მსგავსი რაღაცის გაკეთება, თუ გი დათ მკითხველი, ან გარკვევით მოაწერეთ თქვენი ინიციალები რომ არამარტო აქ არამედ ინტერნეტის ნებისმიერ პროფილზე იყოს შესაძლებელი ან დაასრულეთ თხრობა. მლაშე გემო დამიტოვა ამ გაწყვეტამ!!! ეს კარგიც არის თქვენთვის როგორვც ავტორისთვის, ესეიგი საი ტერესოდ წერთ, თუმცა ნუ გაწყვეტთ ასე უაზროდ, რჩევა იქნება სრულად ერთიანად დადოთ თქვენი ნამუშევარი რომ შევძლოთ სიამოვნების მიღება კითხვით.

 


№8  offline წევრი maristela

იდეალურად დაწერილი ისტორია იდეალური მწერლისგან❤️ იმის მიუხედავად რომ საკმაოდ დავაგვიანე ამ ისტორიის წაკითხვა მაინც ძალიან დიდი ეფექტი მოახდინა და ნასიამოვნებიც დავრჩი ამისთვის მადლობა ავტორს❤️ თქვენი არაერთი ისტორია მაქვს წაკითხული და ძალიან გამიხარდა კიდევ ერთ სამწუხაროდ დაუსრულებელ შედევრს რომ გადავწყდი მაგრამ მესმის თქვენი მწერლისთვის მოტივაცია ბევრს ნიშნავს ამიტომ ამისთვის არ გაგკიცხავთ❤️მაგრამ კარგი იქნება თუ დაასრულებთ ამ ისტორიას☺️ მართლაც საოცრად გამართული საინტერესო ისტორია გამოვიდა რასაც ყველგან ნამდვილად ვერ გადააწყდები და დასასრულს ნამდვილად იმსახურებს ❤️ თუ რათქმაუნდა ჯერ კიდევ შედის ამ ისტორიის დასრულება თქვენს გეგმებში ❤️ წარმატებები ავტორს !!

 


№9 სტუმარი სტუმარი ნინო

თუ არ დაასრულებ, მკითხველს დაკარგავ ..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent