"ჭაობი"( 9 - თამაშში ვართ !)
-პირველ რიგში გაითვალისწინე,რომ თმაში სარჭი უნდა ატარო ! ქალი ხარ და ეჭვს არ გამოიწვევს , სამაგიეროდ ამით საქმეს გაიადვილებ , მუდმივად შეგეძლება ნებისმიერ კარში შესვლა ... -მასწავლი ?...-წარმოთქვა ანამ ღიმილით და თვალები ეშმაკურად ააციმციმა,ნოეს გაეღიმა მის "მონდომებაზე" და რიხიანად დააყოლა აქ მოდიო. საჭირო იყო გასაღების ნაცვლად სარჭი მოხვედრილიყო სახელურში,მერე ფრითხილად მოძებნიდი საკუთარ საყრდენ წერტილს და მოეჭიდებოდი , ერთ წუთიანი ჯიკავის შემდეგ კი ოთახში იყავი , ეს კი ნამდვილად ადვილად აითვისა,შუადღისას კი როცა შესვენების დრო დადგა ისევ მერაბის კაბინეტში შეიკრიბნენ,სადაც არც თუ ისეთ სასიამოვნო თემაე მოუწიათ საუბარი. -მოკლედ , ახლა ყურადღებით მომისმინეთ . ხვალ ბატონ თემურს რთული დღე აქვს,საკუთარ გარდაცვალებას იგებს.ახლა როცა ფაქტის წინაშე ვდგავართ სხვადასხვა გარემოებები გამოიკვეთა,ისინი რომელთაც აქამდე ყურადღებას არ ვაქცევდით? -რას გულისხმობ მერაბ ? ცოტა გარკვევით ... -უთხრა თვალმოჭუტულმა მესხიშვილმა და ბებურიშვილს გადახედა. -აქამდე გვინდოდა,რომ დაკრძალვის დღეს ანაც გამოჩენილიყო,მაგრამ ეს ახლა შეუძლებელია ... მისმინეთ ! თუ გამოჩნდება,ყველა გაიგებს რომ ცოცხალია,მაშასადამე იმ დაწესებულებაში აღარ დააბრუნებენ,რადგან აშკარა საფრთხე შეიქმნება ... - რაზე ლაპარაკობ ? რას გულისხმობთ ? ... - გაკვირვებით გადახედა ნოემ ბაჩანას როცა ამ უკანასკნელისგან "ჯანდაბა ! მართალი ხარ" კომენტარი მოესმა. - ხომ იცი,რომ ანა ზუსტად იმიტომ მოხვდა იქ რომ ყველას მკვდარი ეგონა,ის ობოლ ბავშვთა სახლი კი არაა,სამთავრობო დაწესებულებაა მათ გადასარჩენად.თუ ანა ცოცხლებში ჩაიწერება იქ აღარ მიუშვებენ,ვეღარ დაიცავენ. -ანუ ? ... - წარმოთქვა გამორკვეულმა ბებურიშვილმა. -ანუ მამას დღეს ემშვიდობები ანი ! მერაბი ამ ხნის განმავლობაში გოგოს სახეს აკვირდებოდა და რაღაც უცნაური კმაყოფილებით იყო აღსავსე როცა მისი ასაკის გოგონებისთვის დამახასიათებელ უკმაყოფილების გრძნობას და გამოკვეთილ კაპრიზებს ვერ ხედავდა,ყველაფერს დიდივით უდგებოდა და მოთმინებით ისმენდა ყველა ვარიანტს.აბსოლიტურად ყველა ვალდებულებას,ყველა საფრთხეს აანალიზებდა,მისი თვალები ყველა სიტყვას ომ იჭერდნენ და გონებაში,რომ აანალიზებდნენ.ყველაფერი სახეზე ეტყობოდა,რამხელა ცვლილებებს განიცდიდა და რამხელა მოლოდინი ჰქონდა საკუთარი თავისა.სინამდვილეში მერაბს ჰქონდა ამ გოგოს იმედი,რადგან კარგად იცოდა რომ ახლა ახლობელი ადამიანების დაკარგვის შემდეგ მას სჭირდებოდა რაღაც რასაც ჩაეჭიდებოდა,ადამიანების გადარჩენა კი საუკეთესო ხავსი გახლდათ.თამაშში ბებურიშვილი მარჯვე პაიკი გახლდათ და მერაბი სწორედ მისით აპირებდა შამათის განხორციელებას. შესვენების შემდეგ ისევ შავ დარბაზს დაუბრუნდენ,ამჯერდ კიდევ ახალი პიროვნება შემოესწროთ,ის დაბარებული არ ყოფილა მაგრამ მერაბი მისმა გამოჩენამ აშკარად გაახალისა,ამ სპეცრაზმის ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა,მას შემდეგ რაც გაიგო სიტუაციის არსი,თავად გამოთქვა სურვილი გოგოსთვის სამართებლის გამოყენება ესწავლებინა. მთავარი აქაც კონცენტრირება გამოდგა,თუ შორი მანძილიდან ისროდა,მაშინ დანის ტარი ისე უნდა დაეჭირა ხელში მისი წვერი ვერტიკალურად ზემოთ ყოფილიყო მიმართული და რაც შეიძლება მეტი ძალა ხელში ჰქონოდა,მტკიცე ყოფილიყო , თავად მან ზუსტად ამ სიტყვებით აუხსნა - " ჩემო გოგო , წარმოიგინე რომ თუ კი რაიმე გაგაჩნია,ძალა,ბრაზი,აღშფოთება,სიყვარული იმ ხუთ თითში იყის თავს რომელშიც დანა გიჭირავს,შენ ჰორიზონტს კი მხოლოდ მიზანი წარმოადგენს,მეტი არაფერი". -თუ მიზანი ადამიანია,თანაც მაღალი,ჩემზე ბევრად ძლიერი და მოსაკლავად მომსდევს,უნდა დამახრჩოს ? - სხვა დროს ალბათ გაეცინებოდა ამ ახმახს,ამ კითხვას მისი ტოლი გოგონა ალბათ გულუბრყვილოდ და შეშინებული თვალებით დასვამდა,მაგრამ ანა სულ სხვა ტონით-თითქოს მართლა აცნობიერებს ამის საშიშროებასო ისე დასვა,რომ მასაც მოუწია სერიოზულად ეპასუხა. -ამ დროს ჩემი დარიგება არ გაგახსენდება,ამ დროს ასეთი საყვარელი გოგონა აღარ იქნები,მხეცი გახდები რომელსაც გადარჩენა უნდა.მიზანი ? მუცელი,ფეხი,თავი,ხელი ყველგან უმოწყალოდ დაარტყამ,იმიტომ რომ შიში უბედურებაა. თავართქილაძე,უკვე კარგა ხანი იყო უსმენდა ამ შინაარსის დიალოგებს და ახლა როცა შეატყო ანა აშკარად ჩაითრია მკვლელობის შესახებ თხრობამო,რაღაც შიშმა გონება აუწრიალა და მოითხოვა შევწყვიტოთ საუბარი,ისედაც გაგვიგრძელდა,მამამისს უნდა გამოემშვიდობოსო.მხირე ხანი კიდევ დარჩნენ მხოლოდ იმისთვის რომ აეხსნათ,როგორ დაემყარებინა კონტაქტი უჩუმრად.ასწავლეს როგორ ევლო დერეფნებში აჩრდილივით. -თუ საკუთარ თავს დააჯერებ რომ არ ჩანხარ,არაფერი დაგემუქრება,ამ დროს მართლა ისე ივლი თითქოს ვერავინ გხედავს...მთავარია არ შეგეშინდეს ! -თუ წამასწრებენ რა მომელის ? -გკითხავენ რას აკეთებდი და რატომ ! -საკუთარ ოჯახზე მეტის გაგება მინდა და ამას სხვანაირად ვერ ვახერხებ ხომ ? -ჭკვიანია ! ... -გაიცინა ახმახმა და მერაბს მოწონების ნიშნად გადახედა,მისი სიცილი ბიჭებზე ღიმილად გავრცელდა მას შემდეგ რაც დარწმუნდნენ ცოტა რაღაც ვასწავლეთო ისევ მერაბის კაბინეტში ამოყვეს თავი.აქ მან ბიჭებს უთხრა საქმე უკვე გადმომცეს და იქ არის ის დეტალები რაც მართლა გამოგვადგებაო,მაგრამ თავართქილაძემ უთხრა ახლა არა,ხვალ როცა თემური ამბავი გამჟღავნდება და ანაზეც აღარ ვინერვიულებთ ყველაფერს დეტალებში განვიხილავთო,რითაც აშკარად პირდაპირ აგრძნობინა ამის ახა ცდა უადგილოაო. სახლში მისულებმა ივახშმეს,სასიამოვნო კამპანია გამოდგა,ექვსნი იყვნენ და თეასაც რაღაც განსაკუთრებული კერძები მემზადებინა.ვახშმის შემდეგ მამა-შვილი ბუხრის წინ ერთმანეთშ ჩაფსკვნილები კარგა ხანი ისხდნენ,როგორც მაშინ,ცოტა ხნის წინ დეკემბრის ცივ საღამოს ,სამზარეულოში,თბილად,მოჭიკჭიკე დედის წინ მამის კალთაში ჩასკუპებული ანა.თემური ხვდებოდა,რომ ანა სულელი გოგო აღარ იყო,მას უბრალოდ არ უნდოდა გაენალიზებინა რომ დედა და ძმა დაკარგა.თავად ბოლომდე ვერც ხვდებოდა რაში ეხვეოდა უმცროსი ბებურიშვილი,მაგრამ შინაგანად ჰქონდა რწმენა რომ ეს ბიჭები უფლებას არ მისცემდნენ რაიმე არასწორად გაეკეთებინა.ერთადერთი მიზეზი რის გამოც უფლებას აძლევდა ამაში გახვეულიყო ის გახლდათ რომ კაგად ხედავდა- ანა აღიაებდა დედის გარდაცვალებას,მაგრამ ყველა ქმედებაზე ეტყობოდა რომ ამ წინადადების მნიშვნელობა არ ესმოდა და ჯე კიდევ ელოდა სახლში დაბრუნებულს კარში შემომეგებებაო.ადამიანების დახმარება იყო ის რაც მიეხმარებინა ყველაზე მწარე პერიოდი ყველაზე უჩუმრად გადაეტანა.ამიტომც იყო რომ ბუხარის წინ,კალთაში მოთავსებულს თმაზე ეთამაშებოდა და უჩურჩულებდა : " ანა კარგი გოგო ხარ ! ამ პერიოდს გადავლახავთ ჩემო კარგო , გპირდები სწავლას დაუბრუნდები.ახლა შენ სხვების დახმარებას ცდილობ,ეს საუკეთესოა რისი გაკეთებაც ადამიანს შეუძლია, ყველაფერი უნდა გააკეთო მაგრამ მიზანი არ დაივიწყო,შენ ბევრი ისწავლე და მე გპირდები რომ საკუთარ ოცნებას გახდე კარგი ქირურგი აიხდენ ! ამ ეტაპს გადავლახავთ,ჩვენ ხომ ბებურიშვილები ვართ! " ყველაფერი შეწყდა როცა თავართქილაძის სიტყვა "დროა" მოსამართლის ჩაქუჩის დარტყმასავით გაისმა. კარი მიხურვამდე ბებურიშვილი მოუბრუნდა ბაჩანას და უთხრა : "თავართქილაძე ვიცი ვინც ხარ,მაგრამ გარანტიები მჭირდება , გახსოვდეს არაფერი უნდა დაუშავდეს,მე გენდობი მაგრამ კარგად ჩაიბეჭდე რომ ოდესღაც,ჯერ კიდევ მაშინ სუნთქვას რომ სწავლობდა , მე ჭაობიდან ამოვათრიე,ახლა მისი ჯერია, გაუფრთხილდი გესმის?" ამ გაფრთხილებამ კი არ გააბრაზა პირიქით სიამოვნების ღიმილი მოფინა მის სახეს და რაღაც მხედრლის მსგავსად ჩაილაპარაკა " როგორც საკუთარ თავს თემურ ! " . მას შემდეგ კი რაც მესხიშვილთან ერთად წასული დაიგულა ტელეფონი მოიმარჯვა,იქედან ქალის ხმა გაისმა,თუმცა ლაპარაკი არ აცალა. - we have her , tomorrow she will there . you have to not mistake again , if there will be any problems again, i promes you are dead . პასუხისთვისაც კი არ დაუცდია ისე გაუთიშა და ისევ მისღებში დაბრუნდა. * * * -თემური მკვდარია.... ტელეფონში ეს სიტყვები სასაცილოდ გაისმა,მითუმეტეს აცუნდრუკებული მესხიშვილისგან და კავშირი მაშინვე შეწყდა.ამჯერად ბებურიშვილს მიუბრუნდა და წამიერად მერაბსაც შეხედა,თითქოს რაღაცისთვის თანხმობას ითხოვსო,მანაც შეთანხმებულივით თავი ოდნავ დააქნია და სავარძელში უკეთ მოთავსდა. - ტელეფონს დამლაგებელი მოგცემს , კარგად დამალე,არ გაგიჭირდება.არასოდეს გაბედო თავის საფრთხეში ჩაგდება,თვეები მოვიცდით გესმის ? მაგრამ ინფორმაციისთვის თავი არ გაწირო და სააშკარაოზე არ გამოხვიდე.ნებისმიერ დროს თქვი უარი თუ ხვდები რომ ძალიან გეშინია,საფრთხეს თუ იგრძნობ მირეკავ ... ! -ბაჩა !... - წარმოთქვა გაღიმებულმა ანამ და შეეცადა რაც შეიძლება მრავლის მეტყველი ყოფილიყო ეს ერთი შეძახება ... -რა ? ... - დაფეთებულმა იკითხა თავართქილაძემ. -გეყოფა ! არ შეწყვეტდა მერაბი რომ არა , აცნობა უკვე აქ არიანო და სავარძელიდან წამომდგარმა დასტურის ნიშნად ჟალუზი ასწია და ანიშნა ფანჯრიდან ვხედავო.ოთახში ნაცნობი სახეები შემოვიდნენ,ბატონ გეგას არ ეცალა თურმე,ამიტომ ერთით ნაკლები იყვნენ წინანდელთან შედარებით.დეტალები განიხილე და უთხრეს მომხდარის შესახებ,მათაც აუხსნეს რომ ანამ უკვე ყველაფერი იცოდა.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ბებურიშვილი ორი დღის წინ,საღამოს გარდაიცვალა და რაც მთავარია მთავარი საკრემაციო დაწესებულების დასტურიც ჰქონდათ(ყველაფერი შესაძლებელია,როცა სახელმწიფოს სჭირდება :) ) . საუბრის შემდეგ კაბინეტიდან გამოვიდნენ და ბებურიშვილი ძველ გზას გაუყენეს. სანამ ოფისის გასასვლელამდე მივიდოდნენ ბებურიშვილი თავართქილაძეს არ მოშრებია,ანუ შიში არ უგრძვნია,აი მას შემდეგ რაც აშკარა გახდა მისი მომავალი,შეშინებულმა შეახვედრა საკუთარი თვალები მისას და გვერდით ფარივით ასვეტილმა მამაკაცმა ძლიერად მოუჭირა ხელი მის თითებს,ბებურიშვილის ყურს ჩურჩულიც მისწვდა, ბარიტონი იყო საოცარად ჟღერადი,სიტყვები კი მარტო მაშინ გაარჩია უკვე მანქანაში მომწყვდეულმა ფიქრის დრო რომ გამონახა,სახეზე ღიმილი გამოესახა რის დამალვასაც მაშინვე შეეცადა,რადგან მამის სიკვდილს უნდა დაემწუხრებინა,ბედნიერი გამოხედვა კი ოქსიმორონს გავდა,მაგრამ როგორ გინდა ღიმილი შეიკავო როცა გახსენდება თავართქილაძის ბარიტონით წარმოთქმული სიტყვები : "თუ დაგჭირდება იქაც შემოვაღწევ " . პ.ს მომავალი თავებიდან ინტრიგის სუნი მცემს,თქვენც ხომ ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.