შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საიდუმლო [2]


19-05-2016, 23:43
ავტორი N7
ნანახია 3 230

2
ემოციებისგან დაცლილს მთელი ღამე უშფოთველად ეძინა. დილით მზის სხივებმა გააღვიძეს. აი, ასეთ დილაზე გიჟდებოდა. მისთვის არ არსებობდა იმაზე დიდი პოზიტივი, ვიდრე მზე და მზიანი დილა იყო. საწოლზე ბედნიერი წამოჯდა. წინა დღის მოგონებები ამოტივტივდა მის გონებაში და ამ მოგონებებმა უნებური ღიმილი მოჰგვარეს სახეზე. რამდენიმე წუთით არსებითად მისჩერებოდა ჩუმი ნიავისმიერ მქროლარე ხის მწვანე ფურცლებს და გონებით კი ისევ იმ მარწყვისფერტუჩება ბიჭთან იყო. ალბათ, დაუსრულებლად შეუწყობდა ხელს ამ მოგონებების ჩახვევას, როგორც დისკის – ფლეიერში, მაგრამ ნაცნობი ხმის აწ ნაცნობმა სიტყვებმა გამოჰგლიჯა ფიქრებს.
– თიკა, გაგვიანდება! – იძახდა დედა.
შიშველი ფეხები ხის იატაკს შეახო. სითბოდან სიგრილეზე გადმოსვლამ უცნაური შეგრძნება მიანიჭა. თითქოს ასეთი ორდინალური რამ ყოფილიყო... სარკეში საკუთარ ანარეკლს თვალი მოსჭიდა. აბურდული თმის თითებით გასწორებას შეეცადა, თუმცა უარესად აებურდა. სასწრაფოდ მოიშველია უკანასკნელი იმედი – სამაგრი – და დაიკოსა უკიდურესად ხვეული თმა.
ოთახიდან გავიდა და დიდ მისაღებში აღმოჩნდა, რომელშიც მისთვის ასეთი საყვარელი სურნელი – წიგნებისა და ხის ავეჯის – ტრიალებდა. ეს მისაღებიც გადაჭრა და დიდ, მარმარილოში ჩამჯდარ სამზარეულოში გავიდა, სადაც უკვე ოჯახი ელოდა.
– დილა მშვიდობისა! – გაუღიმა მშობლებს და თავის სკამზე კომფორტულად მოკალათდა.
ნასიამოვნებმა ჩაიღიმა, როცა კაპუჩინოს მადისაღმძვრელმა არომატმა ცხვირში მოუღიტინა. რამდენიმე დღის წინ გათავდა სახლში იტალიური, ორიგინალი კაპუჩინო. თუმცა ნინო ამ განსაცდელს არ შეეგუა და, როგორც ჩანს, ჯადოსნური ჯოხის მოქნევით გააჩინა სახლში.
– საიდან ეს? – მიუთითა დედას ყავაზე.
– ეკუნას გამოვაგზავნინე, – თვალი ჩაუკრა ნინომ.
– ეკუნა რომ არ გყავდეთ, – ჩაერთო ლაპარაკში ოჯახის უფროსი – ოთარი.
– აბა! – გაეცინა თიკას.
– თიკა, როდის გეწყება გამოცდები? – მის წინ ჩამოჯდა ნინო და ყავა მოსვა.
– იქითა კვირაში, – ამოიხვნეშა.
– მეცადინეობ? – გამკაცრდა ის.
– რა კითხვაა, დე, – გაეცინა.
– შენ რა, თიკულას შესაძლებლობებში ეჭვი გეპარება? – წარბები ზემოთ აზიდა ოთარმა და ისე გადახედა ცოლს.
– რა სახელია თიკულა, მაა! – გაეცინა თიკას და შეუბღვირა მამას.
აწრიალებულ ტელეფონს დახედა. მარიამი ურეკავდა. ბოდიშის მოხდით დატოვა მაგიდა და აივანზე გავიდა.
– გისმენ, მარიამ, – გაყინულ მოაჯირს იდაყვებით ჩამოეყრდნო და მზით განათებულ ეზოს ჩახედა.
– ლექციები გაქვს თუ გამოხვალ კაფეში?
გონების თვალი გადაავლო დღის გეგმებს და მიხვდა, უნდა შეეცვალა. ისეთი ლექციები ჰქონდა, რომელთაც ადვილად გააცდენდა, მარიამი კი უმიზეზოდ არ დაურეკავდა.
– გამოვალ, – მოუჭრა მოკლედ და გაუთიშა.
სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა და სამზარეულოში დაბრუნდა.

კაფეში ყველანი შეკრებილიყვნენ. რამდენი ხანი არ ენახა თიკას მეგობრები და როგორ მონატრებოდნენ... ყველა სათითაოდ გადაკოცნა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი სამეგობრო არ ჰქონდათ, სულ ხუთი გოგო, მაინც ერთ–ერთ საუკეთესო წრედ ითვლებოდნენ მთელს ქალაქში. სკოლიდან ერთად მოჰყვებოდნენ და, პრინციპში, რა გასაკვირი იყო. სულ ‘ელეგანტური’ ოჯახებიდან გამომავალი გოგოები იყვნენ.
– ლექციებს აცდენ? – ჰკითხა ანამ, როგორც კი სავარძელში რბილად ჩაეშვა თიკა.
– ჰო. რა ხდება, აბა?
მარიამმა სიგარეტს მოუკიდა. თიკა მიხვდა, რომ სერიოზულად იყო საქმე.
– გეგას გაშორდა, – თქვა ლინდამ, მარიამზე, მისსავე ნაცვლად, რადგან იცოდა, რაოდენ რთული იქნებოდა მარიამისთვის ამის თქმა.
– რა? – წვენი გადასცდა თიკას. – დეგენერატი! – დაამატა, როგორც კი ამოსუნთქვა მოახერხა.
– ტიპმა აღარ მიყვარხარო, სხვა ქალი მყავსო და მივდივარ შენი ცხოვრებიდანო, – ნერვიულად გაეცინა მარიამს და ღრმად შეუშვა თამბაქოს კვამლი ორგანიზმში.
– ჭკუა არ აქვს, შენ თავს ვფიცავარ, – ძლივს ამოთქვა. გაოცებისგან სიტყვები წართმეოდა. არ იცოდა, რა უნდა ეთქვა ან გაეკეთებინა. თითქოს მუდამ მოსიყვარულე წყვილი იყო, როგორ წარმოიდგენდა, რომ ასე დაეშვებოდა გეგა.
– დიდი ხანია ვამბობ, ვიღაც ჰყავს–მეთქი და არ დამიჯერეთ, – ჩურჩულით ჩაერთო საუბარში ნატა.
– გოგო, რა ეტყობოდა, ღადაობ? ეგ როგორ უნდა დაგვეჯერებინა... – ნაკლებად გაოცებული არც ანა იყო.
– ხო, მაგრამ მაინც ხალხს ვერაფერს გამოაპარებ... – ჩაილაპარაკა დამაჯერებლად ნატამ. როგორც ყოველთვის, ახლაც არ დათმო პოზიცია.
– მე ვეთანხმები ანას... ისე იქცეოდა გეგა, შეუძლებელიც კი იყო მასზე ეჭვის შეტანა, – ამოიხვნეშა თიკამ.
მარიამი ძალიან დაბნეული ჩანდა. გოგოები ხომ როგორი გაოცებულები იყვნენ, მის არსებაში კი უფრო დიდი ვულკანი ბობოქრობდა. საშინელი გრძნობა ტრიალებდა მის არსებაში, აქამდე არასდროს რომ გამოეცადა. ან კი, როგორ უნდა ყოფილიყო სხვაგვარად, როცა პირველი სიყვარული, რომელიც უკანასკნელიც კი გგონია, გიცხადებს, რომ აღარ უყვარხარ და მის ცხოვრებაში სხვა ქალია?! ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს...
– ერთის მხრივ, კარგად მოიქცა გეგა, – გააგრძელა ლინდამ, თან მალულად აპარებდა მზერას მარიამისკენ იმის შიშით, რომ არ გაებრაზებინა სათქმელით.
– რაზე? – გახედა ანთებულმა ნატამ.
– იმაზე, რომ სხვისგან არ გაიგო მარიამმა. უარესად დაიტანჯებოდა, – მიხვდა თიკა ლინდას სათქმელს და მის მაგიერ თქვა, რადგან არ იცოდა, ეყოფოდა თუ არა გამბედაობა სათქმელად თავად ლინდას.
–მაგაში გეთანხმებით, გოგოებო, – ტკივილით ახედა მარიამმა.
მასში ბრაზი და წყენა მძვინვარებდა. თიკას მოსვლიდან მეორე, ხოლო მის მისვლამდე მეოთხე ღერ სიგარეტს ეწეოდა. მერე რა, რომ იცოდა, არაფერში შველოდა და ტყუილად იავადმყოფებდა თავს, უბრალოდ, განტვირთვა იყო ფიქრი, სიგარეტი და დროდადრო მეგობრების განხილვაში ჩაბმა. თუმცა მართლაც ნაკლებ იმედგაცრუებას გრძნობდა. თითქოს ბოლო ხანებში ისედაც ჩამოშორებულიყო გეგას. თითქოს ნელ–ნელა, ნაბიჯ–ნაბიჯ საყვარელ მამაკაცს შორდებოდა. და ჰოპ, უცებ ძალიან დიდ კლდეს გადააფრინდა გეგა და დატოვა მარიამი უმოწყალოდ უზარმაზარ ბარიერთან. ეს ბოლო სვლა იყო. დედოფალიც მოკლა.
– ნუ ინერვიულებ რა... მიხვდება და დაბრუნდება, – მის დამშვიდებას ანა შეეცადა.
– მიხვდება?! – ნერვიულად გაეცინა მარიამს. – იმედის ბოლო ნაპერწკალი ჩაქვრა...

სახლში ერთიანად დაძაბული დაბრუნდა. ასე ეგონა, ყველა კუნთს კიდევ თითო კუნთი მიამაგრესო. ძალიან განიცადა მარიამის ამბავი. წარმოიდგინა, რომ იგივე ხდებოდა მის თავს და ძალიან დაიძაბა. არაფერი, მის ცხოვრებაში არავინ ყოფილა არასდროს, მაგრამ მაინც უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა სიყვარულს, ღალატზე უარესი კი მისთვის არაფერი იყო. და, რომ ხედავდა, როგორ უყვარდათ ერთმანეთი, ამ სიყვარულის ტალღის უკან დახევა სტკიოდა.
მოუსვენრობას გასტანჯა. შუა დღიდან მოყოლებული, ნერვიულობისგან წრიალებდა და ადგილს ვერ პოულობდა. ვერ ხვდებოდა, რატომ განიცდიდა მარიამის ამბავს ასე ძალიან... ალბათ, იმიტომ, რომ მისთვის ღალატზე უარესი არაფერი არსებობდა, მისთვის ერთ–ერთ საუკეთესო დაქალს კი უღალატეს. კლდის ნაპირთან მისულს ხელი ჰკრეს და გადააგდეს. ყველაზე მეტად კი ის ამწუხრებდა, რომ შეიძლება ეს განსაცდელი მის ცხოვრებაშიც დამდგარიყო. ეშინოდა და არ იცოდა, რომ მომხდარიყო – რას იზამდა.
შებინდებისას მოსაცმელი აიღო და კიბეებზე დაეშვა. საშინლად დაძაბულს მხოლოდ სეირნობა თუ განმუხტავდა, სულ ოდნავ მაინც აგრძნობინებდა შვებას მის გულს... კორპუსებს შორის დატოვებული ორღობე გაიარა და საყვარელ ქუჩას დაუყვა. არასდროს იცოდა, რატომ იზიდავდა ეს ქუჩა ასე, თუმცა გვიან მიხვდა, რომ ვარდების ქუჩაზე დიდი სიყვარულის კორიანტელი იდგა, რაც ასე იზიდავდა ნებისმიერს.
ციისკენ ააპარა მზე. მოშავო ცა ღრუბლებით დაფარულიყო, რაც არაფრით იყო კარგის მაუწყებელი, თუმცა, ყველასდაგასაკვირად, არ შეჩერებულა. წვიმის სიძულვილზე მეტად, გეგას მიმართ გრძნობდა ბრაზს, ეს ბრაზი კი როგორმე უნდა გაექრო. პარკს მიუახლოვდა, რომლის ჩაყოლებაზე ყოველ სკამს ზემოდან ლამპიონი უხვად აფრქვევდა სინათლეს. თითოეული სკამი ცარიელი იყო. ალბათ, გიჟი გაზაფხულის ბრალი იყო ყველაფერი.
ერთ–ერთ სკამზე ჩამოჯდა და ყურსასმენები გაიკეთა. წელი რომ ეტკინა, ფეხები აზიდა და ხის სკამზე მორთხმით დაჯდა. შეციებულ მკლავებზე ხელები შემოიხვია და ოდნავ მარცხნივ გადააგდო თავი. თითქოს ამ ერთმა დღემ მისი ემოციურად დაცლა გამოიწვია და სულ მოსწვყვიტა რეალობას. ფიქრებში ჩაფლულს კინაღამ დაეძინა. ალბათ, დაეძინებოდა კიდეც, რომ არა ცივი წვეთები მის სახეზე.
შეშინებული წამოხტა. უკვე კარგად დაგვიანებულიყო. ფიქრებს შეყოლილმა სრულად დაკარგა დროის შეგრძნება და აი, წვიმამაც მოუსწრო. ღმერთო, როგორ სძულდა წვიმა... ჯერაც არ იცოდა, რატომ იყო ამხელა აპათიით წვიმის მიმართ, მაგრამ ფაქტად რჩებოდა ის, რომ იყო.
აჩქარებით გაუყვა სახლისკენ დამაბრუნებელ ქუჩას. ცა უფრო და უფრო იმეტებდა ცივ ცრემლებს. იცოდა, რომ იწვიმებდა... ხომ იცოდა, მაგრამ მაინც გამოვიდა. არ ბრაზობდა საკუთარ თავზე და არც ამ ამინდზე. უბრალოდ, ასე იყო საჭირო და მორჩა. მეტიც, გათავისუფლდა კიდეც მეტ–ნაკლებად იმ საშინელი გრძნობისგან, მთელი დღე ლოდად რომ ეწვა.
ქუჩის გადაკვეთისას, როცა უკან მოიხედა და ნაცნობი შავი ‘რეინჯ როვერი’ შენიშნა, უნებურად აუჩქროლდა გული. თითქოს ესღა აკლდა. მუხლებმა კანკალი დაიწყეს, ოღონდ ვერ ხვდებოდა რატომ. ის ხომ არც სიკვდილს უვარდებოდა ხელებში და არც არავინ აპირებდა ამის გაკეთებას? აბა, რა იყო ამ უნებური საშინელი გრძნობის გაჩენის მიზეზი?
მანქანა გვერდიდან ამოუდგა, საქარე მინა ბოლომდე ჩაიწია და ნაცნობი მარწყვისფერი ტუჩები და იდუმალი ნაცრისფერი თვალები ღამის სიბნელეშიც კი გამოჩნდა, როგორც მბჟუტავი ვარსკვლავები სიბნელისგან ჩამუქებულ ცაზე.

ძალიან დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის.
იმედია, არ გაგიცრუებთ იმედებს არც ახლა.
მგონი გამომდის ის, რაზეც დიდი ხანია ვოცნებობ... მგონი ერთ ისტორიაში შევძლებ რამდენიმე რომანის გაერთიანებას და ეს მახარებს...
მიყვარხართ!



№1  offline წევრი Pepper

თვალებს გაუხარდათ ახალი თავის დანახვა <3
უბრალოდ აღარ ვიცი რა სიტყვებით გამოვხატო ჩემი შენი ისტორიები სამი სიყვარული.
კარგი თავი იყო მაგრამ არ მეყო, არც არასდროს მეყოფა ალბათ :დ
თან რა დროს გაწყვიტე? არარის ეს კარგი საქციელი :დ
ველი მომდევნო თავს <3

 


№2  offline წევრი isterichka123

გაგრდზელე ამ დენ წერას ფიქრების მაგივრად დილოგები რო გაკეტო უფრო კარგი იქნება

 


№3  offline წევრი N7

Pepper
თვალებს გაუხარდათ ახალი თავის დანახვა <3
უბრალოდ აღარ ვიცი რა სიტყვებით გამოვხატო ჩემი შენი ისტორიები სამი სიყვარული.
კარგი თავი იყო მაგრამ არ მეყო, არც არასდროს მეყოფა ალბათ :დ
თან რა დროს გაწყვიტე? არარის ეს კარგი საქციელი :დ
ველი მომდევნო თავს <3

აქ რომ არ გამეწყვიტა, დასაწერად ენერგიაც აღარ მქონდა და.. :დ ცოტა ინტრიგა ხანდახან მეც მომიტევეთ :დდ <3
მიხარია, რომ მოგწონს და მიხარია, ასეთი თბილი რომ ხარ!

isterichka123
გაგრდზელე ამ დენ წერას ფიქრების მაგივრად დილოგები რო გაკეტო უფრო კარგი იქნება

არ ვარ დიალოგისტი, სცენარების წერას გრძნობებით წერა მირჩევნია, ასე რომ, ბევრ დიალოგს ჩემი მკითხველები არ უნდა ელოდონ ჩემგან.. ცოტას დავწერ და ვეცდები სათქმელის სიზუსტით გადმოცემას. ცუდად არ გამიგო, ასე ვწერ მე და თუ მოგბეზრდება არ მეწყინება..
--------------------
ქოქოსის გოგო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent