შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და ესე დაუკითხავად დაიბადა "ჩვენ" (1)


20-05-2016, 01:04
ავტორი mariam-mariam
ნანახია 1 919

-ელენა ესე არ შეიძლება შვილო, დილით უნდა ისაუზმო და ისე გახვიდე სახლიდან..
სამზარეულოში შესვლა და დედაჩემის ჩვეული "ლექცია" ერთი იყო...
-აუ დედა კარგი რა, ოცდახუთი წლის ვარ და დილით ხომ იცი, რომ ყავის გარდა ვერაფერს ვიტან, მითუმეტეს შენ ჩხუბს..
სახეზე ღიმილი ავიკარი და ყავის მომზადება დავიწყე..
-ოხ ელენა, ელენა შაქარი მაინც ჩაყარე მაგ ყავაში მწარეს რომ სვამ, ისედაც მწარე ხარ და კიდე ეგ გინდა?!
თავისებურად წამკბინა დედაჩემმა და სამზარეულოდან გავიდა...
თავი რა გაეწყობას ნიშნად გავაქნიე და საათს დავხედე...
უკვე ცხრის ნახევარი იყო, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებდა ჩემს "ცუდ ჩვევაზე"....
ნახევრად სავსე ჭიქა ნიჟარაში ჩავდე და გასასვლელისკენ წავედი...
-წავედ მე!
ბოლოჯერ შევავლე თვალი ჩემ თავს სარკეში და კმაყოფილმა გავიღიმე...
-არა რა მიხდება ეს საქმიანი ქალის იმიჯი და რა გავაკეთო...
ჩემთვის ამოვიბრუტუნე და გასვლა დავაპირე, გზაში რომ დამაწია ლიაკომ სიტყვა...
-დღესაც სასამართლო გაქვს?
-კი დედა, დღეს გადაწყდება საბოლოოდ რა მოხდება....
-ღმერთი შენკენ შვილო, წარმატებები..
როგორც იცის ხოლმე პირჯვარი გადამწერა, შუბლზე მაკოცა და კარებამდე გამომყვა...
გამეცინა მის ამ რჩევაზე და სახლიდან გავედი..
მანქანაში ჩაჯდომა და ტელეფონის აწრიალება ერთი იყო...
მაგრამ, როგორც კი გიორგის ნომერი ამოვიკითხე ღიმილით ვუპასუხე და მანქანა დავქოქე..
-ოჰ, თვით ელენა კანდელაკმა მიპასუხა...
ლიკა! ლიკა! სწრაფად ეს დღე შემოხაზე კალენდარზე..
ნორმალურად ხმაც არ მქონდა ამოღებული, ისე მომახალა გიორგიმ და ჩვული სიცანცარე დაიწყო...
-რა გაცანცარებს ამხელა კაცს, რა გჭირს?!
შეპარული ღიმილით ვუთხარი და პასუხის მოლოდინში გავიყუსე...
-რა მაცანცარებს კი არა, შე ოჯახ აშენებულო, მე დამივიწყე, დამივიწყე... ნათლული მაინც არ მოგენატრა?! ქუჩაში რომ ნახო ვერ იცნობ ალბათ...
გაბრაზებულმა ამოილაპარაკა და მივხვდი, რომ გაბრაზებულზე წარბი მაღლა აზიდა..
-ეხლა ეგ წარბი ჩამოწიე და გპირდები სამსახურის მერე გამოგივლით, ოღონდ ლიკას უთხარი მე რომ მიყვარს, ის შოკოლადის ტორტი გამომიცხოს..
უცებ წამოვიყვირე ჩემ იდეით აღფრთოვანებულმა და ისე გავეკრიჭე თითქოს დაენახა...
-იცოდე დღესაც რომ არ მოხვიდე ხმას არ გაგცემ არასდროს...
ისე გამითიშა პასუხის გაცემაც ვერ მოვასწარი...
გამცინა მის ამ ბავშურ საქციელზე და ღიმილით გავაქნიე თავი...
გიორგი ის ადამიანია, რომელსაც ბაღიდან ვიცნობ...
ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი და ეხლა უკვე სამსახური..
გიორგის სიმპათიურობიდან გამომდინარე, გოგოების რაოდენობას არასდროს არ უჩიოდა...
ერთხელაც როცა ვიღაც ახალ გაცნობილ გოგოებთან ერთად წავიდა და მე ისე დამტოვა, ისე გავბრაზდი, რომ მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე არ გავბრაზებულვარ...
მოგონებებში წასულმა ვერც გავიაზრე ისე აღმოვჩნდი სამსახურთან...
სარკეში კიდევ ერთხელ შევავლე თვალი მაკიაჟს და ისე გადავედი მანქანიდან..
გასაღები ჩანთაში ჩავაგდე და ფეხსაცმელის კაკუნით შევედი შენობაში...
შესვლა და ყელას განზე გადგომა ერთი იყო..
-ქალბატონო ელენა
სირბილით დამეწია ლიზა და საბუთები გამომაწოდა...
ეს ახალი საქმეა, ეს კი დღევანდელი პროცესის საბუთებია, გუშინ რომ მთხოვე მოამზადე ხელახლა გადავხედავო...
როგორც კი ჩემ გაკვირვებულ სახეს შეხედა მაშინვე განმიმარტა და საქაღალდე გამომიწოდა...
-კარგი თავისუფალი ხარ...
საქაღალდიდან თავი არც ამიწევია ისე ვუთხარი და კაბინეტში შევედი...
ჩანთა იქვე სკამზე დავდე და მაგიდას მივუჯექი...
ისევ დღვანდელი პროცესის საქმე გავხსენი და ყველაფრის თავიდან შესწავლა დავიწყე...
ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ცდილობდნენ ბავშვის მეურვეობის "გაყოფას"...
მამა ლოთი, დედა კი სოციალურად დაუცველი, რომელიც მშობლებთან ერთად ნაქირავებ ერთ ოთახიანში ცხოვრობს...
თავი დანანების ნიშნად გავაქნიე და რაიმე ხელჩასაჭიდის ძებნა დავიწყე, რითიც შევძლებდი ახალგაზრდა დედისთვის დედობის შენარჩუნებას..
საბუთებიდან თავი, რომ ამოვწიე თორმეტი საათი ხდებოდა საჭირო ქაღალდები საქაღალდეში ჩავაწყე და კაბინეტიდან გამოვედი...
-ქალბატონო ელენა
ლიფტთან ისევ ლიზა დამეწია და ფეხების კაკუნით მომიახლოვდა...
-გისმენ ლიზა
-ახალ კლიენტთან შეხვედრა როდის დავნიშნო?.. - როგორც კი ისევ ჩემ გაკვირვებულ სახეს შეხედა ახსნა დაიწყო - აი დღეს დილით რომ მოგეცით ახალი საქმის საბუთები..
-ააა, ჰო, ჰო ოთხისთვის დიბარე.
უცებ ვუპასუხე და ლიფტში შევედი..
ტელეფონში ჩამძვრალი მივედი მანქანამდწ და უცებ მოვთავსდი შიგნით და სასამართლოსკენ წავდი...
გზაში არ მასვენებდა ფიქრები ახალ საქმეზ, ნეტავ ერთხელ მაინც გადამეხედა, იქნებ სართოდ არ ღირდა საერთოდ არ ღირდა იმ სქმისთვის ხელის მოკიდება...
არც ისე დიდხანას არ გაგრძელებულა პროცესი და როგორც თითქმის ყველა პროცესი ესეც მოვიგე..
გახარებული გამოვედი სასამართლოდან და მაშინვე ლიაკოს გადავურეკე...
-დე პროცესი მოვიგე..
გახარებულმა პირდაპირ ვაჯახე და პატარა ბავშვივით ტაში შემოვკარი...
ლიაკომაც როგორც პატარა ბავშვს ისე შემაქო და კიდევ უფრო გამაბედნიერა..
საათს რომ დავხედე სამი სრულდებოდა, ერთი საათი საკმარისია დასასვენებლად, ამიტომ სამსახურთან ახლოს არსებულ კაფეში შევედი, კუთხეში პატარა მაგიდასთან დავჯექი და ამერიკანო შევუკვეთე...
ჩანთიდან ახალი საქმის საქაღალდე ამოვიღე და გულმოდგინედ გადავიკითხე..
ისევ ეს ბანალური საქმე..
ახალგაზრდა ცოლ-ქმარი შორდება და ქონების გაყოფის მიზნით სასამართლოში სარჩელი შეიტანეს...
-რა ეშველება საქართველოს ამდენი იდიოტის ხელში?!
ჩემთვის ამოვილაპარაკე და საქაღალდე ჩანთაში დავაბრუნე..
თანხა გადავიხადე და სამსახურისკენ წვედი..
-ლიზა ოთხ საათამდე არავინ შემოუშვა..
კაბინეტში შესვლამდე დავუბარე და კარები დავხურე...
მოწყვეტით ჩავეშვი სავარელში და თავი საზურგეს მივადე...
დიდხანს არ გაგრძელებულა ჩემი დასვენება, მალევე შემოაღო კარები ლიზამ და კლიენტის მოვლის შესახებ მამცნო...
უცებ წამოვდქი, კაბა გავუსწორე და ვანიშნე, რომ შემოეშვა..
-გამარჯობათ!
ოთახაში საკმაოდ სიამოვნო ბარიტონმა გაიჟღერა და მაშინვე წამოვყავი თავი..
-გამარჯობათ, დაბრძანდით...
დაბნეულმა ამოვილაპარაკე და ხელით სკამისკენ ვანიშნე...
-ქალბატონო ელენე იმედია გაეცანით საქმეს..
-ელენა მქვია და კი გავეცანი ბატონო
-ნიკოლოზი
-დიახ ბატონო ნიკოლოზ, საქმეს გავეცანი და ვფიქობ ადვილად მოსაგარებელია, უბრალოდ დაწვრილებითი სია დამჭირდება იმ ნივთების, რომელიც ქორწინებში შეიძინეთ..
მოკლედ ჩამოვუყალიბე სათქმელი და საქაღალდე გვერდზე გადავდე...
-კარგით ქალბატონო ელენა, მაშინ როგოც კი სია მექნება დაგიკავშირდებით..
ხელი ჩამოსართმევად გამომიწოდა, მეც ღიმლით ჩამოვართვი და ისევ ჩემ სავარძელს დავუბრუნდი...
ისე რომ ვაღიარო ძალიან სიმპათური იყო...
მაღალი, შავგრემანი და ცისფერთვალება, სწორი ცხვირით...
ჩემ თავზე გამეცინა, როდის მოვასწარი მისი ესე დაწვრილებით შესწავლა...რვა საათი ხდებოდა კაბინეტიდან რომ გავედი
-ლიზა მე გავდივარ და რაც შეიძლება სწრაფად მჭირდება ინფორმაცია ნიკოლოზ მაისურაძეზე.. როგოც კი რამეს გაარკვევ დამირეკე...
თავი თანხმობის ნიშნად დამიქნია და თავის საქმე განაგრძო...
გზეი პირდაპი გიორგის სახლისკენ ავიღე...
გზაში შოკოლადები და სხვადახვა სასუსნავები ვიყიდე...
-ეეე დაკარული გამოჩნდა
კარების გაღბა და გიორგის აცანცარება ეთი იყო..
-ლიკა მოაშორ შენი ქმარი და სანამ დააძინებ ჩემი ნათლული მომიყვანე...
პირდაპირ სამზარეულოში შევაბიჯე და პარკები მაგიდაზე დავაწყე...
-ნათლიას სიხარული..
მაშინვე ავიტაცე ორი წლის ნიაკო და ფუმფულა ლოყები დავუკოცნე...
-კარგი გოგო ნუ შემიწუხე ბავშვი აცადე დაიძინოს შენ კი სამსახურის ამბები მომიყევი...
ერთი ხელის მოსმით ამაცალა ბავშვი და ლიკას გადაულოცა, თვითონ კი ჩემი საყვარელი ტორტის დიდი ნაჭერი მომიჭრა...
-კიდე აშინებ თანამშრომლებს?!
-ვაშინებ რას ნიშნავს გიორგი?! უფროსი ვარ და ეშინიათ...
-უფროსი რო ხარ მაგიტომ არ ეშინიათ, სამსახურში ისეთი მჟავეს სახით დადიხა მწც მეშინია ხოლმე...
სული სრიოზულობით ამოილაპარა და წარბწეულმა გამომხედა...
-შენ როდის ამთავრებ შვებულებას?.
-წესით ზეგ, მაგრამ უფროსი თუ გამიგრძელებს....
-არც იოცნებო, ეს ორი თეც დავიტანჯე ისეთი იარო საქმეები იყო...
მაგალითად დღე ახალი საქმე მაქვს ცოლ-ქმარი შორდება და ქონებას ვერ იყოფენ...
-დღეს ეგეთები უფრო მეტია ვიდრე ბავშვის გამო ან მიწის გამო ჩხუბი....
-არ ინერვიულო ეგენიც ბევრია...
პირგამოტენილმა ვუპასუხე და ფორთოხლის წვენი მოვსვი...
-რა ქვია?!
-ვის?
-ვინც შენი დაცვის ქვეშაა რა გჭირს...
-მგონი ნიკოლოზ მაისურაძე, რა იყო?!
-მეხუმრები? - ენის ბორძიკით ამოილაპარაკა და თითები მაგიდაზე ნეულად აათამაშა... - აზრე ხარ ტიპი ფულში ცურავს და კიდევ ქონებაზე აქ პრეტენზია ფუი....
გაღიზიანებუმა ამოილაპარაკა და თითებით თამაში განაგრძო...
-კაი გხვეწები აქაც სამსახური არ მინდა, ის დარტყმული სადაა, თამრიკო...
-თაკომ ერთი კვრით გერმანიაში მივდივარო და იმას რო ნახავ გადაეცი გაბრაზებული ვარო და რო შემომირიგოს მე რო მიყვარს ის შოკოლადი მიყიდოსო..
თაკოს ხმით მითხრა და ჩემი გაღიმებაც გამოიწვია...
-კაი რას ლაპარაკობ თქო?!
როგორც კი სიცილს მოვრჩი მეც ისევე ვუპასუხე და ორივე ერთ ხმაში ავხორხოცდით...
-რა იყო ხალხო რა გაკაკანებთ ძლივს დავაძინე ბავშვი
ღიმილით მოგვიახლოვდა ლიკა და გიორგის მიეხუტა...
კიდე ბევრი ველაპარაკე ცოლ-ქმარს, ბოლოს კი დაღლილობამ თავისი გაიტანა და მანამმივაღწიე სახლამდე სანამ დამეძინებოდა, უცებ გადავივლე წყალი და ცივ ლოგინში შევწექი...


გამარობათ ბავშვბო დავბრუნდი ახალი ისტორიით, იმდია მოგეწონებათ ღირს გააგრძელება? გპირდებით ისეთი ნაჩქარევი დასასრული არ ექნება, როგორიც წინას ქონდა
P.S ეხლა ვიღაცა აუცილებლად გამოხტება და იტყვის, რომ სათაურო სულ არ შეესაბამება ისტორიის შინაარს, უბრალოდ თხოვნა მექნება, რომ მოვლენების განვითარებას დაველოდოთ, ჯერ მხოლოდ პირველი თავია.



№1 სტუმარი darina

Ukve dzalian momwons es istoria da nikolozic

 


№2  offline წევრი aNuGi

ძალიან კარგია <3 აუცილებლად გააგრძელე რა
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent