საბას+ნათია=მაგობრებს 2
მორიგი დილა გათენდა ნათია გაემზადა და გაემართა სამსახურში სადაც ახლახაბს მიიღეს და პირველი სამუშაო დღე ქონდა.ლიზა ძიძასთან დატოვა.საკმაოდ კარგ ხასიათზე იყო და ფიქრობდა რომ ამ დღის მერე მისი და ლიზას ცხოვრება შეიცვლებოდა. საადვოკატო ბიუროს შესასვლელთან ტაქსიდან გადმოსულმა ნაცნობი სახე შენიშნა. -ელენე! მივიდა და გადაეხვია მეგობარს -ნათია რამდენი ხანია არ მინახიხარ. -ხო მეც. -რას აკეთებ აქ? -მე აქ ვმუშაობ. შენ? -მუშაობ? გამოდის რომ მე შენი უფროსი ვარ. -მოიცა შენ… როგორ ვერ მივხვდი ჩიჩუა და პარტნიორები… თავიდანვე უნდა მეფიქრა. -ხო მაგრამ მალე გადავასწორებთ სახელს გეწაძე და პარტნიორები ამ გვარის გაგონებაზე ელენე დაიბნა და თავში ერთი რამ უფრო სწორედ ერთი ვინმე-საბა ამოუტივტივდა -და რატომ ცვლი სახელს? -ჩემი ქმრის გვარზე გადავედი. -ქმრის? ამაზე ელენეს გული შეეკუმშა მხოლოდ ერთს ნატრობდა ოღონდ საბა არ ეთქვა ელენეს ახლა. -გახსოვს ჩვენი კურსელი საბა? როგორ არ გეხსომება თქვენ ხომ განუყრელი მეგობრები იყავით. -დამიჯერე ახლაც ძალიან ბევრი რამ გვაკავშირებს. უთხრა ნათიამ უემოციოდ და ფოიეში შევიდა.მალევე იპოვნა თავისი კაბინეტი და სკამში როგორც კი ჩაეშვა ეგრევე ფიქრებს მიეცა.ერთდროს ნენე და ნათია ერთმანეთს ბიჭებზე ყველაფერს უყვებოდნენ,ახლა კი… ნათია მზად იყო მიეღო ის რომ საბას ცოლი ყავდა და თავისი ცხოვრება ქონდა მაგრამ ელენე? ან როდის შეუყვარდათ ერთმანეთი როცა ერთ დროს საბა ზედაც არ უყურებდა.აი ელენე კი მის დანახვაზე დნებოდა.ეს ყველამ იცოდა და საბას ეღადავებოდნენ მასზე ის კი ბრაზდებოდა ამაზე,რადგან ელენე პუტკუნა იყო და მაინც და მაინც ლამაზს ვერ იწოდებდით.თუმცა ახლა სულ შეცვლილიყო.გამხდარი,ალბათ ერთი ორჯერ პლასტიკური ქირურგიის დახმარებისთვისაც მიემართა,თმა ქერა ქონდა თუმცა ახლა მუქ ყავისფრად შეეღება რაც უფრო სერიოზულ და ეშხიანს ხდიდა. უეცრად ნათიას კარზე კაკუნი გაისმა და ამან გამოაფხიზლა ის ფიქრებიდან. მან ჩაახველა და სერიოზული ხმით დაიძახა. -მობრძანდით! ოთახში თავი საბამ შემოყო,რაზეც კიდევ უფრო გაოცდა იგი. -გამარჯობა ნათი.როგორ ხარ? შემოვიდა და დაჯდა მის პირსპირ მდებარე სკამზე. -კარგად შენ? ნათია ცოტა დაიბნა და ეს სიტყვებიც ძლივს წარმოთქვა. -მეც კარგად. რისთვის მოვედი ეხლა გითხრა.პირველ რიგში გილოცავ მუშაობის დაწყებას,მეორე ორი თვეა ლიზა არ მინახავს საშინლად მენატრება ამ დღეებში მოვალ...თ? საბამ მოვალთ გაწელა და იგულისხმა რომ ის და ელენე მივიდოდნენ. -მოხვალთ? საბა არ გეწყინოს,შენ ლიზას მამა ხარ და არავითარი უფლება არ მაქვს მისი ნახვა აგიკრძალო,მაგრამ ელენემ არ უნდა გაიგოს რომ ის ჩვენი შვილია და თან არ მინდა რომ ჩემს შვილს შენს ცოლთან ურთიერთობა ქონდეს. -რატომ არ გინდა ელენემ რომ გაიგოს. -ისედაც მეყოფა დამცირება.უნივერსიტეტში მასზე წარმატებული ვიყავი და ახლა მისი ხელქვეითი ვარ,მე შემეძლო შესანიშნავი კარიერა ამეწყო და მასზე ათასჯერ მაგარი ვყოფილიყავი,მაგრამ ახლა მასზე დაბლა ვდგავარ და კიდევ ის რომ გაიგოს რომ მარტოხელა დედა ვარ და რომ ლიზას მამა შენ ხარ დასაცინად არ ვეყოფი.მან არაფრისგან ცხოვრება აიწყო და მე რომელსაც ყველა შანსი მქონდა სანაგვეზე გადავყარე ყველაზე მნიშვნელოვანი წლები.ბოლო ორი წელია მე ის ნათია აღარ ვარ რომელიც ბეჯითად სწავლობდა და ყველაფერში პირველობა სურდა,ახლა მხოლოდ სურვილი დარჩა,მაგრამ მოქმედების დრო არ მაქვს რადგან მე ჩემს თავს არ ვეკუთვნი,ამ ყველაფერს ახლა არა ჩემს გამო არამედ ლიზას გამო ვაკეთებ. საბამ ბოლომდე უსმინა.სახეზე მწუხარება გამოესახა.უეცრად მკვეთრი მოძრაობით ადგა და კარისკენ გაემართა,კარი გამოაღო მაგრამ შეჩერდა ნათიას გახედა რომელიც ამდგარიყო და დიდი ვიტრაჟის მხარეს იყო მიბრუნებული რომ საბასგან ცრემლები დაემალა. -ადრე თუ გვიან მაინც გაიგებს თქვა და კარი გაიხურა.ნათიამ კი მთელი დღის დაგროვილი ემოციები გამოუშვა გარეთ და ბავშვივით აქვითინდა.მოგვიანებით როცა დამშვიდდა დაპირეშოში გავიდა თავის მწყობრში მოსაყვანად.წყალთან მივიდა თუმცა გაიგონა ქალების ხმა რომლებიც კარს უახლოვდებოდნენ და კაბინაში შევარდა რომ ათხაპნილი მაკიაჟით არავის დაენახა. საუბარი უფრო ხმამაღალი გახდა და ამას ქუსლების კაკუნის ხმაც დაემატა.ნენე და მისი ერთერთი დაქალ-თანამშრომელი შემოვიდნენ.წყალი მოუშვეს და მაკიაჟის სწორებას შეუდგნენ თან ჭორაობა გააგრძელეს -ხო და ნერვები მომიშალა ეგ რონ მითხრა. განაგრძო საუბარი ელენემ -ძალიან გაბრაზდი? -სიმართლე გითხრა არა.მოველოდი კიდეც სოფი მაგისგან რომ რამე ეგეთს მეტყოდა.გამოუსწორებელი მექალთანე იყო სანამ ცოტა აზრზე არ მოვიდა. -და გჯერა რომ ახლა აგარაა მექალთანე და არ გიღალატებს? -იცი რა ეგ ფეხებზე .მთავარია რომ ბიუროს მართვაში და მუშაობაში მეხმარება და ამით ფულს მაშოვნინებს.რეალურად მთელ ჩემს საქმეს ის აკეთებს მე კი შოპინგზე დავდივარ როცა მომესურვება.რა ჯობია უდარდელ ცხოვრებას. -და იმ ბავშვზე რა იზავ? -მე რა უნდა ვქნა? თავის ნაბიჭვარს თვითონ მიხედოს.მე მას უხეშად არასროს ვეუბნევი არაფერს თორემ თუ ვიჩხუბეთ და იქამდე თუ მივა საქმე რომ გავშორდეთ ჩემს ქონებას ისე წაიღებს როგორც თავის საკუთარს და ამას ყველანაირ სამართლებრივ ფარგლებში გააკეთებს მე კი სამართალზე სასწავლად აშკარად არ მივლია და მასთან დაპირისპირებაში აუცილებლად წავაგებ. ნათია ძლივს იკავებდა თავს რომ არც განძრეულიყო და არც რამე წამოსცდენოდა. მალე ხმები მისუსტდა და საბოლოოდ გაქრა. ნათია გამოვიდა და სახეზე ცივი წყალი შეისხა.მერე თავის თავს დააკვირდა სარკეში და გადაწყვეტით თქვა საბას უნდა დაველაპარაკო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.