შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ხომ არ იცი როგორ მიყვარხარ თავი 1


20-05-2016, 08:16
ავტორი Viktoria
ნანახია 2 489

დილით ჩემმა დამ გამაღვიძა,როგორც ყოველთვის,ავდექი ხალათი მოვიცვი სააბაზანოში შევედი თავი მოვიწესრიგე და სამზარეულოში ჩავედი.
- ყავას დალევ ძილისგუდავ? - მიღიმის
- არც კი ვიცი როდის ჩამეძინა, იქნებ ყავამ მაინც გამომაფხიზლოს
- წყალს ადუღებს და ფინჯანში ყავას მიყრის, ცოტა ხნის შემდეგ ფინჯანს მაწოდებს
- ნიი, იცი რა ვიფიქრე? იქნებ ნამცხვარი გამოვაცხოთ, ძალიან მინდა ტკბილი რატომღაც
- გამოვაცხოთ თუ გამოგიცხო? გამიღიმა ჩემმა დამ ... მოიცა დავფიქრდე, კარგი შენს საყვარელ ნამცხვარს გავაკეთებ.
გახარებული მივარდი ყელზე ჩამოვეკიდე, ჩავკოცნე და საძინებლისაკენ გავეშურე, მეძინებოდა, მაგრამ უამრავი რამ მქონდა გასაკეთებელი, ამიტომ პირდაპირ სააბაზანოში შევედი დუშკაბინას მივაშურე და მდუღარე წყლის ქვეშ დავდექი. ვგიჟდები წყალზე გამოვედი აბაზანიდან პირსახოცი მოვიდე და ოთახში სიარულს მოვყევი. სანამ თავს მოვიწესრიგებ გაგაცნობთ ჩემს თავს.
- მე ანი მეფარიძე ვარ, 23 წლის მყავს და ნია მართალია მასზე 5 წლით უფროსი ვარ, მაგრამ ჩვენს ოჯახში როლები შევცვალეთ ხშირად მეუბნება რომ პატარა ბავშვივით ვარ, ვუბრაზდები, მაგრამ გულში მას ვეთანხმები. დედიკო სოფო და ჩემი ძმა გიორგი იტალიაში არიან, ფინანსურად ისინი ამარაგებენ ოჯახს, როდესაც მამაზე ვიწყებ საუბარს გული მტკივა, მართლაც რომ კარგი ადამიანი იყო, მენატრება ის დრო. უკვე 7 წელია მამა რაც გარდაიცვალა თავს ვეუბნები და ვაიმედებ რომ მოკვდა, მაგრამ სინამდვილე ისაა რომ მოკლეს, არასწორი ოპერაცია, ექიმის შეცდომა და ასე ოჯახის დაობლება, როცა ამაზე ვფიქრობ ვბრაზდები მინდა მის მკვლელთან მისვლა ჩხუბი, მაგრამ ბოლოს ისევ ჩემს სამყაროს მივმართავ. სამყაროს სადაც მხოლოდ სიმშვიდე და კარგი მოგონებებია გამეფებული. სარკის წინ ვიყავი, როდესაც შევამჩნიე თვალზე ცრემლი თავი მოვიწესრიგე და მისაღებში დავბრუნდი.
- ანი უკვე მიდიხარ?
- კი ნიაკო იცოდე დღეს გვიან მოვალ ბიბლიოთეკიდან ნათიასთან ვაპირებ წასვლას
- მომიკითხე სუყველა
- აუცილებლად
კარი გავიხურე, კიბეები ჩავირბინე და გზას გავუყევი. მიყვარს ფეხით სიარული ამ დროს უამრავ რამეზე ვფიქრობ, ბიბლიოთეკაში შევდივარ წიგნს ვაბარებ და ახალი წიგნის მოლოდინში მაგიდასთან ვჯდები, ვგიჟდები წიგნებზე, შემიძლია მთელი ცხოვრება კითხვაში გავატარო.ცოტა უცნაურიც ვარ, ხშირად ვფიქრობ რომ მთლად დალაგებულიც არა ვარ, რომ ვთქვა მეგობრებით გარემოცული ვართქო ტყვილი იქნება , სამად-სამი მეგობარი მყავს, ერთი ჩემი დაიკო ნიაა, მეორე ჩემი დაქალი ნათია, ხოლო მესამე წიგნები, რომლებიც არასოდეს არ მტოვებენ მარტო.
სამეგობრო წრეში ადრე ბიჭებიც იყვნენ, ყოველთვის ვიკრიბებოდით, მაგრამ დროთა განმავლობაში დავიშალეთ. ეხლა მხოლოდ პრაზნიკებძე ვახერხებთ ერთმანეთის ნახვას, ცოტას მათზეც გეტყვით. კონსტანტინე ობოლაძე ჩემს ძმასთან ერთად იტალიაში წავიდა, შოთიკო ტურძილაძემ თბილისის უნივერსიტეტში ჩააბარა და ქალაქ თბილისში გადავიდა, გიორგი გეგუჩაძეც თბილისშია ანუშკისთან ერთად და დღე-დღეზე პატარა დათას ელოდებიან.აქ მხოლოდ ლაშა შანიძეა ნათიას ძმა ისეთი საყვარელია, არასოდეს გაძლევს მოწყენის უფლებას. ხშირად ამბობს რომ მე მგავს უარვყოფ მაგრამ კარგად თუ ჩავუფიქრდები მართალია ისიც ჩემსავით შეშლილია.
კარში ნაცნობ მზერას მოვკარი თვალი და პირადობით გავემართე დახლთან, როგორც იქნა ხელთ ჩავიგდე "ელიფ შაფაქის - სიყვარულის 40 წესი" და კითხვას შევუდექი, რამოდენიმე საათის შემდეგ ბიბლიოთეკა დავტოვე და ნათიას სახლისაკენ გავეშურე.



№1  offline წევრი TAKO23

[b][/b][i][/i]

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent