ქაოსი. #19
აეროპორტიდან რომ გამოვედი, გული უცნაურად ამიძგერდა. მომნატრებია თბილისი.. ნინა და სანდრო დამხვდნენ და ეგრევე სასტუმროში წავედით, მოსაწერიგებლად. -წადით თქვენ საავადმყოფოში, მე გადავივლებ, მოვწესრიგდები და ეგრევე მოვალ. -ვუთხარი ბავშვებს. ერთ საათში უკვე საავადმყოფოში ვიყავი და ლისას საწოლის გვერდით ვიჯექი. -ლისა, ვიცი, რომ გესმის. -ხელი ჩავკიდე დაქალს. გული მისკდებოდა მას ასეთ მდგომარეობაში, რომ ვხედავდი. -გაიღვიძე რა, არ შეიძლება შენი თვალების არ გახელა. უშენოდ არ მინდა არასდროს.. მერე რა, რომ რამდენომე კილომეტრი გვაშორებს, მთავარია, რომ ვიცი კარგად ხარ, ბედნიერი და რაც მთავარია სუნთქავ! ვერ გადავიტან შენს არ არსებობას ჩემს ცხოვრებაში. შენ ხარ ჩემი ინfინიტი, უსასრულო სიყვარული. გემუდარები არ მიმატოვო.. -უკვე ვეღარ ვიკავებდი ტირილს და ცრემლებს გასაქანი მივეცი. -მინდა ძალიან მაგრად იყო! ისე მაგრად როგორც არასდროს. წინ ულევი წარმატება და უამრავი ბედნიერება გელის, ამიტომ უნდა გაიღვიძო. აუცილებლად უნდა გაიღვიძო, თორემ არ გაპატიებ არასდროს!!! შენ ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებ, შენ უნდა იყო უბედნიერესი ადამიანი.. ჩემო უნაკლო გოგო, ჩემო ბრილიანტო, ჩემო შეუფასებელო ადამიანო. ცხოვრება ხარ ჩემი, ჩემი გულის დიდი ნაწილი შენია. სული, გული ჰაერი ხარ ჩემი.. ხოდა უნდა გაიღვიძო, სხვა გზა არ გაქვს! არ გაქვს არ გაღვიძების უფლება. გთხოვ თავს მოერიე რა, თუ ოდნავ მაინც გიყვარვართ მე, ნინა და დათა. -უკვე ვეღარც ვლაპარაკობდი. თავი დავადე ხელზე და ცხარე ცრემლით ავტირდი. -ბოდიში, მაგრამ დიდ ხანს ვეღარ გაგაჩერებთ. -პალატაში ექთანი შემოვიდა. წამოვდექი, ლისას ლოყაზე გემრიელად ვაკოცე და გამოვედი. დათა განადგურებული იყო, ნერვიულობისგან ძალიან დასუსტებულა. გვიანობამდე ვიყავით საავადმყოფოში, შემდეგ დავიშალეთ სახლებში.. და ასე იყო მთელი ერთი კვირის განმავლობაში, დილიდან მოვდიოდით, მორიგეობით შევდიოდით და ველაპარალებოდით. ვიცოდით, რომ ჩვენი კარგად ესმოდა. უკვე გვიანი იყო, სასტუმროში რომ დავბრუნდი. ისეთი დაღლილი ვიყავი ეგრევე დავწექი, თან თავბრუს ხვევაც მქონდა. ეს თავბრუსხვევები კიდევ რატომ მაწუხებს ეს ერთი კვირაა, არამგონია დაღლილობის ბრალი იყოს. როდის უნდა მომსვლოდა? ვაიმეე, 4 დღეა გადამიცდა. ფეთიანივით წამოვხტი საწოლიდან და პიჟამოებით გავვარდი აფთიაქში. ყველანაირი ორსულობის ტესტი ვიყიდე და ეგრევე გამოვიქეცი სასტუმროში. პროცედურები როგორც კი ჩავატარე ძირს დავდე ხუთივე ტესტი და ლოდინის რეჟიმი ჩავრთე. ორ ტესტზე მხოლოდ ერთი ხაზი გამოისახა, ხოლო 3 დანარენ სამზე ორი ხაზი. ანი რა გამოდის? ორსულად ვად? ააა არ მჯერა!! წამოვხტი და სიხარულისგან იმდენი ვიხტუნე ლამის მუცელი მოვიშალე. ხვალ ექოს გავიკეთებ საავადმყოფოში, როგორც კი მივალ და პირველი ამ ამბავს ლისა გაიგებს. მოულოდნელად კარებზე დააკაკუნეს. -ვინ უნდა იყოს ამ შუაღამეს? -ჩავილაპარაკე ჩემთვის და კარის გასაღებად წავედი. აბა თუ მიხვდებით ვინ არის? მე პირადად თვალებს არ ვუჯერებდი. ზღურბლს იქეთ გიო იდგა და ბარბაცებდა, სავარაუდოდ მთვრალი იყო. შოკი მივიღე, რაღაცნაირად ავნერვიულდი მისი დანახვისას. რამოდენიმე წუთი გაშეშებული ვიდექი. -არ შემომიშვებ? -მკითხა სასმლისგან დახშული ხმით. ჩუმად გავიწიე და გზა დავუთმე შემოსასვლელად. საწოლზე ჩამოჯდა და ხმას არ იღებდა, მხოლოდ დაჟინებით მიყურებდა. -რამოდენმეჯერ მოგკარი თვალი რაც ჩამოხვედი.. სტილი შეგიცვლია, დაქალებულხარ. -შესანიშმავი დასაწყისი მოიძებნა ჩვენს დიალოგს. -ხო.. -რა უნდა მეპასუხა არ ვიცოდი, ზედმეტად დაბნეული ვარ. -გიხდება. -ამომხედა ამღვრწული თვალებით და გამიღიმა. -მადლობა, გიო. -მეც საპასუხოდ გავუღიმე. კედელათან ვიდექი გაშეშებული. -მოდი რა ახლოს, არაფერს ვიზამ ზედმეტს. უბრალოდ ჩაგეხუტები. -შემევედრა, მე კიდევ სრულიად პარალიზებული ვიდექი და ერთ ნაბიჯსაც ვერ ვდგამდი წინ. -კირა, ძალიან გთხოვ. ისევ ვერ დავიძარი ადგილიდან.. -კარგი, მე მოვალ. -მომიახლოვდა და გემრიელად ჩამეხუტა. სულ ვკანკალებდი, მის გულის ცემასაც ვგრძნობდი. -როგორ მენატრებოდა ეს სურნელი. - თავი ჩემს კისერში ჩარგო და ღრმად შეისუნთქა. -გიო, არ გინდა რა. -ვუთხარი აკანკალებულმა და თავის დაძვრენა ვცადე. -მაპატიე. -უცებ მომშორდა და ისევ საწოლზე ჩამოჯდა. -დავრჩები რა დღეს გთხოვ, ერთხელაც არ შეგეხები გპირდები. უბრალოდ მინდა შენ გვერდით დავიძინო. -გიო, გათხოვილი ვარ, ხომ არ გავიწყდება? -მაგას რა დამავიწყებს? -ირონიულად ჩაეცინა მას.-არც არაფერი აგიხსნია, არც დამემშვიდობე. მიმატოვე და დამიკიდე! იცი რამდენი ხანი გეძებდი? -არ გინდა გთხოვ. ვიცი, ცუდად მოვიქეცი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. -დამიტოვე რა, მხოლოდ ერთ ღამეს გთხოვ.. შენ გვერდით მინდა დავიძინო. -გიო, არა! -ასე ძალიან გიყვარს? -ფეხზე წამოდგა თვალებამღვრეული. -გიო... -გასაგებია.. ანუ გიყვარს. კარგი წავალ.. -პასუხს არც დაელოსა ისე გავიდა სასტუმროს ნომრიდან. გული ჯერ კიდევ ვერ დავიწყნარე.. საშინლად დამაბნია გიოს ვიზიტმა. დილით ექო გადავიღე და ბავშვის გულის ცემას მოვუსმინე. უკვე თითქმის ერთი თვის ორსული ვარ. რა მაგარი შეგრძნებაა შენს მუცელში შენი დიდი სიყვარულის პატარა ნაყოფი, რომ იზრდება. იქედან ეგრევე ლისასთან შევვარდი და ვახარე ახალი ამბავი. -.გაიღვიძე რა.. არ გაინტერესებს გაბერილი როგორი ვიქნები? ან ჩემი პატარა როგორი დაიბადება? მერე გიოზე მოვუყევი ყცელაფერი დეტალურად.. კომიდან გამოსული, რომ იყოს ალბათ ისევ შეუტრიალდებოდა შოკისგან. საავადმყოფოდან ნინასთან და სანდროსთან ავედით გულის გადასაყოლებლად. გავიხსენეთ ლისასთან ერთად გატარებული ყოველი წამი. ზოგი ისეთი სასაცილო იყო ამოსუმთქვას ვერ ვახერხებდით სიცილისგან. -ძალიან კარგია თქვენთან, მაგრამ უნდა წავიდე. ხვალ ადრე ვართ ასადგომები და თქვენც დაიძინეთ ჯობია. -წამოვდექი და ქურთუკი მოვიცვი. -მე წაგიყვან. -წამოდგა დათა და წინ გამიძღვა. მანქანაში ცოტახანი ჩუმად ვისხედით. -გიო ნახე? -სიჩუმე ამ კითხვიღ დაარღვია და ვაი, ნეტა საერთოდ არ ამოეღო ხმა. -კი, გუშინ დამადგა. შენ უთხარი სად ვიყავი. -ხო. -მითხრა დარცხვენილმა. -გული გამომიღო სანამ არ ვუთხარი.. მაპატიე რა, იმედია არ გეწყინება. -არა, რა უნდა მეწყინოს.-გავუღიმე დათას და ისევ გზას გავხედე. -მგონი ისევ უყვარხარ. -ეს რომ მითხრა, უბრალოდ გავხედე დათას და სიმწრისგან ჩამეცინა. ნომერთან გიო დამხვდა ატუზული, ისევ მთვრალი. -გიო, აქ რა გინდა? -გთხოვ, შემომიშვი ცოტახნით რა.. -გიო.. -გემუდარები, სულ ცოტახნით. -კარგი, ოღონდ ლაშას უნდა დავურეკო და ხმა არ ამოიღო სანამ არ გავთიშავ. -არის უფროსო! -ისე სასაცილოდ მითხრა ორივეს სიცილი აგვიტყდა. -როგორ მენატრებოდა შენი სიცილი.. -უცებ დასერიოზულდა გიო. -შედი..-კარი გავაღე და მისი ნათქვამი დავაიგნორე. ლაშას დაახლოებით ერთი საათი ველაპარაკე, გიო ფანჯარასთან იდგა და ღერი-ღერზე ეწეოდა. -რა დაგანახა მაგ ტიპმა ეგეთი, რომ თავი შეგაყვარა? რას არ ვაკეთებდი სწორად, მე რომ შენი სიყვარული ვერ დავიმსახურე? -გული გამიწვრილდა ამ სიტყვებზე.. ცხოვრება ძალიან დიდ გამოცდას მიწყობს. -მე.. მე... -არ ვიცოდი რა მეპასუხა. -გიო, შენი წასვლის დროა. -არსადაც არ წავალ! - მითხრა მკაცრად და ჩემკენ წამოვიდა, მე უკან-უკან ვიხევდი და ბოლოს კედელს ავეკარი. ხელებს შორის მომამწყვდია და სახე ახლოს მომიტანა. -არ გინდა რა... -სახეზე ავიფარე ხელები, რომ არ ეკოცნა. -კირა, მომენატრე! -გათხოვილი ვარ, ადამიანო! -ვიცი მეთქი, ნუ მახსებებ ყოველ წამს! -ისეთი მიღრიალა მეგობა მიწისძვრა დაიწყებოდა. -გიო, ახლავე დატოვე აქაურობა! -ლამის მეც ავკივლდი, მაგრამ თავი შევიკავე. -კარგი, ახლა წავალ.. მაგრამ იცოდე, რომ ახლა იწყება ყველაფერი. ეგრე მარტივად მეორედ აღარ გაგიშვებ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.