შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კოქტეილი 7


21-05-2016, 14:21
ავტორი teddy))
ნანახია 2 315

***
-დამშვიდდი!-მეუბნება დემე თავის სახლთან მდგომს.-დედაჩემი კი არ შეგჭამს!-იცინის ის.
-ვიცი, მაგრამ...-ვიღიმი მე.
-ნინო!-ეძახის დედამისს დემე.
-მოხვედით? შემობრძანდით!-გვერდზე დგება ნინო დეიდა.
-გამარჯობა!-ვესალმები მას.
-დემე!-გამორბის დემეს და ანანო.
-გამარჯობა!-მესალმება ანანო.
-კარებში ნუ დგახართ, შემოდით!-გვიღიმის ნინო დეიდა.
-ნინო დეიდა, ეს თქვენ!-გავუწოდე ლამაზად შეფუთილი საჩუქარი.
-რატომ შეწუხდი?! და ხო ნინო დეიდას ნუ მეძახი, ნინო დამიძახე!-მეუბნება ის. მისაღებ ოთახში შევდივართ და დივანზე ვჯდებით. შავი და ნაცრისფერი ინტერიერი ჭარბობს. დივნის წინ პატარა, შუშის მაგიდა დგას. კუთხეში ტელევიზორი და აქა-იქ ფერად-ფერადი ყვავილები.
-ერთი სული მქონდა, როდის გაგიცნობდი!-მეუბნება ანანო.
-მეც მსურდა შენი გაცნობა!-ღიმილით ვეუბნები მას.
-გამარჯობა!-ოთახში შემოდის მაღალი კაცი.
-მამა ეს თათუა, ეს კი მამაჩემია გია!-გვაცნობს დემე ერთმანეთს.
-სუფრასთან დაჯექით!-გვეუბნება გია ძია.
-მოდით, მოდით!-აჭარული ხაჭაპურით ხელში შემოდის ნინო.
-დემემ გვითხრა თბილისში ცხოვრობო და აქ რამდენი ხნით ხარ?-ღიმილით მეკითხება ნინო.
-მე...-შევიშმუშნე.-ჯერ არ ვაპირებ წასვლას!-ნაძალადევათ გავუღიმე, იმიტომ რომ შეიძლება აქედან წავსულიყავი და არ მინდოდა, არ მინდოდა ყველაფერი მონატრებად გცეულიყო.
-კარგია!-ამბობს ანანაო.
ყველა ძალიან თბილები და ყურადღებიანები არიან. გამიკვირდებოდა დემე რომ ასეთი არ ყოფილიყო. როგორც საკუთარი შვილი ისე მიმიღეს! ასეთი ადამიანები უნდა დააფასო!
-გია ძიას გავხარ!-დემეს სახლის აივანზე ვდგევართ მე და დემე.
-მისნაირი სიმპათიური ვარ ხო?-წარბებს ათამაშებს ის.
-თავს ნუ იწონებ!-სიცილით ვეუბნები დემეს.
-ცოლად რომ მოგიყვან, აივნის კედლები მოვხატოთ და ორი სავარძელი დავდგათ ან ერთი სავარძელი ჯობს!-ღიმილით ამბობს დემე.
-უკვე გეგმებიც დააწყე?-ვიცინი მე. ,,ცოლად რომ მოგიყვანო...“ უნდა ვაღიარო საოცრად მსიამოვნებს დემეს სიტყვები და გულიც კი ამიჩუყა.
-არ მითხრა შენ რომ არ გაქვს გეგმები?-მეკითხება დემე.
-კი, მაქვს!-ვპასუხობ დაბეჯითებით.
-არ გამანდობ?-ჩემს თმაზე ისე ათამაშებს თითებს, თითქოს პიანინოზე უკრავდესო.
-ბათუმში დარჩენა მინდა!-ვამბობ ნაღვლიანად.
-აუცილებლად დარჩები!-ამბობს დემე.
-არ ვიცი, არ მინდა შენი და ჩემი ოცნებები წყალში ჩავყარო!-ვაგრძელებ მე.
-ეს ოცნება აგვიხდება, ყველა ის ოცნება მიყვარს, სადაც მე და შენ ვართ!-მეუბნება ღიმილით დემე.
-გულს ნუ მიჩუყებ!-მხარზე მსუბუქად ვარტყამხელს და თვალებიდან წამოსულ მლაშე სითხეს ვიწმინდავ.
-ხო და ყოველ დილით აგიჩუყებ გულს!-მეუბნება დემე.
-თათუ, მოდი დემეს ბავშობის ალბომს დაგათვალიერებ!-გვეძახის ნინო.
-ახლავე!-ვპასუხობ და მისაღებ ოთახში ვბრუნდებით. მე და დემე დივანზე ვჯდებით და ნინო ალბომს მაწოდებს.
-ეს შენ ხარ?-ვიცინი დემეს ბავშობის ფოტოზე, რომელშიც გუბეში დგას და იცინის.
-მაშინ კარგად მომხვდა, დედაჩემმა ტალახიან გუბეში რომ დამინახა!-იხსენებს დემე.
-შენ კი იცინოდი!-ვამბობ და ჩემი და დემეს სიცილი ყვება.
-ღმერთმა სიცილი ნუ მოგიშალოთ!-გვლოცავს ნინო.
-ამინ! თქვენც ასევე!-ღიმილით ვეუბნები მას.

***
-ძალიან დიდი მადლობა, ყველაფრისთვის!-ვეუბენბი დემეს ოჯახს წამოსვლისას.
-რისი მადლობა!-მეუბნება ნინო.
-დემე ხშირად მოიყვანე ხოლმე, ეს ლამაზი გოგო!-ამბობს გია ძია.
-კარგად, თათი!-მემშვიდობება ანანო.
-გაგაცილებ!-ამბობს დემე და გერეთ გამოვდივართ.
-ძალიან კარგი ოჯახი გყავს!-ვეუბნები დემეს.
-მადლობა!-მეუბენბა ის. -ხვალაც ვისვენებთ ბარში და კოკასთან მივდივართ ხვალ მეგობრები და ნუცაც წამოიყვანე, ანანოც წამოვა და წავიდეთ!-მთავაზობს დემე.
-არ ვიცი!-ვპასუხობ მე.
-იცი, იცი! ხვალ გამოგივლით და წავიდეთ!-მეუბნება დემე და სასიამოვნო ნიავი სახეზე დაგვთამაშებს.
კოქტეილი 7

--------------------------------------------------------
ესეც მეშიდე თავი ჩემო საყვარლებო! უღრმესი მადლობა! მიხარია რომ მომგწონთ და თუ რამე ისე არ გამომდის ამისთვისაც დიდი ბოდიში!



№1  offline წევრი isterichka123

პატარა ტავები გაგრდზელე და ტავები გაზარდე

 


№2 სტუმარი Black

Chemo tedduniaa:*sakaliko gogo xar:Dmagari iyo da veli shemdeg tavs;)

 


№3  offline აქტიური მკითხველი terooo

აუ რა პატარა იყოო... თან ზალუან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent