შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კოქტეილი 5


17-05-2016, 16:27
ავტორი teddy))
ნანახია 2 232

***
-კარგი რა, დემე! მე რა მინდა?-დაბადების დღეზე წასვლას ვეწინაამღდეგები.
-დღეს სამსახურში დასვენება გვაქვს, ხელს რა გიშლის?-ამბობს ისე ვითომ ვერ ხვდებოდეს.
-არაფერი, მაგრამ...-მეუხერხულება იქ წასვლა. არავინ მიცნობს, მეც არ ვიცნობ....
-ხო და თუ არაფერი შვიდზე გამოგივლი და მოემზადე!-მობილური გათიშა დემემ. სკამიდან ვდგები და კარადას ვაღებ. კაბებს ვათვალიერებ და რამდენიმე არჩევანი მაქვს: ყვითელი, თეთრი, წითელი კაბები. თეთრ კაბას ვარჩევ და საკიდიდან ვხსნი. კედელზე დაკიდებულ საათს გავყურებ და დრო ერთი საათი მაქვს. ტანზე თეთრ კაბას ვირგებ და სარკეში ვათვალიერებ ჩემ გამოსახულებას. ტუჩებს წითლად ვიღებავ და ქერა თმებს ვიშლი. სარკის წინ ბრუნვას ვაკეთებ და დაბლა ჩავდივარ.
-თათუ, რა ლამაზი ხარ!-მეუბნები ქეთი.
-დიდი მადლობა საყვარელო!-თმებზე ხელს ვუსვამ. მაჯის საათზე ვიყურები და შვიდს აკლია ათი წუთი. გარეთ გამოვდივარ და დემეს ვხედავ, რომელიც ჩაფიქრებულია და სახეზე ღიმილი აღბეჭდია.
-დემე!-ვეძახი და მისკენ მივდივარ.
-კიდევ კარგი, შენც იმ გოგოების კატეგორიაში არ შედიხარ, ვინც მალოდინებს ხოლმე!-იცინის დემე.
-ბევრი ვინმე გალოდინებდა?-ვამბობ მე.
-დაიცა დავითვალო...-მსახიობურად თითებს დაჰყურებს და ვითო ითვლის.
-მე არ გალოდინებ!-ვიცინი და ხელმკლავს ვუყრი.
-თვლა ამერია!-ამბობს ის.
-ძალიან ბევრი გალოდინებდა და ვეღარ ითვლი ხო?-თვალმოჭუტული ვამბობ მე.
-არა, იმიტომ რომ გვერდზე მიდგახარ და მაბნევ!-იცინის დემე.

***
დიდ, ლამაზ, კერძო სახლში მივედით. ეზოში შეკრებილიყვნენ ახალგაზრდები და სიმღერა ხმამაღალ ხმაზე ჟღერდა.
-დემე!-დაიყვირა ერთმა ბიჭმა და დემესკენ წამოვიდა:
-გილოცავ!-საჩუქარი მიაწოდა დემემ.-ეს გაიცანი ჩემი ძმაკაცია, ვაჩე! ეს კი თათუა!-გვაცნობს ერთმანეთს.
-სასიამოვნოა!-ვიღიმი და დაბადების დღეს ვულოცავ.
-აქეთ წამოდით!-გვეუბნება და წინ მიდის.
-როგორ ხართ?-შეკრებილ ხალხს ეუბნება დემე.-ეს თათუა და ესენი... რამდენი ხართ, რა იყოთ?! -იცინის ის.-ეს მარი, თემო, კოკა, სოფი, დიტო, ოთო, თამთა და ლევანი.-იძახის თანმივდევრობით.
გამარჯობა!-ვესალმები მათ.
-დემე, როგორ ხარ?-ფეხზე დგება თამთა და კოცნის.
-მადლობა კარგად, შენ?-დემე ეუბნება მას.
-რა ვიცი, კარგად!-თმას გვერდზე იწევს თამთა. ალმაცერად მათვალიერებს და დემეს წინ ჯდება.
-თათუ ხო?-ჩემ გვერდზე მჯდომი სოფი მეუბნება.
-კი, თათუ!-ვუღიმი მას.
-რაღაცეები გსმენი შენზე და ძალიან გვინდოდა შენი გაცნობა!-ღიმილით მპასუხობს ის.
-ძალიან მოგიხიბლავს ეს ბიჭი!-ჩვენკენ იწევა მარი. სიცილით ვპასუხობ და ცოტა არ იყოს ვწითლდები. თამთა ჩემკენ ირონიული ღიმილით იხედება.
-რამე გინდა?-ვეუბნები მას.
-არაფერი, რა უნდა მინდოდეს?!-ამბობს და სალათას იღებს.
-ყურადღება არ მიაქციო!-მეუბნება სოფი და ვისკის ჭიქას იღებს ხელში.
-ვაჩე გილოცავ! ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ!-ამბობს თამთა.-ყველას გისურვებთ კარგ მომავალს და შენც მალე დემე, შენი შეყვარებულით მოსულიყავი!-ამთავრებს თამთა.
-თამთა, ჩემ გვერდით ზის!-ხელს მხვევს დემე.
-თამთა, ალბათ თავის თავს გულისხმობს !-უკმაყოფილოდ უჩურჩულებს სოფი მარის, მაგრამ მეც მესმის.
რა უნდა თამთას ჩემგან? დანახვის თანავე არ მოვეწონე! ,, შენც მალე დემე, შენი შეყვარებულით მოსულიყავი!“ გულში ვაჯავრებ თამთას.
-წამოდი ვიცეკოთ!-ფეხზე მაყენებს დემე და მარის და კოკას ვუერთდებით.
-როგორც ჩანს, თამთას არ მოვეწონე!-ვამბობ მე.
-მთავარია მე მომწონხარ!-მეუბნება დემე და წელზე ხელს მხვევს.-უფროსწორად მიყვარხარ!-ყურთან ახლოს ჩამჩურჩულებს. დემეს თავს ვადებ და მუსიკას ტანს ვაყოლებთ.
-მეც მინდა ცეკვა!-ჩვენკენ მოდის თამთა.
-დავაცადოთ ხო!-გვერდზე წევს ოთო და მასთან იწყებს ცეკვას. ეჭვით ვათვალიერებ თამთას და მობილურს დავყურებ, რომელიც რეკვას არ წყვეტს.
-დემე, გარეთ გავალ ჩემი დაქალი მირეკავს!-ვეუბნები და გარეთ გამოვდივარ, რადგან მუსიკაში სიტყვები კარგად გავარჩიო.
-სად ხარ?-აღებისთანავე მეკითხება ნუცა.
-დემეს წავყევი მეგობრის დაბადების დღეზე!-ვეუბნები მას.
-ოჰო!-შესძახა ნუცამ.-ახალი არის რამე?
-ერთი გოგო მიშლის ნერვებს, თამთა! რა უდნა ჩემგან ვერ გამიგია!-ვეუბნები ნუცას.
-ხოდა, შენც მოუშალე ნერვები!-ამბობს ის.
-კარი წავედი და გვიან დაგირეკავ!-ვემშვიდობები მას და უკან ვბრუნდები.
-თამთას ნაირებს ყურადღება არ უნდა მიაქციო!-მეუბნება დემე და ხელებს მხვევს.
-მისმენდი?-ვიცნი მე.
-არა, რომ გამოვედი გავიგონე!-მიპასუხა და თმა გადამიწია.-წამოდი შევიდეთ!-ამბობს და ხელჩაკიდებული შიგნით შევყავარ.
საღამო მხიარულად და ლამაზად მიმდინარეობს. ყველა ძალიან მომეწონა და ვცდილობ თამთას რეპლიკებს ყურადღება არ მივაქციო.
-შევძახეთ სიმღერა!-ყვირის ლევანი და ყველა დაბადების დღის სიმღერას ვმღერივართ. ვაჩე სანთლებს აქრობს და თავის დაკვრით მადლობას გვიხდის.

***
მე და დემე სახლში წამოსვლას ვაპირებთ, როდესაც თამთას ხმა გვაჩერებს და დემესკენ მორბის.
-სახლში გამაცილე რა!-ხელებს ხვევს ისე თითქოს აქ მე არ ვიყო.
-კოკა გაგაცილებს!-თამთას ხელებს იშორებს დემე.
-შენ გამაცილე რა!-ისევ იმეორებს თამთა და დემეს მიერ მოშორებულ ხელებს უკმაყოფილოდ უყურებს.
-კოკა გაგაცილებს!-მკაცრად ეუბნება და კოკაც თამთას უკან აბრუნებს. გარეთ გამოვდივართ მე და დემე.
-თამთას მოსწონხარ მგონი!-ვამბობ მე და გულში სიტყვა ,,მგონის“ ვაშორებ.
-არ მაინტერესებს და თამთაზე ფიქრს მოეშვი!-ჩემკენ ბრუნდება დემე. არაფერს ვეუბნები და დემე ტაქსს აჩერებს. მძღოლს ჩემ მისამართს კარნახობს და მანქანაში ვსხდებით. დემეს თავს ვადებ და თვალებს ვხუჭავ.
-ერთი თვე მალე გავა!-ჩუმად ვამბობ მე. როგორც წესი ერთი თვე ვიმუშავებდი და თბილისში წავიდოდი, მაგრამ ახლა მაშინებს ეს გადაწყვეტილება. არ ველოდი რომ გამოჩნდებოდა ის პიროვნება, ვინც თავდავიწყებით შემაყვარებდა თავს.
-ერთი თვე!-სევდიანად იმეორებს დემე.
ტაქსს დანიშნულ ადგილამდე მივყავართ და გარეთ გადმოვდივართ. დემე ტაქსს ანიშნებს რომ დაელოდოს.
-ხვალ ბარში შევხდებით!-ვამბობ ღიმილით.
-მიდი შედი, თან წვიმა დაიწყო!-ჩემს თმებთან თამაშს წყვეტს და სახლში შევდივარ. გონება მხოლოდ რამდენიმე რამეზე ფიქრობს: დემე, ერთი თვე, თამთა...
კოქტეილი 5

-------------------------------------------------------------
კიდევ დავაგვიანე, ამიტომ კიდევ ერთხელ ბოდიში! ძალიან დიდი მადლობა რომ მოგწონთ და ძალიან მიხარია! ველი შეფასებებს, ჩემო საყვარლებო!



№1  offline წევრი kora

აი გავგიჟდები თამთამ რამის არევე რო მოახეროს, თმებით ვითრევ სიტყვები არ მყოფნის ისე ვიჟდები დემეზე და იმედია ბოლომდე გაამართლებს ჩემს იმედებს და რამეს არ მიქარავს, თორე იმ წამსვე გაქრება ეს სიმპატიები. თათუ საოცრად საყვარელი გოგოა, უხდებიან ერთმანეთს. პ.ს. ძალიან გთხოვ ნუ იგვანებ, დანაკლისს ვგრძნობ მერე მთელი დღე
--------------------
kira.G

 


№2  offline წევრი teddy))

kora
აი გავგიჟდები თამთამ რამის არევე რო მოახეროს, თმებით ვითრევ სიტყვები არ მყოფნის ისე ვიჟდები დემეზე და იმედია ბოლომდე გაამართლებს ჩემს იმედებს და რამეს არ მიქარავს, თორე იმ წამსვე გაქრება ეს სიმპატიები. თათუ საოცრად საყვარელი გოგოა, უხდებიან ერთმანეთს. პ.ს. ძალიან გთხოვ ნუ იგვანებ, დანაკლისს ვგრძნობ მერე მთელი დღე

tamtam rom rame arios chemi xelit tavacli im tmebs :D ugrmesi madloba! Shevedebi agar davagviano! Kargi gogo xar shen shepaseba rom ar gezareba :*

 


№3  offline მოდერი bibo

ვახმე ჩემი თედუსიიი ვერ დავწერე აქამდეეე ჩემო ერთადერთო ციცქნავ და პაწუწკუნები ვაფრენ შენზე ჩემო საოცრებავ მარწყვო ალუბალო ვაშლატამავ ბანანოოო კივოოოო ანანასო მანგოვვვვვ ვაიმე სასწაული საოცრება ხარრრ ვაფრენ შენზე ჩემო ჩიტუსიიი ჩემო ტკბილო ჩომო ფუნთუშავვვვ აი საოცრება ხარ საქალბატონევ რამფრა მომწონს ეს დემე ნახე შენ რა შეპარვით ამბობს ყველაფერს ოხ რა აფერისტი ბიჭია მარა მომწონს რა ვქნა ჩემო ატმის რტოვ და ვაშლის პიროვვ love

 


№4  offline წევრი teddy))

bibo
ვახმე ჩემი თედუსიიი ვერ დავწერე აქამდეეე ჩემო ერთადერთო ციცქნავ და პაწუწკუნები ვაფრენ შენზე ჩემო საოცრებავ მარწყვო ალუბალო ვაშლატამავ ბანანოოო კივოოოო ანანასო მანგოვვვვვ ვაიმე სასწაული საოცრება ხარრრ ვაფრენ შენზე ჩემო ჩიტუსიიი ჩემო ტკბილო ჩომო ფუნთუშავვვვ აი საოცრება ხარ საქალბატონევ რამფრა მომწონს ეს დემე ნახე შენ რა შეპარვით ამბობს ყველაფერს ოხ რა აფერისტი ბიჭია მარა მომწონს რა ვქნა ჩემო ატმის რტოვ და ვაშლის პიროვვ love

shen chemo yvelaze tkbilo da tbilo gogov, ugrmesi madloba! Aferistia, aferisti :D :D tatu ar vaechvianot, torem tu gagvibrazda mtrisas! :D <3

 


№5 სტუმარი Black

O,o situacia daidzaba?!kargi iyo teddunia;) veli shemdeg tavs<3

 


№6  offline წევრი teddy))

Black
O,o situacia daidzaba?!kargi iyo teddunia;) veli shemdeg tavs<3

daidzabao, daidzabao :D didi madloba :* sheileba dges ver davdo cota ki maqvs dawerili :/ :*

 


№7  offline აქტიური მკითხველი terooo

ჩვენი სეყვარებული წწყვილიი love

 


№8  offline წევრი teddy))

terooo
ჩვენი სეყვარებული წწყვილიი love

love love love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent