ჭირვეულის მორჯულება (5თავი)
დილით ნათიას ჯაჯგურმა გამაღვიძა, გუშინ თითქმის არც მძინებია და ძლივს დავაშორე ქუთუთოები ერთმანეთს,ბუზღუნით წამოვიზლაზნე და მოტიტინე ნათიას სმენა დავიწყე რაღაცაზე გაცხარებული რომ საუბრობდა -აუუ ეს ქალი დასვენებასაც არ გვაცდის რაა! ლიზი! მისმენნ გოგო? ჩამკივლა რის შემდეგაც დიდხანს მიწუოდა ყურები -ჰმმ, აჰამ, გისმენ ჰო! თავი მოვაჩვენე ვითომ ძალიან მაინტერესებდა -აუ კაი რა! კაროჩე დღეს საღამოსკენ წასვლა გვიწევს! ბაია დირექტორმა დარეკა და კარნავალისთვის წამყვანები მინდოდა და თქვენზე უკეთესი ვინ ამერჩიაო და ხვალ მანდ უნდა ვიყოთ საღამოს 7-ზე არის კარნავალი მაგრამ ხომ გვინდა მომზადება , უკმაყოფილოდ ჩაიდუდუნა , რომ გავიაზრე რას ამბობდა სახე მომეღუშა -აუუ მარიამმა იცის? გუშინ ჩამოვიდა ეგ, აუ კაიი რააა!!! დავიწყე წუწუნი -ჰო არადა ხოიცი რანაირი ქალია როარ მივიდეთ ძაან გაუტყდება . -მეც ძაან მიტეხავს აუ თან თოვლია დღეს გამოცხადებული და დღეს მინდოდა გუნდაობა ძლივს დადო წესიერად და მივდივართ აუუ! გავაგრძელე ისევ -სხვა გზა არ გვაქ ავბარგდეთ, ჩავალ ბიჭებმაც გაიღვიძეს და ვეტყვი რომელიმემ წაგვიყვანოს, ვისააქ პრავა? -რავი ყველას აქვს მგონი ერთად ჩააბარეს არ მახსოვს,ჰო კაი მე შევალ გადავივლებ. -კაი მიდი შეცუნცულდი. ნათია დაბლა ჩავიდა მარიამიც უკვე იქ იყო ბიჭებს ელაპარაკებოდა და იცინოდა, ნათია მივიდა და მოწყენილმა დაიწყო: -ბავშვებო დირექტორმა დაგვირეკა კარნავალზე წამყვანები უნდა იყოთ თქვენ სამიო და უეჭველი დღეს საღამოს წასასვლელები ვართ იმედია რომელიმე მანქანით წაგვიყვანთ, ძაან გვინდა დარჩენა მაგრამ ვერ გავუტეხავთ ბაიას...ძაან მომენატრებით ყველა იმედია ზაფხულში გნახავთ, დაასრულა სათქმელი და ყველა გადაკოცნა, საბას გარდა. -მე წაგიყვანთ არ მაქვს დღეს საქმე და რომც მქონდეს ხოიცით, თვალი ჩაუკრა გოგოებს დემემ. ბიჭებმა ერთი შეიკურთხეს და თავიანთთვის დაიწყეს ლაპარაკი. -აუუ ბიჭო ძაან გამიტყდა რა რო მიდიან! მუშტი დაჰკრა მაგიდას ლუკამ -რას შვები საბა არ უნდა შემოირიგო? მშვიდად ჰკითხა დემემ -მე რა პონტში შემოვირიგო ტო? ნიკუშას ამბის მერე, ეს თქვა და თვალებიდან ნაპერწკლები გადმოსცვივდა, ამდროს მარიამო მიუახლოვდა მათ და შუაში ჩახტა -რახდება რაზე ბჭობთ? რას მიმალავთ!! ეჭვის თვალებით მოათვალიერა ბიჭები -არაფერი ისევ ნიკუშას ამბავზეა დაგრუზული რა, მხრები აიჩეჩა ლუკამ -აუუ იმას კიდე არუთქვია ხოო? ბიჭო იმ დღეს ახლოს იმიტომ მიიტყუა აუზში რომ ესროლა ინსტაგრამზე მაინც არ გინახავს ნიკუშას ფოტო? გადაიკისკისა მარიამმა -არა ტო, აუ, იმ დღეს მიხსნიდა და არ მოვუსმინე, თვალები ჩახარა საბამ -აუუ რა სი*ი ხარრ ტოოო!!! შეამკო გიორგიმ -ჩუ რა! დემე ეხლა რო ვუთხრა ხო იცი არ შემირიგდება და გთხოვ შენს მაგივრად ბოლო წამს მე ჩავჯდები მანქანაშ ძმურში რა, მუდარის თვალებით შეხედა საბამ. -კი ბიჭო ბაზარი არაა, მხარზე გამამხნევებლად დაჰკრა ხელი დემემ -აბა შენ იცი ბრატუს, სანდრომაც იგივე ჟესტით გაამხნევა ძმაკაცი -სანდრ ვიცი რო შენც გინდა წამოსვლა პროსტა რავი, თუ გინდა წამო -არა ტოო იყოს, მე აღდგომას ჩავალ თან დიდი ხანია ლიზუს მშობლებიც არ მინახია. -კაი მადლობა ძმახარ რაა აუ ხო შემირიგდებაა? -კაი ტოო შეგირიგდება აბა რას იზამს ვაჰჰ! ისეთი სახე გაქ ვითომდა ქალიშვილობა ათი წუთის დაკარგული გქონდეს! გადაიხარხარა გიორგიმ , და მალევე მოხვდა დიდი ბალიში თავში. საბაც ცოტა გამხიარულდა, გოგოები ემზადებოდნენ მაგრამ ცალი ფეხი უკან რჩებოდათს პონტი იყო რა. -აუ ძაან მეზარება ისევ ქუთაისი, ჩაიდუდღუნა ნათიამ -აუ ჰოო ასწორებს აქ, მოიწყინა მარიამმაც -კაი ნუ ჩამოგტირით სახეები მეც მინდა დარჩენა პროსტა არ გამოდის ხო ხედავთ -კაი ჩავალაგოთ ეხლა ერთ ნახევარ საათში გავდივართ უკვეე, ცრემლები ჟაკეთში ჩამალა ნათიამ და ვითომდაც შემთხვევით თავის ტანსაცმლის სიღრმეში საბას „გაპ“იც ჩადო. წასვლის დრო ახლოვდებოდა და მოწყენილობაც მატულობდა ყველას სახეზე, ბადრო და ქეთოს დაემშვიდობნენ , ძალიან შეწუხდნენ როცა გაიგეს უეცარი წასვლის მიზეზი. -დარჩენილიყავით ბებო, მოიცდის კარნავალიც, ნაწყენმა ჩაილაპარაკა ქეთო ბებომ -ქეთო ბებო ზაფხულში ჩამოვალთ აუცილებლად არც ახლა გვინდა წასვლა მაგრამ...ამოიტირა ლიზიკომ -კაიი რაგატირებსს ტო ჯარში კიარ მიდიხარ! ჩაიცინა ბადრომ ბიჭები გამოვიდნენ ყველა ერთმანეთზე უფრო მეტად იყო შეწუხებული, ლამის იყო ეტირათ ამხელა ვირებს. ნათიას ეგონა დემე იჯდა აბარგდნენ ისე რომ ყველას ჩაეხუტნენ, ნათიამ ისევ დააიგნორა საბა.ლუკა მარიამთან მივიდა და ჩაიხუტა -გნახავ მალე ხო? თავზე ხელი გადაუსვა მარიამს მარიამი კიდე აფართხალდა -ვერაფერსაც ვერ მნახავ, უცებ გაშორდა და ფართხალი დაიწყო. -კაი ჰო ნუ ფართხალებ არ გიჭერ, მომენატრები ისე, ამოიოხრა ლუკამ მარიამს პასუხი არ გაუცია ისე გაშორდა და მანქანაში მოთავსდა ნათია მანქანაში ჩაჯდა და თვალები ცოტა ხნით მოასვენა არც დაკვირვებია ვინ იჯდა საჭესთან, მარიამმა ყველაფერი იცოდა, ლიზიკოსაც უთხრა არ შეეცხადა და გააჩუმა, ნათიამ თვალები მალევე გაახილა და როდესაც წინ დემე აშკარად არ იჯდა დაეჭვდა და გულში რაღაცამ გაჰკრა. უცებ გოგოებმა მაღაზია მოიმიზეზეს და გაეცალნენ,ნათიაც გადავიდა მანქანიდან აპირებდა მათთან ერთად წასულიყო როდესაც უეცრად ნაცნობმა სილუეტმა მანქანას ააკრა და ტორებში მოიქცია. -ბოდიში, არ მოგისმინე ნიკუშაზე, მაგრამ სხვა რა მეფიქრა ვერ ვხვდებოდი. -რა მნიშვნელობააქ ვისთან ვიქნები ნიკუშასთან თუ იპოლიტესთან,ცივად მიუგო გოგომ -იპოლიტე ვინმე ახალია? ტუჩის კუთხე ნაგლურად ჩატეხა -არა ძველია, იპოლიტე ხვიჩია, არ გაგიგია? იმავე დამცინავი ღიმილი ესროლა. -ჰა ჰა, ცინიზმს არც საბა იშრებდა. -წავედი მაღაზიაში მინდა ჰო და კიდე ფრთხილად ყურებიდან ბოლი არ აგივიდეს. -ამის დედა *** შეიკურთხა და მანქანაში ჩაჯდა. გოგოებიც მალე მოვიდნენ ქუთაისამდე ერთმანეთის გამოჭერაში იყვნენ, -აუ გოგო გამოცდებია მალე ხო რო ჩავალთ? იკითხა ნათიამ -შენ მაინც ჩაიჭრები და აზრი? დამცინავად თქვა საბამ -შენი გამოცდილებიდან მეუბნები ალბათ, მხრები აიჩეჩა გოგომ. -საბედნიეროდ არა ოქროს მედალოსანი ვარ, თვალი ჩაუკრა და გზა გააგრძელა ცოტა ხანს დუმდნენ მერე კი ისევ დაიწყეს ქიშპობა: -ლიზუ მომე რა ჰამბურგერი,სთხოვა საბამ -კიდევ ჰამბურგერი გინდა? ხო ხედავ ვეღარ ატყვევებ გოგოებს,ჩაიცინა ნათიამ -ჰო სულ მაგიტომაა ერთი გოგო კვირაზე მეტია გაშტერებული რომ დადის ნათია ამჯერადაც ნოკაუტში ჩააგდო, მარიამი და ლიზიკო ჩუმად იცინოდნენ მათი შემხედვარე. -აუ რა ჩქარა მივდივართ! ნელა რაა ვაჟბატონო! -დიდხანს გინდა რომ მიცქირო საყვარელო? აჰა შევანელებ. -ვაიმეე რასასაცილოააა! -გზა ხსნილია საყვარელო გადადი მანქანიდან ფეხით ჩადი 50-60 კილომეტრიღა დარჩა მაინც ცოტას გაისეირნებ სუფთა ჰაერს ჩაყლაპავ იქნებ აქაურმა ჰაერმა გაგიხსნას ტვინი. ასე გრძელდებოდა კიდევ ერთი საათი საბოლოოდ კი ჩააღწიეს საბას ეგრევე დაბრუნება ჰქონდა გადაწყვეტილი მაგრამ უკვე პირველის ნახევარი იყო და ლიზიკოსიანების დაჟინებული თხოვნით იქვე დარჩა, გვიანი იყო ამიტომ ნათიაც იქ დარჩა, ღამე ნათიას გამოეღვიძა და წყალზე გავიდა სამზარეულოში, სიბნელეში ფართხა-ფურთხით მიაბიჯებდა და ვერ კი შეამჩნია ისე შეასკდა ვიღაცას,რომ არა მისი ძლიერი მკლავები ალბათ გაიშხლართებოდა ძირს, ფრთხილად შუცურა თლილი თითები პენუარის ქვეშ და რვიანები მოხაზა, ნათიამ ფართხალი დაიწყო მაგრამ როდესაც თითები კისერზე ამოცოცდა შეწინააღმდეგების თავი აღარ ჰქონდა საწყლად თუ ამოიკნავლება ხოლმე. დახლზე შემოსვა გოგო ზურგით შეატრიალა და ხერხემლის მალებს თითებით დაუყვა, არა და არ ახებდა გვარვარებულ ტუჩებს რაც გოგოს უფრო აგიჟებდა, ფრთხილად შემოატრიალა მისკენ, ნათია კარგად ხვდებოდა ვინ იყო,თმებზე თითებს დააცოცებდა,ბოლოს ბიჭი ტუჩებით აუყვა კისერს ნიკაპთან შეჩერდა, არ კოცნიდა უბრალოდ ტუჩებს ახებდა ნათიას მუცელში კი აფეთქებები ხდებოდა და უსიტყვოდ ემორჩილებოდა, საბოლოო აკორდი ბიჭმა მაშინ დასვა როდესაც ტუჩი ტუჩზე გაუხახუნა მაგრამ არ უკოცნია ნათიამ ტუჩზე კბილი ჩაასო ბიჭმა ჩაიცინა და გაშორდა, ნათია მთელი ნახევარი საათი ცდილობდა სუნთქვის დარეგულირებას თმები მაღლა აიწია და საძინებელს გაუყვა თითებს უაზროდ დაასრიალებდა ტუჩებზე,მალევე დაეძინა გრძნობებით გათანგულს. დილით ნათია ადრე ადგა ეგონა მიუსწრებდა მაგრამ როდესაც გამოვიდა უკვე ყველას ეღვიძა და საბაც რამოდენიმე წუთის წასული იყო ისევ გადაუტრიალდა გონებაში გუშინდელი, მაგრამ დაღლილობას დააბრალა ალბათ სიზმარი იყო და იმდენად რეალურად აღვიქვი მგონია რომ ესე მოხდაო იმშვიდებდა თავს და საკუთარ თავს ლანძღავდა როგორ დააკარგვინა ჭკუა სხვამ, არა და ყოველთვის პირიქით ხდებოდა. იმ დღეს არ ეცალა ამაზე საფიქრალად მთლიანად კარნავალზე იყო გადართული სამივე მათგანი,კარნავალი კარგად მიდიოდა,ცეკვა,სიმღერა,ლექსი-ყველაფერს იტევდა, ბოლო ცეკვაზე რატომღაც ლიზის არ უცქერია როდესაც გამოვიდა თვალი მოჰკრა ნაცნობ ტატუს რომელიც შიშის ზარს სცემდა, მეორე დღესვე მოსთხოვა დირექტორს მათი სახელები და გვარები ვინც ამ ცეკვას ასრულებდა სულ 10 ბიჭი იყო ყველა მათგანს იცნობდა,ბევრი ფიქრის შემდეგ იფიქრა ალბათ იმდენს ვფიქრობ უკვე მოლანდებებიც დამეწყოო, მაგრამ ასე მარტივად როდი იყო საქმე... გადიოდა დღეები, თვეები, გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, და აღდგომის არდადეგებიც დაიწყო, სანდრო წამოსვლას აპირებდა მაგრამ ყველა აჰყვა მას და მთელი ბატალიონი დაიძრა ქუთაისისკენ. უკვე კარგი ამინდები იყო , ადრე თენდებოდა-გვიან ღამდებოდა, ლიზიკო,ნათია და მარიამი სახლში ფუსფუსებდნენ, ეზოში ლამაზად გაეწყოთ სუფრა და მოლოდინში იყვნენ. ფერადი სარაფნები და აკოსილი თმებით ანგელოზებს მოგაგონებდათ მალევე კართან ხმა მოისმა ბიჭები ჩამოვიდნენ, კარგად მოილხინეს ბევრი იცეკვეს იმღერეს საღამოს ღამის თევაზე წავიდნენ სახლში გამთენიისას დაბრუნდნენ დაღლილები, იმ დღემაც ჩვეულად მხიარულად ჩაიარა აბაშძეებში საღამო ხანს კოცონთან შემოსხდნენ და გადაწყვიტეს სიმართლე და მოქმედება ეთამაშათ -ლიზუუ შენ ხარ ეხლა, შენი ჯერია დაუსვი სანდროს კითხვა,შეაფხიზლა დაქალმა -ვისზე ფიქრობ? მოულოდნელად აჯახა კითხვა -ერთ პატარა გოგოზე,ისე მენატრება ისე რომ არვიცი,მაგრამ ალბათ ვერც ვნახავ ვეღარასდროს, თვალები აუწყლიანდა და ეზოსგან მოშორებით გავიდა, ლიზიც მას მიჰყვა მიხვდა უაზრო შეკითხვა დაუსვა მაგრამ არ ეგონა ასე თუ იმოქმედებდა, სანდრო ხესთან ჩაიმუხლა და ამოიხრიალა, ლიზიკო ჯერ შორიდან აკვირდებოდა მერე ახლოს მივიდა და გვერდით ჩამოუჯდა -ბოდიში მაპატიე არ მეგონა სანდრ...სანდრომ დასრულება არ აცადა ისე მოიქცია მისი პატარა ხელი თავისაში -ჩემი პატარა დაიკო, ანანო.იცი?შენ როგორ მაგონებ ანანოს? შენსავით ლაღი იყო, სუფთა კრიალა თვალებით,შენსავით პატარა და მზრუნველი,ლიზი მიუახლოვდა თბილად ჩაეხუტა და გულუბრყვილოდ ჰკითხა -სად არის ეხლა შენი და? სევდა ნარევი ხმით წარმოთქვა სანდრომ ხურგზე გადაიწვინა ისე რომ ბალახს ედებოდა მისი ჩალისფერი თმები -აი ნახე, ხედავ ვარვსვკლავს? აი იქ არის, იმათი მეგობარია, იქაც ისეთივე ლაღია როგორიც აქ იყო. ლიზიკომ ტუჩები ლოყაზე მიაკრო და ამაში უდიდესი თანაგრძნობა ჩააქსოვა ფრთხილად წამოდგა და სანდროც წამოაყენა, რომ დაბრუნებოდნენ ბავშვებს. ...ნათიასთან... ლიზიკო და სანდროს მოსაძებნად გავედი მაგრამ აშკარად სხვაგან მოვხვდი ისევ ნაცნობი სურნელით ვივსებდი ფილტვებს, ისევ ისე დაიწყო ჩემი სხეულის შესწავლა -რაგინდა! ძლივს მიაკნავლა საწყლად გოგომ -არაფერი, სიბნელეშ მაინც ჩანდა როგორ საყვარლად ჩატეხა ტუჩი და ბოლოს დაამატა -ახლა არ მინდა არაფერი და არავინ საერთოდ,თქვა და ტუჩებით პირველ მალას შეეხო არც ამჯერად უკოცნია. დეჟავიუს გრძნობა მქონდა ზუსტად ისე მეორდებოდა ვერ ვეწინააღმდეგებოდი ეს ისეთივე სირთულის იყო მზის ნათებას, რომ შეეწინააღმდეგო და კიდევ უფრო რთულიც კი ჩემთვის, ბოლოს ისევ ტუჩებთან დაასრულა იმ განსხვავებით რომ მაკოცა წამიერად მაგრამ ამ ერთ წამში თავისი სული თითქოს ჩემსაში ჩაიღვარა. მერე ისევ გამშორდა კოცონთან რომ მივედი იქ აღარ დამხვედრია, მეც მალევე წავედი დასაძინებლად, დილით ისევ იგივე განმეორდა ისე წავიდა არც მინახავს... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.