სიყვარული თუ შურისძიება?(მეთვრამეტე თავი)
სალხში ავედი და ოთხაში შესვლას ვაპირებდი, მაგრამ ბიძიამ შემაჩერა. - ელიზაბედ, სად იყავი? - ბიძია, მე... არსად გავისეირნე უბრალოდ. გადავწყივტე ცაბაძეზე აღარაფერი მეთქვა. - ეგ რა გიჭირავს ხელში? საბუთები შენიშნა,მაგრამ სანამ ყველაფერს არ მოვაგვარებდი ვერ მასზე ვეტყოდი ყვერაფერს. - არაფერი, ჩემი რვეულებია მეგობარს გამოვართვი. - კარგი... ლიზი? - ხო ბიძია, რა იყო? - ისევ შურისძიებაზე ფიქრობ? - ბიძია, მინდა მტკიცებულებები შევაგროვო იმ კაცის წინააღმდეგ და იმედი მაქვს შენც დამეხმარები, ამგრამ თუ არ გინდა გთხოვ ხელი არ შემიშალო. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. - ხო მაგრამ ლიზი, დარწმუნებული ხარ? - კი ბიძია. - კარგი შვილო, შენს გვერდით მიგულე დაგეხმარები. - გმადლობ ბიძია. გავუღიმე და ჩავეხუტე. - კარგი და რამე გაქვს, ლიზი? - აი ეს მაქვს. მას ჩანაწერი ვაჩვენე, რომელიც მაშინ ჩავწერე როცა ცაბაძესთან ვიყავი და იქ მამამისს ვეკამათე. მან ყველაფერი აღაირა. - ეს საკამრისიც კია ლიზი, თუ პოლიციასი მიიტან. ეს ხომ აღიარებითი ჩვენებაა? - ვიცი ბიძია, მაგრამ მე ემტი მტკიცებულება მინდა. მინდა იმდენი რამ მქონდეს მის წინააღმდეგ, რომ ციხიდან ვერასდროს გამოვიდეს. - ხო მაგრამ, მაგდენი წვალება რათ გინდა? - მინდა ყველა დანაშაულისთვის აგოს პასუხი. - და სხვა მტკიცებულელები როგორ უნდა იპოვო? - ბიძია, ვინც მე გამიტაცა ის ბიჭი დაკავებულია, მას რამენაირად აღიარებით ჩვენებას დავაწერინებ, ან სასამართლოს ძალით მოვითხოვ, რომ აღიაროს მისი დამკვეთის ვიანობა, ასე იმ კაცს გატაცების მცდელობაშიც დაადანაშაულებენ. ასევე ნიკამ ჩემი ძმა მოკლა და ეს იმ კაცის დაკვეთით გააკეთა. მის დანაშაულს ესეც დაემატება და ასევე კინაღამ საკუთაი შვილი მოკლა ესეც. ამ დანაშაულების საფუძველზე მას დიდი ხნით პატიმრობა ემუქრება. - ყველაფერი დაგიგეგმავს, მაგრამ მაგ კაცის გამოჭერა ადვილი არ იქნება, ელიზაბედ. - ვიცი, ნიკა ფულზე გიჟდება და დარწმუბნებული ავრ დავით ცაბაძე ფულს შესთავაზებს, მაგრამ მანამდე მე მინდა დაველაპარაკო იქნებ დავიტანხმო აღიარებით ჩვენებაზე. - და რომ არ დაგთანხმდეს? - მაინც ბევრი რამ არის მის წინააღმდეგ, ბიძია. მინდა საუკეთესო იურისტი დაიქირავო და ამ საქმეზე იმუშაოს. ფულს მამაჩემის ქონებიდან ავიღებ, რომელიც აქამდე არ გამომიყენებია. - ფული არაა პრობლემა შვილო. საუკეთეს იურისტს ვიპოვი და სიტუაციას გავაცნობ. - კაი ბიძია, მე მოვემზადები და პოლიციის განყოფილებაში წავალ. თან ამ საქმეზე და თან ჩვენება უნდა მივცე. - კარგი. საბუთები ოთხაში შევიტანე და შევინახე. შემდეგ მოვემზადე და პოლიციის განყოფილებისაკენ გავემართე. მივედი და ჩვენება მივეცი. როდესაც ყველაფერი მოვუყევი, შემდეგ მე ვკითხე. - უკაცრავად, ნიკა გველესიანმა მისი დამკვეთის ვინაობა არ თქვა? - არა, დუმილი არჩია. - ხო მაგრამ დამკვეტის ვინაობის თქმა ხომ აუცილებელია? - თუ ის არაფერს ამბობს ჩვენ ვერაფერს გავაწყობთ. ამას მისი ადვოკატი გადაწყვეტს. - კარგით და შემიძლია ვნახო. - დიახ მაგრამ ცოტა ხნით. - კარგით, გმადლობთ. ერთ-ერთმა პოლიციელმა ნიკას საკნამდე მიმაცილა. კარი გააღო და შიგნით შევედი. ნიკა კვლავ ირონიულად მიყურებდა, როგორც ჩანს ჩემი ნახვა არ გაჰკვირვებია. - ვიცოდი, რომ მოხვიდოდი ელიზაბედ. - შენთან საქმე მაქვს, უფრო სწორად შემოტავაზება. - ჯერ მომესალმე მაინც, ამდენი რამ გადავიტანეთ ერთად. - ხო აბა რა. ახლა რას აპირებ? - რასთან დაკავშირებით? - შენც კარგად იცი, რომ ციხეში დიდხანს მოგიწევს ჯდომა. არ აპირებ პოლიციისთვის სიმართლის თქმას? - რა სიამრთლე? - ვინც დაგიქირავა მასზე აარფერს ეტყვი? - აჰა, გასაგებია. ესეიგი გინდა, რომ ჩემი დახმარებით ორი კურდღელი ერთად მოკლა ხო? - მე მინდა დამნაშავე დაისაჯოს. - კაი რა, ეგ შენი სამართალი არც მაინტერესებს და არც მჯერა მაგის. - თუ შენი დამკვეტის ვინაობას იტყვი სასჯელი შეგიმსუბუქდება. ოლო თუ დამალავ, მთელი ტვირთი შენ დაგეკისრება. მაგრმ თუ იტყვი, ვინც დაგავალა ეგ ყველაფერი შენ მოლოდ შემსრრულებელი იქნები და სასჯელის სავარუდოდ ნახევარი მოგეხსენება. - რა შვრები ეხლა, მაგ სიტყვებით მკერავ? - არა, შენს სასიკეთოდ ვამბობ. - და შენს სასიკეთოდაც არა? - არც ვაპირებ უარყოფას ეგრეა. შეგიძლია იფიქრო, მაგრამ ეგ საუკეთესო გამოსავალია, შენ სიტუაციაში. - კარგი, თანხამა ვარ. - ძალიან კარგი, მაშინ ახლავე შეგიძლია მისცე ჩვენება. - ასე რატომ ჩქარობ? - ბევრი დრო არ მაქვს და მაგიტო. - კარგი. პოლიციელი დავუძახე და საკნიდან გავედით, მაგრამ ამ დროს დავით ცაბაძე მოვიდა. - გაამრჯობა, პროკურორო. - გამრჯობა, ბატონო დავით, რამ შეგაწუხათ? - მინდა ნიკა გველესიანს დაველპარაკო. - ახლა ვერ შეძლებთ, ჩვენებას უნდა მოგვცეს. - რასთან დაკავშირებით? - როგორც გავიგე მისი დამკვეთის ვინაობის თქმას აპირებს, ამიტომ მოგვიანებით შეძლებთ.ამის გაგებაზე ფერი ეცვალა. - არა, ძალიან სასწრაფოა., გთხოვთ აუცილებლად უნდა დაველაპრაკო. - ახლა არ შეიძლება, უკვე გითხარით. ამ დროს ჩვენც გამოვედით. იქ დავით ცაბაძე, რომ დავინახე საშინლად არ მესიამოვნა. პროკურორმა ვითარება გაგვაცნო. - ხო მაგრამ, პროკურორო ჯერ ჩვენება ხომ უნდა მისცეს? - დიახ, მაგრამ სასწრაფო სურს საუაბრი. - პროკურორო ეგ სასწრაფოდ ხომ მოიცდის? ახლა ამგის დრო არაა. ამ დროს ნიკამ ამოიღო ხმა. - თუ შეიძლება ჯერ დაველაპარაკები და მერე მოგცემთ ჩვენებას. - ჯერ ჩვენება მოგვეცით. ეს კაცი მოიცდის. - გთხოვთ, აუცილებლად უნდა ვესაუბრო. - კარგით, მაგრამ სწრაფად. - კარგი, გამდლობთ. ეს საშინლად არ მესიამოვნა, ამგრამ სხვა გზა არ მქონდა, უნდა მომეცადა. ისინი ისევ საკნისკენ წავიდნენ. მე კი იიქ დავრჩი. როგორც ვიცოდი ნიკას მეოგბარიც დააკავეს, რომელიც გაქცევას აპირებდა და მისი ნახვა მინდოდა. ამის უფელბას მომცეს. მასაც ვესაუბრე, მინდოდა მას ამინც მიეცა ჩვენება, მაგრამ მან ვიანობა არ იცოდა. ეს მხოლოდ ნიკამ იცოდა და მასაც ალბათ ის კაცი მოისყიდავდა. მაგრამ ნიკას მაინც დაველოდე. ის კაცი წავიდა, ნიკა კი გამოვიდა და თქვა, რომ ჩვენების მიცემა გადაიფიქრა. პროკურორმა რაღაც იეჭვა, მაგრამ რადგან მტკიცებულება არ ჰქონდა ვერაფერს იზავდა. კიდევ ერთხელ შევედი ნიკასთან სასაუბროდ. - ეს რატომ გააკეთე? - რა სენი საქმეა, ასე მინდოდა. - მოგისყიდა, ხომ ასეა? - ეგ შენი საქმე არა. - კაი რა ფულის მონა გახდი. ფულს მოგცემს. მაგრამ თავისუფლებას ვერა ეს დაიამხსოვრე გველესიანო. - შენი სიბრძნე შენთვის შეინახე და აქედან წადი. - იცოდე აუცილებლად დავამტკიცებ სიამრთლეს, ხოლო ვინც დამნაშავეა ყველა დაისჯება. - კარგი, კარგი მორჩი და მიბრძანდი. - დიდი სამოვნებით. გარიმებული გავედი იქიდან. იმიტომ, რომ საკანსი ჩაწერი მქონდა დატოვებული, რომლიც იმედი მქონდა ყველაფერს ჩაიწერდა. ის იქ იქამდე დავტოვე სანამ ნიკა და დავითი იქ შევიდოდნენ. ახლა კი უკან წამოვიღე. ეს კიდევ ერთი მკტიცებულება იყო მათ წინააღმდეგ. კმაყოფილი წავედი სახლში სადაც, ბიძიას მიერ დაქირავებული იურისტი დამხვდა. მას ყველაფერი მოვუყევი და სარჩელის შეტანა გადავწყვიტეთ. იურისტი წავიდა მე კი მტკიცებულებები ერთად შევინახე. შემდეგ საბუთები ავიღე და აივანზე გავედი. აივნიდან დავინახე, რომ დავითი იქ იყო და თან ნერვიულბდა, ეს კი ჩემი გეგმის განხორციელებაში დამეხმარებოდა. მაშინვე ქვევით ჩავედი და მის სახლის კარს მივადექი. ზარი დავრეკე და მოსამსახურემ გააღო კარი. - გაამრჯობა. - გაამრჯობა, ვინ ბრძანდებიტ? - მე ბატონ დავით ცაბაძის კომპანიაში ვმუშაობ. ეს საბუთები მოვუტანე და სასწრაფოდ ხელი აქვს მოსაწერი. ძალიან მეჩქარება, გთხოვთ უთხარით სასწრაფოდ მოაწეროს ხელი. - ხო, მაგრამ ახლა არ სცალია, ცუდ ხასიათზეა. - მით უკეთესი. ვთქვი ჩემთვის. - რა თქვით? გაკვირვებულმა მკითხა მოახლემ. - არა, არაფერი ძალიან სასწრაფოა და გთხოვთ, მიუტანეთ სწრაფად მოაწეროს და ისევ წავიღებ. დიდხანს არ შევაწუხებ. - კარგი. მითხრა და დავითის ოთახისკენ წავიდა. ცოტა მეშინოდა, რადგან საბუთების გადაკითხვა რომ მოენდომებინა ცუდად წამივიდოდა საქმე. მაგრამ გამიმართლა და მოახლე მალე დაბარუნდა საბუთებით ხელში. - ინებეთ. მოითხრა და საბუთები გამომიწოდა. - ხელი ხომ მაოწერა? - დიახ. - კარგი, გამდლობთ. ვუთხარი და კმაყოფილმა დავტოვე იქაურობა. გზაში საბუთები შევამოწმე. ყველაფერი წესრიგში იყო, ამიტომ კმაყოფილი ავედი სახლში და საბუთები საგულდაგულოდ შევინახე. შემდეგ კი სამზარეულოში გავედი და ჩემს იურისტს დავურეკე. *** - რა ხდება ტო, გამაგებინე! ძამკაცის ასეთი სახის დანახვაზე მაშინვე იკითხა სანდრომ. - აუ რავი რა, წავიდა და მერე ის ნინი მოვიდა. - მერე? - მეძგერა და მაშინვე მაკოცა, ვერაფრის გაკეთება და თქმა ვერ მოვასწარი. - როგორ გაკოცა ტო, კაცი ხარ თუ სათამაშო? ეგ გოგო შენს ნებაზე გატრიალებს ვერ ხვდები? - აუ თავი დამანებე რა თუ ძმა ხარ ისედაც ვერ ვარ ხასიათზე. - ვერ ხარ კი არა, გაინძერი და ლიზი დაიბრუნე. - ხო იცი რა ჯიუტია არ მომისმენს მაინც. - კაი რა, შენ ირაკლი ცაბაძე ხარ, ის ასე ადვილად არ ნებდება. შენ არ იყავი მაგ გოგოს თავი რომ შეაყავრე? შეუძლებელი იყო, მაგრამ მოახერხე, ახლაც მოახერხე და დაიბრუნე. - დანებებას არც ვაპირებ, მაგრამ მის დამშვიდებას ველოდები. - რას ელოდები ბიჭო, მას ახლა სჭირდები. იმ ნინის თუ ვიღაცას უფლება არ მისცე ლიზისთან დაგაშოროს. - ვიცი სანდრო, მაგას არც ვაპირებ. - ხოდა ადექი და რაღაც გააკეთე. - ახლავე წავალ და დაველაპრაკები, ასე ვეღარ ვიქნები. - როგორც იქნა მიხვდი. - ხო,გმადლობ ძმაო, შენ რო არ იყო... - მე სულ ვიქნები... გაიცინა სანდრომ და დივანზე გადაიჭიმა. ირაკლი სადროს გადაეხვია და სახლი დატოვა. იმ შემთხევის შემდეგ საავადმყოფო მალევე დატოვა და სახლში წავიდა, მაგრამ ლიზის მეზობლად გადასვლისგან თავი შეიკავა. თუმცა ახლა იმ სახლისეკნ გაემრთა და მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, ლიზსითვის სიმართლე დაემტკიცებინა. *** იურისტი მალე მოვიდა. ცოტა ხნაი ვისაუბრეთ და საბოლოოდ სარჩელის შესატანად წასვლა გადავწყვიტეთ. პროკურატურაში მივედით და დავით ცაბაძის წინააღმდეგ ჩვენება მივეცი. პროკურორმა გვითხრა, რომ მის წინააღმდეგ საქმე აღიძრებოდა. სასამართლო პროცესი კი ზეგ იქნებოდა. ეს სასამართლო პროცესი ნიკას წინააღმდეგ იყო, თუმცა მე ჩვენებაში აღვნიშნე, რომ მას ჩემი გატაცები მცდელობის მთავარ ეჭვმიტანლად მივიჩნევდი. თუმცა ის რომ ნიკა არ აღიარებდა დამკვეთის ვინაობას საქმეს ართულებდა. მაგრამ მაინც არ მეშინოდა, რადგან მის წინააღმდეგ სამხილები გაამჩნდა. მას არა მარტო ჩემი გატაცება, არამედ ჩემი მშობლები მკვლელობაც ედებოდა ბრალად. ამის დასამტკიცებლად კი მისი აღაირებითი ჩვენებაც მქონდა. მე კვლავ სახლში დაბრუნება გადავწყვიტე, თან კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ გზაზე ნინი შემხვდა და ისევ ის შემთხვევა გამახსენდა. საშინელ ხასიათზე დავდექი და მომინდა მისი შუაზე გაგლეჯვა, მაგრამ თავი შევიკავე. - გაამრჯობა, ლიზი, როგორ ხარ? - რა გინდა? - არაფერი უბრალოდ მოგიკითხე. ირონიული სახით მითხრა მან. - შენი მოკითხვა არ მჭირდება. - კაი რა, ასე რატო იქცევი, ბოლოსდაბოლოს მეგობრები ვართ. - ჯერ ერთი შენ ჩემი მეგობარი არასდროს ყოფილხარ და მეორე რომც ვიყოთ, ისე მეგობარია არასდროს მოიქცეოდა, როგორც შენ მოიქეცი. - კაი რა? მე უბრალოდ ჩემი სიყავრულისთვის ვიბრძვი. - სიყვარულისთვის ბრძოლა მაშინაა გაამრთლებული, როცა ერთამენთი გიყვართ. მაგრამ არამგონია შენ სიყავრული შეგეძლოს. - და შენ შეგიძლია? მაშინვე მიატოვე, როგორც კი ჩემთან დაინახე. - მოკეტე, შენ არაფერი არ იცი და ვერც გაიგებ. ამიტომ ხმა აღარ ამოიღო. - რა იყო ელიზაბედ, სიმართლე მწარეა ხო? ეგ სიმართლეა და მაგიტო არ გინდა მაგის მოსმენა, ამგრამ ეგ ეგრეა, როგორც არ უნდა უარყო. შენ დაკარგე ირაკლი, მაგრამ სამაგიეროდ მე ვიპოვე და ახლა სამუდამოდ ჩემთან იქნება. - სულ არ მაინტერესებს რას იზავთ, ორივეს ჯანდაბამდე გზა გქონიათ. - დამიჯერე უშენოდ უკეთ ვიქნებით ორივე. კვლავ ირონიულად გაიღიმა და წავიდა. მეც ჩემი სახლისკენ წამოვედი და ამ დროს ცაბაძე დავინახე. სახლში ასვლას ვაპირებდი, მაგრამ მკლავში ჩამავლო, კედელზე ამაყუდა და გამალებით დამიწყო კოცნა. მისი მოცილება მინდოდა, მაგრამ ხელები კედელზე ამაწყობინა და ზედ დააწვა თავისი ხელებით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.