შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული თუ შურისძიება?(მეშვიდე თავი)


3-05-2016, 12:36
ავტორი Shorena Quqchishvili
ნანახია 2 876

პოლიცია მოვიდა და ბორკილები დამადო. ცაბაძე ოფიცერს მივარდა
- რა ხდება? რაშია დამნაშავე?
- ლუკა ბერიძის მკვლელობის მცდელობაში.
- რააა? ელიზაბედს არავინ მოუკლავს, შეჩერდით.
- ხელს ნუ გვიშლით.
მე ხმას ვერ ვიღებდი. მხოლოდ ნიკას ვუყურებდი, რომელიც ირონულად იღიმებოდა. ცაბაძეს სხვა პოლიციელები იჭერდნენ. ამ დროს კი ნიკა მოვიდა ჩემთან და ყურში ჩამჩურჩულა:
- ნიკა გველესიანი სიტყვას ყოველთვის ასრულებს, ელიზაბედ.
მე წამიყვანეს, ცაბაძემ კი პოლიციელებს თავი დააღწია და ჩემთან მოვიდა
- ელიზაბედ, გპირდები გაგათავისუფელბ, დამიჯერე ლამაზო, მანდ არ დაგტოვებ. გთხოვ ხმა ამოიღე...
მე პოლიციის მანქანში ჩავჯექი და მათ გავყევი. ცაბაძე თავისი მანქანით მოჰყვებოდა პოლიციას. წამიყვანეს და საკანში ჩამსვეს. გონს მოვედი და მივხვდი, რომ აქ ვერ დავრჩებოდი რაღაც უნდა მეღონა. ბადრაგს დავუძახე და ვთხოვე რომ ტელეფონი მოეცათ, რადგან ჩამომართვეს აქ წამოყვანამდე. თან ვიცოდი, რომ 1 ზარის უფლებას მქონდა. მაშინვე ბიძაჩემს დავურეკე, თავიდან ტელეფონს არ იღებდა, მაგრამ როგორც იქნა უპასუხა. ყველაფერი ავუხსენი. მივხვდი რომ ანერვიულდა და მითხრა რომ აუცილებლად მოვიდოდა. ტელეფონი დავუბრუნე ბადრაგს და ამ დროს ცაბაძე შემოვარდა.
- ლიზ, როგორ ხარ?
- არამიშავს...
- ჩემს ადვკოატს ვესაუბრე და მითხრა, რომ მალე გახვალ..
- ხო ვიცი, მეც ხომ იურიდიულზე ვსწავლობ. ნეტა იქ თვითმხილველი არავინ იყო?
- მეც მაგაზე ვფიქრობ, თუ იყო შეუძლია მოწმედ გამოვიდეს და თქვას, რომ ეს მხოლოდ თავდაცვა იყო.
- ხოო, მე არ მინდოდა მისითვის რამის დაშავება, უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა.
- ვიცი, ლამაზო! გაგიყვან აქედან აუცილებლად.
მალე ბიძია მოვიდა, ადვოკატთან ერთად და ცაბაძის ადვოკატიც მათ მოჰყვა.
- ელიზაბედ, როგორ ხარ?
- ბიძია, მე არაფერი დამიშავებია სხვა გზა არ მქონდა.
- ვიცი, ვიცი ელიზაბედ, შენ ამას არასდროს გააკეთებდი. აქედან მალე გაგიყვან შვილო, არ ინერვიულო.
- ბიძია, ადვოკატი რას ამბობს?
- ამბობს, რომ თუ ეს თავდაცვა იყო, თან ის ბიჭიც გადარჩა შეიძლება სულ არ ჩაგსვან. თან თუ თვითმხილველიც ვიპოვეთ.
შემდეგ ადვოკატს შევხედე იმედიანი თვალებით და მას დავუწყე გამოკითხვა.
- თვითმხილველი ხომ ცაბაძეც შეიძლება იყოს? ისიც ხო იქ იყო და ყველაფერი დაინახა?
- კი შეიძლება, მაგრამ ვინც სარჩელი შეიტანა ისიც. ასე რომ ორივე თუ საწინააღმდეგოს დაამტკიცებს საქმე ძალიან გაჭიანურდება.
- და ლუკა, ადვოკატო? ის ჯერ გონს არ მოსულა მაგრამ..
- ლუკა მთავარია, თუ მან სარჩელი შეტანაზე უარი თქვა, მთელი საქმე დაიხურება.
- ხო მაგრამ, ის ნიკას მეგობარია და ამას არ გააკეთებს, დარწმუნებული ვარ.
- ვნახოთ, იმედი მაინც გვქონდეს. მანამდე კი ვეცდები გირაოთი გამოსვლაზე დავითანხმო გამომძიებელი.
- გამდლობთ.
ორივე ადვოკატს ერთდროულად ვესაუბრებოდი და ორივე ერთ აზრზე იყო. ადვოკატებს ბიძიაც გაჰყვა. ყველანაირად ცდილობდნენ, მაგრამ გამომძიებელი ვერ დაითანხმეს. იქ მომიწევდა დარჩენა. შემდეგ ჩემთან ცაბაძე შემოვიდა.
- ლიზი აქ მარტო არ დაგტოვებ.
- აბა რას აპირებ?
- მეც შენთან ერთად დავრჩები აქ.
- რაა? არა წადი გთხოვ. ჩემთვის ისედაც საკმარისზე მეტი გააკეთე, არ მინდა პრობლემები შეგექმნას.
- არა, აქედან არ წავალ აქ დავრჩები, ლიზ. შენ ის ბიჭი ჩემს გამო დაჭერი და შენ გგონია ახლა მიგატოვებ? არავითარ შემთხვევაში.
- ხო მაგრამ, აქ დარჩენის უფელბას არ მოგცემენ.
- მანდ შემოვალ მეც.
- რა? რას ამბობ, შენ სულ გაგიჟდი?
- არა, შენს გამო ყველაგან დავრჩები, ლამზო.
პოლიცია უარზე იდგა, არც ვფიქრობდი რომ დასთანხმდებოდნენ. თუმცა დაითანხმა და მთელი ღამე საკანში დარჩა ჩემს გამო. რატომღაც ძალიან მესიამოვნა მისი ეს ყურადღება. მითუმეტეს ჩემს გამო ამდენი რამ გააკეთა. ორივე საწოლზე ვიჯექით და ვსაუბრობდით ათას უაზრობაზე. ისე ჩაგვეძინა ვერც მივხვდით. დილით რომ გავიღვიძე ცაბაძესთან ჩახუტებული ვიყავი. მკლავები ჩემს მუცელზე ჰქონდა შემოხვეული და თან ისე ძლიერად, რომ ვერ ვიშორებდი. როგორც იქნა მანაც გაიღვიძა და ადგა. მოულოდნელად ირაკლის ადვოკატი მოვიდა და ახლი ამბავი მოიტანა.
- ლუკა გონს მოვიდა, მაგრამ არაფერი ახსოვს.
- რაა? ესეიგი ვერაფერს იტყვის? საშინლად შევწუხდი, რადგან ჩემი ერთადერთი იმედი იყო.
- ახლა რა მოხდება?
- შეუძლია ირაკლისაც, რომ მოწმედ გამოვიდეს და ამ შემთხვევაში თუ ნიკა აღარ ჩაერევა დიდი შანსი არსებობს გადარჩენის. მაგრამ დღეს პოლიცია გირაოზე დავითანხმეთ, რადგან ლუკა გონს მოვიდა და კარგადაა. ექიმებმაც თქვეს, რომ ეს მხოლოდ დროებითი ამნეზიაა და მალე ყველაფერი გაახსნდებაა.
ამდენი ცუდის შემდეგ პირველი კარგი ამბავი. ბიძაჩემმა და ცაბაძემ გირაო გადაიხადეს. ბიძაჩემი არ სთანხმდებოდა, მაგრამ ცაბაძემ დაარწმუნა, რომ ნაწილი მას გადაეხადა. გარეთ რომ გამოვედი, ჩემი ძმა ვერსად ვნახე. ბიძაჩემს ვკითხე და მითხრა, რომ ის სახლში იყო. ცოტა არ იყოს მეწყინა, რომ ჩემთან არ მოვიდა, მაგრამ კვლავ გავიღიმე შემდეგ კი, ბიძაჩემთან და ცაბაძესთან ერთად შინ წავედი. სახლში შევედი და გაოცებისგან პირი დავაღე...



№1  offline წევრი gvanciii kereselidze

Auuu ESS intrigaa raa arises ... Amm dross gawyvetaa iqneboda exaa
--------------------
G.ke

 


№2  offline წევრი Shorena Quqchishvili

gvanciii kereselidze
Auuu ESS intrigaa raa arises ... Amm dross gawyvetaa iqneboda exaa
მეც ეგ მინდოდა რომ ინტრიგა ყოფილიყო, სერიალივით არის, ესეც
--------------------
ხო გინდოდა უჩემობა?! ხოდა დატკბი! ; )

 


№3  offline წევრი უსასრულობა

love მალე დადე .. და თავები გაზარდე ცოტა

 


№4  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

mmmmmmm kai iyooo dzaliann moeconaa mainteresebsss gagrdzelebaa love

 


№5  offline წევრი Shorena Quqchishvili

მადლობა ყველას ვინც კითხულობს, მომდევნო თავს დღეს დავდებ love request
--------------------
ხო გინდოდა უჩემობა?! ხოდა დატკბი! ; )

 


№6 სტუმარი Nati

salamit 1tavibsadvnaxo?

 


№7  offline წევრი Shorena Quqchishvili

Nati
salamit 1tavibsadvnaxo?
გამარჯობა, ჩემს სიახლეებში ნახეთ.
--------------------
ხო გინდოდა უჩემობა?! ხოდა დატკბი! ; )

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent