შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

stokholm syndrome #7


22-05-2016, 20:24
ავტორი madamfiso
ნანახია 1 620

თავი
მეშვიდე
იატაკს სველი ტერფები ელამუნებოდა და კვალს ტოვებდა.
კვალი კედლის კუთხეში შეწყდა, იქ სადაც ქალი უკვე დიდიხანია ცრემლებგამოლეული ტიროდა.
-ტირილიც არ შეგიძლია...-თქვა იმ ტერფებმა, რომელიც
კვალს ტოვებდა ყავისფერ იატაკზე.
ქალს ხმა არ გაუცია. ბორგვა განაგრძო. ისეთი საცოდავი
სანახავი იყო. ისეთი მიტოვებული... კაცს, რომელსაც გული მოუკლა, მასაც კი ეცოდებოდა
რაღაც დოზით. მის წინ ჩაიმუხლა, თავზე ხელი დაადო და გულზე აიკრა, ეს თითქოს უცნობი,
მაგრამ სინამდვილეში კარგად ნაცნობი სხეული. მირზა გრძნობდა, რომ მას ისევ ძველებური
სურნელი ჰქონდა. მაგრამ მაინც შეცვლილიყო. მის ხის ქერქისფერ თმას ალაგ-ალაგ ჭაღარა
შეჰპარვოდა. სახეც აღარ იყო იდეალურად სწორი, შიგადაშიგ იგრძნობოდა ოღროჩოღრო გზა,
რომელიც რაღაც საცხით ამოევსოთ.
მაინც ლამაზი იყო.
სხვანაირად ლამაზი.
-როგორ მოხდა?-იკითხა უცრემლო ქალმა აკანკალებული
ხმით.
-არ ვიცი...
-შენ რატომ არ იყავი მასთან?-საყვედურის მსგავსი
რამ სტყორცნა ქალმა მირზას, რამაც მას ყოველგვარი სიბრალულის მსგავსი გაუქრო და ახლა
ამ ქალის მიმართ ისევ ზიზღს გრძნობდა. ზიზღს ყველაზე მეტად და მის ფონზე სხვა გრძნობები
საგულდაგულოდ იჩრდილებოდა. კაცმა ქალს ხელი ცივად გაუშვა. უკან დაიწია. ფეხზე წამოდგომა
სურდა მაგრამ წონასწორობის დაცვა ვერ შეძლო და იატაკზე დაეცა. მის თვალებში გაბატონებული
ზიზღი ქალმაც იგრძნო და კანკალმა აიტანა... მამაკაცის ეს ბოროტი გრძნობა განამტკიცა
მისმა საქციელმაც. იმდენად სძულდა ამ ქალთან სიახლოვე, რომ იატაკზე გართხმული უკან-უკან
გახოხდა და ღვარძლიანად უპასუხა ქალის შეკითხვას ასევე კითხვით:
-და შენ? -მერე ადგა და ოთახიდან გავიდა.
ქალს რაღაცა გაუელვა თავში და მამაკაცს აედევნა:
-არ დალიო, გთხოვ...
-მთხოვ? -გაეღიმა მამაკაცს...
-ლილის ხათრით...-თავი ჩაქინდრა ქალმა.
-და შენ დარჩი ლილის ხათრით, როცა გთხოვე?
ქალს ხმა ა ამოუღია. რაღაცას გრძნობდა მაგრამ
ამ გრძნობის სახელი არ იცოდა. იქნებ დანაშაულის, ან ბრაზის, ან რაიმე სხვის მსგავსი
იყო? მაგრამ არ იცოდა რა იყო. ეს მხოლოდ ერთხელ ეგრძნო, მაშინ როცა წავიდა. თანაც სამუდამოდ
და უკან მოუხედავად.
მამაკაცმა სანაგვე ურნას გახედა და ჩაეღიმა, როდესაც
შიგ ჩაყრილი სავსე ბოთლები შენიშნა.
-ზოგიერთი რამ არასოდეს იცვლება...-თქვა და მისკენ
დაიძრა.
-რას გულისხმობ?
-ისევ ისეთი სულელი ხარ როგორიც მაშინ... ლოთისთვის
სანაგვეში ქექვა უკვე აღარაა ღირსების შელახვა, მან დიდიხნის წინ დაივიწყა მსგავსი
შეგრძნებების არსებობა. უნდა გადაგეღვარა, უთხრა და ერთ ბოთლს დასწვდა. ქალი აყვირდა:
-არ დალიო, ჩემს გამო და შენს გამო კი არა, -გაჩუმდა,
მერე კი დაბალი ხმით თითქმის წაიჩურჩულა, -მის გამო...
-არც ვაპირებდი ძვირფასო, -უპასუხა კაცმა და ბოთლი
კედელს ესროლა. ის დაიმსხვრა და მრავალ პატარა ნაწილაკად დაიშალა, გაიბნა ოთახში და
კედელიც იატაკისფრად შეღება. მერე ნელი ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან. უკან რომ დაბრუნდა
ყველა ბოთლი გამოცლილი იყო და სამზარეულოც ალკოჰოლის სუნით იყო გაჟღენთილი. მამაკაცს
სველი ტანსაცმელი გამოეცვალა. ქალი კი უკანასკნელი ბოთლით ხელში ნიჟარასთან იდგა.
-გადავღვარე... -თქვა მან აცრემლებული თვალებით.
მირზა უყურებდა ქალს, სამზარეულოს ნიჟარასთან ცარიელი ბოთლით ხელში მდგარს, თვალში
სევდისწვეთებ ჩაგუბებულს და ისეთი გრძნობა ეუფლებოდა, თითქოს ეს ქალი ყოველთვის აქ
იყო, მაგრამ ექიმი ვერ ამჩნევდა მას. თითქოს არც არასდროს წასულიყო და ყოველ საღამოს
სამსახურიდან დაბრუნებული მირზა წინსაფარწაკრულს, სწორედ ამ ადგილზე მდგარს ხედავდა,
სწორედ ამ ქალს...
აღარ გრძნობდა ზიზღს.
აღარც იმედგაცრუებას.
არაფერს ცუდს.
მხოლოდ მონატრების მონათესავე გრძნობა აფარფატდა
მუცელში და ისე ძლიერ შეეხეთქა კედლებს, რომ სულ ერთი წამით, კაცმა შეძლო დაევიწყებინა
გატაცებული შვილი.
პატარა გოგონა, ლილი. რომელიც ამ ქალის ანალოგი
იყო. ალბათ, სწორედ ასეთი იქნებოდა მირანდაც თხუთმეტი წლის რომ ყოფილიყო. ნეტავ მაშინ
გაეცნო. უსუსური, პატარა.
იქნებ,
აღარც
წასულიყო,
არასდროს?
მერე ამ უცნაურ ფიქრებს ხელიდან დაუსხლტა და ქალს
თვალი აარიდა. ახლაც გრძნობდა ზიზღს, მაგრამ ეს ზიზღი უკვე მხოლოდ საკუთარი თავისკენ
იყო მიმართული. ვერ ჰპატიობდა იმ ერთ წამს, როდესაც ლილი გაუშვა გონებიდან. მერე ქალს
ზურგი აქცია და უთხრა:
-დედაჩემი უნდა ვინახულო, წამოხვალ?-მირანდა დაბნეული
იდგა, გაშეშებული, უსიცოცხლო, მექანიკურ თოჯინას დამსგავსებული, ისიც გამოერკვა იმ
ფიქრებისგან, რომელიც უკვე აღარც კი ახსოვდა, თვალების ცეცებით დაუქნია კაცს თავი:
-ჰო, -ამოილუღლუღა, - ბოთლი მაგიდაზე დადო და როგორც
ფინია ძაღლი პატრონს, ისე აედევნა ყოფილ ქმარს.



№1 სტუმარი ნია

ყველა თავი ერთად წავიკითხე და ძალიან მომეწონა!! არაჩვეულებრივია!.. love request

 


№2  offline წევრი madamfiso

ნია
ყველა თავი ერთად წავიკითხე და ძალიან მომეწონა!! არაჩვეულებრივია!.. love request

გმადლობთ გეთაყვა, რიგი მიზეზების გამო დავაგვიანე ახალი თავის დადება, მაგრამ შევეცდები აღარ დავაგვიანო ხოლმე...
ესე ძალიან მაინც :D
--------------------
"კედელზე თავის სახეს ხატავენ, ან სახის მაკეტებს, მერე ვიღაც ღვთისნიერი მოვა და მზედ გადააკეთებს"...

 


№3 სტუმარი bla

არ დააგვიანო იცოდე ;/ ძალიან მომწონს შენი მოთხრობები. სხვა სამყაროში დიდი ხანია არ მიმოგზაურია, აი ლილიტის ქალიშვილის წაკითხვამ კი ამისრულა ეს ოცნება. დიდი ხანი ვეძებდი მსგავსი ტიპის მოთხრობას ამ საიტზე. ესეც ძალიან საინტერესო და ემოციურია, ველი შემდეგს! <3

 


№4  offline წევრი madamfiso

bla
არ დააგვიანო იცოდე ;/ ძალიან მომწონს შენი მოთხრობები. სხვა სამყაროში დიდი ხანია არ მიმოგზაურია, აი ლილიტის ქალიშვილის წაკითხვამ კი ამისრულა ეს ოცნება. დიდი ხანი ვეძებდი მსგავსი ტიპის მოთხრობას ამ საიტზე. ესეც ძალიან საინტერესო და ემოციურია, ველი შემდეგს! <3

წიგნს ვბეჭდავ ახლო მომავალში, ლილიტიც შედის და თუ შემეხმიანები ერთს გაჩუქებ...
--------------------
"კედელზე თავის სახეს ხატავენ, ან სახის მაკეტებს, მერე ვიღაც ღვთისნიერი მოვა და მზედ გადააკეთებს"...

 


№5  offline მოდერი Eleniko13

მეც მინდა წიგნი.
ლილიტი რომ შედის, მითუმეტეს მინდა.
ალბათ ერთი შვიდჯერ მაქვს გადაკითხული და შვიდჯერ შეყვარებული ეგ მოთხრობა.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№6  offline წევრი madamfiso

Eleniko13
მეც მინდა წიგნი.
ლილიტი რომ შედის, მითუმეტეს მინდა.
ალბათ ერთი შვიდჯერ მაქვს გადაკითხული და შვიდჯერ შეყვარებული ეგ მოთხრობა.

მოგწერთ ივენთის თაობაზე და მობრძანდით წარდგენაზე...
--------------------
"კედელზე თავის სახეს ხატავენ, ან სახის მაკეტებს, მერე ვიღაც ღვთისნიერი მოვა და მზედ გადააკეთებს"...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent