შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქაოსი. #20


22-05-2016, 22:29
ავტორი ჯია
ნანახია 3 959

მეორე დღეს საავადმყოფოში, როგორც ყოველთვის დილიდან შევიკრიბეთ. ექიმები ისევ არ გვაძლევდნენ იმედს, მაგრამ ჩვენ მაინც არ ვნებდებოდით. არც ერთს არ გვჯეროდა და ვერც ვერავინ დაგვაჯერებდა, რომ ლისა არასდროს აღარ გაიღვიძებდა.
შუადღეს გიოც მოვიდა ვიღაც გოგოსთან ერთად. ისე შემხვდა თითქოს პირველად მნახა, რაც ჩამოსული ვარ.
-გაიცანი ეს ჩემი საცოლე დიანაა. -გამაცნო გოგონა.
-სასიამოვნოა. -ძალით გავუღიმე გოგონას. საშინლად გავბრაზდი, ჩემთან ისე გამოცხადდა ვითომც არაფერი, იმასაც არ ითვალისწინებდა, რომ ქმარი მყავს და ყველაფერთან ერთად საცოლეც ჰყოლია. ლამის კვამლი გამოვუშვი ყურებიდან, თუმცა არაფერი შევიმჩნიე.
ძალიან ლამაზია დიანა, ზუსტად შეეფერებიან ერთმანეთს და შევატყვე, რომ ძალიან მაგრად უყვარს გიო. ის კიდევ რას უკეთებს? ისე მიატოვებს, როგორც არაფერი, მე რომ დარჩენაზე თანხმობა ვუთხრა.

სასტუმროში გვიან დავბრუნდი. ერთ საათში არ დააყოვნა გიომ და ისევ მომადგა.
-აქ რა გინდა? -ვკითხე გაბრაზებულმა.
-ყველაფერს აგიხსნი. -უპარდონოდ შემოაბიჯა და სავარძელში მოთავსდა, ამჯერად ფხიზელი იყო.
-რა უნდა ამიხსნა? -ვკითხე გაოცებულმა. -არაფრის ახსნა არ არის საჭირო, შენ შენი ცხოვრება გაქვს და არ ხარ ვალდებული ჩემ წინაშე თავი იმართლო. ან რა შუაშია საერთოდ თავის მართლება, ბედნიერებას იმსახურებ.
-არ მიყვარს, კირა! რომელ ბედნიერებაზე მელაპარაკები?
-მაშინ რატომ ხარ მასთან?
-მას ვუყვარვარ.. მეც მომწონს, მაგრამ რაც შენ ჩამოხვედი სულ გავცივდი მის მიმართ.
-ხომ იცი, რომ ჩვენი ურთიერთობა შეუძლებელია, გიო?
-რატომ?
-იმიტომ.
-კირა..
-მისმინე, ლისა რომ არა, მე აქ
არასდროს ჩამოვიდოდი. წარმოიდგინე, რომ არც ჩამოვსულვარ და გააგრძელე ძველებური ცხოვრება.
-რომელი ცხოვრება, კირა? ცხოვრება კი არა, თამაში ქვია ჩემს მდგომარეობას.. თა-მა-ში! ვერც კი აგიხსნი ეს სამი წელი როგორ ვიყავი... -ვერაფერს ვპასუხობდი, რაღა მაინცდამაინც მე შევუყვარდი. მისგან ასეთი სიყვარულის ღირსი მე ნამდვილად არ ვარ.
-ბედნიერი ხარ? -მკითხა მოულოდნელად.
-ძალიან.. ახლა მითუმეტეს.
-ორსულად ხარ ხო?
-რა? საიდან მოიტანე? -გავიკვირვე მე.
-თვალები სულ სხვანაირად გიბრწყინავს.. -სინანულით გამიღიმა. -რას არ მივცემდი ახლა ეგ ბავშვი ჩემი, რომ იყოს..
-გიო, არ გინდა რა. -ბედის ირონიაა არა? ლაშაზე ადრე გიომ გაიგო, რომ დედა გავხდები.
-ერთხელ ჩაგეხუტები და წავალ, კარგი? -შემევედრა ის.
-მოდი.. -წამოვდექი და ხელები მისკენ გავიშვირე. მოვიდა და თბილად ჩამიკრა გულში. ძალიან მაგრად, ისე მიჭერდა ხელებს თითქოს ცდილობდა, რომ მთელი ცხოვრება მის მკლავებში დავრჩენილიყავი.
-ძალიან მიყვარხარ, ძალიან! -მებუტბუტებოდა ყურთან. -მიხარია, რომ ბედნიერი ხარ. -ჩემი სახე ხელებში მოიქცია და შუბლზე მაკოცა.
-მეც მინდა ბედნიერი იყო დიანასთან ერთად, ისეთი გოგოა ვიცი შეგიყვარდება. -გავუღიმე და თვალებში ჩავხედე.
-მე შენ გარდა სხვა ქალს ვერ შევიყვარებ ვერასდროს. -მითხრა და ხელები ჩამოუშვა. -კარგად, კირა..
-კარგად, გიო. -ნომრის კარები გამოიკეტა და წავიდა. გული ისე მქონდა აჩქარებული მთელი ღამე ვერ დავიძინე.
გამთენიისას ლისასთან გავვარდი საავადმყოფოში და მის პალატაში ქოთქოთით შევვარდი.
-საზღვარი აქვს უკვე ყველაფერს, საკმარისზე მეტი გეძინა! -ვეჩხუბებოდი გამწარებული და აქეთ-იქეთ დავაბიჯებდი. -რა ვერ გამოიძინე? მოუნდა გოგოს დასვენება... ეგოისტო! მალე გაიღვიძე, თორემ დამენგრა თავზე ძლივს ნაშენები ოჯახი! შენი რჩევებიც როგორ მაკლია.. ადამიანო, ჩვენზეც იფიქრე ხომ შეიძლება? -ბოლოს ძალა გამოცლილი ჩავესვენე სავარძელში და თავი ლისას საწოლზე დავდე. -როგორ მენატრები.. -ხელზე ვეფერებოდი. -ნეტავ იცოდე როგორ მენატრები, ეგრევე გაიღვიძებდი.. -თვალები დავხუჭე და ჩუმად ავტირდი.
-მ..მეზიზღება, რო..ცა ტირი.. -ჩუმად ამოილაპარაკა ლისამ. თავიდან ვიფიქრე მეჩვენება მეთქი, თავი წამოვწიე და თვალებგახელილი ლისა რომ დავინახე, სიხარულისგან შევკივლე, გადავეხვიე წამიერად და შემდეგ გარეთ გავვარდი.
-ექიმო, გამოფხიზლდა. -ჰოლში ვყიროდი უმისამართოდ, მალევე გამოჩნდა ექიმი და პალატაში შევიდა. დათას და ნინას დავურეკე, ისინიც სანდროსთან ერთად 20 წუთში პალატის კარებთან იდგნენ და ყველანი ერთად ველოდით ექიმის გამოსვლას.
ლისას აღარაფერი ემუქრებოდა, სამ დღეში გამოწერეს და წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს. თუმცა ლისას სახლში რა გააჩერებდა? ჩემი იტალიაში დაბრუნების წინა დღეს რესტორანში მაგიდა დაჯავშვნა და ჩემი გადარჩენა და კირას ორსულობა უნდა ავღნიშნოთო.

შავი შიფონის მოტკეცილი მუხლამდე კაბა ჩავიცვი, რომელზეც ინტიმურ ადგილებს მაქმანები მიფარავდა. ძალიან ელეგანტურად და ამავე დროს სექსუალურად ვგრძნობდი ამ კაბაში თავს.. ფეხზე წითელძირიანი შავი ლაბუტინები ჩავიცვი და ხელში შავი წითელ ფერებში გადაწყვეტილი ჰერმესის ბირკინის მოდელის ჩანთა დავიჭირე. თვალები მუქად ჩავიხატე, წითელი ტუჩსაცხი გადავისვი, კულულები გავიშალე და მზად ვიყავი. სარკის წინ დავტრიალდი და ჩემი თავით კმაყოფილი დავტოვე სასტუმროს ნომერი.
გიოს და დიანას ნამდვილად არ ველოდი, მკვლელი მზერით გავხედე ლისას, რომელმაც მხრები აიჩეჩა მე არაფერ შუაში ვარო. რა უნდა მექნა, არაფერი შევიმჩნიე, ღიმილით მივესალმე ყველას და ადგილი ლისას და დათას გვერდით დავიკავე.
-შენ რა სვამ? -გაოცებულმა ვკითხე ლისას.
-ცოტა შამპანური არ მომკლავს. -თვალი ჩამიკრა და სასმელი გემრიელად მოსვა. -შენ არ სვამ?
-არა, მე არა...
-სულ სხვა კირა ხარ მოკლედ რა. -გადაიკისკისა ლისამ და თვალი ჩამიკრა.
გიოს მზერას ვგრძნობდი, ჩემს წინ იჯდა, მე კი ყველანაირად ვცდილობდი თვალი ამერიდებინა. დღის ბოლოს ალბათ სასტუმროში კისერმოგრეხილი დავბრუნდებოდი, რადგან წინ ცოცხალი თავით არ ვიხედებოდი.
ერთ საათში ყველანი უკვე კარგი მთვრალები იყვნენ, მე ფხიზელიც კარგად ვერთობოდი, მიუხედავად იმ უხერხული მდგომარეობისა, რომელშიც გიოს თვალები მაყენებდნენ. უამრავი ერთად გატარებული დღე გავიხსენეთ და საკმაოდ შემომაწვა ნოსტალგია, ლამის ტირილამდე მივედი. ერთ-ერთ წყნარ მელოდიაზე გიომ გამომიცეკვა და ძველი მოგონებების ხათრით უარი აღარ ვუთხარი.
-რა ლამაზი ხარ! -ხელები წელზე მომხვია და მასთან ახლოს მიმიზიდა.
-მადლობა. -გავუღიმე და ხელები მხრებზე დავადე. -დიანასთან უხერხული არ არის?
-არა, ნუ ღელავ. -მითხრა და თავი ჩემს კისერში ჩარგო.
-გიო..
-გაჩუმდი.. ერთად გატარებულ წუთებზე იფიქრე, მე ახლა იქ ვარ და ცოტახანი არაფერი მითხრა, გთხოვ. -მითხრა და ცხვირი კანზე გამიხახუნა. მეც თავი გულზე მივადე და თვალები დავხუჭე, მისი სურნელი ცხვირთან მიღიტინებდა და ეს უფრო დამეხმარა წარსულ დროში ფიქრებით გადავესროლე.
აღარ ვცეკვავდით, ვიდექით ასე ჩახუტებულები.. მუსიკაც აღარ იყო. უბრალოდ არ გვინდოდა აწყმოში დაბრუნება, უფრო სწორედ გიოს არ უნდოდა და მეც ჩამითრია. რამოდენიმე წუთში მოვშორდი და ტუალეტში გავიქეცი, ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი.
ატირებულმა შევაღე კარები, იქ დიანა დამხვდა, ხელსაბანის გვერდით ჩამომჯდარიყო და ნერვიულად ეწეოდა.
-შენც გიყვარს? -აღმოხდა სასოწარკვეთილს.
-რაა? -უცებ დავიბენი მე.
-გიო შენც გიყვარს მეთქი? -გამიმეორა და მეორე ღერს მოუკიდა.
-არა, არა.. -ეგრევე ვიუარე მე.
-მშურს შენი. -ღრმა ნაპასი დაარტყა სიგარეტს.
-რატომ?
-გიოს უყვარხარ, ისე მაგრად უყვარხარ, რომ მცდელობაც არ ღირს შენთან შეჯიბრების.
-სისულელეა.. -ისევ ვიუარე.
-რაც ჩამოხვედი არ მეკარება. -თვალები დახარა გოგონამ, მერე მესამე ღერი ამოაძრო და მოუკიდა. -მოწევ? -მეც გამომიწოდა.
-არა..მე..-მუცელზე ხელი მივიდე.
-რა ბედნიერებაა.. -სინანულით გამიღიმა. -გილოცავ.
მადლობის ნიშნად მეც გავუღიმე, შემდეგ უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.
-წადი გთხოვ. -მითხრა ცოტახანში. -მალე დაბრუნდი იტალიაში.
-მე..მე.. -ენა დამება. -ხვალ ვბრუნდები.
-კარგია. -გამიღიმა და ძირს ჩამოხტა. -ბედნიერ მგზავრობას გისურვებ. -მითხრა და გავიდა.
სახტად დავრჩი, დიანასთან ასეთ დიალოგს არ ველოდი. საერთოდ რომელი ყოფილი პარტნიორი ელის მსგავს დიალოგს მოქმედი საცოლისგან? ტუალეტი დავტოვე, სუფრასთან მივედი, მეგობრებს სასწრაფოდ დავემშვიდობე და სასტუმროში დავბრუნდი. ლისას და ნინას კი მივწერე რომ, რესტორნიდან ჩემთან მოსულიყვნენ დასარჩენად.

-აუ, არ წახვიდე რა ხვალ. -საწოლზე გადაკოტრიალდა მთვრალი ნინა და მარჯვენა ფეხით მარცხენა ფეხზე ცდილობდა ფეხსაცმელი გაეხადა.
-ხო რა. -ლისა შამპანურის ბოთლით ხელში გამომეცხადა და გახსნა დაუწყო. -აქ მაინც ხომ დალევ ჩვენთან ერთად?
-თქვენთან ერთად კი, ერთ ჭიქას დავლევ. -გავუღიმე ლისას და ნინას ფეხსაცმელები გავხადე, თორემ დავიწვი მისი საცოდაობის ყურებით.
-ორიც რომ დალიო, არაფერი მოუვა ბავშვს. -მითხრა ლისამ და
სასმელი ჭიქებში ჩამოასხა.
-ვიცი, მაგრამ არ მინდა. -ღიმილით ავიღე ჭიქა.
-მოდი ჩვენს სადაქალოში პირველ პატარას გაუმარჯოს! -თქვა ნინამ და სამივემ ღიმილით მოვსვით.
-სეზონი გახსნილად გამომიცხადებია! -ვთქვი სიცილით და გოგოების მუცლებს დავუსვი ხელი.
-რესტორნიდან გიოსთან ცეკვის გამო გამოიქეცი? -მკითხა ნინამ.
-დიანა შემეცოდა. -ამოიხვნეშა ლისამ.
-გული თუ არ გამისკდებოდა არ მეგონა.. ამ ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარმა
მოვლენებმა ძალიან იმოქმედეს. კიდევ კარგი ხვალ მივდივარ, თორემ თავში ვგრძნობ ქაოსის მოახლოებას. -ვთქვი და სასმელი მოვსვი.
-რამე იგრძენი გიოს მიმართ? -მკითხა ნინამ.
-ნოსტალგიური მომენტი მქონდა. ვიგრძენი, რომ ძალიან მომნატრებია, მეტი არაფერი.
-დარწმუნებული ხარ? -ჩამეკითხა ლისა.
-მე ლაშა მიყვარს. -ვთქვი მკაცრად, რომ გოგონები დამერწმუნებინა ნათქვამის სიმტკიცეში, გოგონები და.... ჩემი თავიც...
-ხვალ რომელზე გაცილებთ?
-არ მინდა გაცილება, ხომ იცით არ მიყვარს..


გვიან იყო ფრენა, აეროპორტში ორი საათით ადრე მივედი და რეგისტრაცია გავიარე, ბარგიც ჩავაბარე და მეორე სართულზე უნდა ავსულიყავი ჩემი სახელი, რომ გავიგონე, ვიფიქრე მომეჩვენა მეთქი.
-კირა! -მოვიხედე და გიო შემრჩა ხელში, გაოცებული ვუყურებდი. -მეგონა ვერ მოგისწრებდი. -აქოშინებული მომიახლოვდა და მუხლებს დაეყრდნო.
-ფრენა ოთხზეა. -მხრები ავიჩეჩე მე.
-ყავა დავლიოთ კარგი? -მითხრა მუდარით.
-კარგი. -დავთანმხდი და კაფეში შევედით.
-ორი ცივი ლატე. -შეუკვეთა გიომ. გამეღიმა, ისევ ახსოვს რა მიყვარს.
გიოს მოსვლამ კიდევ უფრო დამაბნია...
-არ წახვიდე რა.. -ხელი ხელზე დამადო და თვალებში ჩამხედა.
-ხომ იცი, რომ უნდა წავიდე? -ხელი ჩამოვიღე მაგიდიდან.
-არ ვიცი. მაგ ბავშვ საკუთარი შვილივით გავზრდი და არც ერთ არაფერს არ მოგაკლებთ. -მითხრა სასოწარკვეთილმა, ჩემი თავი მძულდა ბიჭი სადამდე მივიყვანე, მგონი რას ლაპარაკობს თვითონაც არ იცის.
-გიო, ბავშვს ყავს მამა და მე ის მიყვარს.. ნუ მამეორებინებ სულ, არ მსიამოვნებს, რომ გტკენ.
-შენ მე იმაზე მეტად ვეღარ მატკენ, როგორც 3 წლის წინ..
-3 წლის წინ სხვა გზა არ მქონდა, ახლა კი ჩემი სურვილით მივდივარ. -ვუთხარი, მერე გავიაზრე ნათქვამი და ენაზე ვიკბინე.
-ასეც ვიცოდი, -მუჭი დაარტყა მაგიდას. -გემუქრებოდა ხომ? იმიტომაც წახვედი.. ასე როგორ შეგაშინა? მე რატომ არ მითხარი... ახლაც გაშინებს ხომ? კირა, მითხარი არ დამიმალო.
-გიო, დამშვიდდი, ყველა ჩვენ გვიყურებს... -ვცადე ბიჭი დამეწყნარებინა. -მისმინე, ყველაფერი ისე არ
არის როგორც გგონია.. მე მართლა ნამდვილი ოჯახი მაქვს და... და გთხოვ, მშვიდად გამიშვი და მომეცი ბედნიერების საშუალება კარგი? -ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი, გიოც ადგა ჩემთან ერთად.
-ასე მარტივად როგორ გაგიშვა? -მკლავებში მომკიდა ხელები და სახე გამიშტერა.


არ მახსოვს ბოლოს რა ვილაპარაკეთ, ისიც არ მახსოვს როგორ წამოვედი.. ბოლოს მახსოვს, რომ ძალიან დავიღალე და გონება გავთიშე.. მხოლოდ მაშინ მოვედი აზრზე როდესაც თვითფრინავი იტალიაში დაეშვა.
ლაშა არ დამხვედრია, სახლში დაცვის ბიჭებმა მიმიყვანეს. ძალიან დაღლილი ვიყავი ემოციურად და ფიზიკურადაც და ძილი მინდოდა, მაგრამ ემას უნახავად ვერ დავიძინებდი.
-ჩემი გოგო ჩამოვიდა. -საწოლიდან გახარებული წამოხტა ემა.
-ფრთხილად.. -სიცილით ვუთხარი, როდესაც გიჟივით შემომახტა.
-საოცრად მომენატრე!
-მეც. -ვუთხარი და გემრიელად ჩავკოცნე. -ებბი სად არის?
-დღეს სახლში რჩება და დილით მოვა. ხვალ ხომ წამოხვალ მშენებლობაზე?
-რა თქმა უნდა წამოვალ. ლაშა ხომ არ იცი სად არის?
-ეს ბოლო 3 დღეა გვიან ბრუნდება ანერვიულებული, აშკარად რაღაც პრობლემები აქვს, მაგრამ ხო იცი მისი ამბავი? აუცილებლად მოაგვარებს, ასე რომ არ იღელვო. კარგი?
-კარგი. -გავუღიმე გოგონას, დავემშვიდობე და დასაძინებლად წამოვედი. როგორ არ უნდა ვიღელვო ლაშაზე? რა პრობლემა უნდა ჰქონოდა ესეთი, რომ ჩემი ცოტახნით ნახვა ვერ მოეხერხებინა? იმედია მშვიდობა აქვს.. საწოლში შევწექი და დაღლილობისგან ეგრევე ჩამეძინა.



№1  offline წევრი მოლურჯო

კარგი იყო
მაგრამ არ მეყო
--------------------
მარიამი

 


№2  offline წევრი natia-natia

Dzaan dzaann kargia

 


№3  offline წევრი nestanuka13

ლაშამ უეჭველი ყველაფერი იცის კირაზე და გიორგიზე

 


№4  offline აქტიური მკითხველი aanamaria

ვაიმეეეეე უეჭველი ყველაფერიიიიი მათზეეე და იმიტოა ეგრეეეე უჰ რა საინტერესოა მალე დადე რა

 


№5  offline წევრი Pepper

აი ძალიან მომწონს მართლა ისტორია და მისი რამდენიმე პერსონაჟი ყველაზე მეტად კი გიო. რა ვქნა არ მომწონს ლაშა და. აი რა სისულელეა როგორ უნდა უყვარდეს ასეთ ახალგაზრდა გოგოს მამის როლი კაცი ? რომლის შვილიც კი უფროსია კირაზე. სასაცილოა უბრალოდ. ახლა არავინ თქვას სიყვარულთან ასაკი არაფერ შუაშიაო. ჯერ იქედან დავიწყოთ რომ ლაშამ აიძულა წასულიყო კირა მასთან დაემუქრა საყვარელი ადამიანით და რაც არ უნდა გამოსწორებულია ლაშა მაინც საშინლად მოიქცა. კირა ვისთანაც ნამდვილად იქნება კარგად ჩემი აზრით გიოა. თუმცა არც იმსახურებს გიოს ამხელა სიყვარულს. იმის მიუხედავად რომ ისტორია ძალიან მომწონს გული დამწყდება თუ ლაშასთან დარჩება კირა.
მშვენივრა დ წერ და კარგად გადმოსცემს ყცელაფერს შენი ძველი ისტორიებიც კარგია ძალიან :*
ერთადერთი რასაც ვინატრებდი ისაა რომ კირა ორსულად არ იყოს და ბოლოს გიოს დაუბრუნდეს. გიოს თუ არ დაუბრუნდება ლაშასღან მაინც არ უნდა დარჩეს ვფიქრობ. თუმცა შენი ისტორიაა და შენ უკეთ იცი. წარმატებები <3

 


№6 სტუმარი Nino

Imedia lasha iset echvianobebs ar daicyebs yvela serialshi roa, zaan mosawyenia yvelgan erti da igive tragizmis kitxva. Gio mec mecodeba magram lasha tu ukve uyvars magas vegar shecvli nu rogor daamtavreb eg sheni nebaa. Vgijdebi da zalian miyvars es istoriaaa

 


№7 სტუმარი taso

ზუსტად შერჩეული სათაურია, ქაოსი აქვს თავში კირას wink მგონია რომ არცერთთან არ დარჩება კირა, არც ლაშასთან და არც გიოსთან. შვილთან ერთად გააგრძელებს ცხოვრებას და ქაოსიც დასრულდება. მე გიოს მხარეს ვარ ისე love არ იმსახურებს კირა ასეთ სიყვარულს, ძაან ჩამოუყალიბებელი გოგოა, რა უნდა თავადაც ვერ გარკვეულა. ცოტა დალაგება უნდა ისტორიას, ჩემთვის როგორც იტყვიან ცოტა მარილი აკლია. ერთ ტემპში მიდიოდა ძაან და გიოსთან შეხვედრამ ცოტა გამოაცოცხლა ისტორია.

 


№8  offline წევრი anuka1994

ჩემი აზრით,კირა ლაშასთან უნდა დარჩეს, იმის მიუხეფავად,რომ გიო ძალიან ძალიან მომწონს კირას არ შეეფერება სუსტია მისთვის.აი ლაშა კი პირიქით მიუხედავად ასაკს ამხელას ხვაობისა ვერც ვამჩნევ ამას.ეს ,ჩემი აზრია, და, რა თქმა უნდა, შენ როგორ გინდა ისე უნდა გააგრძელო, მაგრამ ლაშასთან მინდარ აა

 


№9 სტუმარი Ana

Rogor ar mikvars ase areul-acecil-daulagebeli cxovrebis mkone adamianebi, 19 clis gogostvis tavisufali seksualuri cxovreba, narkotikebi, klubebi da mistanebi me mgoni metismetia, es misi archevania da kirasnair gogos ra didi tkivilic ar unda shexvdes cxovrebashi ar shemecodeba, areuli tipia da mikveba cxovrebis dinebas. Aset adamians ver vugulshematkivreb. Nu gamkicxavt, gemovnebis da shexedulebebis ambavia

 


№10  offline მოდერი Eleniko13

ჩემი გიო...
კარგი გოგოა კირა, სხვანაირად არ შეიძლებოდა.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 


№11  offline მოდერი ჯია

ძალიან ძალიან ძალიან დიდი მადლობა, რომ კითხულობთ.. ძალიან ძალიან დიდი მადლობა, რომ მიზიარებთ თქვენს
აზრებს და ვარაუდებს.
ძალიან მახარებს თქვენი კომენტარები!
კიდევ ერთხელ მადლობა, რომ ასე მაბედნიერებთ!
მიყვარხართ
❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent