მთებს იქით სიყვარულია! 12
შუადღეს საჭმელი გავამზადეთ გოგოებმა და შემდეგ წიგნების კითხვა დავიწყეთ. მე ჩემი წიგნის გმირთან კესტერთან კი არ ვიყავი, არამედ მე იმ სამყაროში დავაბიჯებდი სადაც ალექსანდრეს ნაკვალევს ვიპოვიდი. -გოგოები, წავალ მე გავისეირნებ, წამოხვალთ?-ვეკითხები ლელას და მარიამს, თუმცა ცოტახანი განმარტოვება მინდა. -ჩვენ წიგნს წავიკითხავთ და მერე წამოვალთ. წადი შენ!-მეუბნებიან ორივე და მეც ბათინკებს ვიცვამ. გარეთ გავდივარ და სახეში ცივი სიო მელამუნება და ჩემს ყურთასმენას თოვლის ჰანგები სწვდება. ალექსანდრეს სახლისკენ მივდივარ და ალექსანდრეც გარეთ მხვდება. თუმცა არა მარტო! მასთან ერთად დიანაა! დიანა? დიანას აქ რა უნდა? ჩემს გონებაში და გულში რაღაც ამოუცნობი ხდება, თუმცა ვიცი და ვაღიარებ რა არის ეს ამოუცნობი. ეს ეჭვიანობა, რომელიც ახლა მემართება. არაფერს ვიმჩნევ და მათკენ მივდივარ. -როგორ ხარ, ალექსანდე?-ვეუბნები და ჩემი თვალები ალექსანდრეს, ისე უმზერენ სადაცაა მოკლავენო. -ნინა, შენთან მოვდიოდი! შენ როგორ ხარ?-ხელს მკიდებს. -არ გამაცნობ?-თავით დიანასკენ ვანიშნებ, უბრალოდ ლაპარაკობდნენ, იქნებ არ ღირს ეჭვიანობა? მაგრამ მე მაინც ვეჭვიანობ! იმიტომ, რომ ეს ის გოგოა, რომელზეც მიხეილ პაპა ლაპარაკობდა და სოფელმა შეთხზა მათი სასიყვარულო ამბავი. თან ალექსანდრეს სახლი ისე დგას, წასვლა სადაც არ უნდა მოგინდეს ამ ადგილას უნდა ჩამოიარო. მაგრამ არა! ჩემს გრძნობებს ვერაფერი უკუაგდებს და ეჭვიანობა წინა პლანზე დგება! -ნინა, ეს დიანაა, ეს კი დიანა ჩემი შეყვარებულია!-ალექსანდრე ხვდება, რომ ვეჭვიანობ და ისეთი თვალებით მიმზერს, ჩემი თვალები მარცხდებიან. -სასიამოვნოა!-იღიმის და ხელს მართმევს. მეც ხელს ვუწვდი და ჩემი თვალები პირდაპირ მის თვალებში იმზირებიან. -ჩემთვისაც!-არც თუ ისე სასიამოვნოდ ვეუბნები. -კარგი მე უნდა წავიდე, ნახვამდის!-ორივეს გვემშვიდობება და წინ მიიწევს. -რა იყო ეს?-პირდაპირ იერიშზე გადავდივარ. მშიდად უნდა ვიყო, თორემ არ მინდა ხვალ ჩემს დაბადების დღეს გაბრაზებული შევხვდე. -არ მენდობი?-მთის შვილის გაბრაზება ჩნდება, ვატყობ როგორ იკავებს თავს. მეც ვხვდები, რომ ტყუილად ვბრაზდები, მაგრამ არ მინდა უკან დავიხიო. -გენდობი, მაგრამ...-არვიცი როგორ დავამთავრო წინადადება, იმიტომ რომ ჩემს დანაშაულს მეც კარგად ვხვდები. -რა მაგრამ?-არც ჩემზე ნაკლებადაა გაბრაზებული ალექსანდრე. -ვერ ვიტან დიანას!-ბავშურად გამომდის და უკან შევბრუნდი და ხეკებს ერთმანეთში ვხლართავ. -მიზეზი არ გაქვს ამის!-მეუბნება ალექსანდრე. -ვიცი, მაგრამ...-მხრებს ვიჩეჩ. -გასაგებია! რახან ჩვენი ამბავი სოფელმა შეთხზა, მაგიტომ ასე უნდა გაიბუსხო და იმიზეზოდ იეჭვიანო?-თბილად მეუბნება ალექსანდრე, თუმცა ამ ხმაში გაბრაზების კვალიც ნათლად იმჩნევა. -არა! - მისკენ ვბრუნდები და თავს ვხრი.-ვიცი ტყულად ვიეჭვიანე!-ჩემი დანაშაული ვაღიარე და მის გულს თავი მივადე. ალექსანდრე ხელებს მხვევს და ფიფქებიც ნარნარად ეცემიან ჩვენს სახეზე. ------------------------------------------------------------- მინდოდა დასასრული დამედო მაგრამ, ძალიან გთხოვთ კიდევ ცოტა აიტანეთ ჩემი პატარა თავები! ♥ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.