შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საიდუმლო [4]


22-05-2016, 22:51
ავტორი N7
ნანახია 3 297

4
რამდენიმე დღე მზე არ დამალულა არც ღრუბლებში და არც თიკას ცხოვრებაში. თითოეული წამის გახსენება განუზომელ სიამოვნებას ანიჭებდა და უნებლიედ უთბობდა დღეებს მზის უხვი სხივებით. თუმცა სანდრო ის ბიჭი იყო, რომელიც მზეს არაფრით უკავშირდებოდა. ორჯერ ჰყავდა ნანახი და ორჯერვე წვიმიან ამინდში. იქნებ უნდა გაექრო ეს აპათია?
რამდენიმე დღე გადაბმულად უწევდა მარიამთან ყოფნა და მისი ნუგეში. ივსებოდა ემოციებით და იცლებოდა უმალ – სანდროს გახსენებაზე. ძალიან ბრაზობდა გეგაზე და ზუსტად იცოდა, თუ სადმე, შემთხვევით გადაეყრებოდა, ზიზღისგან სახეში შეაფურთხებდა. არა იმიტომ, რომ მარიამი მისი ბავშვობის დაქალი იყო... იმიტომ, რომ კაცი, რომელიც ცოლს ღალატობს და შემდეგ ურცხვად აცხადებს თავის დანაშაულს, ზიზღისა და ფურთხის მეტი, არაფრის ღირსი არ არის! ასე თვლიდა მაშინ თიკა და გული ერეოდა, გულწრფელად, გეგაზე.
– მარიამ, გამოდი ახლა... როდისმე ხომ უნდა გამოხვიდე, არა? – უსაყვედურა ნატამ და სავსე პარკები მარმარილოს დახლზე შემოაწყო.
– რა მოიტანე? – ჰკითხა აჭრილი ხმით და ნატამდე ლამის ხოხვით მივიდა.
– საჭმელები. შენ თუ უმადობა გაწუხებს, ჩვენ მაინც ხომ უნდა ვიკვებოთ?! – არ გაჩერდა ის.
– ნატა! – თვალები საყვედურით აუელვარდა თიკას.
მანაც თითქოს დანაშაული იგრძნო, უკან დაიხია.
– დასაგრუზად არ გეუბნები... – დაამატა ლამის ჩურჩულით, მიწურული ხმით.
– არ ვიგრუზები! – შეუღრინა დაქალს მარიამმა.
– არ შეგხმიანებია ვაჟბატონი? – ოთახში ლინდა შემოვიდა.
ამოიხვნეშა და კითხვის პასუხიც იყო ეს და უფრო მეტიც.
– რა არაკაცია ტიპი... – ნერვიულად ჩაეცინა ნატას და პარკის დაცლას შეუდგა.
– ყავა გინდათ? – გაზქურასთან დადგა თიკა და საკუთარი სურვილების ასრულებას შეუდგა, აბა, ისე არავის ახსენდებოდა ყავის არსებობა.
– არა... – ლინდამ ცხვირი აიბზუა და სიგარეტს მოუკიდა.
– მომაწევინე რა, – შეეხვეწა მარიამი.
– ამდენს ნუ ეწევი, მარიამ! – შეუღრინა თიკამ.
– მე რატო არ მეჩხუბები? – ეწყინა ლინდას.
– შენ უკვე „შემჯდარი“ ხარ, – მოუჭრა მოკლედ.
– სად დაფრინავ? – ანას გახედა ნატამ.
– არსად, – ღიმილით შემოუერთდა გოგოებს ფიქრებიდან გამორკვეული ანა.
– კი, როგორ არა! – გაეღიმა მარიამსაც.
– არაფერია ისეთი... – ტუჩებს ვერ იმორჩილებდა.
– ჩვენ გვიმალავ რამეს? – საუბარში თიკაც ჩაერთო, რომლის ყავაც უკვე ადუღებულიყო და ჭიქისთვის ძლიერად შემოეხვია თითები.
– სხვა დროს მოგიყვებით რა... თვალი არ მინდა, რომ მეცეს, – დაამატა კისკისთან ერთად.
– ვინ არის? – ინტერესით გაჰკრა მხარი მხარზე და სავარძელზე დახტა ლინდა.
– ვატო ჰქვია, – ტუჩზე იკბინა ანამ და ვაშლი აიღო ხილით სავსე ჯამიდან.
– უიმე, რა სახელია ვატო... – უკმაყოფილოდ შეჭმუხნა სახე ნატამ.
– არ შეიძლება ყველაფერი არ დაგესლო, ფოჩხუა? – გაბრაზდა ანა.
– არ ვგესლავ ნუ, – მხრები აიჩეჩა და დამთბარი სახით შეხედა მეგობარს.
– უყურე შენ, ჯერ არ გაუცნია და უკვე კბილებით იცავს... – გადაიკისკისა ლინდამ.
– მასეთია სიყვარული... – ამოიოხრა მარიამმა, რომელსაც სახეზე ეწერა „გამოცდილი ვარ და ჯერ მე მკითხეთო“.
– სულ ნუ წამახდენინებთ სიყვარულზე წარმოდგენას, თორემ დაგრჩებით შინაბერა და მიარეთ მერე, – მუქარასავით გაიჟღერა თიკას ხმამ.
– შენ რაღა დაგტოვებს შინაბერა... თვალებზე გეტყობა, როგორ გიციმციმებს... რა ჰქვია? – ბედნიერმა ჩამოარაკრაკა მარიამმა.
– სანდრო, – ბიჭის გახსენებაზე გაეღიმა თიკასაც. შუშაბანდთან მიაჩოჩა პუფი, კომფორტულად მოკალათდა და თავი მინას მიადო.
– სერიოზულადაა მგონი საქმე! – წარბები აათამაშა ლინდამ.
– არაა... ორჯერ შევხვდით და ისიც ძალიან ექსტრემალურ სიტუაციებში, – სწრაფად უკუაგდო დაქალის სიტყვები გოგომ.
– მაიდან იწყება ეს სიყვარულიც ზუსტად! – ნიშნისმოგებით დაუქნია საჩვენებელი თითი ნატამ.
– ბუაძემ რომ დაბადების დღეზე დაგვპატიჟა, გითხარით უკვე? – გაახსენდა ნატას.
– რაღა დროს დაბადების დღეებია, კარგი რა, – ხელი აიქნია მარიამმა უკმაყოფილოდ.
– ბარში იხდის... გამოდერნებულა ლიკუნა, – ირონიამ გადაურბინა სახეზე ნატას.
– აი, ხო, გამოდერნდა... რა შენი საქმეა? – შეუბღვირა ლინდამ.
– რა გინდა? – არ დათმო პოზიცია სიტუაციაში გაურკვეველმა.
– რას ქვია, რა მინდა? რა წესია, გოგომ დაბადების დღეზე დაგვპატიჟა და შენ აქ განიხილავ მის ძველმოდურობას?
– არ განვიხილავ. უბრალოდ, აღვნიშნე!
თიკა აღარ ისმენდა ამ უაზრო რეპლიკებს. ფიქრებით ისევ სანდროსთან იყო... ისევ მის მარწყვისფერ, სავსე ტუჩებზე ფიქრობდა და ეღიმებოდა, მასთან გატარებულ თითოეულ წამს რომ იხსენებდა. როგორი საოცარი ბიჭი იყო... არასდროს შეხვედრია მისნაირი იდუმალი და ამავდროულად განუზომლად საინტერესო. იდუმალი კი ყოველთვის საინტერესო ვერ არის. მეტიც, საერთოდაც შეიძლება ვერ იყოს. ამ ბიჭში კი ორი საინტერესო თვისება ასე ნათლად იჩდენდა თავს და თიკასაც არ შეეძლო დამსახურებული სიმპათიების დამალვა.
– გიყვარს! – შემოუძახა ქვეცნობიერმა.
თითქოს დაფრთხა, არ ელოდა.
– რა სისულელეა! – გაიფიქრა იმდენად ხმამაღლა, რამდენადაც მიაწვდენდა ხმას ქვეცნობიერს.
– სისულელე კი არ არის, შენ ხარ სულელი... – დოინჯი შემოირტყა ქვეცნობიერმა.
– როგორ შეიძლება, ორჯერ ნანახი ბიჭი შეგიყვარდეს? – გაბრაზებულმა დაუყვირა ალტერ–ეგოს.
– ჭრელად. შეგიყვარდა და იძახე ახლა, როგორ! – დოინჯი შემოირტყა და პროტესტის ნიშნად ზურგი აქცია.
მარიამი მუხლებზე დადგა და ყურთან მიუტანა ტუჩები. ყვირილი არც გახდა საჭირო, ჩურჩულით დაუძახა: „თიკაო“. იმხელაზე შეხტა შეფიქრიანებული, რომ მძიმედ დაცემისგან ამოიხვნეშა.
– რა იყო, მარიამ? – საყვედურით აევსო სახე და ბრაზისგან აუჭარხლდა ლოყები.
– კინაღამ ფიქრებში გაგვეპარე, სანდროსთან ერთად და შევშინდით შენზე... – ფხუკუნით ჩაილაპარაკა, წამოდგა და შორს წავიდა აჩქარებით, რამე რომ არ მოხვედროდა თავში.
– გამოვედით დეპრესიიდან? – ცინიზმით შეუტია.
– თქვენს ხელში, რაის დეპრესია... – უდარდელად აიჩეჩა მხრები, დახლზე შემოჯდა და სიგარეტს მოუკიდა.
– აღარ ხარ დეპრესიაში და მაინც ეწევი, ხო? – წარბები კუშტად შეკრა თიკამ, წამოდგა და მკერდთან გადაიჯვარედინა ხელები. – წავედი, – თქვა, დივანთან მისულმა ჩანთას დასტაცა ხელი და გაბრაზებული წავიდა გასასვლელისკენ.
– გაგიყვანო? – დაეწია ნატას ხმა.
– ჩემით ვიზამ რამეს! – დაუბრუნა პასუხი.
კიბეებზე აჩქარებით დაეშვა. ბრაზმა სულ დაავიწყა ლიფტის არსებობა და მეტის ღირსიც იყო, ერბინა ახლა ფეხით მეშვიდე სართულიდან. ჰაერზე გასულმა ნაბიჯს მოუკლო და დაფიქრდა. მაინც რაზე გაბრაზდა ასე – მარიამის არაადეკვატურობაზე თუ ქვეცნობიერის ჯიუტ სვლაზე? ალბათ, ორივეზე მეტ–ნაკლებად, ამიტომ აღშფოთდა ასე და იმიტომ გახდა აგრესიული.
გაჩერებასთან დადგა. ისევ ცუდი ამინდი მოდიოდა, ამიტომ ვერ იტანდა გაზაფხულს. პირველივე ტაქსს გააჩერებდა და გაჰყვებოდა – დაისახა მიზნად. რამდენიმე წუთი ელოდა. არც სამარშუტო ტაქსი ჩანდა და არც ძველი ოპელი, ტაქსის ნიშნით. უკვე რამდენიმე წვეთი დასცემოდა სახეზე. მეოთხე თუ მეხუთე წვეთზე თვალები დახუჭა და ფეხები დააბაკუნა. ხელები იმდენად ძლიერად მომუშტა, ლამის სისხლი წამოუვიდა, ფრჩხილების გამო. ბრაზი როგორმე უნდა დაეხშო და ამის გზა მსგავს მოქმედებაში დაინახა. თვალები რომ გაახილა, კვლავ მოუწია დახუჭვა, რადგან ვერ დაიჯერა, რომ ნაცნობი მანქანა იდგა მის წინ.
– დაჯდები? – საქარე მინის მიღმა სანდრომ გაუღიმა.
უნებურად თიკასაც გადაურბინა სახეზე ბედნიერების ღიმილმა, მაგრამ სწრაფად შენიღბა.
– საბურთალოსკენ? – გადაამოწმა, სანამ დაჯდებოდა.
– დაჯექი, – მოუჭრა მოკლედ ბიჭმა.
ბევრი აღარ უორჭოფია, ისეთი წვიმა წამოვიდა, სასწრაფოდ რომ არ დამჯდარიყო, ვერასდროს აპატიებდა თავს. წინა სავარძელზე კომფორტულად მოკალათდა, ღვედი გადაიჭირა და ბიჭს ღიმილით გახედა.
– შენ რა, კეთილი ფერია ხარ? – ფხუკუნით ჰკითხა, რამდენიმე წამის შემდეგ.
– მოდი ვთქვათ, სიტუაციას მორგებული ფერია უფრო, – გაეცინა მას.
– ვერ ხარ ხასიათზე... – შეატყო თიკამ და წამსვე დასერიოზულდა.
– არც შენ გეტყობა, ოქროს დღე გქონოდეს, – თვალის ჩაკვრით აღნიშნა ჩვეულებრივი ფაქტი სანდრომ.
– არც მაქვს და...
– წამომიღე სავიზიტო? – გადმოხედა სერიოზული სახით.
– ვისი? – წამით ვერ მიხვდა, რაზე საუბრობდა.
– არქიტექტორის, – გაეღიმა სანდროს.
– აა, – გაიხსენა წინა შეხვედრის საუბარი და ლოყები ჭარხლისფერი გაუხდა.
– კარგი, ნუ ნერვიულობ... – გაეცინა.
უფრო ანერვიულდა, რადგან იფიქრა, რომ დასცინოდა ბიჭი. ვერ იტანდა ირონიას და, როგორც მისკენ მომართული დაინახა, მაშინვე კონტრშეტევაზე მოუნდა გადასვლა, თუმცა სანდრო ის იდუმალი ბიჭი იყო, მუდამ რომ ახერხებდა თიკას დაბნევას და ახლაც ფეტვის მარცვალივით დააბნია.
– აქ ვინმესთან იყავი? – ჰკითხა უინტერესოდ, მხოლოდ და მხოლოდ სიტუაციის განმუხტვის მიზნით.
– დაქალთან, – მანაც ძალიან სასხვათაშორისოდ უპასუხა. ისევე, როგორც სანდრო, თავადაც გონებით სხვაგან იყო. უფრო სწორად, სანდროს მარწყვისფერ ტუჩებთან, რომელსაც ცალ კუთხეში ლამის შეუმჩნეველი ჭრილობა დამატებოდა.
ნეტავ თუ ამჩნევდა, როგორი სურვილით დასცქეროდა თიკა მის ტუჩებს და რა რეაქცია ჰქონდა? – კითხვები სჭამდნენ გოგოს.
– სიამოვნებით დავლევდი ახლა... – ამოიხვნეშა სანდრომ.
გაოცებულმა შეხედა გოგომ. სახეზე ეწერა: „დასალევად მეპატიჟები, ცელქი ბიჭი?“.
– სვამ?
მიზანში მოარტყა.
– არა. რამდენჯერმე დავლიე და ისეთი აფექტი ჰქონდა... – გაეცინა ძველი ამბების გახსენებაზე თიკას.
გაოცებისგან წარბები ზემოთ აზიდა სანდრომ. ალბათ, სხვა პასუხს ელოდა, რასაც ნებისმიერი სხვა ქალისგან მიიღებდა.
– და თუ გთხოვ, მაინც არ დალევ ამ საღამოს? – ტუჩზე ცერა გადაიტარა და იმდენად მოწყენილი სახით შეხედა, ნებისმიერის გულს რომ მოიგებდა.

ცოტა ინტრიგა კიდევ მომიტევეთ..
მიყვარხართ!



№1  offline წევრი natka90

Ra intrigani xarr... kargi iyoo magram pataraaa..cota gazarde ra tavebii...monwos sandro ragacnairiaaa idumali da sayvarelii...shenki dzalian kargi gogoo xar..velodebi shemdeg tavs..

 


№2  offline წევრი Pepper

უნდა მოკლას კაცმააა
რა იყოო ეს?
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე
არ მეყო :(
ნუ სულ რო 5 ამხელა ყოფილიყო მაინც ამას ვიტყოდი მაგრამ მაინც
კარგი იყო ძალიან და მოუთმენლად ველი შემდეგ თავს <3

 


№3  offline წევრი ketia

მართლა რა პატარა იყო რაა გააგრდძელე გტხოვ

 


№4  offline წევრი N7

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მოგწონთ! მართლა!
თითოეულის მიმართ განუზომელ მადლიერებას ვგრძნობ,
მაგრამ მაპატიეთ, ვერ ვწერ მეტს. მიუხედავად იმისა, რომ დრო თავზე საყრელად მაქვს, მუზები მაშინ მტოვებენ, როცა 1000 სიტყვას მივაღწევ ხოლმე..
ვეცდები, რომ გავზარდო, მაქსიმალურად ვაიძულებ თავს love
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№5 სტუმარი salo salo

dzaan dzaan magarixar shenimotxrobianat au maledade raaa <3 vaime rasayvarlebiarian tika da sandro :D ihhh <3

 


№6  offline წევრი N7

salo salo
dzaan dzaan magarixar shenimotxrobianat au maledade raaa <3 vaime rasayvarlebiarian tika da sandro :D ihhh <3

მეც მიყვარხარ!
მიხარია, რომ მოგწონს <3
ვეცდდები მალე დავდო <3
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№7  offline წევრი xelnaweri wignebi

საინტერესოა ძალიან და ველი შემდეგ თავს

 


№8  offline წევრი lola123

მომეწონა და ხვალისთვის დაველოდები შემდეგს

 


№9 სტუმარი Ket

Rato ar agrdzeleb

 


№10  offline წევრი N7

ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით, ჩემო კარგებო...
მთელი დღეა ისე ცუდად ვარ, სიტყვის დაწერა კი არა, თქმასაც ვერ ვახერხებ ლამის...
იმედია, ხვალ უკეთ ვიქნები და შეძლებისდაგვარად მალე მოგაწვდით ახალ თავს...
მაპატიეთ sad
--------------------
ქოქოსის გოგო.

 


№11  offline წევრი ketia

გელოდებით იმედია დგეს საღამოს მაინც დადებ

 


№12  offline მოდერი Eleniko13

ერთი სული მაქვს,
წავიკითხო.
მაგრამ ვერ ვბედავ ჯერ...
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent