შემთხვევითობა არ არსებობს (10)
დილით კარზე კაკუნის ხმამ გააღვიძა ორივე. მარიამმა ხმაურზე ამოიზმუვლა, გეგას დაუბარა კარზე არიანო და გვერდი იცვალა. გეგაც ბოლომდე გონზე არ იყო მოსული, ისე ადგა გასასვლელისკენ ნახევრად შიშველი დაიძრა. კართან კი სასტუმროს ერთ-ერთი თანამშრომელი დახვდა, რომელმაც გეგას უნაკლო სხეულს თვალი ვერ მოაცილა. გოგონა გონზე ჩახველების ხმამ მოიყვანა. თვითმფრინავზე გაგვიანდებათო ჩუმად ჩაილაპარაკა და სწრაფად დატოვა მათი ნომერი. ახლა მარტო გაახსენდა, რომ დღეს მიფრინავენ. სწრაფად მივიდა მძინარე მარიამთან და მისი გაღვიძება დაიწყო. -თვითმფრინავზე გვაგვიანდება.-ჩაუძახა ნახევრად მძინარეს ყურში და მის სწრაფ რეაქციაზე გულიანად გაიცინა. -გვაგვიანდება. გვაგვიანდება.-შეუჩერებლად იმეორებდა ერთი და იგივეს და არეული თმის დალაგებას ცდილობდა, თან აქეთ-იქით დადიოდა არეული ნაბიჯებით. კისრისტეხვით მოემზადნენ და 15 წუთში ჰოლში გამოცხადნენ სხვა მგზავრებთან ერთად. ფრენისთვის მომზადებაში რეკორდსაც მოხსნიდნენ, ალბათ. ცოტახანში საკუთრი ადგილები დაიკავეს და ისე ცაში დაეკიდნენ. მარიამი საშინელ ხასიათძე იყო. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ძილი არ ეყო, მერე მეორე იცოდა, რომ გეგასთან განშორების საათი მალე ჩამოკრავდა და მესამე_უკვე ნერვებს უშლიდა გეგას „ამჩემფეხება“ და გახარებული სახე, მეტიც, აღიზიანებდა კიდეც. ისეთ ხასიათძე იყო, ერთი პერიოდი თავის მდგომარეობას რომ ჩაუფიქრდა კინაღამ მოაღო პირი და ბოლო ხმაზე დაიწყო ბღავილი, მაგრამ საკუთარი თავი ხელში აიყვანა და თვალები დახუჭა იმის იმედით, რომ ფრენისას მაინც გამოიძინებდა კარგად. ბოლოს როცა მიხვდა, რომ ვერ იძინებდა თვალები გაახილა და გეგას გახედა. ბიჭს გემრიელად ეძინა, თან სახეზე უდარდელი გამომეტყველება აეკრა. გამწარდა, თან როგორ. თვითონ გეგაზე ფიქრსა და დარდში თვალი ვერ მოუხუჭავს, მას კი არხეინად ჩასძინებია. თვალები ცრემლით აევსო და სანამ გადმოდენას მოახერხებდა, საპირფარეშოსკენ აიღო გეზი. საკუთარ თავს გაუსწორა თვალი და ცხოვრებაში პირველად შეავლო მას კრიტიკული მზერა. -არა, მშვენიერია რას ვერჩი.-აფასებდა თავის ტუჩებს და თან ხელით სწავლობდა.-ქერა თმა, ცისფერი თვალები, ლამაზი ტუჩები, პატარა ცხვირი, სექსუალური ტანი. სხვა რაღა უნდა მაგ თავხედს.-ბუზუნებდა და სარკის წინ ტრიალებდა. მერე კი მიხვდა, რომ ფიზიკურად გეგასაც მოსწონდა. ასე რომ არ ყოფილიყო, ერთ ღამესაც არ გაატარებდა მარიამთან ერთად. -უბრალოდ სხვა გრძნობები არ გააჩნია ჩემს მიმართ და რა უნდა ვქნა. არაუშავს, გაივლის დრო და ჩემს მეხსიერებაში, მასთან ერთად გატარებული დრო კარგად გამახსენდება.-ამშვიდებდა თავის თავს და ისევ გეგაზე ფიქრობდა. ცოტახანში შედარებით დამშვიდებულმა დაიკავა კუთვნილი ადგილი და უკვე გამოფხიზლებულ გეგას გახედა. ... მოგესალმებით ყველას. გილოცავთ ვალენტინობას. იმედია მოგეწონებატ და ბოდიში პატარა თავებისთვის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.