შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

One and Only (2)


24-05-2016, 08:47
ავტორი Anye-Any
ნანახია 1 802

სულ ასე ვეღადავებოდი მანჩოს,ვერიტანდა თავის სახელს და ამაზე სულ ბრაზდებოდა,მე კი გულიანად ვიცინოდი ხოლმე.ლექციების ბოლოს უნივერიტეტის ეზოში ვისხედით მე და მანჩო,თავის ახალ შეყვარებულზე მეჭორავებოდა ქალბატონი,როგორც ყოველთვის მისი მოსაწონი ბიჭი დედამიწაზე არ დაიარებოდა,თუმცა მისი თქმით ლუკას არაუშავდა. ცოტახანში რეზი და გიგა მოვიდნენ,ჩვენი ბავშვობის მეგობრები.უნივერსიტეტში თვეში ერთხელ თუ გამოანათებდნენ ხოლმე,თუმცა ჩვენ მაინც გვნახულობდნენ.
-ბარო სასტავ-გადაგვკოცნეს ბიჭებმა
-სად დაბოდიალობთ?-ჩაეძია მანჩო
-პეკინზე ვიყავით,რა იყო რა თვალებით მიყურებ მია?
-ჰა? რა მითხარი?-გამეცინა
-წუხელ არ გეძინა? კარგია ხო დედიკოს ჩვენებზე სიარული? ერთს არ გვეტყვის რა დამპალია აზრზე ხართ?-სამივეს გაეცინათ
-თქვენც ხო იცით რომ სულ ძალიან წამათრია დინამ იქ?-თვალები მოვჭუტე
-ვიცით გოგო გეხუმრები-გამიღიმა გიგამ და თავზე მაკოცა
-სადაა გოცირიძე?-გიგას გადახედა მანჩომ
-ბაითზეა დოლიძეზე,წუხელ მაგრად დავთვერით სასტავი და თავს ვერ წევს
-ვინაა გოცირიძე?-ვიკითხე მე
-ლევანას მამიდაშვილია,1 კვირაა აქეთაა,გერმანიაში ცხოვრობდა 5 წელი,არიცნობ ხო შენ?
-არა ამას საიდან ეცოდინება,უბანში ეგ რო იჩითებოდა ეს 12 წლის იყო მაშინ-გაეცინა რეზის და თმაზე მომჩეჩა
-ოჰ! გეგონება შენ ძაან დიდი მყავდე რა
-გაბრაზდა ჩემი წრიპა-ენა მომიჩლიფა გიგამ
-დიდი ამბავი სულ რაღაც 3 წლით ხართ ჩემზე დიდები,სამაგიეროდ მე თქვენზე გვიან მოვკვდები-ენა გამოვუყავი,ამაზე ყველას გაგვეცინა
-ჩემს ხელში ხარ გოგო გაზრდილი,მამაშენი ჩვენი იმენა ბრატია და ჩუ ახლა ბევრს ნუ ტლიკინებ
-ვერ ვიტან პატარა ბავშვივით რომ მელაპარაკებით-კოპები შევყარე
მოკლედ კიდევ დიდხანს "მეღადავნენ" ბიჭები,მანჩო ცხენივით იკრიჭებოდა და კიდევ უფრო მეტად მიშლიდა ნერვებს.მზე უკვე ჩასული იყო როდესაც სახლისკენ დავიძარით,ვიცოდი დღეს დედა შვეიცარიაში მიფინავდა ქსოვილების ჩამოსატანად და მომიწევდა ორი დღე მარტო ყოფნა ამიტომაც გადავწყვიტე მამასთან წავსულიყავი. რამდენიმე ხელი ტანსაცმელი და საჭირო ნივთები ჩავალაგე,ლენას დავემშვიდობე და მძღოლს ვთხოვე მამასთან წავეყვანე.20 წუთში უკვე მამას ბინაში ვიყავი.
-მამას სიხარული!-მომეხვია და ხელში ამიტაცა,ამათ მგონი ისევ პატარა ბავშვი ვგონივარ,რადგან მაირიამი გათხოვდა ის უკვე ზრდასრულ ქალად იქცა მე კი ისევ პატარა ბავშვი ვარ
-დამსვი მამა მეტკინა-გამეცინა და ტანსაცმელი შევისწორე
-წავიდა დედაშენი?
-ჰოო-კარები მოვხურე და მისაღებში შევედი-მშია რა გაქვს?
-კარგი რა მამიკო,როდისიყო სახლში ვჭამდით?
-აბა ეს მაცივარი და გაზქურა დეკორაციაა თუ რა პონტია?-თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე
–წამოდი დაბლა ჩავიდეთ ვჭამოთ რამე–ხელი მომხვია მამიკომ და ჩინურ რესტორანში წავედით
როგორც ყოველთვის სუშის როლები ვჭამე,სუში ბავშვობიდან მიყვარს,ლევანსაც ძალიან უყვარს და ალბათ მემკვიდრეობით გადმომეცა ჩინური სამზარეულოს სიყვარული.
–რაო,დედაშენი სად წავიდა?–სასხვათაშორისოდ მკითხა ლევანმა და თან ტუჩის კუთხეში გაეღიმა
–მა,დედა ისევ გიყვარს?–სრული სერიოზულობით ვკითხე და ჩხირები თეფშზე დავაბრუნე
–ნუ მაიმუნობ–თითი დამიქნია–ჯობს ჭამა განაგრძო
–უბრალოდ გკითხე,მეტი არაფერი–მხრები ავიჩეჩე და ჭამა განვაგრძე,თუმცა მის პასუხს დიდი ინტერესით ველოდი
–რატომ მკითხე?–ჰაჰ! დაინტრიგდა ლევანი,ესეც ასე! ვაშა! ტაში შემოვცხე გონებაში და ეშმაკურად გამეღიმა
–ჰაჰა! დაინტრიგდი ხომ?–გადავიკისკისე და თითი ავუქნიე ცხვირწინ
–სირცხვილია მამიკო,ხალხი გვიყურებს რას იფიქრებენ–ფხუკუნებდა ლევანიც
–კარგი რა! რადროს ხალხია? მე შენზე და დინაზე გელაპარაკები მა–თვალები ამიციმციმდა
–ჩვენ შენი მშობლები რომ ვართ ხომ არ გავიწყდება? რა ძმაკაცივით მელაპარაკები გოგო?–გაეცინა და ნიკაპი მოისრისა
–დიდი ამბავი მამიკო! დიდი ამბავი!–ამაზე ორივეს გაგვეცინა–ისე ახლა რომ შემოგვხედოს უცხო თვალმა და–ძმა ვეგონებით,16 წლის იყავი ხომ რომ გავჩნდი?
–კი და არ მინდა შენც ამ ასაკში დაქორწინდე,მარიამმა დაკრა ფეხი და ჩვენს გზას გაყვა,იმედი მაქვს შენ ამას არ იზამ,ხომ ხედავ რა დაგვემართა მე და დედაშენს?
–ხოდა კიდევ იმასაც ვხედავ,რომ დღემდე გიყვართ ერთმანეთი–ბოლო სიტყვები სიცილით და დამარცვლით ვუთხარი
–მიდი,ჭამე,ჭამე და ავიდეთ მერე ბებიაშენი აპირებს დღეს მოსვლას
სწრაფად გადავსანსლე სუში და სახლში დავბრუნდით.ბებიაჩემი უკვე იქ დაგვხვდა,საინტერესო არაფერი მომხდარა,გვიანობამდე დივანზე წამოკოტრიალებულები ვუყურებდით ტელევიზორს. 12 საათი იყო გიგამ რომ დამირეკა
–გისმენ გიგა
–სადხარ მია?
–ლევანთან ვარ,რა იყო?
–ხიზანას დაბადებისდღეა უკვე,თორმეტს გადაცდა დაგავიწყდა გოგო?
–აუ ეგ საერთოდ აღარ მახსოვდა,რასაპირებთ?
–one side-ში ვიკრიბებით სასტავი,ხო წამოხვალ?
–აუ,ლევანი არ გამომიშვებს–ტუჩი მოვიკვნიტე
–გინდა მე დავებაზრო?
–არაა სახლში
–დავურეკავ დაიცა
–კარგი ჰო მიდი
ვიცოდი გიგა თუ დაურეკავდა აუცილებლად გამომიშვებდა ლევანი.15 წუთში დამირეკა, გამოგივლი და მზად დამხვდიო,მეც აღტაცებულმა დავიწყე მომზადება.შავი კოჭამდე,ტანზე მომდგარი მაღალწელიანი ჯინსი ამოვიცვი,შავი უკანამოღებული ტოპი მაისური გადავიცვი და ფეხზე ქუსლიანი ფეხსაცმელები ამოვიცვი,მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე თები გავიშალე და სარკეში რომ ჩავიხედე ჩემი თავი მართლა ძალიან მომეწონა,აღფრთოვანებული ჩავედი დაბლა.
–რალამაზი ხარ გოგო–მომეხვია გიგა და მანქანაში ჩავსხედით
კლუბი გადაჭედილი იყო,ძლივს მივაღწიეთ ბარამდე და იუბილარამდე,იქ თითქმის ყველა ჩემი ნაცნობი იყო გარდა ერთისა,ალბათ ეს იყო გოცირიძე,რომელსაც ყველა იცნობდა ჩემს გარდა.იუბილარს მივულოცე
–მია,გაიცანი ესაა ნიკუშა გოცირიძე–ნიკუშაო? რა ნიკუშა? პატარა ბავშვია ? გამეცინა თუმცა არ შევიმჩნიე და მის გამოწვდილ ხელს ჩემი ხელი გავუწოდე და გავუღიმე
–სასიამოვნოა
–ჩემთვისაც მია,მაშინ ძაან პატარა იყავი,რამხელა გაზრდილხარ ტო–ნიკაპი მოისრისა და ბიჭებს გადახედა სიცილით,შემდეგ მე ამათვლიერა და თვალებში მომაშტერდა.ცოტა არიყოს მეუხერხულა მისი ამგვარი საქციელი,ყველა ისე აღმიქვამს როგორც პატარა ბავშვს,ახლა ესღა მაკლდა
–მია დალევ?
–კი დალევს,წვენს–თვალი ჩამიკრა ნიკამ და ფორთოხლის წვენი გამომიწოდა
–უკაცრავად?
–ლევანს არამგონია მოეწონოს სახლში მისულს ალკოჰოლის სუნად რომ ყარდე–ირონია არ შორდებოდა სახიდან
–მამაჩემსაც იცნობ?–ჭიქა გამოვართვი
–ვიცნობ,ვიცნობ –თავი დამიქნია
მაშოს დავქაჩე და თვალით ვანიშნე რა ჯანდაბა უნდათქო,თუმცა თავი გააქნია აზრზე არავარო,მეც აღარ ჩავძიებივარ.ზოგადად კლუბებს და ალკოჰოლს არ ვიყავი ჩვეული და დღს რატომღაც ძალიან მომინდა გამომეცადა რა იყო სიმთვრალე,მომინდა ისე გავლეილიყავი რომ ყველა და ყველაფერი ფეხებზე დამეკიდებინა და ის მეკეთებინა რაც მე "გამისწოდებოდა" თუმცა ეს რა თქმა უნდ არ იყო ტიპიური მია.დიდი იმედი მქონდა,რომ ეს ქუსლიანი ფეხსაცმელი ალკოჰოლის მიხების შემდეგ ტკივილს ვეღარ მომგვრიდა. ბართან მივედი,გამხდარი შავგვრემანი გოგონა იდგა რომლის თმის ბოლოები ისე იყო გადახუნებული რომ შეღებვას იხვეწებოდნენ.ალბათ მას უნდა მივმართო სასმელზე.რაც შეიძლება დიდი დიზით ალკოჰოლი მოვითხოვე,რომ ცოდნოდა ჩემი ასაკი ნამდვილად არ დამალევინებდა,მაგრამ ამ ტანსაცმელში მაქსიმუმ 25 წლის გოგოს ვგავდი. მესამე ჭიქის შემდეგ ყველაფერი დატრიალდა ირგვლივ,საღად აზროვნების უნარი დავკარგე, ირგვლივ თიტქოს ყველაფერი ბურუსში გაეხვა,ნისლში მოექცა ყველა ჩემს გარშემო,ასე მეგონა მბრუნავ ბურთში ვიყავი გამომწყვდეული და ჩემს ირგვლივ სამყარო ტრიალებდა.ვერ მივხვდი ეს ყველაფერი მომწონდა თუ არა.სშინელი გულისრევის შეგრძნება დამეუფლა,ახლა ვეღარც ჩემს ქუსლიან ფეხსაცმელებს ვგრძნობდი და ისიც კი დამავიწყდა რომ ჩემს იგვლივ უამრავი ხალხი იყო,თიტქოს სრულიად მარტო დავრჩი დედამიწაზე,ოდნავ კიდურების დაბუჭებაც ვიგრძენი,ასე მეგონა ურო რომ ჩაერტყათ ვერც კი ვიგრძნობდი.ბარის მაღალი სკამიდან ბორძიკით ჩამოვედი და ასევე ბორძიკით გავუყევი გზას თუმცა ბუნდოვნად ვხედავდი ყველაფერს.ვიგრძენი როგორ შემაშველა ვირაცამ უკნიდან ხელი,მესიამოვნა გაყინული ხელები წელზე,იმდენად ვხურდი,რომ ეს უზომო სიამოვნებად მომეჩვენა
–ფრთხილად პატარა,რამდენი დაგილევია–სიცილი ჩამესმა,დაჯაჯგურება არც მიცდია,თავი მკერდზე მივადე და მუსიკის რიტმს ავყევი
–მეძინება–ენის ბორძიკით ვთქვი და ისევ ვიყუჩე მის მკერდზე თავმიდებულმა,სიმართლე გითხათ ეს იმდენად მსიამოვნებდა რომ სულაც არ ვფიქობდი იმ წამს ამას რა მოყვებოდა.მერე იმდეად გავითიშე რომ მგონი მეძინა,მანქანაში ვიწექი უაკანა სავარძელზე თვალები რომ გავახილე ასე მეგონა საუკუნე ვიწექი,მთელი სხეული დამძიმებული მქონდა.ჯერ კიდევ საღამო იყო
–სად ვარ?ჰეი არ გესმის?–ძლივს მოვახერხე ხმის ამოღება
–ოჰ,როგორც იქნა პატარამ იკადრა გამოფხიზლება–სიცილით შემობრუნდა წინა სავარძელზე მჯდომი ნიკა ჩემსკენ



№1 სტუმარი lanu

Au ra kai gogo xar rom dabrundi axali istoriit.dzn miyvars sheni naweris kitxva.rogorc yoveltvis sheudarebeli xar.veli axal tavs sul moutkmenlad.

 


№2 სტუმარი tamuna

Au ra kargi wasakitxia ai kitxvis damtavreba ro ar vinda isetia<3

 


№3  offline წევრი მოლურჯო

უფრო მეტი მუშაობა გჭირდება
რომ შენს ისტორიებს კარგი დავარქვა
--------------------
მარიამი

 


№4 სტუმარი mako

მომწონს ძალიან ყოჩაღ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent