ბაბუაწვერა, ანუ გაფანტული არსებობა (2)
ხდება ხოლმე, ადამიანები მიდიან ჩვენი ცხოვრებიდან. ჩვენ კი ვზივართ და ტირილში ვათენებთ ღამეებს. დედას ვაგინებთ ცხოვრებას, რომელიც უსამართლოდ გვექცევა. მერე საკუთარი თავის დადანაშაულებას ვიწყებთ. მე რომ უფრო კარგი ვყოფილიყავი, მე რომ უფრო ლამაზი ვყოფილიყავი, მე რომ უფრო ჭკვიანი ვყოფილიყავი... თვითგვრემას მივეცემით, თითქოს ეს გვშველიდეს. შენი ბრალია, ღირსი ხარ, მეტს იმსახურებ... ორი დღე მეძინა კიდევ. თავს ვაჩვენებდი ყველას, რომ მეძინა. ისინი ელოდნენ ჩემს გაღვიძებას, მაგრამ ოდნავადაც არ ესმოდათ ჩემი. მოსაყოლი ვიცი, კიდევ ბევრი იყო. მე არ ვიყავი ამ ყველაფრისთვის მზად. მინდოდა ღმერთს “ფორა” მოეცა ჩემთვის, რომ ცოტა შემესვენა. არაფერზე არ მინდოდა ფიქრი... ის ორი ფაქტი, რომ საყვარელი ადამიანი და მგრძნობელობა წელს ქვემოთ დავკარგე, მანადგურებდა. მშლიდა, მფიტავდა და ისე, როგორც ცეცხლის ალი შეშის ნაკერჩხლებს, იქით-აქეთ მისვროდა. დაუნდობლად. _ დე, გთხოვ, გაუძელი რა... მამაშენს ასეთი არ მოეწონებოდი _ ჩურჩულებდა ჩემს ყურთან ლილიკო. მე კი, თვალებდახუჭულს, იმის ძალაც არ მქონდა, გადავბრუნებულიყავი, ან ავმდგარიყავი და მაგრად ჩავხუტებოდი. გადავწყვიტე რომ რაც არის, არის. ზანტად გავახილე ჯერ ერთი, მერე მეორე თვალი. დედადემი რომ ვერ შევნიშნე ოთახში, ხელებით საწოლს დავეყრდენი და სულ ოდნავ ვცადე წამოწევა. ჩემდა გასაკვირად, გამომივიდა და მეორედაც გავაკეთე იგივე მოძრაობა, ამჯერად გაბედულად. საწოლის კიდეს მივეყრდენი და ბედნიერმა გავიღიმე. მომეცა სტიმული, რომ ოდესმე ფეხზეც დავდგებოდი. _ ყოჩაღ _ მომესმა საშუალო დიაპაზონის, ცივი ხმა. სახიდან ღიმილი ჩამოვირეცხე და მარჯვნივ, ფანჯრისკენ გავიხედე. სულ დამავიწყდა ის უცნობი, უცნაური ბიჭი! ისევ ისე ეცვა, მხოლოდ შავი მაისური მეორეთი შეეცვალა. წინაზე რომ ვნახე, იმას გულთან პატარა “c” ეწერა. ამას არაფერი აწერია. ასეთ პატარა დეტალს ალბათ მხოლოდ მე თუ დავუკვირდებოდი ჩემს მდგომარეობაში. და ვინმე გაფრენილი. _ გამარჯობა _ უამოციოდ მივუგე, თუმცა გატეხილი ხმა ვერსად დავმალე. უკვე ვიცოდი, რა უნდოდა ამ ბიჭს ჩემს ოთახში და დარწმუნებული ვიყავი, დღის უმეტეს ნაწილს საავადმყოფოში, ჩემთან ატარებდა. ეჭვები მღრღნიდა. _ გამარჯობა ნანკა _ ისე წარმოთქვა ჩემი სახელი, თითქოს ყველა ასოს, ყველა ბგერას პატიებას თხოვდა. მე შევამჩნიე ეს, არადა ცივი სახე და არაფრისმეტყველი თვალები ბევრ რამეს მალავენ. თუმცა ძალიან კარგად ვიცი, რატომ ირგებს ადამიანი ასეთ ნიღაბს. _ როგორ ხარ? _ მკითხა და კედელს მიყრდნობილმა ამოაცურა ჯიბიდან სიგარეტი. არ მიახლოვდებოდა და ეს მთრგუნავდა. წამით კართან დედაჩემის გამოსახულებას მოვკარი თვალი, თუმცა მაშინვე გაქრა. _ მთვრალი იყავი? _ ვკითხე მე. სიგარეტს აუკიდა, მოქაჩა, ბოლი გამოუშვა და შემდეგ ფანჯარასთან მივიდა. მოთმინებით ველოდი. ფანჯარა გამოაღო და სკამი მასთან ახლოს მიაჩოჩა, დაჯდა და სანამ მომდევნო ნაპასი არ ჩაარტყა, მანამდე არ შემოუხედავს ჩემთვის. _ არა _ თავი გააქნია. _ შეყვარებულს დაშორდი და განერვიულებული მართავდი? _ მომდევნო ვარიანტს ჩავეჭიდე. _ არა _ გვერდით გაიხედა, მომდევნო ღერი ამოაძრო და მოუკიდა. _ ვინმეს ეჩხუბე ? _ არა _ წადი, გთხოვ _ ხმა ამიკანკალდა, ათას ნაწილად დამეშალა სიმშვიდე და გამეფანტა. აზრმა, რომ ვიღაც ბიჭმა უმიზეზოდ დამინგრია ცხოვრება, უარესად გამანადგურა. უხმოდ წამოდგა, მე კი უკვე თვალებში მლაშე სითხე მიგუბდებოდა. ჩემსკენ წამოვიდა, დაიხარა და სანამ კედებს იხდიდა, ვერ მივხვდი, რა უნდა გაკეთებინა. საბნის ერთი მხარე ასწია, მერე ჩემს გვერდუთ დაწვა და თავი ჩემს ყელში ჩარგო. წარმოუდგენელი შეგრძნება იყო... მის სუნთქვას ჰაერის სუნი ჰქონდა. და მე ავტირდი. თვალწინ ნიკას სახე დამიდგა, მისი ქერა თმები, შემოდგომისფერი. მისი ღიმილი, როცა შოკოლადს მაძლევდა. სიცილი, როცა ამ შოკოლადს არ ვუყოფდი. მისი კოცნა გამახსენდა და გამაჟრიალა. მისი გაბრაზება, როცა წამოვიყრანტალებდი, სიკვდილი მინდა მეთქი. ერთი რამ დანამდვილებით ვიცოდი_დღეიდან არაფერი იქნებოდა ძველებურად. იმიტომ რომ ნიკა აღარ მეყოლებოდა. თვალები დავხუჭე და ამდენი ემოციებით დატვირთულს, მარტივად დამეძინა. მხოლოდ მომდევნო დილას ვიგრძენი არა მხოლოდ შინაგანი, არამედ ფიზიკური ტკივილი. როცა გავიღვიძე, ოთახში უკვე მარტო ვიყავი. ჩემს გვერდით, ტუმბოზე, სანდორას წვენი და წყლით სავსე ჭიქა იდო. ხელი გადავიწვდინე, ჭიქას მოვკიდე და ის იყო, უნდა ამეღო, რომ ძირს დამივარდა და ხმაურით გატყდა, წყალი კი დაიღვარა. საკუთარი უძლურების გამო ყვირილი და კივილი მომინდა, მაგრამ როცა ოთახში დედაჩემი შემოვარდა შეშინებული სახით, გამომეტყველება მაშინვე დავაწყნარე. _ დე, მოიცა, ახალს მოგიტან, როგორ ხარ? დიდი ხანია, გაიღვიძე? სულ ათი წუთით გავედი, საჭმელად... _ თავის მართლება დაიწყო და მაშინ მომინდა, რომ ჩავხუტებოდი და პატიება მეთხოვა. მხოლოდ მე არ მტკიოდა ასე ძალიან. ვიცი რომ მასაც გაანადგურებდა ჩემი მდგომარეობა. _ დე, არაუშავს _ ამოვღერღე და როგორღაც გავუღიმე. _ როგორ მომნატრებია შენი ხმა, ნანკა... _ მეც მომენატრე დედიკო, მაგრამ ძალიან მწყურია _ ვუთხარი, რადგან ყელი მქონდა გამშრალი და თავს საშინლად ვგრძნობდი. შხაპის მიღება და თავის მკწესრიგებაც მინდოდა, ყველაფრის მიუხედავად არ მქონდა ჩავარდნის უფლება. წყალი სულმოუთქმელად დავლიე და მეორე ჭიქაც მივაყოლე. ისე მომწყურებია... ლილიკო ჩემს საწოლთან ჩამოჯდა და მერე, თითქოს რაღაც გაახსენდაო, საფეთქელთან გაშლილი ხელი მიირტყა. ნაცნობ ჟესტზე გულრწფელად გამეცინა. _ შენი თოჯინა წამოვიღე სახლიდან გუშინ, მაგრამ დათას მივეცი და ალბათ დაავიწყდა შენთვის გადმოეცა _ მითხრა შეწუხებული სახით. ნორას გახსენებაზე თბილად შევხედე დედაჩემს. _ მომენატრა. _ ვიცი _ გაეცინა მას _ მაგ ქერას ხელიდან არასდროს დებდი თვრამეტი წლის გოგო. _ ოჰ, დიდი ამბავი. მასე შენც თამაშიბ კომპიუტერს, ოცდათორმეტი წლის ქალი _ ენა გამოვუყე და მივხვდი, რომ ახლა ყველაზე მეტად მასთან საუბარი მინდოსა. _ სამაგიეროდ, მე ფერად წინდებს მაინც არ ვიცვამ. თან ცალ-ცალს ორივე ფეხზე _ თვალები დაიწვრილა, მერე კი ხმამაღლა გაიცინა. _ ალუჩის დანახვაზე ორი წლის ბავშვივით ვინ დახტის ნეტავ? _ მისი მოძრაობა გავიმეორე, თვალები მოვჭუტე. _ ნუ მიყურებ ეჭვის თვალებით ნანკა, თორემ...! _ შემჭამ? _ აუ ალუჩას მართლა ჭამდა კაცი _ დაიწუწუნა და ფეხები დააბაკუნა. _ აუ დე... _ დავსერიოზულდი, თვითონაც მაშინვე მიიღო მშვიდი სახე და ღიმილით შემომხედა _ ახლა რა იქნება? _ დედიკო... ერთი რაღაც გადავწყვიტე... უფრო სწორედ, სხვებმა გადაწყვიტეს. იძულებული ვიყავი, დავთანხმებულიყავი. ეს შენთვისაც აუცილებელია და გთხოვ, არ გამიბრაზდე. რათქმაუნდა, თუ არ გინდა, ამას არ გავაკეთებთ _ მითხრა, თვალები დახუჭა და მალევე გაახილა _ გისმენ. ____ ბალღებო, არ კითხულობთ? გავაგრძელო? :დდ პირველად შევქმენი მგონი დადებითი პერსონაჟი და კაციშვილი არ მეუბნება, კაიაო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.