შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ძნელი გადასატანია, როცა შენზე უარს ამბობენ.


9-01-2016, 20:22
ავტორი Mari MT
ნანახია 2 374

ძნელი გადასატანია, როცა შენზე უარს ამბობენ. და ყოველთვის გაუგებარი, რატომ. არასოდეს არცერთი პასუხი ამ კითხვაზე საკმარისი არ არის. ზიხარ და გიჟდები – აი, უფრო ლამაზი რომ ვყოფილიყავი, უფრო ჭკვიანი, უფრო საინტერესო, უფრო კარგი და კიდევ ბევრი უფრო. ხან ისე ჩაეფლობი, გეჩვენება, რომ ღირსი ხარ, ყველაფერი შენი ბრალია, და შენ თვითონაც მიატოვებდი შენს თავს, შენი თავი რომ არ იყოს.
არის კიდეც ეს მიტოვება. ასე ფიქრი. შენი თავის მიტოვება.
ეს ბალიშის ქვეშ შეტენილი ტირილები, ეს პალტოს საყელოში და შარფებში შეფუთული ტირილები, გაბმულად. შემოდგომის წვიმებივით.
ეს მარტოკა ტირილები. მარტო ხეტიალების და მარტო ძილების ტირილები.
ხან ბრაზდები. მერე ტირი. ისევ ბრაზდები, ისევ ტირი.
ფიქრობ, რომ ამბავი, რომელიც შენთვის დაიწერა, ასე დაიწერა – არ შეგიყვარონ. და ისე ეჩვევი, უკვე ბუნებრივი გეჩვენება.
და უკვე ირჩევ კიდეც, იმ ამბებს ირჩევ, რომელშიც არ შეგიყვარებენ. წინასწარ რომ იცი, ზუსტად რომ იცი.
ფიქრობ, რომ მარტო ამას იმსახურებ და მორჩა.
ებმებიან ერთმანეთს დღეები, როცა სარკეებიც გარბიან შენგან. არ გამოიჩინები. არ დაინახები.
დღეები, როცა მარტო საქმიან წერილებს იღებ. როცა ისევ ავად ხდები და ვერავის ეტყვი, რომ გცივა. ავად ხარ.
ეს ცალმხრივი ამბები, და ზედ დამატებული ცალმხრივი მეგობრობებიც.
ვეღარ ბრაზდები. ის უღონო, ხმაჩაწყვეტილი ტირილიღა რჩება. რატომობის ტირილი. ვეღარშეძლების ტირილი.

თქვენ, ვისი ამბავიც სხვანაირად დაიწერა, თქვენ, ვინც შეგიყვარეს, ვისზეც იდარდეს, ვისზეც იტირეს, იცოდეთ, რომ რაღაც გაქვთ, ვიღაც გყავთ, ვიღაცას ყავხართ. და არაფერია უფრო მნიშვნელოვანი. უფრო ნამდვილი. უფრო მოსაფრთხილებელი.
გაუფრთხილდით ხოლმე იმათ. ვისაც შეუძლია, უყვარდეთ.



№1  offline წევრი ელლ

საკუთარი არაფრობა კვლავ ვიგრძენი და ისევ გამკრა ხელი რაღაცამ. ის რაღაცა სულ ჩამჩიჩინებს , რომ უნდა განვახლდე . მაგრამ ადგომისა და ბრძოლის თავი აღარ მაქვს. არასდროს შემეძლო საკუთარ თავთან ბრძოლა.
გმადლობ , რომ ამ საკითხს შეეხე ასე კარგად და ფაქიზად

 


№2  offline წევრი Mari MT

.... ...
საკუთარი არაფრობა კვლავ ვიგრძენი და ისევ გამკრა ხელი რაღაცამ. ის რაღაცა სულ ჩამჩიჩინებს , რომ უნდა განვახლდე . მაგრამ ადგომისა და ბრძოლის თავი აღარ მაქვს. არასდროს შემეძლო საკუთარ თავთან ბრძოლა.
გმადლობ , რომ ამ საკითხს შეეხე ასე კარგად და ფაქიზად

ძალიან დიდი მადლობა თუ მოგეწონათ ჩემი პირველი ბლოგი იყო, მადლობა თქვენ laughing

 


№3  offline წევრი mariamiiiii

ყოჩააახ კარგიააა love

 


№4  offline წევრი Mari MT

mariamiiiii
ყოჩააახ კარგიააა love

ძალიან დიდი მადლობა <3

 


№5  offline წევრი BA017BI

დიახ, ნამდვილად რთულია როცა გაგთელენ, გაგანადგურებენ, შენს გრძნობას ტალახში ამოსვრიან მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და მაგარი იცით რა არის? ამ ყველაფრის მერე ფეხზე, რომ დადგები და ანანებ იმას, რომ შენი წმინდა სიყვარული ფეხქვეშ გათელეს!!!

 


№6  offline წევრი Mari MT

BA017BI
დიახ, ნამდვილად რთულია როცა გაგთელენ, გაგანადგურებენ, შენს გრძნობას ტალახში ამოსვრიან მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და მაგარი იცით რა არის? ამ ყველაფრის მერე ფეხზე, რომ დადგები და ანანებ იმას, რომ შენი წმინდა სიყვარული ფეხქვეშ გათელეს!!!

ძალიან დიდი მადლობა რომ გესმის ჩემი საშინელეებაა...შენ წერ ჩანაწერებს და მალევე შლი მას..არც კითხულობ რატომ?! ალბად არ გინდა კიდევ ერთხელ "გადაიმეორო" რას განიცდი არ გინდა აღიარო რომ შენც გტკივა..არ გინდა აღიარო რომ.სუსტიხარ... იმდენად სუსტი რომ საკუთარ სისუსტესაც არ აღიარებ გინდა გერქვას ძლიერი და ცდილობ ვინმე სხვას დაემსგავსო..ცდილობ სხვას ატკინო ..ეს ხომ გაგაძლიერებს .
.
კარგია.! შეიძლება ეგოისტურად და ძალიან შავად ჟღერს მაგრამ სანამ შენ გაგანადგურებენ შენ უნდა გაანადგურო..მორჩი წერას! მორჩი საკუთარი სხეულის განადგურებას და შეუდეგი საქმეს შენ ისინი უნდა გაანადგურო ...
.როგორ საშიშად ჟღერს არა?! მაგრამ ეს მათი ბრალია გესმის?! შენ მათმა სიბოროტემ გაგაბოროტა!

 


№7  offline წევრი kakulia

მომწოოოოოოონს kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent