მთვრალი კოცნები -4-
თავი -4- ცხრა საათი სრულდებოდა და თამო ისევ არ ბრძანდებოდა სახლში. არც ტელეფონს პასუხობდა. არ შემშინებია, ასე იკარგებოდა ხოლმე… მაგრამ სანამ მის ხმას არ გავიგებდი, ვერა და ვერ ვისვენებდი. მითუმეტეს მაშინ, როდესაც სულ მალე სანდრო მომაკითხავდა და კიდევ უფრო უარესი, ერეკლესა და მის გოგოს გავიცნობდი. მეგობრის გამხნევაბა ნამდვილად არ მაწყენდა… კარზე ზარის ხმა გაისმა… ავნერვიულდი. უკვე 9 საათი შერულებულიყო და ვინ იქნებოდა თუ არა სანდრო?! _ახლავე!_დავიძახე და შემოსასვლელი ოთახისაკენ გავექანე. გზად სარკესთან შევჩერდი და საკუთარი თავი შევათვალიერე. ვარდისფერი პერანგი, გაცრეცილი, ჯინსის შარვალი და კედები. არც ზედმეტად თინეიჯერული ვიყავი და არც კლასიკური, სექტემბრის თბილ ამინდსაც და იმ საღამოსაც ასე შეეფერებოდა. იმედია, უნცროსი დიდებულიძე სმოკინგში გამოწყობილი არ დამხვდებოდა კართან. _საღამო მშვიდობისა!_კარი გამოვაღე თუ არა მაშინვე ღიმილით შემომეგება სანდრო. სმოკინგი სულაც არ ეცვა, მაგრამ საკმაოდ სიმპათიურად გამოიყურებოდა. თითქოს დილის შემდეგ სხვა ადამიანი გამხდარიყო. ან მე მეჩვენებოდა ასე. _საღამო მშვიდობისა!_ვუპასუხე და უეცრად იმდენად უცნაურად მომეჩვენა სიტუაცია უნებურად გამეცინა. _მზად ხარ?_იკითხა და ერთიანად შემათვალიერე. ვერ ავღწერ რა დამემართა. მუცელში წყალი ამიდუღდა და მთელ სხეულში უცნაურმა სიმხურვალემ დამიარა. რა უნდა ყოფილიყო ეს? მღელვარება? თუ უფრო უარესი, სიმპათია უნცროსი დიდებულიძის მიმართ?! ხელი კისერზე დავისვი, მზერა ავარიდე და უცნაურად შევიშმუშნე. _მანქანით ხარ?_ნელ-ნელა მოვედი გონს. _ტაქსით!_არ შორდებოდა ირონიული ღიმილი სახიდან. _მიეცი ფული და წავიდეს._შემოსასვლელის კარადასთან მივედი, უჯრა გამოვაღე და ჩემი მანქანის გასაღები ამოვიღე._დაიჭირე!_ვესროლე გასაღები და მანაც მოხერხებულად, თითქოს ელოდა კიდეცო ისე მოიქცია მის მარჯვენა მუჭში. _ისე, თუ კარგად გადამიხდი მძღოლობა არ მეთაკილება!_თვალი ჩამიკრა უნამუსოდ და ზურგი მაქცია._მალე ჩამოდი!_არც მოუხედავს ისე მითხრა და კიბეები ჩაირბინა. იდიოტი! მხოლოდ ეს სიტყვა მიტრიალებდა თავში. იდიოტი! იდიოტი! და, კიდევ ერთხელ იდიოტი! როგორ მაღიზიანებდა და ამავდროულად მიზიდავდა მისი ყოველი გამოხედვა, ყოველი წარმოთქმული სიტყვა, ყოველი მოძრაობა… რა მემართებოდა?! შეუძლებელია ასეთ მამაკაცს, უფრო სწორად ბიჭს ჩემნაირი ქალი მოეხიბლა! თავის გაქნევით მოვიშორე სანდროზე ფირები, ჩანთას ხელი დავავლე, სახლის კარგი გადავკეტე და კიბეებს ჩავუყევი. სადარბაზოსთან ისევ მომღიმარ სანდროს შევეჩეხე. როდესმე იყო ნეტა ეს ბიჭი სერიოზული?! _ის მაინც მითხარი სად მივდივართ…_ხელში მანქანის გასაღები დაატრიალა. _ჩავჯდეთ და გეტყვი…_ჩემი მანქანისკენ ვანიშნე._აქვე, პატარა კაფეა. _ნება შენია!_თვალებში ისევ აუციმციმდნენ ვარსკვლავები. მე კი ის უფრო მანაღვლებდა, რატომ შევამჩნიე ისინი? ნუ თუ, მართლა ვაკვირდებოდი ყველა მის გამოხედვას? რა ხდებოდა ჩემს თავს?! გზაში ხმა არ ამოუღია. მხოლოდ ღიმილით გამომხედავდა ხოლმე და მელოდებოდა სანამ მიმართულებას მივცემდი. დაახლოებით 10 წუთში უკვე ადგილზე ვიყავით. ეს იყო პატარა კაფე, ძალიან საინტერესო დიზაინით. აბა ერეკლე მოსიძე უბრალოს ხომ არ იკადრებდა?! _აქ დააყენე!_თავისუფალ პარკინგზე ვანიშნე. _რატომ მაინც და მაინც ეს კაფე?_როგორც იქნა ამოიღო ხმა და მანქანიდან გადასვლა დააპირა. _ჩემი ყოფილი მეუღლე უნდა გაგაცნო._ვუთხარი ისე, თითქოს ამაში გასაკვირი არაფერი ყოფილიყო და მანქანიდან გადასვლა დავასწარი. _მოიცა, მოიცა!_გადმომყვა ისიც და სასწრაფოდ გადამიდგა წინ._ვინ უნდა გამაცნო?! _ჩემი ყოფილი ქმარი! რა ვერ გაიგე?_მხრები ავიჩეჩე_და სხვათაშორის, მისთვის შენ იქნები ჩემი “ბოიფრენდი”. იმედია მსახიობური ნიჭი გაგაჩნია… _გასაგებია!_მხიარულად შემოსძახა და მკლავი გამომიწია. მეც მაშინვე გამოვდე ხელი და შესასვლელისაკენ გავემართეთ_მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს…_დაამატა მან. _გისმენ._წარბებშეყრილმა გავხედე. _ცოტა შეშლილი ხარ, ხო?!_სრული სერიოზულობით იკითხა. _ცოტა!_სერიოზულადვე მივუგე მე. _იდეალური ხარ!_გამეღრიჯა უნცროსი დიდებულიძე და კაფის კარი გამოაღო._თქვენს შემდეგ!_მითხრა და ხელით მანიშნა შევსულიყავი. _გმადლობთ!_თავი ამაყად ავწიე და ზღურბლს იქეთ გადავაბიჯე. _აბა, რომელია შენი ყოფილი?_ყურთან მიჩურჩულა სანდრომ და წელზე ხელი შემომხვია. _ძალიანაც ნუ შეიჭრები როლში!_წესით გაბრაზებულს უნდა შემეხედა მისთვის, მაგრამ დავინახე თუ არა მისი მომღიმარი თვალები მეც უნებურად ჩავტეხე ტუჩის კუთხეები. აღარაფერი მითქვამს, მხოლოდ იმ მაგიდისაკენ ვანიშნე სადაც ერეკლე იჯდა და ჩვენ მოგვჩერებოდა, დაპირებული “გოგო” კი არსად ჩანდა. ნელ-ნელა მივუახლოვდით მაგიდას, სანდრო ხელს არ მაშორებდა, ერეკლე კი დაბნეული თვალებით შემომციცინებდა. _საღამო მშვიდობისა!_ფეხზე წამოდგა ის და ხელი გაუწოდა სანდროს. _საღამო მშვიდობისა!_ჩვეულებრისამებრ გაუღიმა მანაც და ხელი ჩამოართვა. _ბელა, როგორ ხარ?_ახლა ჩემსკენ მობრუნდა ერეკლე. _არამიშავს, თავად?_ვკითხე და მეც ხელი ჩამოვართვი. *** ყველაფერი უფრო და უფრო სულელური ხდებოდა. “გოგო”_ს თურმე აგვიანდებოდა. _ეს ჩემი მეგობარია, სანდრო!_ვუთხარი სიტუაციის განსამუხტად და ჩემი შეკვეთილი ცივი ყავა მოვსვი. _სასიამოვნოა!_ისე თქვა ერეკლემ აშკარად არ გულისხმობდა ამას. _ცოტა უხერხულად გრძნობ მგონი თავს…_ჩაება სანდრო._მოდი, გეტყვი რომ ვიცი, ბელას ყოფილი მეუღლე ხარ. _აჰა!_სცილი შეეპარა ერეკლეს ხმას._მაშინ ისიც მითხარი შენ რას აკეთებ აქ? _ერეკლე!_თვალები გამიფართოვდა მის ასეთ დამცინავ ტონზე. _მე ბელას შეყვარებული ვარ!_არ დააყოვნა სანდრომ. _რა?_წარბი აქაჩა ყოფილმა. _მემგონია სჯობს დავიშალოთ!_ვთქვი და ფეხზე წამოდგომა დავაპირე. _გამარჯობა!_ჩვენს მაგიდასთან შეჩრდა შუა ხნის წარმოსადეგი ქალბატონი. ზედმეტი მაკიაჟითა და ოქროულობით შემკული, ნიკაპამდე აზიდული 5 ზომა მკერდითა და ქერად შეღებილი თმით. მე სკამის საზურგეს ძლიერად მივეყრდენი და წარბებშეკრულმა შევათვალიერე იგი. _ლელა!_თვალები გაუბრწყინდა ერეკლეს._როგორც იქნა!_თქვა და ფეხზე წამოხტა. ნუ თუ, ეს ის იყო რაც მე მეგონა?! დაპირებული “გოგო”, 40 წლის ქალი იყო?! _გამარჯობა!_ძლივს გასაგონად ვთქვი მე. _გაიცანით, ეს ლელაა!_გამოგვხედა ერეკლემ._ჩემი შეყვარებული!_ბოლო სიტყვას ხაზი გაუსვა და სანდროს თვალებში ჩახედა. _ძალიან სასიამოვნოა!_თქვა დიდებულიძემ და ისიც ფეხზე წამოდგა._ულამაზესი ქალბატონი ბრძანდებით!_ქალის ხელი თავსაში მოიქცია და ოდნავ შეახო ტუჩები ხელის ზურგზე. _გმადლობთ!_გადაიკისკისა ლალიმ და სკამზე მოთავსდა. _ბელა!_გავუწოდე ხელი. _სასიამოვნოა!_მითხრა და ხელი ჩამომართვა. უკვე მუხლებში სისუსტეს ვგრძნობდი და აღარ ვიცოდი კიდევ რამდენ ხანს გავუძლებდი ამ სიტუაციას. როგორც ჩანს იღბალიც მქონია, რადგან მოულოდნელად ჩემი ტელეფონი აწკრიალდა. თამო იყო… ტელეფონს ხელი დავავლე, ბოდიში მოვიხადე, ჰოლში გავედი და მაშინ ვუპასუხე, როდესაც დავწრწმუნდი მარტო ვიყავი. _ჰო თამო!_ვთქვი ისე თითქოს ჯოჯოხეთიდან ახალი დაბრუნებული ვიყავი. _ნინი ჩამოვიდა…_მაშინვე საქმეზე გადავიდა. _რა? რატო? _გიორგის ეჩხუბა. შენთან ვართ ორივე… _მოვალ მალე! _მიდი, გთხოვ! ნერვიულობს ეს ძალიან. _კაი, კაი!_ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე. ღრმად ჩავისუნთქე და ის იყო უკან უნდა შევბრუნებულიყავი ჩემს წელზე ვუღაცის ხელების შეხება ვიგრძენი. _ხომ გითხარი, როლში ძალიანაც ნუ შეიჭრები-თქო?!_სიცილით ვუთხარი მას. _მენატრებოდი!_ჩამჩურჩულა ყურში ერეკლეს ხმამ და ხელები ნელ-ნელა ქვემოთ ჩააცურა. თვალებგაფართოებული, სასწრაფოდ მივტრიალდი მისკენ და დავრწმუნდი რომ ეს სანდრო კი არა ერეკლე იყო. _რას აკეთებ?!_მისი ხელები სასწრაფოდ მოვიშორე ჩემი თეძოებიდან. _რა საჭირო არის ეს ფარსი?!_ამჯერად სახეზე დამიწყო ფერება._აღიარე რომ შენც გენატრებოდი! _სანდროს გვერდით, ყველა დანარჩენი კაცი სულერთია!_ირონიული ღიმილი გამომესახა და თავი გვერდზე გავწიე. _ტყუილია!_გაეცინა ნერვიულად._უბრალოდ გინდა რომ ვიეჭვიანო! _მე არ ვიტყუები! მაგრამ იქნბე შენ მოიყვანე ლალი ზუსტად იმიტომ რომ მე მეეჭვიანა?!_ხელები ერთმანეთში გადავხლართე და ცალი წარბი ავქაჩე. _მე და ლალის მართლა გვაქვს ურთიერთობა. მაგრამ, შენ თუ მეტყვი ამ წამსვე დავშორდები._მომიახლავდa და მხრებზე დამისვა ხელი._ჩემთვის ნომერი პირველი ქალი ხარ! შენზე ფიქრებიც კი მაგიჟებს ბელა!_უფრო და უფრო მიახლოვდებოდა და უფრო და უფრო მიზიდავდა მისკენ._მინდიხარ! შენს გამო ყველაზე უარს ვიტყვი! _ერეკლე, შემეშვი!_ხელები მკერდზე მივადე და მისი მოშორება ვცადე. _რატომ?! დავიჯერო ყველაფერი დაგავიწყდა?!_მისი ძლიერად მოხვეული მკლავებით უკვე ტკივილამდე მიიყვანა ჩემი სხეული. _აღარ მიყვარხარ! აღარ მინდიხარ!_მთელი ძალით დავუშინე მუშტები. ის აღარ მელაპარაკებოდა… მხოლოდ ჩემ ყელში ჩერგო თავი და გაშმაკებული მკოცნიდა._გამიშვი ერეკლე! განანებ იცოდე!_ვერაფერს რომ გავხდი, ხელები კისერში წავუჭირე. ყვრილი არ მინდოდა, მეგონა მოვერეოდი. მეგონა მასზე ძიერი ვიყავი! სახეზე ნელ-ნელა წითლდებოდა, მაგრამ მაინც არ მშორდებოდა, პირიქით… კედელთან მომიქცია და ამჯერად ჩემ უკანალს ჩაეჭიდა. _ბელა!_დაიყვირა ვიღაცამ ერეკლეს უკან. სანდრომ მაისურში ჩაავლო ხელი ერეკლის და იგი ერთიანად მოსწყდა ჩემს ხეულს. რამდენიმე წამი ერთმანეთს გაცეცხლებული თვალებით მისჩერებოდნენ. მერე დიდებულიძემ ნესტოები დაბერა, მუშტი შეკრა და ყოფილ ქმარს სახეში გემრიელად უთავაზა. _წავედით!_მითრა სანდრომ, მკლავში ჩამავლო ხელი და გამაქანა. არ მახსოვს როგორ ავღმოჩნდიდთ მანქანაში, არც ის, სახლთან როგორ მიმიყვანა. ერეკლემ ძალიან შორს შეტოპა! იგი ყოველთვის საშნელი ეჭვიანი იყო და აფექტის მდგომარეობაში თავს ვერ აკონტროლებდა. მაგრამ, ეს უკვე ზედმეტი იყო! რას იზამდა სანდრო რომ არ მოსულიყო? გამაუპატიურებდა?! გააკეთებდა ამას?! _როგორ ხარ?_მანქანა დააპარკინგა თუ არა სანდრომ, ღვედი შეიხსნა და მე გადმომხედა. _საშინლად!_გაბრაზებულმა წარმოვთქვი._ასეთი სუსტი არასოდეს ვყოფილვარ! _ფიზიკურად ვერ გაუწევდი წინააღმდეგობას!_დამამშვიდა მან _არ ვაპატიებ!_თავა გავაქნიე და ღრმად ჩავისუნთქე._ინანბს! _ძლიერი ქალი ხარ! მას ნუ გაუტოლებ თავს…_დიდებულიძე საზურგეს მიაწვა და თვალები დახუჭა._მე რატომ წამიყვანე? გინდოდა ეეჭვიანა?! _არა!_დაუფიქრებლად ვუპასუხე._უბრალოდ არ მინდოდა მარტო მივსულიყავი. _გასაგებია!_ისევ თვალდახუჭულმა მითხრა. ცოტახანს ისევ ასე ვიჯექით. არცერთი ვიღებდით ხმას. რადიოში დაბალ ხმაზე ისმოდა უცნობი, სასიამოვნო მელოდია და ამ დროს მთელს გალაქტიკაში ვიყავით მხოლოდ მე და სანდრო. სანდრო და მე… სიჩუმით ვესაუბრებოდით ერთმანეთს. მსიამოვნებდა ეს სიახლოვე და თან სიშორეც. მახსენდებოდა მისი ერეკლს მისამართით მოქნეული მუშტი და ამჯერად სიბრაზის ნაცვლად სახეზე კმაყოფილება მეხატებოდა. ფიქრებში წავედი… რა იქნებოდა რომ არა სანდრო? რატომ მეღვრებოდა სითბო მთელს სხეულში მისი შეხედვისას? რატომ მინდოდა ის საღამო, იმ მანქანაში უსასრულოდ გაგრძელებულიყო? რატომ იყო ასეთი სასიამოვნო მასთან ერთად დუმილიც კი? _აუწიე!_გამომაფხიზლა სანდროს ხმამ. იგი ისევ თვალდახუჭული იჯდა. მუსიკას ავუწიე. ნინო ქათამაძის სასიამოვნო ხმამ გაიჟღერა და მეც სანდროს მივბაძე: თვალები დავხუჭე და საზურგეს მივაწექი. _დრო მიქრის დრო, მიქრის ქარი. მე შენთან ყოფნა მსურს…_აყვა სანდრო მელოდიას. არ მეგონა თუ მასთან ყოფნა კიდევ უფრო სასიამოვნო შეიძლებოდა ყოფილიყო. მისმა ტკბილმა ხმამ ჟრუანტელივით დამირია. სხეულზე ჭიანჭველება დაიწყეს ცეკვა… გული უფრო სწრაფად მიცემდა… რა მემართებოდა?! სანდროსა და ნინოს დუეტს მეც შევუერთდი და შეხმატკბილებულად ჩავიმღერეთ ბოლომდე. როგორც იქნა გაახილა დიდებულიძემ მისი ნაცრისფერი თვალები და მე შემომანათა. _სახლში წასვლა არ მინდა._გაეცინა და თავი უცნაურად გადააგდო გვერდზე. _მაგრამ უნდა წავიდეთ!_თითქოს ძველი ბელა გავხდი. თავადი ბელა წერეთელი! _ხვალ რა გეგმები გაქვს?_თვალები დააწვრილა. _დილით სამსახური, საღამოს ალბათ მეგობრებთან ერთად გავალ სადმე… _ანუ ხვალ მეგობრებს გამაცნობ?_ისე თავდაჯერებულმა მითხრა, აზრი არ ჰქონდა შეწინააღმდეგებას. _დაგირეკავ!_სიცილით ვუთხარი და მანქანიდან გადავედი. _შევთანხმდით!_მკაცრად მითხრა და ისიც გადმოვიდა._დროებით, ბელა!_უკვე სადარბაზოსთან მისულს მომაძახა მან. _დროებით!_გავუღიმე და გზის გაგრძელება დავაპირე._სანდრო!_გავძახე ისევ. _ჰო!_ცალყბად გამიღმა. _ოღონდ იცოდე, მე და შენ კარგი მეგობრები ვართ, და მეტი არაფერი! _კარგი მეგობრები თუ ვართ, მაშინ რატომ მეპრანჭები?_ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და უნამუსოდ გამისწორა თვალი. _მე?_გულიანად გამეცინა._გეჩვენება ჩემო კარგო… _ეჭვი მეპარება!_არ დამნებდა ის. _ის მაინც თუ იცი რამდენი წლის ვარ?!_უკვე გაბრაზებულმა შევუტიე._მე ნამდვილი მამაკაცები მიზიდავენ! _ნამდვილი მამაკაცი ასაკით არ განისაზღვრება ბელა!_ნიშის მოგებით მიპასუხა. _კარგად სანდრო!_წარბები შევყარე და ზურგი ვაქციე. _ოცდაცხრა!_დაიძახა მან._ოცდაცხრა წლის ხარ! ზურგი ამეწვა და სიბრაზისაგან ყურებიდან ლამის ბოლი გამოვუშვი. იდიოტი! იდიოტი! იდიოტი! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.