შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ ხარ ქარიშხალი ,ჩემს უდაბნოში ( 2 )

24-05-2016, 22:14
ავტორი ლილიანა
ნანახია 2 560

მიუხედავად ჩემი დიდი მცდელობისა,რომ თამროს არაფერი გაეგო,ფიზიკურად ვერ დავმალავდი შებინტულ მუხლს და იდაყვს გრძელ ტანსაცმელში ამ სიცხის გამო.
_ რაფერი მარცხიანი ხარ ბებიამ გენაცვალოს,შენ მოგიკვდი მე_ ვიშვიშევბდა და წუხდა,რომ ჩემი დახმარება არ შეეძლო.
_ ნუ გეშინია ბებო მსუბუქად გავიკაწრე,მალე გამივლის არ მტკივა_ ვეცადე უდარდელად გამეღიმა და ტელევიზორისკენ ავიღე გეზი,რომ ჩამერთო,არადა ისე მტკიოდა ჭრილობები,რომ შვებით ვაღვარღვალებდი ახლა ცრემლებს.
_ შენ სულ მასე მატყუებ მე_ კარგად მიცნობს ჩემი თამრო.
ტელევიზორი შევაერთე და პულტს დავწვდი,წითრლ ღილაკს დავაჭირე თუ არა ისე ახლაურდა და გაანათა როზეტმა ,რომ ორივემ შევიკივლეთ,მერე კი მთელი სახლი დაგვიბნელდა.
_ ჯანდაბა,ჯანდაბა,რა დაბდურა ვარ,რამ მჭირს დღეს_ ჩემს თავზე გამწარებული ვქოთქოთებდი და თან ბებოს მითითებულ კარადისკენ ხელის ცეცებით მივიწევდი,რომ ფანარი მეპოვა.
_ ჩემი ქაჯანა ხარ_ ღიმილით მომაძახა ბებიაჩემმა.
_ ბე არ არიან ჩემები გიჟები ასეთ მარცხიანს და ხიფათიანს ,რომ ჩამაბარეს შენი თავი?_ ფანარიც ვიპოვე,ახლა ტელეფონი უნდა მეპოვა.
_ შენ ჩემი პირველი სიხარული ხარ,ყოჩაღი,ჭკვიანი და გარჯე_ მის ხმას საოცარი სითბო გამოყვა.
_ ხმადაბლა ბე არავინ გაგიგონოს,თორემ დაიჯერებენ_ფანრით ოთახი გავანათე_ეს ტელეფონი ნეტა სად დავდე,ახლა კი არავინ დამირეკავს ან მომწერს,რომ უცებ ვიპოვო_ სიტყვა დასრულებული არ მქონდა,რომ ფანჯრის რაფაზე აწკრიალდა ჩემი ტელეფონი,დედა იყო.
_ ხო დე_ მხიარულად ჩავძახე.
_ როგორ ხართ აბა?
_ ცუდად დე,მგონი მოკლე ჩართვა მოხდა და შუქი აღარ გვაქვს.
_ შენ ხელი არაფერს ახლო_ მაშინვე გაუმკაცრდა ხმა ლეილას_ შენ ხიფათიანი ხარ._ ვითომ არ ვიცოდი.
_ აბა დილამდე ასე ვიყო?
_ მამაშენმა გივისთან გადავიდეს და გადმოიყვანოს,მაგას ეხერხება ელექტროობაო.
დავემშვიდობე ჩემებს და ფანრით მომარჯვებული გვერდითა მეზობლისკენ ავიღე გეზი,მთლად გვერდითაც არ იყო,იმხელა ეზოები გვქონდა სახლის ირგვლივ ორივეს ,რომ კიდე ორი სახლი ჩაეტეოდა.ამიტომ გაძახებას წასვლა სჯობდა.
_ ნორა ბებო_ ჭიშკრიდან გავძახე მეზობელს,ცოტა ხანში ბებიაჩემის ხნის ქალმა გამომხედა.
_ მოდი ხატია,რამ შეგაწუხა შვილო_ შუბლთან ხელი მოიჩრდილა.
_ გივი ბაბუა სახლშია? შუქები ჩამიქრა და დახმარება მჭირდება.
_ არა,არ არის შვილო,ჩემს ბიჭთან წევიდა ქალაქში და ხვალ დაბრუნდება.
_ ცუდია,რა ვქნა ახლა მე_ უფრო ჩემთვის ჩავილაპარაკე.
_ მეიცა შვილო,გუშინწინ მდგმური ევიყვანე,ახალგაზრდა კაცია,იქნებ იმას გიშველოს.თუ არ ძინავს დოუძახებ_ თქვა და სახლის უკან გაუჩინარდა.
გამიკვირდა,ამ სოფელში და მდგმური? ცოტა შეაგვიანდა მაგრამ მალე მოვლანდე ორი მოძრავი სილუეტი.წინ ნორა ბებო მოდიოდა,უკან კი…. ის “ იძულებითი” მხსნელი ლამის,რომ მოვკალი შუადღით.
დავიბენი,წამიერად ვიფიქრე გავპარულიყავი,მაგრამ გვიანი იყო,დამინახეს.უხერხულად შევიშმუშნე და ხელები ზურგს უკან წაციღე,ოროსანი ბავშვივით ავიბუზე.მით უფრო,რომ მისი გაოცებული და ცივი მზერა,რომ დავიჭირე.
_ ონისე შვილო,ესაა ის მეზობელი დახმარება ,რომ სჭირდება_ხელით ჩემსკენ ანიშნა.
_ კარგი_ მძიმედ და. ყრუდ ჩაილაპარაკა,წამით შედგა,ჩემი დაბინტული ჭრილობები შეათვალიერა გვერდი ამიარა და გზას დაადგა.
მე დაბნეული ხან ნორას გავხედე,ხან ონისეს,ვერ მივხვდი ,რას აკეთებდა.რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა და შემომიბრუნდა.
_ მიმასწავლი შენ სახლს თუ ჩემით გამოვიცნო_ ისეთი ცივი და მტკიცე ხმა ჰქონდა,რომ ვინანე საერთოდ ,რომ მოვედი აქ,ვყოფილიყავი დილამდე სიბნელეში,რა დამემართებოდა.
_ მოვდივარ_ ოდნავ დაბნეულმა და გაოცებულმა ვუპასუხე და წინ გადავასწარი.გზადაგზა უკან უკან ვიყურებოდი.საოცარმა შიშმა ამიტანა,მისი მეშინოდა.
_ წინ იყურე_ მორიგი მიბრუნების დროს მკაცრად მითხრა და წამში შევბრუნდი.
უხმოდ შევაბიჯეთ სახლში.
_ ბებო გივი არ იყო და ნორა ბებომ მის მდგურს სთხოვა ჩვენი დახმარება_ წარუდგინე სტუმარი.
_ საღამომშვიდობის_ მამაკაცი მისი საწოლისკენ მიიწია,გაუღიმა და ოდნავ თავი დაუკრა_ ონისე.
_ სასიამოვნოა შვილო,თამარი.
მე ამ მომენტებს გაოგნებული ვუყურებდი,ნუთუ მან გაიღიმა? ზდილობაც სცოდნია,თუმცა წამში შემობრუნდა ჩემკენ ისევ ისეთი მრისხანე გამომეტყველებით.
_ მცველი სად გაქვთ დამონტაჟებული?_ ისეთი ხმა აქვს გეგონება რკინა რკინას შემოსცხესო.სისხლი მეყინება.
_ აივანზე_ ამ ღამით კოშმარები არ დამაძინებს უკვე ვიცი.
გვერდი ამიარა და მისი ფანრით აივანზე გავიდა.რაღაც ღილაკს დააწვა და შუქიც ჩაირთო.სულ ეს იყო? გამიკვირდა.
_ ღამემშვიდობის_ მითხრა,არა უფრო სწორად მომიგდო და ჭიშკრისკენ წავიდა.
_ დიდი მადლობა_ უკან გავყევი.
_ არაფრის_ არც კი შემობრუნდა.
_ არა მარტო ამისათვის,შეიძლება ითქვას სიკვდილს გადამარჩინეთ აფთიაქთან.
_ _ იმედია აწი უფრო ფრთხილად გადადგამ ნაბიჯს_ მომაძახა და ჭიშკარიც გაიხურა.
_ მგონი გიჟია_ ვთქვი და შუბლთან საჩვენებელი თითი დავატრიალე.

.…..

გაბრაზებულმა მივიჯახუნე ჩემი ოთახის კარი და საწოლზე პირქვე დავემხე.კარგა ხანს ასე ვიყავი.მერე მძიმედ წამოვჯექი და ტუმბოზე მდგარ ჩარჩოს დავავლე ხელი,ცოტა ხანს თვალდაუხამხამებლად დავცქეროდი,მერე კი მკერდზე მჭიდროდ მივიხუტე და ორივე ხელებით მაგრად ჩავბღუჯე.ისეთი გრძნობა მქონდა,რომ ვიშანთებოდი,შიგნეულს მიწვავდა ფოტო,სუნთქვა შემეკრა,მთელი სხეულით მოვიკუნტე,თითწოს სურათს ვმალავდი და ვიცავდი,მთელი სხეული ამეწვა,ვიგრძენი მლაშე სითხე,როგორ ჩამომიგორდა თვალებიდან და მომეშვა,თითქოს ჩემი ტკივილი შეამსუბუქა.საწოლზე გადავწექი ისევ და თვალები დავხუჭე,იმის იმედად,რომ დამეძინა.
არ ვიცი რამდენი დრო იყო გასული,ჩემსავე ხმამ მომიყვანა გონს.
_ ხატია….ხატია….დაიკოო…._ ოფლში ვცურავდი და მთელი სხეულით ვკანკალებდი.დაფეთებული გამეღვიძა,წამიერად დამაბნია რეალობამ,თუმცა მალე მოვეგე გონს და გამწარებული ისევ საწოლს დავეხეთქე.

……
_ კარგი ბებო,ყველაფერს ისე ვეტყვი,როგორც შენ დამარიგე_ მგონი მეასედ ვისმენდი გუშინ ღამის მერე ბებიაჩემის დარიგებებს.წლების მანძილზე სკოლის ბიბკიოთეკაში მუშაობდა,ახლა კი უნდოდა სანამ აქ ვიყავი მე გავსულიყავი მის ადგილზე,მიუხედავად ჩემი წუწუნისა და ხვეწნისა,არ დამყვა,რატომ უნდა მიყურო 24 საათი და მივლიდეო,დიდი დიდი იქ დღეში სამი საათი იყო,გადი თვალს წყალი დაალევინეო და აჰა მეც მივდივარ ბატონ ნოდართან ბებიის რეკომენდაციით.
დღეს მიუხედავად სიცხისა იძულებული ვიყავი ჩემი დაბინტული ხელფეხის გამო მკლავიანი და გრძელი შარვალი ჩამეცვა.
ჩემი შტატში აყვანა იმაზე მარტივად და იოლად მოხდა ,ვიდრე მე წარმოვიდგენდი.ოხ ეს ბებიები რა.ძალიან გაუხარდა ახალი თანამშრომელის მიღება დირექტორს,მითუმეტეს,რომ გაიგო 24 წლისა ვიყავი.
_ შენი ხნის არავინ გვყავს,ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელი იქნები ჩვენს კოლექტივში.
_ მადლობა_ თავი დავხარე და შევიფერე.დრო და საათი ვიცოდი,ხელფასიც,ამიტომ წასვლის დრო მოვიდა.დავემშვიდობე და ოთახიდან გამოვედი.კიბეებთან ვიყავი მისული,რომ დირექტორის კაბინეტის კარი გაიღო და ბატონი ნოდარის ხმა შემომესმა:
_ ხატია შვილო პირადობა დაგრჩა
_ ახლავე_ მისკენ შევბრუნდი,მაგრამ საფეხურზე ქუსლი ჩამიცდა და გადავყირავდი.არა,რა,რომ არაა შენი სტილი არ უნდა შემოდგე ამ კოშკებზე.შეკივლება და ხელების აქნევა მოვასწარი,თუმცა მაშინვე ვიგრძენი,თუ როგორ შევასკდი ვიღაცას და ორივე დავეხეთქეთ იატაკზე.დავიშალე.სახის მანჭვით შევბრუნდი მისკენ.
_ შენ?_ იმხელაზე დაიქუხა ონისემ,რომ ვინატრე მიწა გამსკდარიყო და ჩავეტანე.ისე დავიბენი,რომ ხმა ვერ ამოვიღე,გამწარებულმა მხოლოდ თვალები მოვჭუტე მთელი ძალით.

P.s.
როცა მოვახერხებ ყოველდღე დავდებ,როცა ვერა,სამ დღეს არ გადავაშორებ ❤
ჰო კიდევ თქვენი აზრი ფოტოებზე,რამდრნად შეეფერებიან პერსონაჟებს?

№1  offline წევრი მოლურჯო

ოო რა ონისე?
უკეთესი ვერ შეარჩიე სახელი?
არ მეყო ძალიან პატარა იყო
მალე დადე
--------------------
მარიამი

№2  offline მოდერი ლილიანა

სევდიანი გიჟი
ოო რა ონისე?
უკეთესი ვერ შეარჩიე სახელი?
არ მეყო ძალიან პატარა იყო
მალე დადე

იმ სახელებს ვიყენებ ,რაც ხშირია :)
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№3  offline წევრი gogincha

ონისე მე პირადად ძან მომწონს და ფოტოსაც შეეფერება სახელი:) აი გოგოს ფოტო დიდად ვერ აღვიქვი ბიჭთან მიმართებით თუ გამოცვლი უკეთესია ნუ რავიცი მაინც შენი გადასაწყვეტია :)) ზაან მომწონს ისტორია თან სევდიანია თან სახალისოა. წარმატებები

№4  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

არ მეყო ტკბილო <3 <3 რა კარგი ხარ.
ძალიან შემაყვარე ეს ისტორია
იცოდე მსუყე თავს ველოდები.
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

№5 სტუმარი Black

Yvelaperi magaria ra;) sagol liliana<3veli shemdeg tavs da rogorc yoveltvis intriga yoveltvis gaqvs..:D

№6  offline მოდერი ლილიანა

gogincha
ონისე მე პირადად ძან მომწონს და ფოტოსაც შეეფერება სახელი:) აი გოგოს ფოტო დიდად ვერ აღვიქვი ბიჭთან მიმართებით თუ გამოცვლი უკეთესია ნუ რავიცი მაინც შენი გადასაწყვეტია :)) ზაან მომწონს ისტორია თან სევდიანია თან სახალისოა. წარმატებები

მადლობა შეფასებისათვის
მორი-ელი
არ მეყო ტკბილო <3 <3 რა კარგი ხარ.
ძალიან შემაყვარე ეს ისტორია
იცოდე მსუყე თავს ველოდები.

მადლობა თეო love ვეცდები მაქსიმალურად
Black
Yvelaperi magaria ra;) sagol liliana<3veli shemdeg tavs da rogorc yoveltvis intriga yoveltvis gaqvs..:D

გაიხარე love
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№7  offline წევრი kora

უძალიანმაგრესია, თან სევდაც დასდევს და თან მხარულიცაა. ვატყობ ამ ბიჭს დააინვალიდებს ამდენი შეჯახებებით, არა რა ხო ვთქვი "შარს" ეძებს თქო ხატია და ამ თავში უფრო გამოჩნდა ეს :დდ არადა, მე ეს "შარი" მომწონს :))) დამაინტრიგე ერათი სული მაქვს გავიგი ონისეს საიდუმლო... ანუ, წინა თავში და და დედა ახსენა და ხატია დას ერქვა ხო თუ ზუსტად აღვიქვი სიზმის ამბავი... ფოტოზე ჩემი აზრები ერთხელაც და მრორეჯერაც გაგანდე, მომწონს ორივეს პროტოტიპი და ზუსტად ფოტზე ასახულნი წარმომიდგება კითხვისას, აი ონისე ცოტა არ მომწონსავით, ნუ მიწყენ სხელს არ ვწუნობ, თითქოს ფოტოზე ასახულს ვერ ვხედავ ამ სახელით :)) მოკლედ, სისულელეებს ვლაყბობ :)) ბარემ კიდე ერთ სისულელესაც ჩავამტებ და გაგეცლები :დდ იქნეეებ ეს იდუმალი "შარი" სახელსაც მალავს, რაკი საკუთარ ქვეყანაში ჯერ-ჯერობით გაურკვევლი საიდუმლოებებით იმალებასავით :)) ჩუმად ვარ, ჩუმად :))))დდდდდ
--------------------
kira.G

№8  offline მოდერი ლილიანა

kora

გენაცვალეეეე❤❤❤❤როგორ გამაცინე და გამამხიარულე,მაგარი გოგო ხარ ძალიან,ჩემი პოზიტივი
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№9 სტუმარი Sali

Dzalian magariasainteresoa samxiarulos dade kidev ra

№10  offline წევრი Marusia123

Chemo tkbilo axla wacikitxe orive tavi ertad ♥ ukve shemiyvarda es istoria :* vfiqrob win saintereso da amavdroulad sevdiani tavebi gvelis ♥ sul ufro da ufro magar istoriebs wer chemi tkbili gogo xar ♥♥♥ moutmenlad geli

№11  offline მოდერი bibo

ონისე ნახე შენ რა მკაცრი და მამაკაცური ჩანსსს არა რა ველურული ასკილიააა wink wink ვატყობ ონისიკუნას მალე წასტყდება მაგი რქები სიმონ და მიეფერფლება tongue tongue ხო კიდო შენ ხარ სასწაული და საუკეთესოოოო ეგი რამფარა გამახარე ასე უცებ რო დაბრუნდი მეთქი სიბერეს მომისწრებ სანამ დადებსთქო no no ჩემი შოკი მოგი აჯაფსანდალიი ჩემი მარწყვი გოგო რამფრა სასწაული ხარ ქალოი რამფრა მამენტალნა მაყვარებ შენ ისტორია გმირებითურთ winked winked ჩემო თეთრო შოკოლაო ჩემო ელარჯოოოო ჩემი დოხრუკულო გოჭუნია ბოლიკირთურთ bully bully

№12  offline წევრი Ignifex

მომწონს ძააააალიან,ძალიან :DD <3 <3 ველი შემდეგ თავს მოუთმენლად <3 მე მომწონს ფოტოები,შეეფერებიან ჩემი აზრით. ნუ მე თავისუფლად წარმოვიდგენ ხოლმე კითხვისას სახეებს:D <3 <3

№13  offline მოდერი ლილიანა

Sali
Dzalian magariasainteresoa samxiarulos dade kidev ra

მადლობა love
Marusia123
Chemo tkbilo axla wacikitxe orive tavi ertad ♥ ukve shemiyvarda es istoria :* vfiqrob win saintereso da amavdroulad sevdiani tavebi gvelis ♥ sul ufro da ufro magar istoriebs wer chemi tkbili gogo xar ♥♥♥ moutmenlad geli

მარუსსსს love
bibo
ონისე ნახე შენ რა მკაცრი და მამაკაცური ჩანსსს არა რა ველურული ასკილიააა wink wink ვატყობ ონისიკუნას მალე წასტყდება მაგი რქები სიმონ და მიეფერფლება tongue tongue ხო კიდო შენ ხარ სასწაული და საუკეთესოოოო ეგი რამფარა გამახარე ასე უცებ რო დაბრუნდი მეთქი სიბერეს მომისწრებ სანამ დადებსთქო no no ჩემი შოკი მოგი აჯაფსანდალიი ჩემი მარწყვი გოგო რამფრა სასწაული ხარ ქალოი რამფრა მამენტალნა მაყვარებ შენ ისტორია გმირებითურთ winked winked ჩემო თეთრო შოკოლაო ჩემო ელარჯოოოო ჩემი დოხრუკულო გოჭუნია ბოლიკირთურთ bully bully

ვაიმე მოვკვდები შენი დაწერილი ჩანახატი მაინც რომ არ წაგვაკითხო,ისეთი ფანტაზიორა ხარ love
Ignifex
მომწონს ძააააალიან,ძალიან :DD <3 <3 ველი შემდეგ თავს მოუთმენლად <3 მე მომწონს ფოტოები,შეეფერებიან ჩემი აზრით. ნუ მე თავისუფლად წარმოვიდგენ ხოლმე კითხვისას სახეებს:D <3 <3

მადლობა გენაცვალე love
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№14  offline მოდერი sameone crazy girl

ვაიმეე იმდენი ვიცინე ამ გოგოს ხიფათებზე რო რა ვიცი wink
მგონი სიარული არ შეუძლია ყოველ წამს ეცემა და გევედრები მთლად საავადმყოფომდე ნუ მიიყვან მოტეხილობებით ან ეს ონისე არ დააზიანოს wink wink
ძალიან მაგარია და ველი შემდეგ თავს

№15  offline მოდერი ლილიანა

sameone crazy girl
ვაიმეე იმდენი ვიცინე ამ გოგოს ხიფათებზე რო რა ვიცი wink
მგონი სიარული არ შეუძლია ყოველ წამს ეცემა და გევედრები მთლად საავადმყოფომდე ნუ მიიყვან მოტეხილობებით ან ეს ონისე არ დააზიანოს wink wink
ძალიან მაგარია და ველი შემდეგ თავს

ვეცდები love
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

№16 სტუმარი Nesi

Zvirpaso Liliana kargi gemovneba gakvt da es rogorc potoebidan ise personajebidanac kargad chans subiekturi var tkvens mimart da veli sasiamovno siaxleebs

№17 სტუმარი სტუმარი lisa

pirveli nacili sadaa? ????????

№18  offline მოდერი ლილიანა

სტუმარი lisa
pirveli nacili sadaa? ????????

https://4love.ge/istoria/115307-shen-xar-qarishxali-chems-udabnoshi-1-.html
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent