შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გევედრებო,ეცადე მიცნო ( 8 )


17-09-2015, 15:42
ავტორი ლილიანა
ნანახია 2 464

მისი ქმედება ალოგიკური იყო,ასეთი სოფო არასოდეს ენახა თამროს და ამ ყველაფრის შემხედვარე შინაგანად,ემოციურად და სულიერად ერთბაშად განადგურა ქალი.უყურებდა საწოლზე კმაყოფილი იერგადაკრული როგორ მოკალათებულიყო და თვალებში არადამიანური ,რაღაც ბოროტული სხივები უკიაფებდნენ.ფრთხილი მოზომილი ნაბიჯებით მიუახლოვდა მის საწოლს მისკენ დაიხარა და მისკენ ხელი წაიყო,მაგრამ სოფომ არ მიიკარა,ცივად გაერიდა.
_ რატომ იქცევი ასე სოფ?_ აცრემლევულმა მტირალი ხმით ჰკითხა.
_ მე ნიკო მიყვარს_ ჟინიანი ბავშვივით იმეორებდა ამ სიტყვებს.
_ არ გიყვარს სოფო,უბრალოდ ახირებაა
_ და შენ რა იცი მე რას ვგრძნობ?
_ მე თუ არ ვიცი აბა ვინ? მე თუ არა აბა ვინ გიცნობს?
ნიკო ისევ საწყის მდგომარეობაში იდგა,ხელები ერთმანეთზე გაფაეჭდო და ცდილობდა თავი მაქსიმალურად მოეთოკა,რომ მეგობრების საუბარში არ ჩარეულიყო.
_ სოფ გული მტკივა ასე,რომ იქცევი,ვერ გცნობ შენ ის აღარ ხარ როგორიც ადრე
_ დიახ შევიცვალე,მე ნიკო მიყვარს და მეტი არაფერი მაინტერესებს
_ რატომ იქცევი ასე? რა დაგიშავე?
_ ამაზე მეტი რა უნდა დაგეშავებინა? ნიკოს მართმევ
_ არაა ასე,სოფ გთხოვ გყლს ნუ მტკენ.
_ და შენ .რომ მტკენ ეგ არაფერია?
_ რა გინდა ჩემგან?
_ იცი რაც
თამრო უსიტყვოდ მიხვდა რზ ზურდა მისგან სოფოს.საწოლს მოშორდა,დანჯარას მიუახლოვდადა ატურდა.ნიკომ მეტს ვერ გაუძლო,თამროსთან სწრაფი ნაბიჯებით მივიდა,მზრუნველად გადაუსვ თავზე ხელი და გულში ჩაიკრა,მერე კი სიბრაზისაგან სახეზე ერთიანად ალეწილ სოფოს მოუბრუნდა.
_ შენ გიჟი ხარ,თუ ასე მოქცევას გააგრძელებ იცოდე ყველაფერს ვიღონებ რომ აქედან სახლში კი არა საგიჟეში გაგწერონ,გპირდები სოფო,შენს საქციელს ახსნა არა აქვს,ისე ვაჭრობ,რომ მე არ მეკითხები მინდიხარ თუ არა,არა,მე არ მინდა შენთან მე თამრო მინდა და იცოდე შენი უაზრო ახირების გამო არ დავთმობ,გპირდები თუ ასე გააგრძელებ საგიჟეში წახვალ,არანორმალური ხარ_ თავს ვერ აკონტროლებდა ნიკო და თან ცდილობდა ეს ყველაფრი ხმადაბლა ეთქვა,რომ ხმა პალატიდან არ გასულიყო.
სოფო ადგილზე ბორგავდა,თვალს არ აცილებდა ნიკოს და თან ხვდებოდა ,რომ სიტყვას შეასრულებდა,ეს არ იყო ხუმრობა ეს რეალობა იყო.უცებ შეცვალა ტაქტიკა
_ მე ცუდს არაფერ გაგიკეთებთ,მე უბრალოდ მიყვარხარ,ჩემგან ცუდს არაფერს უნდს ელოდოთ_ მერე თამროს მიუბრუნდა_ თამს ხომ მიცნობ ბავშვობიდან არა? ბოროტი არასოდეს ვყოფილვარ,უბრალოდ შეყვარებული ვარ,ხომ იცი არა ,რომ მიყვარხარ.ასე ნუ მიყურებ გთხოვ.
_ სოფო ნუ ცდილობ თამროს სიკეთით ისარგებლო,გაფრთხილებ შენებთან უაზრობებს ნუ ილაპარაკებ თორემ ისევ შენ დაზარალდები_ თამროს მაჯაში ხელი ჩაავლო და კარებისკენ წავიდა.
დერეფანში გასულებს ყველანი ინტერესის თვალის შემოსცქეროდნენ.
_ რა უნდოდა ჩემს შვილს?_ ცნობისმოყვარეობას ვერ მალავდა დედამისი.
_ არაფერი,ნუ ნერვიულობთ,ბოდიში მოგვიხადა ,რომ ასე აგვაფორიაქა_ თქვა და ღია კარიდან სოფოსგახედა,რომელსაც გარკვევით ესმოდა ნიკოს სიტყვები.
_ ჩემი საბრალო გოგო_ ერთი ამოიქვითინა და შიგნით შეაბიჯა,ყველანი მას მიყვნენ.დერეფანში ნიკო და თამრო მარტო დარჩა.
_ ნიკო მართლა უპირებ საგიჟეში გამომწყვდევას?_ ისეთი გამომეტყველება ჰქონდა,რომ აშკარად შეფიქრიანებული იყო და არ მოსწონდა ეს იდეა
_ რათქმაუნდა არა ჩემო კარგო,უბრალოდ ცოტა შევაშინე,იმედია ეს მაინც მოთოკავს.
ცოტა ხანში უფროსებიც გამოვინდნენ პალატიდან.როგორც მათი საუბრიდან გაირკვა სოფოს უთქვამს,რომ ერთი ბიჭი მიყვარს,მას კი არ მოვწონვარ და ამიტომ მოვიქეცი ასეო,თუმცა ვინ იყო ეს ბიჭი არაფრის დიდებით გაუმხელია.ამის მოსმნამ ცოტა შვება მოჰგვარა შეყვარებულებს.
_ არც ისეთი ჩურჩუტი ყოფილა,როგორც ჩანს_ იმედიანად გადაუჩურჩულა ნიკომ ქალს.
_ ალბათ იფიქრა,რომ მართლა შეგწევს ძალა საგიჟეში გამოამწყვდიო
_ არაუშავს,იფიქროს.
კი მართალია ამ მხრივ მოგვარდა პრობლემა მაგრამ ახლა მშობლების და უფროსების დააშოშმინება არ გინდოდათ? აფორიაქებულები მთელი გზა იმას განიხილავდნენ თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ის ბიჭი ვის გამოც სოფომ ასეთ დღეში ჩაიგდო თავი.



№1  offline წევრი jilda666

Auu dzaan nuu gaabanalureb kaii:* dzaan momwons es istoria da guli shemtkiva am wyvilzee.. xoda agar ginda sofos zedmeti gamoxtomebi:*

 


№2  offline მოდერი ლილიანა

jilda666
Auu dzaan nuu gaabanalureb kaii:* dzaan momwons es istoria da guli shemtkiva am wyvilzee.. xoda agar ginda sofos zedmeti gamoxtomebi:*

არ გაბანულრდება გპირდები
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№3  offline წევრი kora

აუუუ როგორ ველოდი ამ ისტორის ეს სამი დღე და მაწყენინე ამ პატარა თავით ახლა ძალიან:( ისე შეგიძლია გამოისყიდო და თორმეტის მერე კიდევ ერთი დავი დაგვიდო, თუნდაც ასთი პატარა.
love
--------------------
kira.G

 


№4  offline მოდერი ლილიანა

kora
აუუუ როგორ ველოდი ამ ისტორის ეს სამი დღე და მაწყენინე ამ პატარა თავით ახლა ძალიან:( ისე შეგიძლია გამოისყიდო და თორმეტის მერე კიდევ ერთი დავი დაგვიდო, თუნდაც ასთი პატარა.
love

ამ ორ დღეში სერიოUლი ცვლილებები მოხდა ჩემს ცხოვრებაში,მაგეამ სულარაობას ეს მცირე ვარჩიე,მომდევნოს უწჭველი დიდს დავდრბ,აღარ გაწყენინებ
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№5  offline წევრი mariko_2001

ვაიმეე როგორ ვერ ვიტააან სოფოოსსს თავიდანვე მივხვდი რო სოფო ესეთი იქნებოდააა.შენ კიდე ძაან ძაან მაგარი ხაარ ყოჩააღ

 


№6  offline მოდერი ლილიანა

mariko_2001
ვაიმეე როგორ ვერ ვიტააან სოფოოსსს თავიდანვე მივხვდი რო სოფო ესეთი იქნებოდააა.შენ კიდე ძაან ძაან მაგარი ხაარ ყოჩააღ

მადლობა საყვარელო
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent