შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამოცდა (თავი 7)


25-05-2016, 11:11
ავტორი Salivan
ნანახია 2 860

სახეზე ცივი წყლის შესხმა მაფხიზლებს. თვალებს ვერ ვახელ, მაგრამ გაგებით კარგად მესმის ნიკას დაძაბული ხმა.
-გაახილე სალომე თვალები. გამოფხიზლდი გთხოვ. სალომეე...- უფროდაუფრო უმატებს ხმას და ჯნღრევას. მერე მოულოდნელად ჩერდება „ ფუ შენიო“ ჩურჩულებს და ღმერთოო ტუჩებზე თითებით მეხება. ორ თითს აყოლებს და პირს მახსნევინებს. მერე ორივე ხელით გადაგდებულ თავს მაწევინებს და აშკარაა მიახლოვდება. სახეზე მისი ამონასუნთქი ჰაერი მეცემა და ჩემი ორგანიზმიც სასწრაფოდ ფხიზლდება.
-მომშორდიიი- ვხნავი საცოდავად და ხელებით ვცდილო გავწიო. თვალებს ვახელ და ორ სანტიმეტრში ვხედავ მის თვალებს. გამხეცებული მიყურებს ტუჩებზე და მოიწევს კიდეც.
-გაეთრიე ნაგავოოო- ხმას ვუმატებ და მარჯვენა ხელს ვახვედრებ ტუჩების მაგიერ. ის წამებში მწყდება და ჩემს შეშლილ სახეზე უკან იწევს. საყრდენ გამოცლილი თავს ძლივს ვიკავებ რომ ნიჟარიდან არ ჩამოვსრიალდე რა იატაკს არ დავეხეთქო. ნიკა ცემსკენ იწევა და მიჭერს. ვცდილობ მოვიშორო, მაგრამ არაფერი გამომდის. საბოლოოდ კი დაძაბულს და შეშინებულს ცრემლები მცვივა. მთელ ძალებს ვიკრებ ნიკასკენ ვბრუნდები და სახეში სილას ვაწნი.
-დავიმსახურე- მეუბნება ის ხმაჩამწყდაარი და თმაზე ხელს მავლებს.- თავი ვერ შევიკავე, მაპატიე. არაფერსგთხოვ უბრალოდ დამეყრდენი და სასტუმროში წაგიყვან.
-შემეშვი- ვუგდებ ერთ სიტყვას და საკუთარი ძალებით ვცდილობ გადაადგილებას. კარებთან ძლივს მისული, მეოთხე ნაბიჯზე ვიკეცები. აშკარაა სიარულს ვეღარ შევძლებ. ძალა აღარ მაქვს. ისევ ნიკა მიჭერს, ხელში მიყვანს და გასასვლელისკენ მიმაქანებს. დარბაზის შესასვლელში ანნა გვხვდება და დაფეთებული გამორბის ჩვენსკენ. ვაჟბატონი წამებში იგონებს მიზეზს და „მოწამლულს“ გარეთ მიმარბენინებს. ტაქსის უკანა სავარძელზე მსვამს, ანნა ჩანთას მიდებს კალთაში და კარებს მიხურავს. აშკარად ღელავს ჩემს გამო. ნამდვილი მიზეზი რომ გაიგოს ნეტა ისევ იდარდებდა ჩემს გამო?! ნიკა მანქანაში მეორე მხრიდან მიჯდება და მძღოლს მისამართს ეუბნება. ჩემსკენ ბრუნდება, ხელებზე მეჭიდება და გადმოხრილი თითებზე მკოცნის. მე ისევ ვტირი, უფრო სწორად ვსლუკუნებ.
-ბოდიში სალომე- ხმადაბლა პატიებას მთხოვს. -მსგავსი რამ მეტად აღარ განმეორდება, გპირდები. მართლა მთელი გულით ვნანობ სალო. აღარაფერს დაგიშავებ.- მებოდიშება და თითებზე ფერებას განაგრძობს.
-გაოგნებული ვარ. შენ ვინ ყოფილხარ. თავი არაკაცი მგონია და ვარ კიდეც. მართლა ვერ ვიფიქრებდი ჩემი შეხება ასეთ მდგომარეობამდე თუ მიგიყვანდა. არ მეგონა ასეთი ერთდგული თუ იქნებოდი. ვერ დავიჯერებდი ვინმეს რომ ეთქვა, ისეთი ქალი ხარ ალბათ სულ კაცები გახვევია გარს, მაგრამ ფაქტია რომ გიორგი შენს ცხოვრებაში პირველი იყო და ერთადერთია დღემდე.-დამწუხრებულმა დაასრულა მონოლოგი და ისევ თმებზე მომეფერა. მისი სიტყვების მოსმენით გაოგნებული გვერდზე გავიწიე და შეშინებული სახით გავხედე. ხელი გამოიწვდინა სახისკენ, მაგრამ დაძაბულმა თავი უკან გადავხარე და მანაც გადაიფიქრა შეხება.
-ნუ მიყურებ ეგრე, შეიძლება ეჭვის დონეზე გამევლო გონებაში, მაგრამ ვერაფრით დავიჯერებდი.- საოცრად სევდიანი ხმით მეუბნება და თბილად მაკვირდება სახეზე. მერე ჩემსკენ იხრება და ყურში ჩამჩურჩულებს/
-ველაფერს დავთმობდი მის ადგილას ყოფნისთვის. ეს რომ არ მეთქვა ისე ვერ გაგიშვებდი- გააგრძელა ჩურჩული და გაჩერებული ტაქსიდან გადახტა. კარგი გამიღო და გადმოსვლაში მომეხმარა. მე ხელი ავუკარი და ძლივს დაბრუნებული ძალებით ლიფტამდე მივფორთხდი. ისიც ჩემთან ერთად შემოვიდა ლიფტში და ღილაკით სართული მიუთითა. ამ პატარა კაბინაში ისეთ დაძაბულობას ვგრძნობ რომ სუნთქვას ვიკავებ და ვნატრულობ მალე გაიღოს კარები.
-მეტად აღარასოდეს სალომე- მეუბნება მოულოდნელად და მეც შიშისგან ვიცხადებ და კედელს ვეკვრი. ჩემს რეაქციაზე საშინლად იძაბება და სახეწაშლილი მომყვება გვერდით. კარებზე ჩემს მაგიერ აკაკუნებს და გაკვირვებულ ქეთოს მის შეთითხნილ მიზეზს უყვება. ოთახში შემოდის და ჩანთას სარკესთან დებს. ვატყობ რომ ღრმად სუნთქვას იწყებს და მეც თვალებით ვუბღვერ. ის ოთხს ავლებს თვალს, მძინარე ბავშვებს დაყურებს და მერე ჩემს საწოლზე აჩერებს მზერას. მე ხმამაღლა ვახველებ, ისიც ფხიზლდება და ოთახიდან თითქმის გარბის.
მარტო დარჩენილებს დედაჩემი ეჭვის თვალით მიყურებს და მომლოდინე სახით წინ მიჯდება საწოლზე. მეც ყველაფერს ვუყვები. სიმართლის მოსმენის შემდეგ ქეთო კატეგორიულად მოითხოვს გიორგის დავურეკო და ყველაფერი მოვუყვე. ამის გაფიქრებაზე გული სადღაც მეპარება და ისევ ტირილს ვიწყებ.
ისე განვიცდი მომხდარს რომ მომდევნო დღეს ადგომასაც კი ვერ ვახერხებ. დედაცემი გამკიცხავი სახით მიყურებს და მეც მიძლიერდება იმის შეგრძნება რომ ჩემი სიჩუმით გიოს ვღალატობ.
ბავშვებიც გაოგნებულები მეხვევიან ტავს და გვერდით მიწვებიან. მთელი დღის განმავლობაში გიორგის ზარებს არ ვპასუხობ. სამაგიეროდ მესმის დედაჩემის ხმა, როგორ უყვება მას ვითომ მიზეზს და ცდილობს დაამშვიდოს. ამის გაგონებაზე ისევ უფაებობას ვგრძნობ და გულდამძიმებული ვუმატებ ტირილს. ჩემი შემყურე მაშოც პირს აღებს და მტელი ხმით იწყებს ტირილს. დედაჩემის შეშფოთებული ხმა მესმის და ტელეფონ გამოწვდილი შემოდის ოთახში.
-მაშო მამიკოს უნდ შენთან ლაპარაკი- ეუბნება ცემს ატირებულ პატარას და ისიც ხელებს იწვდენს მობილურისკენ. არ მესმის რას ეუბნება გიორგი, მაგრამ სამაგიეროდ გარკვევით მესმის მაშოს პასუხი
-დედიკო ტირის და იმიტომ- ნათქვამზე ისევ უჩვილდება გული და ახალი ძალებით იწყებს ტირილს. გული გასკდომის პირას მაქვს, დაზაფრული შევრბივარ აბაზანაში და კარებს ვკეტავ. ღმერთო, დაგვიფარე. გიომ რომ რამე გაიგოს გაგიჟდება ალბათ.
გარეთ აღარ გავდივარ და ოთახში ვსაუზმობ. ჩემების მომლოდინე, ვდგები და ვიცვამ. ოთახს ვაწესრიგებ და დივანზე ბალიშ ჩახუტებული ვწვები. დაახლოვებით ერთ საათში დედაჩემი დაუჯერებელი ამბებით ბრუნდება ოთახში. სასწაულებს მიყვება დილით ნიკასა და ანნას შორის მომხდარ ჩხუბზე, ანნას და დიმიტრის წასვლაზე და ჩვენს კარებთან მომლოდინე ნიკაზე. „ღმერთო შენ გადამარჩინე“ ვჩურჩულებ ამის გამგონე და აივნის კარებთან მივდივარ. დედაცემი მაფრთხილებს თუ არ წავა შეიძლება ცოდვა ჩავიდინოს და აივნიდან გადაუძახოს. მეც სერ სპორტულს ვიცვამ, თმას ვიკრავ და ვგრძნობ რომ თვითონაც სერი ვარ. კარებს ვაღებ და მის მომლოდინე თვალებს ვხედავ. ჩემი დანახვისას სახე ერევა და გაოგნებული შემომყურებს.
-ღმერთო რა დღეში ხარ სალომე?!-მეკითხება შეცბუნებული და ჩემსკენ დგამს ნაბიჯს.
-არ მომიახლოვდე- ვეუბნები და წინ ხელს ვმართავ. ისიც ცერდება და სახეზე მაკვირდება.
-ჩემს გამო ხარ ასე?- მეკითხება შეწუხებული სახით.
-წადი- ვპასუხობ და ხელით ეზოსკენ მივუთითებ.
-ჯერ არა-მპასუხობს თავჩახრილი.- ჯერ ვერ წავალ. სანამ ყველაფერს არ გეტყვი და შენც არ მოგისმენ. მანამდე ვერ წავალ და არც შენ გაგიშვებ. წარბებს ქვემოდან შემომყურებს და ცემს რეაქციას ელოდება. მაგრამ მე ხმას არ ვიღებ და ისიც იწყებს. საოცრებებს მეუბნება. დაუჯერებელს და წარმოუდგენელს.
-მე ჩემს წარსულ ცხოვრბას მოვრჩი სალომე, ყველა ასპექტში. შენს გამო და შენთვის. ეს ოთხი დღე მთელ ცხოვრებას უდრიდა ჩემთვის. ის დავინახე, ის ვიგრძენი და ის არმოვაჩინე, რაც მთელი ცხოვრება მაკლდა და მგონი ყველაში მას ვეძებდი. ამას პირველად ვიტყვი ცხოვრებაში, მაგრამ ბედნიერი ვარ მარტო იმით რომ თქმას ვახერხებ. მიყვარხარ სალომე და უბედნიერესი ვარ რომ გიპოვე. მთავარია რომ არსებობ და შენი გაცნობა შევძელი, დანარჩენს კი დრო გვიცვენებს. ალბათ არც ისე ცუდი ადამიანი ვარ რადგან, ჩემი 35 წლის არსებობის მანძილზე პრიზი მაინც მერგო და შემიყვარდა. შენ შემიყვარდი სალომე. შენს გამო ყველაფერზე წამსვლელი ვარ. მე თუ ამირჩევ მართლა გაგაბედნიერებ. შენთვის აქამდე დახურულ ყველა კარს გაგიღებ. გეთაყვამები და გაგაღმერტებ. ყველა ოცნებას აგიხდენ და ჯერ არარსებული ქმარი ვიქნები. საოცნებო მამა შენი, ჩემი და ჩვენი შვილებისთვის. შენზე ფიქრს რომ ვიწყებ, მტელ ჩემს მომავალს ვხედავ. ასეთი გარკვეული და დარწმუნებული ჯერ არასდროს ვყოფილვარ. ოთხი დრეა ფრთები გამომასხი და სულ სხვა კაცი გააღვიძე ჩემში. მმიყვარხარ ამ ყველაფრისთვის სალომე და მანამ დაგელოდები სანამ ჩემსკენ ნაბიჯს არ გადმოდგავ. მერე კი არსად არ გაგიშვებ.
პირი მიშრება, თავბრუ მეხვევა და მის მიერ დასახულ მომავალზე ფიქრისას ფეხქვეშ საყრდენი მეცლება. ამას მართლა არ მოველოდი, ნიკასგან ასეთ სიტყვებს ვერასდროს წარმოვიდგენდი. ის კი ისეთი გულახდილია, მართალი, ბოლომდე გახსნილი და დათრგუნული რომ თანაგრძნობას იწვევს ჩემში.
-მიყვარხარ სალომე-მეჩურჩულება ჩუმად და თბილად. მის აწყლიანებულ თვალებს ვხედა და ვიბნევ. ჩემსკენ საბიჯს დგამს და მეც სასწრაფოდ უკან ვიხევ. იქ კი ძლიერი ხელები მიჭერს, გვერდზე მწევს და უკან მიყენებს. მის ზურგს ავყურებ და შეშინებული „დედიკო მიშველეს“ ვჩურჩულებ.



№1  offline წევრი Salivan

კარგი თუ ცუდი მნიშვნელობით ქალბატონო მანანა?

 


№2  offline წევრი varduka

neta gio iyoos! ver vitan nikasnaireebs ori adamianis shua rom dgebian daa yvelafers tavdayira ayeneben

ise piriqit nika ro qali iyos daa gios cdidess uechveli ugalatebdaa kacebi xoo moglateebi arian

 


№3 სტუმარი teona

asi procentit getanxmebit. kaci ver gaudzlebda. magramsurvili maqva salomem gaudzlos. did siyvaruls vxedav mat shoris da ertmanetze zrunvis motxovnilebas. me momwons salome da giorgi. chemi xma mat sasargeblod.

 


№4 სტუმარი Ana

Ash, me mgoni nikas sheatamasheben haershi.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent