შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Chocolate 11თავი


3-12-2015, 19:59
ავტორი ლორელაი
ნანახია 5 888

მისი სიახლოვე საშინლად მაბნევს,ჩემი სითამამე სადღაც ქრება და რატომღაც შიშიც მიპყრობს.გეგას თვალებში სურვილთან ერთად ბრაზსაც ვამჩნევ და ეს უფრო მეტად მაშინებს.ისევ მიყურებს,ისევ ჩემი ხელები უჭირავს და ისე მიჭერს მაჯებზე,თითები გათეთრებას იწყებენ,სისხლი აღარ მოძრაობს და მეც ტკივილი მიჭმუხნის სახეს.ტკივილის და შიშის მიუხედავად სულაც არ მინდა მომშორდეს,მისი თვალები თითქოს ჩემს სულში აღწევენ,მთელს შინაგან სამყაროს სწავლობენ,ცრემლები მაწვება,თვალები მებინდება,მაგრამ არ ვინძრევი,ბოლომდე ვაძლევ უფლებას ჩემი ბნელი მხარე დაინახოს,ვცდილობ თვალებით ვაგრძნობინო რა მჭირს,ვცდილობ დავანახო რა მნიშვნელოვანია თითოეული მისი მოქმედება.მომენტალურად სახე ეცვლება,ხელს ისე ძლიერად არ მიჭერს,თუმცა მაინც არ მიშვებს.ღრმად ამოისუნთქა და მისი ტუჩებიდან წამოსული თბილი ჰაერი ჩემს თმებს მისწვდა,თვალებს ვხუჭავ.ვგრძნობ ვეღარ ვუძლებ ამ სიჩუმეს.
-ეს რატომ გააკეთე?-ვეკითხები ისე რომ თვალს არ ვახელ,ხმას არ იღებს.-გთხოვ მითხარი.
-მინდოდა გტკენოდა-ჩამწყდარი,სევდიანი ხმით მპასუხობს და გულს მგლეჯს.-შენი დასჯა მინდოდა, იმის გამო რაც შენ საერთოდ არ გეხება და რაშიც დამნაშავე არავინ არაა.მხოლოდ მე,მე ვარ დამნაშავე.
-რატომ?-თვალებს ისევ არ ვახელ,ისევ ჩემი თითები უჭირავს,ვგრძნობ მის ძლიერ ხელს და სუნთქვა მეკვრის.
-მინდა იგივე ეგრძნო მამაშენს,რასაც მე ვგრძნობდი.რასაც მამაჩემი გრძნობდა...უაზრო თავმოყვარეობა,უაზრო სიამაყე...
-მიიღე ის რაც გინდოდა?-თვალებს ვახელ და ვცდილობ ათთრთოლებულ ტუჩებს თავი მოვუყარო,მტკივა.მგონია ქარიშხალმა გადამიარა და დამანგრია,მგონია ტირიფივით ფესვებიანად მომთხარა-თუ დაგრჩა კიდევ რამე მისაღები?-აღარ ვცდილობ თვალი ავარიდო,მინდა დავინახო,ის რომ მისთვის უბრალოდ სათამაშო ვარ.მინდა მივხვდე,რას ფიქრობს,მჭირდება ამის გაგება,მჭირდება,რადგან მინდა დავივიწყო,მინდა მოვკლა მისი არსებობა ჩემს გულში,მინდა შევიძულო.
ხმას არ იღებს,თვალებში მიყურებს და არც ცდილობს თვალი ამარიდოს,ვეღარ ვხვდები ეს უტიფრობაა,ირონია თუ სევდა.მის თვალებში სიცარიელეს ვხედავ,წეღანდელი ვნებაც სადღაც გამქრალა.ეს უფრო მტკივა ვიდრე მისი სიტყვები.ეს უარესია,ვიდრე ის ვნება რამაც ასე გადამიარა და წამლეკა.ოდნავშესამჩნევად იღიმის,ერთი ხელის ზურგს ლოყაზე მისმევს,მეწვის,მეწვის მისი შენახები თითოეული უჯრედი,ცრემლებს აღარ ვიკავებ,ისინიც წამწამებს სწყდებიან და მის თითებზე ინაცლებენ,კრთება,უკან იხევს და ვამჩნევ,როგორ ცდილობს კანკალის შეწყვეტას.მეტი აღარ შემიძლია,გულში ადგილი არ მრჩება ცარიელი,არ დარჩენილა სხეულის არც ერთი გოჯი,რომელსაც ტკივილი არ ტანჯავდეს.ზურგს ვაქცევ და ხელებს სხეულზე ვიჭერ,მთელი ძალით ვცდილობ არ ავბღავლდე,მთელი ძალით ვცდილობ კბილებმა ტუჩები გააჩუმონ,ნიკაპი მიკანკალებს,ხელს პირზე ვიფარებ,ჩემს თავზე ვბრაზობ,როგორ მომივიდა ასეთი რამე,როგორ გავები მის მახეში. როგორ მინდა მძულდეს,როგორ მინდა მის დანახვაზე გული მერეოდეს,როგორ მინდა...მაგრამ გეგა კი არა მე ჩემი თავი მძულს,მეზიზღება და გულს მირევს,მე არ უნდა გამეკეთებინა ეს,არ უნდა მიმეცა უფლება ვემართე,არ უნდა მომეშვა ჩემამდე.
გეგა ზურგიდან მიახლოვდება,ხელებს წელზე მხვევს,როგორც იმ ღამეს,ისევ ჩემს თმაში ყოფს ცხვირს,ისევ მკოცნის ხერხემლის პირველ მალაზე,ისევ დენი მარტყავს და ვგრძნობ თითოეულ მალას როგორ ახტება ეს დარტყმა,ვკანკალებ,უძლური ვარ გეგას შეხებასთან.
*****
მეორე დღეს ელენესთან მივდივარ,უხარია ჩემი დანახვა და მსაყვედურობს,ამდენი ხანი,რომ არ გამოვჩნდი.ყავას მაწვდის და მოხერხებულად ჯდება ჩემს წინ.
-ნახე?
-ვნახე-ვეუბნები და მღელვარების დასაფარად ყავას ვწრუპავ.
-სახეც ნახე?არ მჯერა!რა მაგარია.მოგეწონა?სიმპატიურია?-ენას აღარ აჩერებს ელენე,მე კი არ შემიძლია უკვე,მინდა გავაჩუმო,ჩემს საქმეში ცხვირს ნუ ყოფმეთქი,მაგრამ თავს ვერევი,ვხვდები მისი ბრალი არაა ჩემი ცუდად ყოფნა-რაო ლევანმა?მთელი საღამო კისერზე ეკიდე.-საუკეთესო თავდაცვა თავდასხმააო ამბობენ და მეც ამ ხერხს მივმართავ.ელენეს თვალები უბრწყინავს და იცინის.
-ყველაზე მაგარი ბიჭია-თვალებს წკურავს ელენე,მე მეღიმება,მინდა ვუთხრა გეგა უკეთესიამეთქი,მაგრამ ყველაფერი მახსენდება და გული მეწურება-მომწონს.
-გაკოცა?
-თითქმის-სიცილით ატრიალებს თვალებს ელენე.კიდევ ბევრს მელაპარაკება ლევანზე,მე კი გეგაზე მეფიქრება.იმ საღამოს თვალებში,რომ მიყურებდა და მის შეხებაზე ისევ,რომ დავიფერფლე.მას შემდეგ გადავწყვიტე ახლოს არ მოვუშვა.ის სოფიას შვილია,რომც ვუყვარდე ჩვენს შორის არაფერი მოხდება,ეს შეუძლებელია,არ გამოვა.მამაჩემს და სოფიას ამას ვერ გავუკეთებ,არ შემიძლია მხოლოდ საკუთარ თავზე და ბედნიერებაზე ვიფიქრო,მათ უბედურებაზე ჩემს ბედნიერებას ვერ ავაგებ.
სახლში მისულს არავინ მხვდება,მეც თავისუფლად ვარ და ვცდილობ მარტოობა შევირგო.მისაღებში ვწევარ,თავს უკან ვწევ, ყურსასმენებს ვიკეთებ და შოკოლადს ვჭამ,რაღაც ისე აღარ მიზიდავს,თითქოს სხვა გემო ჰქონდეს,ყურადღებას არ ვაქცევ და თვალებს ვხუჭავ.disclosure and Eliza Doolittle -you and me,იღვრება ყურსასმენიდან,მელოდია ჩემს გულს უხარია და მთლიანად სმენად ვარ ქცეული.შოკოლადის ფილა ტუჩებით მიჭირავს და ვერ გადამიწყვეტია ვჭამო თუ არა,მოულოდნელად ტუჩებზე შეხებას ვგრძნობ,გული მიფრიალებს,სუნთქვა მეკვრის,მკოცნის ნელა და ნაზად,რბილი ტუჩები აქვს,ისე მეპყრობა თითქოს ყინული ვიყო და მალღობდეს,მე არა მაგრამ შოკოლადი ლღვება, წინააღმდეგობას ვერ ვუწევ,არც მინდა. შოკოლადი კოცნასთან ერთად ილევა.მისი ტუჩებიც ნელა მშორდება,მთელი სხეულით ვკანკალებ, მაგრამ თვალებს ვერ ვახელ.
-მომენატრე chocolate -ყურთან გეგას ჩურჩული მესმის და სიამოვნებისგან რამის ვიტირო.ვგრძნობ,რომ ჩემს უკან დგას,ზემოდან დამყურებს,ჟრუანტელი მივლის.
-თავს რატომ არ მანებებ გეგა?-ხმისკანკალით ვეკითხები,თვალებს მაინც არ ვახელ.
-მინდიხარ-ისევ ჩურჩულებს და ყელზე მის ხელს ვგრძნობ, თბილი თითები აქვს,ვგრძნობ როგორ მეფერება ყელზე,მთავარ არტერიას ცერა თითს უსვამს და სადაცაა იქიდან სისხლი იფეთქებს.
-სარა უშენოდ ვერ ვძლებ-სევდიანი ხმა აქვს,სიმწრისგან მეღიმება.თვალებს ვახელ,მის ლამაზ ღიმილს ვხედავ და გულში ტკივილი მიყუჩდება,ვსწორდები.გეგა ჩემს წინ ჯდება,თბილად მიღიმის და მერე გვერდზე იყურება.
-გთხოვ-თავს ვხრი,არ მინდა ჩემი სევდა დავანახვო.-დაივიწყე,რაც იყო.ეს შეცდომაა.-ამ სიტყვებზე სხეული ეძაბება,თვალებში ნაპერწკლები უელავს,წარბებს კრავს.
-შეცდომა?არ შეიძლება ის ყველაფერი შეცდომა იყოს სარა,ის ღამე,ის წუთები შეცდომა ვერ იქნება.-ჩემკენ იწევა და თვალებში მიყურებს-შემომხედე,შემომხედე და ისე მითხარი,ის რაც მოხდა შენთვის რას ნიშნავს სარა.
-არ გინდა გეგა-თვალს ვარიდებ,ტუჩებს ვკუმავ-გეყოფა ჩემით თამაში.
-სარა-გამწარებული ფეხზე დგება და თავზე იჭერს ორივე ხელს.-შენ ჩემი ხარ.შენ მე გიგრძენი სარა,შენ კი მე.ვიცი,ვხვდები.იქ ხიდზე შენ მე მომენდე,გინდოდა და მოგწონდა,ვგრძნობდი ამას,ახლაც ვგრძნობ.
-გეგა-კიდევ რაღაცის თქმას ვაპირებ,მაგრამ არ მცალდება,სოფია და მამა შემოდიან,ორივე გაბრწყინებული გვიყურებს.თავს უხერხულად ვგრძნობ,გეგასკენ ვაპარებ მზერას,აღელვებისგან ძარღვები დაბერია.
-რა კარგია ორივე რომ სახლში ხართ-სიცილით მხვევს ხელს სოფია,მე და მამაშენს თქვენთვის ახალი ამბავი გვაქვს.-გეგა სიბრაზისგან ტუჩებს იჭამს,მეც არანაკლებ საშინლად ვგრძნობ თავს.მამა ჩემს გვერდით ჯდება და თავზე მკოცნის,სირცხვილით ვიწვი,თავს საზიზღრად ვგრძნობ.მისი მოფერება გულში ეკალივით მესობა...
-გვინდა მშობლები გავხდეთ-ზარივით ჩამესმის სოფიას ხმა,ყურები მეხშობა.გეგას სახე ეცვლება,მაგიდას ფეხს კრავს და არაადამიანური ხმით ღმუის.მის დანახვაზე თვალები ისევ ცრემლით მევსება,გული მერევა.სოფია შიშისგან ტირის და ყურებზე ხელს იფარებს,მამა მას გულში იკრავს და ცდილობს დაამშვიდოს.მეტს ვერ ვუძლებ,გარეთ გავრბივარ.წვიმს,მაგრამ არ მაინტერესებს,იქ გაჩერებას ყველაფერი სჯობს,მათი დანახვა აღარ შემიძლია.



№1  offline წევრი kora

აუუუუ, აი რა ვქნაა არ მინდა ამათი დაშორება sad
--------------------
kira.G

 


№2  offline ახალბედა მწერალი ერკე

ოოოოოოოო რა საინტერესოა ეს ოხერი. სულ უფრო მაინტერესებს რა მოხდება შემდეგ.
და ჩემი ინტერესი უკვე დაიპყარი, მარა მარტო ჩემი? უჰ...
ძალიან მომწონს :დ
მაგრამ ძალიან უსამართლოა ცხოვრება და ეს ჩანს აქ.
გეგაც ძალიან ცუდად მოიქცა და მიიღო კიდეც თავისი სასჯელი.
ნამდვილად შეუყვარდა სარა. ეს მისთვის სასჯელია ასე ვფიქრობ. მათთვის.
არ ვიცი რა მოხდება შემდეგ და გამალებით ველი..
არ უნდა გამომეპაროს <3
ძალინ კაქია.
არა რა. რატომ ბრაზობს კიდევ გეგა, ეს ვინაა:დდდ love love
ძალიან მაგარი გოგო ხარ ლორელაი <3
მიყვარს ეს ისტორია. შენც მიყვარხარ <3
აბა განაგრძე დროზე!!!
პირველი ვაააააააააარ იჰუუუ
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№3 სტუმარი სტუმარი მ

რა გოთხრა, ისე წერ, რომ მართლა 3დ-ში მგონია თავი და თითოეულ სიტყვას შევიგრძნობ. და არ მინდა რომ დმთავრდეს....
მალე დადე რაააა

 


№4  offline წევრი ნ ი ნ ა

აუ აუ რა კარგია,მეცოდებიან ძალიან სარა და გეგა,ძალიან ჩამთრევიისტორიაა ასე ჯერ არცერთით დავინტერესებულვარ. winked ველოდები მოუთმენლად შემდეგ თავს მაინტერესებს მოვლენების განვითარება love

 


№5  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ErckeMydass25
ოოოოოოოო რა საინტერესოა ეს ოხერი. სულ უფრო მაინტერესებს რა მოხდება შემდეგ.
და ჩემი ინტერესი უკვე დაიპყარი, მარა მარტო ჩემი? უჰ...
ძალიან მომწონს :დ
მაგრამ ძალიან უსამართლოა ცხოვრება და ეს ჩანს აქ.
გეგაც ძალიან ცუდად მოიქცა და მიიღო კიდეც თავისი სასჯელი.
ნამდვილად შეუყვარდა სარა. ეს მისთვის სასჯელია ასე ვფიქრობ. მათთვის.
არ ვიცი რა მოხდება შემდეგ და გამალებით ველი..
არ უნდა გამომეპაროს <3
ძალინ კაქია.
არა რა. რატომ ბრაზობს კიდევ გეგა, ეს ვინაა:დდდ love love
ძალიან მაგარი გოგო ხარ ლორელაი <3
მიყვარს ეს ისტორია. შენც მიყვარხარ <3
აბა განაგრძე დროზე!!!
პირველი ვაააააააააარ იჰუუუ


მიყვარს რეალურ ცხოვრებასთან ახლოს მდგომი ამბები,მართლაც მტკივნეულია ცხოვრება.მეც მიყვარხარ ასეთი ერთგული ლოდინისთვის და ასეთი თბილი კომენტარებისთვის.

ნ ი ნ ა
აუ აუ რა კარგია,მეცოდებიან ძალიან სარა და გეგა,ძალიან ჩამთრევიისტორიაა ასე ჯერ არცერთით დავინტერესებულვარ. winked ველოდები მოუთმენლად შემდეგ თავს მაინტერესებს მოვლენების განვითარება love

მადლობააა♥♥♥

სტუმარი მ
რა გოთხრა, ისე წერ, რომ მართლა 3დ-ში მგონია თავი და თითოეულ სიტყვას შევიგრძნობ. და არ მინდა რომ დმთავრდეს....
მალე დადე რაააა


უჰ როგორ მიხარია ამ სიტყვების წაკითხვა

kora
აუუუუ, აი რა ვქნაა არ მინდა ამათი დაშორება sad

კორააა♥♥♥

 


№6  offline ახალბედა მწერალი lullaby

უბრალოდ გამწარებული ვარ სათითაოდ ყველა გმირზე და იმის გარდა, რომ შემდეგ თავში განვითარებულ მოენებს ვუცდი, სხვა მეტი არაფერი მაქვს აქ სათქმელი. დდანარჩენი პირადში მიიღე :დდ

 


№7  offline წევრი Smiling girl

ძალიან მაგარი გოგო ხარ ლორელაი <3
მიყვარს ეს ისტორია. შენც მიყვარხარ <3 ველოდები მოუთმენლად შემდეგ თავს მაინტერესებს მოვლენების განვითარება

 


№8 სტუმარი black

Oh kai gamarjoba sheni:D❤dzaan magar gogo xar shen cchemicxovrebaa❤❤♡.♡

 


№9  offline მოდერი ^paradise^

რა მომწონს შენში იცი?? ზღვარი იცი ვნებებსა და რეალობას შორის.. ძალიან ლამაზად წერ,იმედი მაქვს მალევე დადებ ახალ თავს,თორეემ არ ვიცი რას გიზამ. არ მინდა მათი დაშორება აი საშინლად არ მინდა :( იმედია არ დააშორებ. ხოხოოხო მერე არ დამავიწყდეს,ძალიან მომწონს შენი სტილი წერის. პირველივე სიტყვას,რომ ვკითხულოვ ეგრევედ "მითრევ".რამდენჯერ გამციებია ჩაი ამ ისტორიის კითხვისას და რამდენჯერ არ ამიღია აფეთქებული ტელეფონი.. მოკლედ ერთი სიტყვით მაგარი ხაარ <3 ჩემი ფავორიტიი love (პ.ს ამდენი ტყუილა ხომ არ ვიქაქანე,ველი ველი ახალ თავს lol feel )

 


№10  offline წევრი Lana Tomlinson

უბრალოდ ძალიან მაგარი ხარ!ვგიჟდები შენს ისტორიებზე. ეს მოთხრობა რაღაც ძალიან განსხვავებულია.მოვლენების განვითარებას ველოდები(უკეთესობისკენ თორე დაიტანჯნენ სარა, გეგა და ცალკე აქით მე :დ )

 


№11  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

S o f i a
ვაიმე ეხლა წავიკითხე ერთიანად ჯერ გაოგნებული ვარ მერე აუცილებლად დავწერ ერთ დიდ კომენტარს ყვლაფერი უნდა გითხრა :დ <3 თორმეტის მერე დადებ? აუ გეხვეწები დადე რაა :((


გელოდები♥♥ვერ დავდებ,ამ თავის წერისას ემოციურად ისე დავიღალე მეტი ვერ დავწერე.მაპატიეთ... ემოციურად რომ ავივსები კიდევ დავწერ

black
Oh kai gamarjoba sheni:D❤dzaan magar gogo xar shen cchemicxovrebaa❤❤♡.♡

მომენატრა შენი გიჟი კომენტარები

^paradise^
რა მომწონს შენში იცი?? ზღვარი იცი ვნებებსა და რეალობას შორის.. ძალიან ლამაზად წერ,იმედი მაქვს მალევე დადებ ახალ თავს,თორეემ არ ვიცი რას გიზამ. არ მინდა მათი დაშორება აი საშინლად არ მინდა :( იმედია არ დააშორებ. ხოხოოხო მერე არ დამავიწყდეს,ძალიან მომწონს შენი სტილი წერის. პირველივე სიტყვას,რომ ვკითხულოვ ეგრევედ "მითრევ".რამდენჯერ გამციებია ჩაი ამ ისტორიის კითხვისას და რამდენჯერ არ ამიღია აფეთქებული ტელეფონი.. მოკლედ ერთი სიტყვით მაგარი ხაარ <3 ჩემი ფავორიტიი love (პ.ს ამდენი ტყუილა ხომ არ ვიქაქანე,ველი ველი ახალ თავს lol feel )


პირი გამეხა ამ კომენტარის კითხვისას.გავიბადრე,გავწითლდი,მადლობა ასეთი სიტყვებისთვის.ახალი თავი ჯერ არ დამიწერია და მაპატიე ვერ დავდებ ჯერ,ყოველ თავში იმდენ ემოცუას და ვნებას ვდებ, რომ თუ არ შევივსე ეს ემოციებკახლა ისეთი ცარიელი მაქვს სული,ამ კომენტარის წერაც კი მიჭირს

lullaby
უბრალოდ გამწარებული ვარ სათითაოდ ყველა გმირზე და იმის გარდა, რომ შემდეგ თავში განვითარებულ მოენებს ვუცდი, სხვა მეტი არაფერი მაქვს აქ სათქმელი. დდანარჩენი პირადში მიიღე :დდ


ჩემი ანგელა მერკელი♥♥♥

 


№12 სტუმარი black

Meeeec momenatra chemilorelai chemicxovrebaa uu rogor miyvarxar shen jeerr ar ici❤;)

 


№13  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

black
Meeeec momenatra chemilorelai chemicxovrebaa uu rogor miyvarxar shen jeerr ar ici❤;)

გამაგებინე მერე

Lanas Statusebi
უბრალოდ ძალიან მაგარი ხარ!ვგიჟდები შენს ისტორიებზე. ეს მოთხრობა რაღაც ძალიან განსხვავებულია.მოვლენების განვითარებას ველოდები(უკეთესობისკენ თორე დაიტანჯნენ სარა, გეგა და ცალკე აქით მე :დ )


სხვებიც წაიკითხე?ხო ეს განსხვავებულია მართლა

 


№14 სტუმარი black

Aucileblad chemicxovreba❤<3;)lorelai;D♡.♡

 


№15  offline წევრი ♡EPICLOVE♡

vau dzaan magari iyo yochag ise dzalian ki mecodebian gega da sara marto egeni kiara sofia da saras mamac mecodebian ra qnat exa uyvart ertmaneti tan amat shesaxeb ra ician nu magari gogo xaar imedia male dagvideb shemdeg tavsac♡♡♡
WLM
--------------------
არასოდეს დაელოდო საუკეთესო მომენტს უბრალოდ აირჩიე მომენტი და გახადე ის საუკეთესო♡

 


№16  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

♡EPICLOVE♡
vau dzaan magari iyo yochag ise dzalian ki mecodebian gega da sara marto egeni kiara sofia da saras mamac mecodebian ra qnat exa uyvart ertmaneti tan amat shesaxeb ra ician nu magari gogo xaar imedia male dagvideb shemdeg tavsac♡♡♡
WLM

მადლობა ჩემო გოგო,ვეცდები

 


№17  offline ადმინი უნდა ვწერო

როგორი ინტრიგანი ყოფილხარ ..ყველაფერთან ერთად სიტუაციაც საშინლად დაძაბე,მომწონს..სარა და გეგა მაგარი წყვილია,აკრძალული უფრო ტკბილია მაინც...ვნახოთ რა იქნება.

 


№18  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

უნდა ვწერო
როგორი ინტრიგანი ყოფილხარ ..ყველაფერთან ერთად სიტუაციაც საშინლად დაძაბე,მომწონს..სარა და გეგა მაგარი წყვილია,აკრძალული უფრო ტკბილია მაინც...ვნახოთ რა იქნება.


ამიტომაც ვერ ელევიან ერთმანეთს

 


№19  offline მფლობელი goga27

love ველოდებით შემდეგ თავს
--------------------
♥ 4Love.Ge

 


№20  offline წევრი madridista

arvici ra darogor iqneba mara eseni bolshi ertad unda ikvneeeeeennnnn!!!!:*

 


№21  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

goga27
love ველოდებით შემდეგ თავს

ბოოს♥♥მადლობა,ვეცდები არ დავაგვიანო

 


№22 სტუმარი lana

მომწონხარ მე შენ <3 <3 love

 


№23  offline წევრი zoi

მელას თავისი მახრჩობელა უყვარდაო თუ რგორცაა,,,,,ვიტანჯები ამათი საცოდაობით მაგრამ მაინც სულმოუთქმელად ველოდები ყოველ ახალ თავს,რაღაცნაირად მტკენს ამათი ამბავი

 


№24 სტუმარი სტუმარი მ

ჩვენ გელოდებიიიიიით, დღეს ხომ დადებ ახალ თავს?

 


№25 სტუმარი მიყვარხარ ლორე

ჩემი გოგო როგორ მიყვარხარ..ისეთი გრძნობიტ წერ მგონია შენს ამბავს გვიყვებოდე.მაგარი ხარ.ტკბილი მურაბა და ვნებიანი.

 


№26 სტუმარი Mariammmm

Auumaleera ((( yovel 1 saatshi vamowmeb xomar daudevstqo

 


№27 სტუმარი სტუმარი მ

ჩოკლიტ დაგავიწყდიიით, გელოდებიიიიიიიით love

 


№28 სტუმარი black

Sagol lore shen saertod ar grcxvenia?!maladec ra ar velodit shensgan mitovebas..male gvesrole axali tavi iicode gelodebit..mere icode bevri agar waikitxavs rom daaviwydeebat,nu me gamonakliss davushveb da sheni ertguli viqnebi❤:D

 


№29  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ორ წუთში იქნება ჩემო კარგებო მაპატიეთ love

 


№30 სტუმარი BLANK ATM

მიიღეთ თქვენი BLANK ბანკომატი ბარათი [email protected] და მიიღეთ მდიდარი.
მე მინდა გაგიზიარო ჩემი ჩვენება იმის შესახებ, თუ როგორ მივიღე ჩემი BLANK ATM ბარათი, რომელმაც დღეს ჩემი ცხოვრება შეცვალა. ქუჩაში ვცხოვრობდი, სადაც ჩემთვის ძნელი იყო რამე, თუნდაც ჩემი გადასახადების გადახდა ძალიან რთული იყო ჩემთვის, რომ ჩემი სახლიდან გაჩერებულიყო და ქუჩაში სძინავთ. მე შევეცადე ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ დავიმუშავა სამუშაო, მაგრამ ეს ყველაფერი უშედეგოდ იყო. ასე რომ, გადავწყვიტე, დავეყვირო ჩემს ტელეფონზე ონლაინში სამუშაოდ, სადაც ჰაკერების რეკლამირება სარეკლამო ბარათით ბანკომატებისთვის, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ბანკის ნებისმიერ ბანკში, მე არასოდეს მიფიქრია, რომ ეს შეიძლება რეალური იყოს, რადგან რეკლამის ყველაზე მეტად რეკლამა ეფუძნება თაღლითობას, ამიტომ გადავწყვიტე, რომ გადაეცათ და გამოიყურებოდეს, სად მიმიღო, თუ მას შეუძლია შეცვალოს ჩემი ცხოვრება სამუდამოდ. მე დავუკავშირდი ამ ჰაკერებს და მითხრეს ყველაფერი, რაც ამ ბარათის მისაღებად საჭიროა, ეს რეალურია და ეს არ არის დამნაშავე. მოკლედ მოჭრა ეს ჰაკერები ბანკომატების რემონტებში, დაგეგმვა და გაშვება, რამოდენიმე რჩევა და ტკივილი შეისწავლეს ბანკომატით ბანკომატით ცარიელი ბანკომატით. მივიღე ცარიელი ბანკომატით და 3 დღის განმავლობაში მივმართე და მეც მითხარი, რომ დღეს ჩემი ცხოვრება ქუჩაში ფეხით მოსიარულეთა სახლიდან გადავიდა, არსებობს ბანკომატი, რომ ბანკომატების ბარათები შეუძლებელია, რადგან მათ პროგრამირდება სხვადასხვა იარაღები და პროგრამული უზრუნველყოფა, სანამ ისინი იგზავნება. ჩემი ცხოვრება მართლაც შეიცვალა და მსურს გაუზიაროს ეს სამყარო, მე ვიცი, რომ ეს უკანონოა, არამედ ჭკვიანი გზაა დიდი ცხოვრება, რადგან მთავრობა ვერ დაგვეხმარება, ამიტომ ჩვენ თვითონ დაგვეხმარება. თუ თქვენ ასევე მინდა ამ BLANK ATM ბარათი მინდა თქვენი დაუკავშირდეთ ამ ელფოსტა: [email protected]

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent