ატკიებული თავი
ანტკიებული თავი ( 1 თავი ) დილით ლუსიმ დამირეკა ახალი სასწავლო წლის დაწყება მომილოცა ვითომ დიდად მიხაროდეს. მითხრა რომ დილით თვითონ გამომივლიდა და სასწავლებელში ერთად წავიდოდით. მაგარია. ლუსი ჩემი საუკეთესო მეგობარია. ის ადრე თბილისში ცხოვრობდა, მაშინ ერთმანეთს ინტერნეტის საშუალებით ვეხმიანებოდი დიახ ის სწორედ ფეისბუქზე გავიცანი, შემდეგ რამოდენიმე თვის წინ დაგაწყვიტა რო საცხოვრებელი ადგილი შეეცვალა. ნუ ეს ესე უბრალოდ არ მომხვდარა. როგორც ყველაფერს ამასაც ქონდა მიზეზი. ერთი ბიჭი უყვარდა დემეტრე ერქვა. ტიპიური ბაბნიკი. ლუსის თავი შეაყვარა და შემდეგ დატოვა ეს საწყალი გოგო ესე. ხო მიატოვა ამიტო წამოვიდა ეს ანგელოზი. ოქროსფერი თმით, ლურჯი თვალებით, სექსაული ტანით ვერ ვხვდები ესეთ გოგოზე როგორ უნდა თქვა უარი. ალბათ იმიტო რო იმის გაკეთების საშუალებას არ აძლევდა რასაც ყველასთან აკეთებდა. მგონი დროა ჩემს შესახებაც მოგიყვეთ რაღაც, მე ლეა ვარ, 17 წლის. ( მე და ლუსი ტოლები ვართ) შავი თმა მაქვს შავი თვალები და ჩვეულებრივი ტანი რა არც მსუქანი ვარ და არც სუსტი. დედისერთა ვარ. მამა გარდამეცვალა ავტოკატასტროფაში ამიტო დედა თითქმის სახლში არასდროს არ არის სულ მუშაობს. ლუსის მშობლები კი კვლავ თბილისში არიან. ესეც ასე უკვე მზად ვარ. ჩანთაც მოვიკიდე მხარზე და ეზოში გავედი. ლუსის ბმვ უკვე მელოდებოდა ხო დიახ ბმვ ლუსის მშობლებს საკუთარი ბიზნესი აქვთ. კარი გავაღე და ჩავჯექი. - პრივეთ - მითხრა მოწყენილმა ოპააა რაღაც ხდება - პრივეთ რამე ხდება? თუ სკოლის დაწყება ასე ძალიან არ გიხარია? -ღიმილით ვიხედები მისკენ მაგრამ რა ჯანდაბა ხდება ის მანქანასაც კი არ ქოქავს. - ჰეი ლუსი შემომხედე- იგი ჩემკენ იხედება თვალები მარილიანი სითხით აქვს სავსე. -ლუსი რა ხდება -უკვე ვიძაბები - ლეა ის დაბრუნდა მან მე მიპოვაა. - ვერაფერს ვხვდები - დემე ხო გახსოვს? - არ არსებობს ! შუძლებელია როგორ გიპოვიდა. - არ ვიცი შეიძლება ეს შემთხვევით მოხვდა და მან საერთოდ არც კი იცის რომ მეც ამ სასწავლებელში ვსწალობ. იმედია ჩვენს კლასში არ დასვამენ. იქნებ რომელიმე პარალელურ კლასში მოხვდეს? - იმედიანი თვალებით შემომხედა - შეიძლება.ხო სრულიად შესაძლებელია ეგრე რომ მოხდეს კაი დაძარი ეხლა მანქანა თორე დავაგვიანეთ. - არაფერი უთქვამს სხვა მუდამ მოტიტინე ლუსის, მანქანა დაძრა. მე კი თავი საქარე მინას ჩამოვადე და თვალები დავხუჭე. - მოვედით მესმის ლუსის მხა თითქოს დამშვიდებული . კარს ვაღებთ და გადავდივართ. ყველა აქეთ იყურება ნუ მე კი არა ლუსის უყურებენ. ის ხომ ისეთ ლამაზია ვარდივით ლამაზი და მისნაირი ნაზი. ჩანთას ვიღებ და სასწავლებლისკენ ვიხედები დღეს პირველი დღეა. ლუსის ხელს ვკიდებ თვითნაც ესე იქცევა და შევდივართ კლასშიც. ბავშვებს ვესალმებით და ადგილებზე ვჯდებით ლუსის როგორც მოწინავე მოსწავლე წინ ზის მე კი როგორც დამკვირვებელი უკან ფანჯარასთან აქედან ყველაფერი კარგად ჩანს. ზარი ირეკება. თითქოს მომნატრებია მისი ხმა. კლასში დამრიგებელი შემოდის გვესალმება. შემდეგ რაღაცაზე გვესაუბრება მაგრამ მე უკვე მისი აღარ მესმის. ფანჯარაში ვიხედები და რა თქმა უნდა ჩვენი სკოლისკენ მომავალი სამი ერთმანეთზე სიმპატიური ბიჭები ჩემს თვალთა ხედვას არ გამოპარვია. სამივე მაღალია .ისინი უკვე შენობაში შემოდიან და მათ დაკვირვებას უფრო კარგად ვერ ვასწრებ. ნეტა ვინ არიან ამ ფიქრებში ვიყავი როცა საკლასო ოთახის კარი გაიღო. იქით ვიხედები კლასში დირექტორი შემოდის. ყურებს ვცქვიტავ ის სასწავლო პროცესის დროს არასდროს შემოდის ხოლმე კლასში ალბათ რამე უნდა გვითხრას აუცილებელი. - მოგესალმებით. გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. თქვენთვის ახალი ამბავი მაქვს. თქვენს კლასში ახალი მოსწავლეები გადმოვიდნენ. ოოო მოდით მოდით ბიჭებო- იგი კარებისკენ იხედება და თან ხელს იქნევს. ბიჭები შემოდიან. მჰ არც მიკვირს ის სამეული. - გაიცანით ბავშვებო ესენი არიან დემეტრე ონიანი. ბაჩო ქალდანი და გაბუ გაბრუშიძე- ოპაააა დემეტრეო ლუსისკენ ვიხედები ვხედავ თუ როგორ აქვს თვალები გაკვირვებისგან გაფართოებული, სახეზე ფერი არ ადევს. ალბათ ის არის. დაძაბული ზის. აი დემეს კი ირონიული მზერა აქვს ტუჩის კუთხე ცატეხილი. ხოლო ბაჩო და გაბო კლასში მსხდომი გოგონების თვალიერებით არიან გართულები. - ბიჭებო თქვენთის ადგილები გადანახული მაქვს მაგრამ თუ გინდათ სხვაგან დაჯდომა ბავშვები შეგიცვლიან ადგილს ხო ასეა? და ჩვენ გადმოგვხედა რა სულელი ვარ როგორ ვერ შევამჩნიე რომ სამი მერხი დამტაებული იყო? მეტი დაკვირვება გმართებს ლეა. - მე აქ მინდა დაჯდომა - ამბობს დემეტრე თვალები უცანურად უციმციმებს თან ლუსის გვერდით მჯდომ გოგონაზე მიუთითებს მასწავლებელი თხოვს რომ დემეტრეს ადგილი შეუცავლოს ისიც დგება და მის ადილს დემეტრე იკავებს. მშვენიერია ახლა დემე და ლუსი ერთად ზიან. ლუსი ჩუმად არის არ იცის რა ქნას. ან საერთოდ აწი რა იქნება ? კიდევ უნდა შეიცვალოს მის გამო საცხოვრებელი ადგილი ? საუნტერესოა ავტორი რას გადაწყვეტს ...... ბაჩუ და გაბუ ისე ჯდებიან მათთვის გმოყოფილ ადგილზე რომ არ აპროტესტებენ. დირექტორი გადის. დემე ლუსის რაღაცაზე ეჩურჩულება. მასწავლებელი კი ახალ მოსულ ბიჭებს რაღაცას ეკითხება მაგრამ ამ დროს ლუმსი ადგილიდან დგება - ლუსი რა ხდება-ეკითხება მასწავლებელი მაგრამ ის უკვე კარის ზღრუბლთან დგას და ჩვენი აღარ ესემის მეც სასწრაფოდ ფეხზე ვდგები და გაქცეულ დაქას უკან ვყვები. მასწავლებელი მეძახის მაგრამ ჯანდაბამდე გზა ქონია. !!!! დერეფანი დავრბიავრ ვერ ვხვდები სად შეძლება წასულიყო. მანქანა. სასწრაფოდ ავტო სადგომისკენ გავიქეცი. სასწაული ლუსის მანქანა ჯერ კიდევ მის ადგილას დგას მაგრამ თვითონ ლუსი სად არის მე მას ვერ ვხედავ. მანქანას ვუახლოვდები. კარებს ვაღებ იხსნება. ვჯდები. სლუკუნის ხმა მესმის. - ლეა-ამოუსლუკუნა ლუსიმ მისკენ ვიხრები და ვეხუტები. - ყველაფერი კარგად იქნება აი ნახავ .- - არაფერი არ იქნება კარგად მე ის ისვე მიყავრს იგი ...... რაღაცის თქმას აპირებდა კიდევ მაგრამ ვეგარ გაააგრძელა საუბარი წუხილმა იმძლავრა. - გინდა სანაპიროზე გავისეირნოთ არაფერი უთქვამს. გასაღები გამოვართი და წინ გადავჯექი ზღვა როგორი მშვიდია და როგორი ბობოქარი. ის მაშინ ბობოქრობს როცა არ ელეოდები. მისყვარს ზღვა განსაკუთრებით როცა მშვიდია. მართალია ზღვა ვის არ უყვარს მაგრამ მე გასაკუთრებით. ყველაფერი მიყვარს ლურჯი ზღვაც ხომ ლურჯია სიყვარულიც კი ლურჯ ფერებში წარმომდგენია. ჩენ სანაპიროზე მივაბიჯებდით მზე ახალად იყო ამოსული. ამიტომ ულამაზეს პეიზაჟი იშლებოდა ჩვენს წინ. ლუსი გაჩრდა ზღვას გახედა და ჩამოჯდა ერთ მოზრდილ ქვაზე. მას რომ ვუყურებ არ მინდა რომ მეც მიყვარდეს ვინმე. სიყვარული გულს გვტკენს ხშირად. ბარბარეს ჩემს კლასელს მივწერე რომ სკოლის შემდეგ ჩემი და ლუსის ჩანთებიც თან წამოეღო და თავისთან დაეტოვებინა. -მგონი ომს მიცხადებს მეუბენა უემოციო სახით ჰმ თვალზე ცრემლი აღარ აქვს . კარგია დამშვიდდა მაგრამ რაო ომიოოოო ? -რას ამბობ? -რას და იმას რომ მგონი ჩემთან ომს იწყებს შურის ძიება უნდა იმის გამო რომ თბილისიდან წამოვედი წამოვედი იმ დაწყევლილი სასწავლებლიდან სადაც ერთი ნორმალურად გატარებული დღე არ მახსოვს ხან რას მმართვდა ეგ და ხან რას. არა არა ეს არ იქნება ის მიზეზი რომ ამხელა გზა ამისთვის გამოიარო. -იქნებ მოენატრე და მაგიტო ჩამოვიდა და არანაირი შურის ძიაბა არ უნდა იქნებ მასაც შეუყვარდი - მის სანუგეშოდ და იმ სისულელის დასავიწყებლად რომ დემე ომს უცხადებს რას არ მოვიფიქრებ. -ოოო რა დამშვიდებული მქონდა რა თავი რა ჯანდაბა უნდოდა ორ მოვიდა რა ამტკივდა თავიც რა უშველის ჩემ ატკივებულ თავს ? რა დროში უნდა შვყვარებოდი - გადმომხედა ახლა უკვე იღიმოდა - მაშინ როცა რომელიმე ბო** ჟიმა*** ? კაი რა ეგ იმაზე უფრო დიდი სისულელეა რომ ომს მიცხადებს -ახლა უკვე იცინის მგონი გაგიჟდაა -და ლუსი სიცხე ხო არ გაქვს- ხელის ზურგს შუბლზე ვადებ არა არ არის ცხელი აშკარად გაგიჟდა. - ვერაფერი ვერ გავიგე მაშ რატო ტიროდი ? - რატო და მითხრა რომ ან ჩემი იქნები ან არავისო მერე ჩემთან უნდა დარჩეო დღეს და საერთოდ ყოველთის მოკლედ საყვარლობა შემომთავაზა ნუ მთლად ესე პირდაპირ არ უთქვამს მაგრამ არც დიდად შულამაზებია მისმინე ის რასაც ამბობს ყოველთვის ასრულებს მისი ეს სიტყვები კი .... არც კი ვიცი რა უნდა ვიფიქრო. აუ ლეა დღეს შენთან დავრჩები რა ვიცი ეგ ისეთ გიჟია რო სახლში მომაკითხავს თუ იცის სადაც ვსწავლობ მაშინ ისიც ეცედინება თუ სად ვცხოვრობ თანაც მის მიმართ სიყვარული ჯერაც არ გამნელებია. მე ის ისევ მიყვარს. როცა დავინახე გულმა რამოდენიმე ბიძგი გამოტოვა. ძალიან მომნატრებია. ლეა მე ის ისევ მიყვარს. რა უნდა ვქნა ? -არაააა პრობლემა ვითო პირველად აპირებ ჩემთან დარჩენას რა ისე ამბობ. ისე სიმაპატიური კია. მაგარ შარში ხარ - ოოოო კაი რა ხვალ ოქმის დაწერა მოგვიწევს კიდევ ერთ მიზეზი თავის ასატკივებლად - ღიმილით გამომხედა ( ვერავარ მე აღაცა კარაგად სიცხის გაზიმვა მეც არ მაწყენს) -დიდი ამბავი თუ გინდა ორივესას მე დავწერ ხო იცი მიჩვეული ვარ _ ამაზე ორივემ გავიცინეთ. -კაი წავედით ბარბარესთან და მერე რავი რამე მოვიფიქროთ ღამით კი კლუბი რა დავლიოთ ჩაასწორებს ამ უხასითობის ჟამს ხო და კიდევ ზღვაზე გამოვიდეთ კიდევ გავგრილდეთ. - დაგეგმა გოგომ მთელი დღის გეგმა. -კაი დავეშვით - თან აფთიქშიც შევიაროდ თავის ტკივილის საწინააღმდეგო რამე ვიყიდოთ. ჩემი საწყალი ატკივებული თავი- ამაზე გადავიხარხარე და ასე ხარხარით კი მივედით მანქანამდე. მოგესალბით ყველას. არ ვიცი როგრია ან საერთოდ რა გამომივიდა შემიფასეთ და მითხარით თუ ღირს გაგრძელება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.